You are on page 1of 19

სატელევიზიო

საინფორმაციო
გამოშვების
სტრუქტურა
მაჭარაშვილი თინათინი
PhD of Mass Communication
1. მოქმედი გმირები
2. „ცუდი“ და „კარგი“
ახალი ამბავი

3. სპორტი, ამინდი
ჩამოთვალეთ, სატელევიზიო
საინფორმაციო გამოშვების
მთავარი არქიტექტორები?
დავალების რედაქტორი, პროდიუსერი,
საინფორმაციო გამოშვების
წამყვანი/წამყვანები, რეპორტიორები და
ოპერატორები.
დავალების რედაქტორი

დავალების რედაქტორი გადამღებ ჯგუფს უშვებს დავალებებზე .გარდა


ამისა ამოწმებს საინფორმაციო საშუალებების მიერ მოწოდებულ
ცნობებს,პასუხობს ტელეფონის ზარებს ახარისხებს და კიტხულობს
წერილებს სისტემატურად ავსებს არქივს ახალი მასალებით,ფიკრობს
ახალი რეპორტაჟების თემაზე,ადგენს და ცვლის განრიგს.მას ეკისრება
უდიდესი პასუხისმგებლობა დღის ყველა სიახლის გაშუქებაზე,ამიტომ ის
კითხულობს ყველაფერს მუდმივად ეძებს ახალ თემებს და ახალ
მიდგომას.
სიახლეების გაშუქების
დაგეგმვაში დავალების
რედაქტორს ეხმარება თემების
კალენდარი.ეს არის უახლოეს
მომავალში მოსალოდნელ დავალების რედაქტორს უნდა
მოვლენებთან დაკავშირებული ჰქონდეს ზღა ახალი ამბებისგან
იდეებისა და შენიშვნების ნამდვილად ღირებული და
ნაკრები.ამგვარად,თემების მაყურებლისთვის საინტერესო
კალენდარი შეიცავს ინფორმაციის გამორჩევის
ინფორმაციას პროგნოზირებადი უნარი, რათა ცალკეული
ახალი ამბების შესახებ,რაც რეპორტაჟები და მთლიანად
ხელს უწყობს რედაქციის საინფორმაციო გამოშვება
მუშაობის უკეთესად ნებისმიერი თემით რომ არ
ორგანიზებას. შეავსოს.
პროდიუსერი

დავალების რედაქტორი პროდიუსერის უშუალო პარტნიორია.რედაქციაში დღის


განმავლობაში შემოდის ჟურნალისტების მიერ მოწოდებული რეპორტაჟები,იწერება
სცენარები,მემონტაჟეები მუშაობენ აუდიოვიდეომასალაზე,პროდიუსერი კი ცდილობს
ამ ყველაფრიდან ააგოს ერთიანი საინფორმაციო გამოშვება.მისი სამუშაო მოითხოვს
მოკლე ვადებში შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღებას,ამგვარად ,ის დიდ
გავლენას ახდენს საინფორმაციო გამოშვების სტილზე,ამიტომ მან მჭიდროდ უნდა
ითანამშრომლოს რეპორტიორებთან და წამყვანთან.
წამყვანი/წამყვანები

წამყვანმა გულწრფელი ემოცია უნდა გამოხატოს რეპორტაჟების მიმართ.ის ბევრად


უფრო თავდაჯერებულად ისაუბრებს პირდაპირ ეთერში,თუ რეპორტაჟის შესავალი
ნაწილის გაცნობას რამდენიმე წამს დაუთმობს. ასე რომ, ეთერში გასვლამდე მისთვის
მცირედი ინფირმაციის მიწოდება რეპორტაჟების შესახებ საინფორმაციო გამოშვებას
უფრო უშუალოსა და ბუნებრივს გახდის.
„თიზერებს“ ზოგჯერ პროდიუსერები თავად წერენ, ზოგჯერ რეპორტიორი თვითონ წერს
თავისი რეპორტაჟის თიზერს, ზოგჯერ კი წამყვანებს აწვდიან ინფორმაციას და ის
თავად წერს თიზერს.
წამყვანების წყვილში მუშაობამ შეიძლება შეანელოს გადაცემის ტემპი, თუ მათი
ურთიერთობა მოსაწყენი საყურებელია ან ორივე წამყვანი ცდილობს ამბის
თხრობაზე სრული კონტროლის მოპოვებას. სასურველია, წამყვანებმა ერთმანეთთან
მეგობრულად იურთიერთონ და ამავე დროს არ გასცდნენ ძირითად თემას.
ზოგჯერ წამყვანებს ემჩნევათ ნახევარწამიანი ყოყმანი, როდესაც ეთერში
ბრუნდებიან და ელოდებიან მინიშნებას, რომ ისევ პირდაპირ ეთერში არიან ან
დროა, ტექსტის კითხვა დაიწყონ. ეს რომ არ მოხდეს, რეჟისორის ტანამშემწემ მატ
უნდა მისცეს მოკლე და მკაფიო მინიშნებები. წამყვანების ურთიერთობა უფრო
სპონტანური იქნება, თუ ტექნიკურ დირექტორს მისცემენ უფლებას, წამყვანების
სტუდიური დიალოგის დროს ერთი კამერიდან მეორეზე გადაერთოს.
რეპორტიორი და ოპერატორი

რეპორტიორი და ოპერატორი ის წყვილია, ვინც


ქმნის საინფორმაციო გამოშვებას. მათ
თანამშრომლობასა და კერატიულობაზეა
დამოკიდებული გადაცემის მიმართ მაყურებლის
ინტერესის გაღვივება.
„კარგი“ და „ცუდი“ ახალი ამბავი

ყველაზე მარალპროფესიონალური ტელეარხები ინდივიდუალური


სტილით გამოირჩევა, რაც აისახება რეპორტაჟების იმ მიზნით
მომზადებაში, რომ მაყურებლის სტაბილური დაინტერესება გამოიწვიოს.
დღის ახალი ამბები შუქდება ისე, რომ ნამდვილად იგრძნობოდეს მათი
აქტუალურობა. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მაყურებლები
გრძნობენ კავშირს არა მარტო ტელეარხსა და მის ჟურნალისტებთან,
არამედ თავად მოწოდებულ ინფორმაციასთან.
ჟურნალისტიკა ინტერესდება „ სავალალოდ განვითარებული მოვლენებით“ და
ხაზს უსვამს იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა და
გადაჭრა სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ნაცრისფერია, არც
მტლად თეთრი და არც მთლად შავი, მაყურებელიც მსგავსადვე დაბალანსებულ
საინფორმაციო გამოშვებას მოელიან, რომელშიც არც მხოლოდ კარგი ამბები
იქნება და არც მხოლოდ ცუდი, არამედ ამბები, რომლებიც ობიექტურად ასახავს
მაყურებლის გარშემო მიმდინარე მოვლენების მრავალფეროვნებას.
როგორ მივაღწიოთ დაბალანსებულ საინფორმაციო გამოშვებას?

დააკვირდით საინფორმაციო გამოშვებას, შეაფასეთ ყოველი რეპორტაჟის და


მისი ცალკეული ელემენტების ემოციური დატვირთვა და დააჯგუფეთ სამ
კატეგორიად: „პლუსი“, „ნული“ და „მინუსი“. განსაზღვრეთ თქვენი დადებითი,
ნეიტრალური ან უარყოფითი გრძნობები საინფორმაციო გამოშვების ყოველი
კომპონენტის - რეპორტაჟის, ჩართვის, წამყვანის რეაქციის ან კომპიუტერულ-
გრაფიკული ელემენტების მიმართ.
ხშირად შეამჩნევთ, რომ საინფორმაციო გამოშვების რეპორტაჟები მხოლოდ
ცუდ ამბებზე მოგვითხრობენ, მხოლოდ ბოლოსკენ გამოერევა ხოლმე ერთი
ხალისიანი რეპორტაჟი.
პროფესიონალ რეპორტიორს შეუძლია, რომ ნებისმიერი ცუდი ახალი ამბავი
ნეიტრალურ ან კარგ ამბადაც აქციოს.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიუკერძოებლად და
შესაბამის კონტექსტში გააშუქებს ჟურნალისტი ახალ ამბავს, - ამბობს ბილ
ბრაუნი და მაგალითად მოჰყავს რეპორტაჟი, რომელშიც მოკლული ქალის
ცხედარი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იპოვეს. ზოგმა ხაზი
გაუსვა ამ შემტხვევის ტრაგიკულ მხარეს, სხვებმა ხაზი გაუსვეს, რომ ოჯახმა
შვებით ამოისუნთქა და დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას.
კიდევ ერთი, რაც არ უნდა გამორჩეს ჟურნალისტს:
ძალიან ცოტაა ისეთი ამბავი, რომელიც ხდება და
მორჩა. ამბები ვითარდება. მაყურებელს კი
განსაკუთრებით აინტერესებს, რა მოხდება შემგდგომ,
შესაბამისად, ელიან ტელეარხისგან ამბისთვის
თვალის დევნებას. ეს კი მოითხოვს თემების
ჩაღრმავებულ გაშუქებას.
რეპორტიორებმა უნდა განსაზღვრონ თემები,
რომელზეც აპირებენ სისტემატიურ მუშაობას.
სპორტი, ამინდი

ამინდის პროგნოზი და სპორტის სიახლეები პროდიუსერს


განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის, რადგან ეს ბლოკები
ხშირად აღიქმება დანარჩენი საინფორმაციო გამოშვებისგან
განსხვავებულ და განკერძოებულ პატარა „კუნძულებად“.
ასეთი დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით,
პროდიუსერმა სულ მცირე, უნდა სცადოს, რომ ამინდის პროგნოზი
საინფორმაციო გამოშვების საერთო კონტექსტში ჩასვა.
მაგალითად, თუ რეგიონს ბუნებრივი სტიქია უტევს ან
ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, შეიძლება, უკეთესი
იყოს საინფორმაციო გამოშვების დაწყება ამინდთან
დაკავშირებული რეპორტაჟით და შემდეგ ამინდის
პროგნოზის წამყვანის მოწვევა სტუდიაში ან ჩართვა
შესაბამისი ლოკაციიდან.
ამინდის პროგნოზის გადმოსაცემად სრულიად საკმარისია
2 წუთი, რადგან მაყურებელს მივაწოდოთ ადგილობრივი
მონაცემები.
რაც შეეხება სპორტის სიახლეებს, იმისათვის
რომ ეს ბლოკი იყოს დინამიური და
მაყურებლისთვის საინტერესო, პროდიუსერმა
ისევე უნდა მოითხოვოს სპორტის
განყოფილებისგან შერჩეული რეპორტაჟების
დასაბუთება, როგორც ნებისმიერი
რეპორტაჟის ავტორისგან.
ხოლო დრო უნდა განისაზღვროს დღის
აქტუალური და მნიშვნელოვანი სპორტული
ღონისძიებების რაოდენობის მიხედვით.
და კიდევ ერთი, რა თქმა უნდა, სპორტული სიახლეები
შედგება ანგარიშის ტაბლოებითა და მატჩების შედეგების
ცხრილებით, მაგრამ იმისათვის, რომ უფრო საინტერესო
გავხადოთ რეპორტაჟი, აქცენტი ადამიანურ დრამაზე უნდა
გავამახვილოთ და შედარებით ნაკლები დრო დავუთმოთ
ტაბლოებსა და ცხრილებს, განსაკუთრებით რეგიონალურ
ტელევიზიებში, რათა კონკურენცია გავუწიოთ ქსელურ
ტელეარხებს, რადგან მათ მიერ მომზადებული სპორტული
სიახლეები მაღალი პროფესოინალიზმითა და დინამიურობით
გამოირჩევა.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like