You are on page 1of 2

სინანულის და სამართლიანობის შეგრძნება მანფრედში .

მანფრედი არის ლორდ ბაირონის    დრამატული პოემა    რომელიც გამოიცა    1816 -1817
წლებში .    ის აგვიღწერს    მანფრედის ცხოვრებას , რომელიც იტანჯებოდა    წარსულში
მომხდარი ტრაგედიით      რის შედეგადაც დაკარგა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი
ასტარტა    . პოემის ეს განვითარება გვაფიქრებინებს რომ მანფრედი შეიძლება    გარკვეულ
წილად ავტობიოგრაფიულიც იყოს და გამოხატავდეს ავტორის დარდს მისი წარუმატებელი
ქორწინებისა და ინგლისის დატოვების შესახებ .    მისი წაკითხვის შემდეგ    გამოვყოფდი
რამდენიმე თემას რომელსაც ლორდ ბაირონი ძალიან კარგად აღწერს და მათ შორის მთავარი
არის სინანულის შეგრძნება რომელიც არ ასვენებს მანფრედს . სინანულის შეგრძნება პოემაში
დიდ როლს თამაშობს . მანფრედი მთელი პოემის განმავლობაში საკუთარ თავს
ადანაშაულებს    ასტარტას სიკვდილის გამო    და ეძებს გამოსავალს რომ აღარ იგრძნოს ეს
საშინელი გრძნობა რომელიც მას ანადგურებს . აქ კარგად ვხედავთ თუ როგორ    მოქმედებენ
ადამიანზე საკუთარი ცოდვები და შეცდომები , როგორ    მიგყვებიან ისინი მთელი
ცხოვრების განმავლობაში . მანფრედი იმდენად იტანჯებოდა ამ გრძნობით რომ მას
სიკვდილი ერთადერთ ხსნად ეჩვენებოდა . ის თითქოს გვევლინება      როგორც    ადამიანი
რომელსაც არ აქვს მორალი    მაგრამ ის ასევე გვევლინება პერსონაჟად რომელიც    მზადაა
პასუხი აგოს მის ცოდვებზე და ეძებს სამართლიანობას რომელიც გაანთავისუფლებს მის
სულს , სინანულის გრძნობა რომელიც მას გააჩნია ჩემი აზრით კარგად წარმოგვიდგენს მის
რეალურ სახეს როგორც პერსონაჯი . რაც უფრო მეტს ფიქრობს და იგებს მანფრედი მით
უფრო ღრმავდება მასში სინანული და    ხვდება რომ მას უკვე აღარ შეუძლია    გამოსაწოროს
მისი შეცდომები მაგრამ    მას თითქოს სურს    დაივიწყოს ყველა ის ცოდვა რაც    ჩაიდინა და
გაინთავისუფლოს ,გამოისყიდოს საკუთარი    თავი . ვფიქრობ რომ ლორდ ბაირონი ამით
მკითხველს კარგად აჩვენებს ადამიანის ნამდვილ ბუნებას , იმ სიმართლეს რომელსაც
ხშირად ცხოვრებაში თვალს არ ვუსწორებთ    . პოემის კითხვის დროს დამეუფლა შეგრძნება
რომ მანფრედი    თავს საზოგადოებიდან გარიყულად გრძნობდა , მას ერჩივნა    დახმარება
ეთხოვა ზებუნებრივი ძალებისაგან და არა ადამიანებისაგან    , მანფრედის მსახური ჰერმანი
ასევე    ამბობს რომ მანფრედმა ბევრი    ღამე გაატარა მის    კოშკში მარტომ . ის თავს არ
გრძნობდა საზოგადოების    ნაწილად , თითქოს ის ყველანაირად განსხვავდებოდა მათგან და
მის თითეულ ნაბიჯს დიდი კრიტიკა მოყვებოდა . ერთადერთი ადამიანი რომელსაც
მანფრედის    ესმოდა ასტარტე იყო და მისი სიკვდილის შემდეგ ის სრულიად მარტო რჩება    ,
რაც ვფიქრონ იყო მთავარი მოტივი იმისა რომ მანფრედი საკუთარ თავში აღმოაჩენს ახალ
თვისებებს და ცდილობს დაიყმაყოფილოს სამართლიანობის ის შეგრძნება რომელიც მას
გაუჩნდა .    მანფრედი თითქოს ვერ არღვევს იმ საზღვრებს რომელიც მან საკუთარ თავს
დაუწესა    ,    ის        დგას    ორ გრძნობას შორის      სინანული და    უდანაშაულობა , მაგრამ
საბოლოოდ ამ საზღვარს სიკვდილის საშუალებით გადალახავს .    პოემის ამ მონაკვეთის
მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ    მანფრედში ასევე კარგად არის წარმოჩენილი თუ სად
გადის ზღვარი ცუდსა და კარგს შორის , ის ამბობს რომ    მას ჩაუდენია ბევრი კარგი და ცუდი
რამ მაგრამ მათ მიმართ ვერ გრძნობს დიდ სინანულს    .    მანფრედი    თითქოს არღვევს
საზღვრებს სიკდილსა და სიცოცხლეს შორის    მაგიის დახმარებით . ამ ყველაფრის
მიუხედავად ის პოემის დასასრულამდე წარმოგვიდგება როგორც მამაცი    ადამიანი
რომელსაც სურს აღსდგეს სამართლიანობა    და ამით დაუმტკიცოს    არა მარტო
საზოგადოებას არამედ საკუთარ თავსაც რომ ის კარგი ადამიანია , ის ისეთ თვისებებს ავლენს
რომლიც ბევრი ადამიანისათვის ნამდვილად    მისაბაძი იქნებოდა . მანფრედის პერსონაჯი
იმდენად    ამოუწურავი    და კომპლექსურია რომ    მასზე როგორც პერსონაჟზე წიგნებიც კი
იწერება    , ისევე როგორც ბაირონისეულ ყველა გმირზე .

You might also like