You are on page 1of 43

რეპორტაჟი

რეპორტაჟი წარმოსდგება ფრანგული (reportage) სიტყვიდან, ინგლისურად report და ლათინურად


reporto საერთო ფუძიანი სიტყვებია და ნიშნავს შეტყობინებას, გადაცემას. რეპორტაჟი ტელევიზიის
წამყვანი ჟანრია. რეპოტაჟი წარმოიშვა გასული საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც პრესაში
გამოჩნდა რეპორტაჟული ელემენტები. მაგრამ დასჭირდა წლები, რომ მას თავისთავადი ფორმა
ეპოვა. აქედან წარმოიშვა რეპორტიორის პროფესიაც– ”ახალი ამბის გადამცემი”, რომელიც
თავისებური შუამავალია აუდიტორიასა და მოვლენას შორის.

ტრანსლირების მიხედვით განასხვავებენ პირდაპირ და ფიქსირებულ რეპორტაჟს. პირდაპირი


რეპორტაჟი ტრანსლირებს მოვლენის განხორციელების პროცესში.

ფიქსაციის მიხედვით განსახვავებენ ტელე, რადიო და ფოტორეპორტაჟს.

გახმოვანების მიხედვით განასხვავებენ სინქრონულ და ”მუნჯ” ტელერეპორტაჟს. სინქრონული


რეპორტაჟში ხმა და გამოსახულება შესაბამისობაშია, ასევე არის ბუნებრივი ხმაური (შუმი)და
მონაწილეთა სინქრონები, იგივე კომენტარები. ”მუნჯ” რეპორტაჟში (ხმის გარეშე) კადრები
აწყობილია მოვლენის ადგილიდან, ხმის გარეშე და კადრს გარეთ ტექსტს კითხულობს დიქტორი.

განსახვავებენ საინფორმაციო (მოვლენით), თემატურ და დადგმით რეპორტაჟებს. საინფორმაციო


რეპორტაჟში ასახულია რეალური მოვლენას, ამბავს, რომელიც ხდება ან მოხდა რეპორტიორის
დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში რეპორტიორის ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
მიაწოდოს მაყურებელს. თემატურ რეპორტაჟის დროს კორესპონდენტი თავად ირჩევს რეპორტაჟის
ობიექტს და მოვლენას. დადგმითი რეპორტაჟის დროს კი ჟურნალისტი გვევლინება მოვლენის
ავტორად/რეჟისორად. ის თავად უკეთებს ორგანიზებას მოვლენას.საინფორმაციო რეპოტაჟში
შეიძლება იყოს არაკომენტირებული ჩვენება ან მოვლენის ტრანსლირება. არაკომენტირებული
რეპორტაჟი ხშირად გამოიყენება პირდაპირი ეთერში მნიშვნელოვანი პოლიტიკურ–
საზოგადოებრივი მოვლენის ჩვენებისას, ან კულტურული მოვლენის გასაშუქებლად, როდესაც
დიდია მაყურებლის ინტერესი. მასვე მიეკუთვნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეების
გამოსვლები, ვიზიტები და სხვ.

საინფორმაციო რეპორტაჟში უნდა იყოს კადრები მოვლენის ადგილიდან, მონაწილის /ან


ექსპერტის სინქრონი, მოვლენის ფონზე კორესპონდენტის stand-up დამატებითი დეტალებით .
გასათვალისწინებელია:

რამდენად სწრაფად მივა მოვლენის ადგილზე გადამღები ჯგუფი, ასევე რედაქციაში მასალის
”გადაგორების” შესაძლებლობა. ამ ტიპის რეპორტაჟის აგებისას მთავარია ოპერატიულობა,
დროულობა. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც გადამღები ჯგუფი ვერ ასწრებს მოვლენის
მიმდინარეობის პროცეში შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლას. გამოსავალი – იგივე
სიტუაცია ვიღებთ კადრებს და კორესპონდენტის stand-up ...
საინფორმაციო (პრობლემური) და ანალიტიკური რეპორტაჟი

ეს სიუჟეტები, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული დღის მოვლენასთან. ამ ტიპის


სიუჟეტებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია შეფასებითი კომენტარი. ასეთი სიუჟეტებისთვის
მთავარია –ფაქტის შეფასება. თუ საქმე ეხება კონფლიქტურ სიტუაციას, სადაც არსებობს ორი
მხარე, ორივე მხარის თვალსაზრისი უნდა იყოს წარმოდგენილი. არცმთლად დამაჯერებლად
გამოიყურება ამ შემთხვევაში ნეიტრალური ექსპერტის სინქრონი,რადგან კონფლიქტურ
სიტუაციებში ემოციური მომენტები ძალიან არსებითია.

ტელერეპორტაჟის სტრუქურა და კომპოზიცია

პრინციპში თითქმის ყველა სატელევიზიო რეპორტაჟი სტრუქტურულად შედგება


სტენდაფისგან, კადრსგარეშე ტექსტისგან, სინქრონისგან.როგორი თანმიმდევრობით
განალაგებ სტრუტქურულ ელემენტებს არსებითი მნიშველობა არ აქვს, თუმცა ზოგიერთი
რედაქციის თვლასაზრისით არ არის რეკომენდებული რეპორტაჟის სინქრონით დაწყება,
ზოგისთვის სტენაფდაფით და სხვ. მაგრამ მათი გამოყენების დოგმა არ არსებობს.

მედნაკლებად კლასიკური ახალი ამბების რეპორტაჟი ასე გამოიყენება:

 stand-up – მოვლენის შესახებ თხრობის დასაწყისი;


 კადრსგარეშე ტექსტი – თხრობის გაგრძელება კორესპონდენტის მიერ;
 სინქრონი – მოქმედი პირი, ექსპერტი; კომენტირება, მოწმე, (შესაძლებელია 2–3
სინქრონი);
 კადრსგარე ტექსტი – რომელშიც მთავრდება ძირითადი ინფორმაციის თხრობა;
 stand-up –შედეგებით და პროგნოზებით.

ინფორმაციის მიხედვით სინქრონები ან stand-up  შეიძლება საერთოდ არ გამოვიყენოთ. stand-


up  სიუჟეტის დასაწყისში სასურველია, რადგან კორესპონდენტი მოვლენის ადგილზე
პირველივე სტრიქონიდან მაყურებელში იწვევს ინტერესს.

არის ასეთი სქემაც: კადრს გარეთ ტექსტი – სინქრონი – კადრს გარეთ ტექსტი –

Stand-up.

კადრსგარეთ ტექსტებს ედება ვიდეოგამოსახულება. ხანდახან ხდება ისეც, რომ ჯერ აეწყობა
ვიდეოგამოსახულება და შემდეგ ვახმოვანებთ. ტექნიკური განსხვავება ამაში ნაკლებია,
მაგრამ ასეთ შემთხვევაში ცოტა რთულია უზრუნველყო ცალკეული ტექსტების შინაარსისა
და ვიდეოგამოსახულების ფრაგმენტების ურთიერთკავშირი. მონტაჟი არის ტელევიზიის
ერთ–ერთი მთავარი ტექნიკური საშუალება. მონტაჟის განმარტება უმარტივესი სახით
შემდეგნაირია: ვიდეოჩაწერის გზით განსაზღვრული სისტემით აუდიო–ვიდეო
გამოსახულების შესაბამისობა და ერთ მთლიანი პროდუქტის წარმოდგენა. ვიდეომასალის
მრავალფეროვნებიდან გამომდინარე (სინქრონი, stand-up, კადრსგარეთ ტექსტი, გადასაფარი
კადრები) სიუჟეტის სტრუქტურა შეიძლება იყოს მარტივიც და რთულიც. როგორც წესი, ეს
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

პირველი ფაქტორია – რეპორტაჟის მიზანი და შინაარსი.

მეორე ფაქტორია – რეალური შესაძლებლობანი, გვაქვს თუ არა სამუშაო მასალა.

მესამე ფაქტორი – მასალის ხარისხი.

ჟურნალისტი კადრში

ტელერეპორტიორმა, რომელიც კამერასთან მუშაობს, უნდა გადმოსცეს მოვლენების


ატმოსფერო. ახალ ამბებს თან უნდა ახლდეს მღელვარება, რათა მაყურებლის ყურადღება
მიიპყრო. ყველაზე დიდი შეცდომა გამოუცდელი ჟურნალისტისა, არის ის რომ ვერ გრძნობენ
მოვლენის სიმძფარეს, ან პირიქით – ამეტებენ. ამიტომ რეპორტიორმა არ უნდა ისაუბროს
ხმამაღლა და სწრაფად (თხრობის რეჟიმი, აკადემიური სტილი ). თუ სიუჟეტი
წარმოდგენილია ორ გამოშვებაში, რეპორტიორმა ორი ვარიანტი უნდა მოამზადოს, რათა ორი
სხვაგვარი კუთხიდან გახსნას მოვლენა. მასალა, რომ გავამრავალფეროვნოდ. პირველ
გამოშვებაში რეპორტიორი კადრში ხსნის სიუჟეტს, მეორე გამოშვებაში კი სიუჟეტის ორივე
ნაწილს აერთიანებს.

კამერის წინ სათქმელი ტექსტი ანუ ” stand-up ” ამბის გადაცემის მნიშვნელოვანი


საშუალებაა. ” stand-up ”,როგორც წესი, 10–დან 20 წამამდე გრძელდება და ეფექტურია, როცა:

 გსურთ იმის ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდით და თვითმხილველი


ხართ.
საგნის ხელში დაჭერით ან ადგილის შემოსვლით გსურთ დემონსტრირება, როგორ
გამოიყურება ან მუშაობს რაიმე.
არ შეგიძლიათ იმის გადაღება, რაზეც საუბრობთ. მაგალითად, სასამართლო დარბაზი ან
კერძო შეხვედრა.
გსურთ ხაზი გაუსვათ რომელიმე საკითხს.
გსურთ ამბის წინაისტორიის, ინფორმაციის ნაწილის მოყოლა ან იმ ადამიანის ციტირება,
რომელსაც არ შეუძლია ან არ უნდა კამერის წინ საუბარი.
აჯამებთ ინფორმაცია ან აკეთებთ პროგნოზს. ძალიან ხშირად კორესპონდენტები სიუჟეტს
კამერის წინ ტექსტით ამთავრებენ.
პირდაპირი რეპორტაჟი

როგორც წესი, პირდაპირ რეპორტაჟი გამოიყენება მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის


მეტად საინტერესო მოვლენის გასაშუქებლად. შესაფერისი ადგილის ამოსარჩევად გადამღები
ჯგუფი ხელმძღვანელობს იმით, თუ რამდენად სრულად ჩანს მიმდინარეობა (თუმდაც უკანა
პლანიდან).

ვიდეოფრაგმენტი. თუ პირდაპირი რეპორტაჟისთვის კადრები წინასწარ არის ჩაწერილი.


შავი მასალა უნდ გადავაგზავნოთ რედაქციაში მონტაჟისთვის. რეპორტიორი წერს ნიუსის
ფრაგენტს რაც უნდა დაედოს ვიდეოგამოსახულებას და გადასცემს რედაქციას მონტაჟისთვის
რათა გამოსახულება და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

მაგალითად, რეპორტიორი ფიქრობს რომ დაიწყოს 12 წამიანი ფრაგმენტით, როცა


ეჭვმიტანილს სვამენ პოლიციის მანქანაში, შემდეგ პოლიციელის 10 წამიანი სინქრონი, შემდეგ
10 წამიანი ფარგმენტი, როცა ეჭვმიტანილი შეჰყავთ პოლიციის შენობაში. რეპორტიორის მიერ
მომზადებული ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს როგორც კადრებს,ასევე გამოსახულების
ქრონომეტრაჟს. ჯერ ტექსტი დაიწეროს და შემდეგ კადრები დაედოს, თუ –პირიქით? ამას
წყვეტს თავად რეპორიტორი. ნიუსრუმებში უფრო ხშირად ჯერ ტექსტს წერენ, ხოლო შემდეგ
ახდენენ მის გადაფარვას გადარებული ვიდეომასალით.

რეპორტიორი და ოპერატორი პირდაპირი ეთერის დროს დაკავშირებულნი არიან


პროგრამის გამომშვებთან/რედქტორთან/ რეჟისორთან. რეპორტიორსა და ოპერატორს აქვს
ყურსასმენები, რომლის საშუალებით რეპორტიორი ისმენს გადაცემის მსვლელობას,
რეჟისორის მითითებებს და რედაქციას პასუხობს მიკროფონის საშუალებით. გადამღებ
ჯგუფს აუცილებლად აქვს პატარა მონიტორი. თუ ფრაგმენტი ”ჟურნალისტი კადრში”
მოიცავს ინტერვიუსაც. რეპორტიორი აცნობს რესპონდენტს შესაძლო კითხვებს, აფრთხილებს
რომ ისაუბროს მოკლედ და გარკვევით. თუ რესპონდენტი გაჭიმავს ინტერვიუს მას
უბრალოდ გამორთავენ. რეპორტიორი და ოპერატორი ყურსასმენების საშუალებით იგებენ,
რომ ეთერში არიან. თუ მათი რეპორტაჟი შეიცავს ვიდეოგამოსახულებას, როგორც ვთქვით
წინასწარ უშვებენ რედაქციიდან ან თუ ვერ ასწრებს მასალა გადაგორებას მაშინ რეპორიორს
და ოპერატორს უწევს იმპროვიზირება. ტექსტი ვიდეოგამოსახულებაზე რომელიც გადის
ეთერში , წინასწარ აქვს მომზადებული რეპორტიორს. ის თან კითხულობს და თან უყურებს
მონიტორს. ხმოვანი სიგნალის შემდეგ უკვე ერთვება სინქრონით. თუ არ არის ხმოვანი
სიგნალი, მაშინ მონიტორს იყენებენ . შეიძლება რეპორტაჟის დროს რეჟისორმა მოგცეთ
ბრძანება შეამოკლოთ ან გაზარდოთ სიუჟეტი.

როდესაც რეპორტიორი არის კადრში ან პირდაპირ ეთერშია არსებობს რამდენიმე


რეკომენდაცია:

 არ გადაუხვიოთ მოვლენის მთავარ თემას, არ შეეხოთ მეორეხარისხოვან ასპექტებს. არ


გაერთოთ თემით.
 ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან
მომენტზე. თუ ტექსტში გაშუქებულია სამი–ხუთი ძირითადი კითხვები, რეპორტიორს
უხდება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წუთნახევარ ორ წუთში ჩატევა(ესეც მეტია)
 მომზადებული შეხვდით პირდაპირ ეთერს. რეპეტიცია მხოლოდ წაადგება საქმეს.

სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება

რეპორტაჟის მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს ყველაფერს რასაც გადაღებამდე


აკეთებთ ნიუსრუმსა და ოფისში. ეს გულისხმობს ფაქტების კვლევას. ამბის, მოვლენის
მთავარი პირების გარკვევას, იმის გადაწყვეტას, რა კადრებია რეპორტაჟისთვის საჭირო და
გადაღების დაგეგმვას და ა/ შ. ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნება, თუ ნათელი
წარმოდგენა გვექნება მოსამზადებელ სიუჟეტზე– რამდენ ხანს უნდა გრძლედებოდეს, რა
საკითხებისა და მიმართულებების წინა პლანზე წამოწევას ითხოვს რედაქტორი და სხვ.

სიუჟეტი უნდა ჩამოაყალიბოთ წინაწარ, თეზისებად. მაგ: ავიაკომპანიის


თანამშრომლებმა მოულოდნელად მოაწყვეს გაფიცვა. აეროპორტში უკმაყოფილო
მგზავრების რაოდენობა იზრდება. სამუშაო დღის დასაწყისშიც კი შეგვიძლია წარმოიდგნოთ,
დაახლოებით როგორი იქნება თქვენი სიუჟეტი.

სუფთა ფურცელს ვერტიკალური ხაზით ვყოფთ ორ ნაწილად. ეტაპებად


წარმოიდგინეთ თქვენი სიუჟეტი. ფურცლის მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ კადრები, რომლიც
თქვენი აზრით დაგჭირდებათ, ხოლო მარჯვენა ნაწილში – ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ,
შესაბამის კადრებს გაჰყვება (ლიტერატურული სცენარი). სიუჟეტს ნელ–ნელა მიეცემა
გარკვეული სახე.

სცენარი მომავალი სიუჟეტის გადაღებას აუცილებლად გაგიადვილებთ. სიის ჩამოწერა


ნათლად და კონკრეტულად მიგითითებთ, რაც უნდა გააკეთოთ. იცით, სად წახვიდეთ და
ინტერვიუების უმეტესობაც გადაღების ადგილზე მისვლამდე შეიძლება შეათანხმოთ.
აზრობრივად გამართული სიუჟეტისათვის აუცილებელია მასალის მრავალფეროვნება:
სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული და სხვადასხვა ზომის (მსხვილი, საშუალო, საერთო)
ხედები. მაგალითად თუ აეროპორტის თანამშრომელი აღშფოთებულ მგზავრს აკავებს
გადაიღეთ საერთო კადრი, რომ ორივე გამოჩნდეს. ამის შემდეგ გადაიღეთ თანამშრომლისა
და მგზავრის მსხვილი კადრები ცალ–ცალკე. მოძებნეთ პატარა, მაგრამ მრავლისმეტყველი
დეტალები: მაგ: ატირებული ბავშვი, მგზავრი, რომელიც თვითმფრინავის ბილეთებს
აფრიალებს და სხვ. ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო კადრები გამოიყენეთ სიუჟეტის
დასაწყისსა და დასასრულს.

პოსტ–პროდუქცია

პოსტ–პროდუქცია ეწოდება პროცესს, რომელიც ნიუსრუმში დაბრუნებისას მიმდინარეობს –


გადაღებული მასალის სიუჟეტად ქცევას: გადაღებული მასალის ნახვა, ”ტაიმკოდირება”,
კადრების დამონტაჟება და ტექსტის შედგენა–ჩაწერა. დასრულებული სიუჟეტის
თითოეული წუთისათვის გამოცდილი კორესპონდენტსაც კი ორი–სამი საათი სჭირდება.
შეიძლება ყველა საჭირო ინფორმაცია, ინტერვიუ და კადრი გქონდეთ, მაგრამ საჭიროა მათი
რეპორტაჟად ქცევა, ე.წ. ”შეფუთვა”. შეფუთვა ითვალისწინებს:

 ადგილზე გადაღებული კადრების ლოგიკურ აწყობას–დალაგება;


 მოკლე ინტერვიუები, ე.წ. ”საუნდბიტები” (sound bite) ან სინქრონები;
 Vox Pops
 კორესპონდენტის მიერ შეთხზული და ჩაწერილი ტექსტი, რომელსაც
კადრსგარეშე ტექსტი(”ვოისოვერი”) ან თხრობა ეწოდება;
 არქივიდან ან ბიბლიოთეკიდან გამოყენებული, ადრე გადაღებული კადრები
 კორესპონდენტთა და რესპონდენტთა სახელები
 გრაფიკული დიაგრამები ან ციტატები, რომლებიც საკითხის უფრო ნათლად
ასახსნელად, კადრებზე ედება;
 მუსიკა, რომელიც იშვიათად გამოიყენება სიუჟეტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ბუნებრივი ფონია (მაგ: კონცერტის შესახებ სიუჟეტში), ან სიუჟეტი ხელოვნების შესახებაა;
გადაღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტს, როგორც წესი, სიუჟეტის პირველი ხუთი
კომპონენტი უკვე აქვს. პროფესიონალური კამერები ”ტაიმ კოდს” იწერს. ტაიმ კოდი
დეტალურად აჩვენებს კადრების გადაღების საათებს და თანამიმდევრობას. ის
დაგვეხმარება კადრების სიის შექმნაში.

სცენარის წერა – დაიმახსოვრეთ კადრებმა უნდა გადმოსცეს მთავარი ამბავი. ტექსტი კი


იმისთვისაა საჭირო, რომ მაყურებელმა გაიგოს ის, რასაც კადრებში ვერ ხედავს. თუ აჩვენებთ
დამტვრეული მანქანების კადრებს, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ავარია მოხდა. მხოლოდ
დასაწყისში აღნიშნეთ მოვლენა (ავარია)რომ მოხდა. უმჯობესია თქვათ: ”შემთხვევის ადგილზე
ორი მოხუცი ქალი დაიღუპა, ავტომანქანის მძღოლი კი მოგვიანებით გარდაიცვალა
საავამდყოფოში”.

არ არის საჭირო საეთერო დროის ყოველი წუთი ტექსტით შეავსოთ. გააკეთეთ ზომიერი
პაუზა. ზოგიერთი კადრი ისეთი ძლიერია, რომ აღსაქმელად დრო სჭირდება, ამიტომ აცალეთ
კადრებს. როცა რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ამბობს ეცადეთ ნეიტრალური კადრებით
გადაფაროთ, რომ არ დაკარგოთ სიტყვები. გაამარტივეთ წინადადებები. დაამრგვალეთ
ციფრები.... ტექსტი არ გადავტვირთოთ წვრილმანებით. როგორც წესი საშუალო მაყურებელი
დიდი ძალისხმევით აღიქვამს ინფორმაციას, რომელიც ათობით ნაკლებმნიშვნელოვან სიტყვებს
შეიცავს. ტექსტისა და გამოსახულების დისონანსმა შეიძლება მაყურებელი შეიყვანოს
შეცდომაში. დრამატულად დატვირთული მასალა შეიძლება ვაჩვენოთ ორჯერ, ამასთან
მეორეჯერ შენელებული ტემპით.
organizatoruli

asaxvis formebi

axali ambebi

reportaJi

interviu

analizi

saaavtoro programebi

formebi tok-Sou

garTobi realiti iumori da A.S.

profesiebi

korespondenti

reportiori

wamyvani

prodiuseri

televiziis momavali

romlebic grZeldeboda 1939 wlamde, roca televizorebis ekranebi omis dawyebis gamo Caqra.
aSS-isTvis 1939 weli saetapo gaxda televiziis istoriaSi _ nio-orkis msoflio gamofenaze amerikis
radiokorporaciis prezidentma david sarnovma warmoTqva: “axla Cven bgeras gamosaxulebasac
vumatebT”; am sityvebiT man televiziis gadacemebis dawyeba gamoacxada. aman mTeli
qveynis yuradReba miapyro.

ინტერვიუერი ინფორმაციას იღებს მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან, ეცნობა დოკუმენტებს და


ინფორმაციის სხვა წყაროებს, მაგრამ უპირველესად ის ურთიერთობს ხალხთან – ინფორმაციის
მატარებლებთან. ადამიანთა ურთიერთობის ნებისმიერი პროცესი, როგორც წესი, იღებს დიალოგის
ფორმას–კითხვა–პასუხი. ინტერვიუ, ერთი მხრივ, არის ადამიანების უშუალო ურთიერთობის
შედეგად ინფორმაციის მიღების ხერხი, ხოლო, მეორე მხრივ, პუბლიცისტური ჟანრი, რომლის
დროსაც ჟურნალისტი სისტემური კითხვებით ცდილობს რესპონდენტისგან მიიღოს მაქსიმალური
ინფორმაცია .

ინტერვიუს ცნების შესახებ, ინერვიუს სახეები

ინტერვიუ (interview) პუბლიცისტური ჟანრია და გულისხმობს ჟურნალისტსა და ერთ ან


რამდენიმე პირს შორის საუბარს აქტუალურ კითხვებზე. ინტერვიუმ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა
მე–19 საუკუნეში, როდესაც ჟურნალისტურ პრაქტიკაში ინფორმაციის მოსაპოვებლად აქტიურად
დაიწყეს დიალოგის ფორმის გამოყენება. ინტერვიუს ჟანრის გამოყენება მართებულია თუ
რესპონდენტს შეუძლია უფრო მეტის თქმა, ვიდრე ჟურნალისტს. ასევე, როცა რესპონდენტი თავის
გამოსვლით მხარს უჭერს გარკვეულ საზოგადოებრივ კამპანიას, ან თუ მოცემული კითხვა დგას
საზოგადოების ყურადღების ცენტრში და საჭიროებს შემდგომ განმარტებებს. რესპონდენტები
ტრადიციულად იყოფიან შემდეგ კატეგორიებად:
1. პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეეები, სპეციალისტები და სხვა ადამიანები, რომლებსაც
აქვს სპეციფიური ცოდნა რომელიმე კონკრეტულ სფეროში, იგივე ექსპერტები;
2. ცნობილი ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული დეტალები აინტერესებს ფართო
საზოგადოებას;
3. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ვხვდებით სახლში, ქუჩაში, სამსახურში. მათგან
ვიღებენ ინეტრვიუს, რათა გავიგოთ საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

ამოცანისა და მიზნის მიხედვით განასხვავებენ ინტერვიუს კატეგორიებს:


 საინფორმაციო ინტერვიუ გამოიყენება ახალი ამბებისთვის ინფორმაციის შესაგროვებლად. იგი
ხასიათდება დინამიურობით. საინფორმაციო ინტერვიუს საკვანძო კითხვებია: ვინ? რა? სად? როდის?
რატომ? როგორ? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს კითხვები სავსებით საკმარისია ახალი
ამბებისთვის ინფორმაციის მისაღებად.
 ოპერატიული ინტერვიუ. ეს არის საინფორმაციო ინტერვიუს სახესხვაობა, მხოლოდ უფრო
შემჭიდროვებულ ფორმატში. (ინტერვიუს ფრაგმენტი 20–40 წამი, ხანძარი, მეხანძრე, ხალხი ).
 ანალიტიკური ინტერვიუ. თუ საინფორმაციო ინტერვიუ მოიცავს ინფორმაციას ფაქტის,
მოვლენის შესახებ და პასუხობს კვინიტილინის კითხვებს, ანალიტიკური ინტერვიუ დამატებით
შეიცავს ფაქტის/მოვლენის ანალიზსაც და პასუხობს კითხვებს: რატომ? როგორ? რას ნიშნავს
ყოველივე ეს? რა გავლენას იქონიებს და სხვ. ანალიტიკური ინტერვიუს დროს რესპონდენტის მიერ
წარმოდგენილ ანალიზს ჟურნალისტი საკვანძო კითხვების საშუალებით აძლევს მიმართულებას.
 ქუჩის გამოკითხვა (street talk, vox pop მიზნად ისახავს სხვადასხვა აზრის, შეხედულების
შეგროვებას რომელიმე კონკრეტულ (როგორც წესი, ვიწროდ ფორმულირებულ) კითხვაზე.
პოპულარული ფორმაა ბლიც–გამოკითხვა, ქუჩის გამოკითხვა. თვისობრივი სპეციფიკა – იდენტურ,
ფიქსირებულ კითხვაზე რაც შეიძლება მეტი რაოდენობის რესპონდენტების პასუხი. ძალიან ხშირად
ქუჩის გამოკითხვები ჟურნალისტებს ეშლებათ სოციოლოგიური გამოკითხვაში. მსგავსება– ერთი
კონკრეტული კითხვა და რეპოსდენტთა დიდი რაოდენობა, განსხვავება ქუჩის გამოკითხვის დროს არ
არის დაცული სოციოლოგიური კვლევის მთავარი მოთხოვნა – რეპრეზენტატულობა, ანუ არ არის
წარმოდგენილი სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. შესაბამისად, არ შეიძლება ასეთი ტიპის
ინტერვიუ ჩაითვალოს კვლევად, რომელსაც პრეტენზია ექნება მეცნიერულ ხედვებზე.
 ინტერვიუ–გამოძიება ტარდება მოცემული პრობლემის ან მოვლენის სიღრმისეული
შესწავლისათვის. როგორც წესი, დროში არაა შეზღუდული, თუმცა ზოგადი გეგმები მაინც არსებობს.
აქ მნიშვნელოვანია მკვეთრად ფორმულირებული მიზანი და წერილობითი მასალის წინასწარ
გაცნობა.
 პორტრეტული ინერვიუ ფოკუსირებულია ერთ გმირზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი
სახის ინტერვიუს ჩასატარებლად საჭიროა არაერთი წინასწარი შეხვედრების ორგანიზება, უნდა
გაესაუბროთ სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც ურთიერთობენ გმირთან და მათგან მიიღოთ
მაქსიმალური ინფორმაცია.
 ინტერვიუს სახე, როდესაც ჟურნალისტი არამხოლოდ შუამავალია ინფორმაციის გადაცემისას,
არამედ ის წარმოდგენილია როგორც თანაბარუფლებიანი მოსაუბრე არის კრეატიული ინტერვიუ.
მოსაუბრეები ცვლიან შეხედულებებს, იდეებს, მონაცემებს და აღწევენ ცოდნის იმ დონეს, რომლის
დროსაც თითოეულს თავისუფლად შეუძლია წარმართოს ინტერვიუ (ამ მიდგომის ავტორი Metzler
K. თვლის, რომ ჟურნალისტი კითხვები უნდა იყოს სწორხაზოვნი, არამედ შემოქმედებითი).
ბოლო წლებში ევროპისა და ამერიკის სკოლებში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერვიუს ეს
ახალი მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა კანადელმა ჟურნალისტმა ჯონ სავაცკიმ. მან შეძლო
კითხვა–პასუხის სტერეოტიპის დანგრევა. ავაცკის აზრით, კითხვა–პასუხის ინტერვიუ ემსგავსება ორ
ადამიანს შორის შეჯიბრს. შეჯიბრი კი არავითარ შემთხვევაში არ არის ინფორმაციის შეგროვების
მეთოდი. მან პარტნიორული ურთიერთობა აირჩია.
კონფრონტაციული სტილი ჩნდება მაშინ, როდესაც ჟურნალისტი არ ენდობა თავის წყაროს და ყოველ
მოვლენაში ეძებს ორმაგ აზრს. რესპონდენტისთვის მისი კითხვები ხშირად არასასიამოვნოა.
ჟურნალისტი ამ შემთხვევაში სკეპტიკურად უყურებს მოვლენებს.
ელიტარული სტილი წარმოიქმნება განსაზღვრულ სოციალურ პირობებში სოციალური
სტრატიფიკაციის შედეგად. ელიტარული სტილი ეწინააღმდეგება კონფრონტაციულ, შეჯიბრობით
სტრატეგიას და მისი გამოვლინების ნებისმიერ ფორმას მივყავართ ჟურნალისტის სოციალური
პასუხისმგბელობასთან.
ურთიერთობის პარტნიორული რეჟიმი ეწინააღდეგება, როგორც ელიტარულ ასვე
კონფრონტაციულ სტილს. პარტნიორული რეჟიმის შემთხვევაში ინფორმაციის შეგროვება ხდება
ადამიანური კომუნიკაციის პირობებში ორი ან მეტი ადამიანის თანაბარუფლებიანი ურთიერთობისას.
ეს რეჟიმი ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს პროფესიული პოზიცია–ინფორმაციის შეგროვება
შეცვალოს ახალი ამბის ძიებით.

სტანდარტულობის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ინტერვიუებს:


 მკაცრად სტანდარტული, რომლის დროსაც კითხვების წინასწარ არის ფორმულირებული.
შესაძლებელია რესპონდენტს გაეგზავნოს წინასწარ.
 ნახევრად სტანდარტული. ასევე წინასწარ არის შედგენილი კითხვები. მაგრამ ინტერვიუს
მსვლელობის შედეგად ჟურნალისტს შეუძლია კითხვების პერეფრაზირება, ადგილის შეცვლა,
დამატებითი კითხვების დასმა და სხვ.
 არასტანდარტული ანუ თავისუფალი ინტერვიუ არ გულისხმობს წინასწარ შედგენილ
კითხვარს. ჟურნალისტი თავად განსაზღვრავს ინტერვიუს მსვლელობას და კითხვებს (მხოლოდ
მონიშნული აქვს საჭირო მონაცემები)
 შერეული ტიპის ინტერვიუ.

ინტერვიუს მიზანი განისაზღვრება მრავალი ფაქტორით: მოსაუბრის განსაკუთრებული


ხასიათით, მისი როლით მოცემულ სიტუაციაში, სოციალურ–პოლიტიკური გარემოებებით,
პრობლემის მასშტაბით, ასევე საზოგადოების სტერეოტიპებით და სხვ.

ინტერვიუს მომზადება
კონკრეტული ინტერვიუს მომზადება შედგება გარკვეული ეტაპებისგან:
 ინტერვიუს მიზნის განსაზღვრა;
 ინტერვიუს საგნის შესწავლა;
 რესპონდენტის შერჩევა;
 მოსალოდნელი ინტერვიუს წინასწარ განსაზღვრა, სავარაუდო კითხვების შედგენა;
 რესპონდენტთან ინტერვიუს ფორმატის, შეხვედრის ადგილისა და დროის შეთანხმება.

ინტერვიუს დრამატურგია

ინტერვიუ არა მხოლოდ კითხვები დასმაა, არამედ როგორც ნებისმიერი ადამიანური


ურთიერთობა, ისიც მოიცავს არანაკლებ მნიშვნელოვან ვერბალურ კომპონენტებს, რომელიც ხელს
უწყობს კომუნიკაციის წარმატებას. რისგან იწყება ორი ადამიანის საუბარი? უპირველესად
ეტიკეტური ფრაზებით, მისალმებით. ამის შემდეგ მოსაუბრეები ამყარებენ ურთიერთკონტაქტს.
ინტერვიუს პრეამბულა არ უნდა გასცდეს ნეიტრალურ ფრაზებს. ცივი და ფორმალური მისალმება
მოსაუბრეს აფიქრებინებს, რომ ჟურნალისტი დისტანცირებულია და ის არ გაიხსნება, თუმცა
ზედმეტი ფამილარობაც საქმეს აფუჭებს. ინტერვიუს სტრატეგია და ტაქტიკა სასურველია
მოფიქრებული იყოს წინასწარ, მომზადების პროცესში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტური პროდუქტი სამ პრინციპს მოიცავს. პირველის საგანს
წარმოადგენს მოვლენა, მეორეს საგანია– საზოგადოებრივი განხილვები. მესამესი კი – მოსაუბრის
პიროვნება. კონცეპტუალური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ტიპი (ანუ მოვლენა)
ვითარდება დროში, ინფორმაციის გადაცემა ხდება ქრონოლოგიურად. მეორის შემთხვევაში
მონაწილეობს გონება, ლოგიკა, შეფასებები. მესამე ტიპი კი განპირობებულია ადამიანური
ფაქტორებით. ქრონოლოგიური, ლოგიკური და ინტუიტიურ–იმპროვიზაციული პრინციპები
საფუძვლად უდევს ინტერვიუებს. ქრონოლოგიური პრინციპი რეალიზდება, როდესაც ჟურნალიტს
აინტერესებს როგორ განვითარდა ამბავი დროში, რომლის მოწმეც იყო მოსაუბრე. ლოგიკური
პრინციპის მიხედვით ჟურნალისტი ინტერესდება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემების
შეფასებებით, ინტერესთა კონფლიქტებით და სიტუაციური მიდგომებით. იმპროვიზაციური
მიდგომის მიხედვით ჟურნალისტის ყურადღება მიმართულია ადამიანური თვისებების,
ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და ინდივიდუალურობისაკენ. შესაბამისად, არსებობს კითხვების
დასმის სამი სტრატეგიული პრინციპი: ქრონოლოგიური, ლოგიკური და იმპროვიზებული. პირველის
შემთხვევაში ყურადღების ცენტრშია მოვლენა. მეორეს შემთხვევაში– საზოგადოებრივი განხილვისა
და მსჯელობის საგანი. მესამის შემთხვევაში კი ადამიანური ხასიათი.

რეკომენდაცია: მთავარი კითხვები არასდროს დასვათ ინტერვიუს დასაწყისში.

ინტერვიუს კითხვები.

რეკომენდაცია: როდესაც განისაზღვრება ინტერვიუს მიზანი, შეისწავლება ყველა


საჭირო დოკუმენტაცია და დამხმარე მასალება. ასევე დაიშნება ინტერვიუს დრო და
ადგილი. ამის შემდეგ იწყება კითხვების მომზადება. პირველივე კონტაქტის შემდეგ
ნათელი ხდება თუ როგორ რესპოდენტია, არის ადვილი მოსაუბრე თუ რთული,
გულჩათხრობილი. ამის გათვალისწინებით ხდება პირველ კითხვების შერჩევაც.
საუბრობთ ზოგად თემებზე ამინდზე, ბავშვებზე ან რაიმე განყენებულ თემაზე, რათა
რესპონდენტს მივცეთ მოდუნების საშუალება. წყაროსთან წინასწარი მუშაობა
დაგეხმარებათ განსაზღვროთ კითხვების ძირითადი თემატიკა. გამოუცდელი
ჟურნალისტები ხშირად ეჭვობენ ინტერვიუში რამდენი კითხვა იქნება ოპტიმალური.
შედარებით პროფესიონალები კი წინასწარ მომზადებულ კითხვარს არც იყენებენ.
ყველა შემთხვევაში ურიგო არ იქნება თან გქონდეს წინასწარ მომზადებული კითხვარი.

ფორმის მიხედვით კითხვები იყოფა:

ღია და დახურულ კითხვებად. პირველი ზოგადი ხასიათისაა და არ ზღუდავს


მოპასუხეს არც შინაარსში და არც დროში. შეიძლება ითქვას, რომ ღია კითხვები
შედარებით დემოკრატიულია. მაგალითად: ”ბატონო მინისტრო, როგორია თქვენი
პროგნოზი ფასიანი ქაღალდების შემდეგომი გაუფასურებისა...” ბატონო
პროფესორო, რა არის მიზეზი ამ ავადმყოფობის აფეთქებისა?...” ღია კითხვებს აქვთ
ზოგადი თვისებები, რომლიც განსაზღვრავენ მის უპირატესობას და ნაკლოვანებას.

უპირატესობაა:

 მოსაუბრეს უბიძგებს უპასუხოს შეუზღუდავად;


 რესპონდენტს აძლევს საშუალებას საკუთარი ნებით გადასცეს ინფორმაცია,
თავისუფლად ისაუბროს საკუთარ შეხედულებებზე, შეაფასოს მოვლენა და
გააკეთოს კომენტარები;
 ჟურნალისტს აიძულებს უსმინოს ყურადღებით;
ნაკლოვანება:

 პროვოცირებს გრძელ პასუხებს, ამიტომ არ არის რეკომენდებული შეზღუდულ


დროში;
 იწვევს რესპონდენტის შეცბუნებას, განსაკუთრებით თუ ის არ არის მიჩვეული
ზოგად კითხვებს;
 შეიძლება მივიღოთ სუმბურული პასუხები;
 შეიცავს დამაკონკრეტებელი, დამატებითი კითხვის დასმის აუცილებლობას.

რეპორტიორები იყენებენ დახურულ კითხვებს, როცა უნდათ მიიღონ მოკლე და


ლაკონური პასუხები. მაგალითად ფაქტის ან უარყოფა ან დადასტურება. მაგ:
”დეპუტატო, თქვენ მიეცით ხმა ან კანონპროექტს?”

დახურული კითხვების მიმზიდველობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი დაისმის


ადვილად და მასზე პასუხიც არ არის ძნელი. ამასთან ჟურნალისტი სრულად
აკონტროლებს ინტერვიუს. მისი უპირატესობებია:

 რეპორტიორს აძლევს საშუალებას მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, ისე რომ არ


დაუცადოს მოსაუბრის განსჯებს;
 აკეთებს დროის ეკონომიას, რადგან მოითხოვს სწრაფ რეაქციას და მოკლე
პასუხებს;

პირდაპირ და არაპირდაპირ კითხვებად. ჟურნალისტს უნდა შეეძლოს პირდაპირ


ჩაერთოს სიტუაციაში. მით უმეტეს თუ ეს ეხება ახალ ამბებს. მას არ აქვს
მოსამზადებელი დრო, ის პირდაპირ სვამს კითხვებს. მაგ: ”რომელს საათზე გაიმართება
შეხევედრა?...”, ” ბატონო პრეზიდენტო სად აპირებთ წასვლას ?..” ასეთი ტიპის
კითხვები მოითხოვს პირდაპირ პასუხებს. პირდაპირი კითხვები ეფექტურია და
მოსაუბრეს არ აძლევს საშუალებას თავის აარიდოს კითხვებზე პასუხს. პირდაპირი
კითხვები და კონკრეტული პასუხები გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც მოსაუბრე რესპონდენტი განწყობილია პასუხებისთვის. სხვა შემთხვევაში
მისი გამოყენება შედეგს არ მოგვიტანს.

ძირითადი კითხვის შემდგომი კითხვების მრავალფეროვნება ასრულებს ძირითადი


კითხვების დამატებით ფუნქციას. მათ ხშირად უწოდებენ მეორე რიგის კითხვებს.
ისინი საუბარს უწყობენ ხელს, მათზე პასუხები კი ინტერვიუს უფრო ღრმას და
შინაარსიანს ხდის. ხშირად მეორე რიგის კითხვები მოსდევს დახურულ კითხვებს.
როდესაც ჟურნალისტებს არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი ისინი მიმართავენ
დახურულ კითხვებს და შემდეგ დამატებითი მეორე რიგის კითხვებით ცდილობენ
უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ არ ჰყოფნით ცოდნა და განათლება ამა თუ იმ
კონკრეტულ საკითზე ღია კითხვებისთვის. მეორე რიგის კითხვები ინტერვიუში
ასრულებენ განსხვავებულ ფუნქციებს. ფუნქციური ამოცანის მიხედვით ისინი
იყოფიან შემდეგ ჯგუფებად.

 დამაკონკრეტებელი კითხვები ისმება ძირითად კითხვაზე ორაზროვანი ან


ბუნდოვანი პასუხის შემთხვევაში. იგი შეიძლება დაისვას სხვადასხვა ფორმით:

1. პერიფრაზირებით (მოსაუბრის ნათქვამის გამეორებით);


2. ნათქვამის მაგალითით გამყარების მოთხოვნით;
3. დამატებითი ინფორმაციის ან მონაცემების წარმოთგენის მოთხონით;

 როგორც წესი ადამიანები არ იძლევენ გამომრიცხავ პასუხებს ჟურნალისტის


კითხვებზე. ასეთ შემთხვევაში განმავითარებელი კითხვები ჟურნალისტს ეხმარება
ინფორმაციის დეტალების მოპოვებაში, ხოლო რესპონდენტს ემოციურად გახსნაში.
 საკონტროლო კითხვები. როდესაც ჟურნალისტს არ აქვს შესაძლებლობა
რესპონდენტისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს სხვა წყაროსთან, ასეთ
შემთხვევებში ის იყენებს საკონტროლო კითხვებს.
 საკონტროლო კითხვების სახესხვაობაა მამხილებელი კითხვები. ის
გამოიყენება რესპონტენდის ურთიერთგამომრიცხავი პასუხების შემთხვევაში.
ასევე თუ ის არათანმიმდევრულია. მაგ:” თქვენ ახლახანს განაცხადეთ ქალაქში
დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაზე, სტატისტიკა კი საწინააღდეგო
ციფრებს აქვეყნებს...” მამხილებელი კითხვები თავისთავად აფერხებს ინტერვიუს.
მამხილებელი კითხვები აუცილებელია, როცა რესპონდენტი მალავს ინფორმაციას
ან უტრირებს მას. როცა იქმნება წინააღდეგობა რესპონდენტის პასუხსა და
დადგენილ ფაქტებს შორის. ასეთი ტიპის კითხვები უმჯობესია გამოიყენოთ
პირდაპირ ეთერში და ინტერვიუს ბოლოსკენ.
 რაოდენობით კითხვები. მაგ:”რამდენი კაცი იყო? რა თანხა? ...” ასეთი ტიპის
კითხვებზე პასუხებს ინფორმაციაში ყოველთვის შეაქვთ დოკუმენტურობა და
სიცხადე, რაც ჟურნალისტს ეხმარება თავი დააღწიოს ბუნდოვანებას. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ რაოდენობრივი კითხვები სატელევიზიო და რადიო
ნიუსებისთვის დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ერთი მხრივ, ციფრებით
არ უნდა გადავტვირთოთ ტექსტი. მეორე მხრივ კი, სტატისტიკური მონაცემები
მაყურებლის მიერ აღიქმება მხოლოდ შედარებითი ან პროცენტული
მაჩვენებლებით. ამიტომ როცა ასეთ კითხვას დავსვამთ აუცილებელია მომდევნო
კითხვა მაჩვენებლების დინამიკის შესახებ იყოს. წინა თვეების, წლების... დინამიკა.
ეს იწვევს როგორც ინტერვიუს დროში გაზრდას, ასევე დამატებითი გრაფიკის
მომზადებას. მაგრამ რაოდენობრივი კითხვები აუცილებელია გამოვიყენოთ თუ
გვინდა, რომ დავაკონკრეტოთ საუბრის საგანი და მოცემული მოვლენა, სიტუაცია
დავინახოთ დინამიკაში.
 ჰიპოთეტური კითხვები. ეს არის განსაკუთრებული კითხვის ფორმა, როცა
ჟურნალისტს უნდა მიიღოს პასუხი კითხვაზე– ”რა იქნება ეს რომ მომხდარიყო?”
ჰიპოთეტური კითხვები უბიძგებს რესპონდენტს პროგნოზირებისკენ,
პერსპექტივის ფანტაზიისკენ. ბევრი ჟურნალისტი უგულებელყოფს ასეთ
კითხვებს, რადგან თვლის, რომ ჟურნალისტიკაში არ არის ფიქრების ადგილი. ასეთ
კითხვებს, როგორც წესი, არ პასუხობენ არც პოლიტიკოსები და არც ისეთი
ინდივდები, რომლებსაც უწევთ გადაწყვეტილების მიღება. ეკონომისტებს,
ექსპერტებს, ლიტერატურებს შეგიძლიათ დაუსვათ მსგავსი კითხვები.
 პასიური და მიმიკრიული კითხვები. ეს კითხვები უფრო ვერბალური ან
არავერბალური გამხნევებას მოსაუბრის. პასიური კითხვები ისმება მოკლე
გამოხატულებით, ”დიახ, რათქმა უნდა, მართლა? ეს არის სიგნალები, რომელიც
რესპონდენტს მიანიშნებს გააგრძელოს საინტერესო დიალოგი. როცა
რესპონდენტის პასუხები მოცემულ საგანზე ოპოზიციურია ჟურნალისტის
შეხედულებისა, ასეთ შეთხვევაში დიდ როლს ასრულებს მიმიკა – გამომეტყველება.
პირდაპირ ეთერის დროს რაც შეიძლება ზომიერად, ან საერთოდ არ უნდა
გამოიყენოთ მიმიკური ცვლილებები.
 მუნჯი კითხვებიც სტიმულირებენ დიალოგს. გამოუცდელ ჟურნალისტებს
პანიკურად ეშინიათ ინტერვიუს დროს პაუზის, სიჩუმის. პირველი, პაუზა
ყოველთვის აძლევს რესპონდენტს ამოსუნთქვის საშუალებას, რის შემდეგაც
შეგიძლიათ კითხვაზე მიიღოთ გაცილებით ღრმა პასუხი. მეორე, პაუზა შესაბამისი
დამატებით არავერბალური საშუალებებით, მიმიკით და ჟესტებით მოსაუბრეს
აჩვენებს, რომ დიალოგი გრძელდება და ჟურნალისტი ელოდება დამატებით
ინფორმაციას.

რეკომენდაციები:

ეცადეთ რესპონდენტებს არ დაუსვათ:

 მორიგე კითხვები. ჟურნალისტების ყველაზე ხშირად მორიგეკითხვებად


იყენებენ ანკეტურ კითხვებს , რომლებზეც რესპონდენტებს პასუხი არ უყვართ.
 რიტორიკული კითხვები ?(კიკაბიძე);
 წინმსწრები კითხვები (მათ შეუძლიათ ა ფორმალური პასუხის გამოწვევა ან
მანიპულირება რესპონდენტზე) ;
 მაამებლური კითხვები, როგორც პრაქტიკა აჩვენებს მხოლოდ ვნებს ინტერვიუს.
ახალგაზრდა და გამოუცდელი ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ მსგავს
კითხვებს, რითაც სასაცილო მდგომარეობაში ამოჩნდებიან ხოლმე
 პროვოკაციული კითხვები ხშირად ისმება რესპონდენტის ”გასაბრაზებლად”,
ემოციური ფონის ასამაღლებლად, რათა რესპონდენტისგან მივიღოთ
იმპულსური პასუხები. ფაქტიურად ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ მოპასუხე
დაკარგავს კონტროლს სიტუაციაზე და იტყვის დაფარულ ინფორმაციას. ესეც
გარკვეულწილად მანიპულატორული მეთოდია. პროვოცირება დასაშვებია
ზომიერად. ის უფრო ყვითელი პრესის, ასევე გასართობი გადაცემების, შოუების
საკუთრებაა. ახალი ამბების ჟურნალისტიკაში არ არის კარგი ტონი. არაა
გამორიცხული, რომ რესპონდენტმა შეწყვიტოს ინტერვიუ, პროვოკაციის მერე
სხვა რესპონდენტებიც გაფრთხლდებიან და უარს იტყვიან თქვენთან
ინტერვიუზე.
 გადატვირთული კითხვები. კითხვაში თითოეული სიტყვა თამაშობს თავის
უნიკალურ როლს. გარდა იმისა, რომ ის შეიცავს განსაზღვრულ აზრს და კითხვის
შინაარს, დამატებითი ფაქტორების დახმარებით სიტყვას შეუძლია გამოხატოს
გაკვირვება, ეჭვი, დაბნეულობა, დარწმუნება და სხვ. ამიტომ უნდა ვეცადთ
ზედმეტად არ გადავტვირთოთ კითხვები და რესპონდენტს შევთავაზოთ
მაქსიმალურად მარტივი ფორმით.
 ”სულელური” შეკითხვები. მათში იგულისხმება უადგილო, უმისამართო და
საქმესთან შორის მყოფი კითხვები.

ინტერვიუს დამთავრება.

 დაამთავრეთ ინტერვიუ დათქმულ დროს. თუ მოსაუბრეს ეჩქარება ის


მაინც მოგცემთ ნაჩქარევ პასუხებს.
 დაუკვირდით მოსაუბრეს მისი მიმიკაციები შეიძლება გეუბნებოდეთ, რომ
ეჩქარება.
 ინტერვიუს დამთავრების შემდეგ აუცილებლად გადაამოწმეთ ჩაწერილი
მასალა;
 ჰკითხეთ ხომ არაფერი აქვს დასამატებელი რესპონდენტს.
 დამშვიდობებისას შეუთანხმდით დამატებით განმარტებებზე.

რთული რესპონდენტები

შეიძლება გამოვყოთ რთული რესპონდენტების ჯგუფები: ცნობილი


ადამიანები, ოფიციალური პირები , ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები,
უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბავშვები და არასრულფასოვანი ადამიანები,
უბედურებაში მყოფი ადამიანები, ასევე მსხვერპლნი.

სასარგებლო დეტალები გადაღების შემდეგ

 ინტერვიუების უმეტესობა სამუშაო კაბინეტის მიღმა იწერება; უმჯობესია


ინტერვიუს მოვლენის, ამბის შემთხვევის ადგილზე ჩავწეროთ.
 რეალური ადგილები მაყურებელს თავისთავად მიანიშნებს (მაგ:
მასწავლებელი საკლასო ოთახში და სხვ).
 არ დაგავიწყდეთ შტატივი(უფრო ოპერატორებისთვისაა ყურადსაღები);
 ინტერვიუს გადაღების სტანდარტული ფორმატი ნახევრად მსხვილი ხედია
რომელშიც რესპონდენტის სახე და მხრები ჩანს. მისაღებია საშუალო კადრიც (MS),
რომელიც რესპონდენტს წელს ზემოთ აჩვენებს. საერთო კადრებში სახის დეტალები
ნაკლებად ჩანს. თუ კითხვების ნაწილს ხედით გადავიღებთ, ხოლო ნაწილს კი – MS
ხედით, მონტაჟისთვის საჭირო კადრები გვექნება.
 სახის ყველაზე საინტერესო ნაწილია თვალებია. გადაიღეთ თვალების ნათელი
კადრი. რესპონდენტი კამერის ლინზასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს.
სთხოვეთ შეხედოს ჟურანლისტს და არა კამერას.
 დარწმუნდით რომ ობიექტივი, რეპონდენტის თვალები და კორეპოსნდენტი
ერთ სიმაღლეზე არიან. საჭიროების შემთხვევაში ასამაღლებელი საშუალებები
გამოიყენეთ. როდესაც კამერა ზემოდან დასცქერის , რესპონდენტი უჩვეულოდ
დაბალი ჩანს, ხოლო თუ პირიქით– რესპონდენტი ზემოდან უყურებს კამერას, –
შემაშინებლად და არაბუნებრივად გამოიყურება.
 თუ ერთზე მეტი რეპოსნდენტი გყავთ, ცალ–ცალკე გადაიღეთ. შემდეგ
შეძლებთ კადრების ისე დაჭრას, რომ რესპონდენტების თავები ერთმანეთს კი არ
ენაცვლებოდეს, კადრში ორივე ჩანდეს.
 რესპონდენტის საუბრისას შეინარჩუნეთ სტატიკური კადრი. ჟურნალისტი
სვამს კითხვას , მაშინ კადრის შეცვლა საჭიროებისამებრ შეგიძლიათ.
 ინტერვიუს სხვადასხვა ნაწილის შესაერთებლად სხვადასხვა კადრები
დაგჭირდებათ. ასეტებია: ინტერვიუს ადგილის საერთო ხედი, საერთო ხედი
ჟურნალისტისა და რეპოსნდენტის კითხვის დასმის მომენტში, რესპონდენტის
ხელები მსხვილი ხედით, ჟესტები, დასაწყისი კადრები და სხვ. ინტერვიუში
ნახსენები საგნების ან მოვლენები კადრები რასაც overlay ან cutaway ეწოდება.

ინფორმაციის წყაროები

ინფორმაციის წყარო (source of information) არის ობიექტი, რომელთანაც შეიძლება


დავაკავშიროთ ინფორმაციის წარმომავლობის იდენტიფიკაციის პროცესი. 

ინფორმაციის წყარო - არის ორგანიზაცია, კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული


პირი, ექსპერტი, უბრალოდ თანამოსაუბრე, რომელიც შერჩეულია ჟურნალისტის მიერ
მოვლენის ან ფაქტის ასახსნელად, ინფორმაციის მისაწოდებლად.

ატრიბუცია (attribution) – ტელე, რადიო ან გაზეთის აუდიტორიისთვის ინფორმაციის


წყაროს შესახებ მონაცემების მიწოდება.
თანამედროვე ჟურნალისტიკაში არსებობს ინფორმაციის შეგროვების ტრადიციული და
არატრადიციული მეთოდები

ინფორმაციის შეგროვების ტრადიციულ მეთოდებს განეკუთვნება დაკვირვება, ექსპერიმენტი და


ინტერვიუ. ჟურნალისტიკის განვითარებასთან ერთად ეს მეთოდები გამდიდრდა სოციოლოგიური და
ფსიქოლოგიური მეთოდიკებით. მეთოდები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

 პირველი ჯგუფში ემპირიული მონაცემების მისაღებად გამოიყენება დაკვირვება,


ექსპერიმენტი და ინტერვიუ;

 მეორე ჯგუფში ანალიზისთვის გამოიყენება კლასიფიკაცია, დაჯგუფება და ტიპოლოგიზაცია.

ჟურნალისტიკაში სპეციალური მეთოდები გამოიყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვერ


ხერხდება ინფორმაციის მიღება. ასეთ ვითარებაში კორესპონდენტი იცვლის პროფესიას და
სოციალურ ექსპერიმენტებში იღებს მონაწილეობას, აწარმოებს ფოკუსირებულ ინტერვიუს,
ექსპერტულ გამოკითხვებს, ცდილობს სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენის პროგნოზირებას.
თითოეული მეთოდი პროცედურულად არის განსახვავებული.

ტრადიციული მეთოდებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია დაკვირვების მეთოდი. ჟურნალისტურ


დაკვირვებას ყოველთვის აქვს მიზანმიმართული ხასიათი და მას აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში.
დაკვირვების მეთოდი განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით:

1. ერთი მხრივ, ჟურნალისტი ერთვება კონკრეტულ მოვლენაში და მას ეძლევა საშუალება


დააკვირდეს მოვლენის განვითარებას დინამიკაში. რეპორტაჟი მოვლენის ადგილიდან კი
ყოველთვის გამოირჩევა ოპერატიულობით და თანამონაწილეობის, იგივე დასწრების ეფექტით,
რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა რადიო და ტელესიუჟეტებში.

2. მეორე მხრივ, ადამიანების ქცევაზე უშუალო დაკვირვება გვაძლევს ერთი შეხედვით


შეუმჩნეველი პრივატული დეტალების აღქმის შესაძლებლობას. ასეთი სახის დაკვირვებიდან
მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გამოირჩევა სანდოობით.

3. მესამე მხრივ, მოვლენის თვითმხილველად ყოფნისას კორესპონდენტი თავად აფიქსირებს


შედარებით მნიშვნელოვან მომენტებს და შეფასებებშიც სხვათა აზრის გავლენებისგან
თავისუფალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების გადარჩევის პროცესში, მნიშვნელოვანი და
მეორეხარისხოვანი ფაქტების გადარჩევისას, მოვლენების სხვადასხვა ელემენტების მიზეზ–
შედეგობრივი კავშირის შესწავლისას, კორესპონტენდი აგროვებს რესპონდენტების მოსაზრებებს
უფრო ობიექურად შესწავლისა და ფაქტების წარმოჩენისათვის.

ექსპერიმენტის მეთოდი ჟურნალისტიკაში ნაწილობრივად გაიგივებულია დაკვირვების


მეთოდთან. ექსპერიმენტული მეთოდის დროს ობიექტი გვევლინება ხელოვნური სიტუაციის შექმნის
საშუალებად იმისათვის, რომ ჟურნალისტმა შეძლოს თავისი ჰიპოთეზების შემოწმება. ექსპერიმენტი
დაკავშირებულია ხელოვნურ იმპულსთან, რომელიც შესასწავლი ობიექტის ამა თუ იმ მხარის
წარმოსაჩენად არის გამოწვეული. ჟურნალისტს შეუძლია ექსპერიმენტში თავად მიიღოს
მონაწილეობა, გახდეს ამა თუ იმ სოციალური სფეროს წარმომადგენელი. ექსპერიმენტი ტარდება
მაშინ, როდესაც შეუძლებელია მიიღო საჭირო ინფორმაცია სხვა მეთოდებით ან არასაკმარისია ის
აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ჰიპოტეზის გასამყარელად/დასამტკიცებლად.

ინფორმაციის შეგროვების მეთოდი – ინტერვიუ იყოფა: დოკუმენტურ და მოსაზრებების


ინტერვიუებად. დოკუმენტური ინტერვიუ გულისხმობს წარსული მოვლენების, დაზუსტებული
ფაქტების გაშუქებას. მოსაზრებების ინტერვიუ კი – შეფასებების, შეხედულებების და მსჯელობების
გაშუქებას.

ინფორმაციის შეგროვების არატრადიციული მეთოდებიდან საინტერესოა გამოვყოთ პუბლიცისტური


მეთოდი. ჟურნალისტი პუბლიცისტური პროგნოზირების მეთოდს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ
სურს წარმოიდგონოს მოვლენის განვითარების დინამიკა.

ბიოგრაფიული მეთოდის საშუალებით მიიღება განსხვავებული ცხოვრებისეულ–ისტორიული


მონაცემები, თვითმხილველების მიერ ამა თუ იმ მოვლენების გახსენება, ასევე ისტორიული
დოკუმენტები.

მოღებული მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია. მონაცემების დამუშავებისას გამოიყენება


როგორც ზოგადმეცნიერული მეთოდები: ანალიზი, სინთეზი, ინდუქცია, დედუქცია და სხვ. ასევე,
ზოგადმეცნიერული პროცედურები: სისტემატიზაცია, კლასიფიკაცია, დაჯგუფება და
ტიპოლოგიზაცია.

ინფორმაციის ელექტრონული შეგროვება

ბოლო პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფორმაციის (ახალი ამბავის)


ოპერატიულობა და მობილობა, რაც დაკავშირებულია ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასთან.
ელექტრონული news gathering  არის პროცესი, რომელშიც ახალი ამბების გავრცელება ხდება
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, უახლესი სამონტაჟოების, სტუდიური აპარატურისა
და სხვათა საშუალებების გამოყენებით.

ნებისმიერ ჟურნალისტურ ინფორმაციას საფუძვლად უდევს კონკრეტული


ფაქტი/მოვლენა/ამბავი. რეალური ცხოვრება ხასიათდება ფაქტების მრავალფეროვნებით. დგება
საკითხი: საიდან მოვიძიოთ ინფორმაცია? აქტუალური ინფორმაცია შეიძლება მოვიძიოთ სხვადასხვა
წყაროებიდან. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში( პოლიტიკაში, ეკონომიკაში,
ჯანდაცვასა თუ ნებისმიერი სფეროში) ხდება გარკვეული მნიშვნელობის მოვლენები/ფაქტები. ერთ
შემთხვევაში ჟურნალისტს მოეთხოვება ფაქტის კონსტატაცია, ოპერატიულობა, ინფორმირება, ხოლო
მეორე შემთხვევაში კი ამ ფაქტების გამოძიება, კომენტარი და ანალიზი. ზემოხსენებულის გარდა
თანამედროვე ჟურნალისტიკაში გაჩნდა ინფორმაციის წყაროს პრობლემაც. ზოგიერთი ექსპერტის
აზრით, ჟურნალისტიკა დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა ინფორმაციის წყაროების გარეშე და
ძირითად ინფორმაციის წყაროდ ჟურნალისტის გონება გვევლინებოდა. არცთუ იშვიათ შემთხვევებში
ხდება წყაროების სიმულაციაც. ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ ჟურნალისტის ზოგადი
წარმოდგენები ინფორმაციის წყაროდ ვერ ჩაითვლება. ინფორმაციის წყარო არის კონკრეტული
ადამიანი/ადამიანთა ჯგუფები, თანამდებობის პირები, გარკვეულ პოზიციაზე მყოფი ადამიანები,
რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას/შეტყობინებას აწვდიან ჟურნალისტს. წყარო
იდენტიფიცირებულია, ის არის მოვლენის, ფაქტის მონაწილე/მოწმე, რომელიც აფასებს, აანალიზებს
მოვლენას ან ფლობს გარკვეულ დამატებით /სპეციალურ ინფორმაციას. აუცილებელია აღინიშნოს,
რომ თანამდროვე ახალი ამბების სტრატეგია და ტაქტიკა ფაქტების საფუძველზე არსებული
არგუმენტაციის გაშლის შედეგად აიგება. ინფორმაცია მოწოდებული წყაროს მიერ მნიშვნელოვანია
მხოლოდ მაშინ, თუ იგი შეიცავს უტყუარ ფაქტებს და მყარ არგუმენტებს. ახალი ამბების
ჟურნალისტიკაში ფაქტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
საიდან იგებენ რეპორტიორები ახალ ამბავს? უპირველესად უნდა გამოვყოთ ახალი ამბების
ინფორმაციის ორი დონე: საერთო ნაციონალური მასშტაბის და ადგილობრივი ახალი ამბები. საერთო
ნაციონალურ ახალ ამბავს აწვდიან სახელმწიფო სტრუქტურების პრესსამსახურები, საინფორმაციო
სააგენტოები, ასევე გამოიყენება სხვადასხვა ოფიციალური შეტყობინებები.

ადგილობრივი ახალი ამბების წყაროებს მიეკუთვნება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.


იგულისხება მუნიციპალური დაწესებულებების პრესცენტრების, ასევე სამართლდამცავი
ორგანოების, სახანძროს, სასწრაფო დახმარების მიერ მოწოდებული ინფორმაციები. ყველა ეს
სამსახური ისევე საჭიროებს პრესას, როგორც პრესა მათ. მეტი კომუნიკაციის მიზნით
ზემოაღნიშნული სამსახურები ავტომოპასუხის საშუალებით იწერენ ოპერატიულ ინფორმაციას
სატელეფონო ნომერზე ან ელექტორნულ ფოსტაზე, რომელიც ავტორმატურად ხდება ცნობილი
ნიუსრუმებისათვის.

ტრადიციული და არატრადიციული ინფორმაციის წყაროები

ტრადიციულ ინფორმაციის წყაროებს (ხშირად მათთან მოწოდებულ ინფორმაციას დაგეგმილ


მასალებსაც უწოდებენ) მიეკუთვნება:

 პრესკონფერენცია/ ბრიფინგი;
 კონფერნცია /პრესრელიზი;
 პრეზენტაციები;
 სარედაქციო ფოსტა;
 ახალი ამბების ანონსები;
 საინფორმაციო სააგენტოები;
 გაზეთები, რადიო და ტელევიზიები;
 სახელმწიფო სტრუქტურები და მათი პრესასთან ურთიერთობის სამსახურები;
 ინტერნეტი;
 სხვადასხვა სახის სამეცნიერო პუბლიკაციები;
 ვიზიტები;
 ანგარიშები (წლიური, კვარტლის დეკადის);
 საერთაშორისო და არასამათვრობო ორგნიზაციები და სხვ.
 საზოგადოებრივი ჯგუფები და ორგანიზაციები;
 პოლიცია, სახანძრო და მაშველთა სამსახური, საგანგებო სიტუაციათა დაწესებულებები;

არატრადიციულ ინფორმაციის წყაროებს (მათგან მიღებულ ინფორმაციას ხშირად დაუგეგმავ


მასალებს უწოდებენ) მიეკუთვნება: ქუჩა, კლუბები, კონკრეტული საკონტაქტო წყაროები
(კონკრეტული საკითხის მცოდნე/ან ისეთი პიროვნება, რომელიც საინტერესო და საჭირო
ინფორმაციას ფლობს ამა თუ იმ ამბავის საჯაროობასთან დაკავშირებით).
რეკომენდაციები:

 დაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები თქვენს საკონტაქტო წყაროებთან. მეტი ადამიანი


ნიშნავს მეტ მასალას. მათთან შეინარჩუნეთ მუდმივი კავშირი. არანაკლებ მნიშვნელოვანია
ნდობის ფაქტორი. სამართლიანი ჟურნალისტის რეპუტაციის შექმნა არის ინფორმაციის
მოპოვების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
 პოლიტიკოსები გვაწვდიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების
მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ეს მასალები, უპირველესად, მათი
ამბიციებისთვისაა ხელსაყრელი, თუმცა აუდიტორიისთვისაც საინტერესოა.
 ანგარიში (წლიური, კვარტლის, დეკადის). ამ სახის მასალების სიღრმეში ყოველთვის დევს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია (სკანდალური), რომელიც შეიძლება გამოგადგეთ. ამასთან ის
არასდროსა არის ზედაპირზე.
 არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ კონკრეტული მიმართულებით და ყოველთვის
ფლობენ საინტერესო ინფორმაციას ამა თუ იმ თემაზე.
 საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ანგარიშები, კონფერენციები, სემინარები. ასეთი ტიპის
ორგანიზაციები მდიდარია გლობალური პრობლემების შესახებ ინფორმაციებით და სტატისტიკური
მონაცემების თვალსაზრისით.
 უნივერსიტეტები და აკადემიური დაწესებულებები, კვლევითი ინსტიტუტები. ნებისმიერ
დარგს აქვს ერთი კვლევითი ინსტიტუტი მაინც. იქ შეგიძლიათ მიიღონ საინტერესო მასალა.
 ფინანსური და სამრეწველო ჯგუფების მიერ მოწოდებული მასალა ყოველთვის საინტერესოა.
 ხშირად გადაიკითხეთ სამეცნიერო აკადემიური ჟურნალები და ყვითელი პრესა. ასევე,
სპეციალური გამოცემები.
 კერძო განცხადებები. ჟურნალისტი, რომელიც არ კითხულობს კერძო განცხადებებს ის ხელიდან
უშვებს საინტერესო ექსკლუზიური მასალის და სიუჟეტის მომზადების შანსს.
 დამატებითი ინფორმაცია. გახმაურებული უოთერგეითის საქმე, რომელმაც პრეზიდენტ
ნიქსონის გადადგომა გამოიწვია, დაიწყო ვოშინგტონ პოსტის ორი რეპორტიორის მიერ, რომლებმაც
სწორედ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეს პოლიციას (დემოკრატიული პარტიის შტაბ– ბინის
გაქურდვასთან დაკავშირებით);
 დაკვირვებულობა– ყურადღებით დაუკვირდით ყველაფერს: ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს და
ა.შ. ადამიანებთან შეხვედრა, ტელეფონით თუ ინტერნეტით მოკითხვა მეტ ინფორმაციას მოგცემთ.
 საიუბილეო დღეები. შეეცადეთ შექმნათ რეესტრი და ეს იქნება თქვენი სიუჟეტებისთვის
დამატებითი თემა.

ინფორმაციის ანონიმური წყარო

არცუთუ იშვიათად ჟურნალისტურ პრაქტიკაში სხვადასხვა მოსაზრებით, პირადი უსაფრთხოების


ან სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად, რესპონდენტები წინააღმდეგნი არიან მოგვცენ
ინფორმაცია/ინტერვიუ კამერის თანდასწრებით. არის შემთხვევები, როდესაც გვაწვდიან
ინფორმაციას, მაგრამ აკონკრეტებენ, რომ არ სურთ გამოჩნდნენ მედიასაშუალებებით. როგორ
მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი
და ვერ უგულვებელყოფთ მას? ამერიკელი პროფესორი ი. ფენგი თვლის, რომ ანონიმური წყაროს
გამოყენება ყველაზე უფრო გავრცელებულია თანამედროვე ჟურნალისტიკაში. სიუჟეტებში და
პუბლიკაციებში ხშირად ნახავთ გამოთქმებს: ”არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით”, ”სხვადასხვა
წყაროს მონაცემების მიხედვით”, ”ჩვენი წყაროები გვამცნობენ” და ა. შ. ანონიმიური წყაროს
ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში ბევრია დამოკიდებული ჟურნალისტის პიროვნულ
ფაქტორზე, თუ როგორ გამოიყენებს მონაცემებს და ინფორმაციას. მაყურებელი უნდა დაეყრდნოს თუ
არა ანონომური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას? ნდობის ხარისხს განსაზღვრავს მრავალი
ფაქტორი, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანია: ჟურნალისტის რეპუტაცია და ინფორმაციის
მნიშვნელოვნება. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ოქროს წესი: თუ არსებობს ინფორმაცია, მაშინ
ჟურნალისტის ამოცანაა იპოვოს რესპონდენტი, რომელიც დათანხმდება გამოჩნდეს ეკრანზე.
წინააღდეგ შემთხევაში მიმართავთ ანონიმურ წყაროებს.

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყარით ინფორმაციის ანონიმურ მომწოდებლებს. დაფიქრდით:

 რატომ არ სურს ვინაობის გამხელა?


 მალავენ თუ არა რამეს?
 შეგიძლიათ თუ არა მათი მონათხრობის დამოუკიდებლად შემოწმება?
 რა შეიძლება იყოს მათი ნამდვილი განზრახვა?
ყოველთვის საფუძვლიანად უნდა შეამოწმოთ ინფორმაცია და ეცადოთ პირველწყაროდან
დავადასტუროთ. არიან ჟურნალისტები, რომლებიც თვლიან, რომ ანონიმიური წყაროდან მიღებული
ინფორმაცია ღია წყაროებზე მეტად სანდოა.

კონფიდენციალური წყარო და ინფორმაცია

ადამიანებს, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემენ ვინაობის არგამხელის საბაბი


გააჩნიათ. ისინი, როგორც წესი, გვესაუბრებიან ”ხმის ჩაწერის გარეშე”. ვიდრე მათ მიერ მოწოდებულ
მასალას გაავრცელებთ დარწმუნდით, რომ ისინი თანახმა არიან, ეს ინფორმაცია გამოიყენოთ თქვენი
საჭიროებისამებრ. თუ ინფორმაციის მოწოდებისას კონფიდენციალურმა წყარომ ითხოვა საუბარი არ
ჩაგეწერათ, თქვენ კი ამ თხოვნას ანგარიში არ გაუწიეთ, თქვენი წყარო დაშრება – მომავალში თქვენს
ინფორმირებაზე უარს იტყვის. გაითვალისწინეთ სამომავლო შედეგები, რაც შეიძლება
კონფიდენციალურობის დარღვევას მოჰყვეს. როგორც წესი, ჟურნალისტის მიერ
კონფიდენციალურობის დარღვევა არაეთიკურადაა მიჩნეული. ჟურნალისტს ევალება დაიცვას
ინფორმაციის საკუთარი წყარო მაშინაც კი, როცა წყაროს იდენტიფიკაციას დაჟინებით ითხოვენ და ამ
მიზნით ზეწოლასაც ახდენენ.

ზოგადად ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრობლემა მიეკუთვნება ისეთ საკითხებს,


რომლებიც ლავირებენ სამართლისა და ეთიკის საზღვრებში. ამდენად მკაცრად გამიჯნული არ არის.
კონფიდენციალურ ინფორმაციას მიეკუთვნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: უტყუარი (და არა
ცილისწამება) ღირსების შემლახავი ინფორმაცია. მას მიეკუთვნება აქტები ბიოგრაფიიდან;
ადამიანების საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი პრივატული დეტალები; პირადი, სამედიცინო,
შემოსავლების (თუ საჯარო პირი არ არის და დეკლარაცია საჯარო გაცხადებას არ ექვემდებარება )
შესახებ ინფორმაცია და სხვ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებას
პოლიცია ან მთავრობა ითხოვს? ამ შემთხვევში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით სიტყვისა
და გამოხატვის შესახებ, რომლიც საკმაოდ ლიბერალურია.

თავი III. საიდუმლოების დაცვა

მუხლი 11. პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა

1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის

არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის

შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური

ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის

თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული

გადაწყვეტილების გარეშე.

3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ

განჩინება კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გამხელასთან

დაკავშირებით, რომლის გამხელის აუცილებლობაც დამტკიცდა.

4. გამხელით მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს

მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც მოხდა მისი გამხელა.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა საიდუმლოების გამხელისათვის

1. პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის, რომლის დაცვაც მას

ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქო გარიგებით და რომლის გამხელა აშკარა,

პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს.

2. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად

ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება

მიყენებულ ზიანს.

3. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოების დაცვის მოტივით არ


შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის

ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი

თვითმმართველობის განსახორციელებლად.

4. პირს შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლებების

ხელყოფით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის


მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 14.

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი


ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

2 სიზუსტის უზრუნველყოფისათვის, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის


წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების
შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან


მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის
შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა
გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის
უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს


პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი,
მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა
წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი


წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა
და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია
დაუზუსტებელია.

6. შესაძლებლობის ფარგლებში, მაუწყებლებმა უნდა მოიპოვოს ანონიმური წყაროსგან


მიღებული ინფორმაციის ხელნაწერი, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი.

7. მაუწყებელმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ინფორმაციისათვის საფასურის


გადახდას, განსაკუთრებით საჯარო მოხელესათვის.
8. კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისას, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს,
რომ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დაარღვიოს პირის კომერციული ან პირადი
საიდუმლოების უფლება.

9. ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას,


მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა
სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით,
დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი
კადრების გამოყენებით.

10.აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა


შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან და
სხვ.

კონფიდენციალურმა წყარომ შეიძლება მოითხოვოს თქვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟის ან


სტატიის შინაარსის დაწვრილებითი გაცნობა, რათა გამოყენებული ინფორმაციის სისწორეში
დარწმუნეს. ეცადეთ თავიდან აიცილოთ წინასწარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც წყაროს უფლება
ექნება გამოქვეყნებამდე ნახოს სიუჟეტი ან პუბლიკაცია ( ის, თუ როგორ მოჰყვებით ამბავს, ეს თქვენი
საქმეა და არა წყაროს).

საეჭვო წყაროები

 წყაროების ორი კატეგორია პირველივე წუთიდანვე აღძრავს ეჭვს: ა) ისინი ვინც გვამცნობს ჭორებს. ბ)
ვინც დაუპატიჟებლად გვეწვევა რედაქციებში და გვაწვდიან ინფორმაციას. მაგრამ არა მხოლოდ ესენი
არიან საეჭვო წყაროები. ეს ტერმინი მოიცავს მათაც ვინც, გვამცნობს ბუნდოვნად, გაუკვევლად,
დამაბნეველად.

თუ თქვენ საქმე გაქვთ საეჭვო წყაროებთან მაშინ :

1. დაფიქრდით რა შეიძლება იყოს მათი მოტივი? ძალიან იშიათად ხდება, რომ ადამიანები
ეძებენ ჟურნალისტებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მოტივებით. ხშირ შემთხვევებში
მათ ამოძრავებთ პოლიტიკოსების, კომერციული და პირადი მოწინააღმდეგის მიმართ
მაკომპრომეტირებელი მოტივები. მათ უნდათ რამე მათთვის საინტერესო და მომგებიანი თემის
წამოწევა. ასეთ წყაროებს ძირითადად არასაზოგადოებრივი ინტერესების მოტივები
ამოძრავებთ? თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია არ გავავრცელოთ, მაგრამ უნდა ვიყოთ
ძალიან ფრთხილად, რომ თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი ან პუბლიკაცია არ გამოიყენონ
ოპონენტისთვის ზიანის მისაყენებლად. დაფიქრდით: რა უკუკავშირი შეიძლება ჰქონდეთ
წყაროებს და ინფორმაციის ობიექტებს?
2.  არის წყარო რომელიც ამბობს, რომ საქმის კურსში არის, სინამდვილეში კი არა.
საეჭვო წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დასაზუსტებლად უნდა:
 მოიძიეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს წყაროს ინფორმაცის
უტყუარობას;
 მოიძიეთ კიდევ ერთი დამატებითი წყარო აღნიშნული მასალის შესამოწმებლად;
 საეჭვო წყაროს მოსთხოვეთ დოკუმენტურად დაასაბუთოს ინფორმაცია, რომელსაც გაწვდით;
 არასდროს ენდოთ წყაროს ინფორმაცია, მხოლოდ იმიტომ , რომ სიუჟეტისთვის კარგი თემაა.
 დაიმახსოვრეთ, საინფორმაციო წყარო რაც უფრო გაცხოველებული ინტერესით და
შთამბეჭდავად ყვება, მით მეტია სანდოობის მიმართ ეჭვი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის
აუცილებლად იტყუება ან ამეტებს. ეს ძირითადად მიანიშნებს, რომ წყარო ამ თემისადმი არ
არის გულგრილი და შეიძლება ფაქტების სწორად ვერ გადმოსცეს. როგორც წესი, თავისი
თეორიის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს და შეიძლება იგნორირება გაუკეთოს მნივნელოვან
დეტალებს, რამაც საბოლოოდ შეიძლება ისტორიის ცვლილებაც გამოიწვიოს.

წყაროების მითითება და ციტირება


როგორც წესი, სატელევიზიო ფორმატში ახალი ამბების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოთ ციტირებას.
თუ ეს პრინციპულად აუცილებელია და ციტატა არ ემთხვევა კორესპონდენტის მოსაზრებას და
რედაქციის შეხედულებას, ამასთან ციტატა შეიცავს სადავო ინფორმაციას, მაშინ მკვეთრად უნდა
გავმიჯნოთ ერთიმეორისგან კორესპონდენტის სიტყვები და ციტატა. გავმიჯნოთ პაუზით, ან
ინტონაციით, ან ციტატის ავტორის დასახელებით. ასეთ შემთხვევებს ყველაზე მეტად მიესადაგება:
“მინისტრმა ამა და ამან განაცხადა, რომ ციტირება....” და აუცილებელია მივუთითოთ ციტირების
დასარული. ციტირება უმჯობესია ჩავწეროთ stand up–ით ვიდრე კადრს გარეთ ტექსით. კარგია თუ
არქივში გვაქვს რესპოდენტი მოცემული ციტატით და ჩავსვამთ პირდაპირ ციტირებას. ზოგადად,
ლაკონურობის თვალსაზრისით, უმჯობესია ავირიდოთ ციტატები, გავაკეთოთ პერიფრაზა, ვთქვათ
ჩვენი სიტყვებით და მივუთითოთ წყარო. მაგ: ” გარემოს დაცვის მინისტრის ...თქმით...”

თუ ვაწვდით სკანდალურ, კრიტიკულ და სადავო ინფორმაციას აუცილებელია მკაცრად


გავითავლისწინოთ მიზანი, რატომ ვდებთ მას სიუჟეტში.

ინფორმაციის გადამოწმება

ბილ კოვაჩი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა.

ახალი ამბების სამსახური მთავრობისგან დამოუკიდებლობის საზომია. სწორედ ამიტომ ახალი ამბები
მაუწყებლობის მუშაობის შეფასების საუკეთესო ინდიკატორია. ახალი ამბები, ასევე, მაყურებლის
მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ამიტომ თუ მაყურებელი
მიიჩნევს, რომ არხის ახალი ამბები სანდო და ობიექტურია, აუდიტორიის რიცხვი გაიზრდება. სანდო
და ობიექტური კი მაშინ არის ახალი ამბავი თუ იგი ზუსტი ინფრომაციაა. BBC-ში ასეთი წესი
მოქმედებს: “სჯობს იყო ზუსტი, ვიდრე– პირველი”. მიზანი, რათქმა უნდა, ორივეა: სიზუსტეც და
პირველობაც. მაგრამ ამ წესის მიხედვითაც უფრო მნიშვნელოვანია, შეამოწმო ამბის უტყუარობა და
სიზუსტე, ვიდრე გადასცე ამბავი პირველმა მაშინ, როცა მის სისწორეში არ ხარ დარწმუნებული. ეთერში
გასვლამდე ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია წყაროების მიერ უნდა შემოწმდეს. ეს როგორც წესი,
გულისხმობს ინფორმაციაზე ერთზე მეტი წყაროს მოძიებას. თუ წყაროები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამ
შემთხვევაში წყაროების სახელებს აუცილებლად ვუთითებთ. მაგალითად: ”IPN–ს ინფორმაციით
დაშავდა ამდენი ადამიანი... GHN კი ავცელებს ინფორმაციას ამდენი დაშავებულის შესახებ”. თუ
ინფორმაციის წყაროების მიერ მოწოდებული მასალა იდენტურია, მაშინ მითითება აუცილებელი არაა,
თუმცა ფაქტების სიზუსტე ყოველთვის უნდა გადამოწმდეს.

BBC–ს კიდევ ერთი წესი: “არც ერთმა არხმა, არც ერთმა კორესპონდენტმა არ უნდა გამოთქვას
საკუთარი მოსაზრება”. გადაიცემა მხოლოდ ფაქტები, ხანდახან სადავო ფაქტებიც, მაგრამ არასდროს
გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები. ახალი ამბების ჟურნალისტიკა ობიექტურად ითვლება მხოლოდ
მაშინ, როცა მაყურებელი ვერსად ამჩნევს კორესპონდენტის დამოკიდებულებას მოცემული ფაქტის
მიმართ.

როგორ უნდა შეამოწმო ჭორი, ყურმოკრული ამბავი, ბუნდოვანი მოგონება, სტერეოტიპი, როგორ
უნდა აღწერო ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით, როცა ახალი ინფორმაცია და პერსპექტივა ძველი
ინფორმაციის მუდმივი განახლებისკენ გიბიძგებს? როგორ უნდა გასცდე საკუთარი აღქმის ,
გამოცდილების საზღვრებს და ისე მიმოიხილო მოვლენა, რომ უმეტესობამ ის სანდოდ მიიჩნიოს?
როცა არ არსებობს რაიმე სტანდარტული მიდგომა, თითოეული ჟურნალისტი გადამოწმების და
ინფორმაციით უზრუნველყოფის საკუთარი მეთოდით ხელმძღვანელობს– ეს გადამოწმების მისი
საკუთარი, ინდივიდუალური წესია. ამა თუ იმ მოვლენის მოწმეების ძიება, წყაროების შესახებ
მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება და კომენტირებისათვის სხვადასხვა მხარეების გამოკითხვა,
ფაქტორბივად, გადამოწმების სფეროა. ეს მეთოდები შეიძლება ძალიან ინდივიდუალური და
სპეციფიური იყოს. მაგალითად ბილ კოვაჩი თავის წიგნში, ”ჟურნალისტიკის ელემენტები”, წერს, რომ
ლოს–ანჟელეს თაიმსის ჟურნალისტი რიკ მეიერი ფაქტებსა და ინტერვიუებს ცალ–ცალკე იწერს
პატარა ფურცლებზე და შემდეგ თავისი ოფისის იატაკზე აწესრიგებს. ანდა შეიძლება მათი
ინსტიტუციონალიზება, როგორც ეს ნიუ–იორკერის ფაქტების გადამოწმების დეპარტამენტში ხდება.

როცა ხელთ გაქვს ახალი ამბავი დაუსვით საკუთარ თავს ორი შეკითხვა: შეიძლება თუ არა ვენდოთ
წყაროს? აქტუალური არის თუ არა ახალი ამბავი? დადებითი პასუხის შემხვევაში კიდევ ერთხელ
გადავამოწმებთ წყაროს სარწმუნოობას.
ახალი ამბავის ინფორმაციის დაგეგმვა და მომზადება უკვე ხდება რედაქციაში, ნიუსრუმში,
სადაც თავს იყრის ყველა მასალა: პრესრელიზები, წერილები, ფაქტები , მეილები, დადასტურებული
და დაუდასტურებელი ინფორმაციები. ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს სისტემა, რომელიც
შეაფასებდა და გადააფასებდა მიღებულ ინფორმაციებს. არის რედაქციები, რომლებიც აწარმოებენ
სარედაქციო დღიურს.

მოტყუებული წყაროები
ჟურნალიტებმა არ უნდა მოატყუონ წყაროები ანდა შეცდომაში შეიყვანონ ისინი აუდიტორიისთვის
სიმართლის თქმის მცდელობის პროცესში. ჟურნალისტები, რომლებიც ამ პრინციპზე კარგად არ
დაფიქრებულან, ხშირად ვერ ამჩნევენ ამას. წყაროთა დაშანტაჟება. ამბის რეალური მიზნის არ
გაზიარება, ან უბრალო მოტყუება ამბის საკვანძო მომენტთან დაკავშირებით ის მეთოდებია,
რომლებიც ჟურნალისტებმა შეიმუშავეს სიმართლის ძიების სახელით. ერთი შეხედვით,
გულწრფელობა ჟურნალისტის ბორკილად მოგვეჩვენოს, თუმცა, ძირითადად, ეს ასე არაა. ბევრი
რეპორტიორი იმ აზრამდე მივიდა, რომ ამას მისთვის უდიდესი გავლენის მოტანა შეუძლია.
ყოველთვის სჯობს წყაროებთან თანაბარ დონეზე იყო, უთხრა მათ რას აკეთებ, საით მიგყავს სიუჟეტი.
არსებობს ჟურნალისტთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც წყაროები შეცდომაში შეჰყავს. ამას
”შენიღბვა” ჰქვია და აღმოცენდება, როცა ჟურნალისტები ცნობების მოსაპოვებლად საკუთარ თავს
სხვად ასაღებს და ამგვარად წყაროები შეცდომაში შეჰყავს. ეს შეფარვითი ჟურნალისტური ტექნიკა
ახლი არ არის.

ახალი ამბის წერის სტრუქტურა

“ამოყირავებული პირამიდის” პრინციპი არის “ინტერესის დაკმაყოფილების” პრინციპი:


ნიუსი იწყება ამბის შედარებით არსებითი, მნიშვნელოვანი ცნობებით, ხოლო შემდეგ
მიწოდებული ცნობების მნიშვნელობა თანდათანობით სუსტდება.

ახალ ამბავს გააჩნია საკუთარი სტრუქტურა, რომელსაც „ამოყირავებულ პირამიდას“ (inverted


pyramid)  უწოდებენ. წარმოიდგინეთ სამკუთხედი, ფუძით ზემოთ. სამკუთხედი უნდა
დაიყოს პატარა გრაფებად, ფუძეში კი განთავსდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი,
რომლის გაგზავნაც გსურთ მკითხველისათვის, შემდეგ გრაფაში (პირობითად) ჩაიწერება
რანგით მეორეხარისხოვანი ინფორმაცია, შემდეგ მესამეხარისხოვანი და ა.შ. ანუ ნიუსში ჯერ
დაიწერება ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი და ასე გაგრძელდება
მანამ, სანამ არ დავწერთ ყველაფერს , რისი თქმაც გვსურს პოტენციური აუდიტორიისთვის.

„ამოყირავებული პირამიდის“ კონცეფციის ერთ-ერთი გააზრების მიხედვით, ნიუსში ჯერ


უნდა დაიწეროს ფაქტი, შემდეგ კი ე.წ. „ბექგრაუნდი“. მაგრამ როგორ უნდა გავარჩიოთ რა
არის „ბექგრაუნდი“ ? ამაში საყოველთაოდ ცნობილი „ექვსი დაბლიუს” (6W) პრინციპი
დაგვეხმარება. ეს კითხვებია: ვინ? სად? რა? რატომ? როდის? და როგორ?

მაგალითად თქვენ დაინახეთ რაღაც განსაკუთრებული, ამის შემდეგ იწყებთ თხრობას


თუ ვინ (ან რა) დაინახეთ, სად დაინახეთ, როდის დაინახეთ, რატომ იყო ეს ყველაფერი
განსაკუთრებული და ა.შ. გადახედეთ ნებისმიერ ამბავს, ამოიღეთ ზემოთ ჩამოთვლილ
კითხვებზე პასუხები და რაც დაგრჩებათ სწორედ ეგ იქნება “ბექგრაუნდი“. ნიუსების
უმეტესობას ძირითად ინფორმაციასა და „ბექგრაუნდს“ შორის სჭირდება გარკვეულ წილად
შუალედური ინფორმაციაც. ანუ ინფორმაცია, სადაც შედარებით უფრო დაწვრილებით
აღწერთ ამბავს. თუმცა ფორმატის შეზღუდულობის შემთხვევაში შესაძლოა ეს „ბლოკი“
გარკვეულწილად ამოვარდეს.

ამ ყველაფრის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ მაგალითად საავტომობილო ავარიის ამბავი,


რომელიც შეიძლება დაწერილი ან მოთხრობილი იყოს ნებისმიერი პირის მიერ:
„დღეს, 12:00სთ-ზე, ………. ქუჩაზე საავტომობილო ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ
დაშავდა. შემთხვევა მოხდა როდესაც ……. ………..ძეს საკუთარი ძაღლი გადაყავდა
საავტომობილო ტრასაზე. ……… ……………შვილმა ვერ მოასწრო ძაღლისა და მისი
პატრონის დანახვა და დროულად მანქანის დამუხრუჭება. მან მსუბუქად დაარტყა ……….
……………ძეს, თვითონ კი ეცადა მოეხვია საწინააღმდეგო მიმართულებით, რის დროსაც
შეეჯახა ხეს. ორივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში.“ მართალია ეს
არაა ნიუსის საუკეთესო ( ან კარგთან მიახლოებული ვარიანტი), მაგრამ ამ შემთხვევაში მე
ვეცადე მომეტანა ჩვეულებრივი ამბის მაგალითი.

უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია სათაური. ეს ის გასაღებია რომლითაც უნდა


გააღოთ მკითხველის ინტერესი, რომლითაც ადამიანის გონება უნდა აიძულოთ წაიკითხოს
თქვენი ნიუსი. აქვე აღვნიშნოთ – ნიუსი გულისხმობს, რომ ამბავი უნდა იყოს მოთხრობილი
შედარებით ოფიციალური ენით (პუბლიცისტურად) და არა სალაპარაკო, ან ზედმეტად
სამეცნიერო ენით. მინიმუმადე უნდა იყოს დასული ექსპრესიულობისა და პათეტიზმის
ნიშნები. აქ მთავარია ამბავი და არა ემოცია ან ვინმეს შთაბეჭდილება. აუცილებელია
აგრეთვე გრამატიკული სიზუსტისა და ამბის რეალურობის დაცვაც. მუდმივად უნდა
გახსოვდეს, რომ შენს დაწერილ ან მონათხრობ ამბავს კითხულობს\უსმენს ადამიანი,
რომელზეც გადაცემულმა ინფორმაციამ გავლენა უნდა მოახდინოს. შენ ხარ პასუხისმგებელი
პირი და უნდა გაითვალისწინო შედეგი, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს შენს საქმიანობას.

”აზრობრივი მარცვალი” და მოკლე ლაკონური ნიუსის იდეები

მთავარია ზუსტად წარმოიდგინოთ – რაზეა ინფორმაცია, გამოვყოთ მისი აზრობრივი


მარცვალი. news –ში ”წამყვანი იდეა”, ამბის განვითარება, კვანძის გახსნა და სხვა
ჟურნალისტური ხერხები არ გამოიყენება. news მკითველს მიაწვდის ერთ თემას, თუმცა
შეუძლია გაახვილოს ყურადღება რამდენიმე (ჩვეულებრივ ორზე ერთდროულად)
მოვლენაზე (თითოეული ცალკე–ცალკე მნიშვნელოვანი და ურთიერთდაკავშირებულია).

მარტივი Hard news–ის მაგალითი: გუშინ დაიწყო სასამართლო პროცესი ამბოხებულების


წინააღდეგ.
მრავალმიზნობრივი Hard news მაგალითი: გუშინ დაიწყო ამბოხების მონაწილეების
რთული სასამართლო პროცესი, ადვოკატებმა პირველივე სხდომის შემდეგ დააფიქსირებს
სასამართლო კომისიის და პროკურატურის მიკერძოებულობა.

news სტრუქტურა განსაზღვრავს ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეს, აძლევს მას


განსაზღვრულად აღქმის მიმართულებას, იწვევს ნეგატიურ ან პოზიტიურ
დამოკიდებულებას მოქმედი პირების მიმართ.

მაგალითად: ”გუშინ იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ხირუსი მიცუძუკამ ექსპერთან


მოწვეულ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა, ას შემდეგ რაც
ფინანსთა სამინისტროში დააკავეს მექრთამეები, მთავარი ფინანსური ინსპექტორი და მისი
მოადგილე.” news –ის სტრუქტურის მიხედვით ეს მასალა შეიძლება მივაწოდოთ ისე, რომ
რომ ფინანსთა მინისტრის წესირება ეჭვქვეშ დადგეს. მაგალითად: ”სახალხო ბრალდება
მექრთამეობაში და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება გახდა ფინანსთა
მინისტრის გადადგომის მიზეზი”.

როგორც ვხედავთ ერთი და იგივე ნიუსი სხვაგვარადაა წარმოდგენილი. ჩანაფიქრი


განსაზღვრავს მოვლენის ამა თუ იმ მომენტის პრიორიტეტს. შესაბამისად იცვლება
ინფორმაციის სტრუქტურაც. ”6 W” ელემენტების ვარიაცია გვაძლევს სხვადასხვა აქცენტებს.

როცა საქმე ეხება news საგაზეთო შერჩევას, ტექსტში ძირითადი ფაქტების გარდა
მოყვანილია გამამყარებელი მასალებიც. ამ შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ ის, ფორმა,
რომელიც უფრო მომგებიანი იქნება მოცემულ სიტუაციაში. ასეთ ინფორმაციებს ხშირად
«liderette»–ს უწოდებენ.

news სტრუქტურა:

1. ლიდი, მკვეთრად გამოხატული აზრობრივი მარცვალი;


2. ლიდის დაზუსტება (”6 W”–ის მხოლოდ ნაწილი კითხვები, რომ არ
დავამძიმოთ)
3. გამამყარებელი მასალა (არა თვითონ მოვლენა, არამედ ის რაც დაკავშირებულია
მასთან, მსგავსი მოვლენები, პრეისტორია);
4. დაბრუნება აზრობრივ მარცვალზე (იმიტომ რომ სხვა შეტყობინებებზე არ
გადავიდეს მაყურებლის ინტერესი);
5. ექსპერტი, თვითხილველის სინქრონი.
გვახსოვდეს, რომ ლიდი უნდა იყოს ადვილად გასაგები, ლაკონური და არ
საჭიროებდეს დამატებით განმარტებებს. თუ შესავალი ძალიან გრძელია, დაჭერით
ორ ან სამ ფრაზად. ამისთვის არსებობს ლიდი და ლიდის დაზუსტება. თუ აზრი
ჩავატიეთ შემჭიდროვებულ ფორმაში და არ დაგვჭირდა ”6 W”–ის ფორმულა, მაშინ
ლიდი და გამამყარებელი მასალა უნდა შევუსამაბოთ ერთმანეთს და სწრაფად
გადავიდეთ ექსპერტზე– ამგვარად news იქნება მოკლე.
გაფართოებული news–ის გამოყენება მიზანშეწონილია:
 თუ არის არა ერთი, არამედ რამდენიმე მოვლენის ”აზრობრივი მარცვალი” (თუ
ერთ მოვლენაში რამდენიმე მოვლენა და საჭიროა თითოეულზე ცალ–ცალკე
თხრობა, მაშინ საქმე გვაქვს შედგენილი news–თან);
 თუ ერთი ნიუსია, მაგრამ მოითხოვს დაწვრილებით თხრობას, რომლის
გარეშე სიტუაცია წარმოდგენილი იქნებოდა არასაკმარისად, ფაქტები
ნაკლებმნიშვნელოვნად იქნებოდა წარმოჩენილი.

შედეგნილი news–ის სტრუქტურა:


1. ლიდი მარცვალი ა და მარცვალი ბ;
2. მასალა, რომლიც ამყარებს ლიდს (კვინტილიანი ნაწილი კითხვები);
3. დამხამრე მასალა, პრეისტორია;
4. დამატებითი მომენტები, დაკავშირებული ა და ბ მარცვლებანთან.
5. გამოხმაურება, ექპსერტიზა.

ერთნაწილიანი გაფართოებული news–ის სტრუქტურა:


1. ლიდი მარცვალი (ზუსტად წარმოდგენილი აზრობრივი მარცვალი);
2. ლიდის დაზუსება. აქ როგორც წესი კვინტილიანი ერთ ან ორ კითხვაზე პასუხი; ის
რაც უკვე გამოიხატა ლიდში მოკლედ. ყველაზე ხშირად გვხვდება პასუხი: ვინ? როგორ?
რა ვითარებაში?

3. გამამყარებელი მასალა (არა ვითონ მოვლენა, არამედ რაც დაკავშირებულია


მასთან. პრეისტორია, მსგავსი მოვლენები);
4. აზრობრივ მარცვალთან დაბრუნება და ექსპერტი.

news ყველა შემთხვევაში ინფორმაციის არსი კონცენტირებულია პირველ ფრაზებში. მცირე


რეკომენდაციები news წერისთვის: ხარისხის მთავარი კრიტერიუმია –ნიუსი იკითხებოდეს
ადვილად და იყოს გასაგები, დამატებითი განმარტებებისგან თავისუფალი. იყოს მოკლე,
ლაკონური მაგრამ ყოვლისმომცველი. თუ შესავალი ნაწილი დიდი და რთულია, დაყავით ის
ორ ან სამ ფრაზად. მოკლე ფრაზები – კარგია, მაგრამ თუ ისინი ერთიმეორის მიყოლებით
იქნებიან მაშინ ტექსტი გახდება მონოტონური და უინტერესო. ცვალეთ მოკლე და გრძელი
ფრაზები. რეპორტიორის არაპროფესიონალიზმი ხშირად თავს იჩენს უხვსიტყვაობაში
(ამასათან საუბრობს გაუგებარი ტერმინოლოგიით), ეს ხდება იმ შემთხვეაში, თუ
კორესპონდენტი ცდილობს ტევად აბზაცში ჩაატიოს ინფორმაცია და ვერც ახერხებს.
გაამარტივეთ წინადადებები და ნიუსის თხრობის სტილი. დიდია საშიშროება
ლაკონურობისკენ სწრაფაში გამოგრჩეთ მთავარი ფაქტები და დეტალები. არის შემთხვევები
როცა ნიუსი იძენს სენსაციურობას. Hard news არის ის ფორმა, რომელშიც მხოლოდ
ფიქსირდება ფაქტები. ის არის მოვლენის დოკუმენტური ასახვა, წმინდა ინფორმაცია და არა
ემოციები. news ეს არის 6 W კითხვები, ტექსტის აგება ამოყირავებული პირამიდის
პრინციპით, ლიდში ყველაზე მნივნელოვანის გამოტანა და არა ჟურნალისტის
შემოქმედებითი და ანალიტიკური იმპროვიზაციები.

news–ში შეეცაეთ აიცილოთ:

 ზედმეტш დაკონკრეტებები;
 ზედმეტш სახელები და გვარები;
 ზედმეტი გეოგრაფიული დასახელებები;
 ზოგიერთი სოციალური და მეცნიერული ტერმინოლოგია;
 ზოგიერთი ციფრები და ციტატები;
 და რაც მთავარია სტილისური გამეორებები (თუ პირველივე ფრაზიდან ჩანს,
რომ ამბავი ხდება ამერიკაში, შემდეგ გამეორებითი მითითება აღარ არის
საჭირო).
ერთ–ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მოთხოვნაა: არ გვჭირდება ”ზოგადი
ინფორმაცია”.

ლიდი

”ლიდი” და მისი ზოგადი სტრუქტურა

იმის მიხედვით, თუ როგორ არის შედგენილი პირველი ფრაზები, ხშირად


არის დამოკიდებული საერთოდ წაიკითხავენ ან მოუსმენენ თუ არა ნიუსს. ამიტომ
რეპორტიორი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად შემჭიდროვებული ფორმით
მაყურებელს მიაწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, ამასთან დააინტერესოს და
შეინარჩუნოს აუდიტორიის ინტერესი.

Hard news–ში ამბავი კონცენტრირებულია პირველ აბზაცშივე და


გადმოცემულია ნათლად, ლაკონურად. ასეთ შემთხვევაში პასუხი უნდა გავცეთ
ძირითად კითხვებს, მაყურებელს მოვუთხროთ ამბის შედეგი და გავშალოთ
სიტუაცია. ანუ გამოვიყენოთ ”ტევადი აბზაცი” (კრებსითი, შემაჯამებელი,
გამაერთიანებელი ლიდი). ასეთი ლიდი მოიცავს დაახლოებით 35 სიტყვას. 5 w
კითხვებზე პასუხები მოვათავსოთ ორ ფრაზად. თუ ყველა კითხვაზე არ გვაქვს
პასუხი შეიძლება მოვიშველიოთ წყარო. ხანდახან შეგნებულად ვარიდებთ თავს
პასუხებს კითხვაზე – ” რა მიზეზით”. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც
მაყურებელზე გვინდა ეფექტის მოხდენა.ინტერესის გამძაფრების მიზნით
რეპორტიორი ფაქტის ამსახველ დეტალებს ალაგებს ამოყირავებული პირამიდის
პრინციპით. რატომ ვიყენებთ ნიუსის შედეგენისას ამოყირავებული პირამიდის
პრინციპს? პირველ რიგში მუშაობს პრაქტიკული მოსაზრება – არის ახალი ამბავი, ე.ი.
იგი უნდა შევამოკლოთ, რომ რედაქტირება გაადვილდეს. ხოლო, მეორეს მხრივ კი, ეს
ფორმა გვაძლევს კონცენტრირების და შედარებით მნიშვნელოვანის ხაზგასმის
საშუალებას. ამოყირავებული პირამიდის შედგენისას ჟურნალისტი იწყებს ყველაზე
მნიშვნელოვანი შეტყობინებით, რომელსაც იგი შეარჩევს საკუთარი
პროფესიონალიზმის და გამოცდილების მიხედვით.

კრებსითი ლიდი შეიძლება აიგოს განსხვავებულად. ის შეიძლება იყოს მარტივი,


ან კომბინირებული. ლიდში ხდება მოვლენის, ამბის ფოკუსირება. პრობლემაა–
როგორ გამოვყოთ თუ რა არის მთავარი ამბავში?

ლიდი ”ვინ? ” – ხაზს უსვამს ექსპერტის, მოწმის, ან პასუხისმგებელი პირის


ინტერესებს. იგი ძირითადად გამოიყენება ცნობილ ადამიანებთან მიმართებაში.
ასევე იმ შემთხევაშიც, თუ მომხდარი მოვლენის (ხანძარი, მკვლელობა, დანაშაული
ან რაიმე ქმედება) ცენტრალური ფიგურისადმი გვინდა ავღძრათ ინტერესი.

ლიდის ”რა?” – იგი ხაზს უსვამს უშუალოდ მოვლენის მნიშვნელოვნებას. ”ვინ”


და ”რა” დასაწყისის ლიდები შეიძლება გავამდიდროთ დამატებითი დეტალების
ამსახველი წინადადებებით . ” რა – რატომ? და რა – ვინ? ”

კომბინირებული ლიდი გამოიყენება კორესპონდენტის ან სტუდიური


კომენტარის დროს.
ლიდი ”როგორ?” შეუცვლელია დრამატული სიტუაციების დროს, როცა ხდება
უჩეულო ან განსაკუთრებული შემთხვევების აღწერა. მას ასევე ხშირად იყენებენ
სპორტული სიუჟეტების ლიდებშიც.

ლიდი ”როდის ?” უფრო მეტად გამოიყენება მომავალი დღის ანონსებისთვის,


როცა ანონსდება ან გამოფენა, ღონისძიება, სხდომა . პასუხები კითხვებზე: ”სად?” და
”როდის?” შესაძლებელია გადმოცემული იყოს დაწვრილებით, მაგ: ქუთაისი. 12
სექტემბერი. დებატების შემდეგ..... დღეს მოკლე ვარიანტი არც ისე ხშირად
გამოიყენება, როგორც ეს უწინ. განსაკუთრებით შემცრიდა ისეთი დასაწყისები,
როგორიცაა: ”დღეს”, ” გუშინ”. რადგან დიდია კონკურენცია საინფორმაციო ბაზარზე,
ჟურნალისტები ცდილობენ იყვნენ ორიგინალურები და შესაბამისად მათი ნიუსები
იყოს გამორჩეული.

”hard news ” სტრუქტურა ასეთია: მოვლენის არსი გადმოიცემა ლიდში, შემდეგ


მოდის საფუძველი (ფაქტის ”ტანი”), შემდეგ, თუ ეს აუცილებელია– პრეისტორიის
ფრაგმენტიც, რის შემდეგაც მეორადი, ანუ ნაკლებმნიშვნელოვანი ინფორმაცია და
ბოლოს მოვლანასთან დაბრუნება. ქორინიკის შემთხვევაში შემოიფარგლება ლიდით,
დეტალების მცირეოდენი გადამუშავებით( პრეისტორიის გარდა) და კვლავ თემასთან
დაბრუნებით. თუ საქმე გვაქვს შედგენილ (რთულ–შედგენილ) ნიუსთან, მაშინ
აუცილებელია ნიუსის დასაწყისშივე ავღნიშნოთ მოვლენის ორი ან მეტი
მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ.

არსებობს შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ კორესპონდენტები ნიუსების


შედგენისას:

 უწესრიგო, ქაოტური ლიდები;


 ლიდი, რომელიც დამალულია ტექსტში;
 ბუნდოვანი ლიდი, რომელიც საჭიროებს დამატებით კონსტრუტქციებს, მაგ:
რედაქტორის ჩარევას.
 კონკრეტულობა და სიცხადე – არის მთავარი მოთხოვნა. hard news –ის ლიდი
უნდა ახდენდეს მკითხველის ან მაყურებელის ინფორმირებას და არა
საგონებელში ჩავარდნას.

განვიხილოთ ლიდები:
”ერთი ელემენტის” ლიდი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ახალი ამბავი არის
ძალიან მძაფრი. აქ ყურადღება კონცენტრირებულია სახელებზე და ამბის შედეგზე, ან
მოვლენის დროზე. თუ ახალ ამბავში არის ძალიან ძლიერი დეტალი, რომელიც უნდა
გამოვყოთ, ჟურნალისტი თავს უფლებას აძლევს გაამწვავოს რომელიმე კითხვზე (რა?
ვინ? როდის? სად? რატომ?) პასუხი.

”ორი ელემენტის” ლიდი (ან გაერთიანებული) გამოიყენება ორი იდენტურად


მნიშვნელოვანი მომენტების დროს. მაგ: თანაბარი ყურადღება როგორც პერსონაზე
და ასევე ქმედებაზე.
”ლიდ –საკიდს” პრაქტიკულად გამორიცხავს ახალი ამბის მასალები. ავტორი
ერთდროულად წარმოგვიდგენს პასუხებს ყველა კითხვაზე, რასაც მივყავართ
ქაოტურ ლიდამდე.
ლიდი –”გადაუდებელი იდენტიფიკაცია” – იწყება პასუხით კითხვაზე: ”ვინ?”.
ამასთან უნდა გაეცეს ძალზე ზუსტი პასუხი, რამდენადაც ახალი ამბის ცენტრს
წარმოადგენს მოვლენაში ცნობილი ადამიანის მონაწილეობა.
ლიდი ”დაყოვნებული იდენტიფიკაცია”– გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პირი
თავისთავად არ წარმოადგენს ”პერსონას”, ვიდრე მოვლენა არ მოხდება(მაგალითად
მკვლელობა). დასაწყისი ”ვინ არ გვაძლევს სრულ ინფორმაციას პიროვნების
შესახებ (სახელები, პროფესია, თანამდებობები), ნაწილი ასეთი ინფორმაციის
გადადის მეორე აბზაცში.
ლიდი ”კომენტარები”. ამ შემთხვევაში ახალი ამბავი სრულიად ობიექტურად არის
წარმოდგენილი ლიდში ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: ”მიუხედავად იმისა, რომ
”..., ”ამასთან”.., ზოგჯერ ეს კომბინირებული ლიდი: ”ვინ, რატომ?” , ”რა, რატომ?”, ”
რა , როგორ?”.
ლიდი– ”მოთხრობა”. ლიდ–აბზაცში წარმოდგენილია მოკლე ქრონოლოგიური
მოვლენა, წინასწარი ”განზოგადებით”. ამგვარად კრებსითი ლიდი ყურადღების
კონცენტრირებას ახდენს მთავარზე. ჩვეულებრივ, ახალი ამბავის მთავარი აზრი
არის დასაწყისი, რომელსაც ინგლისურენოვანი ჯურნალისტები უწოდებენ ლიდს
(Lead) და ერთიანდება საერთოფუძიან სიტყვებთან ლიდერობა, წამყვანი. მეორე და
მესამე აბზაცები, ჩვეულებრივ, ხსნიან იმას, რაც ლიდში არის გადმოცემული და
ამაგრებენ მას დამატებითი ინფორმაციით.
ლიდი განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე მიზეზის გამო
იმსახურებს:

 მან აუცილებელია გამოიწვიოს ინტერესი;


 ის აშუქებს მთავარ თემას, შეტყობინების შედარებით
მნიშვნელოვან ელემენტს;
 ის აწესებს თხრობის სტილს.

ინტეგრირებული ლიდი
soft news იშვიათად იგება ამოყირავებული პირამიდის პრინციპით. ნიუსის
სტრუქტურა, რომლის მიხედვით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გამოდის
ნიუსის დასაწყისში, აქ არ გამოგვადგება. soft news –ში მთავარია ”მოლოდინის
ეფექტი”. ეს ეფექტი მიიღწევა განსხვავებულად.

  ლიდები, რომლებიც გამოიყენება აღწერისათვის:

 ლიდი –”დროებითი გაჩუმება” (დაფარვა) მოვლენის მთავარ გმირების ან


მოვლენის მიზეზების შესახებ. მოვლენა, ამბავი გადაიცემა ზოგადა
შტრიხებში, რითაც იწვევს აუდიტორიის ინტერესს ჯერ არ თქმულისადმი.
 ეპიკური ლიდი.

ლიდები, რომლებიც გამოიყენება ფაქტების რეპორტაჟული


აღდგენისათვის:
 ”დაწვრილმანებითი” ლიდი;
 სცენიური ლიდი (მას პროტოკოლურსაც უწოდებენ. მაგ: გვამი იწვა პირით
მიწაზე. )
 ლიდი ”სტოკატო” – მაგ: შუაღამეა, ქუჩაში არავინ ჭაჭანებს, პოლიციის
პატრულმა გაიარა;
 ლიდი ”რეპორტაჟი” მოვლენის აღწერა სწრაფ ტემპში.

ლიდები, რომლებიც გამოხატავენ ავტორის ემოციებსა და ინტონაციებს :


 ლიდი აღფრთოვანება ;
 მძაფრი ემოციური ნაკადით შემანჯღრეველი ლიდი;
 ლიდი მიმართვა.

ბალანსი ანუ წონასწორობის პრინციპი

რეპორტიორის პირველი ამოცანაა– ინფორმაცია იყოს ლაკონური, ცხადი, ზუსტი და


მიუკერძოებელი. როდესაც საუბარია ნიუსის სიზუსტეზე, გასათვალისწინებელია
ორი გარემოება:

 სიზუსტე მიახლოებული რეალობასთან


 მოვლენაზე ავტორის ზუსტი შეხედულება, აქცენტების სიზუსტე.

ნდობა, ბალანსი და სამართლიანობა


დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტური ორგანიზაციებისთავის მეტად
მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება. ნდობა ორგანიზაციისა
და ჟურნალისტის მიმართ ურთიერთდამოკიდებული ცნებებია და დამოკიდებულია
არა მხოლოდ რეპორტაჟის სიზუსტეზე ან სამართლიანობაზე, არამედ იმაზეც, თუ
რამდენად მიუკერძოებელია ჟურნალისტი. ჟურნალისტებს ისევე როგორც სხვა
ადამიანებს, რათქმაუნდა, აქვთ თავისი აზრის უფლება. თუმცა, როცა საქმე ეხება
ინფორმაციას, იგი ვალდებულია ფაქტები გადმოგვცეს გაუყალბებლად და
მიუკერძოებლად.

ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ობიექტური; ის უნდა იყოს სრული, არავითარ


შემთხვევაში ვარაუდებზე დაფუძნებული;

ინფორმაცია უნდა იყოს სამართლიანი.

იმისათვის, რომ ჟურნალისტმა უნდა მიაწოდოს ყველა მხარის ინტერესი საჭიროა:

 უნდა დაუსვას კითხვები მოვლენის ყველა მხარეს და რეპორტაჟში ასახოს


მათი აზრები;
 გადაამოწმოს ალტერნატიული აზრის ასახულობა ნიუსში;

ბალანსი ანუ წონასწორობის პრინციპი

რეპორტიორის პირველი ამოცანაა– ინფორმაცია იყოს ლაკონური, ცხადი, ზუსტი და


მიუკერძოებელი. როდესაც საუბარია ნიუსის სიზუსტეზე, გასათვალისწინებელია
ორი გარემოება:

 სიზუსტე მიახლოებული რეალობასთან


 მოვლენაზე ავტორის ზუსტი შეხედულება, აქცენტების სიზუსტე.

ნდობა, ბალანსი და სამართლიანობა

დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტური ორგანიზაციებისთავის მეტად


მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება. ნდობა ორგანიზაციისა
და ჟურნალისტის მიმართ ურთიერთდამოკიდებული ცნებებია და დამოკიდებულია
არა მხოლოდ რეპორტაჟის სიზუსტეზე ან სამართლიანობაზე, არამედ იმაზეც, თუ
რამდენად მიუკერძოებელია ჟურნალისტი. ჟურნალისტებს ისევე როგორც სხვა
ადამიანებს, რათქმაუნდა, აქვთ თავის აზრის უფლება. თუმცა, როცა საქმეს ეხება
ინფორმაციას, მან ვალდებულია ფაქტები გადმოგვცეს გაუყალბებლად და
მიუკერძოებლად.

ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ობიექტური; ის უნდა იყოს სრული, არავითარ


შემთხვევაში ვარაუდებზე დაფუძნებული;

ინფორმაცია უნდა იყოს სამართლიანი. იმისათვის, რომ ჟურნალისტმა უნდა


მიაწოდოს ყველა მხარის ინტერესი საჭიროა:

 უნდა დაუსვას კითხვები მოვლენის ყველა მხარეს და რეპორტაჟში ასახოს


მათი აზრები;
 გადაამოწმოს ალტერნატიული აზრის ასახულობა ნიუსში;

კომენტარი (commentarius ) ოპერატიული ანალიტიკური მასალის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც


განმარტავს აქტუალური საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოვლენის, რაიმე დოკუმენტის არსს.

რეპორტაჟი

რეპორტაჟი წარმოსდგება ფრანგული (reportage) სიტყვიდან, ინგლისურად report და ლათინურად


reporto საერთო ფუძიანი სიტყვებია და ნიშნავს შეტყობინებას, გადაცემას. რეპორტაჟი ტელევიზიის
წამყვანი ჟანრია. რეპოტაჟი წარმოიშვა გასული საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც პრესაში
გამოჩნდა რეპორტაჟული ელემენტები. მაგრამ დასჭირდა წლები, რომ მას თავისთავადი ფორმა
ეპოვა. აქედან წარმოიშვა რეპორტიორის პროფესიაც– ”ახალი ამბის გადამცემი”, რომელიც
თავისებური შუამავალია აუდიტორიასა და მოვლენას შორის.

ტრანსლირების მიხედვით განასხვავებენ პირდაპირ და ფიქსირებულ რეპორტაჟს. პირდაპირი


რეპორტაჟი ტრანსლირებს მოვლენის განხორციელების პროცესში.

ფიქსაციის მიხედვით განსახვავებენ ტელე, რადიო და ფოტორეპორტაჟს.

გახმოვანების მიხედვით განასხვავებენ სინქრონულ და ”მუნჯ” ტელერეპორტაჟს. სინქრონული


რეპორტაჟში ხმა და გამოსახულება შესაბამისობაშია, ასევე არის ბუნებრივი ხმაური (შუმი)და
მონაწილეთა სინქრონები, იგივე კომენტარები. ”მუნჯ” რეპორტაჟში (ხმის გარეშე) კადრები
აწყობილია მოვლენის ადგილიდან, ხმის გარეშე და კადრს გარეთ ტექსტს კითხულობს დიქტორი.

განსახვავებენ საინფორმაციო (მოვლენით), თემატურ და დადგმით რეპორტაჟებს. საინფორმაციო


რეპორტაჟში ასახულია რეალური მოვლენას, ამბავს, რომელიც ხდება ან მოხდა რეპორტიორის
დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში რეპორტიორის ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
მიაწოდოს მაყურებელს. თემატურ რეპორტაჟის დროს კორესპონდენტი თავად ირჩევს რეპორტაჟის
ობიექტს და მოვლენას. დადგმითი რეპორტაჟის დროს კი ჟურნალისტი გვევლინება მოვლენის
ავტორად/რეჟისორად. ის თავად უკეთებს ორგანიზებას მოვლენას.საინფორმაციო რეპოტაჟში
შეიძლება იყოს არაკომენტირებული ჩვენება ან მოვლენის ტრანსლირება. არაკომენტირებული
რეპორტაჟი ხშირად გამოიყენება პირდაპირი ეთერში მნიშვნელოვანი პოლიტიკურ–
საზოგადოებრივი მოვლენის ჩვენებისას, ან კულტურული მოვლენის გასაშუქებლად, როდესაც
დიდია მაყურებლის ინტერესი. მასვე მიეკუთვნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეების
გამოსვლები, ვიზიტები და სხვ.

საინფორმაციო რეპორტაჟში უნდა იყოს კადრები მოვლენის ადგილიდან, მონაწილის /ან


ექსპერტის სინქრონი, მოვლენის ფონზე კორესპონდენტის stand-up დამატებითი დეტალებით .
გასათვალისწინებელია:

რამდენად სწრაფად მივა მოვლენის ადგილზე გადამღები ჯგუფი, ასევე რედაქციაში მასალის
”გადაგორების” შესაძლებლობა. ამ ტიპის რეპორტაჟის აგებისას მთავარია ოპერატიულობა,
დროულობა. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც გადამღები ჯგუფი ვერ ასწრებს მოვლენის
მიმდინარეობის პროცეში შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლას. გამოსავალი – იგივე
სიტუაცია ვიღებთ კადრებს და კორესპონდენტის stand-up ...

საინფორმაციო (პრობლემური) და ანალიტიკური რეპორტაჟი

ეს სიუჟეტები, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული დღის მოვლენასთან. ამ ტიპის


სიუჟეტებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია შეფასებითი კომენტარი. ასეთი სიუჟეტებისთვის
მთავარია –ფაქტის შეფასება. თუ საქმე ეხება კონფლიქტურ სიტუაციას, სადაც არსებობს ორი
მხარე, ორივე მხარის თვალსაზრისი უნდა იყოს წარმოდგენილი. არცმთლად დამაჯერებლად
გამოიყურება ამ შემთხვევაში ნეიტრალური ექსპერტის სინქრონი,რადგან კონფლიქტურ
სიტუაციებში ემოციური მომენტები ძალიან არსებითია.

ტელერეპორტაჟის სტრუქურა და კომპოზიცია

პრინციპში თითქმის ყველა სატელევიზიო რეპორტაჟი სტრუქტურულად შედგება


სტენდაფისგან, კადრსგარეშე ტექსტისგან, სინქრონისგან.როგორი თანმიმდევრობით
განალაგებ სტრუტქურულ ელემენტებს არსებითი მნიშველობა არ აქვს, თუმცა ზოგიერთი
რედაქციის თვლასაზრისით არ არის რეკომენდებული რეპორტაჟის სინქრონით დაწყება,
ზოგისთვის სტენაფდაფით და სხვ. მაგრამ მათი გამოყენების დოგმა არ არსებობს.

მედნაკლებად კლასიკური ახალი ამბების რეპორტაჟი ასე გამოიყენება:


 stand-up – მოვლენის შესახებ თხრობის დასაწყისი;
 კადრსგარეშე ტექსტი – თხრობის გაგრძელება კორესპონდენტის მიერ;
 სინქრონი – მოქმედი პირი, ექსპერტი; კომენტირება, მოწმე, (შესაძლებელია 2–3
სინქრონი);
 კადრსგარე ტექსტი – რომელშიც მთავრდება ძირითადი ინფორმაციის თხრობა;
 stand-up –შედეგებით და პროგნოზებით.

ინფორმაციის მიხედვით სინქრონები ან stand-up  შეიძლება საერთოდ არ გამოვიყენოთ. stand-


up  სიუჟეტის დასაწყისში სასურველია, რადგან კორესპონდენტი მოვლენის ადგილზე
პირველივე სტრიქონიდან მაყურებელში იწვევს ინტერესს.

არის ასეთი სქემაც: კადრს გარეთ ტექსტი – სინქრონი – კადრს გარეთ ტექსტი –

Stand-up.

კადრსგარეთ ტექსტებს ედება ვიდეოგამოსახულება. ხანდახან ხდება ისეც, რომ ჯერ აეწყობა
ვიდეოგამოსახულება და შემდეგ ვახმოვანებთ. ტექნიკური განსხვავება ამაში ნაკლებია,
მაგრამ ასეთ შემთხვევაში ცოტა რთულია უზრუნველყო ცალკეული ტექსტების შინაარსისა
და ვიდეოგამოსახულების ფრაგმენტების ურთიერთკავშირი. მონტაჟი არის ტელევიზიის
ერთ–ერთი მთავარი ტექნიკური საშუალება. მონტაჟის განმარტება უმარტივესი სახით
შემდეგნაირია: ვიდეოჩაწერის გზით განსაზღვრული სისტემით აუდიო–ვიდეო
გამოსახულების შესაბამისობა და ერთ მთლიანი პროდუქტის წარმოდგენა. ვიდეომასალის
მრავალფეროვნებიდან გამომდინარე (სინქრონი, stand-up, კადრსგარეთ ტექსტი, გადასაფარი
კადრები) სიუჟეტის სტრუქტურა შეიძლება იყოს მარტივიც და რთულიც. როგორც წესი, ეს
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

პირველი ფაქტორია – რეპორტაჟის მიზანი და შინაარსი.

მეორე ფაქტორია – რეალური შესაძლებლობანი, გვაქვს თუ არა სამუშაო მასალა.

მესამე ფაქტორი – მასალის ხარისხი.

ჟურნალისტი კადრში

ტელერეპორტიორმა, რომელიც კამერასთან მუშაობს, უნდა გადმოსცეს მოვლენების


ატმოსფერო. ახალ ამბებს თან უნდა ახლდეს მღელვარება, რათა მაყურებლის ყურადღება
მიიპყრო. ყველაზე დიდი შეცდომა გამოუცდელი ჟურნალისტისა, არის ის რომ ვერ გრძნობენ
მოვლენის სიმძფარეს, ან პირიქით – ამეტებენ. ამიტომ რეპორტიორმა არ უნდა ისაუბროს
ხმამაღლა და სწრაფად (თხრობის რეჟიმი, აკადემიური სტილი ). თუ სიუჟეტი
წარმოდგენილია ორ გამოშვებაში, რეპორტიორმა ორი ვარიანტი უნდა მოამზადოს, რათა ორი
სხვაგვარი კუთხიდან გახსნას მოვლენა. მასალა, რომ გავამრავალფეროვნოდ. პირველ
გამოშვებაში რეპორტიორი კადრში ხსნის სიუჟეტს, მეორე გამოშვებაში კი სიუჟეტის ორივე
ნაწილს აერთიანებს.

კამერის წინ სათქმელი ტექსტი ანუ ” stand-up ” ამბის გადაცემის მნიშვნელოვანი


საშუალებაა. ” stand-up ”,როგორც წესი, 10–დან 20 წამამდე გრძელდება და ეფექტურია, როცა:

 გსურთ იმის ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდით და თვითმხილველი


ხართ.
საგნის ხელში დაჭერით ან ადგილის შემოსვლით გსურთ დემონსტრირება, როგორ
გამოიყურება ან მუშაობს რაიმე.
არ შეგიძლიათ იმის გადაღება, რაზეც საუბრობთ. მაგალითად, სასამართლო დარბაზი ან
კერძო შეხვედრა.
გსურთ ხაზი გაუსვათ რომელიმე საკითხს.
გსურთ ამბის წინაისტორიის, ინფორმაციის ნაწილის მოყოლა ან იმ ადამიანის ციტირება,
რომელსაც არ შეუძლია ან არ უნდა კამერის წინ საუბარი.
აჯამებთ ინფორმაცია ან აკეთებთ პროგნოზს. ძალიან ხშირად კორესპონდენტები სიუჟეტს
კამერის წინ ტექსტით ამთავრებენ.

პირდაპირი რეპორტაჟი

როგორც წესი, პირდაპირ რეპორტაჟი გამოიყენება მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის


მეტად საინტერესო მოვლენის გასაშუქებლად. შესაფერისი ადგილის ამოსარჩევად გადამღები
ჯგუფი ხელმძღვანელობს იმით, თუ რამდენად სრულად ჩანს მიმდინარეობა (თუმდაც უკანა
პლანიდან).

ვიდეოფრაგმენტი. თუ პირდაპირი რეპორტაჟისთვის კადრები წინასწარ არის ჩაწერილი.


შავი მასალა უნდ გადავაგზავნოთ რედაქციაში მონტაჟისთვის. რეპორტიორი წერს ნიუსის
ფრაგენტს რაც უნდა დაედოს ვიდეოგამოსახულებას და გადასცემს რედაქციას მონტაჟისთვის
რათა გამოსახულება და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

მაგალითად, რეპორტიორი ფიქრობს რომ დაიწყოს 12 წამიანი ფრაგმენტით, როცა


ეჭვმიტანილს სვამენ პოლიციის მანქანაში, შემდეგ პოლიციელის 10 წამიანი სინქრონი, შემდეგ
10 წამიანი ფარგმენტი, როცა ეჭვმიტანილი შეჰყავთ პოლიციის შენობაში. რეპორტიორის მიერ
მომზადებული ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს როგორც კადრებს,ასევე გამოსახულების
ქრონომეტრაჟს. ჯერ ტექსტი დაიწეროს და შემდეგ კადრები დაედოს, თუ –პირიქით? ამას
წყვეტს თავად რეპორიტორი. ნიუსრუმებში უფრო ხშირად ჯერ ტექსტს წერენ, ხოლო შემდეგ
ახდენენ მის გადაფარვას გადარებული ვიდეომასალით.
რეპორტიორი და ოპერატორი პირდაპირი ეთერის დროს დაკავშირებულნი არიან
პროგრამის გამომშვებთან/რედქტორთან/ რეჟისორთან. რეპორტიორსა და ოპერატორს აქვს
ყურსასმენები, რომლის საშუალებით რეპორტიორი ისმენს გადაცემის მსვლელობას,
რეჟისორის მითითებებს და რედაქციას პასუხობს მიკროფონის საშუალებით. გადამღებ
ჯგუფს აუცილებლად აქვს პატარა მონიტორი. თუ ფრაგმენტი ”ჟურნალისტი კადრში”
მოიცავს ინტერვიუსაც. რეპორტიორი აცნობს რესპონდენტს შესაძლო კითხვებს, აფრთხილებს
რომ ისაუბროს მოკლედ და გარკვევით. თუ რესპონდენტი გაჭიმავს ინტერვიუს მას
უბრალოდ გამორთავენ. რეპორტიორი და ოპერატორი ყურსასმენების საშუალებით იგებენ,
რომ ეთერში არიან. თუ მათი რეპორტაჟი შეიცავს ვიდეოგამოსახულებას, როგორც ვთქვით
წინასწარ უშვებენ რედაქციიდან ან თუ ვერ ასწრებს მასალა გადაგორებას მაშინ რეპორიორს
და ოპერატორს უწევს იმპროვიზირება. ტექსტი ვიდეოგამოსახულებაზე რომელიც გადის
ეთერში , წინასწარ აქვს მომზადებული რეპორტიორს. ის თან კითხულობს და თან უყურებს
მონიტორს. ხმოვანი სიგნალის შემდეგ უკვე ერთვება სინქრონით. თუ არ არის ხმოვანი
სიგნალი, მაშინ მონიტორს იყენებენ . შეიძლება რეპორტაჟის დროს რეჟისორმა მოგცეთ
ბრძანება შეამოკლოთ ან გაზარდოთ სიუჟეტი.

როდესაც რეპორტიორი არის კადრში ან პირდაპირ ეთერშია არსებობს რამდენიმე


რეკომენდაცია:

 არ გადაუხვიოთ მოვლენის მთავარ თემას, არ შეეხოთ მეორეხარისხოვან ასპექტებს. არ


გაერთოთ თემით.
 ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან
მომენტზე. თუ ტექსტში გაშუქებულია სამი–ხუთი ძირითადი კითხვები, რეპორტიორს
უხდება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წუთნახევარ ორ წუთში ჩატევა(ესეც მეტია)
 მომზადებული შეხვდით პირდაპირ ეთერს. რეპეტიცია მხოლოდ წაადგება საქმეს.

სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება

რეპორტაჟის მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს ყველაფერს რასაც გადაღებამდე


აკეთებთ ნიუსრუმსა და ოფისში. ეს გულისხმობს ფაქტების კვლევას. ამბის, მოვლენის
მთავარი პირების გარკვევას, იმის გადაწყვეტას, რა კადრებია რეპორტაჟისთვის საჭირო და
გადაღების დაგეგმვას და ა/ შ. ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნება, თუ ნათელი
წარმოდგენა გვექნება მოსამზადებელ სიუჟეტზე– რამდენ ხანს უნდა გრძლედებოდეს, რა
საკითხებისა და მიმართულებების წინა პლანზე წამოწევას ითხოვს რედაქტორი და სხვ.

სიუჟეტი უნდა ჩამოაყალიბოთ წინაწარ, თეზისებად. მაგ: ავიაკომპანიის


თანამშრომლებმა მოულოდნელად მოაწყვეს გაფიცვა. აეროპორტში უკმაყოფილო
მგზავრების რაოდენობა იზრდება. სამუშაო დღის დასაწყისშიც კი შეგვიძლია წარმოიდგნოთ,
დაახლოებით როგორი იქნება თქვენი სიუჟეტი.
სუფთა ფურცელს ვერტიკალური ხაზით ვყოფთ ორ ნაწილად. ეტაპებად
წარმოიდგინეთ თქვენი სიუჟეტი. ფურცლის მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ კადრები, რომლიც
თქვენი აზრით დაგჭირდებათ, ხოლო მარჯვენა ნაწილში – ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ,
შესაბამის კადრებს გაჰყვება (ლიტერატურული სცენარი). სიუჟეტს ნელ–ნელა მიეცემა
გარკვეული სახე.

სცენარი მომავალი სიუჟეტის გადაღებას აუცილებლად გაგიადვილებთ. სიის ჩამოწერა


ნათლად და კონკრეტულად მიგითითებთ, რაც უნდა გააკეთოთ. იცით, სად წახვიდეთ და
ინტერვიუების უმეტესობაც გადაღების ადგილზე მისვლამდე შეიძლება შეათანხმოთ.
აზრობრივად გამართული სიუჟეტისათვის აუცილებელია მასალის მრავალფეროვნება:
სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული და სხვადასხვა ზომის (მსხვილი, საშუალო, საერთო)
ხედები. მაგალითად თუ აეროპორტის თანამშრომელი აღშფოთებულ მგზავრს აკავებს
გადაიღეთ საერთო კადრი, რომ ორივე გამოჩნდეს. ამის შემდეგ გადაიღეთ თანამშრომლისა
და მგზავრის მსხვილი კადრები ცალ–ცალკე. მოძებნეთ პატარა, მაგრამ მრავლისმეტყველი
დეტალები: მაგ: ატირებული ბავშვი, მგზავრი, რომელიც თვითმფრინავის ბილეთებს
აფრიალებს და სხვ. ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო კადრები გამოიყენეთ სიუჟეტის
დასაწყისსა და დასასრულს.

პოსტ–პროდუქცია

პოსტ–პროდუქცია ეწოდება პროცესს, რომელიც ნიუსრუმში დაბრუნებისას მიმდინარეობს –


გადაღებული მასალის სიუჟეტად ქცევას: გადაღებული მასალის ნახვა, ”ტაიმკოდირება”,
კადრების დამონტაჟება და ტექსტის შედგენა–ჩაწერა. დასრულებული სიუჟეტის
თითოეული წუთისათვის გამოცდილი კორესპონდენტსაც კი ორი–სამი საათი სჭირდება.
შეიძლება ყველა საჭირო ინფორმაცია, ინტერვიუ და კადრი გქონდეთ, მაგრამ საჭიროა მათი
რეპორტაჟად ქცევა, ე.წ. ”შეფუთვა”. შეფუთვა ითვალისწინებს:

 ადგილზე გადაღებული კადრების ლოგიკურ აწყობას–დალაგება;


 მოკლე ინტერვიუები, ე.წ. ”საუნდბიტები” (sound bite) ან სინქრონები;
 Vox Pops
 კორესპონდენტის მიერ შეთხზული და ჩაწერილი ტექსტი, რომელსაც
კადრსგარეშე ტექსტი(”ვოისოვერი”) ან თხრობა ეწოდება;
 არქივიდან ან ბიბლიოთეკიდან გამოყენებული, ადრე გადაღებული კადრები
 კორესპონდენტთა და რესპონდენტთა სახელები
 გრაფიკული დიაგრამები ან ციტატები, რომლებიც საკითხის უფრო ნათლად
ასახსნელად, კადრებზე ედება;
 მუსიკა, რომელიც იშვიათად გამოიყენება სიუჟეტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ბუნებრივი ფონია (მაგ: კონცერტის შესახებ სიუჟეტში), ან სიუჟეტი ხელოვნების შესახებაა;
გადაღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტს, როგორც წესი, სიუჟეტის პირველი ხუთი
კომპონენტი უკვე აქვს. პროფესიონალური კამერები ”ტაიმ კოდს” იწერს. ტაიმ კოდი
დეტალურად აჩვენებს კადრების გადაღების საათებს და თანამიმდევრობას. ის
დაგვეხმარება კადრების სიის შექმნაში.

სცენარის წერა – დაიმახსოვრეთ კადრებმა უნდა გადმოსცეს მთავარი ამბავი. ტექსტი კი


იმისთვისაა საჭირო, რომ მაყურებელმა გაიგოს ის, რასაც კადრებში ვერ ხედავს. თუ აჩვენებთ
დამტვრეული მანქანების კადრებს, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ავარია მოხდა. მხოლოდ
დასაწყისში აღნიშნეთ მოვლენა (ავარია)რომ მოხდა. უმჯობესია თქვათ: ”შემთხვევის ადგილზე
ორი მოხუცი ქალი დაიღუპა, ავტომანქანის მძღოლი კი მოგვიანებით გარდაიცვალა
საავამდყოფოში”.

არ არის საჭირო საეთერო დროის ყოველი წუთი ტექსტით შეავსოთ. გააკეთეთ ზომიერი
პაუზა. ზოგიერთი კადრი ისეთი ძლიერია, რომ აღსაქმელად დრო სჭირდება, ამიტომ აცალეთ
კადრებს. როცა რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ამბობს ეცადეთ ნეიტრალური კადრებით
გადაფაროთ, რომ არ დაკარგოთ სიტყვები. გაამარტივეთ წინადადებები. დაამრგვალეთ
ციფრები.... ტექსტი არ გადავტვირთოთ წვრილმანებით. როგორც წესი საშუალო მაყურებელი
დიდი ძალისხმევით აღიქვამს ინფორმაციას, რომელიც ათობით ნაკლებმნიშვნელოვან სიტყვებს
შეიცავს. ტექსტისა და გამოსახულების დისონანსმა შეიძლება მაყურებელი შეიყვანოს
შეცდომაში. დრამატულად დატვირთული მასალა შეიძლება ვაჩვენოთ ორჯერ, ამასთან
მეორეჯერ შენელებული ტემპით.

You might also like