You are on page 1of 33

1.

თემის განსაზღვრა,სტრატეგიები
თემის მოსაძიებლად.ინფორმაციის
შეკრება და ორგანიზება.სათაურის
შერჩევა
ესესთვის თემის შერჩევისას აუცილებელია
მიზნისა და კონკრეტული ამოცანების
განსაზღვრა_ეს იმას ნიშნავს რომ ავტორმა
წინასწარ უნდა გაიაზროს ის პოზიცია და
დამოკიდებულება,რომელიც მას
განსახილველი საკითხისადმი ექნება.
თემის შერჩევა არ არია იოლი პროცესი.იგი
მოიცავს ორ თეორიულ შესაძლებლობას:1)
ავტორი თავისი ინტერესების
გათვალისწინებით თავად შეარჩევს
თემატიკას; 2)ავტორი ნაშრომს ქმნის
დაკვეთით.ხშირად დაკვეთით იქმნება
სხვადასხვა ტიპის ტექსტი.ეს ეხება არა
მხოლოდ ოფიციალური ხასიათის
ტექსტებს,არამედ მხატვრულ ტექსტებსაც.
კარგი ავტორი ორივე შემთხვევაში
პასუხისმგებლობით ეკიდება თავის
საქმიანობას.
 სტრატეგიები თემის მოსაძიებლად
როდესაც ავტორი თავად არჩევს
თემას,უპირველეს ყოვლისა,განისაზღვრება
ინტერესთა სფერო და შეირჩევა შესაბამისი
სტილი.
ტექსტის შექმნის პროცესის
უმნიშვნელოვანესი პრინციპია
აუდიტორიის და მიზნის განსაზღვრა.
აუდიტორია:მნიშვნელოვანია იმის
გააზრება,თუ ვისთვის იქმნება ნაშრომი.აქ
უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი
ფაქტორები:1)აუდიტორიის ასაკი;
2)სოციალური სტატუსი; 3)განათლების
დონე და წინასწარი(ფონური) ცოდნა;
4)ინტერესი; 5)აუდიტორიის მოლოდინი;
6)აუდიტორიის წინასწარი განწყობა.
მიზანი:აქაც უნდა გავითვალისწინოთ
რამდენიმე საკითხი:რატომ ვქმნით ტექსტს?
რა არის ჩვენი მიზანი? 1)ინფორმაციის
მიწოდება; 2)საკითხის დასმა; 3)საკითხის
ანალიზი; 4)საკითხის ისტორიულ ასპექტში
გაანალიზება; 5)საკითხის განვითარების
დინამიკა; 6)საზოგადოებრივი აზრის შექმნა;
7)ავტორის მოსაზრების დაფიქსირება
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
8)პრობლემის გადაჭრა თუ სხვა რამ.
ამ საკითხებზე პასუხი წერის პროცესის
დაწყებამდე უნდა გვქონდეს.
 ინფორმაციის შეკრება და ორგანიზება
წერის პროცესის პირველი ეტაპია
ინფორმაციის მოძიება და შეკრება.ამისთვის
რამდენიმე გზა არსებობს.
პირველი ეტაპი_ინფორმაციის მოპოვების ძირითადი
საშუალებები:
o ზეპირი წყარო:ზეპირი კონსულტაცია პედაგოგთან
ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან;
o წერილობითი წყარო:სახელმძღვანელო,სამეცნიერო
ჟურნალები,ენციკლოპედიები და ა.შ;
o სამეცნიერო ლუტერატურა:რა კვლევებია
ჩატარებულჯ მოცემულ საკითხზე სამეცნიერო
ლიტერატურაში;
o ინტერნეტი:ინტერნეტში ხელმისაწვდომია
სხვადასხვა კვლევები;
მეორე ეტაპი_ინფორმაციის მოპოვების დამატებითი
საშუალებები:
1. ექსპერიმენტი;
2. ექსპედიცია;
3. ინტერვიუ;
4. მასალის მოძიება იმ პირებთან რომლებიც
დაკავშირებულები არიან ჩვენთვის საინტერესო
სფეროსთან;
ორგანიზება:
ინფორმაციის ორგანიზებისას განსაკუთრებით
უნდა დავუკვირდეთ როგორ გამოვხატეთ ჩვენი
აზრი,არის თუ არა ჩვენი მსჯელობა
ლოგიკური,მიზნის ადეკვატური,ნათლად გასაგები
სხვებისთვის.უნდა ვწეროთ
მარტივად,ნათლად.ზედმეტი ინფორმაცია
გადატვირთავს ჩვენს ნაწერს
და ,შესაბამისად,დაღლის აუდიტორიას ამიტომ
უნდა ამოვიღოთ ჩვენი ნაწერიდან ისეთი იდეები
და აზრები,რომლებიც ნაკლებადაა მიზანთან
დაკავშირებული.

 სათაური
აუდიტორიისა და მიზნის განსაზღვრის შემდეგ
ავტორმა უნდა შექმნას სათაური,რადგან იგი
ტექსტის უმნიშვნელოვანესი დეტალია.უნდა
მოხდეს სათაურის სწორად შერჩევა რადგან სწორად
შერჩეულ სათაურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ესეს წარმატებისთვის.სწორედ სათაური უქმნის
მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას ტექსტის
შესახებ.სათაურის მიზანია აუდიტორიის
ყურადღების მიპყრობა,ინტერესის აღძვრა და
ძირითად იდეაზე აქცენტის გაკეთება.სწორად
შერჩეულ სათაურს ახასიათებს:1)ტექსთან
ბმულობა_სათაური აუცილებლად უნდა
უკავშირდებიდეს ძირითად სათქმელს;
2)ლაკონურობა_სათაური უნდა იყოს
მარტივი,ლაკონური, მოკლე,მოქნილი და ნათელი;
3)ინფორმატიულობა_სათაური უნდა
მიგვანიშნებდეს ავტორის ძირითად სათქმელზე.
სათაური არ უნდა იყოს დატვირთული
სპეციალური ტერმინებით,რომლებიც გაუგებარი
შეიძლება იყოს აუდიტორიისთვის.ასევე სათაური
არ უნდა იყოს ძალიან ზოგადი,რადგან ეს
მკიყხბელს იმედებს გაუცრუებს.სათაური ასევე
უნდა იყოს არასკანდალური,რადგან სკანდალური
სათაური ეთიკურ ნორმებს არღვევს და იწვევს
საზოგადოების გაღიზიანებას,მკითხველის
ნეგატიურ განწყობას.სათაური ასევე შეიძლება
ჩამოყალიბდეს შეკითხვის სახითაც,რაც უფრო
მეტად აღუძრავს მკითხველს ინტერესს.

2.წყარო.წყაროს მოძიება.წყაროს
დამოწმება
წყარო არის ,,მეცნიერულ გამოკვლევაში
გამოყენებული საბუთი”,რომელსაც შეიძლება
ჰქონდეს წერილობითი,ზეპირი ან სხვა
ფორმა.გამოიყოფა:პირველადი,მეორეული და
მესამეული წყაროები.
პირველად წყაროებში, ზოგადად მოიაზრება
წარწერები,ისტორიული საბუთები,პირადი და
პუბლიცისტური წერილები,მხატვრული
ლიტეტატურის
ნიმუშრბი,ექსპერიმენტი,ინტერვიუ და სხვა.
მეორეული წყაროები იგივე სამეცნიერო
ნაშრომებია,რომლებიც შეიქმნა
პირველწყაროების ანალიზის საფუძველზე.
მესამეული წყაროები იქმნება მეორეულ
წყაროებზე დაყრდნობით.მესამეული
წყაროები ძირითადარ ენციკლოპედიური
ლეასიკონები და სხვა ტიპის საცნობარო
ლიტერატურაა.
ფორმის მიხედვით
ცნობილია:წერილობითი,ზეპირი, ემპირიული
და ინტერნეტწყაროები.
წერილობითი წყაროები მოიცავს
ხელნაწერებს და ბეჭდურ
გამოცემებს.ხელნაწერებს მიეკუთვნება
სხვადასხვა პერიოდში შექმნილი
დოკუმენტური მასალა,რომელიც დაცულია
პარლამენტის ბიბლიოთეკაში,ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში ასევე არქივებსა და
მუზეუმებში.ბეჭდური
წყაროებია:სახელმძღვანელოები,მონოგრაფები,
ჟურნალ-გაზეთები,ლექსიკონები.
წერილობითი წყაროების შეგროვების
საუკეთესო საშუელებაა:ა)სამეცნიერო
პუბლიკაციების ბიბლიოგრაფიები და
სქოლიოები,რომლებშიც მითითებულია
ნაშრომის შექმნის დროისთვის არსებული
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ბ)ბიბლიოთეკაში არსებული
კატალოგები,სადაც მასალა სხვადასხვა
პრინციპით არის აღწერული.მაგ.: საგნობრივ
კატალოგში თემატურად არის
დალაგებული,ანბანურ კატალოგში ავტორთა
გვარების მიხედვით და სხვა.
ზეპირ წყაროებში იგულისხმება
კონსულტაცია იმავე ან გასხვავებული დარგის
სპეციალისტებთან;
ემპირიული წყაროები იგივეა
რაც:ექსპერიმენტი,მივლინება,ექსპედიცია;
ინტერნეტწყარო; ინტერნეტით სარგებლობამ
ბევრად გაუადვილა მეცნიერებს ინფორმაციის
მოძიების პროცესი თუმცა ამ დროს დიდი
პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორა არ მიიღოს
შეუმოწმებელი ინფორმაცია,რომელიც კვლევას
არასწორი მიმართულებით წაიყვანს.
წყაროს სანდოობისთვის უნდა დავადგინოთ მისი
ავტორიტეტულობა.
წყაროს დამოწმება ნიშნავს წყაროს
ბიბლიოგრაფიული მონაცემების
თანმიმდევრულად მითითებას.ცნობილია
ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა რამდენიმე რიგი:
-ავტორი/შემდგენელი/რედატორი:მთარგმნელი;
-სახელწოდება,ჟურნალის ან კრებულის
დასახელება,ტომი,სერია,ნომერი,გვერდები,
ინტერნეტ მისამართი და მოძიების თარიღი.
-გამოცემის ადგილი,გამომცემლობის დასახელება
და დრო.
დამოწმება შესაძლებელია ორგვარად:მოკლე ან
სრული ინფორმაციის სახით.
მოკლედ დამოწმება,როგორც წესი ხდება ნაშრომის
ძირითად ტექსტში.აქ უნდა გავითვალისწინოთ:
1. წყაროს დასახელებისთანავე მრგვალ
ფრჩხილებში იწერება ავტორის გვარი და
გამოცემის წელი,თუ საჭიროა_გვერდიც.ეს
მონაცემები ერთმანეთისგან მძიმით უნდა
გამოიყოს.
2. თუ ავტორი ნახსენებია შეჯამებულ
ტექსტში,ფრჩხილებში მხოლოდ პუბლიკაციის
თარიღი მიეთითება,ხოლო თუ ორივე
მონაცემია ტექსტში,მაშინ მათი ფრჩხილებში
მითითება საჭირო აღარაა.
3. ციტირების ან პერიფრაზირებისას
ბიბლიოგრაფიულ მონაცემებში,ავტორის
გვართან და პუბლიკაციის თარიღთან
ერთად,გვერდის ნომერიც უნდა მიეთითოს.
4. თუ წყაროს ორი ავტორი ჰყავს,გამეორების
შემთხვევაშიც,მონაცემებში მიეთითება ორივეს
გვარი.
5. თუ წყაროს სამი ან მეტი ავტორი
ჰყავს,პირველი მითითებისას ყველა ავტორის
გვარი იქნება წარმოდგენილი,წყაროს
გამეორების შემთხვევაში კი მიეთითება
მხოლოდ პირველი ავტორის გგვარი და
გაკეთდება აღნიშვნა ,,და სხვ.”
6. გამოყენების შემთხვევაში, ნაშრომში უნდა
აღინიშნოს ისეთი მასალაც,რომელიც
ბიბლიოგრაფიაში ვერ აისახება.
7. ერთი და იმავე ავტორის ნაშრომები,რომლებიც
სხვადასხვა წელსაა
გამოცემული,ქრონოლოგიიზ დაცვით
მიეთითება,ხოლო თუ ერთსა და იმავე წელსაა
გამოცემული-ანბანის პრინციპით.
8. სხვადადხვა ავტორის ნაშრომები მათი
გვარების ანბანური თანმიმდევრობით
მიეთითება და ერთმანეთისგან წერტილ-
მძიმით გამოიყოფა.
ავტორის ტექსტზე სრული
ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მითითება
ხდება:
ა)სქოლიოში_დამატებით ტექსტში;
ბ)ბიბლიოგრაფიაში_ნაშრომის ბოლოს
წარმოდგენილ ლიტერატურის სიაში;
 თუ წყარო წიგნს წარმოადგენს,მიეთითება
ავტორის ინიციალი,გვარი,ნაშრომის
სახელწოდება,გამოცემის
ადგილი,გამომცემლობა,წრკი და გვერდი;
 თუ წყარი სტატიას წარმოადგენს
კრებულიდან,მიეთითება ავტორის
ინიციალი,გვარი,სტატიის სათაური.შესაბამისი
კრებულის სახელწოდება,გამოცემის
წელი,ნომერი და გვერდი;
 წყაროს გამეორების შემთხვევაში ვრცელი
ინფორმაცია შემოკლდება,მიეთითება:ავტორის
გვარი,წყაროს დასახელება და გვერდი;
 როდესაც მთელ ტექსტში ერთი წყაროა
დამოწმებული,გამეორებისას მხოლოდ გვერდი
მიეთითება ფრჩხილებში.

3.პლაგიატი.პლაგიატის თავიდან
აცილების გზები.ციტირება.
პერიფრაზირება.შეჯამება
პლაგიატი ინტელექტუალური ქურდობაა და
გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ სხვა
ადანიამის სიტყვებისა და მოსაზრებების
გამოყენებას ამ ადამიანის წვლილის სწორად
წარმოჩენის გარეშე ან მისი იგნორირებით.
ტერმინი პლაგიატი ლათინური plagiatrus-დან
მომდინარეობს და ადამიანთა მოტაცებას
ნიშნავდა.ესაა სხვა ადამიანის გონების ნაყოფის
საკუთარ ნაშრომად გასაღების მცდარი ქმედება.
ამრიგად,როდესაც აკადემიურ წერაში ადამიანი
სხვისი ნაშრომიდან ერთ ფრაზას ან მთლიან
წიმადადებას,მთლიან აბზაცს
იღებს,უცვლელად გადააქვს თავის ნაშრომში
ავტორისა და ნაშრომის წყაროს
მიუთითებლად,ის პლაგიატორია.პლაგიატთან
არა მარტო მაშინ გვაქვს საქმე, როცა დამიანი
საკუთრად ასაღებს სხვა ადამიანის ფრაზებს და
წინადადებებს,არამედ მაშინაც,როცა სხვის
არგუმენტებს საკუთრად წარმოაჩენს
ადამიანი.ბუნებრივია,რომ როდესაც რომელიმე
კონკრეტულ თემაზე გვაქვს დასაწერი
ნაშრომი,ჩვენ სხვათა ნაშრომებს მივმართავთ
ინფორმაციისთვის.ეს ჩვეული მოვლენაა
სტუდენტებისა თუ მეცნიერების
მუშაობისას,თუმცა ეს ავტომატურად არ
ნიშნავს პლაგიატს.როცა წერილობით ნაშრომში
სხვების აზრის,ფრაზების და წინადადებების
გამოყენება სათანადო წესების დაცვით
ხდება,მაშინ შესაძლებელია პლაგიატისგან
თავის არიდება.
როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?
იმისთვის რომ პლაგიატორობის საფრთხე არ
დაგვემუქროს უნდა დავიცვათ ქვემოთ
მოცემული წესები:
თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის იდეებს
ვიყენებთ,ზუსტად უნდა დავასახელოთ
წყარო;თუ ჩვენს ნაშრომში ბუნდოვნად
ჩანს,რომ გამოვიყენეთ ესა თუ ის წყარო,ისე
უნდა შევცვალოთ მისი მოტანის ფორმა,რომ ეს
სრულიად გასაგები და ნათელი გახდეს.თუ
ვინმე დაგვეხმარება წერილობითი ნაშრომის
შესრულებისას,აუცილებლად უნდა
მოვიხსენიოთ ის და გამოვყოთ მისი
წვლილი.იმისთვის რომ ავარიდოთ თავი
პლაგიატს,ყოველთვის უნდა ჩავსვათ
ბრჭყალებში ნებისმიერი რამ,რასაც პირდაპირ
ამოვიღებთ ტექსტიდან,განსაკუთრებით მაშინ
როცა წერის წინ ჩანიშვნებს
ვაკეთებთ.გავაკეთოთ
პერიფრაზი,ყურადღებით წავიკითხოთ
ტექსტი,რომლის პერიფრაზსაც
ვაკეთებთ,შემდეგ ოროგინალში ჩახედვის
გარეშე ჩვენი სიტყვებით ჩავწეროთ
ტექსტი.შევადაროთ პერიფრაზი ორიგინალს
და დავრწმუნდეთ,რომ არ გვაქვს
გამოყენებული იგივე ფრაზები ან
სიტყვები.აუცილებელია მივუთითოთ
კონკრეტული წყარო როდესაც მოგვაქვს
ფაქტები,რომლებიც არ არის საყოველთაოდ
ცნობილი.

ციტირება და პერიფრაზირება
ციტირება_არის რაიმე ტექსტიდან
უცვლელად,სიტყვა-სიტყვით მოყვანილი
ადგილი.ციტირებას მივმართავთ იმ
განსაკუთრებულ შემთხვევაში,როცა სიზუსტის
დასაცავად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ავტორის თითოეულ სიტყვას.ციტირების დროს
აუცილებელია სხვისი ნაშრომიდან ამოღებული
ტექსტის ბრჭყალებში ჩასმა და სათანადო წესის
დაცვით ტექსტის წყაროს მითითება.
პერიფრაზი_იგივეა,რაც სხვისი
ნათქვამის,მოსაზრების გადმოცემა საკუთარი
სიტყვებით.პეროფრაზი მხოლოდ სიტყვების
გადანაცვლებას არ ნიშნავს.მიუხედავად იმისა
რომ პერიფრაზის დროს საკუთარ სიტყვებს
ვიყენებთ,მაინც აუცილებელია ინფორმაციის
წყაროს ზუსტად მითითება,რადგან
იდეა,აზრი,ძირითადი ინფორმაცია ჩვენ არ
გვეკუთვნის.
ეს თითქოს ახლოს დგას შეჯამებასთან,მაგრამ
განსხვავება მათ შორის თვალსაჩინოა:
_პერიფრაზის შემთხვევაში ჩვენი სიტყვებით
გადმოვცემთ გარკვეულ მონაკვეთს ავტორის
მსჯელობიდან,შეჯამების დროს კი მთელი
მოსაზრების მოკლე შინაარსს გადმოვცემთ;
_პეროფრაზირებისას თანმიმდევრულად
მივუყვებით ავტორის მსჯელობას,ამდენად
პერიფრაზირებული მონაკვეთი მოცულობით
თითქმის ავტორის ტექსტს ემთხვევა.
შეჯამება/რეზიუმე წარმოადგენს ავტორის
პოზიციის_ტექსტის ძირითადი იდეების მოკლე
შინაარსს.შეჯამებისას მეთოდურად
გამართლებულია:1.ტექსტი დავყოთ თემატურ
მონაკვეთებად.2.შევადგინოთ ძირითად
საკითხთა ჩამონათვალი და დავწეროთ
რეზიუმე ჩვენი სიტყვებით.

4.ფუნქციური
სტილები.მიზნის
განსაზღვრა და შესაბამისი
სტილის მოძებნა.სიტყვის
სტილური ელფერი
წერის პროცესს წინ უძღვის მოსამზადებელი
ეტაპი.პირველ რიგში აუცილებელია
განისაზღვროს ტექსტის შექმნის
მიზანი:ვისთვისაა განსაზღვრული ტექსტი,რა
დანიშნულება აქვს ტექსტს და რა მიზანს
ისახავს ავტორი.ამ ჩამონათვალიდან ჩანს რომ
ტექსტი სხვადასხბა ტიპის და
დანიშნულებისაა.მაგალითად:
 სამეცნიერო ხასიათის ტექსტი,სამეცნიერო
საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი;
 მხატვრული ტექსტი განკუთვნილია ფართო
აუდიტორიისთვის და ემოციის გამომწვევი
ფუნქციისაა;
 ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ტექსტი
ფართო საზოგადოებისთვისაა,მაგრამ მისი
მიზანინარ არის ემოციის გამოწვევა,არამედ
მისი დანიშნულებაა ინფორმაციის მიწოდება.
 სარეკლამო ტექსტი შექმნილია რაიმე
პროდუქციის უკეთ გასაღების მიზნით.ამგვარი
ტექსტის მიზანია ინტერესი აღძრას
საზოგადოებაში.
 სასწავლო ტექსტი შეიცავს მწყობრად
მიწოდებულ ინფორმაციას აუდიტორიის
ასაკისა და ცოდნის გათვალისწინებით.
 საქმიანი ტექსტი ბიზნეს სფეროში მოღვაწე
ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.
 ყოფითი ტექსტი ყველაზე ხშირად გვხვდება
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ტექსტის შექმნა არ მოიცავს მხოლოდ ავტორის
სურვილებს,იგი მოიცავს ზოგად
პრინციპებს,რომელთა გათვალისწინება
აუცილებელია ნებისმიერი ტექსტის
დროს.ტექსტის მიზანი განსაზღვრავს მის
ხასიათს,სტილს,ხოლო შინაარსი განაპირობებს
ფორმას.
სტილი არის მეტყველების
ნაირსახეობა,რომელიც გამოიხატება
სიტყვიერად და გულისხმობს ენობროვ
საშუალებათა შერჩევას.მეტყველება
ორგვარია:სასაუბრო და მწიგნობრული.
სასაუბრო მეტყველება- ესაა არაფორმალირ
გარემოში ნაცნობ ადამიანთა შორის აგებული
მეტყველების ისეთი ფორმა,რომელიც
ინფორმაციის გადაცემას გულისხმობს.მისი
მახასიათებლებია:ბუნებრივობა,დიალოგი,არას
რული წინადადებები,არაოფიციალურობა და
ა.შ.
მწიგნობრული მეტყველების უმთავრესი
ნიშანია აზრის წერილობითი ფორმით
გადმოცემა.მას ახასიათებს:სალიტერატურო
ნორმების დაცვა,ლოგიკურად
განვითარებულობა,მსჯელობის
მოცულობითობა და ა.შ.
მწიგნობრულ მეტყველებაში გამოიყოფა
რამდენიმე სტილის ტექსტი:
 სამეცნიერო სტილი
სამეცნიერო სტილისთვის
დამახასითებელია:საკითხის შეახებ არსებული
მოსაზრების მიმოხილვა,საკითხის ირგვლივ
ჩატარებული მუშაობის ანალიზი,ინფორმაციის
შეჯერება,შეფასება და ლოგიკური დასკვნა..
სამეცნიერო სტილი წარმოდგენილია
სტატიებში,ენციკლოპედოებში,სადისერტაციო
ნაშრომებში და ა.შ. სამეცნიერო სტილი
გამოირჩება სამეცნიერო ტერმინებით და
მსჯელობის ლაკონურობით.
 პუბლიცისტური სტილი
პუბლიცისტირი სტილი ფართო
აუდიტორიისთვისაა და გამოიყენება
მასმედიაში.მისი მახასიათებელია
საინფორმაციო და შემოქმედებითი ფუნქციების
ერთიანობა.მიზანია არა მხოლოდ ინფორმაციის
მიწოდება,არამედ საზოგადოებრივო აზრის
შექმნა.მას
ახასიათებს:საჯაროობა,ემოციურობა,ოფიციალ
ურობალოგიკურობა და ა.შ.
 ოფიციალურ-საქმიანი სტილი
ოფიციალურ-საქმიანი სტილი გამოიყენება
სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქესა
და სახელმწიფოს შორის.ასევე იგი
გამოიყენება:კანონებში,დადგენილებებში,ხელშ
ეკრულებებში,განცხადებებში და ა.შ.მას
ახასიათებს:ლაკონურობა,ობიექტურობა,მკაცრა
დ განსაზღვრული ფორმატი,აზრის
ფორმირების სოზუსტე და ა.შ.
 მხატვრული სტილი
მხატვრულ სტილს
ახასიათებს:ემოციურობა,მხატვრული ხერხების
სიჭარბე,ავტორის ინდივოდუალიზმი,სიტყვის
მრავალგვარობა და ა.შ.
 ექსპრესიული სტილი
ექსპრესიული სტილისთვის
დამახასიათებელია ემოციური
ხასიათი,ექსპრესიული
დამოკიდებულება,კონკრეტული
დანიშნულება.

5.ოფიციალურ-
დოკუმენტური
სტილი.დოკუმენტების ენა
ოფიციალურ საქმიანი სტილი ასახავს
სახელმწიფო,სამოქალაქო და სამართლებრივ
ურთიერთობებს.ის ძირითადად წერილობითი
სახით ფუნქციონირებს და გვხვდება
სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებში.ზოგ
დოკუმენტს აქვს წინასწარ შემუშავებული
ფორმა,ზოგს კი ადგენენ გარკვეული ნიმუშის
მიხედვით.
ოფიციალური შეხვედრების დროს საქმიანი
სტილი შეიძლება გამოვლინდეს ზეპირი
ფორმითაც,რაც ითვალისწინებს ორთოეპიის-
ზეპირი მეტყველების მოთხოვნების დაცვას.
ოფიციალურ-საქმიანი სტილის ძირითადი
ფუნქციებია შეტყობინება და
ზემოქმედება.გამოიყოფა დოკუმენტების 3
ჯგუფი:დიპლომატიური,კანონშემოქმედებითი
და ადმინისტრაცოულ-საკანცელარიო.
ოფიციალურ საქმიან სტილისთვის
დამახასიათებელია:სალიტერატურო ნორმების
მკაცრი დაცვა,დოკუმენტის განსაზღვრული
მოცულობა,მხატვრული ხერხების
გამორიცხვა,თემატიკის შესაბამისი
ტერმინოლოგია,დოკუმენტის
ხელმოწერა,დათარიღება,რეგისტრაცია და სხვა.
განვიხილოთ რამდენიმე ოფიციალური
დოკუმენტი:
ინდივიდუალური განცხადება_იწერება
კონკრეტული პირის ან პიროვნებათა ჯგუფის
მიერ დაწესებულების ან მისი ხელმძღვანელის
სახელზე და შეიცავს რაიმე თხოვნას,საჩივარს
და შეტყობინებას.ინდივიდუალური
განცხადება მოიცავს 5 თანმიმდევრულ
ბლოკს:1)ინფორმაცია ადრესატის შესახებ;
2)ინფორმაცია ადრესანტის შესახებ;
3)დოკუმენტის სახელწოდება; 4)დოკუმენტის
ძირითადი ტექსტი; 5)ადრესანტის ხელმოწერა
და თარიღი.ბლოკები ერთმანეთისგან
დაშორებული უნდა იყოს და ძირითადი
ტექსტები ერთი და იმავე ტიპის აბზაცებით
უნდა იყოს აგებული.
ცნობილია აბზაცის 2 ტიპი:ქართული და
ევროპული.ქართული აბზაცის პირველი
სტრიქონი რამდენიმე ინტერვალითაა
შეწეული,ხოლო ევროპული აბზაცის ყველა
სტრიქონი თანაბარია.
საინფორმაციო განცხადება_იწერება
ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ
დანარჩენი თანამშრომლებისა თუ
მსმენელებისთვის გასაცნობად.მისი
კომპონენტებია: 1)სახელწოდება,რომელიც
იწერება დოკუმენტისთვის განკუთვნილი
გვერდის ზედა ნახევარში;
2)განცხადების ტექსტი,რომელიც აგებულია
შემდეგი კომპონენტების
გათვალისწინებით:დრო,ადგილი,ფაქტი და იმ
თანამშრომელთა/მსმენელთა დამოკიდებულების
გამსაზღვრა,რომელთათვისაც ეს დოკუმენტია
განკუთვნილი.
3)ადრესანტი_იწერება განცხადების ტექსტის ქვეშ;
პატაკი_არის 1.სამსახურეობრივი
განცხადება,მოხსენება უმცროსი სამხედრო
მეთაურისა უფროსისადმი; 2.მოხსენება ნაკისრ
ვალდებულებათა შესრულების შესახებ;
პატაკი თავისი სტრუქტურითა და დანიშნულებით
უტოლდება ინდივიდუალურ განცხადებას ან
ახსნა_განმარტების ბარათს.თუ პატაკი
წარმოადგენს მოხსენებას ნაკისრ ვალდებულებათა
შესრულების შეაახებ,უნდა დაიწყოს
ფრაზით:,,მოგახსენებთ,რომ” ან ,,გაცნობებთ,რომ”.
ახსნა-განმარტება
ახსნა-განმარტებითი ბარათი იწერება
სასწავლებლის ხელმძღვანელის ან სამსახურის
უფროსის სახელზე.მისჯ დამწერი ცდილობს
აღწეროს მომხდარი ფაქტი და თავისი კავშირი ამ
ფაქტთან.იგი სტრუქტურულად იგივეა,რაც
იდივიდუალური განცხადება.
მოხსენებითი ბარათი
მოხსენებითი ბარათი იწერება სამსახურია
უფროსის სახელზე.მისი შემდგენელი არის
სამსახურის თანამშრომელი,რომელსაც სურს ერთი
მხრივ, გამოხატოს თავისი პოზიტიური ხედვა
მიმდინარე ან მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით,ხოლო მეორე მხრივ,დაარწმუნოს
კოლეგები თავისი პოზიციის
მართებულობაში.მოხსენე ბითი ბარათი
სტრუქტურულად ინდივოდუალური განცხადების
ანალოგიურია,მაგრამ განსხვავებულია მისი
ძირითადი ტექსტის სტრუქტურა,მასში გამოიყოფა:
1.კონკრწტული ფაქტის აღწერა;
2.პოზიტიური ხედვა;
3.შეჯამება და თვითშეფასება;
მოხსენებითი ბარათი შედგება სამი ძირითადი
ნაწილისგან:შესავალი ნაწილი,ძირითადი ნაწილი
და დასკვნითი ნაწილი.მოხსენებითი ბარათიც
იწყება ფრაზით:,,მოგახსენებთ,რომ”
ან ,,გაცნობებთ,რომ”.
სამოტივაციო წერილი
სამოტოვაციო წერილი აუცილებელი
დოკუმენტია,რომელსაც ავტობიოგრაფიულ
მონაცემებთან ერთად ითხოვენ სამსახურში
მიღებისას.სამოტოვაციო წერილმა უნდა
დაარწმუნოს დამსაქმებელი,რომ შემოქმედი და
საინტერესო ადამიანი ვართ და შეგვიძლია
მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისთვის თავის
გართმევა.სამოტივაცჯო წერილის შედგენილობაში
გამოიყოფა 6 ბლოკი:1.თარიღი,2.ადრესანტის
სახელი,გვარი და საკონტაქტო
ინფორმაცია,3.ადრესატის სახელი,გვარი და
მისამართი,4.მისალმება,5.სამოტივაციო წერილის
ტექსტი,რომელიც შედგება 3 აბზაცისგან:პირველ
აბზახში უნდა წავადგინოთ ჩვენი თავი,მეორე
აბზაცში უნდა დავასაბუთოთ რატომ ვიქნებოდით
კარგი კანდიდატი ამ პოზიციისთვის და მესამე
აბზაცში უნდა გამოვხატოთ გასაუბრების სურვილი
და მადლობა გადავუხადოთ რომ გამონახეს დრო
ჩვენი წერილის წასაკითხად.
ავტობიოგრაფიული მონაცემები(CV)
ავტობიოგრაფიული მონაცემების აღსანიშნავად
გამოიყენება CV,რომელიც ლათიბური ფრაზიდან
მომდინარეობს:,,ცხოვრების გზა”
CV წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების
დოკუმენტს,რომელსაც ითხოვენ დამსაქმებლები
ამა თუ იმ პოზიციაზე დანიშვნამდე.მასში
თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია თარიღების
და ფაქტების სახით პიროვნების შესახებ.მას
ახასიათებს შემდეგი პუნქტები:
 პერსონალური
ინფორმაცია_სახელო,გვარი,მისამართი,ტელეფ
ონის ნომერი,ელფოსტა;
 განათლება და ტრენინგები_სწავლის
პერიოდი,სასწავლებელი,ფაკულტეტი,საუნივე
რსიტეტო ხარისხი,ტრენინგები;
 სამუშაო გამოცდილება
 კონფერენციები და სემინარები
 პუბლიკაციები
 დამატებითი უნარ-ჩვევები_უცხო ენის
ცოდნა,კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 ჰობი_ინტერესის სფერო
 სხვა აქტივობები
დახასიათება
დახასიათება ყველაზე გავრცელებული
საქმიანი დოკუმენტია,რომელსაც პიროვნება ან
ორგანიზაცია გასცემს.იგი საჭიროა სამსახურში
მიღების,ორგანიზაციაში გაწევრიანების
დროს.პიროვნების დახასიათებაში ფასდება
მიდი სამსახურეობრივო და საზოგადოებრივი
საქმიანონა,უნარ-ჩვევები და გამოცდილება.
რეკომენდაცია
თავისი დანიშნულებით რეკომენდაცია ახლოს
დგას დახასიათებასთან რომელსაც გასცემს
კერძო პირი ან
ორგანიზაცია.რეკომენდაციას,როგორც წესი
ითხოვენ დაფინანსების,სამსახურში მიღების
დროს და ა.შ.

6.ესე.ესეს სტრუქტურა
ესე ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს
თავისუფალი ფორმის ნარკვევს,რომელშიც
განხილულია
ლიტერატურული,ფილოსოფიური და სხვა
პრობლემები.შეიძლება გამოიყოს ესეს
რამდენიმე
ტიპი:ისტორიული,ფილოსოფიური,სამეცნიერ
ო,ფსიქოლოგიური და ა.შ.
ესე არის არც თუ ისე დიდი მოცულობის
თხზულება(დაახლოებით 1700 და მეტი
სიტყვა),რომელსაც აქვს მკაცრად
განსაზღვრული სტრუქტურა.ცნობილია ორი
ტიპის ესე:ინფორმაციული და
არგუმენტირებული.
ინფორმაციული ესეს ფუნქციაა რაიმე
მოვლენის ან ფაქტის აღწერა_საკითხის შესახებ
ინფორმაციის_ზოგადი ცოდნის მიცემა
მკითხველისთვის.ლიტერატურაში
მიუთითებენ ინფორმაციული ესეს
სახეობებს:აღწერითი ისე,განმარტებითი
ესე,ილუსტრირებული ესე,ანალიტიკური ესე.
არგუმენტირებულ ესეში ავტორი მსჯელობისა
და ლოგიკური დასაბუთების გზით აყალიბებს
საკუთარ პოზიციას კონკრეტულ
საკითხზე,აფასებს ფაქტებსა და
მოვლენებს,ადგენს მათ შორის
კავშირს.არგუმენტირებული ესეს
სახეობებია:განსაზღვრებითი იგივე სამეცნიერო
ესე,ევოლუციური ესე,ინტერპეტაციული ესე.
ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი
ნაწილისგან_შესავალი,ძირითადი ნაწილი და
დასკვნა.
 შესავალი
შესავალს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია
აკისრია.მისი დანიშნულებაა მკითხველი
დადებითად განაწყოს
ტექსტისადმი,გაუღვივოს ინტერესი და
შეუქმნას მოტოვაცია რომ ნაშრომი ბოლომდე
წაიკითხოს.შესავალში უნდა გამოვკვეთოთ
მიზანი ანუ უნდა გავაცნოთ მკითხველს თუ რა
საკითხს ეხება ტექსტი.დავსვათ შეკითხვა
რომელზეც ვისაუბრებთ ესეში.დავიწყოთ
შესავალი მკითხველისთვის ნაცნობი
სიტუაციის აღწერით რათა დავაინტერესოთ
იგი.ამის შემდეგ ვუჩვენოთ მკითხველს რომ
საკითხი ღრმავდება.ვეცადოთ მოვიფიქროთ
ორიგინალური დასაწყისი რომელიც
მკითხველს დააინტერესებს.მოვერიდოთ
პათეტიკურ წიმადადებებს რაც დაბალ ენობრივ
კულტურაზე მიანიშნებს.შესავალში უნდა
მოვერიდოთ ბუნდოვან და ზოგად
ფრაზებს,უნდა ვეცადოთ მარტივად და
ნათლად ვისაუბროთ ჩვენს სათქმელზე.თუ
ვფიქრობთ,რომ ჩვენი განსახილველი თემა ან
საკითხი უცნობია
მკითხველისთვის,აუცილებელია მივაწოდოთ
მკითხველს ზოგადი ინფორმაცია,რათა კარგად
აღიქვას ტექსტი.იმისთვის,რომ შესავალი
ეფექტური იყოს შეგვიძლია
გამოვიყენოთ:ცნობილი
გამონათქვამები,ფაქტები,პირადი
გამოცდილება.
 ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში მოცემულია ავტორის მთავარი
სათქმელი,განმარტებულია მთავარი
დებულებები,ლოგიკურად განვითარებულია
მსჯელობა.ასევე გადმოცემულია ავტორის
დამოკიდებულება განსახილველი
საკითხისადმი.ძირითად ნაწილში ხდება ესეს
გაშლა,მსჯელობის განვითარება,მასალის
ანალიზი.ეს მიგვანიშნებს,რომ ძირითადი ნაწილი
არის ესეს ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწილი.ძირითარ ნაწილში უნდა წარმოვადგინოთ
ჩვენი დამოკიდებულება და ნებისმიერი დებულენა
უნდა გავამყაროთ არგუმენტებით.
მსჯელობის აგების ორი გზა
არსებობს:ინდუქციური და
დედუქციური.ინდუქცია ნიშნავს კერძო
ფაქტებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანას,ხოლო
დედუქცია ნიშნავს ზოგადი დებულებიდან კერძო
დასკვნის გამოყვანას.
 დასკვნითი ნაწილი
ესეს დასრულებისთვის აუცილებელია
სათქმელის ლოგიკური შეჯამება.ეს მკითხველს
გაუადვილებს კარგად აღიქვას და გაიაზროს
საკითხის არსი.დასკვნით ნაწილში კიდევ
ერთხელ უნდა გამოვკვეთოთ საკითხის მთავარი
მიზანი.ამრიგად,ესეს დასკვნითი ნაწილი
ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც სათაური და
ძირითადი ნაწილი.შეიძლება ითქვას,რომ
დასკვნითი ნაწილი შეჯამებაა ესეში
გადმოცემული მოსაზრებების.დასკვნითი ნაწილი
მოცულობით არც ისე დიდია.იგი ორიგინალური
და შთამბეჭდავი უნდა იყოს.მისი
ეფექტურობისთვის ძირითადი ნაწილიდან უნდა
გამოვიყენოთ ჩვენი მიზნისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი მოსაზრება თუმცა არ უნდა
გადმოვწეროთ ერთხელ უკვე ჩამოყალიბებული
აზრი.

7.აბზაცი.აბზაცის
აგება.აბზაცის სახეები
აბზაცი რამდენიმე წინადადების
ერთობლიობაა.ქართულ ენაში დამკვიდრებული
ტრადიციის მიხედვით,აბზაცი იწყება ახალ
ხაზზე მარცხენა არიდან მცირეოდენი
დაშორებით.
აბზაცში წინადადებებს ერთი აზრი და თემა
აკავშირებთ.მათ შორის ლოგიკური და აზრობრივი
კავშირია.პირველ წინადადებას შეიძლება ხსნიდეს
მეორე წინადადება,ხოლო მესამე წინადადებით კი
შეიძლება დასაბუთებული იყოს მეორე
წინადადება.საბოლოოდ კი სათქმელი
აუცილებლად უნდა შეჯამდეს.აბზაცში გამოიყოფა
შემდეგი სახის წინადადებები:
 მთავარი წინადადება;
 ამხსნელი წინადადება;
 შემაჯამებელი წინადადება;
მთავარი წინადადება გადმოსცემს აბზაცის
ძირითად აზრს.ამავე დროს ავტორი ამ
წინადადებით აკონკრეტებს თავის
სათქმელს.სახელწოდებიდანაც ჩანს,რომ მთავარი
წინადადება ყველაზე მნიშვნელოვანია აბზაცის.ის
ნათლად მიგვითითებს თუ რაზე გვექნება საუბარი
აბზაცში.იგი ეხმარება ავტორს მკაფიოდ გადმოსცეს
თუ რის შესახებ აპირებს საუბარს,ხოლო
მკითხველს კი განაწყობს იმისთვის,რომ სწორად
აღიქვას მოწოდებული ინფორმაცია.იმისთვის,რომ
ეფექტური იყოს მთავარი წინადადება ავტორი
უნდა ეცადოს წინადადება იყოს
მარტივი,ნათელი,წინადადება არ უნდა იყოს
გადატვირთული ზედმეტი ტერმინოლოგიით.
ამხსნელი წინადადება
ხსნის,აკონკრეტებს,ავითარებს მთავარ
წინადადებაში დასმულ იდეას.იგი იძლევა
დამატებით ინფორმაციას მთავარ წინადადებაში
გამოთქმული აზრის შესახდბ.ამხსნელი
წინადადების შექმნის რამდენიმე საშუალება
არსებობს:მაგალითებისა და ფაქტების
მოყვანა,სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება
და ციტირება.
შემაჯამებელ წინადადებას ორი ძირითადი
მიზანი აქვს:1.იგი მიგვანიშნებს,რომ აბზაცი
მთავრდება;
2.იგი კიდევ ერთხელ გამოკვეთს აბზაცის მთავარ
სათქმელს;
ვიმსჯელეთ სამი ძირითადი სახის
წინადადებაზე აბზაცში,მაგრამ,ბუნებრივია,იგი
არ მოიცავს მხოლოდ
სამ წინადადებას.აზრი უნდა განვითარდეს იმის
მიხედვით,თუ როგორ სურს ავტორს
წარმოაჩინოს დასმული საკითხი ისე,რომ არ
შეიზღუდოს აზრთა ლოგიკური მიმდინარეობა
და არც დაშორდეს მიზანს.ამდენად აბზაცი
შეიძლება რამდენიმე წინადადებასაც
მოიცავდეს,მაგრამ ავტორმა ეს წინადადებები ისე
უნდა წარმოადგინოს,რომ აბზაცის აგების
ძირითადი სტრუქტურა არ დაირღვეს,ანუ მასში
გამოიკვეთოს ძირითადი აზრის შემცველი და
შემაჯამებელი წინადადებები.ასევე ყველა
წინადადება ლოგიკურად უნდა
უკავშირდებოდეს წინა წინადადებას და იყოს
მომავალი წინადადების ამოსავალი.
აბზაცში წინადადებათა გადაბმის რამდენიმე
ხერხი არსებობს:პარალელური გადაბმა,ჯაჭვური
გადაბმა და გადაბმის ნარევი სახე.
პარალელური გადაბმა_ისეთ წინადადებათა
კავშირია,რომელიც გულისხმობს
სხვადასხვა,მაგრამ თანაბარმნიშვნელოვანი
წინადადებების კავშირს.მისთვის
დამახსიათებელია სიტყვათა ერთნაირი
რიგი,წინადადებები გადმოცემულია ერთი და
იმავე გრამატიკული ფორმებით.პარალელური
გადაბმა ხშირად გამოიყენება საჯარო
გამოსვლისას ან პუბლიცისტური სტილით
შექმნილ ტექსტებში.
ჯაჭვური გადაბმისას აბზაცის ყოველი მომდევნო
წინადადება უნდა ხსნიდეს წინამავალ
წინადადებაში გამოთქმულ აზრს.იგი თითქმის
ყველა სტილში გამოიყენება,მაგრამ განსაკუთრებით
გავრცელებულია სამეცნიერო სტილში,რადგან იგი
ყველაზე კარგად ასახავს აზროვნების
თანმიმდევრულობას და მოიცავს ლოგიკურ
მსჯელობას.აბზაცში ჯაჭვური გადაბმისას ავტორის
დამოკიდებულება ასეთი მიმდევრობით
გადმოიცემა:მთავარი წინადადება(აზრი),ამხსნელი
წინადადება(მაგალითი,განმარტება),შემაჯამებელი
წინადადება(დასკვნა,შედეგი,შენიშვნა).
გადაბმის ნარევი სახე წინადადების ისეთი
კავშირია,როცა პარალელური და ჯაჭვური
გადაბმის ხერხები აბზაცში ერთმანეთს
ენაცვლება.გადაბმის ნარევი სახე შედარებით
იშვიათად გამოიყენება,რადგან სტილურ
არაერთგვაროვნებას იწვევს,თუმცა
შესაძლებელია,მაინც გამოიყენოს ავტორმა.
 აბზაცის სახეები
პარაგრაფი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან
რამდენიმე აბზაცს.თავისი დანიშნულების
მიხედვით,აბზაცის ორი ძირითადი სახეობა
გამოიყოფა:დამოუკიდებელი აბზაცი,რომელიც
გადმოსცემს ძირითად ინფორმაციას და
დამხმარე აბზაცი,რომელიც აერთებს ტექსტის
ამა თუ იმ ფრაგმენტს.დამხმარე აბზაცი ორი
სახისაა:ერთმიმართულებიანი,რომელიც
აჯამებს ტექსტის ფრაგმენტებს და
ორმიმართულებიანი,რომელიც აჯამებს
ტექსტის მოცემული ფრაგმენტების შინაარსს
და ამავე დროს არის გადასვლა ახალ თემაზე.
დამხმარე აბზაცი ხშირად წარმოდგენილია
ერთი წინადადებით.დამოუკიდებელი აბზაცი
კი ლოგიკურად ავითარებს აზრს და უფრო
ვრცელია.თუმცა იშვიათად ისიც შეიძლება
წარმოდგენილი იყოს ერთი წინადადებით.თუ
ტექსტის მონაკვეთი დამხმარე აბზაცის როლს
არ ასრულებს,მაშინ იგი დამოუკიდებელ
აბზაცად ჩაითვლება.

You might also like