You are on page 1of 20

ლექცია 6.

ნიუსის დაგეგმვა. მოვლენების შეფასების


მეთოდი ნიუსში. ტელე და რადიონიუსი.

კურსი: ახალი ამბების ჟურნალისტიკა


თინათინ ზაქარაშვილი
ტელენიუსის – სიუჟეტის შექმნის ასპექტები
ტელევიზიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი გვამცნობს: ”თავად
სურათმა მოგვითხროს მოვლენაზე”. ეს იდეალში. სინამდვილეში,
ტექსტის და ვიდეომასალის ისეთი შერწყმა ითვლება
ოპტიმალურად, როდესაც მაყურებელს ვიზუალური და ვერბალური
ინფორმაცია მაქსიმალურად სრულ წარმოდგენას უქმნის
მომხდარზე, ჰარმონიულად ავსებს და არა ადუბლირებს, ან
ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ნებისმიერ ტელენიუსს ეთერში გასაშუქებლად ინფორმაციული
საბაბი ესაჭიროება, რომელიც განსაზღვრავს კიდეც სატელევიზიო
სიუჟეტის თემას. სატელევიზიო პრაქტიკაში შედარებით მარტივი და
გავრცელებული საბაბი მოვლენის არსებობაა. ტელენიუსის მიმართ
ყველაზე უნიფიცირებული მოთხოვნებია სიზუსტე, სიცხადე და
ლაკონიურობა. 2
თანამედროვე ტელენიუსის სტრუქტურული ელემენტებია:

სთენდ აპი (stand up) – კორესპონდენტი კადრში, მოვლენის

ადგილიდან თხრობის დაწყებით;

კადრსგარეთ ტექსტი – ჟურნალისტის მონათხრობის

გაგრძელება;

სინქრონი – ინტერვიუს ფრაგმენტი მოქმედ პირთან,

ექსპერტთან, მოწმესთან (შესაძლებელია 2-3 სინქრონი

სიუჟეტში);

ბუნებრივი ხმა / “ ინტერშუმი”

3
სთენდ აპით სიუჟეტის დაწყება ეფექტურია. ადასტურებს, რომ
ჟურნალისტი ნამდვილად იმყოფება მოვლენის ადგილზე.
სთენდ აპით ნიუსის დასრულება მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ
ჟურნალისტის დასკვნები და პროგნოზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
მისი როგორც თვითმხილველის პოზიცია. მაგალითად, თუ
ავტოკატასტროფა შუქდებ, კორესპონდენტის ნააზრევი იმაზე, თუ ვინ
აღმოჩნდება გამოძიების შედეგად დამნაშავე, ნაკლებად პრინციპულია.

ასეთ სიტუაციებში ჟურნალისტი “სახანძრო მანქანის” რეჟიმში


მუშაობს, მთავარია საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს და ამით
დაიწყოს სიუჟეტი.
თუ მასალა პოლიტიკურ მოვლენას ეხება – თათბირს,
მოლაპარაკებებს, _ ჟურნალისტიც გარკვეული არგუმენტებით არის
შეიარაღებული, ნიუსის სთენდ აპით დასრულება უკეთესი იქნება. მთავარი
სათქმელიც დაფიქსირდება კადრში კორესპონდენტის მიერ, აუდიტორიაც
4
დარწმუნდება მასალის სიცხადეში.
წარმატებული სთენდ აპი მასალის კულმინაციაა _ ჟურნალისტის
იმ დროს გამოჩენა კადრში, როდესაც რაიმე დეტალის გამოკვეთაა
საჭირო, სიუჟეტში ჯერ არ გამჟღავნებული მხრიდან წარმოჩენა ან
პრობლემაში ჩაღრმავება. კომპოზიციის წესებით, შესაძლებელია
სიუჟეტის კულმინაციით დაწყება, თუ ამას ვითარება მოითხოვს.
სთენდ აპმა იმ პრობლემის მაქსიმალურად აქტუალიზება უნდა
მოახდინოს, რომელზეც სიუჟეტშია საუბარი.
სამი სახის სთენდ აპს განასხვავებენ - სტატიკურს, დინამიკაში და
კომბინირებულს.
1. პირველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფონი, რაზეც იწერება
სთენდაფი.
2. სთენდ აპის ჩაწერის დროს კადრში მოძრაობა გამართლებულია
იმ შენთხვევაში, თუ ეს მოძრაობა კონკრეტულიდან კონკრეტულამდე
5
მიმდინარეობს, ანუ რაღაციდან რაღაცემდე.
კადრში რეპორტიორის ზედმეტი ჟესტიკულირებაც არ

ამშვენებს სიუჟეტს.

3. კომბინირებული = სხვადასხვა წერტილიდან გადაღებული,

“გადაწებებული” კადრებისაგან შედგარი სთენდ აპი, ხანდახან

ავსებს სიუჟეტს და სანახაობრივადაც ორიგინალურს ხდის მას,

ზოგჯერ ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ქმნის. სთენდ აპში

სიტყვათშეთანხმების “ჩემ ზურგს უკან” გამოყენება იშვიათ

შემთხვევაში არის გამართლებული. ხედი, რომლის ფონზეც

მიმდინარეობს ჟურნალისტის ჩაწერა და გადაღება ისედაც

რეალურად ჩანს კადრში.


6
ბუნებრივი ხმა / „ინტერშუმი“ _ ბუნებრივ ხმებს ხანდახან
ნატურალურსაც უწოდებენ, იმის გამო, რომ ეს ხმაური
დამახასიათებელია მხოლოდ ნატურაზე გადაღებებისათვის.
მაგალითად, რომელიმე წარმოებაში,
ელექტროშემდუღებელთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ნატურალურ
ხმებს გამოსცემენ მუშები, ტექნიკა და თვით შემადუღებელი
აპარატი.
სიუჟეტში წყლის თხილამურებზე სრიალის შესახებ,
ნატურალური ხმები იქნება ნავების ძრავებისა და წყლის ხმა.
ბუნებრივი ხმები არასტუდიურ ვიდეოჩანაწერს ანიჭებებ
ცხოვრებისეული რეალობის ხარისხს.
დააფინეთ არასტუდიურ ვიდეორიგს ფონოგრამა, რომელიც
არ შეიცავს ბუნებრივ ხმებს და მიიღებთ ბრტყელ და უსიცოცხლო
7
სატელევიზიო პროდუქციას.
“ინტერშუმია” კადრი ინტერვიუს „გმირის“ მოძრაობით და
რაიმე მოქმედების შესრულებით, ბუნებრივი სცენებით,
ხმაურიანი კადრებით (აფეთქების, სახანძრო მანქანის
გაქროლების, თვითმფრინავის გადაფრენის ჩვენებით).
„ინტერშუმი“ გამოყენება გამოხატვის საშუალებად. ხშირად
მაილუსტრირებელი ხასიათისაა, გამოიყენება არა ინფორმაციის
პირდაპირ გადასაცემად, არამედ, ტექსტისათვის
დამარწმუნებლობის მისაცემად.
. “ინტერშუმი“¬ თანამედროვე ახალი ამბების ტელეფორმატის
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კადრს გარეთ ტექსტთან
ერთად, ცალკეული ფრაზების, რეპლიკების, ბუნებრივი სცენების,
დიალოგების გამოყენებას ითვალისწინებს.

8
„ინტერშუმი“–ს ფორმით არსებული ინფორმაცია
კომპოზიციურად, აზრობრივად და სტილისტურად უნდა
შეესაბამებოდეს ნიუსის ძირითად კონტექსტს.
ის გამოიყენება ინფორმაციის არა პირდაპირ გადასაცემად,
არამედ იმისათვის, რომ მეტი დამაჯერებლობა შემატოს
კორესპონდენტის მიერ უკვე ნათქვამს ან სათქმელ სიტყვებს.
ხშირად ინტერშუმი (რეპერაუნდი) ილუსტრაცული და არა
სიტყვიერი ფორმისაა.
გამოიყენება სამი სახის ინტერშუმი:
 ინტერშუმი-სინქრონი,
 კორესპონდენტის ინტერშუმი
 მოვლენის ადგილზე გადაღებული ინტერშუმი.

9
ბუნებრივი ინტერშუმის ჩაწერის ყველაზე მარტივი

საშუალებაა კადრების უწყვეტ რეჟიმში, უშუალოდ

მოვლენის ეპიცენტრში გადაღება, თანაც მოძრაობაში,

ობიექტ-სუბიექტთან “მიახლოება-დაშორების”

პრინციპით.

ინტერშუმის “დადგმის” შემხვევაში “გმირს”

განემარტება, თუ რა და როგორ გააკეთოს კადრში.

ინტერშუმის/ლაივის გარდა მასალაში მომგებიანი

ფაქტურაც უნდა არსებობდეს და სტატიკური ხედების,

პანორამების შტატივის გამოყენებით გადაღებაც.


10
კადრს გარეთ , ანუ სიუჟეტის ტექსტი სატელევიზიო ახალი
ამბებისათვის ინფორმაციულად დასრულებული ბლოკების ლოგიკური
თანმიმდევრობაა,
მაქსიმალურად სრული და მრავალფეროვანი მონაყოლი ერთი
მოვლენისა თუ შემთხვევის შესახებ.
ქართულ ცენტრალურ ტელეარხებზე გაშუქებული ტელენიუსების
უმრავლესობას კლასიკური წყობა ახასიათებს (სიუჟეტის კონსტიტუცია):
•› სთენდ აპი
•› კადრს გარეთ ტექსტი
•› სინქრონი
•› კადრს გარეთ ტექსტი
•› ინტერშუმი
•› კადრს გარეთ ტექსტი და ა.შ.
თუმცა ზოგჯერ ინფორმაციის და ვიზუალური მასალის შესაბამისად
სთენდ აპები და ლაივები შეიძლება საერთოდ არ იქნას გამოყენებული
11
სიუჟეტში.
ყველა ეს ელემენტი ორგანულად თუ ჩაჯდა ტექსტში,
მაყურებელს მაქსიმალურად სრულ, ცხად წარმოდგენას შეუქმნის
მომხდარზე. ასეთი ეფექტის მისაღწევად ტექსტის წერის დროს
კორესპონდენტმა ითვალისწინებენ:
• რა შემთხვევაში არ შეესაბამება ერთმანეთს ვიდეოკადრები და
ტექსტის შინაარსი;
• რა შემთხვევაში შეიძლება არ მოხდეს ვერბალური და
ვიზუალური მასალის თანხვედრა
• როგორ გააშუქებენ ტექსტს, რომელსაც არ ახლავს
ვიდეოკადრები;
• რა სიტუაციაშია გამოსაყენებელი სინქრონი და ლაივი ტექსტის
ნაცვლად.
მის მოკლე ამონარიდს.
. 12
ტექსტის მომზადების დროს მნიშვნელოვანია ოპერატორის მიერ
გადაღებული ყველა წვრილმანი და დეტაილი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო,
კავშირების, პარადოქსების ნიუსში გათვალისწინება.
კადრს გარეთ ტექსტში არ იწერება იმის შესახებ, რაც მომავალში შეიძლება
მოხდეს, რადგან ჯერ არშემდგარი ფაქტის, მოვლენის თუ შემთხვევის
დამადასტურებელი ვიდეომასალა არ გაგვაჩნია, ვერაფრით დასაბუთდება
ტელეინფორმაცია.
სიუჟეტის “სურათის” დაწვრილებით აღწერა არაპროფესიონალიზმზე
მეტყველებს, მთავარია ფაქტებსა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება,

ყველა ეს ელემენტი ტელენიეუსში ურთიერთგამომდინარე და ორგანულად


შერწყმული იზიდავს მაყურებელს. მისთვის მოსაწყენია ვრცელი კადრსმიღმა
ტექსტის მოსმენა, უმჯობესია თუ 3_4 წინადადებანი აბზაცები ლაივებით ან
სინქრონებით გაგრძელდება. კადრს გარეთ ტექსტი სიუჟეტის დინამიურობის
განმსაზღვრელია.
13
ტელენიუსის ქრონომეტრაჟის, როგორც წესი, 2.30 წუთს არ უნდა
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის გაფორმებას:
დაწვრილებით გაიწერება ტიტრები, გეოტიტრები,
ტელენიუსის მიხედვით დაწერილი “ინტროთი”, რასაც ჟურნალისტიკის
თეორიაში, კერძოდ საგაზეთო ჟურნალისტიკაში, ლიდს უწოდებენ,
გამოშვების წამყვანი ნიუსს წარადგენს.
სიუჟეტი ვიდეომწკრივით 4 წამზე მეტი ხანგრძლივობის ყოველი
კადრით, გაზვიადებულია და არადინამიური, მოკლე და სანახაობრივი
ტელენიუსების მსურველი აუდიტორიისათვის მოსაწყენი. 2-წამიანი
ხედებით კი ნიუსი მულტფილმს დაემსგავსება.
ბოლო ეტაპზე ჟურნალისტი დამონტაჟებულ, ლოგიკურად აწყობილ
ვიდეოკადრებს ახმოვანებს. პირიქითაც ხდება, ჯერ ტექსტი, ანუ ხმა
“იწერება” სთენდ აპისა და სინქრონ-ლაივების ტაიმკოდებით, და შემდეგ
კადრებით გადაიფარება. `ხმის დადების” დროს ინტონაციასა და რიტმსაც
ექცევა ყურადღება – არა დეკლარირება, არამედ ტექსტის გააზრებული
თხრობა იწვევს ტელემაყურებლის ინტერესს. 14
რადიონიუსები
რადიოეთერში სხვადასხვა სახის რადიონიუსები გვხვდება:
ქრონიკალური, მცირე კომენტარით, ინფორმაციული
რადიოგამოსვლა, გახმოვანებული.
ყოველი მათგანი ახალი ამბების გამოშვების შინაარსობრივ და
ხმოვან სურათს ავსებს.
ქრონიკალური ნიუსი ლაკონიურობით ვრცელ ლიდს წააგავს
და ინფორმაციული ტევადობით გამოირჩევა. ის 10-15 წამი
შუქდება.
რადიოგამოსვლა დეტალებით და მნიშვნელოვანი
წვრილმანებით ივსება, გარკვეულ განმარტებებს, მაგალითებს
შეიცავს. ასეთი შეტყობინებები 30-40 წამიანია. გახმოვანებული
რადიონიუსი თვითმხილველის ხმას ან მცირე დოკუმენტურ
15
ჩანაწერს შეიცავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გაკეთდა.
რადიონიუსით არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ
თვითმხილველებს, სპეციალისტებს და ექსპერტებსაც შეუძლიათ ეთერში
გამოსვლა.
რადიონიუსში თხრობის საფუძველს დოკუმენტური ფაქტები
შეადგენს. არგუმენტაცია ავსებს მათ, განმარტავს მოვლენას, მაგრამ არ
აანალიზებს, პოპულარიზირებას უკეთებს მას და არა შეფასებას.
რადიონიუსის სტრუქტურა იმ ამოცანაზეა დამოკიდებული, თუ
რამდენად ოპერატიულად უნდა მიეწოდოს აუდიტორიას
მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. ამიტომაც, განსაკუთრებული
ყურადღება პირველი ფრაზას ენიჭება, რომელმაც მსმენელი უნდა
დააინტერესოს. ამასთანავე, ერთ შემთხვევაში მთავარი მოვლენის
მნიშვნელობაა, მეორეში ის, რომ საინტერესო იყოს, მესამე
შემთხვევაში კი მის უჩვეულობაზე მახვილდება აქცენტი.
16
ინფორმაციის სმენით აღქმა ითხოვს ყველაზე მნიშვნელოვანი
მასალის განმტკიცებას. აზრი, ფაქტი, განსაკუთრებით სახელები,
გეოგრაფიული სახელები ნიუსში შეიძლება რამოდენიმეჯერ
განმეორდეს, ხან თავში წარმოითქვას, ხანაც ბოლოში.
რადიონიუსი არც ისე დიდი მოცულობის ტექსტია. თუმცა ამ მცირე
ფორმის მასალის შექმნა გარკვეულ მომზადებას, ცოდნას,
გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს..
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენას, სტილს, ხმის ინტონაციას
ენიჭება.
ზოგადად, რადიონიუსის ენა მარტივად გასაგებია, სიზუსტე,
კონკრეტულობა ახასიათებს. სტილი – ლაკონიურია, მაქსიმალურად
მოკლე, ლიტერატურული ენა სასაუბრო ფორმაზე და ნეიტრალურ
ლექსიკაზე ორიენტირებული.
17
რადიონიუსები ძირითადად რედაქციაში იწერება, სადაც თავს
იყრის
• ყველა ტექსტური თუ აუდიო მასალა:

• ტელეფონოგრამები,
• პრეს-რელიზები,
• წერილები,
• გადამოწმებულ-გადაუმოწმებელი ფაქტები.
რადიონიუსის უმარტივესი ფორმა დიქტორის ანუ საინფორმაციო
გამოშვების წამყვანისათვის დაწერილი ტექსტია. მხოლოდ ,,წამყვანის
ტექსტით” წარმოდგენილი საინფორმაციო გამოშვება ერთფეროვანი
გამოდის, ამიტომ გამოსაცოცხლებლად იყენებენ:
• ხმოვან ჩანართებს – მოკლე ტიხრებს, რომლებიც მოვლენის
მონაწილეთა მცირე რეპლიკებს, ან, თუნდაც დემონსრაციის
18
მონაწილეთა ხმაურს შეიცავს;
• ჟურნალისტის კომენტარებს – დიქტორის და ტექსტის
ნაკლებ ეფექტურ ჩანართს. ასეთი ჩანართების ხანგრძლივობა

`ბი-ბი-სის” სადგურებში 40 წამს არ აღემატება,


კომერციულ რადიოსადგურებში უფრო ნაკლებია.
სამამულო რადიომაუწყებლებმა ”ასეთი სისწრაფე” ჯერ ვერ
გამოიმუშავეს;
• სინქრონებს – საინფორმაციო გამოშვებაში კომპეტენტურ
პირთან მოკლე საუბრის გამოყენებას ჩანაწერის სახით;
• რეპორტაჟს – რომლის დროსაც ჟურნალისტის ტექსტს
ენაცვლება შემთხვევის ადგილიდან მონაწილეთა
გამონათქვამები. ეს მასალის დრამატურგიულად აწყობის
კარგი ხერხია. იგი მსმენელს აძლევს შესაძლებლობას
გაეცნოს სხვადასხვა შეხედულებას. 19
დავალება:
თ.ზაქარაშვილი, “მასმედია და თანამედროვე საახალამბებო
ჟურნალისტიკა”,
გვ. 134–146

20

You might also like