You are on page 1of 3

სტუდენტი: სალომე სიგუა

ლექტორი: გუბაზ ლეთოდიანი

თარიღი: 4.04.2023.

კონსპექტბარათი #4

1. თემა პირველი. როგორია აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპები და როგორია


საშინაო ნაშრომის სტრუქტურა.

ქვემოთ ვიხილავთ ინფორმაციას სამუშაო პროცესის მნიშვნელოვან და ძირითდ


ეტაპებზე. ნაშრომის სტრუქტურასა და მის შემადგენელ ელემენტებზე.

გამოყენებული ლიტერატურა: თურაბიანი: 146-148; ეკო: 26-27.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომის ძირითადი ნაწილი არის უმთვრესი რამ, ამიტომაც მისი
თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნაშრომი ჩაითვლება თანმიმდევრულად,
თუ ტერმინები, რომელიც ძირითადია გასდევს ყველა ნაწილს და ყოველი ნაწილი
კავშირში უნდა იყოს წინასთან, ხოლო თითოეულ ნაწილს უნდა გასდევდეს
მნიშვნელოვანი და ძირითადი დამახასიათებელი ტერმინები.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვესათაურების გამოყენება არის მნიშვნელოვანი, ამის


გარეშე მკითხველისთვის ვერ იქნება აღქმადი ნაშრომის წყობა. მის მიზანს
წარმოადგენს ის, რომ ერთი მთავარი ნაწილიდან მეორეზე გადავიდეს.

აბზაცისთვის მნიშვნელოვანია წინ იყოს ერთი ან ორი შესავალი წინადადება,


რომელიც მოკლედ გადმოგვცემს მის არსს და თუ ის არ იქნება თავში მითითებული,
მაშინ მისი მითითება აუცილებელი იქნება ბოლოში.
2. საკითხი მეორე. თემის პრობლემის საბოლოო შერჩევა, როგორ უნდა შეირჩეს
საკვლევი თემა, პრობლემა და სხვა, როგორ უნდა განვსაზღვროთ აქტუალობა.

გამოყენებული ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 31-32; ჩუბინიძე:


89-90; ეკო: 62-76.

შესავალი სამეცნიერო ნაშრომის უმნიშვნელოვანესი დეტალია, ის თემის შესახებ


წარმოდგენას უქმნის მკითხველს და აუცილებელი კომპონენტია.

შესავალი ნაწილი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს

1. საკვლევი პრობლემის აღწერა უნდა იკითხებოდეს

2. უნდა ვხედავდეთ კვლევის აქტუალობასა და მის მნიშვნელობას

3. კვლევის მიზანი უნდა იყოს გამოკვეთილი აუცილებლად

4. საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები უნდა ჩანდეს აუცილებლად.

შესავალი მკაფიოდ უნდა გვეუბნებოდეს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია


ამ კვლევის ჩატარება. სულ თავიდან იწყება თემის მიმოხილვაზე საუბარი, იკვეთება
მალევე პრობლემები, თითოეული დეტალი უნდა იყოს ნათლად წარმოჩენილი და
მკითხველს კითხვებს არ უნდა უჩენდეს. ენობრივად და აზრობრივად აუცილებლად
სრულიად უნდა იყოს გამართული.

3. თემა მესამე. პლაგიატი, ციტირებების ხერხები, რა არის პარაფრაზი, როგორ უნდა


მივუთითოთ წყაროები, ასევე ინფორმაცია სქოლიოს შესახებ.

გამოყენებული ლიტერატურა: აკად. მუშ. საფუძვ.:125-130. თურაბიანი: 64-73; 110-


116. ჩუბინიძე: 139-143. Plagiarism Spectrum 2.0: https://bit.ly/2F4ZYFl
აღსანიშნავია, რომ ჩვენი აზრის გამოთქმა არ არის მიზანშეწონილი მაშინ, თუ კი მას
ვერ დავასაბუთებთ. თუ გვსურს ჩვენი აზრი და მსჯელობა იყოს დასაბუთებული,
კარგი იქნება თუ ფაქტებს მოვიშველიებთ და მას სანდო წყაროთი დავამოწმებთ.

აღსანიშნავია, რომ სხვისი ნაშრომის მითვისება ავტომატურად პლაგიატია.


იმისთვის, რომ პლაგიატი ავირიდოთ, თუ კი ციტატების მოყვანა ვსურს ჩვენს
ნაშრომში, ისინი სათანადოდ უნდა დავამოწმოთ, თუ კი ინტერნეტში განთავსებულ
მასალებს მოვიყვანთ, მითითების გარეშე არ უნდა დავტოვოთ. უნდა იქნეს
მითითებული ის წყარო, რომელიც ჩვენი არაა და რომელიც გამოვიყენეთ.

აღსანიშნავია, რომ Turnitin არის სისტემა, რომელსაც შეუძლია პლაგიატი აღმოაჩინოს


და იპოვნოს, ის დაგვეხმარება იმაში, რომ პლაგატი აღმოვაჩინოთ და მას შეუძლია
შეადაროს ყველა ახალი ტექსტი ძველს და სხვებს.

ციტირებას რაც შეეხება, ციტატა არის ის, რაც ტექსტიდან ზუსტად სიტყვა სიტყვით
გადმოგვაქვს ჩვენს ნაშრომში, ამის წყალობით ჩვენს აზრს უფრო არგუმენტირებულს
ვხდით. პარაფრაზს რაც შეეხება, ისაა არაპირდაპირი ციტატა და ეს გულისხმობს სხვა
ტექსტიდან ნებისმიერი მონაკვეთის გაშინაარსებას ანუ ჩვენი სიტყვებით
გადმოცემას.

You might also like