You are on page 1of 4

ტელეკომპანია პირველს

გადაცემის იდეის ავტორების

განცხადება

ქართულ მედიასივრცეში შეინიშნება ისეთი ტიპის გადაცემების ნაკლებობა,


რომელიც საინტერესო, სასარგებლო და ღირებული იქნება საზოგადოებისთვის.
ამ ფაქტიდან გამომდინარე ახალგაზრდების გუნდს გაგვიჩნდა იდეა, რომ
გავაკეთოთ გადაცემა, რომლის მიზანი იქნება ადამიანების პიროვნული
განვითარების ხელშეწყობა, ამ გადაცემით დავეხმარებით უამრავ ადამიანს
პრობლემების გადაჭრაში, დაბრკოლებების გადალახვაში, მივცემთ მათ
მოტივაციას და დავანახებთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. სამწუხაროდ დღეს
ძალიან ბევრი ადამიანის წინ „კედელია“ აღმართული, ყველაზე ცუდი კი ის არის,
რომ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა ახალგაზრდებშია. დღეს უამრავი
ახალგაზრდა არასწორად იყენებს დროს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს
სხვადასხვა კომპლექსი, თვითშეფასების ნაკლებობა, ბევრი ახალგაზრდა ვერ
აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ზუსტად ეს იმ პრობლემების მცირე
ჩამონათვალია, რომლებიც ხელს უშლის მათ წარმატების მიღწევაში,
სამწუხაროდ „აგურები“, რომლებიც საბოლოოდ დიდ „კედელს“ ქმნის ხელს
უშლის ქვეყანაში კარგი მომავლის შექმნას, ძლიერი საზოგადოების
ჩამოყალიბებას. ბარიერი ყოველდღე იზრდება, ადამიანებს კი უჭირთ გამოსავლის
პოვნა და უმეტეს შემთხვევაში შეგუებულები არიან „კედლის შიგნით“ ყოფნას,
საბოლოოდ კი ეს ყველაფერი აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ჩვენ მათ
დავეხმარებით „კედლის“ დანგრევაში, ვასწავლით კონკრეტულ გზებს, როგორ
უნდა გადაჭრან სხვადასხვა პრობლემა, დავანახებთ რა არის კედლის მიღმა, რის
შედეგადაც ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებით, ხელს
შევუწყობთ უკეთესი მომავლის შექმნას და ასევე ქვეყნის განვითარებასაც, აქედან
გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ გადაცემის შექმნა.
ამიტომ გთხოვთ განიხილოთ ჩვენი განცხადება, ჩვენი იდეის (გადაცემის )მოკლე
გეგმა და დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ.

პატივისცემით,
ალექსანდრე ფასიეშვილი-

Tel: 577617411

Gmail: pasieshvilia16@gmail.com

Social Network: https://www.facebook.com/pasieshvilia

ელისაბედ ხვისტანი -

Tel: 591223358

Gmail: lizikhvistani@gmail.com

Social Network: https://www.facebook.com/lizi.khvistani

ვახტანგ ჯავახიშვილი-

Tel: 577973920

Gmail: javakhishvilivakhtang1@gmail.com

Social Network: https://www.facebook.com/vato.javakhishvili

მოკლე გეგმა იხილეთ ქვემოთ:


გადაცემის სახელი: Outside The Wall/ კედლის მიღმა

ხანგრძლივობა: 60 წთ.

წამყვანების რაოდენობა: 3

გადაცემის სტრუქტურა:

1. მონოლოგი - 5 წთ

მონოლოგში მოკლედ განვიხილავთ ჩვენი გადაცემის მნიშვნელოვან ნაწილებს.

2. რუბრიკა Wall-ერი 5-7 წთ

რუბრიკა Wall-ერი არის გადაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ


რუბრიკაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს
„კედლის“ გადალახვა. ისინი მოყვებიან თავიანთ ისტორიას, როგორ მოახერხეს ეს
ყველაფერი, როგორი იყო მათი ცხოვრება სანამ ამ დაბრკოლებას გადალახავდნენ
და რა შეიცვალა „კედლის“ გადალახვის შემდეგ. ეს რუბრიკა საზოგადოებას
მოტივაციას მისცემს და დაანახებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ასევე დიდი
ალბათობით ამ რუბრიკაში მოხვდებიან ის ადამიანებიც ვინც ჩვენ გადაცემას
უყურა და ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ გადაელახა დაბრკოლება,
რომელიც ხელს უშლიდა წარმატების მიღწევაში. ეს კიდევ უფრო სასარგებლო
იქნება ჩვენი გადაცემისთვის, აქედან გამომდინარე ეს რუბრიკა ძალიან
საინტერესო იქნება მაყურებლებისთვის, რუბრიკა იქნება ვიდეო სიუჟეტის
ფორმატით, რომელსაც ყველა გადაცემის დროს მოამზადებს ერთი ახალგაზრდა.

3. სამოტივაციო გამოსვლები 15-20 წთ

რუბრიკა Wall-ერის შემდეგ დავიწყებთ საუბარს ერთ კონკრეტულ პრობლემაზე


და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, გადაცემის ეს ნაწილი ყველაზე
მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნაწილი უნდა იყოს ყველაზე შთამაგონებელი,
საინტერესო და მოტივაციის მიმცემი, ამიტომ გადაცემის ამ ნაწილს ყველაზე მეტ
დროს დავუთმობთ.

4. სტუმარი 7-20 წთ

გადაცემის სტუმარი შეირჩევა, გადაცემაში არჩეული პრობლემის მიხედვით.

5. დამატებითი აქტივობები 8 წთ.

დამატებით ყველა გადაცემაში გვექნება სხვადასხვა აქტივობა.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა:

გადაცემის დასრულების შემდეგ კედელს, რომელიც სტუდიაში იქნება მოვხსნით


ერთ აგურს. აგურში უნდა ვიგულისხმოთ ის ერთი კონკრეტული პრობლემა,
რომელზეც ვისაუბრეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემების ერთობლიობა
ქმნის უზარმაზარ კედელს, მაგრამ ბოლო გადაცემის დროს საბოლოოდ
დავანგრევთ ამ კედელს. ეს არის ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც ძალიან
დახვეწილს გახდის გადაცემას.

You might also like