You are on page 1of 26

თავისებურებანი ბრუნვათა

სისტემაში

კურსი: მორფოლოგია 1
კურსის ხელმძღვანელი: თამარ მახარობლიძე
პრეზენტატორი: ელენე ლომიძე
პრეზენტაციის გეგმა:
 ბრუნება;

 ბრუნების ტიპები;
 არსებითი სახელის ბრუნების თავისებურებანი;
 ზედსართავი სახელის ბრუნების თავისებურებანი;
 რიცხვითი სახელის ბრუნების თავისებურებანი;
 ნაცვალსახელის ბრუნების თავისებურებანი;
 ბიბლიოგრაფია;
ბრუნება:
სახელის შვიდნაირად ცვლას ბრუნება ეწოდება(დეკლანაცია);
 ბრუნებადია შემდეგი მეტყველების ნაწილები: არსებითი სახელი,
ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი.
რომლებიც გამოირჩევა ბრუნების თავისებურებებით;
ბრუნვის ტიპები:
აკაკი შანიძის მიხედვით ბრუნების 3 ტიპი გამოიყოფა:
• თანხმოვანფუძიან სახელთა ბრუნება;
• ხმოვანფუძიანი კვეცადი სახელების ბრუნება;
• ხმოვანფუძიანი უკვეცელი სახელების ბრუნება;
თამარ მახარობლიძის მიხედვით ბრუნების 5 ტიპი გვაქვს:
• თანხმოვანფუძიანი უკუმშველი სახელების ბრუნება;
• თანხმოვანფუძიანი კუმშვადი სახელების ბრუნება;
• ხმოვანფუძიანი უკვეცელი სახელების ბრუნება;
• ხმოვანფუძიანი კვეცადი სახელების ბრუნება;
• კუმშვად-კვეცადი სახელების ბრუნება;
ბრუნება:
არნორდ ჩიქობავას მიხედვით ივანე იმნეიშვილის მიხედვით კი ძველ
ბრუნვა ქართულში ექვსია: ქართულში 8 ბრუნვა გვქონდა:
სახელობითი-ი წრფელობითი -
მოთხრობითი-მა სახელობითი-ი

მიცემითი-ს მოთხრობითი-მა

მიმართულებითი-ად მიცემითი-ს

ნათესაობითი-ის ნათესაობითი-ის

მოქმედებითი-ით მოქმედებითი-ით
ვითარებითი-ად
წოდებითი-ო
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურება:
 არსებითი სახელის ბრუნების დროს ვხვდებით თავისებურებებს კუმშვად და
უკუმშველ სახელებთან დაკავშირებით;
 კუმშვა ეწოდება ფუძის შიგნიდან ხმოვნის ამოვარდნას, იკუმშება ა ე ო ხმოვნები.
ო ხმოვანი სუსტდება და მის ადგილს ვ თანხმოვანი იკავებს;
 კუმშვა ხდება მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობით, მოქმედებითსა
და ვითარებითში და ებიანი მრავლობითის შვიდივე ბრუნვაში;
 მაგალითისთვის: მგელი - მგლის, ატამი - ატმით;
 მაგალითი, როდესაც ო სუსტდება და მის ადგილას ჩნდება ვ: მინდორი -
მინდვრის;
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ძირითადად ა ხმოვანი ამოვარდება: -ალ, -არ, -ამ მარცვლებით დაბოლოებულ სახელებში;
 იშვიათად: -ან, -ად , -აბ მარცვლებით დაბოლოებულ სახელებში;

ა ხმოვნის ამოვარდა ფუძის შიგნიდან:


სახელობითი მეომარ-ი მეომრ-ებ-ი
მოთხრობითი მეომარ-მა მეომრ-ებ-მა
მიცემითი მეომარ-ს მეომრ-ებ-ს
ნათესაობითი მეომრ-ის მეომრ-ებ-ის
მოქმედებითი მეომრ-ით მეომრ-ებ-ით
ვითარებითი მეომრ-ად მეომრ-ებ-ად
წოდებითი მეომარ-ო მეომრ-ებ-ო
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ე ხმოვანი ამოვარდება: -ელ, -ერ, -ემ, -ენ მარცვლებით დაბოლოებულ დასეხელბთან;

ე ხმოვნის ამოვარდა ფუძის შიგნიდან:


სახელობითი სანთელ-ი სანთლ-ებ-ი
მოთხრობითი სანთელ-მა სანთლ-ებ-მა
მიცემითი სანთელ-ს სანთლ-ებ-ს
ნათესაობითი სანთლ-ის სანთლ-ებ-ის
მოქმედებითი სანთლ-ით სანთლ-ებ-ით
ვითარებითი სანთლ-ად სანთლ-ებ-ად
წოდებითი სანთელ-ო სანთლ-ებ-ი
არსებითი სახელის ბრუნვის
თავისებურებანი:
ო ხმოვანი ამოვარდება ან შესუსტდება და  ო ხმოვანი სუსტდება და ვ თანხმოვნად
გადაიქცევა ვ თანხმოვნად: -ოლ, -ორ, -ონ, -ობ იქცევა:
მარცვლებით დაბოლოვებული სახელებიდან;
ო ხმოვნის ამოვარდნა ფუძის შიგნიდან:
სახელობითი გოდორ-ი გოდრ-ებ-ი
სახ. მინდორ-ი მინდვრე-ებ-ი
მოთხრობითი გოდორ-მა გოდრ-ებ-მა
მოთ. მინდორ-მა მინდვრ-ენ-მა
მიცემითი გოდორ-ს გოდრ-ებ-ის
მიც. მინდორ-ს მინდვრ-ებ-ს
ნათესაობითი გოდრ-ის გოდრ-ებ-ის
მოქმედებოთი გოდრ-ით გოდრ-ებ- ნათ. მინდვრ-ის მინდვრ-ებ-ის
ით მოქ. მინდვრ-ით მინდვრ-ებ-ით
ვითარებითი გოდრ-ად გოდრ-ებ-ად ვით. მინდვრ-ად მინდვრ-ებ-ად
წოდებითი გოდორ-ო გოდრ-ებ-ო წოდ. მინდორ-ო მინდვრ-ებ-ო
არსებითი სახელის ბრუნვის
თავისებურებანი:
 არსებითი სახელის ბრუნვის დროს ვხვდებით თავისებურებას, რომელიც
გამოიხატება ლიმონის სახით, რადგან ის უკუმშველია და შეცდომა იქნება თუ
ვიტყვით ლიმნის ჩაი დავლიე და არა ლიმონის;
 სახელები სასმელი და საჭმელი იკუმსება მხოლოდ მხოლობითის ნათესაობით
და მოქმედებით ბრუნვაში, ესენი ვითარებით ბრუნვასა და მრავლობით რიცხვში
არ შეიკუმშება;
იქნება: სასმლის, სასმლით, თუმცა სასმელად და სასმელები;
საჭმლის, საჭმლით, მაგრამ: საჭმელად და საჭმელები;
 ამბავი და ხუცესიც ამ თავისებურებებში შედის: იქნება ამბ-ის და არა ამბავ-ის,
სწორია ხუც-ის და არა ხუცეს-ის;
არსებითი სახელის ბრუნვის
თავისებურებანი:
 სახელი ღმერთი მხოლობით რიცხვში იბრუნება როგორც შეკუმშული, ისე
შეუკუმშველი სახით:
ნათ. ღმერთ-ის ღვთ-ის
მოქ. ღმერთ-ით ღვთ-ით
ვით. ღმერთ-ად ღვთ-ად
 არსებითი სახელის ბრუნებისას თავისებურებას იჩენს, მაგალითად წელი, თავი,
თვალი. წელი, როდესაც ადამიანის სხეულის ორგანოს წარმოადგენს ამ
შემთხვევაში უკუმშველია, ხოლო სხვა შემთხვევაში კუმშვადი. მაგ: ბაბუას წელის
ტკივილი აწუხებდა-უკუმშველი, წლის საუკეთესო დროა-კუმშვადი;
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა ადამიანის საკუტარი სახელები,
ბრუნებისას ყველა უკვეცელი და უკუმშველია და მათ მრ. რიცხვი არ გააჩნიათ.
მიმართვის დროს ადამიანის საკუთარი სახელები უნდა ვიხმაროთ ფუძის სახით,
წოდებით ბრუნვაში (გურამ, ლუარსაბ, თამარ);
 ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა, როდესაც სახელსა და გვარს
ვაბრუნებთ ერთად, სახელი უცვლელია, ხოლო შვიდივე ბრუნვაში ბრუნვის
ნიშნებს დაირთავს გვარი;
 გეოგრაფიულ სახელებს მრავალობითი რიცხვი არ აქვს, რადგან ისინი
საკუთარ სახელთა ჯგუფს მიეკუთნებიან;
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ბრუნებისას ფუძის ბოლო ხმოვნის ჩამოშორებას კვეცა ქვია.
 კვეცა ხდება მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში: ნათესაობითსა და
მოქმედებითში, იკვეცება ა და ე ხმოვანი. მაგალითად: ხე-ხის, დედა-დედით;
 კვეცადი სახელები ბრუნებისას თავისებურებებს იჩენენ მრავლობით რიცხვში. ე-
ზე დაბოლოეუბული უკვეცელია, ხოლო ა-ზე დაბოლოეუბული კვეცადი .
მაგალითად: ხეების-უკვეცელი, დედების-კვეცადი;
 ო ზე და უ ხმოვანზე დაბოლოებული სახელების თავისებურება არის ის, რომ
ყველა უ და ო ხმოვანზე დაბოლოეუბული სახელების ფუძე ბრუნებისას
უცვლელია, მათ უკვეცელ სახელებს უწოდებენ;
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
უკვეცელ სახელთა ბრუნებას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს :
 ნათესაობით ბრუნვაში, მიცემითის მსგავსად, ბრუნვის ნიშანია -ს.
მიც. წყარო-ს წყალი მორაკრაკებს (მდინარის წყალი მორაკრაკებს)
ნათ. წყარო-ს
სიტყვის ბრუნვის გასარკვევად ფუძეხმოვნიანი სახელი უნდა ჩავანაცვლოთ ,
ან კითხვა დავსვათ;
 მოქმედებით ბრუნვაში ბრუნვის ნიშანია -თი, მაგალითისთვის: წყარო-თი, ეზო-თი;
 შევცვალეთ სხვა არსებითით წყაროს და აღმოჩნდა ნათესაობითში (მდინარის
წყალი მორაკრაკებს)
არსებითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა, აგრეთვე კუმშვად-კვეცადი არსებითი სახელები,
ასეთებია: ქვეყანა, ქარხანა, ბეგარა, პეპელა, მოყვარე, ტომარა;
 კუმშვა და კვეცა ერთ დროულად ხდება მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში : ნათესაობით,
მოქმედებით, ვითარებითსა და მთელ ებიან მრავლობითში;
კუმშვად-კვეცადი სახელის ბრუნება:
სახ. მოყვარე მოყვრ-ებ-ი
მოთ. მოყვარე-მ მოყვრ-ებ-მა
მიც. მიყვარე-ს მოყვრ-ებ-ს
ნათ. მოყვრ-ის მოყვრ-ებ-ის
მოქ. მიყვრ-ით მოყვრ-ებ-ით
ვით. მოყვრ-ად მოყვრ-ებ-ად
წოდ. მოყვარე(ვ) მოყვრ-ებ-ო
ზედსართავი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 დამოუკიდებლად ნახმარი ზედსართავი სახელი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი.
 ბრუნების თავისებურება იჩენს თავს მაშინ, როდესაც ვაბრუნებთ ზედსართავ სახელს არსებით სახელთან ერთად,
თუ ხმოვან-ფუძიან ზედსართავ სახელს ვაბრუნებთ არსებით სახელთან ერთად ზედსართავი უცვლელი
იქნება შვიდივე ბრუნვაში, ხოლო არსებითი იბრუნება ყველა ბრუნვაში.
ხმოვან-ფუძიანი ზედსართავის ბრუნება არსებით სახელთან ერთად :
სახ. მწვანე მინდორ-ი მწვანე მინდვრ-ებ-ი
მოთ. მწვანე მინდორ-მა მწვანე მინდვრებ-მა
მიც. მწვანე მინდორ-ს მწვანე მიდვრ-ებ-ს
ნათ. მწვანე მინდვრ-ის მწვანე მიდვრ-ებ-ის
მოქ. მწვანე მინდვრ-ით მწვანე მინდვრ-ებ-ით
ვით. მწვანე მინდვრ-ად მწვანე მინდვრ-ებ-ად
წოდ. მწვანე მონდორ-ო მწვანე მინდვრ-ებ-ო
ზედსართავი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა როდესაც თანხმოვანფუძიან ზედსართავ
სახელს ვაბრუნებთ არსებით სახელთან ერთად.
 მაგალითად: ხმელი წიფელი, ბრუნების თავისებურებაა შემდეგი: სახელობითში,
მოთხრობითსა და წოდებითში ზედსართავი სახელიც და არსებითი სახელიც
დაირთავს ბრუნვის ნიშნებს, ხმელი წიფელი, ხმელმა წიფელმა, ხმელო
წიფელო.
 მიცემითსა და ვითარებითში ფუძის სახითა, მაგალითად: ხმელ წიფელს, ხმელ
წიფლად.
 ხოლო ნათესაობითსა და მოქმედებითში ჩამოშორებული აქვს ზედსართავ
სახელს თანხმოვანი ბრუნვის ნიშნები. მაგალითსდ: ხმელი წიფლის, ხმელი
წიფლით.
ზედსართავი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
თანხმოვან-ფუძიანი ზედსართავი სახელის ბრუნება არსებით სახელთან
ერთად:
სახ. ხმელ-ი წიფელ-ი ხმელი წიფლ-ებ-ი
მოთ. ხმელ-მა წიფელ-მა ხმელი წიფლ-ებ-ი
მიც. ხმელ წიფელ-ს ხმელი წიფლ-ებ-ს
ნათ. ხმელი წიფლ-ის ხმელი წიფლ-ებ-ის
მოქ. ხმელი წიფლ-ით ხმელი წიფლ-ებ-ით
ვით. ხმელ წიფლ-ად ხმელ წიფლ-ებ-ად
წოდ. ხმელ-ო წიფელ-ო ხმელო წიფლ-ებ-ო
რიცხვითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 რიცხვითი სახელიც ბრუნებისას იჩენს თავისებურებას, არსებითთან ერთად
ნახმარი რიცხვითი სახელი იბრუნვის ისე როგორც მსგავსი ფუძის
ზედსართავი სახელი:
სახ. სამ-ი კაც-ი
მოთ. სამ-მა კაც-მა
მიც. სამ კაც-ს
ნათ. სამი კაც-ის
მოქ. სამ-ი კაც-ით
ვით. სამ კაც-ად
წოდ. -----------
რიცხვითი სახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 ხოლო არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას როგორც მსგავსი ფუძის
ზედსართავი სახელი.
სახ. ცხრა ძმა
მოთ. ცხრა ძმა-მ
მიც. ცხრა ძმა-ს
ნათ. ცხრა ძმ-ის
მოქ. ცხრა ძმ-ით
ვით. ცხრა ძმ-ად
წოდ. -----------
ნაცვალსახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 როგორც ვიცით ნაცვალ სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც იხმარება
სახელების(არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი) ნაცვლად გარკვეულ შემთხვევებში.
 ნაცვალსახელის ჯგუფები ბრუნებისას გამოირჩევა თავისებურებებით, პირველი და მეორე
პირის ნაცვალსახელები არ დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს.
 ჩვენებითი ნაცვალები: ეს, ეგ, ის, იგი ბრუნებისას იცვლის ფუძეს და განსხვავებულად
იბრუნება იმის მიხედვით დამოუკიდებლად არის ნახმარი, თუ არსებითათან ერთად
არის ნახმარი.
 კუთვნილებითი ნაცვალსახელები ახლავს არსებით სახელს და მის კუთვნილებას
გამოხატავს, ისინი ფუძედ იყენებენ პირის ნაცვალსახელით ნათესაობითი ბრუნვის
ფორმას, მაგალითად კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი, შენი, მისი და
თავისებურებას ბრუნების დროს იჩენს მხოლოდ პირველი და მეორე პირის
კუთვნილებითი ნაცვალსახელები, რომლებიც ვითარებით ბრუნვაში ად ბრუნვის
ნაცვლად დაირთავენ მიცემითი ბრუნვის ნიშანს, მაგალითად: ჩემს წიგნად.
ნაცვალსახელის ბრუნების
თავისებურებანი:
 კითხვითი ნაცვალსახელი ვინ ბრუნებისას გარკვეულ თავისებურებას ავლენს, ვინ
ნაცვალსახელს მრავლობითი რიცხვი არ აქვს და შეცდომა იქნება ვინები.
 რა ნაცვალსახელი მრავლობითში არ იკვეცება და იქნება რაები.
 თავისებურებას იჩენს კითხვით-კუთვნილებითი ნაცვალსახელები ვისი რისი ,
მათ არ აქვთ ნათესაობითი და წოდებითი ბრუნვის ფორმები.
 ყველა - ეს სიტყვა ბოლო უკვეცელია, მას მხოლობითში არ აქვს არანაირი
თავისებურება, მაგრამ მრავლობითში მხოლოდ ნარიან ფორმას გვაძლევს;
 თვით - უბრუნველია;
ნაცვალსახელის ბრუნების
თავისებურებანი:
პირის ნაცვალსახელები თავისებურად იბრუნება :
სახ. მე შენ ჩვენ თქვენ ის იგი
მოთ. მე შენ ჩვენ თქვენ იმან მან
მიც. მე შენ ჩვენ თქვენ მას მას
ნათ. ჩემ- შენ ჩვენ თქვენ იმას მის
მოქ. --- ---- ---- ---- იმით მით
ვით. --- ---- ----- ----- იმად ----
წოდ. ---- შენ/შე ---- თქვენ/თქვე --- ----
ნაცვალსახელის ბრუნების
თავისებურებანი:
ჩვენებითი ნაცვალსახელი არსებითთან ერთად შემდეგნაირად იბრუნება :
სახ. ეს კაცი ეგ კაცი ის კაცი ეს კაცები
მოთ. ამ კაცმა მაგ კაცმა იმ კაცმა ამ კაცებმა
მიც. ამ კაცს მაგ კაცს იმ კაცს ამ კაცებს
ნათ. ამ კაცის მაგ კაცის იმ კაცის ამ კაცების
მოქ. ამ კაცით მაგ კაცით იმ კაცით ამ კაცებით
ვით. ამ კაცად მაგ კაცად იმ კაცად ამ კაცებად
წოდ. ----- ----- ----- ------
ბიბლიოგრაფია:
 ჩიქობავა, არნ. 1950. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“. თბილისი:
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;
 იმნეიშვილი, ი. 1957. „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ
ქართულში“, თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.
 შანიძე, აკაკი. 1980. „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“. თბილისი:
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like