You are on page 1of 13

ტელესიუჟეტი

მაჭარაშვილი თინათინი
PhD of Mass Communication
რა არის
ტელესიუჟეტი არის ახალი ამბების
დამონტაჟებული, შინაარსობრივად
დასრულებული რეპორტაჟი ან ნარკვევი
ტელესიუჟე
ტი ? თავისი გამოსახულებით, სინქრონით,
კადრს მიღმა თხრობითა და ბუნებრივი
ხმებით. სიუჟეტი თხრობის
ნაირსახეობაა, რომელსაც აქვს
დასაწყისი, განმავითარებელი ნაწილი
და დასასრული.
მივბაძოთ ყველაზე პროდუქტიულ რეპორტიორებს!
ისინი პირველ რიგში აგებენ სიუჟეტს, როგორც ამბავს.

სიუჟეტის გეგმა:
1. ამბის იდეა (1 წინანადებით)
2. დასაწყისი - შესავალი სიტყვა სტუდიიდან
3. სიუჟეტის ლიდი
ა. ვიზუალური ლიდი
ბ. კადრს მიღმა ტექსტი
4. განმავითარებელი ნაწილი (3-4 ძირითადი საკითხი)
5. დასასრული (ამბის დამამთავრებელი კადრი, ფინალი)
ა. ბოლო ვიზუალური ელემენტი (კადრი)
ბ. ბოლო კადრს მიღმა ტექსტი
გ. ეფექტური ფინალური ხმა
ამბის აგება 4 ეტაპს გადის:
 არსებული ცოდნისა და
საველე სამუშაოზე
წასვლამდე ჩატარებული
წინასწარი კვლევის
შედეგების შეჯერება,
 საველე კვლევის ჩატარებას
და ინტერვიუების ჩაწერა,
 მოპოვებული მასალების
გადახედვა და მონტაჟი,
 საბოლოო სიუჟეტის
მომზადება.
თემის შერჩევისას
რა თქმა უნდა, თემას ვეძებთ ყველგან!
ვიდრე გადაწყვეტდეთ სიუჟეტის გაკეთებას შერჩეულ თემაზე, საკუთარ
თავს დაუსვით კითხვა, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება
ვიდეოამბავი:
 მის მოსაყოლად საკმარისია კამერა და სინქრონები. ამ კატეგორიას
მიეკუთვნება ცხელი ამბები ანუ „შემთხვევით მოტივირებული“ ამბები.
 მოითხოვს ახსნას, ანალიზსა და ჟურნალისტის კომენტარს,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამბავი, რომლის მოსაყოლად მხოლოდ
კამერა არ კმარა და საჭიროებს ჟურნალისტის დახმარებას.
ცხელი ამბების სიუჟეტით გაშუქებისას
დაგეგმვის პროცესი იგივე პრინციპით
მიმდინარეობს. განსხვავება ისაა, რომ
მხოლოდ ფიქრისა და მსჯელობისთვის რჩება
სიუჟეტი ჟურნალისტს ნაკლები დრო. შესაბამისად,
სიუჟეტი რომ არ დაზარლდეს, აუცილებლად
ცხელი
უნდა შეჯერდეს ჟურნალისტი ოპერატორთან
ამბების ამბის ძირითდ იდეაზე და ფინალზე, რათა
მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან
შესახებ საილუსტრაციო ნედლი ვიდეო მასალის
ნაკლებობა და შეუსაბამობა ამბის ძირითად
ასპექტთან.
სიუჟეტი მრავალი კომპონენტის გადაღების
დაწყებამდე უნდა დაგეგმოთ. არავითარ
შემთხვევაში არ იგულისხმება ტექსტის წინასწარი
თ ე მა ტ ურ ი
დაწერა, არამედ წინასწარი კვლევის შედეგად
მოპოვებული მთელი არსებული ინფორმაციის
ორგანიზება, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ
ვიდეოგადაღებისა და ინტერვიუების აღების
სიუჟეტი პროცესში შეავსოთ ის, რაც არ იცით.
ამგვარად, ტერმინი „წინასწარი დაგეგმვა“
ნიშნავს დაგეგმვას, რომელიც ხდება საველე
სამუშაოზე წასვლამდე.
წინასწარი დაგეგმვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამბავს
გეგმათ წარმოსახვითი კადრირების ჩანახატის სახით, რომელშიც
მხოლოდ ის ელემენტები იქნება ასახული, რომლებშიც მეტ-
ნაკლებად დარწმუნებული ხართ. თუ საველე პირობებში
განსხვავებული სიტუაცია დაგხვდათ, თქვენი ამბავი შესაბამისად
უნდა შეცვალოთ. ჟურნალისტური მუშაობა მოითხოვს ადგილზე
მისვლისთანავე ვითარების სწრაფად გააზრებისა და მასალის
შესაბამისად ორგანიზების უნარს.
თქვენი მუშაობა არაეფექტური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ამბის
გააზრებას მხოლოდ რედაქციაში დაბრუნების მერე შეუდგებით,
როდესაც წერას დაიწყებთ. მაგ დროს უკვე დაგვიანებულია,
რადგან ამბავი, რეალურად, იქ საველე პირობებში ხდება და
იქიდან წამოსვლის შემდეგ მას ვეღარაფერს შემატებთ.
რაიმე მოვლენაზე რომ წერო, ის
ჯერ უნდა გააშუქო. ეს სწორედ ის
მიდგომაა, რომელიც მოითხოვს
ჯერ აზრებზე კონცენტრირებას,
შემდეგ - გამოსახულებასა და
ტექსტზე.
რომ შევაჯამოთ
ტელესიუჟეტი მინიატურული კონოფილმია, თავისი დასაწყისით,შუა ნაწილითა და
ფინალით. როგორც ნებისმიერ ვიზუალურ ამბავში, კონოფილმიდანაც ჩანს, როგორ
ვითარდება მოქმედება, გადმოცემულია ძირითადი იდეები, ხდება მათი ვიზუალური
დასაბუთება და ამბავი ვიზუალურად მძაფრი ფინალით მთავრდება.
ასევე, შეგვიძილია ტელესიუჟეტი გავაიგივოთ ტელერეკლამის სტრუქტურასთან: დასაწყისი -
პრობლემის ან საჭირიების გამოკვეთა, შუა ნაწილი - პროდუქციის გაცნობა და მისი
უპირატესობის წარმოჩენა, ფინალი - პრობლემის გადაჭრა. 20 წამიანი სატელევიზიო
სარეკლამო რგოლი თავისი სათქმელის ეფექტური, ხშირად დაუვიწყარი ვიზუალური
დადასტურებით გამოირჩევა. ეფექტურ რეკლამაში უნდა იყოს 3 რამ : შთამბეჭდავი ხმოვანი
თანხლება, დასამახსოვრებელი ტექსტი და ნიჭიერად შესრულებული მონტაჟი . იმავე
პრინციპზეა აგებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტიც.
პრაქტიკული სამუშაო
თემატური რეპორტაჟია თუ სიუჟეტი? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
უპასუხეთ კითხვებს
1. რა არის ჟურნალისტური საბაბი?
2. ჩაინიშნეთ ძირითადი საკვანძო საკითხები.
3. დააკვირდით ვიზუალურ მასალას, იძლევა თუ არა
საშუალებას, სრულად აღიქვათ სიუჟეტის თემა?
დაასაბუთეთ კონკრეტული კადრებით თქვენი პასუხი.
4. დააკვირდით ფინალს, შეაფასეთ, რამდენად
ეფექტური დასარულია. დაასაბუთეთ თქვენი პასუხი
5. თქვენ რას შეცვლიდით და რატომ?

https://www.youtube.com/watch?v=YMmYaptpLUI&t=1s

You might also like