You are on page 1of 3

კონსპექტბარათი - N4

საგანი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

სტუდენტი: მარიამ ჯოლბორდი

თარიღი: 17/04/2022

საკითხი N1

აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპები და საშინაო ნაშრომის სტრუქტურა


[ლიტერატურა: თურაბიანი: 146-148; ეკო: 26-27]
• საკვალიფიკაციო ნაშრომზე მუშაობის დროს სასურველია სტუდენტის
პედაგოგის ძალდატანებით არ მოხდეს თემის შერჩევა. არსებობს ოთხი წესი,
რომლებიც გვეხმარება თემის შერჩევაში :
1. გათვალისწინებული იყოს სტუდენტის ინტერესი
2. მასალა იყოს ადვილად მოძიებადი
3. საკვლევი მასალა უნდა იყოს შესაფერისი სტუდენტის ინტელექტისა
4. მაძიებელმა უნდა შეარჩიოს საკვლევად ისეთი თემა, რომლის
შესაძლებლობაც აქვს

• კვლევის წერის დროს მკითხველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ნაშრომში


გამოყოს შესავლის დასასრული, დასკვნის დასაწყისი და რა წინადადებებითაა
ფორმულირებული აღნიშნული ორი ნაწილი.

• შესავალი ნაწილისა და დასკვნის გამოსაყოფად სასურველია, ვიდრე ძირითად


ნაწილზე გადავალთ, გავაკეთოთ ქვესათაურები ან დავტოვოთ თავისუფალი
ადგილი.

• მნიშვნელოვანია ძირითადი ნაწილის წაკითხვის დროს მკითხველმა


შენიშნოს, რომ ნაშრომში შეინიშნება შემდეგი 6 საკითხი:
1. რა ძირითადი ტერმინებია გამოყენებული
2. თითოეული თავისა თუ ქვეთავის დასასრული და დასაწყისი
3. ქვეთავებსა და თავებს შორის კავშირი
4. რა ფუნქცია აქვს თითოეულ ნაწილს მთლიანობასთან
5. თითოეული ნაწილის წინადადებათა რაობა
6. დამახასიათებელი ტერმინები, რომლებიც ყველა ნაწილში გვხვდება
საკითხი N2

თემის პრობლემის საბოლოო შერჩევა, შესავალი

[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 31-32; ჩუბინიძე: 89-90; ეკო: 62-


76]

• მკითხველი სამეცნიერო ნაშრომის წაკითხვისას თავდაპირველად ეცნობა


შესავალს, ამიტომ ავტორმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს შესავლის
დაწერას, რომ იყოს საინტერესო და იყოს აწყობილი ლოგიკურად.

• შესავალი ნაწილი შედგება 4 პუნქტისგან და იწყება საკვლევი პრობლემის


გაცნობით(სასურველია ერთი საშუალო აბზაცი), შემდეგ იწერება თუ
რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ არჩეული საკითხი,
მესამე ნაწილში უნდა ჩამოვაყალიბოთ კვლევის მიზანი და ბოლოს ვწერთ
ჰიპოთეზას.

• შესავალის წაკითხვის დროს მკითხველი უნდა დარწმუნდეს, რომ კვლევა


საჭიროა. თავდაპირველად მიმოვიხილავთ საკვლევი თემის სფეროს,
ისტორიას და თანდათანობით გადავდივართ მხოლოდ საკვლევ საკითხთან.
წინადადებები ლოგიკურად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს რომ
მკითხველისთვის იყოს ადვილად აღქმადი. ასევე, გათვალისწინებული უნდა
იყოს აკადემიური სტილი.

საკითხი N3

პლაგიატი: ციტირების ხერხები; პარაფრაზი; წყაროების მითითება; სქოლიო

[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 125-130; პლაგიატი და მისი


გამოვლენის ათი შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში: 8-12; 18-26; 57-64; თურაბიანი: 64-
73; 110-116; ჩუბინიძე: 139-143; Plagiarism Spectrum 2.0: https://bit.ly/2F4ZYFl]

• სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის დროს მკითხველის ნდობის მოსაპოვებლად


არ კმარა ჩვენი აზრის დაფიქსირება, საჭიროა სანდო წყაროები გამოვიყენოთ
და საკუთარი მოსაზრება გავამყაროთ არგუმენტებით.

• დამოწმებას არ საჭიროებს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებები.


• მოპოვებული მასალის გაცნობის შემდეგ ნაშრომში გამოყენების რამდენიმე
ხერხი არსებობს: ციტატის მოყვანა, პარაფრაზის გაკეთება, რეზიუმეს დაწერა,
წყაროს დამოწმება და მინიშნების გაკეთება.

• პლაგიატორი არის ადამიანი, რომელიც სხვის ნაშრომს იყენებს და განზრახ


უთითებს ავტორად საკუთარ თავს, ხოლო ასეთ ნაშრომს პლაგიატი ეწოდება.

• პლაგიატისგან თავის ასაცილებლად სასურველია წყარო იყოს მითითებული


და ვწეროთ საკუთარი ენით, რომ შევინარჩუნოთ ინდივიდუალურობა.

• არსებობს ციტატის ტექსტში ჩართვის რამდენიმე ხერხი:


1. ბრჭყალები
(ქართულსა და გერმანულ წყაროს - ,,...’’ ; ინგლისურ ციტატას - ‘’...’’ ; ხოლო
ფრანგულს - «…»)
2. მოკლე ციტატა
3. გრძელი ციტატა
4. ფრაგმენტული ციტატა
5. ციტატა ციტატაში
6. ციტატის ჩართვა მსჯელობაში

• პარაფრაზე არის როდესაც სხვისი ნაშრომიდან გადმოგვაქვს წინადადება ჩვენი


სიტყვებით. არ ვსვამთ ბრჭყალებში. პარაფრაზის დასრულების შემდეგ ვწერთ
ჩვენს მოსაზრებას აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით.

• რეზიუმე არის ის ნაწილი, სადაც ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოკლედ


არის შეჯამებული. ასევე, შესაძლებელია მინიშნებების ჩართვაც.

You might also like