You are on page 1of 4

კოსპექტბარათი #6

ლექტორი: ნინო მალუტაშვილი.

სტუდენტი: ანა-მარია ლობჯანიძე.

თარიღი: 06.05.2022.

თემა# 1: სამეცნიერო ნაშრომის ზეპირად წარდგენა.

საკითხები: პრეზენტაციის წარმართვისთვის გასათვალისწინებელი ნიუანსები; რა


პუნტებს მოიცავს ის; სტრატეგიები; ფორმები;

წყარო: აკადემიური მუშაობის საფუძვლები [196-209]; თურაბიანი [181-189]; Power


Point - გაიდი; Kawasaki [ https://guykawasaki.com/the_102030_rule/ ]

დეტალები:

ნაშრომთან დაკავშირებულ ზეპირ პრეზენტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა


ენიჭება. მისი ორი, ძირითადი, კლასიკური ფორმა არსებობს:
 მოხსენება;
 პრეზენტაცია;
პრეზენტაცია შეიცავს თავის ეტაპებს:
 პრეზენტაციის მიზანი;
გულისხმობს იმ მიზნებს რისი მიღწევაც გვსურს ამავე პრეზენტაციით.
მაგ: შევქმნათ ახალი წარმოდგენები; გავაღრმავოთ უკვე არსებული
ინფორმაცია; ან ა.შ
 სამიზნე აუდიტორია;
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და გათვალისწინება პრეზენტაციის
ეფექტურობის განმაპირობებელია, რამეთუ ამით ჩვენ ვითვალისწინებთ
მათ წინარე ცოდნას და ინტერესებს; ვიყენებთ შესაბამის ტერმინებს,
რომლებიც მათთვის ისედაც ნაცნობია ან მარტივად აღსაქმელი.
 გარემო;
ამ ნაწილში ბევრ ფორმალურ საკითხს უნდა მიექცეს ყურადღება,
თუნდაც ისეთებს როგორებიცაა : დამსწრეთა რაოდენობა; მათი
განთავსების საკითხები; დამხმარე ტექნიკების საჭიროების შემთხვევაში
მათთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების აღმოფხვრა.
 შინაარსი;
მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი იყოს სწორად ორგანიზებული,
გამოყოფილი გვქონდეს მნიშვნელობანი საკითხები და თითოეულ
მათგანზე გვქომდეს ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა.
პრეზენტაციის სტრუქტურა:
სტრუქტურა შეიცავს 4 მთავარ ნაწილს:
 შესავალი;
მნიშვნელოვანი: აღვძრათ ინტერესი; შევქმნათ საკვლევ საკითხზე
ზოგადი წარმოდგენა.
 ძირითადი ნაწილი;
ვისაუბროთ ძირითად საკითხებზე და მივცეთ მსმენელს იმაზე პასუხები
რისი მოლოდინიც თავში შევქმენით;
 შეჯამება;
აქ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს მთავარ და საკვანძო საკითხებს .
ვსახავთ პერსპექტივებს საკითხთან დაკავშირებით. ვუხდით მადლობას
დამწრე საზოგადოებას დათმობილი ყურადღებისთვის.
 დისკუსია;
აქ, ჩვენ, მსმენელთა შორის წამოჭრილ ყველა კითხვის ნიშნის
აღმოფხვრას ვემსახურებით. იმისთვის კი ,რომ ამ ყოველივემ კარგად
ჩაიაროს, საჭიროა ჩვენ წინასწარ განვსაზღვროთ დრო; ამასთანავე
შეკითხვა,რომლითაც თავიდან მივმართავთ მათ; ის შესაძლო კითხვები
რომლებიც შეიძლება დაისვას.
დამხმარე საშუალებები:
ვიზუალურ საშუალებებს დიდი ყურადღება ეთმობა პრეზენტაციის
დროს რადგან ისინი ამარტივებენ ჩვენი მონათხრობის აღქმას.
 სლაიდ-შოუ;
მნიშვნელოვანია:
 სალაიდების რაოდენობა;(დაახ: 10 სლაიდი. საშ: 20 წთ)
 სტრუქტურა;(სატიტულო გვერდი; გეგმა;ძირითადი ნაწ.; დასკვნა;
გამოყენებული ლიტერატურტა; სამადლობელი სიტყვა;)
 შრიფტის ტიპი/ზომა;(Sylfaen-ი; სათაური 30-მდე; ტექსტი 20-მდე;)
 მოკლე თეზისები;
 სადა ფონი, მუქი შრიფტით;
 ფერები მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის;
 სადა ანიმაციები;
 სლაიდების მოსამზადებლად გამოიყენება Microsoft PowerPoint.
 ჰენდაუთი:
ეს არის ტექსტის სახეობა, რომელშიც მოკლედ და ლაკონურად არის
გადმოცემული მთელი პრეზენტაციის სრული მოცულობა; ის არ უნდა
აღემატებოდეს 2 გვერდს. და სასურველია შეიცავდეს შენიშვნების ველს,
რომელიც მსმენელმა პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს უნდა
გამოიყენეს.

კითხვები:

1. რა ძირითადი სტრუქტურის მატარებელია პრეზენტაცია?


2. რა ეტაპებს შეიცავს იგი და რა უნდა იქნეს გათვალისწინებული?
3. რა უნდა იქნეს გათვალიწინებული დამხმარე საშუალებების გამოყენებასთან
მიმართებით?

You might also like