You are on page 1of 5

მოდერნიზმის გავლენა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელში“

ელენე ამაშუკელი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საშინაო ნარომი

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კურსის ხელმძღვანელი: თინათინ თვალჭრელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2019
შესავალი

საკვლევი პრობლემა

მოდერნიზმი და მისი გავლენა სხვადასხვა დარგში საკმაოდ აქტუალური თემაა,


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოდერნიზმის ძირითადი მიმდინარეობა ლიტერატურა
და ხელოვნებაა. თუმცა თავს ასევე კარგად იჩენს კულტურასა და არქიტექტურაში.
ძირითადად მას ახასიათებს თვისებები, რომლებიც რა თქმა უნდა თავისებურებებია.
მაგალითად ეს შეიძლება იყოს ვინმეს ან რამის მიმართ შეურიგებლობა, ანუ ბრძოლა
რაიმეს წინააღმდეგ, რაც შეეხება რელიგიას რელიგიაში მოდერნიზმი სხვა თვალით
არის დანახული. მოდერნიზმთან დაკავშირებით არსებობს მრავალი მოსაზრება,
არსებობს, როგორც დადებითი ისევე უარყოფითიც, რა თქმა უნდა ეს ორი მხარე
ყველას და ყველაფერს გააჩნია. იგი შესწავლილი როგორც კრიტიკულად ისე
დადებითად, შესწავლილია ასევე ხელოვნების მიმართულებით, არქიტექტურის და
რაც ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ლიტერატურაშიც ბევრი დაკვირვება
და შესწავლა გამოიარა. შესწავლილია, როგორც საქართველოს მწერალთა
მიმდინარეობად ისე სხვა ქვეყნების თვალსაზრისზეც. მაგალითად, ტიმ ამსტრონგის
წიგნი- მოდერნიზმი: კულტურული ისტორია ( თემები მე-20 და 21 საუკუნის
ლიტერატურაში ) (Modernism: A Cultural History (Themes in 20th and 21st Century
Literature). ამ წიგნში ჩანს კვლევა იმ აფეთქების შესახებ რომელიც მოდერნიზმა
გამოიწვია მე-20 საუკუნის კულტურასა და ისტორიაში. ასევე დიდი ყურადღება
მიიბყრო ჩარლზ ჰარისონის წიგნმა- მოდერნიზმი (მოძრაობა თანამედროვე
ხელოვნებაში).იგი დაიბეჭდა 1997 წლის 17 ივლისს. მოდერნიზმი ბევრ
ლიტერატურათმცოდნეებს აქვთ დამუშავებული, თუმცა ჯერ არავის უსაუბრია თუ

2
როგორია მოდერნიზმის გავლენა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელზე“. ზოგადად
ჰერმან ჰესე, როგორც მოდერნისტი მწერალი, საკმაოდ ბევრმა განიხილა, მაგალითად:
Washington University Open Scholarship- მა გამოსცა წიგნი Hermann Hesse as Ambivalent
Modernist. თუმცა მისი რომანი „ტრამალის მგელი“, როგორც საკვლევ თემად არავის
განუხილავს.

კვლევის მიზანი

პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ჰერმან ჰესეს ეს რომანი საკმაოდ


დამაფიქრებელა და ნათლად ჩანს მასში მოდერნისტული მახასიათებლები. სწორედ
ამიტომ, ჩემი კვლევის მიზანია დავადგინო მოდერნიზმის ინტერპრენტაცია
ლიტერატურული მიმართულებით „ტრამალის მგელში“. რამდენად მოქმედებს ეს
მახასიათებლები მკითხველზე და დავინახო ავტორის შინაგანი სამყარო
მოდერნიზმის მიმართულებით. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია თუ, რა როლი
ითამაშა დრომ ამ რომანზე და რა გავლენა იქონია მასზე. მსურს პარალელი
გავავლო დღევანდელობასთან და ამოვხსნა ის იდუმალება, რომელიც დამალა
მოდერნიზმმა რომანში. ასევე მსურს ფრთები შევასხა რომანის პრობლემების
წარმოჩენას და მათ გაანალიზებას.

საკვლევი კითხვები/ ჰიპოთეზა.

მოდერნიზმის გავლენა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელში“ არც თუ ისე კარგად


არის შესწავლილი, ამიტომაც გამიჩნდა სხვადასხვა სახის შეკითხვები, რასაც ჩემ
ნაშრომში წარმოვადგენ და ვეცდები თითოეულ მათქანს ამომწურავი და გასაგები
პასუხები მოვუძებნო. პირველ რიგში, რასაც მინდა ნათელი მოვფინო არის ის, თუ
რამდენად არის მოდერნიზმის გავლენა რომანში, ან საერთოდ არის თუ არა ?
მაინტერესებს საიდან, რატომ ან რა მიზეზმა გამოიწვია ავტორის მოდერნისტული
ხედვა ამ წიგნში. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია გავიგო, როგორ მოქმედებს მოდერ

3
ნისტულ ეგზიცენსტიალური საკითხები პერსონაჟზე. საინტერესოა ისიც, თუ
როგორია პიროვნების გაორება და რაში მდგომარეობს მისი მთავარი პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმიც და „ტრამალის მგელიც“ არც თუ ისე ადვილი
შესასწავლია, თუმცა მე ვეცდები წარმოგიჩინოთ ჩემი შესაძლებლობები და
დავაკმაყოფილო ყოველგვარი კითხვა რასაც თავადვე წამოვჭრი.

ბიბლიოგრაფია:
ჰესე ჰერმან.ტრამალის მგელი.293,თბილისი : ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა, 2016.

ქართული ლიტერატურა (ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული


პროცესების ჭრილში), თანაავტორი ტ.I, შოთა რუსთაველის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტი, გამომცემლობა “საარი“, თბილისი 2016.

წიფურია ბელა. თანამედროვე ლიტერატურა მოდერნიზმიდან


პოსტრმოდერნიზამდე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2016.
https://drive.google.com/file/d/0B2iT6cJgt6h1MzZYVmVQVlp2a0E/view (04.14.2019)

უელკი რენე. უორენი ოსტინ

,, ლიტერატურის თეორია,, .თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა , 2010.

https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/LiteraturisTeoria.pdf
(04.04.19)

https://library.iliauni.edu.ge/ebooks/rene-uoleki-ostin-uoreni-literaturis-theoria/
(04.04.19)

4
5

You might also like