You are on page 1of 2

მარინა ვეკუა - როგორც თვითონ იტყოდა: ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი

ბაბუის შვილიშვილი, ჩვენთვის კი პროფესორი, ლექტორი, ჟურნალისტი, დარგის


ექსპერტი, ადამიანი დიდი ცოდნითა და გამოცდილებით. ავტორი და შემოქმედი,
რომელსაც ათობით წიგნი აქვს გამოცემული მათ შორის ცისფერი წიგნი
ჟურნალისტიკა, რომელიც ამ სფეროში ერთერთი შედევრია და სულ ბოლოს,
გასულ თვეს თსუ-ს ბიბლიოთეკის დარბაზში წარადგინა ახალი წიგნი
„ჟურნალიტიკის ანი და ბანი“, რომელმაც ფართო საზოგადოებაში ასევე დიდი
მოწონება დაიმსახურა.

მარინა ვეკუა დაიბადა 1957 წლის 11 აპრილს, მშობლების დალი პარკაძესა და


თამაზ ლაფერაშვილის ოჯახში, მისი ბაბუა ცნობილი მათემატიკოსი, პროფესორი,
აკადემიკოსი, მრავალი ქვეყნის აკადემიების საპატიო წევრი, ნოვოსიბირსკის
უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი, ივანე ჯავახიშვილის
უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო რექტორი ილია ვეკუა იყო. ბაბუის
შრომისმოყვარეობა და ნიჭი გამოყვა, რამაც შემდგომ მის განვითარებასა და
პროფესიონალ ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი როლი იქონია. სხვდასხვა დროს
მარინა ვეკუა აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილისა და გურამ
თავართქილაძის უნივერსიტეტებში, დღეს ოთხ უნივერსიტეტში მიწვეული
ლექტორია.

საკუთარ საქმიანობას ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასე იხსენებს:


„წამიკითხავს, რომ იმისთვის, რათა სასტუმროს მართვაში კარგი პირველი პირი
გახდე, უნდა „room service”-ით დაიწყოო და ყველა საფეხური გაიარო. მეც რაღაც
მსგავსი გზა გავიარე: ლაბორანტიდან (სტუდენტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ)
დეკანამდე (სხვათა შორის, არცერთი საფეხური არ გამომიტოვებია).

2000 წლიდან (დეკანობამდე, დეკანის მოადგილე გახლდით სასწავლო დარგში,


დეკანი კი – ნუგზარ ფოფხაძე, სიახლისა და ახალგაზრდობის მოყვარული) და
ვიდრე ფაკულტეტი არსებობდა ავტონომიურად – 2005 წლამდე, შემიძლია
დაბეჯითებით და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ მთელს უნივერსიტეტში,
რომელიც იმ დროს 22 ფაკულტეტს ითვლიდა, ჩვენი იყო ნოვატორი,
პროგრესული, თამამი; სიცოცხლე დუღდა, ყველა სტუდენტის პრობლემა და
ამურულიც კი (ჩვენთან რამდენიმე წყვილიც კი დაქორწინდა) არ გვტოვებდა
გულგრილს. 2000 წელს აშშ-ს კონგრესის დაფინანსებით ერთი სემესტრით
გავემგზავრე ვაშინგტონში, ძალიან კარგ უნივერსიტეტში (“American University”),
საიდანაც ბევრი სიახლე ჩამოვიტანე.

აქ ერთი კურიოზიც კი მინდა გავიხსენო: ჩამოვიტანე რამდენიმე განსხვავებული


სილაბუსისა და CV-ს ფორმა (ადრე ავტობიოგრაფია ერქვა და იწერებოდა
სრულიად თავისუფალ ფორმაში) და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ნებართვით გადავწყვიტე ფაკულტეტზე დამენერგა, როგორც საცდელი. შევავსე
ჩემი პირადი CVდა გრაფაში „ჰობი“ მივუწერე ჩემი გატაცებები, მათ შორის სამთო-
სათხილამური სპორტი.
შევსებული ფორმა დავტოვე დეკანატში ნიმუშისთვის. ოი, საოცრებავ! მეორე
დღეს აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის
პროფესურას თუ პროფესიული არა, სამოყვარულო სამთ-სათხილამური გუნდის
დაკომპლექტება შესძლებია. ბევრი ვიცინეთ ყველამ ერთად, თუმცა გუნდი ვერ
შევკარით.

მაშინ იყო, რომ სასწავლო პროგრამები დავაყენეთ თავდაყირა (ვცდილობდით,


დასავლურ ყაიდასთან დაახლოვებას), ფაკულტეტთან თანამშრომლობდნენ
გამორჩეული და წამყვანი ჟურნალისტები (და არა მხოლოდ „face“-ები), აქტიურად
ფუნქციონირებდა სტუდენტური კლუბი „რეპორტიორი“ (რომელსაც დავესესხე
ჩემი სტუდენტობიდან), ტარდებოდა მასტერკლასები, იმართებოდა მეჯლისები,
მასშტაბური საქველმოქმედო აქციები.

პირველი კოსტიუმირებული გამოსაშვები ცერემონიალი გამართა


ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა (მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ GIPA-
მ დაგვასწრო 2 წლით), აშშ-ს საელჩოს სპეციალური პროგრამით ორი წელი
ვმასპინძლობდით უცხოელ პროფესორებს სხვადასხვა საგანში. მახსოვს,
სტუდენტები წავიყვანეთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ექსკურსიაზე და რაც
იქ ვნახეთ, იმ სავალალო მდგომარეობის აღწერა წარმოუდგენელია.
დაბრუნებისას, ძალიან სწრაფად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად
ფილარმონიაში გავმართეთ 24-საათიანი ტელემარათონი და შევაგროვეთ იმ
დროისთვის ძალიან დიდი თანხა სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის დასაწყებად.

მარინა ვეკუა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ორი კვირით ამერიკის


მთავრობის დაფინანსებით მიემგზავრება ჩიკაგოში სალექციო კურსის
წასაკითხად. მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის და ვუსურვებთ
წარმატებებს.

You might also like