You are on page 1of 6

კონსპექტბარათი 2

ელენე ამაშუკელი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საშინაო ნარომი

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კურსის ხელმძღვანელი: თინათინ თვალჭრელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი,2019
1.ლიტერატურის მოძიება.

წყაროების მოძიების სტრატეგიები- მანამ შევუდგებით წყაროების მოძიების


სტრატეგიას, უნდა გავცეთ რამდენიმე შეკითხვას პასუხი:
რას? რა? სად? როგორ?
რას ვეძებ?- თემა: საჭიროა დავადგინოთ ძიების მიზეზი და გამოვკვეთოთ
საკითხი.
რა მჭირდება?- მასალა: გამოქვეყნებული ლიტერატურის სახეობების დადგენა
და ყურადღების გამახვილება, დროსა და ადგილზე.
სად ვეძებ?- ბიბლიოთეკებში, გაზეთებში, ჟურნალებში, მონაცემთა ბაზებსა და
სამეცნიერო ბაზებში...
როგორ ვეძებთ?- ვირძევთ ძიებისთვის ყველაზე მოსახერხებელ ვარიანტს.

ასევე აღსანიშნავია 1.გონებრივი იერიში: თემის დაწყებას თავის სირთულე


ახლავს, რასაც მოყვება კითხვები, თუმცა მის გადასაჭრელად მარტივია
გამოკვეთო მნიშვნელოვანი სიტყვები.
წყაროები შეგვიძლია მოვიძიოთ: 1. ბიბლიოთეკებში. 2. ელექტრონულ
კატალოგებში.- მითითებული გვაქვს ილიაუნის ბიბლიოთეკები და
სხვადასხვა სახის ელექტრონული კატალოგები. 3. ინტერნეტში- თუმცა
ინტერნეტის გამოყენების დროს გვმართებს სიფრთხილე, რადგან ინტერნეტში
არის ბევრი არააკადემიური წყრო. 4. სამეცნიერო ბაზებში- აერთიანებს
სხვადასხვა სახის საინფორმაციო რესურსის ელექტრონულ ვერსიას,
როგორებიცაა: ელექტრონული წიგნები, ჟურნალები და ა.შ.

ინფორმაციის ძიების ყველაზე გავრცელებული მეთოდებია:


 ბიბლიოგრაფიული კვალის გაყოლა, ე.წ თოვლის გუნდის მეთოდი -
აქტუალურ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი ძიება.
 სისტემატიური ძიება — ძიების მთავარ სამიზნედ დარგობრივ
ჟურნალებთან ერთად შეიძლება იქცეს მონოგრაფიები,
მრავალავტორიანი პუბლიკაციები, მონაცემთა ბაზები,
გამომცემლობების ბროშურები და ა.შ.

ზოგადად, მკვლევრები თავდაპირველად კრიტიკული ლიტერტურის


მიზანდასახულ მოძიებას იწყებენ დარგობრივ ჟურნალებში, რომლებიც მათი
საკვლევი თემის შესაბამისია
ყოველთვის ყველა სტატიის ბოლომდე წაკითხვა საერთოდაც არ არის
საჭირო, რადგანაც უმთავრეს მითითებებს ვხვდებით სათაურში,აბსტრაქტში,
ნაშრომის დასკვნით ნაწილში.

2. სასარგებლო წყაროების მოძიება.

უნდა მივმართოთ პირველწყაროებს ფაქტების მოძიების მიზნით.-


გამოცდილი მკვლევარები მონაცემებს პირბელ რიგში პირველწყაროებში
ეძებენ. გავეცნოთ მეორად წყაროებს, რათა ვნახოს სხვა მკვლევარების
ნაშრომები- მეორად წყაროს მკვლევარი სამი დანიშნულებით იყენებს: 1.
მეორადწყაროებს იყენებენ, რატა მიიღონ სხვების ნამუშევრებიდან უფრო
მეტი ცოდნა და განვიტარდნენ. 2. ნაშრომი არ არის დასრულებული, სანამ
მკვლევარი არ გაითვალისწინებს სხვების აზრს. 3. საკუთარი კვლევის
ანალიზისა და მოდელირების მოძიება.
გავეცნოთ მესამეხარისხოვან წყაროებს.

სანამ დავიწყებთ წყაროების მოძიებას, უნდა ვიცოდეთ როგორ მივუთითოთ


გამოყენებული ლიტერატურა.
განვსაზღვროთ მითითების სტილი- სქოლიო ან ტექსტობრივი მითითება.
გამოვიყენოთ ბიბლიოგრაფია სწორად - •
 ვინ საწერა ან შეადგინა წყარო?
- ავტორები
-რედაქტორები
-მთარგმნელები
 რა მინაცემების მიხედვით ხდება წყაროების ამოცნობა?
-სათაური და ქვესათაური
 ვინ და როდის გამოაქვეყნა წყარო?
- გამომცემლობის დასახელება
-გამოცემის ადგილი
-გამოცემის თარიღი

3.ბიბლიოგრაფია

ნაშრომებში, რომლებშიც წყაროების დამოწმება შენიშვნებში მითითების


ფორმატით ხდება, ასევე უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, რომელშიც
ჩამოთვლილი იქნება შენიშვნებში მითითებული ყველა წყარო ანბანის
მიხედვით.
1. მოგყავთ ციტატა
2. სხვა ავტორთა იდეებს, მოსაზრებებს, დასკვნებს და ა.შ. გადმოსცემთ თქვენი
სიტყვებით (აკეთებთ პარაფრაზს ან რეზიუმეს)
3. მკითხველის ყურადღებას მიაპყრობთ წყაროებზე, რომლებიც შეესაბამება თქვენს
მსჯელობას, არგუმენტებს (აკეთებთ მინიშნებას)
4. იყენებთ სხვათა კვლევების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს (ამ შემთხვევაში
საჭიროა, მიუთითოთ უშუალოდ სტატისტიკური მონაცემების ავტორი და არა ის
წყარო, რომელშიც ამ ინფორმაციას გაეცანით)
5. იყენებთ ზეპირ გადმოცემებს, საჯარო გამოსვლებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს,
ფოტო- და ვიდეო-მასალას, წერილებს და ა.შ
7.3.2. შენიშვნებში მითითების ფორმატი წყაროს შენიშვნებში მითითების
ფორმატი, ე.წ. ტექსტქვეშა დამოწმება, მეტწილად ჰუმანიტარულ და ზოგიერთ
სოციალურ მეცნიერებებში გვხვდება.

ბიბლიოგრაფიის სხვადასხვა სახე არსებობს:


შერჩეული ბიბლიოგრაფია-ზოგიერთი ბიბლიოგრაფია არ მოიცავს
შენიშვნებში მითითებულ ყველა ნაშრომს. ხშირად გამოტოვებულია ისეთი
მითითებები,რომლებიც, სავარაუდოდ, არ არის მკითხველისთვის
საინტერესო.
ბიბლიოგრაფია ერთი ავტორის მიხედვით- სტანდარტულ
ბიბლიოგრაფიასთან ერთად ხშირად ხდება ერთი ავტორის ნაშრომების ცალკე
ჩამონათვალის გაკეთება.
ანოტირებული ბიბლიოგრაფია- ზოგიერთი ავტორი ბიბლიოგრაფიის
თითოეულ მუხლს ურთავს ნაშრომის შინაარსის მოკლე აღწერას ან
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კავშირშია მასალა კვლევასთან.

4. წყაროების სანდოობა.
წყაროს ტიპების მახასიათებლები და მათი გამოყენების შესაძლებლობები:
გამოიყოფა წყაროს შემდეგი ტიპები: სახელმძღვანელო, დარგის ჟურნალი,
კრებული, მონოგრაფია, დისერტაცია, ინტერვიუები, ენციკლოპედიები,
გაზეთები, მოხსენებები.
წყაროს მეცნიერულობის ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით
ფასდება. მათ შორის მნიშვნელოვანია ობიექტურობა, შინაარსის სანდოობა,
დამაჯერებლობა და სისწორე, წყაროს ავტორიტეტულობა, ორიგინალურობა,
აღქმადობა. ჩამოთვლილი მახასიათებლები შესაძლებელია ოთხ მთავარ
კრიტერიუმში გაერთიანდეს და ესენია: ავტორი, თემა, წყარო და შინაარსი.
ავტორი- რა ვიცით მის შესახებ, აქვს თუ არა მას აკადემიური ტიტული,
მუშაობს თუ არა ის სამეცნიერო დაწესებულებაში...

You might also like