You are on page 1of 18

ერნესთ ჰემინგუეი

ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება

ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება საუზმის დრომ მოატანა. ისინი


სასადილო კარვის მწვანე ფარდულის ქვეშ ისხდნენ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს
არაფერიც არ მომხდარიყო. - თქვენ ლიმონის წვენს მიირთმევთ თუ ლიმონათს? -
იკითხა მაკომბერმა. - კოქტეილს. - უპასუხა რობერტ უილსონმა. - მეც. - თქვა
მაკომბერის მეუღლემ. - რაიმე მაგარი მინდა დავლიო. - ჰო, რა თქმა უნდა,
კოქტეილი აჯობებს, - დაეთანხმა მაკომბერი. - უბრძანეთ ბიჭს, სამი კოქტეილი
შეაზავოს. ზანგი ბიჭი უკვე იღებდა ბოთლებს სველი ტომრებიდან. კარავზე
მოჩრდილებულ ხეებს შორის ნიავი ქროდა და ჩაციებულ ბოთლებს ორთქლავდა.
- რამდენი მივცე? - ჰკითხა მაკომბერმა. - გირვანქა ეყოფა, - უპასუხა უილსონმა. -
ნუ გაანებივრებთ. - უფროსს მივცე და ის გაუყოფს, არა? - ჰო, ასე აჯობებს.
ნახევარი საათის წინ ფრენსის მაკომბერი ბანაკის საზღვრიდან ზეიმით მოაცილეს
მოსამსახურე ბიჭებმა, მზარეულმა, გამტყავებელმა დამებრაგულებმა . მეთოფეები
პროცესიაში არ მონაწილეობდნენ. როდესაც ზანგებმა მაკომბერი მიწაზე
ჩამოსვეს, მან ყველას ჩამოართვა ხელი;მოისმინა მათი მილოცვები, კარავში
შევიდა და ცოლის გამოჩენამდე საწოლზე იჯდა. ცოლს ხმა არ გაუცია. მაკომბერი
გარეთ გავიდა, საგზაო ტაშტშიხელ-პირი ჩაიბანა და სასადილო კარავთან ტილოს
სავარძელში ჩაჯდა. - აი, თქვენ მოკალით კიდეც ლომი. - უთხრა მას რობერტ
უილსონმა, - მერე და რა ლომი! მისის მაკომბერმა თვალი გადაჰკრა უილსონს.
მაკომბერის მეუღლე ძალიან ლამაზი და თავნება ქალი იყო. სილამაზემ და
საზოგადოებრივმამდგომარეობამ ხუთი წლის წინათ ხუთი ათასი მოუტანა მას , -
გამოხმაურების ფასი (ფოტოსურათის თანდართვით) კოსმეტიკურ
საშუალებაზე,რომელიც მას არასოდეს არ უხმარია. იგი ფრენსის მაკომბერს
თერთმეტი წლის წინათ გაჰყვა ცოლად. - მართლაც ხომ იყო კარგი ლომი. - თქვა
მაკომბერმა. ახლა ცოლმა მას გადახედა. ქალი ორივე მამაკაცს ისე უყურებდა ,
თითქოს პირველად ხედავდა.ერთ მათგანს, თეთრ მონადირე უილსონს,
გულდასმით მართლაც ახლა აკვირდებოდა. იგი საშუალო ტანის კაცი იყო,
ქერათმიანი, ჯაგარა ულვაშებით,წითელი სახითა და ძალიან ცისფერი ცივი
თვალებით, რომლის კუთხეებშიც, გაღიმებისას, მხიარული თეთრი ნაოჭები
ჩნდებოდნენ. ახლა ის მისსისმაკომბერს უღიმოდა. ქალმა მონადირეს თვალი
აარიდა, მზერა მის ხალვათ ფრენჩზე, დაფერდებულ მხრებზე და გულისჯიბესთან
დამაგრებულ ოთხვაზნაზე გადაიტანა. რიგრიგობით შეავლო თვალი უილსონის
მზით გარუჯულ ვეება ხელებს, ნახმარ სპორტულ შარვალს და მტვრიან
ფეხსაცმელებს,მერე ისევ შეხედა მის წითელ სახეს. ქალმა შენიშნა, წითელი
სიდამწვრე ფართო ფარფლებიანი ქუდის თეთრი ნაკვალევით თავდებოდა. ქუდი
ახლაკარვის ლატანზე დაჭედებულ ლურსმანზე ეკიდა. - ლომზე გამარჯვებისა
დავლიოთ. - თქვა რობერტ უილსონმა და ისევ გაუღიმა მაკომბერის ცოლს, ქალმა
კი ცნობისმოყვარედ შეხედა ქმარს. ფრენსის მაკომბერი მაღალი ტანის,
მოხდენილი კაცი იყო, ნაკლად თუ არ ჩავთვლით სწორედ მის სიმაღლეს. შავი
თმა მენიჩბესავით მოკლედჰქონდა შეკრეჭილი. მას ლამაზ მამაკაცად თვლიდნენ .
ეცვა ისეთივე სანადირო კოსტუმი, როგორიც უილსონს, ოღონდ მთლად ახალი და
ძალზედშემოტმასნილი. ოცდახუთმეტი წლისა იქნებოდა. რამდენჯერმე აიღო
პირველი ადგილი მეთევზეთა შეჯიბრებაში, ჩოგბურთსაც ჩინებულად
თამაშობდადა სწორედ ახლახან თავი გაიმჟღავნა, როგორც მშიშარამ. - მაშ
ლომზე გამარჯვებისა იყოს, - თქვა მან. - თქვენს სიკეთეს ვერასოდეს დავივიწყებ.
მარგარიტმა, ფრენსისის მეუღლემ, მზერა ისევ უილსონზე გადაიტანა. - მოდით, ლომზე
ნუღარ ვილაპარაკებთ, - თქვა უილსონმა და ქალს შეხედა. ახლა ქალმა თვითონ გაუღიმა.
- უცნაური დღე იყო, - თქვა მარგარიტმა. - თქვენ კი გიჯობთ ქუდი დაიხუროთ. შუადღისას
ფარდულის ქვეშაც აცხუნებს. ამას თქვენვე მეუბნებოდით. - შეიძლება დაიხუროს კაცმა , -
თქვა - უილსონმა. - იცით მისტერ უილსონ, ძალიან წითელი სახე გაქვთ. - უთხრა
მარგარიტმა და ისევ გაუღიმა. - ბევრსა ვსვამ. - თქვა უილსონმა. - არა მგონია, მაგის
ბრალი იყოს, - თქვა მარგარიტმა - ფრენსისიც ბევრსა სვამს, მაგრამ სახე არასოდეს არ
უწითლდება. - დღეს გამიწითლდა. - სცადა ხუმრობა მაკომბერმა. - არა, - თქვა
მარგარიტმა. - დღეს მე ვწითლდები, ხოლო მისტერ უილსონს სახე მუდამ წითელი აქვს. -
ალბათ რასის ბრალია, - თქვა უილსონმა. - საერთოდ გვეყოფა ჩემს სიწითლეზე
ლაპარაკი. თქვენ რას იტყვით? - მე მხოლოდ ახლა დავიწყე. - ჰოდა გავათავოთ, - თქვა
უილსონმა. - მაშინ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? - იკითხა მარგარიტმა. - ნუ სულელობ,
მარგო, - შეუბღვირა ქმარმა. - როგორ თუ რაზე, - თქვა უილსონმა. - აი, მოვკალით
მშვენიერი ლომი. მარგარიტმა მამაკაცებს შეხედა. მათ შენიშნეს, რომ ქალი საცაა
ატირდებოდა. უილსონი მოელოდა ამას და ეშინოდა; მაკომბერს კი დიდი ხანია
აღარეშინოდა ასეთი რამეების. - ოჰ, ნეტავ ასე არ მომხდარიყო, - თქვა ქალმა და
კარვისკენ წავიდა. ხმა არ გაუღია, მაგრამ მამაკაცებმა დაინახეს, როგორ აუთრთოლდა
მხრებივარდისფერი ტილოს ხალათში. - ქალური ხუშტურია, - თქვა უილსონმა. - ნერვების
ბრალია. გაივლის. - არა, - თქვა მაკომბერმა. - რაც გადამხდა, ნამდვილად არ მეპატიება. -
სისულელეა, - თქვა. უილსონმა. - მოდით ვისკი დავლიოთ. დაივიწყეთ ეს ამბავი. ნუ
აზვიადებთ. - ვნახოთ, - თქვა მაკომბერმა. - თუმცა, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, არ
დამავიწყდება. - კარგით ერთი, - თქვა უილსონმა. - ეგ ყველაფერი სისულელეა. ასე
ისხდნენ ტოტებგადაშლილი აკაციების ჩრდილში, მათ უკან ქვიანი ფლატე იყო . წინ კი ,
ქვვბით დახერგილი მდინარის ნაპირებამდე მწვანე მოლიბიბინებდა . მდინარის გაღმა ტყე
იწყებოდა. წრუპავდნენ ფორთოხლის წვენს და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ასე
გაგრძელდა მანამ, ვიდრებიჭებმა საუზმე გააწყვეს. უილსონს ეჭვი არ ეპარებოდა , რომ
ზანგებმა ყველაფერი იცოდნენ. მან თვალი შეასწრო, რა ცნობისმოყვარეობით
უჭვრეტდამაკომბერს მოსამსახურე ბიჭი, რომელიც მაგიდაზე თეფშებს ალაგებდა .
უილსონმა სუაჰილის ენაზე შეაგინა მას. ბიჭი შემკრთალი გაბრუნდა უკან. - რა უთხარით ? -
ჰკითხა მაკომბერმა. - არაფერი. ვუთხარი გაინძრეს, თორემ, ვუბრძანებ თხუთმეტი როზგი
უთავაზონ. - როზგი? - ეს, რა თქმა უნდა არ არის კანონიერი, - თქვა უილსონმა. - წესით
უნდა ვაჯარიმებდეთ. - თქვენში ახლა კიდევ სცემენ მათ? - ჰო. რომ იჩივლონ ერთი
აურზაური ატყდება, მაგრამ ისინი არ ჩივიან. ჯარიმას გაროზგვა ურჩევნიათ . - უცნაურია , -
თქვა მაკომბერმა. - არც ისე, - თქვა უილსონმა. - თქვენ რომელს ამჯობინებდით, ხელფასის
დაკარგვას თუ გაროზგვას? - უილსონმა უხერხულობა იგრძნო, ასეთიშეკითხვა რომ მისცა.
პასუხს არ დაუცადა, ისევ განაგრძო: - ასეა თუ ისე, ჩვენ ყოველდღე გვცემენ. ფუი ეშმაკს.
მით უარესი, - გაიფიქრა თეთრმა მონადირემ. - დიპლომატად არ გამოვდგებით. - ჰო, ჩვენ
ყველას გვცემენ. - თქვა მაკომბერმა ისე, რომ არ შეუხედავს უილსონისთვის. - საშინლად
არ მსიამოვნებს დილანდელი ამბავი. ის ამბავიჩვენ შორის დარჩება , ხომ? იმედი მაქვს
ვერავინ გაიგებს. - თქვენ გულისხმობთ, მოვყვები თუ არა იმ ამბავს მატაიგას კლუბში ?
უილსონმა ამჯერად ცივად შეხედა მაკომბერს. ამას კი აღარ მოელოდა. მაკომბერი
მხდალზე მხდალი კი არა, ბრიყვზე ბრიყვიც ყოფილა, ფიქრობდაიგი. დღემდე საკმაოდ
მომწონდა, თუმცა ვინ გაუგებს ამ ამერიკელებს. - არა - თქვა უილსონმა. - მე მონადირე
ვარ. ჩვენ არასდროს არ ვლაპარაკობთ ჩვენს კლიენტებზე. შეგიძლიათ, დამშვიდებული
ბრძანდებოდეთ. ამაზეხვეწნა უხერხულიც კია. ახლა უილსონმა გადაწყვიტა , ბევრად
უკეთესი იქნებოდა წაჩხუბებოდა მაკომბერს. მაშინ უილსონი ცალკე მიირთმევს და
ჭამისას რაიმეს წაიკითხავს,ცოლქმარიც ცალკე ისადილებს. უილსონი მათ მარტო
ნადირობისას შეხვდება, მაგრამ ურთიერთობა ექნებათ ძალზე ოფიციალური , -რას
უწოდებენამას ფრანგები? Consideration distiguee? [ფრ.: უაღრესად მოკრძალებული] ასე
ბევრად უკეთესია, ვიდრე მათ სისულელეებს აყვეს. უილსონიშეურაცხყოფს მაკომბერს და
იჩხუბებენ. მაშინ უილსონს შეეძლება წაიკითხოს ჭამის დროს და უწინდებურად სვას მათი
ვისკი. ყოველთვის ასეამბობენ, თუ ნადირობისას რაიმე უსიამოვნება გამოტყვრა . ხვდები
სხვა თეთრ მონადირეს და ეკითხები: „როგორ არის საქმე?“ - ის კი გიპასუხებს:

„არაუშავს, უწინდებურად ვსვამ მათ ვისკის“, და მაშინვე ხვდები, რომ საქმე ხელიდან
წასულა. - მაპატიეთ, - თქვა მაკომბერმა და უილსონისკენ მიაბრუნა თავისი ამერიკული
სახე, სახე, რომელიც სიბერემდე ბიჭური რჩება. უილსონმა შეხედა მისუწინდებურად
მოკლედ შეკრეჭილ თმას, მშვენიერ თვალებს, სწორ ცხვირს, თხელ ტუჩებს და კოხტად
მოყვანილ ნიკაპს. - მაპატიეთ, ვერ მოვისაზრე.ბევრი რამ არის ქვეყნად, რაც კაცმა არ
იცის. აბა, რა უნდა ქნა ახლა? - ფიქრობდა უილსონი. უნდოდა მაკომბერს ერთხელ და
სამუდამოდ წაჩხუბებოდა, მაგრამ ამ ყეყეჩს, რომელიც ის-ის იყოშეურაცხყო , პატიების
თხოვნა მოუვიდა აზრად. უილსონმა კიდევ ერთხელ სცადა. - ნუ ნაღვლობთ, მე არ
ვიყბედებ, - თქვა მან. - არ მინდა გასამრჯელო დავკარგო. იცით, აქ, აფრიკაში, ქალი
არასოდეს არ ააცდენს ლომს, ხოლოთეთრი მამაკაცი არასოდეს არ გაექცევა. - მე
კურდღელივით მოვკურცხლე, - თქვა მაკომბერმა. ფუ, გაიფიქრა უილსონმა, აბა, რას
გააწყობ კაცთან, ასეთ რამეებს რომ ლაპარაკობს? უილსონმა გულგრილად შეხედა
მაკომბერს მეტყვიამფრქვევის გამჭრიახი თვალით. მაკომბერმა გაუღიმა . ღიმილს
არაუშავდა, თუ არ შენიშნავდით რაუბედური გამოხედვა ჰქონდა მაკომბერს. - იქნებ
გარეულ კამეჩებზე ნადირობისას გამოვისყიდო, - თქვა მაკომბერმა. - მე მგონი, ახლა მათი
ჯერია. - ხვალ დილითვე, თუ მოისურვებთ. - უპასუხა უილსონმა. იქნებ ტყუილუბრალოდაც
გავბრაზდი. მაკომბერი არ ტყუის, მართლაც ასე უნდა ეჭიროს თავი.ამ ამერიკელებს, ჭიპზე
რომ გასკდე, მაინც ვერ გაუგებ. უილსონს ისევ მოუბრუნდა გული. დღევანდელი დღის
დავიწყება რომ შეიძლებოდეს; თუმცარას დაივიწყებ, დილიდანვე ცუდი პირი უჩანდა . - აი ,
მემსაიბიც [ინდ.: ქალბატონი] მოდის, - თქვა უილსონმა. მარგარიტი თავისი კარვიდან
მოდიოდა დასვენებული, ხალისიანი და მომხიბლავი: მასისეთი საუცხოო და უნაკლო სახე
ჰქონდა, რომ ერთი შეხედვით სულელი გეგონებოდათ; მაგრამ მაკომბერის მეუღლე
სულელი არ არის, ფიქრობდაუილსონი. სხვა რაც გნებავთ, ოღონდ სულელი - არა. -
როგორ ბრძანდება მშვენიერი წითელსახიანი მისტერ უილსონი? ფრენსის, ძვირფასო , შენ
უკეთ ხარ? - ბევრად უკეთ. - თქვა მაკომბერმა. - მე გადავწყვიტე დავივიწყო დილანდელი
ამბავი, - თქვა ქალმა და მაგიდას მიუჯდა. - სულ ერთი არ არის, ფრენსისი კარგად ხოცავს
ლომებს, თუცუდად? ეს მისი ხელობა არ არის. ეს მისტერ უილსონის საქმეა. მისტერ
უილსონი მართლაც კარგი სანახავია, როდესაც კლავს. თქვენ ყველაფერსხოცავთ , ხომ
მართალია? - ჰო, ყველაფერს, - თქვა უილსონმა. - ყველაფერს, რასაც კი მოისურვებთ.
ასეთები, ფიქრობდა უილსონი, ყველაზე გულქვანი არიან, ყველაზე გულქვანი, ყველაზე
ულმობელნი, ხარბნი და მაცდურნი, ისეთი გულქვანი არიან,რომ ქმრებს საზელ თუხად
აქცევენ ან ნევრასტენიით აავადებენ. ან იქნებ განგებ ირჩევენ ისეთ ქმრებს ,
რომლებთანაც შეეძლებათ მორიგება? მაგრამეს საიდანღა უნდა იცოდნენ . ისინი ხომ
ადრე თხოვდებიან, ფიქრობდა უილსონი. კიდევ კარგი, ამერიკელი ქალი უილსონისთვის
უცხო ხილი არ არის,რადგან მარგარიტი საოცრად მიმზიდველია. - ხვალ კამეჩებზე
მივდივართ, - უთხრა უილსონმა ქალს. - მეც წამოვალ. - თქვენ არ წამოხვალთ. - წამოვალ.
ნუთუ არ შეიძლება ფრენსის? - იქნებ ჯობდეს ბანაკში დარჩე? - არაფრის გულისათვის , -
თქვა ქალმა. - ისეთ სანახაობას, როგორსაც ამ დილით შევესწარი, არაფრის გულისათვის
არ მოვაკლდები. როცა ის გამოსატირებლად წავიდა, ფიქრობდა უილსონი , საუცხოო
ქალად მომეჩვენა. თითქოს თანაუგრძნობდა ქმარს, ნაწყენი იყო მასზეც და თავისთავზეც .
ხედავდა რაშიც იყო საქმე. ხოლო ოცი წუთის შემდეგ ბრუნდება ამერიკული ქალური
სიმკაცრით აღჭურვილი. საშინელი ქალები არიან.ნამდვილად საშინელნი . - ხვალ შენთვის
ისევ მოვაწყობთ სანახაობას, - თქვა ფრენსის მაკომბერმა. - თქვენ არ წამოხვალთ , - თქვა
უილსონმა. - ცდებით. - შეესიტყვა მარგარიტი. - კიდევ ერთხელ მინდა დავტკბე თქვენი
ცქერით. ამ დილით ძალზე მომხიბლაობად ჩაითვლება ვინმესთვის თავისგაგდებინება . -
აი, საუზმეც, - თქვა უილსონმა. - თქვენ მგონი ძალიან კარგ გუნებაზე ხართ. - რატომაც არა,
მე აქ მოსაწყენად არ ჩამოვსულვარ. - ჰო, მოწყენით ჯერ არ მოგვიწყენია, - თქვა
უილსონმა. მან გახედა მდინარეში ჩახერგილ ქვებს, მაღალ ნაპირს, ხეებს იმ ადგილას ,
სადაც ეს ამბავიმოხდა და დილა გაიხსენა. - დიახაც, - თქვა ქალმა. - შესანიშნავი იყო.
ახლა კიდევ ხვალ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდები ხვალინდელ დღეს. -
ანტილოპა კუდუს ბიფშტექსი გასინჯეთ, - თქვა უილსონმა. - ეს ძროხისებური დიდი
ცხოველია და კურდღელივით დახტის, არა? - აღწერილია საკმაოდ ზუსტად. - თქვა
უილსონმა.

- ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. - თქვა მაკომბერმა. - ეს შენ მოჰკალი, ფრენსის? - ჰკითხა
მეუღლემ. - ჰო. - მერე და საშიშნი არ არიან? - თავს თუ დაგეხსნენ, კი. - თქვა უილსონმა. -
დიდი შეღავათია! - არ შეიძლება სისაძაგლის გარეშე, მარგო? - შეუღრინა ქმარმა,
ბიფშტექსს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა, ჩანგალი ჩაურჭო და კარტოფილის
პიურეთი,სტაფილოთი და სოუსით გააწყო. - კარგი საყვარელო, - თქვა ქალმა. - რადგან
შენ ასე თავაზიანად მთხოვ? - საღამოს შამპანურით დავასველოთ ლომი. - თქვა
უილსონმა. - ახლა ძალიან ცხელა. - ჰო მართლა, ლომი, - თქვა მარგარიტმა. - სულ არ
გადამავიწყდა?! აჰა, გაიფიქრა უილსონმა, ახლა ქმარს მასხარადაც იგდებს. ან იქნებ
ჰგონია, ასე უნდა ეჭიროს თავი? როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა დაინახავს,რომ მისი
ქმარი მხდალია? მეტისმეტად მკაცრია, თუმცა ქალები საერთოდ მკაცრნი არიან. ისინი
ხომ მბრძანებლობენ და რაკი მბრძანებლობ,მკაცრიც უნდა იყო. საერთოდ, კმარა მაგათი
ბატონობა. - კიდევ გადაიღეთ შემწვარი. - თავაზიანად უთხრა უილსონმა მარგარიტს.
საღამო ხანს უილსონი და მაკომბერი, ზანგ მძღოლთან და ორ მეთოფესთან ერთად,
ავტომობილით გაემგზავრნენ. მისსის მაკომბერი ბანაკში დარჩა , -ცხელა , წამოსვლა
მეზარებაო. როცა ავტომობილი დაიძრა, მარგარიტი დიდი ხის ქვეშ იდგა . ვარდისფერი
ტილოს კოსტუმში უფრო მიმზიდველიჩანდა, ვიდრე ლამაზი. შავი თმა უკან გადაევარცხნა
და კეფასთან ჩაეხვია. სახე ისეთი ქორფა აქვს, გაიფიქრა უილსონმა, თითქოს ინგლისში
იყოს.მარგარიტმა ხელი დაუქნია მათ. ავტომობილმა ბალახიანი ღარტაფი გადასერა და
კვრინჩხის ბუჩქნარით დაფარული ბორცვებისაკენ ხეებს შორისზიგზაგებით გაიკვლია გზა .
კვრინჩხის ბუჩქნარში წყლის ანტილოპას ჯოგი წამოყარეს. მანქანიდან ჩამოვიდნენ და
გრძელი, გაღუნულრქებიანი ბებერი ხარი შეათვალიერეს,რომელიც მაკომბერმა ორას
ნაბიჯზე ზუსტი გასროლით მოკლა. დანარჩენები დაფრთხნენ, თავგანწირვით მიქროდნენ ,
ფეხებს მკერდზე იკრავდნენ დაერთმანეთს თავზე ახტებოდნენ ისეთივე უაზრო, ნარნარი
და გრძელი კამარებით, ხანდახან სიზმარში რომ ვაკეთებთ ხოლმე. - კარგი გასროლაა, -
თქვა უილსონმა. - არც ისე ადვილია მაგათი მოკვლა. - ხომ კარგი რამეა? - ჰკითხა
მაკომბერმა. - ჩინებულია, - უპასუხა უილსონმა. - ყოველთვის ასე ისროლეთ და
ყველაფერი რიგზე იქნება. - როგორ ფიქრობთ, ვიპოვით ხვალ გარეულ კამეჩებს? - მე
მგონი, ვიპოვით. ისინი საძოვრად დილაადრიან გამოდიან და თუ ბედმა გაგვიღიმა ,
მინდორში თავზე წავადგებით. - მინდა როგორმე გამოვისყიდო დილანდელი ამბავი . -
თქვა მაკომბერმა. - აბა, რა სასურველია ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე მეუღლის
თვალწინ. ჩემის აზრით, ეს ამბავი თავისთავად არასასიამოვნოა , გაიფიქრა უილსონმა .
სულ ერთია, გხედავს შენი ცოლი თუ არა; ასე ლაპარაკი ხომ სისულელეა,მაგრამ მან სულ
სხვა თქვა: - მოეშვით ამაზე ფიქრს, პირველ შემხვედრ ლომს შეუძლია ყველას შეუცვალოს
ნირი. მორჩა და გათავდა. მაგრამ ნავახშმევს, კოცონთან სოდიანი წყლისა და ვისკის
შემდეგ, როცა ფრენსის მაკომბერი კოღოებისაგან თავდასაცავად მარლის ქვეშ
თავისსაწოლზე იწვა და ყურს უგდებდა ღამეულ ხმებს, ეს არ გათავებულა. არ გათავებულა
და არც ახლა იწყებოდა. მას ყველაფერი ზუსტად ისევე ედგათვალწინ, როგორც ეს
სინამდვილეში მოხდა; მხოლოდ ზოგიერთი წვრილმანი ძალზე მკვეთრად ამოტივტივდა
მეხსიერებაში და მაკომბერს აუტანლადრცხვენოდა. თუმცა სირცხვილზე უფრო ცივსა და
მსუსხავ შიშს გრძნობდა. შიში იყო მასში, როგორც ყინულოვანი ნაპრალი, რომელსაც
ოდესღაც მისირწმენა ავსებდა ხოლმე. ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. შიში იყო მასში და
არ ტოვებდა. ეს ამბავი წინაღამით დაიწყო, როცა მაკომბერმა გაიღვიძა და ზევით ,
მდინარესთან, ლომის ბრდღვინვას მოჰკრა ყური. დვრინისებური ბრდღვინვა -ბურტყუნით
და ხველებით თავდებოდა. თითქოს ლომი იქვე, კარავთან იყო. მაკომბერი შეშინდა . მას
ესმოდა ცოლის თანაბარი სუნთქვა. მარგარიტსტკბილად ეძინა. მაკომბერი ვერავის ვერ
ეტყოდა, ვერავის ვერ გაუყოფდა შიშს. ის იწვა მარტო და არ იცოდა სომალური თქმულება ,
რომ გულად კაცსსიცოცხლეში სამჯერ შეაშინებს ლომი: როცა პირველად ნახავს მის
ნაკვალევს, როცა პირველად გაიგონებს მის ბრდღვინვას და როცა პირველადშეეყრება .
მოგვიანებით, მზის ამოსვლამდე, როცა ისინი სასადილო კარავში ფარნის შუქზე საუზმეს
შეექცეოდნენ, ლომმა ისევ დაიღრიალა. ფრენსისსმოეჩვენა, რომ ლომი იქვე, ბანაკის
გვერდით იყო. - ბებერს წააგავს. - თქვა რობერტ უილსონმა. ყავას და შებოლილ თევზს
თავი ანება. - გესმით, როგორ ახველებს? - ძალიან ახლოა აქედან? - დაახლოებით მილზე;
ზევით მდინარესთან. - ჩვენ ვნახავთ? - შევეცდებით. - ყოველთვის ასე შორს ისმის ლომის
ბუხუნი? თითქოს შიგ ბანაკში იყოს. - ძალიან შორს ისმის, - თქვა რობერტ უილსონმა. -
საოცრად შორს. ეტყობა სასიკვდილოდ არის განწირული. ზანგები ამბობენ, ამ
მიდამოშივეებერთელა

ვეებერთელა ლომი გამოჩენილა. - სროლაზე თუ მიდგა საქმე, სად დავუმიზნო, რომ


შევაჩეროთ? - ჰკითხა მაკომბერმა. - ბეჭებში. - თქვა უილსონმა. - თუ შესძლებთ კისერში
მოარტყით. ეცადეთ ადგილზევე გააფრთხობინოთ სული. - იმედი მაქვს , არ ავაცდენ. -
თქვა მაკომბერმა. - თქვენ მშვენივრად ისვრით, - უთხრა უილსონმა. - ნუ აჩქარდებით,
დაკვირვებით ესროლეთ. პირველი გასროლა გადამწყვეტია. - რა მანძილიდან
ვესროლო? - ძნელი სათქმელია. ეს ლომზეც არის დამოკიდებული. თუ შორს იქნებით, ნუ
ესვრით. აუცილებლად უნდა მოარტყათ. - ას ნაბიჯზე ახლოდან? - ჰკითხა მაკომბერმა .
უილსონმა თვალი გადაჰკრა მას. - ასი ზედგამოჭრილია. შეგიძლიათ ცოტა უფრო ახლოს
მოუშვათ. ამაზე შორს ნურცა სცდით. ასი - კარგი დისტანციაა. ას ნაბიჯზე, სადაც გინდა ,
იქმოახვედრებ. აი, მემსაიბიც. - დილა მშვიდობისა, - თქვა ქალმა. - მივდივართ ლომზე
სანადიროდ? - როგორც კი ვისაუზმებთ, - თქვა უილსონმა. - ხომ კარგად გრძნობთ თავს? -
შესანიშნავად, - თქვა ქალმა, - თუმცა ძალიან ვღელავ. - ვნახავ, მზად არის თუ არა
ყველაფერი, - უილსონი ადგა. ლომმა ისევ დაიღრიალა. - აი, ახმაურდა კიდეც. - თქვა მან.
- არაუშავს, მალე ჩავაჩუმებთ. - რა მოგივიდა, ფრენსის? - ჰკითხა ცოლმა. - არაფერი, -
თქვა მაკომბერმა. - რაღაც უგუნებოდა ხარ. - გეჩვენება... - თქვი, - ცოლი დაჟინებით
შეაჩერდა სახეში. - ცუდად გრძნობ თავს? - ეს ღრიალი, - თქვა მაკომბერმა. - დალახვროს
ეშმაკმა; მთელი ღამე არ გაჩუმებულა. - მერე და რატომ არ გამაღვიძე? მე დიდი ხალისით
მოვუსმენდი. - მე უნდა მოვკლა ეგ წყეული ლომი. - საწყლად თქვა მაკომბერმა. - შენ ხომ
მაგისთვის ჩამოხვედი აქ? - ჰო, მაგრამ, რატომღაც ვღელავ. ნერვებს მიშლის ეს ღრიალი.
- უილსონისა არ იყოს, შენც მოჰკალი და ჩააწყვეტინე ხმა. - კარგი, ძვირფასო, - თქვა
ფრენსის მაკომბერმა. - სათქმელად იოლია. მართალს არ ვამბობ? - შენ რა, ხომ არ
გეშინია? - რა თქმა უნდა, არა. მთელ ღამეს ვუსმენდი და ვნერვიულობდი. - აი, მოჰკლავ
და ყველაფერი რიგზე იქნება, - თქვა ქალმა. - ვიცი, რომ მოჰკლავ. ერთი სული მაქვს ამ
ამბის ნახვამდე. - ისაუზმე და გავემგზავროთ. - ასე ადრე? - თქვა მარგარიტმა. - ჯერ
ხეირიანად არც კი გათენებულა. ამ დროს ლომმა ისევ დაიღრიალა . დაბალი ბრდღვინვა
უცებ ხორხისმიერ გრგვინვად იქცა. ჰაერი შეინძრა. მერე ლომმა ამოიხვნეშა და ყრუ,
დაბალიდრტვინვით გაათავა. - თითქოს აქვე იყოს, - თქვა მაკომბერის ცოლმა. -
დალახვროს ეშმაკმა. - თქვა მაკომბერმა, - უბრალოდ ვერ ვიტან ამ ღრიალს. -
შთამაგონებლად ჟღერს. - შთამაგონებლად კი არა, პირდაპირ საშინელებაა. რობერტ
უილსონი ღიმილით მიუახლოვდა ცოლქმარს. ხელში მოკლე და მოუხეშავი
მსხვილლულიანი შაშხანა ეჭირა. - წავიდეთ, - თქვა მან. - თქვენი სპრინგფილდი და მეორე
თოფი ბიჭმა წამოიღო. ყველანი მანქანაში სხედან. ვაზნები თქვენა გაქვთ? - კი. - მე მზად
ვარ, - თქვა მისის მაკომბერმა. - ლომს ხმა უნდა ჩავაწყვეტინოთ. - თქვა უილსონმა. -
მძღოლთან დაჯექით. მარგარიტი ჩემთან ერთად უკან დაჯდება. ისინი მანქანაში ჩასხდნენ
და დილის ნაცრისფერ ბინდ-ბუნდში ტყე-ტყე შეუყვნენ მდინარეს. მაკომბერმა თოფის
საკეტი გახსნა. დარწმუნდა, რომგატენილი იყო; ისევ დაკეტა და მცველზე დააყენა .
ხელები უკანკალებდა. ჯიბეში ვაზნები მოსინჯა. მკერდზე დამაგრებულებს შეავლო
ხელი.უილსონისკენ შებრუნდა, რომელიც მარგარიტთან ერთად უკანა სკამზე იჯდა . ისინი
მღელვარედ იღიმებოდნენ, მანქანას კარები არ ჰქონდა დათვლებზე შედგმულ კოლოფს
ჰგავდა. უილსონი წინ გადაიხარა და მაკომბერს წასჩურჩულა: - ხედავთ, ფრინველები
სხდებიან. ეს ჩვენი ბებერი განერიდა თავის საკბილოს. მაკომბერმა სვავები შენიშნა . ისინი
ირაოს აკეთებდნენ მდინარის გაღმა აზიდული ხეების თავზე და მერე ძირს ეშვებოდნენ . -
ვიდრე საკბილოს ჩაუსაფრდება, წყლის დასალევად მოვა აქ, - ხმადაბლა თქვა უილსონმა .
- თვალი გეჭიროთ.

ისინი ნელა მიიწევდნენ მდინარის მაღალ ნაპირზე. ნაპირი ამ ადგილას ღრმად


შეჭრილიყო ქვიან კალაპოტში. ავტომობილი ზიგზაგებით მიძვრებოდამაღალ ხეებს
შორის. მაკომბერი გაღმა ნაპირს ათვალიერებდა. უცებ მხარზე უილსონის ხელის შეხება
იგრძნო. მანქანა გაჩერდა. - აი, ისიც, - გაიგონა მან უილსონის ჩურჩული, - პირდაპირ,
მარჯვნივ. გადადით და ესროლეთ. მშვენიერი ლომია. ახლა მაკომბერმაც დაინახა ლომი .
ლომი გვერდულად იდგა, ვეება თავი მაღლა აეწია და მათკენ მიებრუნებინა . დილის ნიავი
ოდნავ არხევდა მის მუქფაფარს. მდინარის გაღმა ნაცრისფერ დილაბნელში ლომი
ქანდაკებასავით გამოკვეთილიყო: უზარმაზარი ჩანდა. დაუჯერებლად ფართო მკერდი და
გლუვი,მბზინავი ტანი ჰქონდა. - რა მანძილზეა? - ჰკითხა მაკომბერმა და თოფი მხრიდან
ჩამოიღო. - სამოცდათხუთმეტი ნაბიჯი იქნება. გადადით და ესროლეთ. - აქედან არ
შეიძლება? - ლომს ავტომობილიდან არ ესვრიან, - გაიგონა უილსონის ხმა: - გადადით.
მთელი დღე აქ კი არ იდგება. მაკომბერი ავტომობილის მრგვალ ჭრილში გაძვრა,
რომელიც კარების მაგივრობას სწევდა. ლომი იმავე ადგილზე იდგა. ამაყად და
მშვიდადუყურებდა უცნობ საგანს, რომელსაც უცნაური ზემარტორქის ლანდად აღიქვამდა .
ლომთან ვერ აღწევდა ადამიანის სუნი. აქეთ-იქით აქნევდა ვეებათავს. შიშს ვერ
გრძნობდა, მაგრამ წყალზე ჩასვლა ვერ გადაეწყვიტა, სანამ ეს „რაღაც “ გამოღმა იდგა .
უცებ დაინახა, როგორ გამოეყო ადამიანისგამოსახულება უცნობ საგანს. მაშინ კი თავი
მიიბრუნა და სწორედ იმ წამში დაიძრა ტყისკენ, როცა ტყვიის ძლიერი დარტყმა იგრძნო
დაგამაყრუებელი ჭახანიც გაიგონა. ტყვია ფერდში მოხვდა და დამხრუკავი გულისრევით
კუჭი გაუხვრიტა. ზორზოხი, დიდთათებიანი, სიმაძღრისაგანდამძიმებული დაჭრილი
ლომი მაღალი ბალახებისკენ გაიძურწა, ისევ გაისმა ჭახანი. ამჯერად ტყვიამ ჰაერში
გაიშხუილა. კვლავ დაიჭექა. ტყვიამახლა ნეკნებში გაუარა ლომს. ენაზე ცხელი, ქაფიანი
სისხლი იგრძნო. მაღალი ბალახებისკენ გაძუნძულდა და იქ ჩასაფრდა, რომ ახლოს
მიეტყუებინამქუხავი „რაღაც“; მერე კი მოულოდნელად თავს დასხმოდა. როდესაც
მაკომბერი მანქანიდან გადავიდა, სულაც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რას გრძნობდა ლომი .
ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ხელებიუკანკალებდა. ბარძაყები გაუშეშდა .
გრძნობდა, როგორ უთრთოდნენ კუნთები. თოფი გადმოიღო, ლომს ქეჩოში დაუმიზნა და
ჩახმახს გამოსწია. თოფიარ გავარდნილა, თუმცა ისე აჭერდა ჩახმახს თითს, რომ კინაღამ
მოიმტვრია. მაკომბერს გაახსენდა, თოფი მცველზე ჰქონდა შეყენებული: ძირსდაუშვა და
კიდევ ერთი უნდობელი ნაბიჯი გადადგა. ლომმა დაინახა, როგორ გამოეყო მანქანას
ადამიანი და ტყისკენ იბრუნა პირი. მაკომბერმაისროლა, დამახასიათებელი „უონგ “
გაიგონა და მიხვდა, რომ მოარტყა. მაგრამ ლომი სულ უფრო და უფრო შორდებოდა.
მაკომბერმა კიდევ ერთხელესროლა. ტყვიამ გაქცეული ლომის ცხვირწინ მიწა
ააბდღვირა. უცებ გაახსენდა, რომ დაბლა უნდა დაემიზნებინა. ესროლა და მოარტყა
კიდეც. მერე,სანამ საკეტის სახელურს ხელახლა წინ წასწევდა, ლომი ოთხზე გადავიდა და
მაღალ ბალახებს შეაფარა თავი. მაკომბერი უძრავად იდგა. თოფის ჩამოშვება ვერ
მოეხერხებინა. გული ერეოდა, ხელები უცახცახებდა. გვერდით ცოლი და რობერტ
უილსონი ედგნენ.იქვე ზანგები შეჯგუფულიყვნენ და ვაკამბას ენაზე რაღაცას
რატრატებდნენ. - მოვარტყი, - თქვა მაკომბერმა. - ორჯერ მოვარტყი. - თქვენ მას
ნაწლავები გაუხვრიტეთ და მგონი მკერდშიც მოარტყით. - უხალისოდ თქვა უილსონმა.
ზანგები ჩაფიქრებულიყვნენ. - შეიძლება მოჰკალითკიდეც, - განაგრძობდა უილსონი . -
ცოტახანს შევიცადოთ, მერე წავიდეთ და მოვნახოთ. - როგორ? - როცა მოსუსტდება,
ნაკვალევს მივყვეთ. - ა-ა... - თქვა მაკომბერმა... - დიდებული ლომია, ეშმაკმა წაიღოს, -
მხიარულად თქვა უილსონმა. - მხოლოდ ძალიან სახიფათო ადგილას კი დაიმალა. - რით
არის სახიფათო? - ვიდრე თავზე არ წაადგები, ვერ დაინახავ. - ა-ა, - თქვა მაკომბერმა. - აბა,
წავიდეთ. - თქვა უილსონმა - მემსაიბი ჯობს მანქანაში დარჩეს, სისხლის ნაკვალევს უნდა
დავხედოთ. - აქ დარჩი, მარგო, - უთხრა ცოლს მაკომბერმა. მას პირი გაუშრა და
ლაპარაკი უჭირდა. - რატომ? - ჰკითხა ცოლმა. - უილსონს ასე უნდა. - ჩვენ ლომის
მოსაძებნად მივდივართ, - თქვა უილსონმა. - თქვენ აქ დარჩით. აქედან ყველაფერი
კარგად მოჩანს. - კარგი. უილსონმა მძღოლს სუაჰილის ენაზე რაღაც უთხრა. მან თავი
დაუქნია და უპასუხა: - კი, ბატონო. ისინი მდინარის ციცაბო ნაპირზე დაეშვნენ . წყალში
ჩახერგილ ქვებზე გადავიდნენ და მიწიდან ამოშვერილი ფესვების დახმარებით მეორე
ნაპირზეაცოცდნენ. მალე იმ ადგილს მიაღწიეს. სადაც, ცოტა ხნის წინათ, ლომი გარბოდა .
დაბალ ბალახს სისხლის მუქი ლაქები აჩნდა. სისხლის ნაკვალევიმდინარის გასწვრივ
ხეებს მიჰყვებოდა. - რა უნდა ვქნათ? - იკითხა მაკომბერმა.

- საქმე ასარჩევად არ გვაქვს. - სთქვა უილსონმა. - ავტომობილს მდინარის გაღმა ვერ


გამოვიყვანთ. ნაპირი ციცაბოა. ცოტა კიდევ დასუსტდეს ლომი.მერე კი ერთად წავიდეთ
და მოვნახოთ. - ბალახს ცეცხლი რომ გავუჩინოთ? - ჰკითხა მაკომბერმა. - ძალიან
ნედლია, არ წაეკიდება. - ზანგები რომ გავგზავნოთ? უილსონმა ახედ-დახედა მაკომბერს. -
რა თქმა უნდა, შეიძლება, - თქვა მან. - მაგრამ ეს კაცისკვლას უდრის. ხომ იცით, რომ ლომი
დაჭრილია. დაუჭრელი ლომის წინ გაგდება შეიძლება,ხმაურს გაეცლება . დაჭრილი კი
თავს ესხმის. სანამ თავზე არ წაადგები, ვერ შეამჩნევ. ისეთ ადგილებში გაეკვრება მიწას ,
სადაც გგონია კურდღელიცვერ დაიმალება. ასე რომ, მარეკებს ვერ გავგზავნი .
რომელიმეს აუცილებლად დააშავებს. - მეთოფეები? - მეთოფეები ჩვენთან ერთად
წამოვლენ. ეს მათი ვალია, ხელშეკრულება აქვთ დადებული. თუმცა წამოსვლა არ
ეხალისებათ. - არც მე მინდა წამოსვლა. - თქვა მაკომბერმა. სიტყვები უნებურად
წამოსცდა; ვიდრე მიხვდებოდა, თუ რას ამბობდა. - არც მე. - თქვა უილსონმა მხნედ. -
მაგრამ რას იზამ. - თითქოს რაღაც მოაგონდა, მაკომბერს შეხედა და დაინახა , როგორ
კანკალებდა იგი, რასაწყლური გამოხედვა ჰქონდა. - თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არ
წამოხვიდეთ, - უთხრა უილსონმა. - სწორედ ამისათვის არ დამიქირავეთ? ამიტომაც
ვფასობ ასე ძვირად. - თქვენ რა, მარტო ფიქრობთ წასვლას? სულაც რომ მივატოვოთ? -
როგორ მივატოვოთ? - ჰკითხა უილსონმა. - უბრალოდ, მოვეშვათ. - ვითომ ვერ
მოვარტყით? - არა, უბრალოდ მოვცილდეთ. - ამ დროს ასე არ იქცევიან. - რატომ? - ჯერ
ერთი, ლომი წვალობს. მეორეც, საშიშია, ვინმე არ წააწყდეს. - გასაგებია. - აუცილებელი
არ არის, ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ. - წამოსვლით წამოვალ, უბრალოდ ვღელავ. - თქვა
მაკომბერმა. - მე წინ წავალ. - თქვა უილსონმა. - მოხუცი კონგონი კვალს მიყვება. თქვენ
უკან მომყევით, ოდნავ გვერდზე. როგორც კი დავინახავთ ლომს, ორივევესვრით. ნუ
ღელავთ, გვერდიდან არ მოგცილდებით. იქნებ მართლაც ჯობდეს, რომ დარჩეთ? წადით
მემსაიბთან, მე კი ლომს ბოლოს მოვუღებ. - არა, მეც წამოვალ. - როგორც გენებოთ, - თქვა
უილსნომა. - მაგრამ თუ არ გინდათ, მაშინ მე მარტო წავალ. ეს ხომ ჩემი ვალია... - მეც
წამოვალ. - თქვა მაკომბერმა. ისინი ხის ქვეშ ისხდნენ და ეწეოდნენ. - არ გინდათ, მემსაიბს
ელაპარაკოთ? - ჰკითხა უილსონმა. - მოასწრებთ. - არა. - მაშინ მე წავალ და ვეტყვი, რომ
მოთმინებით აღიჭურვოს. - კარგი, - თქვა მაკომბერმა. ის იჯდა გაოფლილი და
ნერწყვგამშრალი. გულის კოვზთან რაღაც წიწკნიდა. ვერ გაებედა ეთქვა უილსონისთვის,
რომუმისოდ წასულიყო და მოეკლა ლომი. არ იცოდა, რა გაცეცხლებული იყო თეთრი
მონადირე. უილსონი თავის თავზე ბრაზობდა, აქამდე რომ ვერშეამჩნია მაკომბერის
მდგომარეობა და უკან გაგზავნა ცოლთან. უილსონი მალე დაბრუნდა. - თქვენი შტუცერი
თან წამოვიღე. - თქვა მან. - აი, ინებეთ. ჩვენ საკმაო დრო მივეცით ლომს. წავიდეთ.
მაკომბერმა შტუცერი ჩამოართვა. უილსონმა თქვა: - ხუთი ნაბიჯით უკან მომყევით. ოდნავ
მარჯვნივ და ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც მე გეტყვით. - მერე უილსონმა სუაჰილის
ენაზე რაღაცგადაულაპარაკა მეთოფეებს, რომლებსაც ცხვირპირი ჩამოსტიროდათ . -
წავიდეთ. - თქვა უილსონმა. - ერთი ყლუპი წყალი. - თქვა მაკომბერმა. უილსონმა უფროს
მეთოფეს, წელზე მათარა რომ ეკიდა, რაღაც უთხრა. მეთოფემ მათარა მოიხსნა და
მაკომბერს გაუწოდა. მაკომბერს მათარა ემძიმა.მისი ხაოიანი და მქისე ქეჩის შალითა
იგრძნო. მათარა ტუჩებთან მიიტანა და მაღალი ბალახების იქით ხეების ბრტყელი
წვეროები დაინახა. მსუბუქინიავი სცემდა სახეში. ბალახებზე პატრარ -პატარა ტალღები
გარბოდნენ. მერე მეთოფეს შეხედა და მიხვდა, რომ ისიც შიშისაგან იტანჯებოდა .
ოცდათხუთმეტი ნაბიჯის იქით მიწაზე გართხმულიყო ვეება ლომი. ყურებდაცქვეტილი
უძრავად იწვა. მხოლოდ გრძელი კუდი უთრთოდა, რომლისბოლო შავ ფუნჯს წააგავდა.
ლომმა საფარს მიაღწია თუ არა, მაშინვე ჩაწვა და გაინაბა. ახლა გულს ურევდა გამჭოლი
ჭრილობა, რომელიც საჭმლით

ამოყორილ მუცელში ჰქონდა მიყენებული. ჭრილობისაგან ფილტვებში სისუსტეს


გრძნობდა. ყოველ ამოსუნთქვაზე ხახაში წითელი ქაფი ამოსდიოდა.ფერდები
გაოფლიანებოდა და უხურდა. ნეკის ფრჩხილის ოდენა ნატყვიარებზე ბუზები ეხვეოდნენ .
ზიზღისა და ტკივილისაგან დავიწროებულ დიდრონყვითელ თვალებს ყოველ
ამოსუნთქვაზე ოდნავ ახამხამებდა. ბასრი ბრჭყალები ღრმად ჩაესო რბილ მიწაში და
პირდაპირ იყურებოდა. მასში ყველაფერი, - ტკივილი, გულისრევა, სიძულვილი და
შემორჩენილი ძალ-ღონე უკიდურესობამდე დაძაბულიყო მხოლოდ ერთი
ნახტომისათვის.ლომს ესმოდა ადამიანის ხმა და ერთ სურვილად გადაქცეულიყო , -
როგორც კი მონადირეები ბალახში ფეხს შედგამდნენ, თავს დასცემოდა .თანდათან
ახლოვდებოდა ხმაური. ლომს კუდიც გაუშეშდა. ბოლოს, როცა მონადირეებმა
ბალახებამდე მიაღწიეს, ჩახლეჩილი ხმით დაიბუხუნა დაკამარა შეჰკრა . მოხუცი კონგონი
წინ მიდიოდა და სისხლიან კვალს აკვირდებოდა. უილსონს შტუცერი მოემარჯვებინა ,
თვალს ადევნებდა ბალახის ყოველგვარმოძრაობას. მეორე ზანგი აყურადებდა.
მაკომბერმა თოფი ფეხზე შეაყენა და უილსონს მიჰყვა. ბალახებში შესვლა ვერც კი
მოასწრეს, რომმაკომბერმა ხროტინისებური ბრდღვინვა გაიგონა და ბალახები შხუილით
შუაზე გაიპო, უცებ მაკომბერმა იგრძნო, რომ შიშისაგან თავქუდმოგლეჯილიგარბის ,
შეშლილივით გარბის ბალახებისაგან შორს, მდინარისაკენ. მაკომბერმა გაიგონა , როგორ
დაიჭექა უილსონის შტუცერმა - „კა-რა-უონგ“ და კიდევ ერთხელ - „კა-რა-უონგ“.
შეტრიალდა და დაინახა, თავგაგლეჯილილომი უილსონისკენ მიბობღავდა. უილსონმა
შემართა თავისი მოკლე მოუხეშავი თოფი, ყურადღებით დაუმიზნა და ისევ „კა -რა-უონგ “.
ყვითელ ლომსზორზოხი ტანი გაუშეშდა, დამახინჯებული ვეება ტანი მიწაზე დაემხო. შუა
მინდორში გატენილი თოფით მდგარმა მაკომბერმა დაინახა, რომ ლომსსული ამოხდა .
ორი შავი და ერთი თეთრი მონადირე ზიზღით უყურებდნენ ნირწამხდარ მაკომბერს ,
რომელიც ახლა უილსონისკენ მობლაცუნებდა. მისიმაღალი და მოხდენილი ტანი
სინდისის უტყვ ქენჯნას წააგავდა. უილსონმა შეხედა მას და ჰკითხა: - სურათებს არ
გადაიღებთ? - არა, - უპასუხა მაკომბერმა. ავტომობილამდე მეტი არაფერი თქმულა. აქ კი
უილსონმა თქვა: - მშვენიერი ლომი იყო. ახლა გაატყავებენ. მანამდე შეგვიძლია
ჩრდილში ჩამოვსხდეთ. ცოლს ერთხელაც არ შეუხედავს მეუღლისათვის. არც მაკომბერს
შეუხედავს მისთვის, თუმცა ერთად ისხდნენ მანქანის უკანა საჯდომზე. უილსონი წინიჯდა .
მაკომბერი შეინძრა, ცოლს ხელზე ხელი დაადო, ისე, რომ იქით არც კი გაუხედავს. ქალმა
მაშინვე წაართვა ხელი. მაკომბერმა მდინარის გაღმანაპირს გახედა , სადაც ზანგები ლომს
ატყავებდნენ და მიხვდა, - მარგარიტს ყველაფერი მშვევნივრად დაენახა . მარგარიტი წინ
გადაიხარა, უილსონსმხარზე ხელი დაადო. უილსონმა თავი მოაბრუნა. მაკომბერის
მეუღლე საჯდომის დაბალ საზურგეზე გადაიხარა და ტუჩებში აკოცა თეთრ მონადირეს . -
აბა, აბა, - თქვა უილსონმა და წითელი სიდამწვრის ქვეშაც კი აენთო სახე. - მისტერ
რობერტ უილსონი, - თქვა ქალმა. - მშვენიერი წითელსახიანი მისტერ რობერტ უილსონი.
მერე ისევ თავის ადგილას დაჯდა. მაკომბერს ზურგი შეაქცია და მდინარის გაღმა გაიხედა ,
იქით, სადაც ლომი იწვა. ლომს გატყავებული თეთრითათები, კუნთებითა და მყესების
ბადეებით, ზევით ჰქონდა აშვერილი. მუცელი რუმბივით გაბეროდა. ადამიანები ნელა
ატყავებდნენ. ბოლოს ზანგებმალომის მძიმე, ნედლი ტყავი მოიტანეს , დაგორგლეს და
მანქანაში უკანიდან აძვრნენ. მანქანა დაიძრა. ბანაკამდე ხმა არავის ამოუღია . აი , რაც იმ
დილით მაკომბერს თავს გადახდა. მან არ იცოდა, რას გრძნობდა ლომი კამარის
შეკვრამდე ან მერე, როცა ტყვიამ თავი გაუგლიჯა. ვერც ისგაეგო, რა ეწეოდა ლომს წინ
მას შემდეგ, რაც მეორე გამაყრუებელმა დარტყმამ კუსუბო გაუტეხა ; რამ აიძულა
ფორთხვით წასულიყოცეცხლმსროლელი მგრგვინავი საგნისაკენ, რომელმაც მას ბოლო
მოუღო. უილსონმა ასე თუ ისე რაღაც იცოდა ამის შესახებ, რაც გამოხატასიტყვებით, -
„მშვენიერი ლომი“. მაკომბერმა არ იცოდა, რას გრძნობდა უილსონი; არც ის, თუ რას
ფიქრობდა ახლა მისი ცოლი. იცოდა მხოლოდ ის,რომ მარგარიტს მასთან ლაპარაკი
აღარ უნდოდა. მისსის მაკომბერს არაერთხელ გადაეწყვიტა გაყროდა ფრენსისს.
მაკომბერი მდიდარი კაცი იყოდა იმედი ჰქონდა, თუ კიდევ უფრო გამდიდრდებოდა ,
ცოლი არასოდეს არ მიატოვებდა. ეს მან მშვენივრად იცოდა. მოტოციკლიც იცოდა (რასაც
მანყველაზე ადრე გაუგო), ავტომობილიც, იხვებზე ნადირობა, თევზაობა, კალმახობა ;
ორაგული და ზღვის დიდი თევზი: სქესის საკითხებში უფრო წიგნებისმიხედვით ერკვეოდა .
უყვარდა წიგნები; ჩოგბურთიც, ძაღლებიც; ცოტა რამ ცხენების შესახებაც გაეგებოდა ,
იცოდა ფულის ყადრი. ეს ყველაფერი მისსამყაროს შეადგენდა . დარწმუნებული იყო , რომ
ცოლი არასოდეს მიატოვებდა. მარგარიტი ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იყო.
მართალია ის ახლააქ, აფრიკაში ძალიან ლამაზი ჩანდა, მაგრამ შტატებში ისეთი ლამაზი
აღარ იყო, რომ ფრენსისი მიეტოვებინა და უკეთესს გაჰყოლოდა. ეს ორივემკარგად
იცოდა. მარგარიტმა ხელიდან გაუშვა ის მომენტი, როცა შეეძლო მეუღლე პირში
ჩალაგამოვლებული დაეტოვებინა და ესეც იცოდაფრენსისმა. მაკომბერი რომ ქალების
მუსუსი ყოფილიყო, მარგარიტს ის აზრი არ მოასვენებდა, ფრენსისი უფრო ლამაზ ცოლს
იშოვისო; მაგრამ ისკარგად იცნობდა მეუღლეს და ამ ანგარიშით დამშვიდებული იყო .
ამასთანავე მაკომბერი იშვიათი მომთმენი და რბილი ხასიათისა იყო, რაც ქალისთვალში
მის ერთ-ერთი ყველაზე სასურველ თვისებას წარმოადგენდა. საერთოდ, საზოგადოების
აზრით, ეს იყო შედარებით ბედნიერი წყვილი მათ შორის, რომლებიც , ჭორებს თუ
დავუჯერებთ, საცაა გაიყრებიან, მაგრამარასოდეს არ იყრებიან. ახლა ისინი . როგორც
აღნიშნა „მსოფლიო ქრონიკის“ რეპორტიორმა, „იმედოვნებენ, რომ სათავგადასავლო
ელემენტისიცხოველეს მისცემს მათი მრავალი წლის პოეტურ რომანს ; სანადიროდ
გაემგზავრნენ ყოფილ შავ აფრიკაში, ვიდრე მარტინ ჯონსონი ამ მხარესვერცხლისფერ
ეკრანზე გააცოცხლებს. ისინი იქ ნადირობენ სიმბოს ჯიშის ბებერ ლომებზე , გარეულ
კამეჩებზე, ტემბოს ჯიშის სპილოებზე და თანმასალებს აგროვებენ საბუნებისმეტყველო
მეცნიერების მუზეუმისათვის“. იგივე რეპორტიორი უკვე მესამეჯერ ატყობინებღა
საზოგადოებას, რომ ცოლ-ქმრის დამოკიდებულება წკიპზე იყო მიმდგარი . ეს მართლაც
ასე იყო, მაგრამ ისინი ყოველთვის რიგდებოდნენ. მათ ცოლქმრობას მტკიცე
საფუძველიჰქონდა. მარგარიტის სილამაზე საწინდარი იყო იმისა , რომ მაკომბერი
არასოდეს არ გაეყრებოდა. ხოლო მაკომბერის სიმდიდრე იმის გირაო იყო,რომ
მარგარიტი არასოდეს მიატოვებდა.

ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა ფრენსის მაკომბერმა ლომზე ფიქრი შეწყვიტა და
ჩაეძინა. გამოეღვიძა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩაეძინა.სიზმარში ნახა , თავზე
პირსისხლიანი ლომი წამოსდგომოდა. შიშისაგან გამოეღვიძა. მიაყურადა და საკუთარ
გულისცემაზე მიხვდა, რომ ცოლისსაწოლი ცარიელი იყო. ამ აღმოჩენის შემდეგ კიდევ ორ
საათს აღარ მოუხუჭავს თვალი. ორი საათის შემდეგ მარგარიტი კარავში შევიდა ,
ფარდაგადასწია და ლოგინში მშვიდად ჩაწვა. - სად იყავი? - ჰკითხა მაკომბერმა
სიბნელეში. - ჰელოუ, - თქვა ქალმა. - შენ არ გძინავს ფრენსის? - სად იყავი მეთქი? - ისე,
სუფთა ჰაერზე გავისეირნე. - სულელი ნუ გგონივარ. - რა გინდა ჩემგან, ძვირფასო? - სად
იყავი? - სუფთა ჰაერზე. - ეგ რა, ახალი ტერმინია? გაფუჭებულო! - შენ კი მშიშარა ხარ! - ასე
იყოს, თქვა ქმარმა. მერე შენ რა? - არაფერი. მოდი, ჩემო კარგო, ნუ ვილაპარაკებთ,
ძალიან მეძინება. - შენ გგონია ყველაფერს მოგითმენ? - ვიცი, არ მომითმენ. - ჰოდა, არ
მოგითმენ. - ჩემო კარგო, მოდი გავჩუმდეთ. საშინლად მეძინება. - შენ ხომ აღმითქვი , რომ
ეს აღარ მოხდებოდა. - რა ვუყოთ, ახლა მოხდა. - თქვა ქალმა ალერსიანად. - აკი
დამპირდი, თუ აქ ჩამოვიდოდით, ეს აღარ განმეორდებოდა. - ჰო გეთაყვა , ასე ვაპირებდი ,
მაგრამ გუშინდელმა დღემ ყველაფერი გააფუჭა. ღირს კი ამაზე ლაპარაკი ? - შენ არ
კარგავ შესაძლებლობას, როცა ხელში კოზირი გაქვს. - მოდი ძვირფასო, ნუ
ვილაპარაკებთ. მე ისე მეძინება. - მე კი ვილაპარაკებ. - მაშინ მაპატიე , მე დავიძინებ . - და
დაიძინა. გათენებამდე სამივენი საუზმეს უსხდნენ. ფრენსის მაკომბერი გრძნობდა , რომ იმ
ადამიანებიდან, რომლებიც მას სძულდა, ყველაზე უფრო რობერტუილსონი ეზიზღებოდა . -
როგორ გეძინათ? - ჰკითხა უილსონმა ყრუ ხმით. იგი ჩიბუხს ტენიდა. - თქვენ? -
შესანიშნავად, - უპასუხა თეთრმა მონადირემ. არამზადა, გაიფიქრა მაკომბერმა , ურცხვი
არამზადა. ალბათ, ცოლმა გააღვიძა, როცა დაბრუნდა, ფიქრობდა უილსონი , თან ორივეს
გულგრილი და ცივი თვალებით აკვირდებოდა. ყურადღება მიაქციოსცოლს. რა ჰგონია , მე
რა, წმინდანი ვარ? უფრო გულისყურიანი იყოს. თვითონაა დამნაშავე. - თქვენ როგორ
ფიქრობთ, ვიპოვით გარეულ კამეჩებს? - ჰკითხა მარგარიტმა და ნუშით სავსე თეფში იქით
მისწია. - ალბათ. - თქვა უილსონმა და გაუღიმა. - არ ჯობია ბანაკში დარჩეთ? - არაფრის
გულისათვის. - უპასუხა ქალმა. - უბრძანეთ, ბანაკში დარჩეს, - უთხრა უილსონმა
მაკომბერს. - თქვენ თვითონ უბრძანეთ, - უპასუხა მაკომბერმა ცივად. - მბრძანებლობას
თავი ანებეთ. ჭკუით იყავი ფრენსის, - თქვა მარგარიტმა ხუმრობის კილოთი. - მივდივართ
თუ არა? - იკითხა მაკომბერმა. - მე მზად ვარ. გინდათ მემსაიბი ჩვენთან ერთად
წამოვიდეს? - სულერთი არ არის, მინდა თუ არა? აი, თავსატეხი, გაიფიქრა რობერტ
ულისონმა, მართლაც თავსატეხი. ახლა საქმე გართულდა, მაგრამ დაე ასე იყოს. -
მართლაც სულერთია. - თქვა მან. - იქნებ თქვენ მარგარიტთან ერთად დარჩეთ ბანაკში და
კამეჩებზე ნადირობა მე მომანდოთ? - ჰკითხა მაკომბერმა. - უფლება არა მაქვს, - თქვა
უილსონმა. - ეს უაზრობაა. თქვენს ადგილზე ამას არ ვიტყოდი. - უაზრობა კი არა,
საზიზღრობაა.

- საზიზღარი, - არ არის კარგი სიტყვა. - ფრენსის, იყავ კეთილი, ჭკვიანურად ილაპარაკე. -


თქვა მისმა ცოლმა. - ეშმაკმა წაგიღოთ, მე ისედაც ჭკვიანურად ვლაპარაკობ, - თქვა
მაკომბერმა. - გიჭამიათ როდისმე ასეთი სისაძაგლე? - თქვენ უკმაყოფილო ხართ
საჭმლით? - მშვიდად ჰკითხა უილსონმა. - ნაკლებად, ვიდრე სხვა დანარჩენით. - თავი
შეიკავეთ, გეთაყვა. - თქვა უილსონმა მშვიდად. - ერთ ბიჭს ცოტა ინგლისური ესმის. -
ეშმაკსაც წაუღია იმისი თავი. უილსონი ადგა, ჩიბუხის ბოლებით გაეცალა ცოლ-ქმარს და
მეფოფეებს სუაჰილის ენაზე რაღაც უთხრა. ცოლ-ქმარი ისევ მაგიდას უსხდნენ .
მაკომბერიდაჟინებით უცქერდა თავის ფინჯანს. - შენ თუ აურზაურს ასტეხ , ძვირფასო ,
მიგატოვებ. - თქვა მარგარიტმა მშვიდად. - არ მიმატოვებ. - სინჯე და ნახავ. - არ მიმატოვებ,
არა! - ჰო, - თქვა ქალმა. - მე შენ არ მიგატოვებ, შენ კი წესიერად მოიქცევი. - წესიერად?
სასაცილოა. წესიერად. - ჰო, წესიერად. - ურიგო არ იქნებოდა, თავად გეცადა წესიერი
მოქცევა. - მე დიდხანს ვეცადე, ჩემო კარგო. - ვერ ვიტან იმ წითელსიფათიან ღორს, - თქვა
მაკომბერმა. - მარტო მისი იერიც გულს მირევს. - იცი რა? ის ძალიან საყვარელი მამაკაცია .
- ხმა ჩაიწყვიტე. - დაუყვირა მაკომბერმა. ის იყო სასადილო კარავთან მანქანაც გაჩერდა .
მძღოლი და ორივე მეთოფე მანქანიდან გადმოხტნენ. უილსონი ცოლ-ქმართან მივიდა. -
მივდივართ სანადიროდ? - იკითხა უილსონმა. - ჰო. - თქვა მაკომბერმა და ადგა. -
მივდივართ. - სვიტრი წამოიღეთ, ეციება, - თქვა უილსონმა. - მე წავალ, ტყავის ქურთუკს
ავიღებ. - თქვა მარაგარიტმა. - ქურთუკი ბიჭსა აქვს, - თქვა უილსონმა და მძღოლის
გვერდით დაჯდა. ფრენსის მაკომბერი კი მეუღლესთან ერთად უკანა სკამზე მოთავსდა . ამ
რეგვენმა ზურგში არ დამახალოს, ფიქრობდა უილსონი. სისულელეა ქალების
სანადიროდ წაყვანა. ავტომობილი მდინარისკენ დაეშვა და ქვებით დახერგილ თავთხელ
წყალში ფონს გავიდა, მერე ნაცრისფერ დილაბნელში ზიგზაგებით ავიდა მაღალნაპირზე ,
იმ გზით, რომლის გაჭრაც უილსონმა წინადღით ბრძანა. გზა იმისთვის გააყვანინა , რომ
შესაძლებელი ყოფილიყო მეჩხერ ტყემდე და დიდმინდვრებამდე მანქანით მისვლა . -
კარგი დილაა, - ფიქრობდა უილსონი. მიდამო დილის ცვარს დაეფარა. მანქანა დაბალ
ჯაგნარში მიდიოდა. უილსონი გრძნობდა გასრესილიფოთლების სუნს , რომელიც
ტირიფის სუნს აგონებდა. მას უყვარდა დილის ცვრის სურნელება, გასრესილი გვიმრა და
ნისლში გამოკვეთილი ხეებისშავი ტანი. უყვარდა, როცა მანქანა უგზოუკვლოდ
მისრიალებდა მეჩხერ ტყეში. ცოლქმარი დიდი ხანია გადაავიწყდა , ახლა გარეულ
კამეჩებზეფიქრობდა. კამეჩები დღისით ბუჩქნარიან ჭაობებში ისვენებდნენ . იქ მათზე
ნადირობა შეუძლებელი იყო. ღამ-ღამობით კამეჩები საძოვრად გაშლილმინდვრებზე
გამოდიოდნენ. ახლა თუ მანქანას ისე მიაყენებდნენ, რომ ჭაობებისკენ გზა გადაეჭრათ ,
მაშინ მაკომბერი გაშლილ მინდორზე დახოცავდამათ. უილსონს მაკომბერთან ერთად
არც კამეჩებზე და არც სხვა ცხოველებზე არ ენადირა, მაგრამ ეს მისი პროფესია იყო .
მაკომბერზე უარესტიპებთანაც ჰქონია საქმე. დღეს თუ კამეჩები იპოვნეს , მარტორქაღა
დარჩებათ. ამგვარად მაკომბერი დაამთავრებს საშიშ გართობას. შეიძლება საქმეკარგად
წავიდეს. უილსონი მარგარიტს თავს დაანებებს. მაკომბერი კი მოინელებს წუხანდელ
ამბავს. ეს, ალბათ, მისთვის პირველი არ არის.საცოდავი. ეტყობა შეეჩვია ასეთ რამეებს.
თვითონაა დამნაშავე, დოყლაპიაა, უბედური. ნადირობის დროს რობერტ უილსონს
ყოველ შემთხვევისათვის მოგანივრო საწოლი დაჰქონდა. კარგად იცნობდა თავის
კლიენტებს, დროსტარებისმოყვარე საზოგადოების ნაღებს, სპორტის მოყვარულებს ;
ქალებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გადახდილ ფულზე რაღაც დააკლეს, თუ
თეთრმონადირესთან ფართო საწოლზე ერთ ღამეს მაინც არ გაათევენ. უილსონს სძულდა
ისინი, როცა შორს იყვნენ, მაგრამ ვიდრე ერთად იყვნენ,რამოდენიმე მათგანი მოსწონდა
კიდეც. ასეა თუ ისე, მათი წყალობით სჭამდა პურს და ჯერჯერობით ამ ხალხის საზომი
უილსონის საზომიც იყო. ისინი ყველაფერში უილსონის საზომები იყვნენ გარდა
ნადირობისა. აქ კი მას თავისი საზომი ჰქონდა. ამიტომ ეს ხალხი ან უნდა
დამორჩილებოდაუილსონს, ან სხვა მონადირე დაექირავებინათ . უილსონმა იცოდა ,
სწორედ ამისთვის სცემდნენ პატივს. ეს მაკომბერი კი უცნაური კაცია; მართლაცუცნაურია .
მეუღლეც უცნაური ჰყავს. ჰმ, ცოლიც ასეთი უნდა... კმარა, კმარა მაგათზე ფიქრი.
უილსონმა ცოლ-ქმარს გადახედა. მაკომბერი პირქუშადიჯდა. მარგარიტმა გაუღიმა
უილსონს. იგი თითქოს გაახალგაზრდავებულიყო და უფრო უმანკო ჩანდა , ვიდრე
პროფესიონალი ლამაზი. ღმერთმა იცის,რას ფიქრობს ახლა, გაიფიქრა უილსონმა.
ღამით ცოტა ილაპარაკა. მე მაინც მსიამოვნებს მისი ცქერა. ავტომობილმა მომცრო
აღმართი აივაკა და ხეებს შორის ნელა გაგორდა. კიდე-კიდე მიჰყვა მაღალი ბალახით
დაფარულ მინდორს, ისე რომ ტყისპირზე

პირზე ხეების ჩრდილსაც არ სცილდებოდა. უილსონი დაძაბული გაჰყურებდა ვრცელ


მინდორს. მძღოლს მანქანა გააჩერებინა; მინდორი დურბინდითმოათვალიერა . მერე
მძღოლს ხელით ანიშნა და ავტომობილმა გზა განაგრძო. ნელა მიიწევდნენ წინ. მანქანა
გვერდს უვლიდა გარეული ღორებისდანათხარ ორმოებს და ტერმიტების ბორცვების
მაგვარ წოწოლა ბუდეებს. უილსონი თვალს არ აშორებდა მინდვრის დასალიერს. უცებ
შებრუნდა დათქვა: - გაიხედეთ, აი, ისინიც. მანქანა წინ გაქანდა. უილსონმა მძღოლს
სუაჰილის ენაზე გაუბა ლაპარაკი. მაკომბერმა იმ მხარეს გაიხედა , საითაც უილსონი
მძღოლს უთითებდა დასამი უზარმაზარი შავი ცხოველი დაინახა, რომლებიც ჭენებით
მისერავდნენ მინდორს. მათ ცილინდრისებური ზორზოხი ტანი ჰქონდათ და შავ
ტანკებსჰგავდნენ. მაკომბერმა თვალი მოჰკრა მათ წაგრძელებულ კისრებს, ფართოდ
გაშვერილ, დაგრეხილ რქებს და გაშეშებულ თავებს. - სამი ბებერი ხარი , - თქვა უილსონმა ,
- მოვასწრებთ, გზას მოვუჭრით ჭაობისაკენ. მანქანა ორმოცდახუთი მილის სისწრაფით
მიფრინავდა კოლბოხებზე. მაკომბერის თვალში კამეჩები თანდათან იზრდებოდნენ და
იზრდებოდნენ. უკვეშეეძლო გაერჩია ერთი მათგანის ნაცრისფერი , დაფუფხული ტანი ; იგი
ხედავდა, როგორ გადადიოდა კისერი მხრებში და როგორ ელვარებდნენდაგრეხილი ,
ვეება რქები. წინა ორი, მძიმე და თანაბარი ოთხით მიჭენაობდა. მანქანა კამეჩებს
წამოეწია და უცებ ისე შეინჯღრა, თითქოს რაღაცასდაეჯახაო. მაკომბერი კარგად ხედავდა
როგორ ხტოდნენ ჩამორჩენილი კამეჩის მტვრიან და მეჩხერ ბეწვებზე ახორხლილი
გოროხები. იგი ხედავდარქების ფართო ფუძეს და წინ გაშვერილ განიერნესტოებიან
დრუნჩს. ის იყო თოფი გადმოიღო, რომ უილსონმა დაუყვირა: „მანქანიდახ არა,
შეგამოტვინებულო!“ მაკომბერი შიშს აღარ გრძნობდა. ის გრძნობდა სიძულვილს
უილსონისადმი. მძღოლმა დაამუხრუჭა. მანქანა გვერდზე შებრუნდა დაისე უცებ გაჩერდა ,
რომ მიწა დათხარა. ერთი მხრიდან უილსონი ჩამოხტა დაბლა, მეორედან - მაკომბერი.
ოდნავ წაბორძიკდა და გაისროლა. კამეჩითანდათან სცილდებოდათ. მაკომბერს ესმოდა ,
როგორ ხვდებოდა ტყვიები კამეჩს და მთელი ჯერი მიუშვა. კამეჩი ისევ გარბოდა .
მაკომბერსგაახსენდა, რომ ბეჭში უნდა დაემიზნებინა. თოფის გატენას შეუდგა , მაგრამ
დაინახა, რომ კამეჩმა წაიჩოქა, მერე დაეცა და მძიმე თავი გადააქნია . მანახლა მეწინავეს
ესროლა და მოარტყა კიდეც. კიდევ ესროლა, დააცილა. მერე უილსონის შაშხანის
გამაყრუებელი „კა-რა-უონგ“ გაიგონა და დაინახა,როგორ წაერჭო კამეჩი დრუნჩით
მიწაში. - ახლა მესამე, - თქვა უილსონმა.- აი, ეს სროლაა. მესამე კამეჩი თანაბარი ოთხით
შეუპოვრად მიიწევდა წინ. მაკომბერმა ესროლა, მაგრამ ააცდინა . ტყვიამ ბდღვირი
აადინა მიწას. უილსონმაცდააცილა. ტყვიამ ისევ ააყენა მტვრის კორიანტელი . „მანქანაზე ,
ასე ვერ მოვკლავთ“. - დაიძახა უილსონმა, მაკომბერს ხელი ჩაავლო და ორივენიაქეთ-
იქიდან მანქანის საფეხურზე შეხტნენ. მანქანა ოკრო-ბოკრო მიწაზე მიჰქროდა . სწრაფად
ეწეოდნენ დაოთხილ კამეჩებს. მაკომბერი თოფსტენიდა, სიჩქარისაგან ვაზნები ებნეოდა .
ჩახმახმა უმტყუნა, მაგრამ მალე გამართა. ამასობაში კამეჩს წამოეწივნენ. უილსონმა
დაუყვირა: „გააჩერე!“მანქანა გვერდზე შეტრიალდა, კინაღამ გადაბრუნდა . მაკომბერი
მანქანიდან ჩამოხტა, მაგრამ არ წაქცეულა. ჩახმახი შემართა და გაჭენებულ კამეჩსზურგში
ესროლა. დაუმიზნა და კიდევ ესროლა. მერე მთელი ჯერი მიუშვა. არც ერთი არ აუცდენია,
მაგრამ კამეჩი მაინც მირბოდა, თითქოს ტყვიებიარანაირ ზიანს არ აყენებდნენ . მერე
მაკომბერი უილსონის შაშხანის გრუხუნმა გააყრუა და დაინახა, რომ კამეჩი დაბარბაცდა.
მაკომბერმაგულდასმით დაუმიზნა და კიდევ ერთხელ ესროლა. კამეჩი ჯერ ჩაიკეცა , მერე
მიწაზე მოადინა ზღართანი. - ყოჩაღ, - თქვა უილსონმა. - სუფთა ნამუშევარია. ესეც მესამე.
მაკომბერი სიხარულმა აიტაცა. - რამდენჯერ ესროლეთ? - ჰკითხა უილსონს. - მხოლოდ
სამჯერ. - თქვა მან. - პირველი, ყველაზე დიდი, თქვენ მოჰკალით. დანარჩენ ორზე მე
წაგეხმარეთ. მეშინოდა ტევრში არ გაგვქცეოდნენ.ისინიც თქვენს მოკლულად ითვლება .
მე მხოლოდ ოდნავ შეგეხიდეთ. მშვენივრად ისროდით. - მანქანასთან მივიდეთ. - თქვა
მაკომბერმა. - მე მინდა დავლიო. - ჯერ ამას მოვუღოთ ბოლო, - უთხრა უილსონმა. კამეჩი
მუხლებზე წამოჩოქილიყო. როცა მონადირეები მიუახლოვდნენ, თავი გაშმაგებით
გადააქნია და დაიბღავლა. თან ღორის ვიწრო თვალებიგადმოკარკლა . - ფრთხილად , არ
წამოდგეს, - თქვა უილსონმა და შემდეგ დაუმატა: - ცოტა გვერდზე მიდექი და ყურისძირში
რეხვე. მაკომბერმა კამეჩს კისერში დაუმიზნა და ესროლა. ვეება თავი მიწაზე დაემხო . -
სწორია, - თქვა უილსონმა. - შიგ კისრის მალაში მოხვდა. აი, საფრთხობელა. ეშმაკმა
წაიღოს მაგათი თავი. - წამო, დავლიოთ, - თქვა მაკომბერმა. სიცოცხლეში პირველად
გრძნობდა თავს ასე კარგად. მარგარიტი ფერმიხდილი იჯდა მანქანაში . - შენ საოცარი
სანახავი იყავი, ჩემო კარგო, - უთხრა მან მაკომბერს. - აი, ნადირობაც ამას ჰქვია. - ძალიან
ინჯღრეოდა? - ჰკითხა უილსონმა. - ძალიან. სიცოცხლეში არ განმიცდია ასეთი შიში. -
მოდით, ყველამ დავლიოთ. - თქვა მაკომბერმა. - აუცილებლად, - თქვა უილსონმა. -
მაკომბერმა პირველად დალიოს. ქალმა ოდნავ გადასწია თავი და მათარიდან სუფთა
ვისკი მოსვა. მერე მათარა მაკომბერს მიაწოდა, მან კი - უილსონს. - თავი ამტკივდა, - თქვა
ქალმა. - ძალიან ვღელავდი. არც კი ვიცოდი ნებადართული თუ იყო მანქანიდან კამეჩებზე
სროლა.

- მანქანიდან არავის უსვრია. - ცივად თქვა უილსონმა. - თუნდაც მანქანით დევნა. -


საერთოდ არ არის მიღებული, - თქვა უილსონმა. - მაგრამ დღეს არა უშავდა, მომეწონა
კიდეც. კოლბოხებზე და ორმოებზე მანქანით უგზო-უკვლოდსრბოლვა უფრო
სასიამოვნოა, ვიდრე ფეხით ნადირობა. კამეჩს შეეძლო ყოველი გასროლის შემდეგ
დაგვცემოდა. მაინც ნურავის მოუყვებით ამამბავს. უკანონობაა. ალბათ, ეს გქონდათ
მხედველობაში. - ჩემის აზრით, - თქვა მარგარიტმა. - უნამუსობაა ამ სქელი და უმწეო
ცხოველების მანქანით დევნა. - ნამდვილად? - რას იტყვიან, ეს რომ ნაირობში გაიგონ? -
ჯერ ერთი, მოწმობას ჩამომართმევენ, - თქვა უილსონმა და მათარიდან ვისკი მოსვა. -
ათასი დავიდარაბა მელის. ასე რომ, უმუშევარი დავრჩები. - მართლა? - ჰო, მართლა. - აი,
ხედავთ, - თქვა მაკომბერმა და მთელი დღის განმავლობაში პირველად გაიღიმა. -
მარგარიტი ახლა თქვენ აგიხირდათ. - რა მშვენივრად ლაპარაკობ, ფრენსის. - თქვა მისის
მაკომბერმა. უილსონმა შეხედა ორივეს და გაიფიქრა: თუ ქმარი ტუტუცია და ცოლი
ნაგავი, შვილები რაღა გამოუვათ? მაგრამ მან სულ სხვა რამე თქვა: - ჩვენ ერთი მეთოფე
დავკარგეთ, არ შეგიმჩნევიათ? - ღმერთმანი არა, - თქვა მაკომბერმა. - აი, მოდის კიდეც, -
თქვა უილსონმა. - პირველ კამეჩს რომ ვშორდებოდით, ალბათ, მაშინ გადმოვარდა
მანქანიდან. მოხუცი კონგონი კოჭლობით მოდიოდა. ხაკის მოსასხამი, მოკლე შარვალი
და რეზინის წაღები ეცვა. მისი მოღუშული სახე ზიზღს გამოხატავდა.ახლოს რომ მოვიდა,
უილსონს სუაჰილის ენაზე რაღაც უთხრა. ყველამ დაინახა, როგორ შეეცვალა სახე თეთრ
მონადირეს. - რაო, რას ამბობს? - ჰკითხა მარგარიტმა. - რაო და, პირველი კამეჩი
წამომდგარა და ტევრში შესულა, - თქვა უილსონმა ყოველგვარი გამომეტყველების
გარეშე. - ოჰო, - დაბნეულად თქვა მაკომბერმა. - მაშასადამე ლომის ამბავი გამეორდება ,
არა? - გამოცოცხლდა მარგარიტი. - დასწყევლოს ეშმაკმა, მთლად ისე არა, - თქვა
უილსონმა. - მაკომბერ, თქვენ კიდევ დალევთ? - კი, გმადლობთ, - თქვა მაკომბერმა. ის
ელოდა, რომ გუშინდელი შეგრძნება დაუბრუნდებოდა, მაგრამ ახლა მასში შიშის ნასახიც
კი არ იყო. შიშისმაგივრად იყო აღტაცების მკვეთრი შეგრძნება . - წავიდეთ , მეორე კამეჩს
მივხედოთ, - თქვა უილსონმა, - მე ვუბრძანებ მძღოლს მანქანა ჩრდილში დააყენოს. -
თქვენ საით? - იკითხა მარგარიტმა. - კამეჩს მივხედავთ, - უპასუხა უილსონმა. - მეც
თქვენთან წამოვალ. - წამოდით. სამივენი იქით გაემართნენ, სადაც მეორე კამეჩი შავი
ბელტივით ეგდო მიწაზე. მძიმე რქები უკან გადაეყარა და კისერი წაეგრძელებინა . -
ძალიან კარგი თავი აქვს, - თქვა უილსონმა. - რქებს შორის ორმოცდაათი დუიმი იქნება.
მაკომბერი მოხიბლული დასცქეროდა კამეჩს. - საზიზღარი სანახავია, - თქვა მარგარიტმა.
- არ წავიდეთ ჩრდილში? - რა თქმა უნდა, - უპასუხა უილსონმა, - შეხედეთ, - უთხრა ახლა
მაკომბერს და ხელი წინ გაიშვირა, - ხედავთ იმ ტევრს? - ვხედავ. - იქ დამალულა პირველი
კამეჩი. როცა კონგონი მანქანიდან გადმოვარდა, კამეჩი თურმე მიწაზე იწვა. კონგონი ჩვენ
გვადევნებდა თვალს. ამასობაშიკამეჩი წამომდგარიყო და მას მისჩერებოდა . კონგონიმ
ჩვენსკენ მოკურცხლა, კამეჩი კი ნელა გაემართა ტევრისაკენ. - ახლავე მივყვეთ უკან? -
მოუთმენლად ჰკითხა მაკომბერმა. უილსონმა ახედ-დახედა. რა უცნაური კაცია, გაიფიქრა
მან, გუშინ შიშისგან კანკალებდა, დღეს ვეღარ ვაკავებ. - გეთაყვათ, წავიდეთ ჩრდილში , -
თქვა მარგარიტმა. სახე მთლად გათეთრებოდა, ავადმყოფური შესახედაობა ჰქონდა .
ისინი ტოტებგანიერი ხის ქვეშჩამოსხდნენ, ავტომობილთან. - იქნებ კამეჩი კიდევაც
მოკვდა, - თქვა უილსონმა. - ცოტა შევიცადოთ და მერე მოვძებნოთ. - მაკომბერი
ანგარიშმიუცემელ ბედნიერებას გრძნობდა.ასეთი რამ არასოდეს განეცადა . - ნამდვილი
დოღი იყო, - თქვა მან. - ჯერ არაფერი განმიცდია ამის მსგავსი. საუცხოო იყო. ხომ
მართალია, მარგო? - საძაგლობა იყო, - თქვა ქალმა. - რატომ? - საძაგლობა იყო, - თქვა მან
მწარედ. - სიბილწე. - იცით, მე ალბათ არასოდეს არაფრის აღარ შემეშინდება , - უთხრა
მაკომბემრა უილსონს. - რაღაც მოხდა ჩემში, როცა კამეჩს გამოვენთეთ. თითქოს კაშხალი
გაირღვა, უზარმაზარი სიამოვნება განვიცადე. - ღვიძლისათვის სასარგებლოა . - თქვა
უილსონმა. - რაღა არ ემართებათ ხოლმე ადამიანებს. მაკომბერს სახე უბრწყინავდა . -
ჩემში მართლა გარდაიქმნა რაღაც, - თქვა მან. - თავს სულ სხვა ადამიანად ვგრძნობ.
ცოლმა არაფერი უთხრა. საზურგეს მიყრდნობილმა ერთი უცნაურად შეხედა . მაკომბერი
წინ გადახრილიყო, უილსონს ელაპარაკებოდა. თეთრიმონადირე მძღოლის გვერდით
იჯდა და პასუხობდა. - იცით, ერთხელ კიდევ სიამოვნებით გავინავარდებდი ლომზე , - თქვა
მაკომბერმა. - ახლა სულაც არ მეშინია. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა მიქნას? - სწორია, -
თქვა უილსონმა. - უკიდურეს შემთხვევაში მოგკლავენ, როგორც ეს შექსპირსა აქვს.
ძალიან კარგი ადგილია. ეხლავე გავიხსენებ. ახ,მშვენიერი ადგილია. იყო დრო, ხშირად
ვიმეორებდი. აბა, ვსინჯავ: „ჩემთვის, მართალი გითხრათ, სულერთია. სიკვდილს ვერსად
გაექცევი. ჰოდა, ისვინც წელს მოკვდა, გაისად სიკვდილისგან დაზღვეულია“. კარგი
ნათქვამია, არა? სიტყვები ბევრს ნიშნავდა მის ცხოვრებაში: ადამიანები პირველად როდი
აღწევდნენ მის თვალწინ სრულწლოვანებას. ეს კი ყოველთვის აღელვებდა.საქმე იმაში
ხომ არ არის, აუცილებლად ოცდაერთი წელი უსრულდებათ თუ არა. ნადირობისას
გარემოებათა უცაბედი დამთხვევა და უშუალო მოქმედება, მაშინ, როცა მოფიქრებისთვის
დრო აღარ ჰქონდა, - აი რა დასჭირდამაკომბერს, სრულწლოვანი რომ გამხდარიყო.
სულერთია როგორც არ უნდა მომხდარიყო ეს. მთავარია რომ მოხდა. უყურეთ ამ
საწყალს, ფიქრობდაუილსონი, ბევრი მათგანი დიდხანს ბიჭუნებად რჩებიან . ზოგი მთელი
სოცოცხლის მანძილზეც კი. კაცი ორმოცდაათი წლისაა, შესახედაობა კი ბიჭურიაქვს.
ყბადაღებული ამერიკელი მამაკაცი - ბიჭები. უცნაური ხალხია ღმერთმანი . მაგრამ ეს
მაკომბერი მოსწონს უილსონს. ”უცნაურია, მართლაუცნაური. ამის შემდეგ, ალბათ, რქებს
აღარავის დაადგმევინებს. რას იზამ, კარგი საქმეა. ცუდი საქმე არ არის, ეშმაკმა წაიღოს .
საწყალს, ალბათ,მთელი სიცოცხლის მანძილზე ეშინოდა. არავინ იცის, როდის დაიწყო
მისი გამამაკაცება, მაგრამ ახლა კი დასრულდა. ვერ მოასწრო კამეჩებისშეშინებოდა . ჯერ
ერთი, გაბრაზებული იყო; მერე კიდევ ავტომობილი. ავოტმობილიდან ყველაფერი
უბრალოდ გეჩვენება. ახლა ვეღარც დააკავებ.სწორედ ასევე იყო ომშიც. ეს უფრო
ცვლილებაა, ვიდრე უმანკოების დაკარგვა. შიში სადღაც გაქრა, თითქოს ამოკვეთესო. მის
მაგივრად არის რაღაცახალი, რაც ყველაზე მთავარია მამაკაცში. ქალები ამას გრძნობენ .
შიში სადღაც გაქრა. ავტომობილის კუთხეში მიკუნჭული მარგარიტი ორივეს
ათვალიერებდა. უილსონი არ გამოცვლილა. იგი ისეთივე იყო, როგორიც წინა
დღეს.მარგარიტმა იცოდა, რაში იყო მისი ძალა. ფრენსის მაკომბერი კი გამოიცვალა .
ქალი ამასაც ხედავდა. - თქვენთვის ნაცნობია სიხარულის შეგრძნება, როცა რაღაცას
ელი? - ჰკითხა მაკომბერმა; თან თავის ახალ განწყობილებას აკვირდებოდა . - ამაზე ,
როგორც წესი, არ ლაპარაკობენ, - თქვა უილსონმა. იგი სახეში უყურებდა მაკომბერს. -
მესმის კაცმა თქვას, მეშინიაო. თქვენ კი, მერწმუნეთ,კიდევ არაერთხელ შეგეშინდებათ . -
ჰო, მაგრამ, თქვენთვის ნაცნობია სიხარულის ის შეგრძნება, როცა წინ მოქმედება გელით ?
- ჰო, - თქვა უილსონმა. - კმარა. რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი. შეიძლება ყველაფერი
გააფუჭოთ. როცა რაიმეზე ბევრს ლაპარაკობენ, ყოველგვარისიამოვნება იკარგება . -
თქვენ ორივენი ჩმახავთ, - თქვა მარგარიტმა. - სამ უმწეო ცხოველს მანქანით გამოენთეთ
და თავი გმირებად წარმოიდგინეთ. - გთხოვთ, მაპატიოთ, - თქვა უილსონმა. - მე მართლაც
ზედმეტი მომივიდა. - უკვე შეწუხდა, - გაიფიქრა მან. - როცა არ გესმის რაზე ვლაპარაკობთ,
ნუ ერევი, - უთხრა მაკომბერმა ცოლს. - შენ უცებ საშინლად გულადი გახდი, - ზიზღით თქვა
მარგარიტმა. ამ ზიზღს დამაჯერებლობა აკლდა. ქალს შიში დაუფლებოდა . მაკომბერმა
მხიარულად და ძალდატანებულად გაიცინა. - შენ წარმოიდგინე . - თქვა მან. - მართლაც
გულადი გავხდი, - გვიან ხომ არ არის. - მწარედ თქვა მარგარიტმა. ქალი წლების
მანძილზე ცდილობდა ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, ხოლო იმ ყოფაში, რომელშიცახლა
ისინი იყვნენ, დამნაშავე არც ერთი იყო და არც მეორე. - ჩემთვის არ არის გვიან, - თქვა
მაკომბერმა. მარგარიტს არაფერი უთქვამს. უფრო მიიკუნჭა მანქანის კუთხეში. - მე მგონი
დროა, - მხნედ უთხრა მაკომბერმა უილსონს. - თქვენ როგორ ფიქრობთ? - ვცადოთ, -
უთხრა უილსონმა. - ვაზნები დაგრჩათ? - მეთოფეს აქვს რამდენიმე ცალი. უილსონმა
სუაჰილის ენაზე რაღაც დაიძახა. უფროსი მეთოფე, რომელიც კამეჩის თავს ატყავებდა ,
წელში გასწორდა, ჯიბიდან ვაზნების კოლოფიამოიღო და მაკომბერს მიუტანა .
მაკომბერმა შაშხანა გატენა, დანარჩენი ვაზნები ჯიბეში ჩაიწყო. - თქვენ სპრინგფილდით
უკეთ ისვრით. - თქვა უილსონმა. - შეჩვეული ხართ. მანლიხერი მემსაიბს დავუტოვოთ
მანქანაში. კონგონი შტუცერსწამოიღებს. მე ჩემს კარამბოლს ავიღებ. ახლა კი, რასაც
გეტყვით, დაიხსომეთ. - უილსონმა ეს ბოლოსთვის შემოინახა, რომ მაკომბერი არ
დაეფრთხო.- როცა გარეული კამეჩი ადამიანს თავს ესხმის, თავი წინა აქვს
წაგრძელებული, - რქების ფუძე მთელ შუბლს უფარავს. ასე რომ, თავში სროლაუშედეგოა .
პირდაპირ დრუნჩში უნდა მოარტყათ. თუ გვერდიდან დგეხართ, მკერდში სროლაც
შეიძლება. შეგიძლიათ აგრეთვე, კისერში ან მხარშიესროლოთ. დაჭრილი კამეჩის
მოკვლა ძალზე ძნელია. ოინბაზობას თავი ანებეთ. ამოირჩიეთ ყველაზე მოხერხებული
სროლა. მაშ ასე, კამეჩის თავიუკვე გაატყავეს. წავიდეთ?

უილსონმა მეთოფეებს გადასძახა. ისინი ხელების წმენდით წამოვიდნენ. ყველაზე


უფროსი მანქანაში უკნიდან აძვრა. - მე მხოლოდ კონგონი მომყავს, - თქვა უილსონმა. -
მეორე აქ დარჩება, ფრინველებს დააქშევს. ავტომობილი ნელა გაგორდა ტყიანი
კუნძულისაკენ, რომელიც მწვანე ენასავით გასდევდა მდინარის მშრალ კალაპოტს.
მაკომბერს გული უცემდა.პირი გაუშრა, მაგრამ ეს შიში კი არა, აღგზნება იყო. - აი , ამ
ტევრში შესულა, - თქვა უილსონმა და სუაჰილის ენაზე მეთოფეს უბრძანა: - კვალი მოძებნე.
ავტომობილი მწვანე კუნძულს გაუსწორდა. მაკომბერი, უილსონი და მეთოფე მანქანიდან
ჩამოვიდნენ. მაკომბერმა უკან მიიხედა და დაინახა, ცოლიუყურებდა . გვერდით თოფი
ედო. ფრენსისმა ხელი დაუქნია, მაგრამ მარგარიტი არ გაეპასუხა . წინ ხშირი ტევრი იყო .
სწრაფად მიაბიჯებდნენ მშრალმიწაზე. კონგონი სულ გაოფლიანდა . უილსონმა ქუდი
თვალებზე ჩამოიფხატა. მაკომბერი სულ ახლო ხედავდა მის წითელ კისერს. უეცრად
კონგონიმუილსონს რაღაც უთხრა და წინ გაიქცა. - მომკვდარა, - თქვა უილსონმა. - სუფთა
ნამუშევარია. ის შემობრუნდა და მაკომბერის ხელი ჩაბღუჯა. იმ წუთას, როცა ნეტარებით
იღიმებოდნენ და ერთმანეთს ხელს მაგრად ართმევდნენ, კონგონიმგანწირულის ხმით
დაიყვირა. მათ დაინახეს, რომ მოხუცი ტევრიდან ცხრაფეხასავით გვერდულად და
სწრაფად მორბოდა. უკან კამეჩი მოსდევდა,ნესტოები დაჰბერვოდა, პირი მოემუწა და
სისხლი ჩამოსდიოდა. უზარმაზარი თავი წაეგრძელებინა, პატარა, სისხლიანი, ღორის
თვალებიკონგონისთვის მიებჯინა. უილსონი ახლოს იდგა და დაჩოქილმა ესროლა.
მაკომბერის გასროლის ხმა შტუცერის გრუხუნმა დაჰფარა. მან დაინახა ,კამეჩის თავი
შეტოკდა და შუბლიდან ფიქალისებური ნამსხვრევები ჩამოსცვივდა . უილსონს უკვე ვეღარ
ხედავდა. გულდასმით დაუმიზნა და ესროლა.კამეჩი უკვე მიუახლოვდა. მისი თოფი უკვე
კამეჩის სარქენლად წაგრძელებული თავის დონეზე იყო. მერე პატარა, ბრაზიანი თვალები
დაინახა. კამეჩისთავმა თანდათან დაბლა იწყო დაწევა. უცბად მაკომბერმა ტვინში
დამაბრმავებელი ნათება იგრძნო. მეტი აღარაფერი უგრძვნია. უილსონი გვერდზე გადგა ,
რომ კამეჩისათვის მხარში ესროლა. მაკომბერი ადგილიდან არ დაძრულა . დრუნჩში
ესროდა კამეჩს, მაგრამ ცოტა უფროზევით ახვედრებდა, ვიდრე საჭირო იყო. ტყვიები
კამეჩის მოლაპლაპე რქებს ხვდებოდა და ფიქალივით ფშვნიდა. მარგარიტმა დაინახა ,
კამეჩი საცაარქებზე ააგებდა მაკომბერს. ავტომობილიდან მანლიხერით ესროლა კამეჩს
და მეუღლეს საფეთქელში მოარტყა. ფრენსის მაკომბერი პირქვე იწვა, ორიოდ ნაბიჯზე იმ
ადგილიდან, სადაც კამეჩი ეგდო. მათ შორის მარგარიტი დაჩოქილიყო. გვერდით
უილსონი ედგა. - ნუ გადააბრუნებთ. - თქვა მან. ქალი ისტერიულად ტიროდა. - წადით,
ავტომობილში ჩაჯექით, - თქვა უილსონმა. - თოფი სადღაა? ქალმა თავი გადააქნია. სახე
დაღმეჭოდა. კონგონიმ მიწიდან აიღო თოფი. - ადგილზე დასდე, - უთხრა უილსონმა და
დაუმატა. - წადი, აბდულა მოიყვანე, დაგვემოწმება. უილსონმა ჩაიჩოქა , ჯიბიდან
ცხვირსახორცი ამოიღო და ფრენსის მაკომბერს მოკლედ შეკრეჭილ თავზე გადააფარა.
მშრალი, ფხვიერი მიწა სწრაფადიწოვდა სისხლს. უილსონი ადგა, გვერდზე დაგორებულ
კამეჩს დახედა, რომელსაც ფეხები გაეწვართა. მუცელზე, მეჩხერ ბალანში
ტკიპებიდაცოცავდნენ. „ზორბა კია, ეშმაკმა წაიღოს, - ავტომატურად აღნიშნა მისმა ტვინმა .
- ორმოცდაათ დუიმზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება“. უილსონმა მძღოლს გასძახა.
უბრძანა მიცვალებულისათვის მოსასხამი გადაეფარებინა და იქვე დარჩენილიყო . მერე
ავტომობილისკენ გაემართა,სადაც ქალი კუთხეში მიკუნჭული ტიროდა. - კარგი საქმე კი
გააკეთეთ. - თქვა მან სრულიად გულგრილად. - ის თქვენ აუცილებლად მიგატოვებდათ. -
გაჩუმდით, - თქვა ქალმა. - რა თქმა უნდა, ეს უბედური შემთხვევაა, - თქვა უილსონმა. -
კარგად მესმის. - გაჩუმდით, - თქვა ქალმა. - ნუ სწუხართ, - თქვა უილსონმა. - დიდი
უსიამოვნება გელით, მაგრამ მე რამოდენიმე სურათს გადავაღებინებ . გამოგადგებათ .
მეთოფეებიც დამძღოლიც დაგემოწმებიან. - გაჩუმდით, - თქვა ქალმა. - ბევრი წვალება
მოგვიხდება, - თქვა უილსონმა. - ტბაზე მანქანა უნდა გავგზავნოთ, რომ იქიდან
თვითმფრინავი გამოიძახონ. თვითმფრინავი სამივესნაირობში ჩაგვიყვანს. რატომ არ ·
მოწამლეთ? ინგლისში ასე იქცევიან. - გაჩუმდით, გაჩუმდით, გაჩუმდით. - დაუყვირა ქალმა.
უილსონმა შეხედა მას თავისი გულგრილი ცისფერი თვალებით. - მეტს აღარაფერს
გეტყვით, - თქვა მან. - ცოტა არ იყოს გავბრაზდი. თქვენი ქმარი, ის იყო, სულ უფრო და
უფრო მომწონდა. - ო, გთხოვთ, გაჩუმდით, - თქვა ქალმა. - გთხოვთ, გთხოვთ, გაჩუმდით. -
ასე ჯობია, - თქვა რობერტ უილსონმა. - გთხოვთ. - ასე ბევრად უკეთესია. ახლა კი
გავჩუმდები.

აღმოხდების მზე მშვიდობით, იარაღო! კილიმანჯაროს თოვლიანი მთა მკვლელები

You might also like