You are on page 1of 14

ტელერეპორტაჟი

მაჭარაშვილი თინათინი
PhD of Mass Communication
რეპორტაჟი

მოვლენითი თემატური

დადგმითი
საინტერესო
კარგი ამბის შესაქმნელად უნდა გვახსოვდეს, რომ
კამერის წინ მუშაობა ადამიანური კომუნიკაციის
თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს.
დასვით კითხვა: რითი არის საინტერესო ჩემი
ამბავი?
საინტერესო რომ იყოთ, თავადაც უნდა გამოიჩინოთ
ინტერესი საკუთარი რეპორტაჟის მიმართ.
ემოციური კავშირი

ზოგს ეშინია, რომ მათი ემოციური რეაქცია რეპორტაჟში


მიკერძოების ნიშნად აღიქმება და შეიძლება გავლენაც კი
მოახდინოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მაყურებლები
რეპორტაჟის შინაარსს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მაყურებლები
პროფესიონალი ჟურნალისტებისგან ბუნებრივ, გამართლებულ
რეაქციას ელიან. რეპორტაჟის შინაარსის შესაბამისი რეაქცია თქვენს
გულწრფელობაზე მეტყველებს, რაც ხელს უწყობს მაყურებლის
ნდობის მოპოვებას.
მაყურებელში რეაქციის გამოწვევის საიდუმლო მარტივია: გონებაში
წინასწარ განჭვრიტეთ, თუ როგორ შეიძლება ირეაგიროს
მაყურებელმა თქვენს რეპორტაჟზე.
კამერის წინ მომუშავე რეპორტიორები მართავენ მაყურებლის
რეაქციას იმით, რომ უჩვენებენ მაყურებელს, თუ რა რეაქციას ელიან
მისგან. თუ გსურთ მაყურებელს გაეღიმოს, უნდა გაიღიმოთ. თუ
თქვენ არ გიწევთ კამერის წინ მუშაობა, მაშინ უნდა ეცადოთ, თქვენს
რესპოდენტებში გამოიწვიოთ ის რეაქცია, რაც მაყურებელში გსურთ,
რომ აღძრათ.
ჟურნალისტური ნამუშევრის ენერგეტიკული მუხტის ძირითადი
წყარო რეპორტაჟთან დაკავშირებული თქვენი განცდებია -
როგორც ემოციურ, ისე შეგრძნებების დონეზე. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ადეკვატური ემოციური განცდების გამოხატვა
თქვენს მიერ ამბის პატიოსან გაშუქებაზე მეტყველებს.
ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ, რომ უკიდურესი ემოციის
გამოხატვა, სრულიად შეუფერებელია ჟურნალისტური
პროდუქტისთვის.
იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი განცდები
გაუზიაროთ მაყურებელს, პირველ რიგში
ყოველმხრივ უნდა გაიაზროთ გასაშუქებელი
მოვლენა, რაშიც დაგეხმარებათ შემდეგი კითხვები:
რას ვხედავ?
რა მესმის?
რის სუნს ვგრძნობ?
რას ვგრძნობ კანით?
რის გემოს ვგრძნობ?
თუ მოცემული მომენტისა და განვითარებული მოვლენების
დეტალებს გაიაზრებთ, თქვენი სიტყვებით შეგიძლიათ
გადმოსცეთ ინფორმაცია, რომელიც კადრში არ ჩანს. ამას „NBC“
კორესპონდენტი ბობ დოთსონი გამოსახულების „არეებზე
წერას“ უწოდებს. ეს გაშუქების აღწერითი, გრძნობადი ფორმაა,
რომელიც კადრის ფარგლებს სცდება.
გამოსახულების „არეებზე წერა“ უხდება რეპორტაჟებს,
რომლებშიც ბევრი სტატიკური ან ძირითადი მოვლენის შემდეგ
გადაღებული კადრებია.
რესპოდენტები

სხეულის ენა, როგორც გამიზნული, ისე


შემთხვევითი, გავლენას ახდენს იმაზე,თუ როგორ
აღიქვამენ ადამიანები თქვენი ინტერვიუების
რესპოდენტებს. თუ ინტერვიუ ვიზუალურად
გახსნილია, იგი უფრო უშუალოდ და სპონტანურად
გამოჩნდება.
დასარულს....
რაში მდგომარეობს ჟურნალისტური
ობიექტურობა?
გახსოვდეთ არასოდეს თქვათ უარი ადეკვატურ,
შინაარსობრივად გამართლებულ რეაგირებაზე,
რადგან ჟურნალისტურ ობიექტურობას, რაც
რეპორტაჟში საკითხის ყველა ასპექტის
ერთნაირი მონდომებით გაშუქებას გულისხმობს,
არ უშლის ხელს.
მადლობა
ყურადღებისთვის
პრაქტიკული
სამუშაო
1.როგორი ტიპის რეპორტაჟია? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
2.დააკვირდით სინქრონებს, ჩაინიშნეთ სინქრონების რაოდენობა
და ამოიწერეთ თითოეული მათგანის ძირითადი სათქმელი.
3.თქვენ რომ იყოთ ჟურნალისტი, რას შეცვლიდით სინქრონებში?
4.დააკვირდით კადრებს, ჩაინიშნეთ ის კადრები, რომლებსაც
შეცვლიდით, დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილება და
შემოგვთავაზეთ ალტერნატივა.

https://www.youtube.com/watch?v=NWHYQkHfyiY

You might also like