You are on page 1of 5

როგორ დავწეროთ

არგუმენტირებული ესსე?
ზოგადი მიზნები და დახასიათება
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთიან ეროვნულ გამოცდებში
არგუმენტირებული მსჯელობა ერთ-ერთი მთავარი შეფასების კრიტერიუმად
ითვლება, სადაც ვლინდება სკოლადამთავრებულის დამოუკიდებელი აზროვნება,
რაიმე საკითხის მიმართ. ამ ნარატივის ფუნქციას განაპირობებს აბიტურიენტს
გაუადვილოს და უფრო თვალსაჩინო გაუხადოს ესოდენ რთული საქმის
შესრულება.

სკოლა დღესდღეობით საკმაოდ ჩარჩოებშია ჩასმული, და სკოლის დამთავრების


შემდეგ იგებს მხოლოდ, რომ მას ესე აქვს დასაწერი, მისთვის ეს ახალია როგორც,
მაგალითად ზოგადი უნარების გამოცდაა ( მხედველობაში გვაქვს ვერბალური
ნაწილი) , რეპეტიტორები კი შაბლონურად აზუთხინებენ რომ ესე შედგება
შესავალის ძირითადსა და დასკვნითი ნაწილებისგან

ამიტომ გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა რაიმე დამხმარე მასალა რაც დაშენებული


იქნებოდა ამ პრინციპზე, რათა გაგვემარტივებინა მსჯელობის აგება.

წინასწარ გვინდა ვუსურვო წარმატება, ყველა აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ


გამოცდაზე, და ვიმედოვნებ რომ ეს ნარატივი თქვენ დაგეხმარებათ განავითაროთ
ესეს წერითი უნარები.
რა უნდა დავიცვათ ესეს წერის დროს?

1. დეტალური მსჯელობა- ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, და აუცილებლად


გამოგადგებათ, არგუმენტის მოტანისას. როცა რაიმეზე მსჯელობთ,
მაგალითად „წიგნის მახასიათებლები“ აუცილებლად, ჩაშალეთ ის
დეტალურად, რადგან არგუმენტმა შეიძინოს სიძლიერე

2. აბზაცი- აბზაცი არის მინი ესე, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მასში
იდეა დევს, ის როგორც ესე იყოფა შესავალ ძირითად და დასკვნით
ნაწილებად, აბზაცი არ დაიწყოთ თუ თქვენ რაიმე ახალის დაწერა არ გსურთ.
აუცილებლად, წერეთ აბზაცში იმ იდეაზე რა იდეაც გსურთ რომ გაშალოთ
მასში.

3. კონტრარგუმენტი - არგუმენტის მოტანისას, უკეთესია თუ კონტრ


არგუმენტს მოიტანთ. გაითვალისწინეთ, კონტრარგუმენტს აუცილებლად
სჭირდება გაბათილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრარგუმენტი არ
მოიტანოთ თუ ვერ შეგიძლიათ მისი გაბათილება. კონტრარგუმენტის
გასაბათილებელი ენობრივი საშუალებები, რომლებიც შეინარჩუნებს
1.აკადემიური სტილს არის შემდეგი : „მართალია, მიჩნეულია....; მაგრამ;
მიუხედავად იმისა; რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს...; უნდა
აღინიშნოს, რომ; თითქოს არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრება; მაგრამ
ერთი მხრივ, აღიარებულია, რომ...; მაგრამ, მეორე მხრივ“

4. რაციონალური არგუმენტი - არგუმენტის მოტანისას გაითვალისწინეთ


მოიტანეთ მხოლოდ ის რაც რაციონალურია, რაც რეალურად არსებობს.

5. სხვათა მოსაზრება- რა თქმა უნდა, ძლიერ არგუმენტის მთავარი რამ არის


სხვათა მოსაზრებები, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ როცა ვინმეს, ან
საზოგადოდ აღიარებულ აზრს, მოვიტანთ ტექსტში დააფიქსირეთ თქვენი
აზრი მოტანილ მოსაზრებაზე.

6. ფაქტობრივი შეცდომა- თუ ვერ გაიხსენეთ კონკრეტული პიროვნება,


თარიღი, მოვლენა, შეგიძლიათ ზოგადად იმსჯელოთ. მაგალითად, თუ
უნდა გაგეხსენებინათ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“, შეგიძლიათ დაწეროთ,
ცნობილმა ერთ-ერთმა გერმანელმა.. ადამიანმა, რომელმაც მეორე მსოფლიო
ომში ძირითადი როლი ითამაშა.. და ა.შ.
7. დასკვნა- ეს ნაწილი მნიშვნელოვანია, აქ უნდა მთელი ესე მოკლედ
დაწეროთ, კიდევ ერთხელ გაიმეოროთ მთავარი აზრი, რატომ
ეთანხმებით/არ ეთანხმებით, ეს არის შეჯამება მთლიანი ესესი, ამიტომ
გაითვალისწინეთ, დაწერეთ დასკვნაში ყველაფერი, რაც ძირითად ნაწილში
ახსენეთ, გაიმეორეთ სხვადასხვა კონსტრუქციებით თქვენი აზრი, რათა
დამაჯერებელი გახადოთ და „შეკრათ“ თქვენი მსჯელობა.

8. შავი ნაწერი - თუ გსურთ რომ თქვენი ესე კარგი გამოვიდეს, არავითარ


შემთხვევაში წერა პასუხების ფურცელში არ დაიწყოთ. დაწერეთ ჯერ შავ
ფურცელზე, სადაც გაასწორებთ ენობრივ დარღვევებს ყოველი
წინადადებისას გადაიკითხეთ რაც დაწერეთ, რათა დარწმუნდეთ თქვენ
სისწორეში, მეტიც, ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ პარალელურ რეჟიმში
ენობრივად გამართოთ და საქმეს დაიწინაუროთ.

9. ყურადღება მიქციეთ წერისას სათაურს- მნიშნველოვანია რომ სანამ ესეს


წერას დაიწყებთ კარგად გაიაზროთ, „გადახარშოთ“ სათაური, დაფიქრდეთ,
რას გულისხმობს, სათაური და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ესეს წერა.
ხშირია როცა რაიმეს წერისას წერა „გვიტაცებს“ და შესაძლებელია სხვა
თემაზე დავწეროთ, ამ შემთხვევაში კი აუცილებელია ყოველი წინადადების
დაწერისას შეხედეთ სათაურს მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგად
გაიაზრეთ, ეს უმნიშვნელოვანესია, რათა წერამ არ „გაგიტაცოთ“. სხვა
თემაზე აგებული ესე, რომელიც არ შესადაგება სათაურს, აუცილებლად
განულდება.

გისურვებთ წარმატებას!

ავტორის საკონტაკტო ინფორმაცია

cicishvilitazo@gmail.com

https://www.facebook.com/harlchaplin
გამოყენებული ლიტერატურა

შაბაშვილი გიული, გოჩიტაშვილი ქეთევანი, შარაშენიძე ნინო., აკადემიური წერა 2013.,


თბილისი: „საიმედო“

You might also like