You are on page 1of 5

კონსპექტბარათი N2

ნინო აკოფოვი
ა) ლიტერატურის მოძიება
თანამედროვე სამყაროში საკმაოდ მარტივია ინფორმაციის მოძიება, ამის
საშუალებებია : ბიბლიოთეკები, ელექტრონული კატალოგები, სამეცნიერო ბაზები,
ინტერნეტი. ინფორმაციის ძიების მეთოდთაგან, ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებულია ბიბლიოგრაფიული კვალის გაყოლა, ანუ იგივე თოვლის გუნდის
მეთოდი, რომელშიც მოიაზრება აქტუალურ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი
ძიება. თითოეული მომდევნო წყარო, რომელსაც მოვიძიებთ, უნდა შეესაბამებოდეს
საკვლევ საკითხს.

შემდეგი საშუალებაა სისტემური ძიება, რომლის მიხედვითაც, ძიების მთავარი


სამიზნე შეიძლება იყოს მაგალითად ჟურნალები, გამომცემლობის ბროშურები,
მონაცემთა ბაზები. ამგვარი ძიებისას ასევე აუცილებელია გადავხედოთ შედარებით
მოძველებულ, ანუ ბოლო 10 წლამდე გამოშვებულ გამოცემებს. მნიშვნელოვანია
დავაზუსტოდ თუ რამდენად შეესაბამება ჩვენს საკვლევ პრობლემას ის მასალა,
რომელიც მოვიძიეთ. ინტერნეტის გამოყენება კარგი საშუალებაა, თუმცა უნდა
გავითვალისწინოთ, რომ აქ შეიძლება შეგვხვდეს ისეთი არასანდო, არააკადემიური
წყაროები, როგორებიცაა: ვიკიპედია, ბლოგი, არაობიექტური საიტები, სწორედ
ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ინტერნეტით სარგებლობისას. ხოლო რაც შეეხება
სამეცნიერო ბაზებს, მასში გაერთიანებულია შემდეგი ელექტრონული ვერსიები:
ელექტრონული ჟურნალები, წიგნები, სტატიები და მრავალი სხვა.

საბიბლიოთეკო კატალოგების მოძიება მარტივია, ვინაიდან მათი მოძიება შეგვიძლია


ელექტრონულად, თუნდაც შეგვიძლია მოვიძიოთ ილიაუნის ბიბლიოთეკის
ვებგვერდზე, ასევე ხელმისაწვდომია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
ელექტრონული ვერსიაც. სტუდენტებს შეუძლიათ, რომ სხვადასხვა სისტემის
მეშვეობით მოიძიონ ინფორმაცია მათი საკვლევი საკითხის შესახებ, მაგალითად
სისტემა EBDCO Discovery Service, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია
განვახორციელოთ ძიება იმ სამეცნიერო ბაზაში, რომელზეც ილიაუნის ბიბლიოთეკას
აქვს წვდომა. გარდა ამისა, კიდევ უამრავი საშუალება არსებობს ინფორმაციის
მოსაძიებლად, თუმცა მთავარი ის არის, რომ სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისას,
მკვლევარი ყურადღება მიაქციოს რომელ წყაროსაც იძიებს სანდოა თუ არა, ასევე
მნიშვნელოვანია ამ წყაროების ხარისხსაც მიაქციოს ყურადღება, პირველადია,
მეორეული თუ მესამეული და გამოიყენოს მხოლოდ ყველაზე სანდო, ანუ პირველადი
წყარო.

ბ) ბიბლიოგრაფია

,,ნაშრომებში, რომლებშიც წყაროების დამოწმება შენიშვნებში მითითების


ფორმატით ხდება, უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება
შენიშვნებში მითითებული ყველა წყარო ანბანის მიხედვით.“[ჩუბინიძე, 2011, გვ154]
მკითხველს უნდა შეეძლოს, ნახოს ინფორმაცია, როგორც სარჩევში
მითითებული,ასევე ბიბლიოგრაფიაში. რადგანაც მათი მნიშვნელობები და
დატვირთვა, ერთმანეთისგან განსხვავებულია, კერძოდ კი შენიშვნების საშუალებით
მკითხველს შეუძლია უფრო მარტივად და სწრაფად ნახოს კონკრეტული, სასურველი
წყარო, ხოლო ბიბლიოგრაფიაში- კვლევის მასშტაბი.

ბიბლიოგრაფიაში წყაროები დალაგებულია ანბანის მიხედვით, ავტორის ან


რედაქტორის გვარის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არცერთი იქნება წყაროში
მითითებული, შეგვიძლია, რომ დავალაგოთ სათაურის მიხედვით ან ქრონოლოგიით.
ბიბლიოგრაფიაში შეგვიძლია მივუთითოდ სტატიები, ბიბლია, წმინდა წიგნები,
ლიტერატურული ნაწარმოებები. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ნაშრომისთვის.
ბიბლიოგრაფიის დაწერისას, უნდა გავითვალისწინოთ მისი სტრუქტურა, რომლის
მიხედვითაც, ჯერ უნდა დაიწეროს ავტორი(გვარი, შემდეგ სახელი), შემდეგ სათაური,
ინფორმაცია გამოცემის შესახებ. ასევე შეგვიძლია წერტილების გამოყენება ავტორისა
და სათაურის შესახებ ინფორმაციის გამოსაყოფად.
ბიბლიოგრაფია, შესაძლოა დაიყოს კატეგორიადაც, თუ იგი ვრცელია, რაც სწორედ
მკითხველს ეხმარება და მისთვის უფრო მარტივად გაიგოს და დაინახოს
დაჯგუფებულად წყაროები.

ბიბლიოგრაფია

1. ქათამაძე თინათინ, ქასრაშვილი ნათია, საღინაძე ნათია, პატარიძე სალომე,


2018, ,,აკადემიური მუშაობის საფუძვლები“ , გვ 65-81, თბილისი: ილიას
საცელმწიფო უნივერსიტეტი.
2. ჩუბინიძე ნინო, 2011, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
სტილის სახელმძღვანელო, გვ 154-161, თბილისი: პირველი ელექტრონული
გამოცემა.

You might also like