You are on page 1of 9

1)პუბლიცისტური სტილი და მისი მახასიათებლები

პუბლიცისტური სტილი ფართო აუდიტორიისთვისაა გამიზნული და გამოიყენება


ძირითადად მასმედიაში. მისი უმთავრესი მახასიათებელია საინფორმაციო და
შემოქმედებითი ფუნქციების ერთიანობა. მიზანია არა მხოლოდ ინფორმაციის
მიწოდება, არამედ პოზიციის დაფიქსირება, აგიტაცია(გაპიარება) და
საზოგადოებრივი აზრის შექმნა.
პუბლიცისტურ სტილს ახასიათებს : ემოციურობა, ექსპრეიულობა, ლოგიკურობა,
ოფიციალურობა, საჯაროობა, სტანდარტულობა, აზრობრივი და ენობრივი სიცხადე,
ავტორის ინდივიდუალური სტილის რეალიზება. დასაშვებია როგორც სამეტყველო
ენისთვის დამახასიათებელი, ისე მწიგნობრული ენის ნიშნები.

2)ოფიციალურ-საქმიანი სტილი და მისი მახასიათებლები


ოფიციალურ-საქმიანი სტილი გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობებისას
მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. მისი გამოყენების სფერო ფართოა და ასევე
მეტად მრავალფეროვანია: კანონები, დადგენილებები, ბრძანებები, ხელშეკრულებები,
განცხადებები, ხელწერილი და ა.შ.
მას ახასიათებს: სტანდარტულობა, აზრის ფორმირების სიზუსტე, ლაკონიურობა,
კონკრეტულობა, არაექპრესიულობა, ობიექტურობა, მარტივი კონსტრუქციები,
აღწერითი ფორმები, მკაცრად განსაზღვრული ფორმატი.

3)სამეცნიერო სტილი და მისი მახასიათებლები


მწიგნობრული მეტყველების ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სახე არის
სამეცნიერო სტილი, რომელსაც ახასიათებს ყველა ნიშანი მწიგნობრული სტილისა:
*სალიტერატურო ენის ნორმების მკაცრი დაცვა.
*ნეიტრალურობა(ნაკლებად ექსპრესიულობა)
*წინასწარ დაგეგმილია.
*ლოგიკურად განვითარებულია.
*საზოგადოებრივი დანიშნულების შინაარსი.
*მსჯელობის მოცულობითობა.
ამავე დროს, მისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის მიწოდების თავისებური
ფორმა:
*საკითხის შესახებ არსებული მოსაზრებების მიმოხილვა.
*საკითხის ირგვლის ჩატარებული მუშაობის ანალიზი.
*ინფორმაციის შეჯერება.
*შეფასება და ლოგიკური დასკვნა.

4)იმსჯელეთ სათაურის დანიშნულებასა და ფუნქციაზე


სათაური ტექსტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. მას შემდეგ, რაც ავტორი
მელ-ნაკლებად განსაზღვრავს მისთვის საინტერესი სფეროსა და საკითხს,
მნიშვნელოვანი ხდება სათაურის სწორად შერჩევა, რადგან იგი ხშირად თემის
განვითარების იმპულსიც ხდება ავტორისთვის. სათაურს ავტორისთვის
მაკონტროლებელი ფუნქცია ეკისრება. სწორად შერჩეულ სათაურს გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ესეს წარმატებისთვის, რადგან მკითხველს სწორედ სათაური
უქმნის პირველ შთაბეჭდილებას ტექსტის შესახებ. იგი აღძრავს ინტერესს და
წარმოაჩენს ტექსტის მიზანს.
სათაურის მიზანია: 1)აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. 2)ინტერესის აღძვრა,
განწყობის შექმნა. 3) ძირითად იდეაზე აქცენტის გაკეთება.
სწორად შერჩეული სათაურის მახასიათებლებია:
*ტექსტთან ბმულობა-სათაური აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს ძირითად
სათქმელს, წარმოაჩენდეს ავტორის დამოკიდებულებას საკითხისადმი.
*ლაკონურობა-სათაური უნდა იყოს მოკლე, ტევადი, სხარტი, მოქნილი.
*ინფორმატიულობა-სათაური უნდა მიგვანიშნებდეს ავტორის ძირითად სათქმელზე.

5)აბზაცი და მისი სტრუქტურა


აბზაცი რამდენიმე წინადადების ერთობლიობაა. ქართულ ენაში დამკვიდრებული
ტრადიციის მიხედვით, აბზაცი იწყება ახალ ხაზზე მარცხენა არიდან მცირეოდები
დაშორებით. აბზაცში წინადადებებს ერთი აზრი და თემა აკავშირებთ. მათ შორის
ლოგიკური ურთიერთმიმართებაა. პირველ წინადადებას შეიძლება ხსნიდეს
მომდევნო წინადადება, ხოლო ესამე წინადადებით შეიძლება დასაბუთებული იყოს
მეორე წინადადება.საბოლოოდ კი სათქმელი აუცილებლად უნდა შეჯამდეს.
აბზაცში გამოიყოფა შემდეგი სახის წინადადებები:მთავარი, ამხსნელი, და
შემაჯამებელი წინადადებები.
მთავარი წინადადება გადმოსცემს აბზაცის ძირითად აზრს. ამავე დროს ავტორი ამ
წინადადებით აკონკრეტებს და შემოსაზღვრავს თავის სათქმელს, რათა არ დაირღვეს
აზრის ლოგიკური მდინარება. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მთავარი წინადადება
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია აბზაცისა. ის ნათლად მიგვითითებს, თუ რაზე
იქნება საუბარი აბზაცში. იმისთვის,რომ მთავარი წინადადება ეფექტური იყოს,
ავტორი უნდა ეცადოს: წინადადება იყოს მარტივი და ნათელი, არ იყოს
გადატვირთული ზედმეტი ტერმინოლოგიით, რთული კონსტრუქციებითა და
აბრევიატურით. ამ მიზნის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ენობრივი და
სტილისტური საშუალება: კითხვის დასმა, დიალოგური ფორმა მკითხველთან,
ცნობილი გამონათქვამი ან საზოგადოდ მიღებული ჭეშმარიტება.
ამხსნელი წინადადება ხნის, აკონკრეტებს, განმარტავს, ავითარებს მთავარ
წინადადებაში დასმულ იდეას. ის ხსნის ან იძლევა დამატებით ინფორმაციას მთავარ
წინადადებაში გამოთქმული აზრის შესახებ. ამხსნელი წინადადების შექმნის
რამდენიმე საშუალება არსებობს: *მაგალიტებისა და ფაქტების მოყვანა.
*სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება. *ციტირება. მაგალითისა და ფაქტის მოყვანა
ყველაზე მარტივი საშუალებაა, რადგან ის შეიძლება აღებული იყოს პირადი
გამოცდილებიდან ან უკვე მიღებული ინფორმაციიდან. ასეთის ნიმუშების მოყვანა
უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის ნაშრომს და მკითხველსაც ადვილად
დაამახსოვრდება მიწოდებული ინფორმაცია.
შემაჯამებელი წინადადება ორ ძირითად მიზანს შეიცავს:
1) მიგვანიშნებს, რომ აბზაცი მთავრდება.
2) კიდევ ერთხელ გამოკვეთს აბზაცის მთავარ სათქმელს.

ეს მიიღწევა 3 გზით:

*აბზაცში გამოთქმული ძირითადი მოსაზრების შეჯამებით.

*მთავარი წინადადების აზრი სხვადასხვაგვარად გადმოცემით.

*შესაძლებელია ორივე ხერხის ერთდროულად გამოყენება.

შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ენობრივი საშუალებები:

ამრიგად, ამგვარად, მაშასადამე, დასასრულ, როგორც აღვნიშნეთ, მოკლედ რომ


ვთქვათ, ასე რომ, უფრო მეტიც, მით უმეტეს, მოკლედ....

6)იმსჯელეთ ესეს სტრუქტურასა და თითოეული ნაწილის დანიშნულების შესახებ

ესე ფრანგული სიტყვაა და ტრადიციული გაგებით ნიშნავს თავისუფალი ფორმის


ნარკვევს, რომელშიც განხილულია ლიტერატურული, ფილოსოფიური, სოციალური
და სხვა პრობლემები. ნებისმიერი ტიპის ესე შედგება 3 ნაწილისგან - შესავალი,
ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

შესავალი - მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება. მასში


გამოკვეთილია მიზანი, დასმულია საკითხი ან მოცემულია ესეში განსახილველი
ძირითადი დებულებები. შესავალი ნაწილის დანიშნულებაა მკითხველი დადებითად
განაწყოს ტექსტისადმი, შეუქმნას მოტივაცია იმისთვის, რომ ნაშრომი ბოლომდე
წაიკითხოს. არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისთვის, რომ შესავალი ეფექტური
გამოვიდეს:

*მასში უნდა გამოვკვეთოთ მიზანი, თავიდანვე უნდა გავაცნოთ მკითხველს, თუ რა


საკითხს ეხება ტექსტი.

*დავსვათ შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ესეში ვისაუბროთ.

*დავიწყოთ შესავალი მკითხველისთვის ნაცნობი სიტუაციის აღწერისთ, რათა


მივიზიდოთ და დავაინტერესოთ იგი.
*მხოლოდ ამის შემდეგ ვუჩვენოთ მკითხველს, რომ სიტუაცია იშლება, ვითარდება,
ღრმავდება.

შესავლის წერისას უნდა მოვერიდოთ შაბლონურ და პათეტიკურ წინადადებებს,


ბუნდოვან ფრაზებს. მისი ეფექტურობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ: ცნობილი
გამონათქვამები, შეკითხვა, ფაქტები და სტატისტიკა, ცნობილი ისტორია ან პირადი
გამოცდილება.

ძირითადი ნაწილი - მასში მოცემულია ავტორის მთავარი სათქმელი, დასაბუთებული


და განმარტებულია მთავარი დებულებები, ლოგიკურად განვითარებულია
მსჯელობა. აქვე გადმოცემულია ავტორის დამოკიდებულება განსახილველი
საკითხისადმი და წარმოდგენილია იგი სხვა ავტორეის მოსაზრებებთან მიმარტებით.
შეიძლება ითქვას, რომ ძირითად ნაწილში ხდება ესეს გაშლა, მსჯელობის
განვიტარება, არგუმენტაცია, პარალელების მოხმობა. სწორედ აქ უნდა განავიტაროს
ავტორმა შესავალში მოცემული ძირითადი დებულებები. ძირითად ნაწილში უნდა
ვისაუბროთ ჩვენი დამოკიდებულების შესახებაც, რათა ესე არ დაემსგავსოს სხვათა
მოსაზრებების გამეორებას. ძირითად ნაწილში წარმოდგენილი ნებისმიერი
დებულება აუცილებლად უნდა გამყარდეს არგუმენტებით. ძირითადი ნაწილის
შექმნისას ავტორს შემდეგი საშუალებები ეხმარება:

მაგალითები, ფაქტები და სტატისტიკა, გარკვეული სიტუაციის გადმოცემა და


ანალიზი, მსჯელობიდან გამომდინარე დასკვნები, ვარაუდი,რომელიც გარკვეულ
ლოგიკას ეყრდნობა, წყაროები .....

დასკვნითი ნაწილი - ესეს დასრულებისთვის აუცილებელია სათქმელის ლოგიკური


შეჯამება, რომელშიც მკაფიოდ ჩამოყალიბდება ძირითადი დებულებები და
გამოიკვეთება ავტორის პოზიცია. ეს მკითხველს უადვილებს მთლიანობაში
გაიაზროს დასმული საკითხის არსი და შეჯერებული სახით მიიღოს ინფორმაცია.
შეიძლება ითქვას, რომ დასკვნითი ნაწილი ერთგვარად შეჯამებაა ესეში
გადმოცემული მოსაზრებებისა, რომლებიც მკითხველს კიდევ ერთხელ ხაზგასმით
უკონკრეტებს ავტორისეულ მიზანს. ის მოცულობით არც ისე დიდია.

დასკვნით ნაწილში ძირითადი ნაწილიდან უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მიზნისთვის


ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება ან მოსაზრება, თუმცა სიტყვასიტყვით არ უნდა
გადმოვწეროთ. იმისთვის, რომ დასკვნითი ნაწილი ეფექტური იყოს, შეგვიძლია
გამოვიყენოთ შემდეგი საშუალებები:

ძირითადი დებულებების გამეორება, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, პრობლემის


გადაჭრის შეთავაზება, რეკომენდაცია, წინასწარი ვარაუდის გამოთქმა, პერსპექტივის
დასახვა.
7)საპრეზენტაციო ტექსტის მომზადება

პრეზენტაცია ზეპირი გამოსვლის ერთ-ერთი სახეა. ესაა საზოგადოებრივი


„წარმოდგენა“, რომელიც გარკვეული თემის ან პრობლემის დემონსტრირებასა და
გაცნობას ემსახურება. პრეზენტაციის მიზანია:

*შექმნა მაღალკვალიფიციური ადამიანის შთაბეჭდილება, რომელიც შემოქმედებითად


უდგება თავის საქმნიანობას.

*გამოავლინო ინტელექტუალური პოტენციალი, ლიდერის თვისებები და


ორგანიზაციული ნიჭი.

*დაარწმუნო სხვები, რომ გაიზიარონ შენი იდეები, თვალთახედვა და პოზიცია.

არსებობს 2 ტიპის პრეზენტაცია. 1 მიმართულია მსმენელთა ვიწრო წრისადმი და


ტარდება კოლეგებს შორის. მე-2 სახის პრეზენტაცია კი უფრო ფართო მოცულობის
აუდიტორიას გულისხმობს. შესაძლებელია აუდიტორიაც იყოს არაერთფეროვანი, რაც
გამომსვლელისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. საპრეზენტაციო ტექსტის სქემა
შემდეგი სახისაა:

*მისალმება/ყურადღების მიპყრობა

(ენობრივი საშუალებები: მოგესალმებით, მე გახლავართ, ნება მიბოძეთ


წარმოგიდგეთ, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის...)

*პრეზენტაციის მიზნის განსაზღვრა

*ძირითადი ნაწილი (არგუმენტები, კონტრარგუმენი, მისი გაბათილება)

*პრეზენტაციის დასრულება.

(იმედი გვაქვს, დამაჯერებლად წარმოვადგინეთ ჩვენი თვალსაზრისი... ვფიქრობთ,


შევძელით მოხსენებაში ნათლად წარმოგვეჩინა ჩვენი პოზიცია/პრობლემის არსი...
იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერისა.. დიდ მადლობას მოგახსენებთ
ყურადღებისთვის, ახლა კი მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს..)

საპრეზენტაციო ტექსტი არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი, რომ ის ლექციას არ


დაემსგავსოს. პრეზენტაციის შესავალ ნაწილში კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს
ძირითადი მიზნები. პრეზენტაციის ძირითად ნაწილში უნდა გამოიკვეთოს ნაშრომში
წარმოდგენილი მთავარი დებულებები, რომლებიც ავიტარებს მსჯელობას.
საპრეზენტაციო სიტყვის შექმნისას სასურველი მივყვეთ ძირითადი ტექსტის
ლოგიკას და არ დავარღვიოთ მისი სტრუქტურა.
საპრეზენტაციო ტექსტის შემთხვევაში ყველაზე მიღებულია სვადასხვა სტილის
კომბინირებით საპრეზენტაციო სიტყვის წარმართვა, ე.წ. „ნარევი სტილი“.
დაუშვებელია ჟარგონის, ბარბარიზმების, არქაიზმების გამოყენება. დასაშვებია
იუმორი, თუმცა ძალიან ზომიერი. დაუშვებელია პარაზიტი სიტყვების გამოყენება.
მოხსენება უნდა წარიმართოს თავაზიანი ფორმით.

8)სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა

სამეცნირო ნაშრომი გადმოსცემს რომელი სფეროში დასრულებული ან მიმდინარე


კვლევის შედეგებს. სამეცნიერო ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია სამეცნიერო
საზოგადოებისთვის და იქმნება სამეცნიერო სტილით. შეიძლება გამოვყოთ
სამეცნიერო ნაშრომის 3 სახეობა:

*საკუთრივ სამეცნიერო ნაშრომი-განკუთვნილია მკითხველთა შედარებით ვიწრო


წრისთვის. მასში შედის: მონოგრაფია, დისერტაცია, მოხსენება... მისი მიზანია
კვლევის შედეგების წარმოჩენა, სამეცნიერო წრისათვის გაცნობა და სიახლის
დაფიქსირება.ამ ტიპის ნაშრომი იქმნება დარგის სპეციალისტის მიერ და
განკუთვნილია ამავე ან მონათესავე დარგის სპეციალისტებისათვის.

*სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი-მისი დანიშნულებაა არაპროფესიონალთათვის


სამეცნიერო მიღწევების გაცნობა. მკითხველში მოიაზრება ის ადამიანი, რომელსაც არ
აქვს სათანადო ცოდნა.ამიტომ ეს ნაშრომი არ უნდა იყოს გადატვირთული
ტერმინოლოგიით.

*სასწავლო სამეცნიერო ნაშრომი-აქ ვლინდება ორივე ტიპის სამეცნიერო ნაშრომის


მახასიათებლები. სამეცნიერო სტილთან აერთიანებს ტერმინოლოგიის გამოყენება,
ლოგიკურობა და არგუმენტირება. სამეცნიერო-პოპულარულ სტილთან ის
აახლოვებს, რომ ადვილად აღსაქმელი და მისაწვდომი უნდა იყოს.

სამეცნიერო ნაშრომის შექმნისას აუცილებელია დავიცვათ შემდეგი წესები:

*აუცილებელია საკვლევი საკითხის გარშემო არსებული სამეცნიერო ლიტერატურის


მიმოხილვა.

*საკითხის ევოლუციური განვითარების ჩვენება, ანუ საკითხის ისტორია.

*განსახილველ საკიტხზე ჩატარებული სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგების


ჩვენება.

სამეცნიერო ნაშრომში საკითხის განვითარებისა და დამუშავებისთვის აუცილებელია


დაისვას რამდენიმე შეკითხვა, რომლებსაც უპასუხებს სამეცნიერო ნაშრომი.
*რა პრობლემაა განხილული?-ამ კითხვას უპასუხებს შესავალი ნაწილი.

*რამდენად აქტუალურია დასმული საკითხი და რატომ გახდა იგი კვლევის საგანი? -


გარდამავალი ეტაპი შესავალსა და ძირითად ნაწილს შორის.

*კვლევის რა მეთოდებია ნაშრომში გამოყენებული?

*რა დასკვნაა მიღებული და რა გზით?

*რა სიახლეა კვლევაში?

*რა პრობლემები დარცა განსახილველი?

თუ სამეცნიერო ნაშრომი ყველა ამ კითხვას სწორ და ამომწურავ პასუხს გასცემს, ეს


იმას ნიშნავს, რომ ნაშრომმა შეასრულა თავისი დანიშნულება.

სამეცნიერო ნაშრომის აგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამეცნიერო


აპარატის შექმნა, რომელშიც იგულისხმება: სქოლიო, შენიშვნა, ბიბლიოგრაფია,
სხვადასხვა ტიპის საძიებელი.

სქოლიო-ნაშრომის ძირითად ნაწილში დამატებითი ინფორმაციის მისათითებლად


გამოიყენება.მასში მოცემულია:დამოწმებული სტატიის მითითება, შენიშვნა,
ავტორისეული განმარტება, დამატებითი ტექსტი. სქოლიო მოთავსებულია
ძირითადი ტექსტის ქვეშ, გვერდის ბოლოში.

ბიბლიოგრაფია-ძირითად ტექსტში დამოწმებული ინფორმაციის შემდეგ კვადრატულ


ფრჩხილში დაიწერება ციფრი, ამ სიფრის გასწვრივ კი მიეთითება სათანადო
ინფორმაცია.მითითებისას ჯერ უნდა დაიწეროს ავტორის ინიციალი, შემდეგ გვარი,
და შემდეგ სტატიის დასახელება, გამცემის ადგილი და გამოცემის წელი.

9)რეფერატი

რეფერატი ლათინური სიტყვაა და 2 მნიშვნელობა აქვს.

1)ეს არის მოკლე წერილობითი ან ზეპირი გადმოცემა მეცნიერული ნაშრომისა,


წაკითხული წიგნის შინაარსი და სხვა...

2)მოხსენება, რომელშიც მოცემულია რაიმე საკითხის შსახებ არსებული


ლიტერატურის მიმოხილვა.

აკადემიური წერისთვის ორივე მათგანი მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება


მკითხველს მოკლე, ლაკონური ფორმით გაეცნოს ინფორმაციას.
როგორც ნებისმიერ ნაშრომს, რეფერატსაც ესაჭიროება შესავალი ნაწილი, რომელშიც
განვსაზღვრავთ მიზანს და ჩამოვთვლით იმ ავტორებს, რომელთა ნაშრომების
რეფერირებასაც ვაპირებთ.

ენობრივი საშუალებები-ჩვენი მიზანია განვიხილოთ..., რეფერატის მიზანია შეაჯეროს


თვალსაზრისები, შვეცდებით გაგაცნოთ ყველა მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით...

რეფერატში აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მთავარი და


მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.მთავარი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ამომწურავი,
მაგრამ ლაკონური და კონკრეტული სახით.უნდა მოვერიდოთ საკუთარი მოსაზრების
წარმოჩენას. არ უნდა დამახინჯდეს ფაქტები და ავტორების პოზიცია. დასკვნაშ უნდა
შეჯამდეს ავტორთა პოზიციები.

დასკვნის ენობრივი საშუალებები: როგორც ერთი, ისე მეორე ავტორი მიიჩცნევს,


რომ... როგორც ვნახეთ, განსხვავებულია ზემოხსენებული ავტორების პოზიციები...

მეორე ტიპის რეფერატი გულისხმობს რომელიმმე ვრცელი ნაშრომის შემოკლებულ


ვერსიას. ამ ტიპის ნაშრომის შექმნის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი
წესები:

*სათაური უცველელად უნდა გადავიდეს რეფერატში.

*დაცული უნდა იქნას ნაშრომის სტილი.

*რეფერატი უნდა შეიქმნას ორ ენაზე.

10)საბაკალავრო ნაშრომი

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი რამდენიმე საფეხურად


იყოფა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. ბაკალავრიატის
დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს ბაკალავრის ხარისხს. სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული ყველა სასწალოს კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა
დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი იმ სფეროში, რომელი პროგრამაც მან აირჩია
სპეციალობად.საბაკალავრო ნაშრომის დაცვით სტუდენტი აკადემიური
საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს იმას, რომ მიღებული ცოდნის შედეგად მას
შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა და შექმნას სამეცნიერო ნაშრომი.
საბაკალავრო ნაშრომის საჯარო დაცვის შემდეგ სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი. საბაკალავრო ნაშრომი უნდა შესრულდეს გარკვეული წესების
დაცვით, რომლებსაც აწესებს სათანადო საუნივერსიტეტო ორგანო.
საბაკალავრო ნაშრომის მთავარი მოთხოვნებია:

*საკვლევი საკითხი დაკავშირებული უნდა იყოს სტუდენტის მიერ არჩეულ დარგთან.

*საკვლევი საკითხი უნდა იყოს აქტუალური და საინტერესო.

*ბაკალავრი კარგად უნდა იცნობდეს საკვლევ საკითხთან დადკავშირებულ ძირითად


სამეცნიერო ლიტერატურას და უნდა წარმოაჩინოს კრიტიკული დამოკიდებულება.

*საბაკალავრო ნაშრომში უნდა ჩანდეს სტუდენტის დამოუკიდებელი უნარი.

*საბაკალავრო ნაშრომში უნდა ჩანდეს მეცნიერული მსჯელობის ლოგიკა.

*საკვლევი საკითხი არ უნდა იყოს ძალიან ფართო, ამავე დროს, საკითხი მეტ-
ნაკლებად უნდა იყოს ამოწურული, თუმცა შესაძლოა ჩანდეს კვლევის პერსპექტივაც.

You might also like