You are on page 1of 24

ე რ


უ რ

ემა კ უ ტ

ა დკ
აკ მ ა რ


არგუმენტირებული ესეში საკითხის
დალაგების სტრუქტურა

 თეზისი - ძირითადი იდეა!!!


 ესაჭიროება დასაბუთება მისი შემდგომი,
განმავითარებელი იდეებით;
 განმავითარებელი იდეები - არგუმენტები!!!
 დასაბუთება - ქვე არგუმენტები!!!
 ქვეარგუმენტი განამტკიცებს დასაბუთებას,
რაც კონკრებული მაგალითით არის
წარმოდგენილი.

2
არგუმენტების დალაგების სამი ტიპი

მონახაზი, გეგმა (outline)


 თეზისი
 სტრუქტურა -
არგუმენტი,
ქვეარგუმენტი,
 მაგალითი;
არგუმენტი
ქვეარგუმენტი
მაგალითი

3
პირამიდა
 იდეალურ შემთხვევაში არგუმენტებმა ერთსა და იმავე
კითხვას უნდა უპასუხონ:
 “რატომ?”
 მონახაზი და პირამიდა, პრინციპში, სხვადასხვაგვარი
ვიზუალური გამოსახულებით მოცემული ერთი და იგივე
სტრუქტურაა.
 T=A1+A2+A3
 რადგან თეზისი ქვეარგუმენტების ჯამია, ქვეარგუმენტებში
არ უნდა იყოს ისეთი რამ რაც თეზისში არ არის!!!

4
არგუმენტირებული წრე

 არგუმენტირებული წრის ცენტრში ჩვენი თეზისია


მოთავსებული.
 შემდეგ დონეზე არგუმენტებია განლაგებული,
შემდეგ კი ქვეარგუმენტები მოდის და თუ თქვენ
მიერ გამოთქმული მოსაზრება ძალზე
დეტალურია, მათ შეიძლება მაგალითიც
მოჰყვებოდეს.

5
არგუმენტირებული წრე
არგუმენტირებულ წრეს შემდეგი თანმიმდევრობით
ვიყენებთ:
პირველ ეტაპზე ჯერ წარმოვადგენთ თეზისს
(ძირითად პოზიციას), შემდეგ – პირველ
არგუმენტს;
შემდეგ კი მიმოვიხილავთ ქვეარგუმენტებს და
ბოლოს ვბრუნდებით თეზისთან.
მეორე ეტაპზე წარმოვადგენთ მეორე არგუმენტს, მის
ქვეარგუმენტებს (თუ გვაქვს, მაგალითს) და ისევ
ვუბრუნდებით თეზისს.

6
თეზისი

7
წრე
წრე ყველა მიმართულებით თანმიმდევრულია.
თეზისი უნდა აჯამებდეს ყველა ძირითად არგუმენტს.
ეს სტრუქტურა დაღმავალი გზით მუშაობს:
არგუმენტები უშუალოდ/პირდაპირ უნდა დასაბუთდეს
ქვეარგუმენტებით, ხოლო ქვეარგუმენტები თქვენი
დასაბუთების შეჯამება უნდა იყოს.
შეჯამება ზუსტი უნდა იყოს
ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის აზრები/იდეები (ანუ
არგუმენტები, ქვეარგუმენტები და ა.შ.) უნდა იყოს მასში
ჩართული, რომელთაც უშუალოდ შეაქვთ წვლილი
შეჯამებაში.

8
მაგალითი:
თეზისი: ვიზუალიზაცია მასალის ათვისებაში
გვეხმარება.
არგუმენტი: ვიზუალიზაცია მასალის ათვისებაში
გვეხმარება, რადგან მასში ნათლად არის
მოცემული აზრების ურთიერთმიმართება.
ქვეარგუმენტი: ვიზუალიზაცია მასალის
ათვისებაში გვეხმარება, რადგან მასში ნათლად
არის მოცემული აზრების ურთიერთმიმართება
მათი შესატყვისობის ჩვენების გზით.

9
არგუმენტების რაოდენობა
 არგუმენტების სტრუქტურაში დალაგებისას
ოპტიმალურია სამიდან ხუთამდე (3-5) არგუმენტის
მოყვანა.
 ყველა სხვა დანარჩენი მოსაზრება უნდა
დალაგდეს უფრო ქვედა დონეზე, როგორც
ქვეარგუმენტები.
 გახსოვდეთ, რომ თქვენ მკითხველისთვის წერთ და
დრო/ადგილი შეზღუდული გაქვთ.
 თუ სამიდან ხუთამდე ძლიერ არგუმენტს მოიტანთ,
შეძლებთ მკითხველის დარწმუნებას.

10
არგუმენტების რაოდენობა

 თუ ამ არგუმენტებით ვერ დაარწმუნებთ მას,


შემდგომი არგუმენტები, მით უმეტეს, აღარ
დაგჭირდებათ.
 მეტიც, თუ თქვენ ყველა იმ არგუმენტს მოიტანთ
ნაწერში, რაც გაგახსენდებათ, ის იმდენად
გრძელი გამოგივათ, რომ არავინ წაიკითხავს.

11
რჩევები

 მოიყვანეთ მხოლოდ 3-5 არგუმენტი;


 არგუმენტების დალაგების თანმიმდევრობა
(სიძლიერის მიხედვით) აუდიტორიაზეა
დამოკიდებული, თუმცა რეკომენდებულია სიძლიერით
მეორე არგუმენტი პირველ ადგილზე მოთავსდეს,
შემდეგ ყველაზე სუსტი არგუმენტი და ბოლოს ყველაზე
ძლიერი;
 ცუდი არგუმენტი ფარავს დანარჩენ კარგ/ძლიერ
არგუმენტებს;
 არგუმენტთა რაოდენობა ვერასოდეს ჩაანაცვლებს მათ
ხარისხს;

12
რჩევები
 არგუმენტები არ უნდა ფარავდეს
ერთმანეთს და უნდა იყოს
მთლიანობაში ერთმანეთის
შემავსებელი;
 პირამიდის სტრუქტურის გამოყენებით
დაწერილი არგუმენტირებული ესე,
რომელშიც მოტანილია 3 არგუმენტი,
იდეალურ ვარიანტში 3-4 გვერდი უნდა
გამოვიდეს.

13
შეფასების მეთოდები

 არგუმენტირებული ესეს შესავლის წყვილში


შეფასების მეთოდი:
 ხმამაღლა კითხვა: ავტორი შესავალს ხმამაღლა
ორჯერ კითხულობს, მსმენელები ჩუმად უსმენენ
და შენიშვნებს იწერენ.

 გვაცნობს თუ არა შესავალი თემას?


 როგორია თემის დაკონკრეტების მეთოდი?

14
შეფასების მეთოდები
 მიანიშნებს თუ არა აბზაცი იმას, როგორ იქნება
თემა გაშლილი, რა საკითხები იქნება
განხილული?
 არის თუ არა შესავალი საინტერესო,
დამაინტრიგებელი?
 არის თუ არა დაკონკრეტებული თეზისი?
 ტონი, რომლითაც ავტორი წერს.

შენიშვნა: კითხულობს მხოლოდ ავტორი.


მსმენელები ისე იწერენ შენიშვნებს, რომ ავტორს
არ აწყვეტინებენ კითხვას.

15
ფიქრი

 მსმენელები თავისთვის ფიქრობენ


შენიშვნებზე, ემზადებიან, წერენ:
 ჯერ პოზიტიურ შეფასებას, რა არის
კარგად დაწერილი (დასაბუთებით);
 ნეგატიურ შეფასებას (დასაბუთებით);
 გზას, რომელსაც შესთავაზებენ ავტორს
ნაწერის გასაუმჯობესებლად.

16
მსმენელის შენიშვნები

 მსმენელი გამოთქვამს აზრებს.


 შენიშვნა: საუბრობს მხოლოდ მსმენელი,
ავტორი უსმენს და იწერს მის შენიშვნებს.
 ავტორის პასუხი:
 რას ეთანხმება, რას – არა. რის
გათვალისწინებას აპირებს, ახსნა-
განმარტებები.
 შენიშვნა: საუბრობს მხოლოდ ავტორი.

17
დასკვნის ზოგადი მახასიათებლები

 არგუმენტების სინთეზი: დასკვნაში უნდა


გაიმეოროთ არგუმენტების მთავარი
მომენტები და მოკლედ შეაჯამოთ ისინი;
 შეეცადეთ, მკითხველს აჩვენოთ, თუ
როგორ ესადაგება ერთმანეთს საკითხი,
დასაბუთება და მაგალითები, რომლებიც
არგუმენტების დასამტკიცებლად
გამოიყენეთ.

18
დასკვნის ზოგადი მახასიათებლები

 საკვანძო დებულების გამეორება: კვლავ


ჩამოაყალიბეთ და ხაზი გაუსვით თქვენი
თავდაპირველი დებულების მნიშვნელობას,
რადგან მთელი ესე ამ საკითხის დასაბუთებასა
დამხარდაჭერას მიეძღვნა;
 ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ თეზისის
სიტყვასიტყვით გამეორება ეფექტური
რიტორიკული ხერხია, ზოგს კი მიაჩნია, რომ
უმჯობესია მისი პერიფრაზი.

19
დასკვნის ზოგადი მახასიათებლები

 დასკვნითი დებულებები: ეს ნაწილი


უკვე არგუმენტირებული ესეს
დასასრულია, რომელიც საბოლოო
შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე;
 დასკვნითი დებულების დაწერის
რამდენიმე ხერხი არსებობს.

20
დასკვნის ზოგადი მახასიათებლები

 პრობლემის მომავალი განიხილეთ, როგორც


საკამათო საკითხი;
 ეს გააძლიერებს თქვენი ესეს მნიშვნელობას;
 აგრეთვე, შეიძლება დაეხმაროს მკითხველს,
გამოიყენოს ახალი ინფორმაცია და უფრო
გლობალურად შეხედოს საკითხს;

21
დასკვნის ზოგადი მახასიათებლები

 მკითხველს ფიქრის საგანი მიეცით,


მაგალითად, თქვენი ესეს “რეალურ
ცხოვრებაში” გამოყენების გზა;
 მიუბრუნდით შესავალ დებულებას,
რათა თქვენი ესე გამთლიანდეს;

22
დასკვნის ზოგადი მახასიათებლები
 კითხვა ზოგადად დასვით, მიმართეთ
მკითხველს, რაც მას განხილულ საკითხთან
დაკავშირებით ისეთი ახალი წარმოდგენების
შექმნაში დაეხმარება, რომლებიც დასკვნის
წაკითხვამდე არ უჩნდებოდა.
 ამ ხერხით შეიძლება თქვენს ძირითად აზრებს
მოუყაროს თავი და ახალი მოსაზრებების
გაჩენის წინაპირობად ექცეს (Fowler H.R; Aaron
J. E. & Anderson D., 2000).

23
! !!
ის

ა სთ
ბ ბი
ო ე ა
ლ რუ ტ ი
ა დ ად ა კ
მ რრ კ
ყუა მ ა

You might also like