You are on page 1of 2

კონსპექტბარათი #5

სტუდენტი: ელენე ლომიძე

ლექტორი: თამარ ლომიძე

თარიღი:11.5.2022

ა. საკვლევი კითხვა და კითხვები, მიზანი (შესავალი)

საშინაო ნაშრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასურველი ნაწილი არის შესავალი,


შესაბამისად, შესავალშივე უნდა იკვეთებოდეს საკვლევი თემის მნიშვნელობა,
აქტიურობა და მთავარი მიზანი თუ რატომ ვწერთ. აქქვე შესაძლებელია
მაგალითების მოყვანა, როგორიცაა სტატისტიკა, ციტირება და სხვა.

აკადემიური კვლევის მიზნებია:

 სამეცნიერო ბაზებში სამეცნიერო მონაცემების მოპოვება არჩეული თემის


შესახებ;
 გააზრება, თუ რა, როგორ, ვის მიერ არის დამუშავებული მოძიებული თემა;
 ჩვენი დაწერილი ნაშრომის დაკავშირება სხვა სამეცნიერო ნაშრომებთან,
არსებულ ცოდნასა და მონაცემებთან;

შესავალი:

 შესავალი უნდა იყოს დაახლოებით მთლიანი ნაშრომის 15%;


 გვერდების რაოდენობა თუ 12-15-ია, მაშინ შესავალი უნდა შეადგენდეს ერთ
გვერდზე მეტს;
 შესავალში არ არის საჭირო არგუმენტირებული მსჯელობა;
 შესავალი არის მცირე;
 სასურველია დაისვას რამდენიმე კითხვა კონკრეტული საკითხის მიმართ;
 აუცილებელია, რომ დაცული იყოს სამეცნიერო ენა;
 მკითხველისთვის შესავალი გასაგები და ნათელი უნდა იყოს;
 სასურველია თუ შემდგომი ნაწილების აღწერაც იქნება მოცემული შესავალში;

რა უნდა იყოს გამოკვეთილი ნაშრომის შესავალში?

 საკვლევი პრობლემა;
 კვლევის მიზანი;
 სალვლევი საკითხები;
სასურველია ნაშრომის წერის დროს ხშირად დავსვათ კითხვები. კითხვები შესაძლოა
შემდეგნაირ შინაარს ემყარებოდეს:

 დავსვათ დისკუსისს გამომწვევი კითხვები;


 დავსვათ კიტხვები, რომელიც განსხვავბეულ აზრს გამოიწვევს;
 აგრეთე, დავსვათ შეკითხვა: „რა იქნებოდა, რომ?“
 დავსვათ შეკითხვა, რომელიც დასკვნასს გაამყარებს;
 დავსვათ ისეთი შეკითხვები, რომლებიც მკვლევრება დასვეს, თუმცა პასუხი არ
გაუციათ.

ლიტერატურა(წყარო): აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 32-35; თურაბიანი: 30-43;

ჩუბინიძე: 89-90.

ბ. აზრობრივი რუკა:

აზრობრივი რუკის შესაქმნელად საჭიროა გამოვიყენოთ Coogle, სადაც შეგვიძლია


შენიშვნების დართვა, მთავარი თემის გამოტანა, მისი დამხმარე მასალის წარმოჩენა,
იკონების, ბმულისა და ფოტოს მიმაგრება. შეგვიძლია ვაკონტროლოთ ტექსტის ზომა,
ფერი და განლაგება.

ლიტერატურა(წყარო): Coogle - გაიდი: https://bit.ly/3cQXuf4.

You might also like