You are on page 1of 2

კონსპექტბარათი N3

საგანი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

სტუდენტი: მარიამ ჯოლბორდი

თარიღი: 06/04/2022

საკითხი N1

საკვლევი თემის განსაზღვრა; ლიტერატურის შერჩევა


[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 49-53; ეკო: 28-41]

➢ სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობისას ცხადია გვჭირდება დიდი დრო რომ


წარმატებულად ჩაიაროს მუშაობის პროცესმა. სამეცნიერო ნაშრომზე მომუშავე
მკვლევართა ორ ტიპი გამოიყოფა:
1. მკვლევარი, რომელიც ყოველგვარი გარჯის გარეშე ირჩევს თემას და იწყებს
მუშაობას.
2. მკვლევარი, რომელიც დიდ დროს უთმობს თემის ჩამოყალიბებას, ფიქრობს
ბევრს, განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს და შემდეგ იწყებს მუშაობას
ფურცელზე.

➢ აკადემიურ ნაშრომზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ სამი კითხვა:

1. რას ვწერ? (თემა)

მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს საკვლევი თემის შერჩევა. ზოგჯერ


მკვლევარი ითვალისწინებს საკუთარ და საზოგადო ინტერესს და ამგვარად
ირჩევს საკვლევ თემას, თუმცა არსებობს მკვლევართა ის კატეგორია, რომელიც
თემას ირჩევს ხელმძღვანელის დახმარებით.
ამ პროცესის გასაადვილებლად არსებობს რამდენიმე ნაბიჯი. უპირველეს
ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ ჩვენთვის საინტერესო სფეროები და
მოვიძიოთ მათ შესახებ ბოლოდროინდელი ინფორმაცია. უნდა იყოს ჩვენთვის
საინტერესო თემა, რომ მუშაობის პროცესი იყოს სასიამოვნო. სასურველია
არჩეული სფეროს სპეციალისტს გავესაუბროთ და მივიღოთ საჭირო რჩევები.

2. რისთვის ვწერ? (მიზანი)

შეუძლებელია აღიარება მოიპოვოს ნაშრომმა თუ კვლევის დროს არ


გავითვალისწინებთ მიზანს. კვლევა უფრო ნაყოფიერი იქნება თუ თემის
ირგვლივ გვაქვს წინარე ცოდნა, ვართ ჩამოყალიბებულები საკვლევი თემის
მიმართ და განსაზღვრული გვაქვს წერის მიზანი.

3. ვისთვის ვწერ? (აუდიტორია)

მუშაობის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ აუდიტორია, ვისთვისაც ვწერთ


ნაშრომს და ამის მიხედვით შევარჩიოთ წერის სტილი.

➢ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სათაურის შერჩევა, რადგან


მკითხველში უნდა აღძრას ინტერესი და პრობლემა უნდა ჩანდეს ნათლად.
სასურველია იყოს მოკლე, ლაკონიური სათაური, არაუმეტეს 12 სიტყვისა.

საკითხი N2

მოძიებული წყაროების ანოტაცია


[ლიტერატურა: https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/anotatsiis-
gzamkvlevi.pdf]

➢ ერთ-ერთი საკითხი აკადემიური ნაშრომის შექმნისას არის ანოტაციის


შედგენა. ანოტაცია არის ავტორისა (მნიშნელოვანი საკითხები) და ნაშრომის (
რა სახის ტექსტია და რას ეხება ნაშრომი) შესახებ მოკლე აღწერა, რომელიც
უნდა იყოს არაუმეტეს 150 სიტყვისა.

➢ ანოტაციაში სასურველია აღნიშნული იყოს ნაშრომის შედეგის მნიშვნელობა


რომელიმე სფეროში.

➢ თუკი ნაშრომი დაწერილია განსაზღვრული მკითხველისათვის, აუცილებელია


ანოტაციაში იყოს მითითებული აღნიშნული ფაქტი.

➢ ანოტაციის ბოლოს შეიძლება იყოს აღნიშნული: ნაშრომი ილუსტრირებულია


თუ არა, ახლავს თუ არა რუკები, მთარგმნელის ვინაობა.

You might also like