You are on page 1of 3

კონსპექტბარათი #2

სტუდენტი:ელენე ლომიძე

ლექტორი:თამარ ლომიძე

თარიღი: 10.21.2022

ა. ლიტერატურის მოძიება.

ლიტერატურის მოძიება ძალიან ბევრი და მარტივი გზით არის შესაძლებელი,


უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ სანდო წყაროს არსებობაში, რადგან თავი
დავიზღვიოთ ცდომილებისგან:

 შესაძლოა მოვიძოთ ინფორმაცია ინტერნეტში;


 წავიდეთ ბიბლიოთეკაში და ვიპოვოთ სასურველი წიგნი;
 შესაძლოა გამოვიყენოთ ონლაინ(ელექტრონული) ბიბლიოთეკები, რომლებიც
მარტივი გამოსაყენებელია და, ასევე ხელსაყრელი, რა თქმა უნდა, თუ მის
სანდოობაში დარწმუნებულები ვართ.

აუცილებელია, ვიცოდეთ თუ რას ვეძებთ, რადგან ავიცილოთ ზედმეტი და ფუჭი


ინფორმაცია თავიდან:

 სწორად უნდა გამოვიყენოთ საძიებო სიტყვები;


 გავამახვილოთ ყურადღება სათაურზე;
 უნდა ვიცოდეთ საძიებო ნაშრომის ზუსტი მიზანი, რათა თემისგან არ
გადავუხვიოთ;
 უნდა ავირჩიოთ სწორი საძიეობო პლატფორმა;
 უნდა განვსაზღვროთ რომელი იქნება ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა
წყაროს მოსაძებნად;
 არ უნდა ავიროთ სამეცნიერო წყაროს გარჩევის თვალსაზრისით და სხვა
კატეგორიას მივაკუთნოთ, აუცილებელია სწორად განვსაზღვროთ წყაროს
სახეობა.

სასარგებლო ინფორმაციების მოძიებისთვის აუცილებელია მივყვეთ შემდეგ


კრიტერიუმებს:

 საჭიროა გავეცნოთ დედანს, ასევე მეორეულ და მესამე ხარისხოვან წყაროებს;


 აუცილებლად უნდა დავამოწმოთ მოძებული წყარო არ აქვს მნიშვნელობა
წიგნიდან იქნება მოძებული თუ ინტერნეტიდან;
 არსებული წყარო სიზუსტითა და მიდევნებით უნდა გადავიტანოთ;

წყარო(ლიტერატურა): აკადემიური მუშაობის საფუძვლები 66-72: ; თურაბიანი: 44-58;


ეკო: 80-102.

ბ. ბიბლიოგრაფია:

ნაშრომის დამოწმების რამდენიმე ხერხი არსებობს:

ტექსტის შიგნით. (ავტორის გვარი, გამოშვების წელი და გვერდი, რომელზეც


დატანილია ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითი, მაგალითისთვის: ჩუბინიძე, 2011
წელი, 11)

ბიბლიოგრაფიაში:

 თუ ვიყენებთ ტექსტში ჩართულ დამოწმებას მაშინ: (წიგნის ავტორის სახელი


და გვარი, გამოცემის წელი, ნაშრომის სათაური(დახრილი შრიფტით),
გამოცემის ადგილი, გამომცემლობა).
 თუ ვამოწმებთ წყაროს შენიშვნებში მაშინ: ( წიგნის ავტორის სახელი და გვარი,
სათაური(დახრილი შრიფტით), გამოცემის ადგილი, გამომცემლობა,
გამოცემის წელი.
 თუ ვამოწმებთ ინტერნეტიდან მოძიებულ წყაროს მაშინ: ( უნდა გამოვიყენოთ
ტექსტში ჩართული დამოწმების წესი, თუმცა, აუცილებელია მივუთითოთ
ბმული და დავაზუსტოთ ნახვის თარიღი).

გამაყოფონ ბიბლიოგრაფიის რამდენიმე ტიპს:

 შერჩეული ბიბლიოგრაფია;
 ბიბლიოგრაფია ერთი ავტორის მიხედვით;
 ანოტირებული ბიბლიოგრაფია.

ნაშრომების გამოცემის წელი თუ ერთმანეთს დაემთხვა ამ შემთხვევაში, ანბანური


თანმიმდევრობით უნდა მივუთითოთ.

შესაძლოა იყოს ისეთი მომენტი, როდესაც ერთზე მეტი ავტორი იქნება, ამ


შემთხვევაში ვუთითებთ: (პირველი ავტორის სახელსა და გვარს, დანარჩენი
ავტორების სახელებსა და გვარებს, წელი, სათაური, გამოცემის ადგილი,
გამომცემლობა).

წყარო(ლიტერატურა): აკადემოური მუშაობის საფუძვლები: 132-141; ჩუბინიძე: 154-


159, 293-297).

გ. წყაროს სანდოობა:

წყაროს დამოწმების დროს დიდი ყურადღება ექცევა, თუ სად არის გამოქვეყნებული,


ვინ არის გამომცემელი, ვინ არის წყაროს ავტორი, რაც უფრო მეტ ციტირებას იყენებ,
უფრო მტკიცეა ტექსტი.

წყაროს სანდოობა მაღალი იქნება, თუ გამოვიყენებთ ბიბლიოგრაფიას, გამოვკვეთ


მთავარ მიზანსა და მნიშვნელობას.

ლიტერატურული წყარო აუცილებლად სანდოა, თუ უახლესი წყაროა, მისი ავტორი


საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს, ასევე, დიდი ყურადღება ექცევა
გამომცემლობის სტატუს; აქვს კარგი გამოხმაურება და მას ხშირად უნდა იყენებდნენ
წყაროდ.

ინტერნეტში ნაპოვნი წყარო სანდოა, თუ არ ეწევა პროპაგანდას, სანდო პირი ფლობს


საიტს, ახალი განახლებულია სტატია.

წყარო(ლიტერატურა): აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 73-78; თურაბიანი:54-58;


წყაროს სანდოობის განსაზღვრა-გაიდი).

You might also like