You are on page 1of 4

კონსპექტბარათი N3

ნინო აკოფოვი
ა) საკვლევი თემის განსაზღვრა
ნაშრომის დაგეგმვისას აუცილებელია დროის დათმობა, რათა უკეთესი შედეგი
მივიღოთ, ასევე საჭიროა თემის შერჩევას მივანიჭოთ დიდი ყურადღება. ამ მხრივ, ორი
კატეგორიის გამოყოფაა შესაძლებელი, პირველი, როდესაც მკვლევარი პირდაპირ,
ფიქრისა და დაკვირვების გარეშე წერს და ეგრევე გადააქვს ნაშრომი ფურცელზე და
მეორე, როდესაც ფიქრობს საკვლევ თემაზე, აყალიბებს გონებაში, წერილობითი
ფორმის მიცემის გარეშე. ნაშრომი დაწერისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ
საკვლევი თემის არჩევა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პუნქტია,
ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვისვის ვწერთ, ვინ იქნება მკითხველი და
შემდეგ წარმოვაჩინოთ კვლევის მიზანი, რათა ნაშროში თვალსაჩინო გახდეს საკითხი,
რომელზეც ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის განსაზღვრის შემდეგ კი უნდა შევარჩიოთ
სათაური.

სათაურის მიზანი მკითხველის ყურადღების მიპყრობაა, მნიშვნელოვანია, რომ


მასში ნათლად ჩანდეს საკვლევი საკითხის არსი და ნაშრომი დაკავშირებული იყოს
საკვლევ საკითხთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყოს მოკლე და ლაკონიური,
შეიცავდეს არაუმეტეს 12 სიტყვას. გარდა ამისა, ნაშრომის შექმნისას უნდა შევძლოთ
პრობლემის გადაჭრა, მაგალითად, თუ განსხვავებული იდეები გვაქვს, შეგვიძლია,
რომ ისინი ჩამოვაყალიბოთ სხვა ავტორებზე მსჯელობისას, თუ მკვლევარი
მსჯელობს და ირჩევს რომელი მასალა გამოიყენოს, მაშინ უნდა გაითვალისწინოს, რომ
თანამედროვე ავტორზე მუშაობა უფრო რთულია, მაგრამ თუ მაინც თანამედროვე
ავტორზე სურს მუშაობა და თანამედროვე მასალაზე სურს, რომ თავისი ნაშრომი
თანამედროვე მასალაზე შექმნას, ისე უნდა მიუდგეს საკითხს, რომ წარმოიდგინოს, მის
წინაშე ძველი ავტორია და არა ახალი, რაც შეხება ძველ ავტორს , ისე უნდა მიუდგეს,
თითქოს მის წინაშე თანამედროვეა.

ბ) მოძიებული წყაროს ანოტაცია


სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის
უნდა იყოს დაყრდნობილი წყაროებზე, უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მასალა,
შესაძლოა, რომ ეს მასალები იყოს ისეთი, რომლებიც გამოქვეყნებული არ არის, თუმცა
გავლენა მოახდინეს საკვლევ თემაზე. საკითხები, რომელთაც სამეცნიერო ნაშრომში
წარმოვადგენთ, უნდა იყოს ლოგიკურად და კარგად არგუმენტირებული. მიმოხილვის
დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესავალ ნაწილში სწორედ ავტორი და წიგნი,
სტატია უნდა გავაცნოთ მკითხველს, ხოლო რაც შეეხება ძირითადი ნაწილის აგებას,
უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პრინციპები: ,,წიგნის ან სტატიის სტრუქტურის
განხილვა; წიგნის შემთხვევაში თითოეული თავის, ხოლო სტატიის შემთხვევაში
თითოეული სტრუქტურის მოკლე შინაარსის გადმოცემა, დასკვნა აჯამებს და
განსაზღვრავს მართლებს თუ არა წიგნი ან სტატია მიზანს და რამდენად
დააკმაყოფილებს იგი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს. თავფურცელი არ
ინომრება, ნაშრომის ნუმერაცია იწყება მიმოხილვის ძირითადი ტექსტის პირველივე
გვერდიდან.“[ჩუბინიძე 2011, 129-130]
ბიბლიოგრაფია
1. აკადემიური მუშაობის საფუძვლები, 2018, თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
2. ეკო უმბერტო, 2014, პირველი გამოცემა, არეტე
3. ჩუბინიძე ნინო, 2011, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
სტილის სახელმძღვანელო, თბილისი: პირველი ელექტრონული გამოცემა

You might also like