You are on page 1of 4

კონსპექტბარათი - N1

საგანი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

სტუდენტი: მარიამ ჯოლბორდი

თარიღი: 26/03/2022

საკითხი N1.

ნაშრომის პრეზენტაციის ფორმები და საშუალებები


[ლიტერატურა: MS Word - გაიდი; ჩუბინიძე: 51-55, 73-75]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტილის მიხედვით ნაშრომი შედგება 3


ნაწილისაგან. ესენია: საწყისი გვერდები, ძირითადი ნაწილი და ბოლო
გვერდები. საწყისი გვერდი თავის მხრივ 7 ნაწილად იყოფა (თავფურცელი;
განაცხადი; აბსტრაქტი; მადლობა; სარჩევი; ცხრილების, გრაფიკებისა და სხვა
ილუსტრაციების ჩამონათვალი; აბრევიატურების ჩამონათვალი), ძირითად
ნაწილი იყოფა ექვსად (შესავალი; სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;
მეთოდოლოგია; შედეგები; შედეგების ინტერპრეტაცია / დისკუსია; დასკვნები
და რეკომენდაციები), ხოლო ბოლო გვერდები შედგება 2 ნაწილისგან
(ბიბლიოგრაფია და დანართები).

ნაშრომის დაფორმატებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ტექსტი


დაწერილი იყოს Sylfaen შრიფტით. სათაური უნდა დაიწეროს 14 ზომის
გამუქებული და სწორი შრიფტით (მეორე დონის სათაურს ვაფორმებთ 12
ზომის, გამუქებული და დახრილი შრიფტით, მესამე დონის სათაურს კი
დახრილი 12 ზომის შრიფტით), ხოლო უშუალოდ ტექსტი - 12 ზომის
სტანდარტული შრიფტით. ველების გასწორების დროს ყურადღება უნდა
მივაქციოთ, რომ მარჯვენა ველი იყოს 2 სმ, მარცხენა - 2.50 სმ, ქვედა და ზედა
ველი კი 2 სმ, ხოლო სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომი არაბული ციფრებით ინომრება, სადაც
თავფურცელს არ ვითვალისწინებთ.
საკითხი N2.

სამეცნიერო კვლევა და მისი დანიშნულება; აკადემიური წერა და სტილი:


[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 9-15, 155-165; თურაბიანი: 21-29;
ეკო: 54-62, 204-214;]

კვლევა და მეცნიერება ურთიერთდამოკიდებულებაშია, რადგან სწორედ ამ


პროცესით, კვლევით, ვიძენთ ახალ ცოდნას და მივდივართ მეცნიერებამდე.
მეცნიერულობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: კეთილსინდისიერება,
მნიშვნელოვნება, ობიექტურობა, ვალიდურობა, ორიგინალურობა,
საზრობრივი და ენობრივი სიცხადე, გადამოწმებადობა.
აკადემიური ნაშრომის დაწერისას სასურველია დავგეგმოთ თითოეული
ნაბიჯი, მთლიანი სამუშაო დავყოთ რამდენიმე ნაწილად, რომ
გაგვიადვილდეს მუშაობა. ამასთანავე, სამეცნიერო კვლევა უნდა დაიწეროს
მესამე პირში, პრობლემა ნათლად უნდა ჩანდეს, მკითხველისთვის როგორც
პრობლემა, ისევე ტექსტი უნდა იყოს ადვილად აღქმადი, ამიტომ სასურველია
გამოვიყენოთ მარტივი წინადადებები, ზომიერად ტერმინები, ვიყოთ
ობიექტურები საკვლევი პრობლემის მიმართ. ასევე, სასურველია ავტორმა
ყურადღება მიაქციოს საკუთარ ემოციურ მხარეს და ნაკლებად ჩართოს ის
ნაშრომში. აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს გამოყენებული ყველა რესურსი
იყოს დამოწმებული, რადგან შევძლოთ მკითხველის ნდობის მოპოვება.
სამეცნიერო ნაშრომის წერისას უნდა გავითვალისწინოთ მართლწერის
ნორმები.
ბიბლიოგრაფია არის ყველა იმ წყაროს ერთიანი ჩამონათვალი, რომელსაც
გამოვიყენებთ ნაშრომის შექმნის დროს.
არსებობს სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფია. ესენია: შერჩეული
ბიბლიოგრაფია, ბიბლიოგრაფია ერთი ავტორის მიხედვით და ანოტირებული
ბიბლიოგრაფია.
ნაშრომში ავტორმა შეუძლია გამოიყენოს შენიშვნების ორი სახე: ტექსტის
ბოლოს გატანა ან სქოლიოში მონიშვნა.
ავტორს შეუძლია ნაშრომში დასვას 3 სახის შეკითხვა: კონცეპტუალური,
პრაქტიკული და გამოყენებითი შეკითხვები.

კითხვა: რა ხერხები არსებობს იმისათვის, რომ ავტორმა შეძლოს საკვლევი


პრობლემის სწორად არჩევა?
საკითხი N3.

სამეცნიერო ლიტერატურის სახეები


[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 15-16; თურაბიანი: 45-48; ეკო:
80-92; ჩუბინიძე: 138-139]

არსებობს სამეცნიერო ნაშრომის რამდენიმე სახე:


I. საშინაო ნაშრომი
II. სასემინარო ნაშრომი
III. საბაკალავრო ნაშრომი
IV. სამაგისტრო ნაშრომი
V. სადოქტორო ნაშრომი
VI. სამეცნიერო სტატია

გასათვალისწინებელია ავტორის სურვილი საკვლევი პრობლემის მიმართ,


თუმცა წყაროების გარეშე ნაშრომის დაწერა შეუძლებელია, ამიტომ
სასურველია ჯერ მოვიძიოთ წყარო, რადგან შევძლოთ მუშაობა სამეცნიერო
ნაშრომზე. უნდა დავადგინოთ საიდან მოვიპოვებთ მასალას, რომ იყოს
ადვილად ხელმისაწვდომი.
ავტორს შეუძლია გამოყოს პირველხარისხოვანი (ორიგინალი ნაშრომი),
მეორადი (ისეთი ნამუშევრები, სადაც გაანალიზებულია პირველხარისხოვანი
წყარო) და მესამეხარისხოვანი წყაროები (ეფუძვნება მეორეხარისხოვან წყაროს
და ხშირად დაწერილია არასპეციალისტების მიერ).
აუცილებელია თითოეული წყარო იყოს დამოწმებული.

საკითხი N4.

კონსპექტბარათი
[ლიტერატურა: თურაბიანი: 64-70; ეკო: 184-200]

სასურველია აკადემიურ ნაშრომზე მუშაობისას ვაწარმოოთ კონსპექტბარათი.


ზედა ნაწილში გამოვყობთ ორ ნაწილს, ერთ ნაწილში ვუთითებთ ავტორს,
ბარათის ნომერსა და სახელწოდებას, ხოლო მეორე ნაწილში განვათავსებთ
საკვანძო სიტყვებს.
კონსპექტბარათში აღნიშნული საკითხების მიმართ ჩვენი შეხედულება,
შენიშვნები უნდა გამოვყოთ სხვა ადგილით.
პერიფრაზისა და ციტატის დაწერისას გამოვიყენოთ სხვა ფერი, შრიფტი ან
ზომა, რადგან ადვილად შევძლოთ მათი ტექსტიდან გამორჩევა.
პლაგიატის თავიდან ასაცილებლად უნდა ვწეროთ საკუთარი სიტყვებით და
ვერიდოთ ბევრ ციტატებს.

კითხვა: აუცილებელია თუ არა, რომ კონსპექტბარათი დაიწეროს მესამე პირში?

You might also like