You are on page 1of 19

აკადემიური წერის საგანი და ამოცანები

აკადემიური წერის დისციპლინის ისტორია

წერითი და ზეპირი მეტყველება


წერითი მეტყველების მიზნები
წერა და კვლევა
კვლევა და მისი მნიშვნელობა
სამეცნიერო ურთიერთობათა სფერო
მკვლევარი და მკითხველი
მკვლევართა დიალოგი
რას შეისწავლის აკადემიური წერა?

• წერას
• კვლევას
• ტექსტის სტრუქტურირებას

ინტერდისციპლინარულია

• N. B. აკადემიური წერის ცნება მოიცავს აზროვნებისა და


კომუნიკაციების პროცესების სწავლებასაც.
აკადემიური წერა მოიცავს:

• აკადემიური აზროვნების სწავლებას


• აკადემიური კვლევის უნარ-ჩვევების სწავლებას
• აკადემიური წერის წესების
და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარების სწავლებას.
• სამეცნიერო ნაშრომის ფორმირების სწავლებას
• წერის, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების სწავლებას
აკადემიური წერის დისციპლინა იძლევა იმის ცოდნას, თუ:

• როგორ უნდა შეიქმნას ტექსტი, თანაც მიზნობრივი - სტატია, გამოკვლევა,


მონოგრაფია, ესე.
• როგორ უნდა მოვიძიოთ მასალა.
• როგორ ვიმუშაოთ წყაროებზე. ამის გარეშე მეცნიერული ტექსტი, ბუნებრივია,
ვერ შეიქმნება.

აკადემიზმი - დადგენილი კანონების მიმდევრობა


აკადემიური - საყოველთაოდ დადგენილი კანონების მიხედვით შექმნილი
ინდივიდუალური პროდუქცია, სადაც გადახრა დაუშვებელია.
• აკადემიური შეიძლება იყოს ქცევა, საჯარო გამოსვლა, მეტყველება, წერა,
თეატრი, ბალეტი, ხელოვნების დარგები.
კაცობრიობამ ამ დისციპლინის გარეშე შექმნა უმნიშვნელოვანესი ტექსტები .
- როგორ?
- იმ აუცილებელ ცოდნას, აკადემიური წერა რომ იძლევა, სხვათა გამოცდილებისა და
საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე ეუფლებოდნენ და შემდეგ თავად ხდებოდნენ სხვათა
გზამკვლევი.
ამჯერად, „აკადემიური წერის“ დისციპლინაში ყოველივე ეს ერთად, თავმოყრილად ,
სისტემურადაა მოცემული, რაც კვლევის პროცესის შესწავლას და მისი პრაქტიკაში
გამოყენებას აიოლებს.
P.S. სკოლის ძველი მოთხოვნები - „გარჩევა“ და „განხილვა“. დღეს - ესე.

აკადემიური წერა - ახალი დისციპლინაა, XX საუკუნის,


მაგრამისი წინაპარი ძველ დროში უნდა ვეძებოთ.
ეს არის, პირველ რიგში, რიტორიკა
რიტორიკა
რიტორიკას აღმოაჩნდა :
ა)ქცევის და კომუნიკაციების ხელოვნების სწავლების მეთოდები
ბ)წერითი მეტყველების მეთოდები.
გ)მეთოდიკა - თეზისი + არგუმენტი
N. B. ტექსტოლოგია შეისწავლდა არა იმდენად ტექსტის წერას, რამდენადაც
რიტორიკა, ანუ ორატორული ხელოვნება და ფილოსოფიური
აზროვნების ურთიერთმიმართება განხილულია არისტოტელეს
„რიტორიკაში“, რომელიც იყო პირველი ტრაქტატი რიტორიკული
ხელოვნების შესახებ.

არისტოტელესთვის როტორიკის ძირითადი მიზანი დარწმუნებაა .


რიტორიკა იყო ეთიკურ-პოლიტიკური იარაღი, რომელიც გზას
კაფავდა სარგებლობის, სამართლიანობისა და ზნეობისაკენ.

N.B. “შეუსაბამოა, რომ ადამიანებს სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ არ


შეგვიძლია ფიზიკური თავდაცვა და არა ის, რომ სიტყვიერად ვერ
ვიცავთ თავს. რადგან ადამიანისთვის მეტად დამახასიათებელია
მეტყველება, ვიდრე ფიზიკური ძალა.“

დაიმახსოვრეთ: დასაბუთება საჭიროა იქ, სადაც მსჯელობის საგანი


სადავოა, ორაზროვანი ან დაუდგენელი, რადგან სადაც ყოველივე
გარკვეულია, იქ აღარც მსჯელობაა საჭირო.
არისტოტელეს აზრით, რიტორიკაც და ფილოსოფიაც სწავლობს
ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ სიტყვა სამად იყოფა, სტრუქტურულად:
შესავალი, შინაარსი და დასკვნა. შესავალი საჭიროა მიზნის გამოსაკვეთად,
ამბობს ის. ხოლო დასკვნა მას აძლევს დასრულებულ ფორმას.

არისტოტელეს თქმით, ფილოსოფია და რიტორიკა არის ცოდნა.

საგნის ზოგადობის საკითხი:

არისტოტელე ამბობს, რომ საგნის ზოგადობა აახლოებს როტორიკას არა


მხოლოდ ფილოსოფიასთან, არამედ მეცნიერებათან.
მაგალითად, მედიცინა შეისწავლის არა იმას, რაც კონკრეტული პირის
ჯანმრთელობითვის არის აუცილებელი, არამედ იმას, რაც სჭირდება ამ ტიპის
ადამიანს ჯანმრთელობისთვის. რადგან ცალკეული შემთხვევები
განუსაზღვრელია და შესწავლას არ ექვემდებარება.
ამის მსგავსად, რიტორიკა შეისწავლის არა იმას, რაც ერთ კონკრეტულ პირს
ეჩვენება სარწმუნოდ, არამედ იმას, რაც სარწმუნოდ მიაჩნიათ ზოგადად
ადამიანებს.
არისტოტელე განიხილავს სტილის საკითხებსაც და აღნიშნავს, რომ
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვამბობთ, არამედ ისიც, როგორ
ვამბობთ.

N.B. „აზრის კარგად გამოთქმის ხელოვნება განსაკუთრებით ცუდად მოწყობილ


სახელმწიფოშია საჭირო, სადაც იმარჯვებენ არა ისინი, რომელთა მხარეზეც
სიმართლეა, არამედ ისინი, რომლებმაც კარგი ლაპარაკი იციან.“

არისტოტელე: პოეტებად და აქტიორებად იბადებიან, ხოლო ორატორებად იზრდებიან


ვარჯიშის შედეგად.

რიტორიკა ფერწერაა, სადაც შეიძლება შუქ-ჩრდილებიც გამოვიყენოთ .

არისტოტელე მომხრეა ეპითეტების გამოყენების, ოღონდ ზომიერად. ის გვირჩევს,


რომ ეპითეტები გამოვიყენოთ, როგორც საჭმლის საკაზმი და არა როგორც თავად
საჭმელი.
რაც შეეხება აფორიზმებს, ის მხოლოდ ასაკოვან ხალხს შეშვენისო, ამბობს
არისტოტელე. რადგან აფორიზმები ცოდნასთანაა დაკავშირებული, რაც
ცხოვრებისეულ გამოცდილებას გულისხმობს.
როგორც ვაზროვნებთ, ისე ვწერთ და ისე ვმეტყველებთ.
თუმცა, წერითი და ზეპირი მეტყველება მაინც განსხვავდება
ერთმანეთისაგან:
წერითი მეტყვლების პრიორიტეტია დროითი გამძლეობა
ზეპირი მეტყველების პრიორიტეტი - სისწრაფე.

ვწერთ, რათა:

გავიგოთ
დავიმახსოვროთ
ვიაზროვნოთ
სხვას გავაგებინოთ
შევიცნოთ საკუთარი თავი
წარმოვაჩინოთ თავი
დავამყაროთ კომუნიკაცია.
აკადემიური წერა = წერა და კვლევა

რას გულისხმობს კვლევა?

ეს გახლავთ ინფორმაციის ძიება -


კითხვების დასმითა და
მათზე პასუხების ძიების გზით ინფორმაციის მოპოვება.
ახალი ცოდნის შექმნა არის კვლევის ძირითადი მიზანი.

ჩვენ უფრო ინფორმაციის მომხმარებლები ვართ, ვიდრე მისი შემქმნელები


ახალი ინფორმაციის შექმნაც სრულად დამყარებულია არსებულ ინფორმაციაზე
ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის სანდოობა.
აკადემიური წერის კურსი მოიცავს შემდეგი ელემენტების
სწავლებას:
1. საკვლევი თემის განსაზღვრა.
2. წყაროებზე მუშაობა:
მოძიება - > დალაგება და დახარისხება -> მონაცემების ამოწერა და
დახარისხება.
3. სამეცნიერო ნაშრომის სამუშაო ჰიპოთეზის, გეგმა-მონახაზის,
შემდეგ დეტალური გეგმის შედგენა.
4. თეზისის, ანუ ძირითადი დებულების ჩამოყალიბება.
5. არგუმენტების, ანუ დასაბუთებების ჩამოყალიბება.
6. ნაშრომის შავი ვარიანტის შექმნა.
7. ნაშრომის საბოლოო ვარიანტის შექმნა.

8. სამეცნიერო ტექსტის სახეობების ცოდნა და სტრუქტურული ერთეულების


შესწავლა.
10. ნაშრომის ზეპირი და წერილობითი წარდგენა აუდიტორიის წინაშე .
როგორ უნდა ვწეროთ - რჩევები უმბერტო ეკოსგან

• ზუსტი წესები რომ არსებობდეს, ყველა დიდი მწერალი და მკვლევარი იქნებოდა .


• სანამ საკვალიფიკაციო ნაშრომამდე მიხვალთ, მანამდე ბევრი წერეთ, რადგან წერა
ჩვევის საკითხია.
• იცოდეთ, რომ პრუსტი არ ხართ. ამიტომ არ გამოიყენოთ გრძელი წინადადებები . თუ
სხვანაირად ვერ ახერხებთ, დაწერეთ და შემდეგ დაყავით ის მოკლე წინადადებებად .
• მაგალითები ვნახოთ ეკოსთან - როგორ ვწეროთ, როგორ არა .
• იცოდეთ, არც კამინგსი ხართ - ამერიკელი ავანგარდისტი პოეტი, რომელიც ყველა
წესს არღვევდა, (იშვიათად ხმარობდა წერტილ-მძიმეს, კვეცდა ტაეპებს)ოღონდ -
ბრწყინვალედ. არც ხართ და არც მოგეთხოვებათ. თქვენი ამჟამინდელი მიზანია
საკვალიფიკაციო ნაშრომის დაწრა და არა ნობელს პრემიის აღება .
• რაზეც წერთ, აუცილებელი არაა იმ სტილით წეროთ. თუ ფუტურისტებზე წერთ,
ფუტურისტულ სტილში ხომ არ დაწერთ.
• საკვალიფიკაციო ნაშრომი მეტაენაზე უნდა იწერებოდეს - ანუ ისეთ ენაზე, რომელიც
სხვა ენების აღწერისათვის გამოიყენება.
• ხშირად გამოიყენეთ აბზაცები - როდესაც ახალ მსჯელობაზე
გადადიხართ, როდესაც იცვლება ტექსტის რიტმი.
• რაც მეტი აბზაცი - მით უკეთესი.
• წერეთ ყველაფერი, რასაც გაიფიქრებთ, ოღონდ შავად ნაწერში. თუ
მოგვიანებით აღმოაჩენთ, რომ ასცდით მსჯელობას, ამგვარი ჩანართები
დანართში გადაიტანეთ, რადგან თქვენი მიზანი შესავალში
ჩამოყალიბებული მოსაზრების დამტკიცებაა და არა ის, რომ ბევრი რამ იცით.
• არ არის აუცილებელი, წერა პირველი თავიდან დაიწყოთ. დაიწყეთ
ნებისმიერი თავიდან, საიდანაც გაგიადვილდებათ წერა და ამაში სარჩევი
დაგეხმარებათ.
• ერიდეთ მრავალწერტილებს და ძახილის ნიშნებს.
• გამოიყენეთ რეფერენციალური, ანუ არაორაზროვანი და ყველასთვის
გასაგები სტილი, რომ არ დააბნიოთ მკითხველი.
• ყოველთვის განმარტეთ ტერმინი, რომელსაც პირველად ხმარობთ.
• თუ ნაშრომს ელიოტზე წერთ, გამოჩინეთ მეცნიერული თავმდაბლობა და
წარმოადგინეთ ყველა უმთავრესი ცნობა. თუ შესავალში არა, სქოლიოში
მაინც.
ოთხი უმარტივესი წესი უმბერტო ეკოსგან
თემის არჩევის დროს

1. თემა უნდა შეესაბამებოდეს მკვლევრის ინტერესებს


2. საკვლევი მასალა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ანუ თქვენ უნდა შეგეძლოთ
მისი გამოყენება.
3. საკვლევი მასალა გასაგები უნდა იყოს, ანუ უნდა შეესაბამებოდეს თქვენს
ინტელექტუალურ დონეს.
4. კვლევის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს გამოცდილებას და
შესაძლებლობებს.

N.B. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო იდეები მხოლოდ გამოცდილი და ცნობილი


ავტორებისა და მკვლევრებისგან სულაც არ მომდინარეობენ. ამიტომ, მხნედ
იყავით და მოემზადეთ სერიოზული კვლევისთვის.
ტერმინები - სამეცნიერო და მეცნიერული

მოიცავს
ზოგადად ინტელექტუალურ, აზროვნებით-შემეცნებითი საქმიანობის
სფეროებს.

ასე შეიძლება დავყოთ:

საკვლევი თემა - სამეცნიერო თემაა.


უკვე გამოკვლეული თემა - მეცნიერული თემაა.
რა არის სამეცნიერო ნაშრომის მიზანი?
მეცნიერის დებულების, მოსაზრების ჭეშმარიტების დამტკიცება.
როგორ მიიღწევა ის?
ლოგიკური აზროვნებით.

ლოგიკური აზროვნების ფორმებია:


ცნება. მისი სახელები ტერმინებია. ყოველ მეცნიერებას ცნებათა
საკუთარი სისტემა და შესაბამისი ტერმინლოგია აქვს.
მსჯელობა. მეცნიერების მტკიცების ან უარყოფის დასაბუთების ფორმაა.
მსჯელობის შედეგია დასკვნა.
დასკვნა. ეს არის აზროვნების ფორმა, როდესაც ცნობილი მსჯელობიდან
ახალი მსჯელობა გამომდინარეობს.
სამეცნიერო ლიტერატურაში დასკვნა უმთავრესია, რადგან მეცნიერული
ნაშრომის არსი დსწორედ დასკვნაა.
ცნება, მსჯელობა და დასკვნა განსაზღვრავს ტექსტის აგებულებას.
მნიშვნელოვანია, რომ:

* გამოკვლევაში კვლევის საგანზე რამე ისეთი


უნდა ითქვას, რაც ადრე არავის ექნება ნათქვამი.
ან სხვათა მიერ გამოთქმული მოსაზრება უნდა
იყოს ახლებურად გააზრებული და დამატებითად
არგუმენტირებული.

** გამოკვლევა მკითხველისთვის უნდა იყოს სარგებლის


მომტანი - ანუ, სიახლე, რადგან სიახლე განსაზღვრავს
სარგებლიანობას.

*** გამოკვლევაში მკვლევრის თვალსაზრისის შემოწმების


გზები უნდა იყოს მითითებული და სხვებისთვის კვლევის
წამოწყების პერსპექტივებზე მინიშნებასაც უნდა შეიცავდეს.
მკვლევარი და მკითხველი

კვლევა ერთი შეხედვით მონოლოგური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში


დიალოგურია.
მკვლევარი ჯერ წყაროების ავტორებთანაა დიალოგში, ხოლო შემდეგ
- საკუთარი ნაშრომის მკითხველებთან.
მკითხველთან ურთიერთობის დასამყარებლად დაუსვით საკუთარ
თავს შემდეგი კითხვები:
1. რა ურთიერთობის დამყარება გსურთ მკითხველთან
2. რას ელის მკითხველი თქვენგან
3. ვინ ხართ თქვენ და ვინ არის თქვენი მკითხველი
4. რას ისურვებდით მკვლევარისგან, მკითხველი რომ იყოთ.

დაიმახსოვრეთ: სტუდენტური კვლევის მიზანი მსოფლიო


მნიშვნელობის აღმოჩენის გაკეთება არ არის. მისი მიზანია, სტუდენტი
დაეუფლოს კვლევის უნარ-ჩვევებს და ამასთან, გააცნობიეროს
თავისი, როგორც მკითხველის როლი.
როგორ შეიძლება კვლევის სწავლა?
ა) საკვლევ საგანზე არსებული სპეციალური ლიტერატურის კითხვით
ბ) პედაგოგის კონსულტაციებით ან სხვათა პრაქტიკის გაცნობა-გათავისებით
გ) საკუთარი კვლევითი პრაქტიკით
ყველაზე ეფექტური სამივეს კომბინირებაა.

პირველი მკითხველი, სავარაუდოდ, თქვენი ხელმძღვანელი იქნება.

კვლევა გულისხმობს მკითხველის გადაქცევას თქვენი ჩანაფიქრის


თანამონაწილედ.
მკვლევარი მკითხველთან მიმართებაში სამ ძირითად ამოცანას ისახავს:
1. მკითხველს მიაღებინოს ახალი ცოდნა, რასაც სამეცნიერო ნაშრომში ისახავს.
2. ახალი ცოდნით მკითხველს შეაცვლევინოს თავისი ადრინდელი შეხედულება
საკვლევ საკითხზე.
3. შეძენილი ახალი ცოდნა გამოაყენებინოს თავის პრაქტიკულ საქმიანობაში.

მკითხველი აფასებს: გასაგებ ტექსტს, სისადავეს, დახვეწილობას, აზრის სიცხადეს


და სიახლეს.

You might also like