You are on page 1of 2

თემა #5: სამეცნიერო ნაშრომის გეგმის შედგენა

კითხვები და დავალებები:

1. რა იგულისხმება სამეცნიერო ნაშრომის გეგმის შედგენის მოსამზადებელ


სტადიაში?
მოსამზადებელ სტადიაში იგულისხმება სამეცნიერო ნაშრომის მიმარულებასა
და არსზე ფიქრი, აზრებისა და გამოცდილების მობილიზება და სამეცნიერო
კვლევისათვის საჭირო თანმიმდევრული ქმედებების დაგეგმარება.
2. კვლევის დაწყებამდე რა აუცილებელი გარემოებებია გასათვალისწინებელი?
უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რატომ ვიწყებთ კვლევას და როგორ ან რანაირად
გაგვიჩნდა კვლევის სურვილი; როგორ ვაქციოთ აღნიშნული საკვლევ თემად;
სად და როგორ მოვიძიოთ თემის შესახებ ინფორმაცია; როგორ
დავაკონკრეტოთ თემა და როგორ განვსაზღვროთ მისი სახელწოდება.
3. რაში გამოიხატება სამეცნიერო ნაშრომის შინაარსობლივ-პრობლემური
ასპექტები?
საწყის ეტაპზე შესაძლოა მკვლევარს არ ჰქონდეს სრულად გააზრებული, თუ
რას ეძებს, რისი კვლევა უნდა. ყველა მკვლევარი მუშაობას იწყებს მომავალი
ნაშრომის სტრუქტურის კონტურის შექმნით. ადგენს გეგმას, რად დროსაც
იყენებს თავის გამოცდილებას. პირველი საფეხური არის სამუსაო ჰიპოთეზის
გამოკვეთა.
4. რა იგულისხმება სამუშაო ჰიპოთეზაში?
სამუშაო ჰიპოთეზის მიზანია კვლევა-ძიების საზღვრების დადგენა. სამუშაო
ჰიპოთეზის შექმნის პროცესი მჭიდრო კავშირშია სამეცნიერო ნაშრომის
გეგმასთან.
5. სამუშაო გეგმა რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება?
სამუშაო გეგმა შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: სათაურისგან (მომავალი
სამეცნიერო ნაშრომის სათაური) შესავალისა და შინაარსისგან.
6. რა იგულისხმება გაშლილი გეგმის ისეთ ვარიანტში, რომელიც ნაშრომის
სტრუქტურას წინასწარ არსებული (სავალდებულო) პრინციპებით
განსაზღვრავს?
ასეთი გაშლილი გეგმის შედგენისას ყურადღება მახვილდება თავიდანვე
საძიებელი, პრობლემური გეგმის შედგენაზე, რომელიც ნაშრომის
სტრუქტურას წინასწარ არსებული პრინციპით განსაზღვრავს. შემდეგი
პრინციპების შესაბამისად; პრობლემის დასმა, წინამორბედთა გამოცდილება,
მკვლევარის ჰიპოთეზა, მკვლევარის მიერ მოპოვებული მონაცემების
დალაგება, მონაცემების ანალიზი, ჰიპოთეზის დასაბუთება, დასკვნა.
7. რა განსხვავებაა შესავალსა და ფსევდოშესავალს შორის?
შესავალისაგან განსხვავებით, ფსევდოშესავალი იცვლება კვლევის სხვადასხვა
ეტაპზე. მისი განმარტება ასეთია: სამუშაო შესავალი, იგივე ფსევდოშესავალი
- განისაზღვრება შესავლის პუნქტები, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს
სამუშაო ჰიპოთეზის საფუძვლიანობას.

8. თქვენი სურვილით შეარჩიეთ მცირე მოცულობის სამეცნიერო გამოკვლევა


(სტატია), რომელშიც გამოყავით შესავალი, მთავარი და დასკვნითი ნაწილები!

მომხმარებელთა დამოკიდებულება გარემოსდაცვით მდგომარეობასა და ჯანსაღი


პროდუქტებით სარგებლობისადმი
სამეცნიერო სტატიაში, რომელიც შეეხება მალაიზიაში მომხმარებელთა
დამოკიდებულების შესწავლას გარემოსდსცვითი მდგომარეობისადა ჯანსაღი
პროდუქტით მომხარებისადმი, შესავალში, განხილული და აქცენტირებულია
გენდერულ ჭრილში ქალთა და მამაკაცთა დამოკიდებულებების შედარება
გარემოსდაცვითი საკითხებსა და ჯანსაღ პროდუქციასთან მიმართებაში. შესწავლის
ობიექტია გარემოსდაცვით საკითხებსა და ჯანსაღ პროდუქციაზე მომხმარებელთა
დამოკიდებულებებს შორის კავშირის დადგენა.  
სტატიის შესავალ ნაწილში მიმოხილულია ლიტერატურა და ახსნილია „მწვანე“
ბაზრის, „მწვანე მომხმარებლისა“ და „მწვანე პროდუქტის“ ტერმინოლოგია.
განხილულია ჰიპოთეზები და ამ სტატიას აქვს 5 ჰიპოთეზა. მთავარ ნაწილში
მითითებულია კვლევის მეთოდოლოგია და  მონაცემთა შეგროვება და
რესპონდენტების მახასიათებლები. დასკვნის სახით წამორდგენილია ანალიზი და
შედეგები.

You might also like