You are on page 1of 15

1.

ნუგო
2. ვასკა 1
3. გვანცა 1
4. საბა 1
5. მირანდა 1
6. გიორგი 1
7. გვანცა 2
8. მირანდა 2
9. საბა 2
10. ვასკა 2
11. გიორგი 2
12. ლინა
ნუგო

პირველ რიგში მოგესალმებით. როდესაც ჯერ კიდევ ყრმა ბავშვი ვიყავი ძალიან მიყვარდა
ალბათ თქვენთვის ნაცნობი მულტსერიალი სამურაი ჯეკი, რომელიც უიკენდებზე გადიოდა,
ჩემდა სამწუხაროდ ძალიან მიყვარდა ფეხბურთიც და რეალ მადრიდის საოცარი ფანი ვიყავი,
ძალიან ხშირად ეს ორი ჩემი საყვარელი ივენთი ტელევიზორში ერთი და იგივე დროს
გადიოდა, ამიტომ მე ვიხლიჩებოდი ორ ნაწილად ერთს სურდა სამურაი ჯეკის ყურება
მეორეს კი რეალის მატჩის, მაგრამ საბედნიორედ ჩემთვის არჩევანის გაკეთება ხშირად
მარტივი იყო, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ბებიაჩემზე.

ბებიაჩემი გიჟდება ზოგადად საპნის ოპერებზე გიჟდება და მაშინაც ასე იყო, როდესაც
მოდაში გახლდათ სამხრეთ ამერიკული სერიალები ხშირად რუსთავი 2 და იმედი ერთსა და
იმავე დროს უშვებდნენ სერიალებს რის გამოც ბებიაჩემი ძალიან წუხდა, ორივეს ყურება
სურდა და ვერ ახერხებდა, ოჯახში დადგა პრობლემა მეორე ტელევიზორის შეძენაზე. ყველამ
კარგად ვიცით, როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველ მამაკაცს დედის მიმართ ამიტომაც
მამაჩემმა გენიალური რამ მოიფიქრა, ლიანა შალვოვნას ( ბებიაჩემს) უყიდე მეორე
ტელევიზორს. როდესაც სტუმრები მოდიოდნენ ჩემთან გაოცებული თვალებით
უყურებდნენ როგორ იდგა გვერდიგვერდ ორი ტელევიზორი, თუმცა გავიდა დრო და
საქართველოში შემოვიდა სილქნეტი და ბებიაჩემს უკვე მარტივად შეეძლო ორივეს ყურება
რის შემდეგაც ბედნიერი დარჩა ყველა. ახლა ეს ამხელა ისტორია რა შუაში იყო ჩვენს
პრეზენტაციასთან ალბათ სოფიკო და არა მარტო სოფიკო ვერ მიხვდებოდა, ამიტომ
აგიხსნით. როგორც წესი ქართველები იშვიათად ვართ ნოვატორები თუ არ ჩავთვლით სმა-
ჭამას და კარგ მუშტი-კრივს და სილკ ნეთიც არ იყო გამონაკლისი. კომპანია, რომელზეც ჩვენ
ვისაუბრებთ გახლავთ ტივო, რომელიც სილკ ნეთის ბებია გამოდის. ანუ ტივოზე თავიდანვე
ზოგადი წარმოდგენა რო შეგიქმნათ ტივო მსგავს სერვის სთავაზობს ხალხს, რასაც სილკ
ნეთი და კაუკასუსი ( უფრო დეტალურად შემდეგ ჩემი მეგობრები მოგიყვებიან რას
სთავაზობს ტივო).

ტივოს დამაარსებელი გახლავთ მაიკლ რემსი, რომლის ცხოვრება ძალიან წააგავს ამერიკულ
ოცნებას. მაიკლ რემსი მუშაობს ჰპ-ზე და 1973 წელს ჰპ უშვებს მაიკლ რემსის ამერიკაში
საქმეზე, მაიკს იმდენად მოეწონება ამერიკა, რომ მოკიდებს თავის ცოლს ხელს და წაიყვანს
ამერიკაში. თავიდან მაიკ რემსი მუშაობას იწყებს სტარტ აპ კომპანიაზე , რომელიც
ცდილობდა შეექმენა ვორკსტეიშენი მეცნიერებისთვის. მაიკ რემსის ეს ადგილი არ მოსწონს
და მიდის სხვა კომპანიაშ რომელსაც ქვია სილიკონის ველი, სადაც ხვდება მომავალ ცო-
ფოუნდერს ტივოსი ჯეიმს ბარტონს. Sgi მუშაობს ტელევიზორების ერთმანეთთან
დაკავშირებაზე. როგორც იცი 90-იანები გახლავთ დრო როდესაც ყველზე პოპულარული
ტექნიკა სწორედ ტელევიზორი გახლდათ ამიტომცა ამ კომპანიამ სწორედ ტელევიზორისკენ
აიღო გეზი. მათ სურდა ორლანდოს ყველა ტელევიზორი ერთ სერვერთან გაეერთიანებინა.
1997 წელს ბარტონი და რემსი შორდებიან *-ს და იწყებენ ცალკე მუშაობას. მათ ფანტასტიური
აზრები აწუხებთ.
თავდაპირველად მათ სურდათ, რომ მაცივარი შეექმნათ, რომელიც თვითონ გაანალიზებდა
რა აკლდა მაცივარს და პირდაპირ გააკეთებდა შეკვეთას, მაგრამ ხო ხვდებით ეს იდეა ახლაც
ძალიან რთული შესასრულებელია მაგათ კიდე 20 წლის წინ უნდოდათ ამის გაკეთება.
ამიტომაც, ისინი მიხვდნენ რომ ეს ჯერ ადრე იყო ამიტომაც ისინი გადაერთნენ
ტელევიზორზე და როგორ განვითარდა მათი საქმე ჩემი მეგობრები მოგიყვებიან.
ვასკა 1.

კომპანიის ინოვაციურობა მდგომარეობდა პროდუქტების განსხვავებულობაში და ამიტომაც


თავდაპირველად ამ პროდუქტებზე ვისაუბრებთ. ტივოს პროდუქტებიდან ძირითადი არის
DVR, ხოლო დანარჩენებები კი მხოლოდ DVR-გასაუმჯობესებლად არის
შექმნილი.დავიწყოთ DVR-ით, მისი იდეა ის იყო, რომ შეგეძლო ტელევიზორის ყურებასთან
პარალელურად ჩაგეწერა ის გადაცემა, რასაც უყურებდი.ასევე შესაძლებელი იყო დაპაუზება
და გადახვევა.როდესაც ტივომ DVR გამოუშვა ბაზარზე, იმ დროინდელ ხალხს ვერც კი
წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა პირდაპირ რეჟიმში მიმდინარე გადაცემა დაგეპაუზებინა.

არსებობდა მხოლოდ VCR, რომელიც ასევე იძლეოდა სატელევიზიო გადაცემების ჩაწერის


საშუალებას, თუმცა VCR ით არ შეიძლებოდა თან ყურება და თან ჩაწერა და ასევე ჩანაწერის
ყურებისას არ იყო შესაძლებელი დაპაუზება და გადახვევა.ეს იყო ძირითადი წარმატების
განმაპირობებელი ფაქტორი, თუმცა დროდადრო DVR-ს დაემატა ისეთი ფუნქციები,
რომლებმაც კიდე უფრო გაზარდა ტივოს პოპულარობა.ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია იყო Guide
ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს ენახა თუ რა გადაცემები გავიდა
კონკრეტულ არხზე რამდენიმე დღის წინ, შემდგომში კი ამ დღეების რიცხვი 2კვირამდე
ავიდა.

ასევე ძალიან საინტერესო ფუნქცია, რომელიც DVR-ს გამოშვების შემდეგ რამდენიმე


წელიწადში დაემატა იყო Onepass ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ძალიან
მოეწონათ.Onepass მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა აერჩიათ რაიმე სერიალი ან
გადაცემა და პროგრამა მას ამ სერიალის ყველა სერიას გადმოწერდა და მოათავსებდა My
shows კატეგორიაში.დროთა განმავლობაში კიდევ ბევრი ფუნქცია დაემატა DVR-ს რომელზეც
მოგვიანებით გესაუბრებით.
გვანცა 1.

TiVo–ს წარმატების უმთავრეს და უპირველეს ფაქტორად უდავოდ უნდა მივიჩნიოთ


დაფინანსება და ინვესტიციები. წარმოიდგინეთ, მე–20 საუკუნის 90–იან წლებში გამოჩნდა
ორი ადამიანი, რომლებმაც მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური სისტემა ჯერ არ იყო
განვითარებული განაცხადეს, რომ შექმნიდნენ სრულიად ინოვაციურ პროდუქციას,
რომელიც მისცემდათ საშუალებას თავად ემართა ტელევიზია და ეყურებინა
გადაცემებისთვის მაშინ,როდესაც სურდა. ამ იდეას დიდი ფულადი სახსრები სჭირდებოდა,
მაშასადამე, გახდა აუცილებელი დაფინანსების წყაროების ძიება. ეს მეტად რთული იყო,
ვინაიდან ბევრი საფინანსო კომპანია უარს აცხადებდა თანამშრომლობაზე . ამ აურის
უმთავრესი მიზეზი კი პროექტის ინოვაციურობა იყო.

ინტერვიუში საუბრისას მაიკ რემსი აღნიშნავს,რომ იმ დროს,როდესაც დაარსდა ტივო,


ინვესტორთა საყვარელი კომპანიებად ითვლებოდა ისინი,რომელთა დამაარსებლებიც
ინვესტორებს კომპანიის წილის ნახევარს სთავაზობდნენ ინვესტირების სანაცვლოდ. მაგრამ
მაიკი ასე არ მოიქცა რამდენიმე მიზეზის გამო.პირველ რიგში , ტივო უნდა ყოფილიყო
მომხმარებელზე ორიენტირებული.მომსახუების სფეროს წარმომადგენელ კომპანიას კი
ექმნებოდა პრობლემა იმ მხრივ,რომ ინვესტორები არ დებდნენ ამ სფეროში ფულს. მეორე
ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის იყო,რომ ტივოს დიდი ინვესტიცია სჭირდებოდა
თავდაპირველადაც ,ხოლო შემდგომში განვითარებისთვისაც დასჭირდებოდა ფული.ეს ორი
ფაქტორი კი ინვესტორებს აფრთხობდა.მხოლოდ ორ ადამიანს , სტიუარტ ალსოპს (ნეა) და
ჯეფ იანგს (რედპოინთი) არ შეეშინდათ ინვესტირების. ჯეფი თავიდანვე მოიხიბლა ტივოს
იდეით,რადგან არ ენახა აქამდე ბევრი ისეთი კპმპანია,რომელიც საინტერესო იდეით
გამოირჩეოდა.სტიუარტი კი გამოირჩევა მეოცნებე ხასიათით.ის ეძებდა ისეთ
კომპანიას,რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ხედვას შესთავაზებდა. არც ერთი
მათგანი არ ფიქრობდა იმაზე თუ რამდენ ფულს იშოვიდნენ ამ ინვესტირებით.მათ არც
წარუმატებლობა აშინებდათ, არამედ უბრალოდ ინტერესით ელოდნენ რას გამოიწვევდა ეს
არაჩვეულებრივი ახალი წამოწყება. კომპანია არ ასახელებს თავდაპირველი ინვესტიციის
რაოდენობას.

რადგანაც ტივო მომსახურების სფეროს წარმომადგენელი კომპანიაა, მისი შემოსავლები


ძირითადად მაინც დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხაზე.ტივო
მომხმარებელს თავიდანვე სთავაზობდა რამდენიმე სერვისს.მაგალითად შეგეძლო
გადაგეხადა 99$ და შეგეძინა წლიური პაკეტი ,9,95$ 1 თვიან პაკეტი ან 199$ გადაგეხადა
წინასწარ და სამუდამოდ გქონოდა ტივო. ამ ბოლო სერვისს „ლაიფთაიმი“
ეწოდებოდა.წლების განმავლობაში „ლაიფთაიმ“ ტივოს ფასი გაზიარდა და ჯერ 249 $
გახდა,შემდეგ 299.
საბა 1

ყველას ამ კომპანიის პროდუქტის ხსენებისას გაგახსენდათ Silk Tv, ჩვენ კი ამაზე არ


ვისაუბრებთ. 1999 წელს 3 კომპანია დაახლოებით ერთი და იმავე დროს ამატებს ფუნქცია
DVR-ს , რომელიც რაიმეს ჩაწერას და შემდგომში ყურებას გულისხმობს. ეს კომპანიები არიან
TIVO , REPLAYTV და ECHOSTAR. ამ დროს ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც.
ECHOSTAR უჩივის MICROSOFTს, რადგან მაიქროსოფთმა ვერ შეძლო მისი პროდუქტის
მხარდაჭერა და ამიტომ ექოსტარი აუქმებს ყველა ხელშეკრულებას მასთან. ხოლო თავის
მომხმარებელს სთავაზობს ახალ პროდუქტს , რომელიც მთლიანად თავისი აწყობილია. ეს
იწვევს იმას რომ MICROSOFT-ის მხარდაჭერით გამოშვებული პროდუქტი ბაზრიდან ქრება
და ბაზარზე რჩება ორი დიდი კომპანია.

ამ კომპანიის მთავარი კონკურენტი აშშ-ს ბაზარზე იყო ReplayTV, რომელმაც შემოიღო Skip
ფუნქცია ,ეს ფუნქცია აძლევდა ხალხს რეკლამების გამოტოვების საშუალებას. ასევე მათ
შორის მთავარი განსხვავება დისტანციური მართვის პულტის ფუნქცია-გადახვევა
იყო.ორივე კომპანიის მიზანი იყო მომხმარებლისთვის აეცილებინათ მომაბეზრებელი
რეკლამები, ამისათვის ტივოს მართვის პულტს replaytv -სგან განსხვავებით არ ჰქონდა 30
წამიანი remote control, მაგრამ ჰქოდა fast-forward button, სამი განსხვავებული სიჩქარით,
დამატებით ფუნქციასთან ერთად, რომელსაც ეწოდება auto-correct, ეს კი გადაცემას საწყის
მდგომარეობაში აბრუნებს.
მირანდა 1.

ამ კონკურენციამ ტივოს პრობლემა შეუქმნა, ტელევიზიებს შეეშინდათ მისი. მაიკის თქმით


მათ ზუსტად არ ესმოდათ ტივოს დანიშნულება. მაგრამ, პრობლემა არსებობდა და მას
სასწრაფოდ სჭირდებოდა მოგვარება. რამსის გუნდა სწრაფადვე გააკეთა ტივოს პროტოტიპი,
დაიქირავეს სტეისიჯოლნა, რომელიც ინდუსტრიის სფეროში ბევრს იცნობდა და მისი
დახმარებით მაიკი ცდილობდა ტელევიზიებისთვის აეხსნა, რომა საფრხე არ არსებობდა და
გამოგონილი იყო, მაგრამ ტელევიზიების ნაწილი ტივოს ეუბნება, რომ „თქვენ ბოროტები
ხართ, მეორედ აღარ მოხვიდეთ, თქვენ უნდა დაგვაქციოთ“.

ამასთანავე გაზეთებში დაიბეჭდა სტატიები, სადაც საუბრობდნენ თუ რა ზიანს მოუტანდა


და როგორ დაანგრევდა ეს კომპანია ამერიკის ეკონომიკას, თუმცა ტივოს
მოწინააღმდეგეებთან ერთად მოკავშირე არხებიც ჰყავდა, როგორებიცაა NBC და discovery.
მაიკის თქმით, ბრძოლაში replaytv-ც დაეხმარათ, მათ ასე ვთქვათ თავის თავს „გაუჩალიჩეს“,
შეისწავლეს თუ სად უშვებდნენ არხები რეკლამებს და შექმნეს პროგრამა/აპლიკაცია,
რომლითაც მათ პროდუქტს შეეძლო რეკლამების ავტომატური გამოტოვება. ამ გამოგონებამ
კი ყველა არხი მათ წინააღმდეგ ააბუნტა და ეს კომპანია საბოლოოდ ჩაიძირა, ტივო კი
კარგის(ანგელოზი) როლში მოგვევლინა. თუმცა არხების ნაწილი მაინც იბრძოდა მათ
წინააღმდეგ.
საბოლოოს ამ არხებმა რატომღაც არჩიეს რომ ტივო არ უნდა გამქრალიყო და დაიწყეს
დახმარება. მალევე კი ინვესტიციებიც კი ჩადეს ტივოში.
Disney, Viacom, discovery, NBC, HBO, Showtime, timewarner. ზოგიერთი არხის წარმომადგენელი
კი დღემდე ტივოს სამეურვეო საბჭოს წევრია.
კომპანიის დაარსების დღიდან თან სდევდა სირთულე, თუ როგორ გამოეწვია
მომხმარებლებში ინტერესი. ეს პრობლემა მაიკმა მარკეტინგს მიანდო და ახლა ამაზე გიორგი
უფრო დაწვრილებით მოგვიყვება.
გიორგი 1 ნაწილი

როდესაც კომპანიას წარმატებაზე პრეტენზია აქვს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს


სწორი მარკეტინგული გათვლები. მაგრამ ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ კომპანიებს,
რომლებიც გათვლილია მასაზე, სწორედ ასეთია TiVo. მაშინ, როცა კომპანია ახალი
შემოსულია ბაზარზე და თან ინოვაციაა ყველასთვის, აუცილებლად უნდა ეცადოს, როგორმე
დააინტერესოს საზოგადოება მისი პროდუქტით. მისმა უფროსებმა სწორი მიმართულბა
აიღეს მარკეტინგული განხრით. მაქსიმალურად ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რა
აინტერესებდა ხალხს და სწორედ ამის მიხედვით შეექმნათ სხვადასხვა პროდუქტი.
ამისათვის ისინი ატარებდნენ გამოკითხვებს, შექმნეს ფორუმი, სადაც ყველას შეეძლო
გამოეხატა თავისი აზრი და რაიმე ახალი იდეაც შეეთავაზებინა TiVo–სთვის. სწორედ აქედან
დაიბადა უამრავი იდეა, რომლებიც TiVo–ს მმართველებმა განახორციელეს. ზოგიერთმა
მათგანმა გაამართლა, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა TiVo–თი და შესაბამისად
მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა.

TiVo ცდილობდა გაეკეთებინ ისეთი რეკლამები, რომელიც იქნებოდა საინტერესო და


სახალისო, რაც ნამდვილად გამოუვიდა. მის რეკმალებში კარგადაა წარმოჩენილი ხალხისა
და TiVo–ს ურთიერთდამოკიდებულება.
გვანცა 2

ტივოს გაუმართა,რომ საწყის ეტაპზე გაუწიეს ფინანსური დახმარება, თუმცა წინსვლისთვის


უფრო მეტი ფული ხდებოდა საჭირო, რაც თავისთავად მრავალი და დიდი ინვესტიციების
მოზიდვას გულისხმობდა. განვითარების შემდგომ ეტაპზე კომპანიაში ჩადებული თანხა
იყო უკვე 15 მილიონი დოლარი, თუმცა მაიკი აღნიშნავს რომ 15 მილიონი მაინც არ იყო
საკმარისი,მიუხედავად ამისა კომპანია ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა და მართალია ნელა,
მაგრამ მაინც ვითარდებოდა. შემდგომში მნიშვნელოვანი დამფინანსებელი იყო ვულკანი (
საფინანსო ორგანიზაცია). ამ პერიოდში ტივო პოპულარობას იძენდა და სულ უფრო
აქტიურად იპყრობდა მედია სივრცის ყურადღებას, შესაბამისად ვულკანს აწყობდა ფული
დაებანდებინა პერსპექტიულ კომპანიაში. ამ ინვესტიციამ ტივოს მასშტაბები უფრო
გლობალური გახადა. კომპანიამ დაიწყო აქციების გაყიდვადასაწყისში მისი ფასი $50
შეადგენდა, დღეს კი მისი ფასი $13 დაეცა. და კომპანიამ მოიპოვა AOL-სგან (მედია კომპანიაა)
200 მილიონიანი დაფინანდება.მიზეზებზე კი მოგვიანებით მირანდა გესაუბრებათ. ასევე
შემდგომში Discovery-მ 50 მლნ ჩადო ტივოში.სწორედ ამხელა ინვესტიციებია კომპანიის
ძირითადი წარმატების მიზეზი.

2005 წელს საერთოდ გააუქმეს ლაიფთაიმ შეთავაზება. ტივომ სცადა დამატებით მიეღო
შემოსავლები პოპ-აპ რეკლამებითაც. თუმცა ამ რეკლამებმა მომხმარებელთა უკმაყოფილება
გამოიწვია. ისინი თვლიდნენ,რომ რადგანაც იხდიდნენ ფულს , ისინი აღარ უნდა
შეეწუხებინა ზედმეტ სარეკლამო განცხადებებს, რის გამოც შეწყვიტეს პოპ-აპ რეკლამების
გამოყენება. სერვისის სხვა სერვიებიც შეიცვალა, რაც შეეხება კომპანიის შიდა შემოსავლის
წყაროს, მინიმალური ტივოს დივიარის ფასი იწყება 50 დოლარიდან და სააბონენტო
ყოველთიურად შეადგენს 12 დოლარს. თუმცა არსებობს ასევე 200, 400 და 600 დივიარები,
ხარისხისა და ფუნქციების მიხედვით.

მისი ფინანსური პოლიტიკა აშკარად გონივრულია , რადგანაც კომპანიის წლიური


შემოსავალი დაახლოებით 400 მილიონია და იმ ქვეყნების რეიტინგში,სადაც ტივოა
ხელმისაწვდომი, წამყვან პოზიციებს იკავებს.
მირა

ტივოს შემდეგ პრობლემად უნდა მოვიაზროთ cable companies and satellite companies,
რომლებიც DVR უფასოდ იძლეოდნენ, ეს ხდება 2003-2004 წლებში. ტივომ დაიწყო მათთან
საუბარი, ყოველშემთხვევაში შეეცადა მათთან საქმის მოგვარებას და ხელშეკრულების
დადებას. თუმცა ამ დროს მის წინააღმდეგ გამოდის კომპანია EchoStar, რომელიც ქმნის
პატენტს U.S. 6,233,389 (ჩამწერი აპარატი), უკეთ რომ გავიგოთ ამ კომპანია შექმნა ჩამწერი
აპარატი, რომლსაც გააჩნდა ზუსტად ის ფუნქციები რაც ტივოს. 2004 წელს ტივო უჩივის
EchoStarს , დაპირისპირება საბოლოოდ სასამართლომდე მიდის .სასამართლომ გადაწყვიტა,
რომ EchoStar-მა დაარღვია ტივოს საპატენტო უფლებები და ბოლოს 2011 წელს მას
დააკისრეს $500 მილიონი გადასახადი

ტივომ სწრაფად დაიმკვიდრა თავი საკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია, რომელიც ადრეულ


2000-ებში განახორციელა სატელევიზიო რევოლუცია, დღეს წარმოადგენს მხოლოდ მესამე
მოთამაშეს, ანუ იმ დიდებისგან ბევრი ვერაფერი შემორჩა. როგორც გვანცამ აღნიშნა მათი
აქციების ფასიც საგრძნობლად დაეცა. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, ის მსოფლიოს
საუკეთესო ბრენდებს შორის ერთ-ერთი იყო.

სად დაუშვა ტივომ შეცდომა? მას არ ჰქონდა მიზანი. იგი გადავიდა მთლიანად ერთი
პროდუქტის წარმოებაზე და დაივიწყა თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ინოვაციები, და რომ
ხალხს ცოტახანში მობეზრდებოდა ძველი. მართალია ტივომ თავის პროდუქტს ბევრი
ფუნქცია დაამატა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რევოლუციურ პროდუქტს. დღეს შეგიძლია დვრ
მომსახურება საკმაოდ მარტივად მიიღო,და გადასახადი რამდენიმე დოლარი მხოლოდ. არა
განსაკუთრებული მონტაჟი, არა განსხვავებული პროექტები. ეს ტივოს ხდის სრულიად
უაზროს.
საბა 2 ნაწილი

განვითარებასთან ერთად კომპანიამ შექმნა სხვა პროდუქტებიც და ამ პროდუქტებს ცალკე


სხვა კონკურენტები გამოუჩნდნენ. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია
Verizoni იყენებს დეკოდერს რომელშიც ჩამონტაჟებულია Fios ეს არის პროგრამა რომელიც
ტელევიზორს საშუალებას აძლევს ისარგებლოს მაღალი სისწრაფის ინტერნეტით, მაგრამ ამ
პროდუქტის მთავარ მინუსად ითვლება ის რომ ის კაბელით უნდა დაუკავშირდეს ჯერ
ტელევიზორს ხოლო შემდგომ უკვე ინტერნეტის მოდემს. როდესაც ამავე დროს Tivos აქვს
როგორც უკაბელო კავშირი ასევე მას შეუძლია ბლუთუზით დაუკავშირდეს ტელეფონს და
სხვა მრავალ მოწყობილობა.
თუმცა დროთა განმავლობაში Tivo aღარაა ისეთ სახარბიელო მდგომარეობაში როგორშიც
აქამდე იყო რადგან ბაზრის დიდი ნაწილი ახლა დაკავებული აქვს Pixsan ეს კომპანია 2007
წელს დაარსდა და შექმნა ფუნქცია RDK ეს ფუნქცია შეიქმნა რათა დაეჩქარებინა ფუნქცია
როგორიცაა მაგლითად თანამედროვე და მაღალ ხარისხიანი ვიდეოების ჩატვირთვა. ასევე
საშუალებას აძლევს სხვა მრავალ აპლიკაციას რომ უფრო მალე გაიხსნას და შეფერხებების
გარეშე იმუშაოს რამაც თანამედროვე ცხოვრებაში დიდი გამოყენება მოიპოვა.
ვასკა 2 ნაწილი

როგორც საბამ ახსენა, ტივოს კონკურენტი ReplayTV მომხმარებლებს სთავაზობდა სკიპ


ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს რეკლამების გამოტოვების საშუალებას აძლევდა,
თუმცა ამის გამო მას მედიამ უჩივლა და სასამართლო პროცესის შემდეგ აიძულეს ეს
ფუნქცია გაეუქმებინათ.ალბათ საინტერესოა თუ რატომ აიძულა მედიამ ამ ფუნქციის
გაუქმება.ეს ის პერიოდია როდესაც ინფრომაციის მიღების უმთავრეს გზად მაინც
ტელევიზია მიიჩნევა ,რის გამოც მთელი ძალაუფლება მათ ხელშია და შეიძლება ითქვას რომ
ბაზარზე უჭირავთ მონოპოლია.ამხელა ძალაუფლების მქონე მედიას კი არ სჭირდებოდა
შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩენა.სწორედ ამის გამო უჩივლეს რეფლაიტვს და
გაკოტრებამდე მიიყვანეს.

ახლა განვიხილოთ ტივოს შემთხვევაც.ტივომ ეს ფუნქცია შემოიღო შედარებით


გვიან,როდესაც უკვე ტელევიზიას დაკარგულია აქვს ძალაუფლება და ინფრომაციის მიღების
მრავალი ალტერნატიული საშუალება არსებობს.რის გამოც მედიისთვისთვის რეკლამებზე
უფრო მთავარი მაყურებელი გახდა.

კიდევ ერთი ძალიან კარგი ფუნქცია, რომელიც ტივომ DVR-ებზე დაამატა არის
quickmode.მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, რომ გადაცემა 30%ით უფრო სწრაფად
ჩართოს, მაგრად მაინც გაიგოს თუ რას ლაპარაკობენ იმ გადაცემაში.და ბოლოს, ძალიან
საინტერესო პროდუქტი, რომელიც ტივომ გამოუშვა, იყო Tivo mini.ეს პროდუქტი
საშუალებას აძლევდა მომხმარებელს, რომ ის DVR-ის ფუნქციები, რაც მათ ერთ
ტელევიზორზე ჰქონდათ, ახლა უკვე რამდენიმე ტელევიზორზე ერთად ჰქონოდათ და რაც
მთავარია, ზედმეტი გადასახადების გარეშე.
გიორგი მე2 ნაწილი

ხალხის უფრო დაინტერესების მიზნით, მათ რეკლამირება დაიწყეს რადიო


სივრცეშიც, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან მილიონობით ისეთი ადამიანი,
რომლებიც იმ პერიოდში მანქანას მართავდნენ გაიგებდა TiVo-ს შესახებ, რაც დიდი
ალბათობით მათ ინტერესსაც გამოიწვევდა.

გარდა რეკლამებისა, ინფორმაციის ერთ–ერთ წყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ TiVo-ს


ოფიციალური საიტიც, სადაც ნათლადაა აღწერილი მისი თითოეული პროდუქტი და
ნებისმიერი მომხმარებელი ძალიან კარგად გაიგებს მათ მნიშვნელობასა და ფუნქციას. TiVo
მაქსიმალურად ცდილობდა თავიანთი საიტი რაც შეიძლება კომფორტული და გასაგები
ყოფილიყო მომხმარებლისთვის.

TiVo–ზე წერდნენ ისეთი ჟურნალ–გაზეთები და მედია საშუალებები, როგორებიცაა:


Forbes, New York Times და ა.შ. რა თქმა უნდა, ამანაც უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა
კომპანიას, დაიპყრო მედია სივრცე და ამით უფრო მეტი ხალხიც დააინტერესა.

სად გვხვდება TiVo? იგი ჟურნალ–გაზეთების, მედია სივრცისა და ტელევიზორის


გარდა ასევე, როგორც უკვე აღნიშნეს, მობილურ ტელეფონებშიც გვხვდება. იმ ფორუმში,
სადაც ხალხი თავის აზრს გამოხატავდა, დაიბადა იდეა შეექმნათ აპლიკაცია, რომელიც
იფუნქციონირებდა როგორც IOS ისე ANDROID სისტემაში. ამით ხალხს საშუალება მისცეს
ეყურებინათ სასურველი გადაცემისთვის ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ყველა ამ მარკეტინგულმა გათვლამ და მეთოდმა შეძლო წარმატება მოეტანა TiVo-


სთვის. მომხმარებელთან ახლო კავშირი, მათი აზრის გათვალისწინება და მასაზე გათვლილი
პროდუქტის ბაზარზე გატანა, ეს ის მარკეტინგული გათვლებია, რომლებიც TiVo-მ გამოიყენა
და სწორედ ამან გამოიწვია მისი წარმატება.
ლინა

როგორც მოგვეხსენება ყოველდღე ახალ-ახალ ბიზნესს იწყებს ხალხი, თუმცა ძალიან ცოტას
თუ უმართლებს და აგრძელებს მოღვაწეობას. ტივო ამ მხრივ წარმატებული აღმოჩნდა,
რადგან 1999 წლიდან დღემდე იგი ასპარეზზეა. ახლა კი მინდა ვისაუბრო დღევანდელ
მდგომარეობაზე.
საუბარს თემების მიხედვით დავიწყებ. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს თითქმის
ყველა სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია. როგორც ჩემმა თანაჯგუფელებმა უკვე
მოგახსენეს ტივოს ბაზარზე დიდი კონკურენტები ჰყავს, რომლებიც ფუნქციურად თითქმის
იგივე პროდუქციას სთავაზობენ მომხარებელს. შესაბამისად იმისათვის რომ კომპანიამ
გააგრძელოს მოღვაწეობა აუცილებელია რაიმე ახალის შექმნა. ამიტომ პირველ რიგში მინდა
მოგახსენოთ ინოვაციური პროდუქციის შესახებ. უახლესი პროდუქცია რომელიც ტივომ
შექმნა არის ტივო ბოლტი და ტივო ბოლტი +. ამ ორ პროდუქციას შორის მხოლოდ
ტევადობაშია სხვაობა. ორივე მათგანი გვთავაზობს როგორც საკაბელო ტელევიზიას, ისე
სხვადასხვა აპლიკაციებს, როგორებიცაა იუთუბი, ამაზონ პრაიმი, ჰულუ და პანდორა. ტივო
ბოლტი შეგვიძლია მივუერთოთ კაბელის მეშვეობით ჩვენს ტელევიზორებს, მობილურებს,
კომპიუტერებსა თუ ლეპტოპებს. ტივო ბოლტი + საშუალებას გვაძლევს ჩავიწეროთ
450საათი, დაახლოებით 6 პროგრამა. ასევე ტივო ბოლტ-ს აქვს onesearch-ის ფუნქცია. რაც
გულისხმობს, მარტივად რომელიმე გადაცემის ან ფილმის მსახიობის სახელით მოძებნას
რამდენიმე წამში. ასევე ტივო ბოლტს აქვს ორგანიზების ფუნქცია. კერძოდ მან შემოიღო
onepass-ის სისტემა, რაც მოიაზრებს იმას, რომ ტივო ბოლტი თვითონ ალაგებს სეზონებად
შოუს. სქიფ და ქუიქ მოუდზე აღას ვისაუბრებ. ფაქტია, ტივო ცდილობს ბაზარზე ახალ-
ახალი პროდუქციის შემოტანას. განვიხილოთ მისი კონკურენტები ამ კონკრეტული
პროდუქტის მიხედვით და ვნახოთ რომელიმე მათგანს აქვს თუ არა მსგავს ფუნქციები.

როგორც ვხედავთ, ტივოს ყველაზე მეტი ფუნქცია აქვს, რაც უპირატესობას სძენს
კონკურენტებთან მიმართებაში. ინფორმაცია მივიღეთ თვითონ ტივო-ს საიტიდან,
შესაბამისად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ტივო თავის კონკურენტად სწორედ ამ კომპანიებს
მიიჩნევს დღეს. რომ შევადაროთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ეფლ თვ-ს, ვნახავთ, რომ
ადამიანების იმ კატეგორიას ვისაც გამარტივებული ტექნოლოგია ურჩევნია, აირჩევს სწორედ
ტივოს. ვინაიდან ეფლის შემთხვევაში ყველაფრის გადმოწერა აითუნესიდან უწევთ, ხოლო
ტივო როგორვ აღვნიშნე მიერთებულია როგორც სხვადასხვა არხებს, ისე საკაბელო
ტელევიზიას. თუ თვალს გადავავლებთ ფორუმებს, თუნდაც ჩვენთვის პიარის მიერ უკვე
ნახსენებ ტივოს ფორუმს, ვნახავთ, რომ მომხმარებლებს ურჩევნიათ ტივო ბოლტი სხვა
პროდუქციებს, თავისი უნივერსალურობის გამო. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც აიოს
სისტემას არიან მიჩვეუები, რა თქმა უნდა, ეფლს არჩევენ.

ახლა კი დღევანდელ ფინანსებზე მსურს საუბარი. დღესაც ტივოს მთავარ ფინანსურ წყაროს
წარმოადგენს მომსახურების სფერო. ტივოს პროდუქცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეფლისა
და სხვა კომპანიების. მაგალითად, დღესდღეობით 500 გეგაბაიტიანი ტივო ბოლტი,
რომელიც 75საათს იწერს ღირს 199.99$, 150 საათის ჩამწერი 299.99$ ღირს, ხოლო 450საათის
კი 499.99$. ტივო მიმართავს odd even pricings. ამ თანხაში შედის 1თვიანი გარანტიაც. ეს
ფასები, რომ შევადაროთ ეფლ თვ-ს ვნახავთ, რომ ეფლი უფრო ძვირი ღირს, კერძოდ კი
32გეგაბაიტიანის ფასია 149$, ხოლო 64$ გეგაბაიტიანი ეფლ თვ ბოქსი იმდენივე ღირს
რამდენიც 75 გეგაბაიტიანი ტივო. შეიძლება ასეთი სხვაობა ეფლის პრაქტიკიდან
გამომდინარეც აიხსნას. ისინი ძირითად შემთხვევაში ფრაის სკიმინგს მიმართავენ.
ასევე ფორბსის სტატისტიკის მიხედვით ტივოს შემოსავალი ბოლო ოთხ კვარტალში
სტაბილურად იზრდება, და წლიური შემოსავალი დაახლოებით 400 მილიონია.
თუმცა როგორც მანამდე აღნიშნეს, ტივოს აქციების ფასი არ იზრდება, პირიქით
კლებულობს. აქციის ფასები დღესაც არ არის გაზრდილი. ამის მიზეზია დღევანდელი
ტექნოლოგიური გარემო, თუნდაც ინტერნეტი. დღეს როდესაც ადამიანებს შეუძლიათ
ინტერნეტში დაგუგლონ და ნებისმიერი დროის ამბებსა და გადაცემებს უყურონ ისე, რომ
ამაში არც თვიური საკომისიო გადაიხადონ დამატებით და არც რაღაც მოწყობილობაზე
მოუწიოთ ტელევიზორისა თუ ლეპტოპის შეერთება. შესაბამისად დღეს ტივოს პრობლემას
უქმნის თავად ის, რასაც თავად იყენებს, ანუ ინტერნეტ სივრცე.
შესაბამისად ტივომ ხალხს უფრო მეტი ინოვაცია უნდა შესთავაზოს მომავალში, რაც ხალხს
დაარწმუნებს იმაში, რომ ტივო ჯობს ვთქვათ, თუნდაც myvideo.ge-ს.
დაბოლოს, პიარის თვალსაზრისით, უნდა აღვნიშნო, რომ ტივოს აქვს ძალიან მაგარი
მარკეტინგული გათვლები დღესაც. ჩემმა ჯგუფის წევრმა უკვე ამის შესახებ ისაუბრა და
დღესდღეობითაც ტივო იმავე სვლებს ახორციელებს პიარის განხრით. მათი პარტნიორია
კომპანია ოლსონი, სარეკლამო სააგენტო, რომლის წყალობითაც ტივოს აქვს შეუდარებელი
ციფრული თუ სხვა სახის პიარი. ამასთან ერთად მინდა ვახსენო მიღებული ჯილდოები,
რომლებიც ტივოს სახელს ძალიან უთქვამენ. მან ახლახანს მიიღო ტოპ ინოვატორის ჯილდო
და ასევე შევიდა USA Today-ის მიერ ჩვენი ცხოვრების შემცვლელი კოპმანიების 25-ეულში.
ვფიქრობთ, რომ მსგავსი სიახლეები ტივოსადმი ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებენ.

You might also like