You are on page 1of 12

წერილი ჯეინს

[ჟან-ლუკ გოდარისა და ჟან-პიერ გორენის ფილმის ტრანსკრიპტი]

ძვირფასო ჯეინ,

Tout va Bien-ის საფესტივალო სარეკლამო ბროშურებში, ფილმის კადრების ნაცვლად, ვარჩიეთ შენი
ვიეტნამში გადაღებული ფოტო დაგვებეჭდა. ამ ფოტოს 1972 წლის „ექსპრესის“ აგვისტოს ნომერში
მივაგენით. ვფიქრობთ, ფოტო დაგვეხმარება უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ Tout va Bien-ში
წამოჭრილი პრობლემების შესახებ. ამით არც თემას ვცვლით და არც Tout va Bien-ზე საუბარს ვარიდებთ
თავს, თითქოს გვეშინოდეს. სულაც არა. ეს საშუალებას მოგვცემს უარი ვთქვათ დროის განსაზღვრაზე,
როგორც ამას ტიეს სამხედრო დანაყოფები აკეთებენ ქუანგ თრიში, სხვების გადათელვით და ქუანგ
თრისთვის ბომბების დაშენით.

ჩვენთვის ეს ერთგვარი შემოვლითი გზაა, გავბედავთ და ვიტყვით - პირდაპირი გადახვევა. გადახვევა,


რომელიც საშუალებას მოგვცემს შევეხოთ წლის დასაწყისში ჩვენს მიერ გადაღებული ფილმის მიერ
დასმულ პრობლემებს. ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ ამ ფილმის ხარისხზე და ნაკლოვანებებზე,
გვირჩევნია კრიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და მაყურებლებს ვთხოვოთ გაიაზრონ შენი ეს ფოტო,
რომელიც ვიეტნამშია გადაღებული ფილმის დასრულებიდან რამდენიმე თვეში. რეალურად, ეს ფოტო
და მისი თანმხლები ტექსტი იმაზე უკეთ აჯამებს Tout va Bien-ს, ვიდრე მოველოდით. ამას ძალიან
მარტივი მიზეზი აქვს. ფოტო პასუხობს იმავე კითხვას, რასაც ფილმი სვამს: რა როლი უნდა ითამაშონ
ინტელექტუალებმა რევოლუციაში. ამ კითხვაზე ფოტო პრაქტიკულ პასუხს იძლევა. პასუხი, რომელსაც
ის იძლევა, არის კიდეც მისი პრაქტიკა.

დიახ ჯეინ, ამ ფოტოზე მართლაც შენ ჩანხარ, ვიეტნამელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

Tout va Bien ამ კითხვასაც პასუხობს, ოღონდ სხვაგვარად. იმიტომ რომ ფილმი ნაკლებად
თავდაჯერებულია ვიდრე ფოტო და პასუხის გაცემამდე, პირველ რიგში კითხვებს სხვამს. საბოლოო
ჯამში, ინტელექტუალებისა და რევოლუციის შესახებ კითხვების დასმის პროცესი მიდის იქამდე, რომ
ეს კითხვა ამ სახით არ დაისვას. მაშ როგორ უნდა დავსვათ ეს კითხვა?

ფილმი ამაზე ზუსტ პასუხს ჯერ არ იძლევა. მაგრამ კითხვებზე პასუხის არგაცემა ახალი კითხვების
დასმის ირიბ გზას გვთავაზობს. იმიტომ რომ აზრი არ აქვს ძველი პასუხის გაცემას ახალ კითხვებზე,
რომლებსაც დღევანდელი რევოლუციური ბრძოლები წარმოშობენ. უნდა ვისწავლოთ თუ როგორ
დავსვათ ახალი კითხვები. ვისწავლოთ მათგან, ვისაც შეიძლება საკმარისი დრო არ ჰქონია ამ კითხვების
ცხადად ფორმულირებისთვის, მაგრამ უკვე მოამზადეს ნიადაგი, რომელზეც ფეხს მოიკიდებენ და
მოღონიერდებიან. ამას პრაქტიკული ქმედების ახალი ფორმების გამონახვით მიაღწიეს.

იმის თქმა გვინდა, რომ ჩვენს მიერ პასუხის გაცემისთვის დროებით თავიდან არიდება (რაც შენ და
ვიეტნამელებმა უკვე მოახერხეთ), ახალი კითხვების დასმის ირიბი, სახეცვლილი გზა გახდა. ახლა უკეთ
მიხვდები თუ რატომ გვინდოდა გადახვევის გაკეთება უშუალოდ ფილმზე საუბრის დაწყებამდე და
რატომ უნდა მოხდეს ეს გადახვევა ვიეტნამის მეშვეობით. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც ყველა
თანხმდება, ფილმში ნამდვილად ისმის ახალი კითხვები. მეორეც იმიტომ, რომ შენ იყავი მათთან, მას
შემდეგ რაც წახვედი ჩვენგან.

როდესაც ვუყურებდით ამ ფოტოს, რომელიც ასახავს მსახიობს სამხედრო ქმედებების მოედანზე,


გვინდება კითხვა დავუსვათ არა მსახიობს, არამედ ფოტოს. ეს ჩვენთვის ახალი კითხვების დასმის
საშუალება გახდა ინტელექტუალების როლის იმ კლასიკური პასუხისთვის, რომელიც შენ და
ვიეტნამელმა ხალხმა გამოხატეთ ამ ფოტოს დაბეჭდვით.
1
არის კიდევ რაღაც, რამაც გავლენა მოახდინა ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ეს არის კრიტიკოსების,
ჟურნალისტების და მაყურებლების წინაშე სერიოზული დისკუსიის წამოწევის სურვილი. ყველა
საკუთარი თავის ჟურნალისტი და რედაქტორია, მიუხედავად იმისა თუ როგორ აქცევს თავის
ყოველდღიურ საქმიანობას ფილმად, რომლის ვარსკვლავიც თავადვე ხდება. სწორედ ვარსკვლავების ეს
სისტემა არის ის, რაზეც ლაპარაკი გვინდა. მაგრამ ამისათვის უნდა გადავუხვიოთ. თავად ფილმიც
ერთგვარი გადახვევაა, რომელიც საკუთარი თავისკენ გვაბრუნებს. იმისათვის რომ ფილმს
მივუბრუნდეთ, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა გავაკეთოთ ეს გადახვევა.

და აქ, აშშ-ში, „ჩვენ“ ყოველთვის ნიშნავს ვიეტნამს. შევეცდებით ეს განვმარტოთ. ჩვენი აზრით,
აუცილებელი და სასწრაფოა დაველაპარაკოთ მათ, ვინც თავი შეიწუხა და ჩვენი ფილმის სანახავად
მოვიდა. უნდა ვიპოვოთ საშუალება, რომელიც მათ კითხვების დასმას შეაძლებინებს, თუკი ამის
სურვილი ექნებათ ან გავცეთ პასუხები კითხვებს, რომლებსაც ვსვამთ. მაყურებელი ნამდვილად უნდა
დაფიქრდეს და პირველ რიგში კითხვებისა და პასუხების ამ პრობლემაზე უნდა დაფიქრდეს. ჩვენ უნდა
შევძლოთ ნამდვილად გავბრაზდეთ მაყურებლების კითხვებით ან პასუხებით, გავცეთ მათ პასუხი ან
დავუსვათ კითხვა, მზა პასუხის ნაცვლად ან მზა კითხვითვე გავცეთ პასუხი, მაგრამ ვის მიერ არის ეს
პასუხები მომზადებული, ვისთვის და ვის წინააღმდეგ?

Tout va Bien-ის გარშემო ნამდვილი მსჯელობის მოსაწყობად, საკუთარ თავს Tout va Bien-ის გარეთ
მოვათავსებთ. ეს იგივეა ვილაპარაკოთ მანქანაზე იმ ფაბრიკის გარეთ, რომელიც ამ მანქანას იყენებს.
შევეცდებით კინოს სამყაროს გარეთ ვიპოვოთ მსჯელობის საფუძველი, რათა უკან დაბრუნებულებმა
უკეთესად შევიცნოთ ეს სამყარო. რეალური პრობლემების და რეალური ცხოვრების უკეთ დასანახად,
რომელშიც კინო ერთ-ერთი ელემენტს წარმოადგენს, ეს აუცილებელია. ჩვენ არ ვაპირებთ მივატოვოთ
Tout va Bien. უბრალოდ, გავერიდებით მას, სხვაგან წავალთ, მაგალითად, ვიეტნამში, საიდანაც შენ უკვე
წამოხვედი. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვიეტნამში საკუთარი საშუალებით გავემგზავრებით.
რა საშუალებებზე ვლაპარაკობთ? ტექნიკურ საშუალებებზე, რომლებსაც მუშაობისას ვიყენებთ და მათი
გამოყენების სოციალურ ასპექტზე. შენ იქნები ფოტოზე ვიეტნამში, ხოლო ჩვენ ფილმში, პარიზში.
ვითარება ხელს შეგვიწყობს ამ ტიპის გამოყენების შეფასებაში და ამ ერთხელ, ჩვენ არ ვიქნებით მარტო,
მაყურებელიც იქ იქნება. ის იქნება პროდიუსერი და მომხმარებელი. ჩვენც ვიქნებით მომხმარებლები და
პროდიუსერები ერთდროულად.

შეიძლება ეს ყველაფერი რთული მოგეჩვენოთ. როგორც ვერტოვმა უთხრა ლენინს, სიმართლე


მარტივია, მაგრამ მარტივი არ არის სიმართლე თქვა. ძია ბერტოლდმა კი სიმართლის თქმის 5 სირთულე
დაასახელა თავის დროზე. კეთილი, ამას სხვაგვარად განვმარტავთ.

დღეს ბევრი ამბობს, რომ კინო ხალხის სამსახურში უნდა იყოს. კეთილი, Tout va Bien-ის ძლიერ
მხარეებსა და ნაკლოვანებებზე საუბრის ნაცვლად, ჩვენ ვიეტნამში მივდივართ. მაგრამ ვიეტნამში
სწორედ Tout va Bien-ის მეშვეობით მოვხვდებით. ვნახოთ როგორ გამოგვივა, Tout va Bien როგორ
იმუშავებს ვიეტნამში. მოგვიანებით კი, ამ პრაქტიკული მაგალითიდან გამომდინარე, დასკვნების
გამოტანას შევძლებთ იმის თაობაზე თუ რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ, ყველამ ჩვენებურად, ცოლთან
თუ ბოსთან, თავისი ფულით, თავისი სურვილებით და ა.შ.

ფოტოს იმისათვის გამოვიყენებთ, რომ გავცეთ პასუხი შემდეგ კითხვას: როგორ შეიძლება კინო
დაეხმაროს ვიეტნამელ ხალხს მოიპოვოს საკუთარი დამოუკიდებლობა? როგორც უკვე ვახსენეთ,
ვიეტნამში წასასვლელად ეს ფოტო მხოლოდ ჩვენ არ გამოგვიყენებია. უკვე ათასობით ადამიანი მოიქცა
ასე. სავარაუდოდ, აქ ყველას აქვს ნანახი ეს ფოტო. ყველამ თავისებურად, რამდენიმე წამით მაინც
გამოიყენა იგი ვიეტნამში გასამგზავრებლად. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ გამოიყენა
თითოეულმა ჩვენგანმა ეს ფოტო ვიეტნამში წასასვლელად ანუ ვინ როგორ წავიდა ვიეტნამში. იმიტომ
რომ ვიეტნამში დოქტორ კისინჯერიც მიემგზავრება ხოლმე, თანაც წელიწადში რამდენჯერმე.
2
კისინჯერი არის ის ვინც, იკითხავდა თუ რატომ ავირჩიეთ ეს ფოტო და რა კავშირი აქვს მას Tout va Bien-
თან. ის და მისი მეგობრები გვეტყვიან, რომ რაღაცეები გვეშლება და ვთამაშობთ, ნაცვლად იმისა, რომ
სერიოზულად ვისაუბროთ ფილმის და ხელოვნების შესახებ. იმის დანახვა თუ რამდენად
წინააღმდეგობრივია მსგავსი შენიშვნის ამ სახით გაკეთება, როგორი ბუნდოვანება შემოაქვს და კეტავს
გზას სხვა, უფრო მარტივი კითხვების დასასმელად, გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს. იმისათვის, რომ
ეს კავშირები აღვიქვათ, პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ, არსებობს თუ არა საერთოდ რამე კავშირი? თუ
არსებობს, მაშინ რა კავშირია ეს? კავშირის აღმოჩენის შემდეგ კი ვიტყვით, რომ ჩვენს ფილმსა და ამ
ფოტოს შორის კავშირი საშუალებას გვაძლევს კავშირი სხვა მნიშნვნელოვან კითხვებსა და პასუხებს
შორის დავამყაროთ. შესაძლოა ხალხმა იფიქროს, რომ ეს ცარიელი სიტყვების რახარუხია. მაგრამ ამ
პატარა კითხვების ჯაჭვის მეორე მხარეს არსებული კითხვა იმის შესახებ თუ რა არის მნიშვნელოვანი,
რასაც სხვები პრაქტიკული შედეგების მომტან კითხვას უწოდებენ, უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვაა.

ჩრდილოეთ ვიეტნამის ვიეტკონგის კოლექტივმა უკვე გასცა პასუხი კითხვას ამ ფოტოს მნიშვნელობის
შესახებ, რაც თავისუფალი სამყაროს თითქმის ყველა მხარეში მისი გამოქვეყნებით გამოიხატა (სწორედ
იმ თავისუფალ სამყაროში, რომელიც მათ ბორკილებს ადებს). ამით დავინახეთ, თუ რა მნიშვნელობა
მიენიჭა ფოტოს, რა მნიშვნელობა მიენიჭა პრაქტიკული შედეგების მქონე კითხვებს და ასევე კითხვას
იმის შესახებ თუ რა არის მნიშვნელოვანი.

ეს ფოტო, თავისთავად, წარმოადგენს ჩრდილოეთ ვიეტნამელების მიერ, რათქმაუნდა შენი დახმარებით


ჯეინ, გაცემულ პრაქტიკულ პასუხს ჩვენს მიერ ადრე დასმულ ცნობილ შეკითხვაზე: რა როლი უნდა
ითამაშოს კინომ რევოლუციური ბრძოლების განვითარებაში? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ
უნდა მიიღოს ინტელექტუალმა მონაწილეობა რევოლუციაში? ფოტო ამ კითხვაზე გვაძლევს
პრაქტიკულ პასუხს, ხალხის პასუხს.

ფოტო გადაიღეს და დაბეჭდეს. ის თავისებურად გადაიღეს, იმგვარად, რომ გამოქვეყნებულიყო


როგორც მემარცხენეების, ისე მემარჯვენეების მიერ. ბუნებრივია, ასეც მოხდა. სხვა შემთხვევაში, მას
ვერც ვნახავდით. Tout va Bien ამ კითხვასაც პასუხობს, მაგრამ სხვა მხრიდან და სხვა სახით. იმ სახით, რა
სახითაც ვიტყვით, რომ 1972 წელს, აქ, საფრანგეთში, რომელსაც ამერიკელების და რუსების მეგობრები
მართავენ, ყველაფერი როდია ნათელი, ყველაფერი როდია აშკარა. ფიდელ კასტრომ უთხრა გაეროს,
რომ რევოლუციონერებისთვის არ არსებობს აშკარა სიმართლე, რომ სიმართლე იმპერიალიზმის
გამოგონილია, რომ დიდი სახელმწიფოები ამ აშკარა სიმართლეს საკმაოდ ჭკვიანურად იყენებენ
პატარების დასაჯაბნად.

რადგანაც ყველაფერი არ არის აშკარა, ჯეინ, მოდი, კითხვების დასმა განვაგრძოთ, ოღონდ ამჯერად
სხვანაირად; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდი, ახალი კითხვები დავსვათ, რათა მივიღოთ ახალი
პასუხები. მაგალითად, მოდი განვიხილოთ, როგორ აღწერეს ვიეტნამელებმა საკუთარი ბრძოლა. ნება
მოგვეცი დავსვათ კითხვები, რადგან ჩვენც გვინდა ჩვენი ბრძოლა გამოვხატოთ. მოდი პირველ რიგში
საკუთარ თავს ვკითხოთ, რა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით? თუმცა, შესაძლოა
შენც იკითხო: რატომ მაინც და მაინც ჩემი და არა რამზეი კლარკის ფოტო, ისიც ხომ იყო ვიეტნამში და
სანგრების დაბომბვის ისიც შეესწრო. Tout va Bien-ის გამო ჯეინ და რადგანაც შენ საზოგადოებრივი
პოზიცია გაქვს ფილმში, ისევე როგორც ამ ფოტოში. შენ მსახიობი ხარ. დიახ, ჩვენ ყველანი მსახიობები
ვართ ისტორიის ასპარეზზე. უფრო მეტიც, შენ, ისევე როგორც ჩვენ, კინოში ვმუშაობთ. მაშ, რატომ მე და
არა ივ მონტანი ჩილეში, იკითხავდი შენ. ჩვენს ფილმში მანაც ითამაშა, მართალია, მაგრამ ჩილელმა
რევოლუციონერებმა არ ჩათვალეს საჭიროდ ივის ფოტოების გამოქვეყნება. ვიეტნამელები კი პირიქით,
მიესალმნენ ფოტოების, როგორც შენს მიერ მათი ბრძოლის გამართლების საბუთის გამოქვეყნებას.

კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენ, Tout va Bien-ის ავტორები, კაცები
ვართ. შენ კი ქალი ხარ. ვიეტნამში არა, მაგრამ აქ კითხვა ამ ჭრილშიც შეიძლება დაისვას. უეჭველია,
3
როგორც ქალს ჩვენი მცირე თუ დიდი კრიტიკა ცოტათი ან ბევრად გულს გატკენს. ეს ფოტოს
ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. როგორც ყოველთვის, კაცებმა იციან როგორ დაესხნენ თავს
ქალებს. სხვა თუ არაფერი, იმედი გვაქვს ამის გამო მაინც მოხვალ და ჩვენთან ლაპარაკით, პასუხს
წერილს გასცემ, რომლის წაკითხვასაც რამდენიმე ადგილას ვაპირებთ ამერიკაში.

ამერიკასა და ევროპაში საქმის ვითარება მშვიდია, უფრო სწორად ასეთად იქცა. მღვრიე წყლიდან,
რომელშიც შენ და ჩვენ ვიმყოფებით, სწორედ ეს ფოტო დაგვანახებს სურათს უფრო ცხადად. სწორედ
აქედან უნდა დავიწყოთ: შენით ამერიკაში და ჩვენით პარიზში, ჩვენით პარიზში, შენით ვიეტნამში,
ჩვენით, როცა პარიზიდან გიყურებთ ვიეტნამში მყოფს, ყველათი, ვინც ახლა კინოში გვისმენს და შენ
გიყურებს. ასე დავიწყებთ, რადგან ორგანიზების ეს საშუალება მეტნაკლებად ეფექტურია. გვინდა
ყოველივე ეს განვიხილოთ. საუბრის საშუალებას Tout va Bien მოგვცემს.

გვინდა Tout va Bien-ით დავიწყოთ, ვისაუბროთ ვიეტნამზე, შემდეგ ისევ ფილმზე და იმ კინოთეატრზე
ვიეტნამში, სადაც ამ ფილმს აჩვენებენ, მერე სახლში დავბრუნდეთ, ბოლოს კი ჩვენს სამუშაოს,
ფაბრიკებს მივაშუროთ. იმისათვის, რომ ყოველივე ეს განვიხილოთ, მაყურებლის წინაშე ამ ფოტოს
განმეორებით წარვადგენთ, რადგან შენ და ვიეტნამელებმა ერთხელ უკვე გააკეთეთ ეს.

ხალხის და საკუთარი თავის წინაშე ჩვენ ვსვამთ კითხვას: ნამდვილად ვნახეთ ეს ფოტო? რა დავინახეთ
ამ ფოტოზე? ამ კითხვის მიღმა სხვა კითხვებსაც აღმოვაჩენთ: როგორ შევხედეთ ფოტოს? როგორ
მოძრაობდნენ ჩვენი თვალები მისი ყურებისას? რატომ ასე და არა სხვა სახით? რა ალაპარაკებს ჩვენს
ხმას ფოტოს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისას?

Tout va Bien ყველა ამ კითხვას სვამს. ყველა ეს კითხვა შეიძლება იქცეს ერთ დიდ კითხვად იმის შესახებ
თუ რა როლი მიუძღვით ინტელექტუალებს რევოლუციურ ბრძოლებში. ამ სახით კითხვის დასმისას
ადამიანი ხვდება, რომ ეს კითხვა პარალიზებას იწვევს. ამდენად ის უკვე აღარ არის კითხვა, რომელიც
რევოლუციას ეხება. ჩვენ დავინახავთ, რომ დღევანდელი კითხვა რევოლუციაზე, ფოტოსთან და
ფილმთან მიმართებაში უნდა იყოს შემდეგი: როგორ უნდა შეიცვალოს ძველი სამყარო? ვიეტკონგის
ძველი სამყარო და ინტელექტუალური დასავლეთის ძველი სამყარო განსხვავდება ერთმანეთისგან,
ისევე როგორც პალესტინელის და გეტოში მცხოვრები შავკანიანი ბიჭის ძველი სამყარო ან რენოს მუშის
და მისი შეყვარებული გოგონას ძველი სამყარო.

ძველი სამყაროს შეცვლასთან დაკავშირებით, პრაქტიკულ პასუხს ეს ფოტო იძლევა. სურათის


მეშვეობით ჩვენ გამოვიძიებთ ამ პასუხს, შევეცდებით ვიპოვოთ გასაღები, გავაკეთოთ ანალიზი და თავი
მოვუყაროთ ამ ყველაფერს. ჩვენ ავხსნით ფოტოს შემადგენელი ნაწილების ორგანიზაციის პრინციპს.
ერთის მხრივ, ავხსნით ისე, თითქოს ფოტოს მოლეკულურ სტრუქტურას ვიკვლევდეთ, მეორეს მხრივ კი
ისე თითქოს სოციალურ ნერვულ უჯრედთან გვქონდეს საქმე. მოგვიანებით შევეცდებით ვაჩვენოთ
კავშირი მეცნიერულ და პოლიტიკურ კვლევას შორის.

საიდან მოდის სწორი იდეები - წარმოებისათვის ბრძოლიდან, კლასობრივი ბრძოლიდან და


მეცნიერული ექსპერიმენტირებიდან.

ამ გამოძიების ჩატარების დროს და ფოტოსთან მიმართებაში კითხვების დასმისას, ჩვენ მხოლოდ იმის
გარკვევით ვართ დაკავებული, თუ როგორ წარმოიშვა ფოტოს მიერ ნაკარნახევი პასუხი ვიეტნამში
არსებული ბრძოლის კონტექსტში. შემდეგ ვნახავთ, რომ პასუხი ყველასათვის დამაკმაყოფილებელია
(ვისთვის? ვის წინააღმდეგ?). შეიძლება სხვა კითხვები არც დაიბადოს გარდა იმისა, რასაც Tout va Bien
სვამს. ჩვენი აზრით, ფოტო (მსახიობის სახის გამომეტყველება, თვალებსა და პირს შორის კავშირი)
დიდწილად ვერ ახერხებს დასავლეთ ევროპის პუბლიკის დაკმაყოფილებას, თუმცა მისმა ავტორებმა
ჩათვალეს, რომ ასეთი ფოტო უნდა გადაეღოთ. ჩრდილოეთ ვიეტნამის, ვიეტკონგის კოლექტივი: ერთი

4
შეხედვით ეს სრულიად “ნორმალური” ჩანს სხვა კონტექსტში, მაგრამ საჭიროა დიდი სიფრთხილით
გადავწყვიტოთ თუ რას ნიშნავს “ნორმალური”.

ამ აზრის გამოთქმისას, კომუნისტური პარტიებივით და მათი მხარდამჭერების, პაპის, გაეროს, წითელი


ჯვრის მსგავსად როდი ვიქცევით, რომლებიც მარტივად ამბობენ: მოდით დავეხმაროთ ვიეტნამს
მშვიდობის მიღწევაში. იმის გათვალისწინებით რაც უკვე ვთქვით, ჩვენი წინადადება უფრო
კონკრეტულია: მოდით დავეხმაროთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამს ერთმანეთში მორიგდნენ და
ამგვარად დაამყარონ მშვიდობა; მოდით, ვიეტნამელების მიერ თავიანთი ქვეყნის შეცვლაზე
დაკვირვებით, საკუთარი სამყარო შევცვალოთ; როგორ შეგვიძლია ვიეტნამს მართლაც გავუწიოთ
დახმარება? რადგანაც ვიეტკონგი იბრძვის, აკრიტიკებს და ცვლის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, როგორ
შეიძლება ჩვენის მხრივ ევროპის და ამერიკის შესაცვლელად ვიბრძოლოთ? რათქმაუნდა, ეს ყველაფერი
უფრო გრძლად გამოითქმის ვიდრე ერთი წინადადება: “მშვიდობა ვიეტნამს”. გარდა ამისა, ეს
აუცილებელს გახდის უფრო მეტი მოვიწადინოთ, ვიდრე ორი ან სამი ვიეტნამის შექმნაა. სწორედ
ამიტომ მარქსი, თავისი “კაპიტალის” პირველი გამოცემის შესავალში ეძებს მკითხველს, რომელსაც არ
ეშინია ისეთი “წვრილმანი” დეტალების როგორიც ჯოჯოხეთის მეფის მოცილება და პატარა ეშმაკების
გათავისუფლებაა.

შენი და ვიეტნამელების ამ ფოტოს ყურებისას ჯეინ, ყველას შეუძლია საკუთარი კვლევა ჩაატაროს. ასეთ
შემთხვევაში, შედეგების შედარებას და მსმენელის მიერ ლაპარაკის სურვილის დაკარგვის გარეშე
შევძლებდით საუბარს. ასეთ შემთხვევაში იქნებ ცოტა ხნით მაინც მოგვეხერხებინა ნაკლები სიულელე
გვეთქვა საკუთარი თავის და რევოლუციის შესახებ.

კიდევ ერთი რამე უნდა ითქვას იმისათვის, რომ არ ჩათვალო თითქოს პირადად შენ გესხმოდეთ თავს,
თუმცა, ამას თავიდან მაინც ვერ ავირიდებთ. ვფიქრობთ, კითხვა ცუდად იყო დასმული, მაგრამ იმედი
გვაქვს, წერილის დასასრულს, სურათი უფრო ცხადი გახდება. სწორედ ამიტომ მართლა საჭიროდ
გვეჩვნება, რომ მოხვიდე და პირდაპირ გვიპასუხო. იმიტომ რომ ჩვენ ამ წერილს გწერთ არა მხოლოდ
როგორც Tout va Bien-ის ავტორები, არამედ როგორც ამ ფოტოს მაყურებლები. უნდა აღიარო, რომ ეს
პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანები, რომლებმაც შენი ფოტო ჟურნალში ნახეს, ამ ფორმით
მოგმართავენ. არ უნდა იფიქრო, თითქოს გაგწირეთ. უნდა გაიგო, რომ ჩვენ ჯეინი კი არა, ჯეინის
ფუნქცია ამოვიღეთ მიზანში. ჩვენ ვუსვამთ კითხვას ფოტოს და შენ მესამე პირში გახსენებთ. ჩვენ არ
ვიტყვით, რომ ჯეინი ისე მოიქცა ან ეს ჩაიდინა, არამედ ვიტყვით, რომ ვსაუბრობთ მსახიობზე ან
ვთქვათ, მებრძოლზე, როგორც ფოტოს თანმხლებ ტექსტშია მოხსენიებული. ჩვენი აზრით, ეს არის
მთავარი ელემენტები ან ელემენტთა ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჟურნალ
“ექსპრესში” 1972 წელს დაბეჭდილ ფოტოში.

ელემენტარული ელემენტები

ფოტო ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავრობის თხოვნით გადაიღეს, იმისათვის, რომ ჩრდილოეთ და


სამხრეთ ვიეტნამელი ხალხის რევოლუციური კავშირი წარმოეჩინათ. ფოტოს ავტორი ჯოზეფ კრაფტი
გახლავთ. თანმხლები ტექსტი არა ფოტოს ავტორს, არამედ მის გამომქვეყნებლებს ეკუთვნით ანუ
“ექსპრესის” ავტორებს, რომლებიც არ დაკავშირებიან ჩრდილოეთ ვიეტნამელების დელეგაციას
საფრანგეთში. ეს ინფორმაცია შევამოწმეთ. წერილში ფოტოგრაფს აღწერენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე
ცნობილ და ობიექტურ ამერიკელ ჟურნალისტს. აქვე აღნიშნულია, რომ მსახიობი ვიეტნამში
მშვიდობის დამყარების ერთგული მებრძოლია. მაგრამ ტექსტში არაფერია ნათქვამი ვიეტნამელ
ხალხზე, რომელიც ფოტოზე ჩანს. მაგალითად, ტექსტი არ გვეუბნება, რომ ვიეტნამელი, რომელიც უკანა
ფონზე აღარ იკითხება, ერთ-ერთი ყველაზე უცნობი და არაობიექტური პიროვნებაა ვიეტნამელთა
შორის. ეს ფოტო, ისევე როგორც ყველა ფოტო, ფიზიკური თვალსაზრისით, უტყვია. ფოტო მის ქვეშ
დაწერილი ტექსტის პირით ლაპარაკობს. ტექსტი არაფრის აქცენტირებას არ ახდენს, არაფერს იმეორებს,
იმიტომ რომ ფოტო თავად ამბობს სათქმელს. ფაქტი ის არის, რომ მებრძოლი წინა პლანზე, ვიეტნამი კი
5
უკანა პლანზე ჩანს. ტექსტი გვამცნობს, რომ ჯეინ ფონდა ჰანოელ ხალხს კითხვებს უსვამს, თუმცა
ჟურნალი ამ კითხვებს არ აქვეყნებს და არც ფოტოზე ნაჩვენები ვიეტნამელი ხალხის წარმომადგენლების
პასუხებს.

წესით, ტექსტში არ უნდა ეწეროს, თითქოს ფონდა კითხვებს სვამს, არამედ ის, რომ იგი უსმენს. ეს
აშკარაა. შესაძლოა, ეს მომენტი სულ რაღაც წამის ორასორმოცდამეათედი გაგრძელდა, რაც ნიშნავს, რომ
სწორედ ეს არის მონაკვეთი, რომელიც ჩაიწერა და გაიგზავნა დასავლეთის სამყაროში. ამგვარად
დაწერილი ტექსტი, სავრაუდოდ იმას ამბობს, რომ ფოტო შემთხვევით გადაიღეს, როდესაც მებრძოლი
მსახიობი ჰანოელ ხალხს კითხვებს უსვამდა. შესაბამისად, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ მცირედ
დეტალს, რომ მისი პირი დახურულია. თუმცა, მოგვიანებით დავინახავთ, რომ საქმე შემთხვევითობაში
არ არის. ასეც რომ იყოს, ეს შემთხვევითობა კაპიტალიზმის ლოგიკური საჭიროებიდან
გამომდინარეობს, იმ საჭიროებიდან, რომლის მიხედვითაც კაპიტალის მიერ რეალობის შენიღბვა და
ამავდროულად, მისი გამოაშკარავება ხდება. სხვა სიტყვებით, ეს არის მომხმარებლისთვის პროდუქტის
შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდების საჭიროება.

ნაკლებად ელემენტარული ელემენტები

კამერამ ფოტო დაბალი კუთხიდან გადაიღო. კინოს ისტორია გვეუბნება, რომ ხედვის დაბალი წერტილი
უმანკოებით არ გამოირჩევა. ტექნიკური და სოციალური თვალსაზრისით ამ ფაქტის წარმოჩენა თავის
პირველ ფილმებში ორსონ უელსმა მოახდინა. არც კადრირების არჩევანია ნეიტრალური ან უმანკო:
კადრი აგებულია მსახიობის ხედვის მიხედვით და არა იმის მიხედვით, თუ რას უყურებს იგი. კადრში
მსახიობის პოზიცია იმგვარადაა მოცემული, თითქოს იგი ვარსკვლავი იყოს. მართლაც, მსახიობი
საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ვარსკვლავია. ამგვარად, ერთის მხრივ კადრი აჩვენებს ვარსკვლავს
თავის საბრძოლო ქმედებაში, მეორეს მხრივ კი გვანახებს მებრძოლს, როგორც ვარსკვლავს, რაც
სხვადასხვა რამეა. თუმცა, შესაძლოა, სხვადასხვა რამეა ევროპასა და ამერიკაში და არა ვიეტნამში.

მომდევნო გვერდებზე განთავსებულ ფოტოებზე ჩანს ის, რასაც მებრძოლი ხედავდა და არა ის, ვისაც ის
ჩვენს მიერ განხილულ ფოტოში უყურებდა. ეს ფოტოები არ განსხვავდება იმისგან, რაც თავისუფალი
სამყაროს სატელევიზიო არხებიდან თუ საგაზეთო პუბლიკაციებიდან ავტომატური ნაკადის სახით
მოედინება. ეს არის იმის მსგავსი ფოტოები, რაც ასჯერ და ათასჯერ გვინახავს. თუმცა, ეს არაფერს
ცვლის ან ცვლის მხოლოდ მათთვის, ვინც ამ საინფორმაციო ნაკადებს წარმართავს (შვიდი ქულა
რესპუბლიკელებს). სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინმე მის ჯოუნზის ან მის სმითის მიერ ამ
ფოტოების შეთავაზების შემთხვევაში, იმ მოტივით, რომ სურათები ზედმეტად ჩვეულებრივია, იგივე
გაზეთები უარს იტყოდნენ მათ გამოქვეყნებაზე. ისეთივე ჩვეულებრივი, როგორი ჩვეულებრივიც
ჰანოის გარეთ მცხოვრები გლეხებისთვის კისინჯერის ფანტომების მიერ დანგრეული სკოლის მეოცედ
გარემონტება გახდა. რათქმაუნდა, არავინ აპირებს ამ არაჩვეულებრივი ჩვეულებრივი ფაქტის შესახებ
ლაპარაკს. არც მებრძოლი, რომელსაც ვარსკვლავივით ეპყრობიან და არც “ექსპრესი”.

ასევე ვერაფერს გავიგებთ თუ რას ეუბნებიან ერთმანეთს მსახიობი და მისი დები, ვიეტნამელი
მსახიობები, რომელთა ერთობლივი ფოტოც ჟურნალის მომდევნო გვერდებზე შეგხვდებათ. იქნებ
ამერიკელი მსახიობი ვიეტნამში მუშაობის თემაზე ელაპარაკება? ან იქნებ იმაზე თუ რამდენად
შესაძლებელია ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰანოიში ითამაშოს მაშინ, როცა ის ვალდებულია ჰოლივუდს
დაუბრუნდეს? “ექსპრესი” ამ საკითხებზე არაფერს წერს. ჩვენი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ ამაზე არც
ამერიკელი მსახიობი საუბრობს. მართალია, რომ მებრძოლებმა ბომბებზე და სანგრებზე ილაპარაკეს,
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მებრძოლი ამავდროულად მსახიობია, რასელის ტრიბუნალი და რამზეი
კლარკი კი არა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რადგანაც ის მსახიობია, თეთრი სახლის
წარმომადგენლებს მისი გაჩერება არ გაუჭირდებათ, უბრალოდ იტყვიან, რომ მსახიობი,
გაუცნობიერებლად, მტრის მხარეს გადავიდა და ზეპირად ნასწავლი ტექსტებით ლაპარაკობს. ასეთი
კრიტიკა მარტივად ჩაყრიდა წყალში მსახიობისა და მებრძოლის ჯაფას. უნდა გვესმოდეს თუ რატომ
6
შეიძლება გახდეს იგი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენი აზრით, მიზეზი ის არის, რომ მებრძოლი
ვარსკვლავი არ საუბრობს სანგრებზე ვიეტნამელი მსახიობის მაგალითიდან გამომდინარე, რომელიც
სანგრების ამოსავსებად მუშაობს და მოგვიანებით გაფუჭებული სანგრების შედეგად საფრთხის ქვეშ
მყოფ სოფელში თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობს. შესაბამისად, მებრძოლს პირველ რიგში
მსახიობად რომ აღექვა თავი, ის ისტორიული როლს ითამაშებდა. თუმცა, შესაძლოა ვიეტნამელებს არც
ჰქონდეთ ამის საჭიროება ისე, როგორც ეს ამერიკელებს აქვთ.

ამ ფოტოზე, რეალობის ამ განსჯაში, კამერის წინაშე სახით ორი ადამიანია. სხვები ზურგშექცევით
დგანან. ორიდან ერთზე მკვეთრი ფოკუსია დაფიქსირებული, მეორეზე კი არა. ცნობილი ამერიკელი
მკვეთრად და ნათლად ჩანს, მაშინ როდესაც უცნობი ვიეტნამელის სახე გადღაბნილია. სინამდვილეში
სწორედ ამერიკული მემარცხენეობა არის გადღაბნილი, ვიეტნამელი მემარცხენეობა კი ძალიან ცხადი
და ნათელია. სინამდვილეს შეესაბამება ისიც, რომ ამერიკული მემარჯვენეობა ყოველთვის მკვეთრია,
ვიეტნამელი მემარჯვენეობა და ვიეტნამიზაცია კი სულ უფრო და უფრო კარგავს გარჩევადობას. მაშ რა
უნდა ვიფიქროთ ჯოზეფ კრაფტის ობიექტურობაზე, რომელმაც ამ წინააღმდეგობის ობიექტური
სურათი გვაჩვენა, მომართა ობიექტივი და ფოკუსის სიღრმეც გაზომა. ყველაფერს დიდი სიფრთხილით
მოეკიდა, როგორც უკვე ვთქვით, გამოსახულების კადრირებასაც. ფოტოგრაფმა შეგნებულად მოახდინა
საბრძოლო ქმედებაში მყოფი მსახიობის ფოკუსირება, იმისათვის, რომ გარკვეული პროდუქტი,
იდეოლოგიური ნაწარმი შეექმნა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, გამიზნულად შეექმნა. ნუ დავივიწყებთ, რომ
ამ პროდუქტის შექმნა ჩრდილოეთ ვიეტნამის მიერ იყო ნაკარნახევი, მაგრამ ვიეტნამის გარეთ
პროდუქტის დისტრიბუცის პროცესი ფოტოს დამკვეთის მიერ არ კონტროლდება ან შეიძლება
კონტროლდება კიდეც, ოღონდ ირიბი გზით. დისტრიბუციას თავისუფალი სამყაროს სატელევიზიო
არხები და გაზეთები წარმართავენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ მომდევნო ნაბიჯი, რომელმაც კომუნიკაციის ეს აქტი უნდა დაასრულოს,
შეუძლებელია გადაიდგას მის მიერ, ვინც აქტი დაგეგმა. რა ნაბიჯზეა საუბარი? არის თუ არა ეს რაღაც
თამაშის ნაწილი? ვის აქვს ამ თამაშში მონაწილეობის უფლება? ვინ ვის მხარესაა და ვინ ვის წინააღმდეგ
თამაშობს? ამას მოგვიანებით გავცემთ პასუხს. ფოკუსში მოქცეულ და ფოკუსს გარეთ დარჩენილი
გამოსახულების, ასევე ფოტოზე ასახული ორი სახის ურთიერთკავშირის კვლევისას, რაღაც საკმაოდ
უჩვეულო აღმოვაჩინეთ. კერძოდ კი ის, რომ ფოკუსის გარეთ დარჩენილი სახე მკვეთრი და ნათელია,
ხოლო მკვეთრსა და ნათელ სახეს პირიქით, ბუნდოვანება და სიცხადე აკლია. ვიეტნამელს შეუძლია
ფოკუსის გარე მდგომარეობაშიც არ კარგავდეს სიმკვეთრეს. ვიეტნამელს მუდმივ სიმკვეთრეში მისი
ყოველდღიური რეალობა ამყოფებს. ამერიკელი კი ვალდებულია მკაფიოდ დაფიქსირდეს, ამას
ვიეტნამელის ფოკუსგარეთ ყოფნა განაპირობებს. ამერიკელი ვალდებულია თავის ცხად ცხოვრებაზე
მკვეთრად იყოს ფოკუსირებული. მაგრამ ტექსტი ამაზე არაფერს გვეუბნება.

ეს ფოტო იმეორებს მსახიობის სხვა ფოტოს, რომელიც “ექსპრესის” ამავე ნომრის ყდაზეა მოცემული.
ყდის კომპოზიცია მრავლისმთქმელია. ის მიანიშნებს, რომ ფოტოს შეუძლია იმდენივე დამალოს,
რამდენიც გამოამჟღავნოს. ის ერთდროულად გველაპარაკება და რაღაცას გვიმალავს.

ჩვენი აზრით, ეს ორსახოვანი ჯეკილის და ჰაიდის მუშაობის ერთ-ერთი პრინციპია, პრინციპი და


ინტერესის სფერო. ინფორმაცია და დეზინფორმაცია გამოსახულებისა და ხმის მეშვეობით გადაიცემა
ჩვენს ეპოქაში, რომელიც იმპერიალიზმის დაცემით და რევოლუციებისადმი ტენდენციით ხასიათდება.

ამერიკული მემარცხენეობა ამბობს, რომ ტრაგედია ვიეტნამში როდია, არამედ აშშ-ში. მებრძოლის სახის
გამომეტყველება ამ ფოტოზე ტრაგიკული მსახიობის სახის გამომეტყველებაა, მაგრამ ტრაგიკული
მსახიობისა, რომელსაც სპეციფიური სოციალური და ტექნიკური შინაარსი აქვს, რომელიც
სტანისლავსკისა და შოუბიზნესის ჰოლივუდური პრინციპების მიხედვით იქმნება და ირღვევა.

7
მებრძოლის სახის გამომეტყველება იგივეა, რაც მსახიობისა Tout va Bien-ის მესამე რგოლში. ის
მეორეხარისხოვან მსახიობს უსმენს, რომელიც ლოტა კონტინუას მიერ დაწერილ ტექსტს მღერის. ამავე
გამომეტყველებას სხვაგანაც იღებს, როდესაც უყურებს პოლიციელს დონალდ საზერლენდის
შესრულებით. სახეზე სიბრალულის ტრაგიკული გრძნობის გამომეტველებით, ის საზერლენდთან
ღამის გატარებას გადაწყვეტს.

მსგავსი გამომეტყველება უკვე 1940-იან წლებში გვხვდება, ჰენრი ფონდა მას ექსპლუატირებული მუშის
პორტრეტის დასახატად იყენებს მომავალი ფაშისტის, სტაინბეკის ნაწარმოებში “მრისხანების მტევნები”.

კინოს ისტორია გვიჩვენებს, რომ მსახიობ ქალებს არაერთხელ მოუპარავთ ჰენრი ფონდას შავკანიანი
ხალხისკენ მიმართული ღრმა და ტრაგიკული მზერა მომავალი სამხედრო-საზღვაო საპატიო
ადმირალის, ჯონ ფორდის მიერ გადაღებული ფილმიდან “ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნი”. “მწვანე
ბერეტებში” ჯონ ვეინის სახეზე გამომეტყველებას საწინააღმდეგო მხარესაც წააწყდებით. აქ მსახიობი
ვიეტნამში ომის გამაცამტვერებელი შედეგებით არის შეძრული.

ჩვენი აზრით, ეს გამომეტყველება ნასესხებია რუზველტის თავისუფალი ვაჭრობის ახალი გარიგების


ნიღბიდან. ეს გამომეტყველებათა გამომეტყველებაა. ეს გამომეტყველება იმაზე მეტს არაფერს ამბობს,
ვიდრე იცის. სწორედ ამიტომ ეს რუზველტიანური გამომეტყველება ტექნიკურად განსხვავებულია იმ
გამომეტყველებისგან, რომლიც მოგვიანებით, კინოს ისტორიაში გაჩნდა. ეს არის უხმო კინოს
ვარსკვლავების, ლილიან გიშის, რუდოლფ ვალენტინოს, ფალკონეტის და სხვათა გამომეტყველება.
სცადეთ ექსპერიმენტის ჩატარება და შეხედეთ ვიეტნამში ამერიკელების მიერ ჩადენილი
დანაშაულებების ამსახველ ფოტოებს. ფოტოების დათვალიერების შემდეგ გამომეტყველება ყველას
შეეცვლება ან ყველას ექნება ერთი და იგივე, მცოდნე მზერა.

ფილმი იგივეა, რაც “მე ვხედავ”-ს მონტაჟი, ასეთი იყო კინოს მატერიალურ-ტექნიკური ბუნება კინოში
ხმის მოსვლამდე. მსახიობი ამბობდა: მე ვარ ფილმი. შესამაბისად, მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში
ვფიქრობ იმაზე, რომ მე ვარ ფილმი და ვარსებობ იმიტომ, რომ ვფიქრობ.

ხმის მოსვლის შემდეგ გადასაღებ მასალას ანუ მსახიობსა და ფიქრს შორის ახალი რეალობა
ჩამოყალიბდა. მსახიობმა შემდეგნაირად დაიწყო საუბარი: მე ვფიქრობ, რომ მე ვარ მსახიობი,
შესაბამისად, მე მიღებენ. რადგანაც ვფიქრობ, ამიტომაც ვარ. ვფიქრობ, მაშასადამე ვარ.

როგორც მოცემულ ექსპერიმენტში ვნახეთ, რომელიც კულეშოვს ეყდრნობა, სანამ ახალი ეპოქა
დადგებოდა, ყველა ვარსკვლავს საკუთარ თავის გამოხატვის ინდივიდუალური მანერა ჰქონდა. მუნჯი
კინოს დიდი პოპულარობა სინამდვილე იყო. როგორც კი კინომ ახალ ენაზე დაიწყო ლაპარაკი, ყველა
მსახიობმა ერთი და იმავეს გამეორება დაიწყო. შეგიძლიათ იგივე ექსპერიმენტი კინოს, სპორტისა თუ
პოლიტიკის ნებისმიერ ვარსკვლავზე დაკვირვებით ჩაატაროთ.

ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.


ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.
ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.
ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.
ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.

ეს გამოთქმა, რომელიც თითქოს ყოვლისმომცველია, არც მეტს ამბობს და არც ნაკლებს. ეს არის
გამოთქმა, რომელიც არავის არაფერში ეხმარება. ეს არის გამოთქმა, რომელიც არ ეხმარება ადამიანს
დაინახოს უფრო მკაფიოდ, დაინახოს სხვისი პიროვნული პრობლემები, დაინახოს თუ როგორ შეუძლია,
მაგალითად, ვიეტნამს, გაანათლოს იგი.

8
შესაბამისად, რატომ უნდა დავკმაყოფილდეთ ამ გამოთქმით და ვთქვათ, რომ ის სულ არაფერს ჯობია
(როგორც ეს Tout va Bien-ის მესამე და მეხუთე ნაწილში, სინდიკატის საჯარო გამოსვლებში ხდება)?
რატომ? მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია სხვანაირად თამაში, მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს დავეხმაროთ მას სხვანაირად თამაშში, ისე როგორც გვინდა? რატომ
უნდა დაკმაყოფილდნენ ამით ვიეტნამელები? ჩვენი აზრით, ასეთი იაფფასიანი გზით ჩვენთვის მშვიდი
სინდისის გამომუშავებით, შესაძლებელია ვიეტნამელებს ცუდი რამ დავმართოთ, ვიდრე ვარგოთ.
მეცნიერულად თუ ვიტყვით, ცხოვრებიდან ინფორმაციისკენ ეს გადასვლა იაფფასიანია.
ბოლოსდაბოლოს, ეს გამომეტყველება, ჩვენკენაც არის მომართული. ჩვენ ვცდილობთ, ხელმეორედ
შევხედოთ მას. თვალები და პირი არაფერს გვეუბნება. ჩვენი აზრით, ისინი სიცარიელით არის სავსე,
ისევე როგორც ჩეხოსლოვაკელი ბავშვების თვალები, რუსული ტანკების წინაშე, როგორც
ბანგლადეშელი და ბიაფრელი ხალხის სახეები, ან პალესტინელი ბავშვების სახეები, ვისაც გაერო დიდი
სიფრთხილით იცავს, სიცარიელითაა სავსე, ცარიელი მნიშვნელობებით, რომლებიც მხოლოდ
კაპიტალიზმის წინაშე იჩენენ სიფრთხილეს. იმიტომ რომ კაპიტალიზზმა იცის როგორ გააუპატიუროს
საქმე, როგორ იცნოს თავისი მომავალი მტრები ამ სიცარიელით და აიძულოს ისინი იყურონ არსად.

როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი ამ სიტუაციას? მსგავსი ფოტოების გამოქვეყნების აკრძალვით


ნამდვილად არა. შეიძლება ზოგს ტელე და რადიო პროგრამების მაუწყებლობა შეეწყვიტა მსოფლიოს
ყველა ქვეყანაში ან ყველა გაზეთის გამოცემა შეეჩერებინა, რაც ასევე უტოპიაა. არა. მაგრამ
შესაძლებელია ამ ინფორმაციის სხვაგვარად გამოქვეყნება. სწორედ ამ “სხვანაირობის” მეშვეობით არის
შესაძლებელი მსახიობებმა, თავიანთი ფინანსური და კულტურული ზემოქმედების ძალის
გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც თვითონ
ამბობენ. ტრაგედია იმაში მგდომარეობს, რომ მათ არ იციან როგორ უნდა ითამაშონ ეს მნიშვნელოვანი
როლი.

როგორ შეიძლება ადამიანმა ამ როლის თამაში ისწავლოს? ევროპასა და აშშ-ში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი
კითხვა უნდა დაისვას, სანამ მოცამულ კითხვაზე პასუხის გაცემას შევძლებდეთ. ჩვენ ვსვამთ რამდენიმე
კითხვას ფილმში Tout va Bien, ისევე როგორც მარქსმა გააკეთა თავის დროზე, როცა გერმანული
იდეოლოგია აიღო და სიღარიბისა და ფილოსოფიის საკითხები წამოჭრა პრუდონის წინააღმდეგ,
რომელსაც სიღარიბეზე მხოლოდ ფიქრი და განსჯა შეეძლო.

თუკი მსახიობის უკან მდგარ ვიეტნამელს ყურადღებით დავაკვირდებით, მალევე მივხვდებით, რომ
მისი სახე ამერიკელი მებრძოლის სახისაგან სრულიად განსხვავებულ რამეს გამოხატავს. მიუხედავად
იმისა, რომ არ ვიცით თუ რას უყურებს იგი, შეგვიძლია დავინახოთ ის, რასაც მისი სახე ყოველდღიურ
ცხოვრებაში ირეკლავს: ჭურვებს, დანგრეულ სანგრებს, მკვდარი ქალების დამახინჯებულ სხეულებს,
სახლს, რომელიც მეათეჯერ უნდა ააშენოს, საავადმყოფოს და გაკვეთილს, რომელიც უნდა ვისწავლოთ.
ლენინმა თქვა: გაკვეთილი პირველი - ისწავლე, გაკვეთილი მეორე - ისწავლე, გაკვეთილი მესამე -
ისწავლე. ეს სახე ყოველდღიურ ბრძოლას ირეკლავს და თანაც მარტივი მიზეზის გამო: ეს არ არის
უბრალოდ რევოლუციონერის სახე, არამედ ვიეტნამელი რევოლუციონერის. ფრანგულმა, იაპონურმა
და ამერიკულმა იმპერიალიზმმა ეს სახე ხანგძლივი ბრძოლის წარსულით ამოშანთა. მსოფლიო
მასშტაბით დიდი ხანია ეს სახე რევოლუციის სახედ არის აღიარებული, მტრების მხრიდანაც კი.

მოდით, ნუ შეგვეშინდება სიტყვების. ეს არის სახე, რომელმაც კომუნიკაციის საკუთარი კოდი უკვე
დაიმკვიდრა. დღეს არც ერთი სხვა რევოლუციური სახე არ ირეკლავს ყოველდღიურ ბრძოლას
იმდენად, რამდენადაც ეს სახე. რამეთუ არც ერთი სხვა რევოლუცია, ჩინელების რევოლუციის გარდა, არ
გაგრძელებულა ამდენ ხანს. მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი. მაგალითად, ავიღოთ ეს შავკანიანი
ადამიანი. ერთი შეხედვით ძნელია იმის თქმა, თუ რატომ, სად და როგორ იბრძვის იგი: დეტროიტში,
კრაისლერის ქარხანაში, უფრო მაღალი ხელფასის და ნაკლები საათებისთვის თუ იოჰანესბურგში,
სადაც იმ კინოთეატრებში შესვლის უფლებას მოითხოვს თეთრკანიანი ხალხი თეთრკანიანების
ფილმებს რომ აჩვენებს? ან ეს მუშა? ან ეს ევროპელი გოგონა? ან ეს არაბი? ან ეს ახალგაზრდა რადიკალი?
9
როგორც ბიძია ბერტოლდმა თქვა, ადამიანს უნდა ეყოს სიმამაცე თქვას, რომ არაფერი აქვს სათქმელი
სახეების შესახებ თუკი გამოსახულებას რაიმე სულელური და ტყუილით სავსე წარწერა არ ახლავს,
რომელსაც გადავყლაპავთ. ადამიანს უნდა ეყოს სიმამაცე აღიაროს საკუთარი სისუსტე და მარცხი.

ამ ვიეტნამელის სახეს, პირიქით, არ სჭირდება ქვევით მიწერილი სიტყვები. მსოფლიოს ნებისმიერ


ადგილას ადამიანები მიხვდებიან, რომ ის არის ვიეტნამელი. ვიეტნამელი ხალხი კი იმისთვის იბრძვის,
რომ ამერიკელები აზიიდან გაყარონ. მოდით ახლა ამერიკელი მსახიობის სახეს შევხედოთ ისე, რომ
ფოტოს დანარჩენ ნაწილს არ ვუყუროთ. პირველ რიგში თვალში გხვდება, რომ მისი სახე არაფერს
ირეკლავს საკუთრი თავის გარდა, საკუთარ თავს, რომელიც არსად არსებობს და მიქელანჯელოს პიეტას
უსასრულობასა და უკვდავ სინაზეშია დაკარგული; ეს არის ქალის სახე, რომელიც სხვა ქალის სახეს არ
ირეკლავს. ვიეტნამელის სახე წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც რელობას ირეკლავს, მაშინ, როცა
ამერიკელის სახე ფუნქციაა, რომელიც ფუნქციას ირეკლავს. ეს სახე ასევე შეიძლება ეკუთვნოდეს ჰიპის,
რომელსაც ნარკოტიკი უნდა, სტუდენტს ორეგანში, მძლეოსან პრეფონტენს, რომელმაც ცოტა ხნის წინ
წააგო ოლიმპიური შეჯიბრი, ახალგაზრდა შეყვარებულ გოგონას, რომელიც ბიჭმა მიატოვა, ასევე
მებრძოლს ვიეტნამში. ეს უკვე მეტისმეტია. ძალიან ბევრი ინფორმაცია სივრცისა და დროის პატარა
ელემენტში.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მებრძოლი ფიქრობს ვიეტნამზე და ამავდროულად, არც ვართ ამაში
დარწმუნებულები. შესაძლოა ის სრულიად სხვა რამეზე ფიქრობდეს. შესაბამისად, უნდა დავსვათ
კითხვა: რატომ დაიბეჭდა ჟურნალში მებრძოლი მსახიობის ამსახველი ფოტო, რომელიც შეიძლება
სულაც არ ფიქრობდეს ვიეტნამზე ნაცვლად მსახიობისა, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ ვიეტნამზე
ფიქრობს? იმიტომ რომ ამ ფოტოს ნამდვილი რეალობა ასეთია: ვარსკვლავის ნიღბის ჩამოხსნა მისივე
ნიღბის მეშვეობით ხდება. “ექსპრესი” ამაზე არაფერს ამბობს, იმიტომ რომ ამაზე საუბარი რევოლუციას
გამოიწვევდა ჟურნალისტიკაში. ევროპასა და აშშ-ში იმის თქმა, რომ დღეს შეუძლებელია ფოტო
გადაუღო ადამიანს, ვინც რამეზე ფიქრობს, მაგალითად, ვიეტნამზე, სექსზე, ფორდზე, ქარხანებზე და
ა.შ., რევოლუციის დასაწყისი იქნებოდა.

შეიძლება მაყურებელმა თქვას, რომ ფოტოს ეს ნაწილი დანარჩენი ფოტოსგან არ უნდა


გაგვეცალკავებინა, რადგანაც ფოტო მთლიანი სახით გამოქვეყნდა. მაგრამ ჩვენი აზრით, ეს ძალიან
ცუდი არგუმენტი იქნებოდა. ფოტოს ეს ნაწილი გამოვაცალკევეთ, რადგან ვაჩვენოთ, რომ ის ისედაც
იზოლირებულია და ტრაგედია სწორედ ამ მარტოობაში მდგომარეობს. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ სახე
დანარჩენი ფოტოსგან გამოგვეყო, მიუთითებს, რომ თავად სახე იძლევა ამ გამოყოფის საშუალებას.

მაშინ როცა ვიეტნამელის სახე მისი გარემომცველი ელემენტების განუყოფელ ნაწილად აღიქმება,
ცალკეც რომ ვუყუროთ. ის რვიანში ჯდება. მსახიობზე კი შეუძლებელია რვიანი ავაწყოთ. რვიანი არ
არსებობს. საფრანგეთში ყველასათვის ნაცნობია გამომეტყველება, რომელიც ამ ფოტოზე მსახიობს აქვს.
ის კათარზისის პროცესის სამუშაო მოდელია. მე ვფიქრობ, მაშასადამე მე ვარსებობ. იგივე მოდელი,
რომელსაც როდენის „მოაზროვნე“ იძლევა. რა მოხდებოდა ეს ქანდაკება გვეტარებინა ყველგან, სადაც
კატასტროფა ხდება, იმისათვის, რომ ბრბოს სიბრალულის განცდა შთავაგონოთ? კაპიტალისტური
ჰუმანიზმის სახე მომენტალურად გამოაშკარავდებოდა. უნდა შევიგნოთ, რომ მსახიობებს არ აქვთ
ფიქრის უფლება. მათ მხოლოდ სოციალურ ფუნქციას წარმოადგენენ და ფიქრს: მათ უნდა დაგაფიქრონ.
ამის გასაგებად, უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ დიდი თავების თამაშს, როგორიც მარლონ ბრანდო ან
სხვა რომელიმე კარგმოტყნულია, და მივხვდებით რატომაც სჭირდება კაპიტალიზმს მსგავსი
ხელოვნება: იმისათვის, რომ გააძლიეროს თავისი ბრძოლის იდეალისტური ფილოსოფიის ძალა,
დაუპირისპირდეს მარქის, ენგელსის, ლენინის და მაოს მატერიალისტური ფილოსოფიას, რომლებიც
საკუთარ ხალხს წარმოადგენენ.

აქამდე არ გვითქვამს, მაგრამ პირიქით, ჩვენ შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ ამერიკელი მსახიობის სახე.
ახლა შევეცდებით გამოვყოთ წინა წინადადებაში გამოყენებული სიტყვა „პირიქით“. ლენინმა თქვა, რომ
10
რევოლუციური ხასიათის განცალკევება საჭიროა იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კაპიტალიზმის მიერ
მუშების იზოლირებულ კატეგორიებად გამოყოფას. ამერიკელი მებრძოლის და ჩრდილოეთ
ვიეტნამელის სახეები ერთმანეთს უპირისპირდება. დაპირისპირებულთა ბრძოლა არის ის, რაც ამ
ფოტოს წარმოსახვით რეალობაში ხდება. ამერიკული თვალი ვიეტნამში მხოლოდ სიტყვა „საშინელების“
კითხვით კმაყოფილდება. ვიეტნამელი თვალი ამერიკულ რეალობის მთელ საშინელებას უყურებს. ამ
სცენაში ვიეტნამელი, მეორეხარისხოვანი მსახიობის მსგავსად, უკანა ფონზე ჩანს. თუმცა მის უკან ჩვენ
ჩრდილოეთ ვიეტნამის, ვიეტკონგის კოლექტივის მიერ შექმნილ განმაცვიფრებელი მანქანის ძალას
შევიგრძნობთ.

მსახიობის უკან კი ჩვენ ბოროტ კაპიტალისტურ მანქანას ვხედავთ, რომელიც ცინიკური დამცირებით
და არეულობით არის სავსე. როგორც ლელუშმა თქვა ფილმში „თავგადასავალი თავგადასავალია“.
ყოველივე ეს გვანახებს ბრძოლას რაც ჯერ კიდევ არის იმასა და რაც უკვე არის იმას შორის, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრძოლას ძველსა და ახალს შორის; ეს ბრძოლა ამ ფოტოს გადაღებით არ
შემოიფარგლება, მისი უკვდავყოფა ხდება მეთოდით, რომლითაც ეს ფოტო გამოქვეყნდა და იმ ფაქტით,
რომ ახლა, კინოთეატრში სწორედ ამ ფოტოს უყურებს ხალხი; ეს არის ბრძოლა პროდუქტის წარმოებასა
და მისი დისტრიბუციის პროცესს შორის, გამომდინარე იქიდან თუ ვინ აკონტროლებდა პროცესს,
კაპიტალი თუ რევოლუცია.

სხვა ელემენტთა ელემენტები

ჩრდილოეთ ვიეტნამელს აქვს ამ ფოტოს გამოქვეყნებით რისკზე წასვლის უფლება. ყოველ შემთხვევაში,
მათ ამის მიზეზი გააჩნიათ. ამ ფოტომ პატარა ჭანჭიკის როლი ითამაშა მექანიზმში, რომელიც მათი
სამხედრო-დიპლომატიური შეტევის განვითარებისთვის შექმნა.

ეს სურათი ერთია იმ ათასი ფოტოდან, რომელიც ვიეტნამელებმა საკუთარი სისხლის ფასად გაიღეს,
ამერიკელების სამხედრო დანაშაულების საპასუხოდ.

ჯეინ, შენ შეიძლება შენიშნე, ვიეტკონგი საკუთარი ბრძოლის დოკუმენტაციას ხშირად აქვეყნებს,
სისასტიკის ამსახველ ფოტოებს კი ნაკლებად. ამ შემთხვევაში, ჯეინ ფონდას სამსახურის მოხმობით,
ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავრობამ თავისი ხალხის სახელით მოგვცა პასუხი, უფრო ზუსტად კი,
ამერიკელ ხალხთან მეგობრობის კომიტეტის სახელით. ჯეინ ფონდას მათ გარკვეული როლის
შესრულება სთხოვეს.

ბევრი ამერიკელის მსგავსად, ამერიკელმა მსახიობმა მიიღო ვიეტნამში ჩასვლის და თავისი როლის
შესრულების გამოწვევა. ჰანოიში იგი ვიეტნამელების რევოლუციის მხარდასაჭერად გაემგზავრა. ახლა
კი უნდა დავსვათ კითხვა: როგორ ეხმარება ის ვიეტნამს? უფრო სწორად, როგორ თამაშობს ამ როლს? ამ
ფოტოზე ამერიკელი მსახიობი ეხმარება ვიეტნამელ ხალხს დამოუკიდებლობისთვის მათ ბრძოლაში.
თუმცა, ის მხოლოდ ვიეტნამს კი არა, ამერიკასა და ევროპასაც ეხმარება, იმდენად რამდენადაც ამ
ფოტომ ჩვენამდეც მოაღწია. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვიკითხოთ: გვეხმარება თუ არა ეს
სურათი ჩვენ? გვეხმარება თუ არა ის დავეხმაროთ ვიეტნამს? ვიეტნამი გვაიძულებს დავსვათ ეს კითხვა.

ელემენტების ან ელემენტთა ელემენტების თავმოყრა

არც „ექსპრესი“ და არც ამერიკელი მებრძოლი არ განასხვავებს ერთმანეთისგან ჯეინ ფონდას, რომელიც
უსმენს, სვამს კითხვებს და ჯეინ ფონდას, რომელიც უსმენს.

ვიეტნამელებისთვის, მათი ისტორიული ბრძოლის ამ ეტაპზე, ამ სურათთან დაკავშირებული ყველაზე


მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ფოტოზე ჯეინ ფონდაა ასახული. ჩვენი აზრით, მათთვის დიდი
მნიშვნელობა არ აქვს მსახიობი ლაპარაკობს თუ უსმენს. იმიტომ რომ სიჩუმე ასევე ეფექტურია.
11
მთავარია, რომ ის იქ არის. მაგრამ აქ, 1972 წელს, ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებად ყველაზე
მნიშვნელოვანია. უნდა გავიაზროთ რას ნიშნავს სიტყვა „აუცილებლად“. ყურადღების მიღმა ვერ
დავტოვებთ სურათის ქვეშ დაწერილ ტექსტს, რომელიც იტყუება, თითქოს მსახიობი ჰანოის
მოსახლეობას ელაპარაკება. რადგან სურათი ცალსახად აჩვენებს, რომ მებრძოლი უსმენს და რადგანაც
ჩვენ ამ სურათის წინააღმდეგობრივი სიმართლე გვესაჭიროება და არა მისი საუკუნო სიმართლე.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირდება, რომ „ექსპრესი“ ყველა მიმართულებით იტყუება.
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ სურათი იძლევა შესაძლებლობას, ჟურნალმა ტყუილი თქვას.
„ექსპრესი“ ფოტოს ბუნდოვან ავტორიზაციას იმ ფაქტის დასამალად იყენებს, რომ მებრძოლი უსმენს.
იმის განცხადებით, რომ მსახიობი ლაპარაკობს და თანაც, ლაპარაკობს მშვიდობაზე ვიეტნამში,
„ექსპრესს“ ეძლევა საშუალება აარიდოს თავი იმის გარკვევას თუ რა მშვიდობაზეა ლაპარაკი. ამაზე
პასუხის გაცემას თავად ფოტოს მიანდობს, თითქოს სურათი გვაძლევდეს ზუსტ ინფორმაციას თუ რა
მშვიდობაზეა ლაპარაკი.

ის, რომ „ექსპრესს“ ამის გაკეთება შეუძლია, ნიშნავს, რომ ამერიკელი მსახიობი არ გამოხატავს თავის
ბრძოლას როგორც მებრძოლი, გარდა იმისა, რომ ამბობს: „მშვიდობა ვიეტნამში“. იმიტომ რომ ის არ
ეკითხება საკუთარ თავს, რა ტიპის მშვიდობაზეა ლაპარაკი, კერძოდ კი, რა მშვიდობაზე ამერიკაში.
თუკი ამ კითხვას არ ან ვერ სვამს, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ის ჯერ კიდევ თამაშობს როგორც
მსახიობი ან მებრძოლი, არამედ იმიტომ რომ როგორც მებრძოლი, იგი არ ეკითხება საკუთარ თავს
კითხვებს თუ როგორი შეიძლება იყოს ახალი მიდგომა მსახიობის ფუნქციასთან მიმართებაში, როგორც
ტექნიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, ის არ ითვალისწინებს სამხედრო
აქტივობას, როგორც მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამელებმა ის სწორედ მებრძოლი
მსახიობის ამპლუაში მიიწვიეს.

და იგი სადღაც, სხვა ადგილიდან გველაპარაკება და არა იქიდან, სადაც იმყოფება, ამერიკიდან.
ვიეტნამელებს კი სწორედ ეს აინტერესებთ ყველაზე მეტად. სწორედ ამიტომ ის მალავს, რომ ყველაზე
მნიშვნელოვანი ფაქტი ამ ფოტოზე მოსმენაა, ვიეტნამის მოსმენა, სანამ მასზე რამეს ვიტყოდეთ.
ამავდროულად როცა ნიქსონი და კისინჯერი არაფერს უსმენენ. ისინი უარს ამბობენ მოუსმინონ თუ რას
ამბობენ პარიზში. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მასკარადის გააზრება. ნიქსონის თვალთმაქცობის
გამოაშკარავება „მშვიდობა ვიეტნამში“-ს არ ნიშნავს. იმიტომ რომ „მშვიდობა ვიეტნამში“-ს ნიქსონიც
ამბობს, ისევე როგორც ბრეჟნევი. უნდა გავემიჯნოთ ნიქსონის ნათქვამს. ვიეტნამელების მოსმენის
შემდეგ უნდა ითქვას თუ რა სახის მშვიდომა უნდათ ვიეტნნამელებს საკუთარ ქვეყანაში. ამერიკელმა
უნდა თქვას, მე მოვკეტავ, იმიტომ რომ არაფერი მაქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით.
ვიეტნამელებმა უნდა თქვან რაც უნდათ, მე კი უნდა მოვუსმინო და გავაკეთო ის, რასაც მეტყვიან,
იმიტომ რომ მე არ ვარ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილი. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ
მასკარადია.

12

You might also like