You are on page 1of 12

შესავალიფილოლოგიაში

(შუალედური)

1. რა არის კომუნიკაცია?
კომუნიკაცია არის ურთიერთობა ორ ინდივიდს შორის ან ინდივიდის საკუთარ
თავთან, მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება, მას ასევე აქვს
საკუთარი სტრუტურა იმისათვის, რომ დამყარდეს ეფეტქური კომუნიკაცია.
2. კომუნიკაციის სტრუქტურული კომპონენტები:
• ადრესანტი - ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს
ინფორმაციის წყაროს ”კომუნიკაციური ურთიერთგაცვლისათვის”.
• შეტყობინება - ინფორმაცია, რომელიც უნდა გადაეცეს მიმღებს.
• ადრესატი - მიმღები – ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც განკუთვნილია
ინფორმაცია.
• კომუნიკაციის არხი - საშუალება ან საშუალებათა სისტემა, რომლითაც გადაიცემა
შეტყობინება.
• “ხმაური” - შიდა და გარე ხელისშემშლელ ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც
ამახინჯებს კომუნიკაციისათვის განკუთვნილ ინფორმაციას.
• უკუკავშირი - ინფორმაცია ადრესატიდან ადრესანტამდე, რომელიც წარმოადგენს
შეტყობინების აღქმის ხარისხის ინდიკაციის საშუალებას.
• კორექცია - ადრესანტის მიერ შეტყობინების პირველ ვერსიაში შეტანილი
ცვლილება ადრესატის მიერ ინფორმაციის აღქმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
3. 4 ურთიერთდაკავშირებული ეტაპი:
1. კომუნიკაციური მიზანდასახულობის გაჩენა და იდეის ჩასახვა;
2. იდეის გაფორმება – კოდირება და მისი გადაცემის არხის შერჩევა;
3. გადაცემა – კომუნიკაციური აქტი;
4. დეკოდირება – ადრესატის მიერ შეტყობინების აზრის გაგება.
4. ინფორმაციის აღქმადობის საფეხურები:
• ინფორმაცია ცნობიერებაში ღრმად არ აღწევს და წუთიერად მოქმედებს
კომუნიკანტის წარმოსახვაზე;
• ინფორმაცია ოდნავ ეხება კომუნიკანტის ცნობიერებას და ქვეცნობიერებას და
მხოლოდ იქცევს მის ყურადღებას;
• ინფორმაცია ფიქსირდება ცნობიერებასა და ქვეცნობიერებაში, იწვევს აქტიურ
შემოქმედებით პასუხს რეციპიენტის მხრიდან და სრულდება რეალური ქმედებით.
5. ინფორმაციული დანაკარგი: თავს იჩენს ორ შემთხვევაში
• თუ შეტყობინება მეტისმეტად გრძელი და რთულია, მაშინ მსმენელს ავიწყდება,
თუ რაზე იყო ლაპარაკი შეტყობინების დასაწყისში. ასეთ შემთხვევაში ხდება
მსმენელის მეხსიერების გადატვირთვა და ადგილი აქვს ინფორმაციულ დანაკარგს;
• თუ “ინფორმაცია მოგზაურობს”, მაგ., “უფროსიდან ქვეშევრდომამდე”.
ინფორმაციის ამ “მარშრუტით მოგზაურობა” ხშირად იწვევს ინფორმაციის
გარკვეული წილის დაკარგვას.
6. .სუმატური მიდგომა-
სუმატური მიდგომა ასახავს სიტუაციას, როცა არ არსებობს კომუნიკაციის ერთიანი
თეორია, მაგრამ არსებობს მრავალი თეორია. ასეთ მიდგომას აქვს თავისი
უპირატესობა. ეს გახლავთ თეორიის დიდი სივრცე, რომელიც კიდევ შეიძლება
გაფართოვდეს ახალი ცოდნით, სხვადასხვა სფეროებიდან მიღებული მონაცემებით.
ასეთ მიდგომას აქვს თავისი ნაკლიც – შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს
კომუნიკაციის თეორიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის არსებობის
საკითხი.
7.კომუნიკაციის 5 ძირითადი პრინციპი:
• დაიცავით “ადრესატის წესი” – ისაუბრეთ თქვენი შეტყობინების ადრესატის
ენაზე, სხვა სიტყვებით, გაითვალისწინეთ მისი ცხოვრებისეული და პროფესიული
გამოცდილება, პიროვნული თავისებურებები, კულტურისა და განათლების დონე,
ღირებულებები და ინტერესები;
• დაიცავით “ადგილისა და დროის” წესი; ნებისმიერი შეტყობინების ეფექტურობა
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად და რამდენად შესაფერის
სიტუაციაში კეთდება იგი;
• იყავით აქტიური და კონსტრუქციული მსმენელი; ზოგ შემთხვევაში, “აქტიური
და კონსტრუქციული მსმენელის” წესი შემდეგნაირად ჟღერს: “თუ გსურთ ჩემთან
საუბარი, მაშინ იყავით ჩუმად”. დევისის დასკვნა მსმენელის თაობაზე ასეთია:
“ბუნებამ ადამიანს მისცა ორი ყური და მხოლოდ ერთი ენა, რითაც მიანიშნა მას, რომ
უმჯობესია, უფრო მეტი მოისმინოს, ვიდრე ილაპარაკოს”.
• არ დაივიწყოთ “უკუკავშირის“ წესი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციური
პროცესის ძირითად მიზანს – ურთიერთგაგებას.

8.კომუნიკაციური ბარიერები:

ინტერპრეტაციული შეცდომები: განპირობებულია აღქმის ფაქტორით. ადამიანები


სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ერთსა და იმავე სიტუაციას, მასში გამოყოფენ, მათი
თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს თავისებურებებს და დარწმუნებულნი არიან,
რომ სწორედ მათი თვალსაზრისია ყველაზე სწორი.

დისპოზიციური შეცდომები: განპირობებულია კომუნიკანტთა სოციალური,


პროფესიული და გამოცდილებაში არსებული სხვაობით. თუ ერთ ინდივიდს
წარსულში ჩამოუყალიბდა უარყოფითი დამოკიდებულება მეორე ინდივიდისადმი,
ეს დამოკიდებულება გამოიწვევს საჭირო ინფორმაციის არაადეკვატურ აღქმას ან
უგულებელყოფას, საუკეთესო შემთხვევაში კი, “ნდობის ყველაზე დაბალი
ხარისხით” აღქმას.

სტატუსთან დაკავშირებული შეცდომები: განპირობებულია კომუნიკაციურ აქტში


მონაწილე ინდივიდების თანამდებობრივი სტატუსების განსხვავებულობის
ფაქტით. ცნობილია, თუ რამდენად რთულია მაღალი თანამდებობის
ადამიანისათვის რიგითი თანამშრომლის პრობლემის აღქმა.

სემანტიკური “ბარიერები”: განპირობებულია ბუნებრივი ენის ელემენტთა


პოლისემანტურობითა და სხვადასხვა შინაარსობრივი ნიუანსების არსებობით.
სემანტიკური “ბარიერი” შეიძლება გაჩნდეს არა მხოლოდ ცალკეული სიტყვის,
არამედ მთელი გამონათქვამის აღქმის შემთხვევაშიც კი. მაგ:“თავისუფალ დროს
გასაკეთებელი საქმე” უფროსისათვის შეიძლება გულისხმობდეს “დაუყოვნებლივ
გასაკეთებელ საქმეს”, ხოლო თქვენთვის “იმ საქმეს, რომელიც მოიცდის”.

არაეფექტური უკუკავშირი: უკუკავშირის არსებობისას ადამიანები ცვლიან


კომუნიკაციურ როლებს: მიმღები ხდება გადამცემი და გაივლის ინფორმაციის
გაცვლის ყველა ეტაპს, რათა გადასცეს თავისი პასუხი საწყის გადამცემს,
რომელიც ახლა უკვე მიმღების როლშია. უკუკავშირი წარმოადგენს გარკვეულ
ორიენტირს მომდევნო შეტყობინებისათვის, რომელსაც ვუგზავნით მიმღებს.

ცუდად ჩამოყალიბებული შეტყობინება: გულისხმობს ბუნდოვნად, ორაზროვნად


ჩამოყალიბებულ აზრს. ამგვარი შეტყობინების ძირითადი მახასიათებლებია:
მწირი ლექსიკა, გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები, ყოველგვარი
საჭიროების გარეშე გამოყენებული სტილისტური ხერხი – “გამეორება”, სტილის
არაადეკვატურობა და ა.შ.

ფალსიფიცირების შეცდომები: განპირობებულია “ინფორმაციის გადამცემის”


სუბიექტურობით. “ინფორმაციის გადამცემი” ადამიანია და იგი არ ხასიათდება
მიუკერძოებლობით. ინფორმაციის გადამცემს ისე შეუძლია დაამახინჯოს
შეტყობინება, რომ თავადაც ვეღარ იცნოს იგი.

წინასწარი შეფასება: გულისხმობს მსმენელის მიერ შეტყობინების წინასწარ,


ემოციურ შეფასებას. მსმენელი არ ელოდება შეტყობინების დასრულებას, რაც
იწვევს აღქმის არაადეკვატურობას.

“შიშის შეცდომები”: ჩნდება “შელამაზებულ შეტყობინებაში”, რომელიც


გულისხმობს იმ ადამიანისათვის მიტანილ ინფორმაციას, რომლისაც გეშინია.

9. გათანაბრება,დაზუსტება,ასიმილაცია:

• გათანაბრება – ბევრი მოვლენა ვარდება მეხსიერებიდან და ისტორია იძენს


უფრო მოკლე და სქემატურ სახეს;

• დაზუსტება – ბევრი დეტალი უეცრად იძენს სიმკვეთრეს და ყოველთვის


მეორდება;

• ასიმილაცია – ჩვენ ვიმახსოვრებთ მოვლენებს ისე, როგორადაც ჩვენ ეს


გვინდა, სხვა სიტყვებით, არსებობს შესაბამისობა ზოგიერ სქემასა და სტერეოტიპს
შორის.

10. ინტერსუბიექტური ნორმები

ყოველ ენას აქვს ორი შიდა სახე: ყოველი ენა არის სამყაროს ხატი, ყოველ ენაში
სამყარო ასახულია სამყარო მის მთლიანობაში და ეს არის ენის პირველი შიდა
სახე. რაც შეეხება მის მეორე შიდა სახეს: ყოველი ენა არის დიალოგი. სწორედ
ამიტომაა განსაკუთრებით საინტერესო ინტერსუბიექტურობის ცნების კვლევა.
ინტერსუბიექტურობის შესწავლა ცდილობს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
როგორ ვიგებთ სხვათა ინტენციებს, ინტერესებს, მნიშვნლობებს? როგორ ვუგებთ
სხვებს? როგორაა შესაძლებელლი პერსპექტივათა თანაზიარობა? როგორაა
შესაძლებელი ”ერთ სემანტიკურ მნიშვნელამდე მისვლა”? ინტერსუბიექტური
სამყარო არაა პირადული სამყარო. ის ყველასთვის ერთნაირია. ის არსებობს
რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მასში, როგორც ერთ-ერთი ადამიანი სხვა ადამიანთა
შორის. ჩვენ დაკავშირებული ვართ მათთან საერთო გავლენებით, სხვების გაგება
ნიშნავს იმას, რომ შენც გაგიგებენ ისინი. ინტერსუბიექტურობა არსებობს
”თვალსაჩინო აწმყოში” სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ და ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენ
სხვებთან ერთად ერთიდაიგივე დროსა და სივრცეში ვართ მოქცეული. ეს
სინქრონულობა უმნიშვნელოვანესია ინტერსუბიექტურობაში. სინქორონული
გაგების მომენტი, როცა სხვაც მიგებს მე, შესაძლებელს ხდის ჩვენს ერთად
ცხოვრებას სამყაროში.

11. კომუნიკაციური კომპეტენცია

12. რაციონალური მოტივები

13.რაარის კომუნიკაციის კვლევის საბოლოო მიზანი?- მისი საბოლოო მიზანი


კანონების გარკვევა და ფორმულირებაა.
141.კომუნიკაციის კვლევისთვის რელევანტურია შემდეგი ფაქტორები:
ა.კომუნიკაციის კანონები ობიექტური ხასიათისაა, ამასთანავე სოციალური
კომუნიკაციის კანონები რეალიზდება ადამიანთა აზროვნებისას და ქმედებისას.
ბ. ეს კანონები გამოხატავს ინფორმაციის გაცვლის საერთო ხასიათს და ასახავს
კავშირებს საზოგადოებასა მის გარკვეულ რგოლებში.
გ.ინფორმაციის გაცვლა ბუნებასა და საზოგადოებაში- ეს კი გულისხმობს იმას რომ
ყოველგვარი კომუნიკაცია წარმოადგენს ურთიერთქმედებას, ახასიათებს სხვადასხვა
სახის ინფორმციის გაცვლა. ყოველგვარი კომუნიკაცია დაფუძნებულია უკუკავშირის
პრინციპზე, უკუკავშირი წარმოადგენს შეტყობინების აღქმის ხარისხის ინდიკაციის
საშვალებას. ყოველგვარ კომუნიკაციიას ახასიათებს ნიშნები.
15..მინიმალური საფუძვლის კანონი- ინფორმაციის გაცვლისთვის აუცილებელია
არსებობდეს ნიშანთა მინიმალური რაოდენობა, რომლებიც გამოყენებული იქნება
ინფორმაციის მისაღებად, გადმოსაცემად, კოდირებისა ან დეკოდირებისთვის.
იმისათვის რომ კომუნიკაცია შეუძლებელი გახდეს, არ უნდა არსებობდეს არც
ნიშნები და არც წესები მიმღებსა და გადამცემს შორის.
16.,კომუნიკაციური სისტემების ჰეტეროგენულობის კანონი” - მოცემულ კანონს
გააჩნია თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ერთი მნიშვნელოვანი
თვისება: ,,კომუნიკაციის დასამყარებლად, სიგნალები უნდა შეიცავდეს
მოულოდნელობის რაღაც ელემენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გადაცემა
დროის ფუჭი ხარჯვაა.

17.,,კომუნიკაცია” და ურთიერთობა”- პირველი მიდგომა გულისხმობს ამ ორი


ცნებების გაიგივებას. ზოგ ენციკლოპედიურ ლექსიკონში ტერმინი ,,კომუნიკაცია”
განმარტებულია როგორც ,,ურთიერთობა, ინფორმაციის გზა”. ზოგი ავტორი აკეთებს
დასკვნას, რომ ეტიმოლოგიურად და სემანტიკურად ტერმინები ,,ურთიერთობა”
და ,,კომუნიკაცია” ერთმანეთის ტოლფასია. ამრიგად, როგორც საწყისი
ცნება ,,საზოგადოებაში ინფორმაციის გაცვლისა” ისინი სრულუფლებიანია.
მეორე მიდგომა ,,კომუნიკაციისა” და ,,ურთიერთობის” ცნებების დიფერენცირებას
ეფუძნება. ფილოსოფოსი კაგანი თვლის, რომ კომუნიკაცია და ურთიერთობა
ერთმანეთისგან განსხვავდება სულ მცირე ორი მთავარი ნიშნით: ჯერ
ერთი ,,ურთიერთობას ახასიათებს პრაქტიკულობა, მატერიალურობა, სულიერება,
ინფორმაციულობა და პრაქტიკული სულიერება, მაშინ როცა კომუნიკაციას მხოლოდ
ინფორმაციულობა ახასიათებს, ანუ ამა თუ იმ გზავნილების გადაცემა.” მეორე -
ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან კავშირში შემავალი სისტემების მხრივ
თვისობრივად.

18..კომუნიკაციისა და ურთიერთობის დიფერენციაცია- ურთიერთობის პროცესი


არის ორმხრივი, კომუნიკაციისაგან განსხვავებით. კომუნიკაცია - მონოლოგურია,
ურთიერთობა - დიალოგური. ურთიერთობა ბევრად უფრო ფართო კატეგორიაა
ვიდრე კომუნიკაცია. ურთიერთობის სტრუქტურაში იკვეთება სამი
ურთიერთდაკავშირებული მხარე: კომუნიკაციური, ან თავად კომუნიკაცია,
რომელიც გულისხმობს ინდივიდებს შორის ურთიერთობის გაცვლას,
ინტერაქტიული, რომელიც მდგომარეობს ინდივიდებს შორის ურთიერთობის
ორგანიზებაში, ანუ არა მხოლოდ ცოდნის, იდეების გაზიარებას, არამედ ქცევასაც; და
პერცეპტული, რომელიც წარმოადგენს პარტნიორების მიერ ურთიერთაღქმისა და
შეცნობის პროცესს და ამ საფუძველზე დამყარებულ ურთიერთგაგებას.

19.კომუნიკაციის თეორია - არსებობს კომუნიკაციის 5 ძირითადი პრინციპი ,


რომელიც ახასიათებს ადამიანის კომუნიკაციას და აჩვენებს პარადოქსებს:

1. ადამიანს არ შეუძლია არ იყოს კომუნიკაციაში;

2. ყოველ კომუნიკაციას აქვს შინაარსობრივი და მიმართებითი ასპექტი;

3. კომუნიკაცია ყოველთვის მიზეზიცაა და შედეგიც;

4. ადამიანის კომუნიკაცია იყენებს ანალოგიურ და დიგიტალურ მოდალობებს;


5. კომუნიკაცია ან სიმეტრიულია, ან კომპლემენტარული.

20.გრამატიკული კომპეტენცია -შემოიფარგლება ენობრივი კოდის ფლობით .


გრამატიკული კომპეტენცია კონცენტრირებულია იმ ცოდნასა და უნარზე, როემლიც
საჭიროა გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობის გადმოსაცემად და გასაგებად.
21.სოციოლინგვისტური კომპეტენცია - განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად
მისაღებადაა ჩამოყალიბებული და გაგებული ესა თუ ის გამონათქვამი. აქ
იგულისხმება შესაბამისობა სოციოლინგვისტურ კონტექსტთან .

22.დისკურსის კომპეტენცია - გულისხმობს გრამატიკულ ფორმათა და


მნიშვნელობათა შერწყმას, კონკრეტული ფუნქციონალური ენის თავისებურებათა
გათვალსიწინებით. ტექსტის ერთიანობა მიიღწევა კოჰეზიითა და
კოჰერენტულობით. კოჰეზიაში იგულისხმება ფორმის შეკრულობა - ტექსტის
სტრუქტურული მთლიანობა. კოჰერენტულობა - მნიშვნელობათა
ურთიერთშესაბამისობა - ეხება ტექსტში არსებულ მნიშვნელობათა შორის არსებულ
კავშირს.

23.საკომუნიკაციო კომპეტენცია - გულისხმობს სუბიექტის იმ ცოდნასა და უნარს,


რომელიც მას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მთელი ის სემიოტიკური სისტემა,
როემლიც ხელმისაწვდომია მისთვის, როგორც სოციოკულტურული კოლექტივის
წევრისათვის.

24.ენის მთავარი ფუნქცია, საერთოა: ენა ინტერპრეტატორია, მისი ფუნქცია სამყაროს


ქაოტური მთლიანობის ადამიანური ცნობიერის დონეზე ინტერპრეტაცია,
გარდასახვაა.

25.ნიცშეს შეხედულება დეფინიციების შესახებ: ნიცშე ანვითარებს აზრს, რომ


ნამდვილი შემოქმედების ფუნქცია არის სწორედ ამ დეფინიციების გადალახვა, მათი
ახალი კუთხით ჭვრეტა, რადგან დეფინიციები ჩაკეტილი და შესაბამისად "მკვდარი"
ფორმულებია, და ამიტომაც ისინი ვერ იქნებიან ცვლადი და მოძრავი ქაოტური
მთლიანობის გადმნომცემნი, ანუ ისინი ვერ იქნებიან სანდო მედიუმი.

26.სამყაროს ხატი უნდა განისაზღვროს, როგორც: • ხატთა სისტემა


(და მათ შორის არსებული კავშირი) - წარმოდგენა სამყაროსა და
ადამიანზე, მათ შორის არსებულ კავშირზე (ადამიანის კავშირი
ბუნებასთან, საზოგადოებასთან და ადამიანებთან) და ადამიანის
კავშირი საკუთარ თავთან.

27.ძირეული ცვლილებები სამყაროს ხატში-ნებისმიერი ძირეული ცვლილება


სამყაროს ხატში იწვევს ხატთა კონფიგურაციის, ადამიანთა პოზიციის,
იდეალების, აღქმის პრინციპების, საქმიანობის, ღირებულებითი
ორიენტაციები და სულიერი ორიენტირების ცვლილებას.

28.სამყაროს ხატის თავისებურება შემდეგში მდგომარეობს: 1.იგი


სრულად განაპირობებს მოვლენათა აღქმისა და ინტერპრეტაციის
თავისებურებას; 2. წარმოადგენს იმ აღქმის საფუძველს, რომელსაც
ადამიანი ეყრდნობა სამყაროში ორიენტირებისას; 3.არის ისტორიულად
განპირობებული, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სამყაროს ხატისა და
მის სუბიექტთა მუდმივ ცვლილებას.

29.სამყაროს ხატი რთული, სტრუქტურირებული მთლიანობაა,


რომელიც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: მსფლმხედველობას,
მსოფლაღქმასა და მსოფლგანცდას.- მსოფლმხედველობა-
მსოფლმხედველობა კონცეპტუალური კომპონენტია, რომელიც წარმოდგენილია
სივრცის, დროის, მოძრაობისა და ა.შ. ზოგადი კატეგორიებით. მსოფლგანცდა-
წარმოადგენს აზროვნების განსაკუთრებულ სტილს - კატეგორიათა და ცნებათა
შორის არსებულ მიმართებათა ინდივიდუალურ სისტემას. მსოფლაღქმა -
ინდივიდის თვალით დანახული სამყარო.
30.ჰაიდეგერი შემდეგნაირად აყალიბებს ადამიანსა და სამყაროს ხატს შორის
არსებულ მიმართებას: 1.ადამიანი გამოსახავს სამყაროს როგორც სურათს (ხატს);
2.ადამიანი აცნობიერებს სამყაროს როგორც როგორც სურათს (ხატს); 3.სამყარო
გარდაისახება სურათად (ხატად); 4.იპყრობს რა სამყაროს, ადამიანი იპყრობს სურათს
(ხატს).

31.რა ესაჭიროება ადამიანს სამყაროში ორიენტაციისთვის? - ესაჭიროება


მითოლოგია, ენა , ხელოვნება, რელიგია და მეცნიერება.

32.სამყაროს კონცეპტუალური ხატის პრობლემა რთული და


მრავალწახნაგოვანია- სამყაროს კონცეპტუალური ხატი არ დაიყვანება
ცნებათა ერთობლიობაზე - სამყაროს კონცეპტუალური ხატი მოიცავს
„ემოციურ-შეფასებით“, მოტივაციურ და ცნობიერების სხვა ასპექტებს
და შედგება კონცეპტებისაგან. ამასთანავე, სამყაროს კონცეპტუალური
ხატი ყალიბდება ადამიანის შემეცნებითი მოღვაწეობის შედეგად და
სოციუმის ტექსტობრივი მოღვაწეობის საფუძველზე, რომელშიც
ღბეჭდილია სამყაროს „სახის“ მრავალრიცხოვანი დესკრიფცია.ზოგი
ლინგვისტი თვლის, რომ სამყაროს კონცეპტუალური ხატის საფუძველს
წარმოადგენს ცოდის ბაზა, რომელიც შედგება შემდეგი
კომპონენტებისაგან: 1. ენობრივი ცოდნა; 2. ექსტრალინგვისტური
ცოდნა (ცოდნა სიტუაციის კონტექსტისა და ადრესატის შესახებ);
3.ზოგადი ფონური ცოდნა.ჭდილია სამყაროს „სახის“
მრავალრიცხოვანი დესკრიფცია.

33.ჰუმბოლტი ენის შესახებ- ენაში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების


დაპირისპირება; ენის მიჩნევა სისტემად; ენის აღიარება არა მზამზარეულ წარმონაქმნად
(ergon), არამედ წარმოქმნად. შემოქმედებად (energeia) და სხვა. ჰუმბოლდტმა
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენათა მორფოლოგიის კლასიფიკაციის დამუშავებაში.

34. რა არის ფილოლოგია?ფილოლოგია ესაა მეცნიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც


ცდილობს დაადგინოს კავშირი ენის, კულტურასა და ლიტერატურას შორის.ფილოლოგიის
საგანს წარმოადგენს ტექსტად ქცეული სინამდვილე.მისი მიზანია სინამდვილის წვდომა მის
მთლიანობაში.

35.რას ნიშნავს სინამდვილე ფილოლოგიისთვის?-ფილოლოგია დაკავშირებულია


სინამდვილესთან,როგორც მთლიანთან,თუმცა მათი კავშირი ნაკლებად
ოირდაპირია,სინამდვილე ფილოლოგიისთვის არსებობს და ის ვლინდება ტექსტის სახით.

36.რა არის ტექსტი?-ტექსტი ესაა ინფორმაციათა ერთობლიობა და იგი შეიძლეა იყოს ზეპირი და
ასევე წერილობითი,ამის გარდა იგი შეიძლება ეკუთვნოდეს, ჩვენი ადამიანური სინამდვილის
სხვადასხვა სფეროს. თანამედროვე გაგებით არსებობს არაველბარული ტექსტიც.

37.რა არის ტექსტობრიობ?-როდესაც ტექსტი გვხვდება ვერბალური ან არაველბარული სახით.

38.მთავრისა და ძირითადის გამოყოფის საშუალებები?

39.ტექსტის პროსკრიპტორული გაგება? -პროსკრიპტორული ან იგივე სკრიპტორული


პოზიციციაა, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ავტორის სიკდილზე.

40.რა არის სკრიპტორი?-სკრიპტორი არის ორიგინალური ტექსტის გადამწერი.

41.განმარტეთ ყოველი ტექსტი ენობრივი მოვლენაა?-ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ ტექსტს
განსაზღვრავს ენა.

42.რას ნიშნავს პარადიგმები?-მეცნიერული პარადიგმა ნიშნავს იმ წარმოდგენათა ერთობლიობას,


რომელიც ჩვენ გვაქვს საკვლევ ობიექტზე.

43.პარადიგმული ცვლა? -როცა აზროვნებაში ხდება რევოლუციური ძვრა, როცა აზროვნების


ერთი მიმართულება ან ერთი სტილი იცვლება მეორეთი, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ მეცნიერული
აზროვნების პარადიგმათა მონაცვლეობაზე.
44.რა არის სოიალური პარადიგმა?-სოციალური პარადიგმა კი გულისხმობს, რომ ენის ბუნება
სოციალურია და სწორედ ამის საფუძველზე სოსიურმა კვლევის სფეროდან გამორიცხა
მეტყველება.

45.რას ნიშნავს სემიოტიკური პარადიგმა?- სემიოტიკური პარადიგმა გულისხმობს, რომ ენა არის
ნიშანთა სისტემა და ენობრივი სისტემა უნდა შევისწავლოთ, როგორც ნიშანთა ერთობლიობა.

46.რან ნიშნავს ენა, როგორც სისტემა მოქმედებაში? - ნიშნავს იმას რომ ენა არის ცოცხალი და
მუდმივად იცველბა მასში შედის ახალი სიტყვები და ძველები გამოდის ივსება ენერიით და
იცლება ენტროპიით.

47.ჰუმბოლდტისეული ენერგეტიკული კონცეფცია? -ჰუმბოლდისეული ენერგეტიკული


კონცეფციის იხედვით, ენა არის შემოქმედბის პროცესი, სამყაროს ხატის შემოქმედების ფენომენი.

48.სოსიორისეული ენერგეტიკული კონცეფცია?-სოსიურისეული სემიოტიკური კონცეფციის


მიხედვით ენა არის ნიშანთა სისტემა და ნიშანი არსებობს იმისთვის, რომ განსაზღვრული
ფუნქცია შეასრულოს კომუნიკაციის პროცესში, ხოლო კომუნიკაცია ნიშნობრიობის გარეშე
შეუძლებელია.

49.ანტიკური თეორიები ნიშნის პირობითობაზე?- ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ორი ურთიერთ


საწინააღმდეგო აზრი ერთერთი მათგანი ამბობდა რომ საგნებს სახელები დაერქვა შეთანხმების
საფუძველზე, ხოლო მეორე ნაწილი თვლიდა რომ სახელები დაერქვათ მათი ბუნების
გათვალიწინების მიხედვით.

50.განმარტეთ ენა არსადროსაა რაიმე დასრულებული?- ენა მუდმივ ცვლილებებს განიცდის რის
გამოც მას არ აქვს დასრულებული ფორმა, და არ არსებობს მისი საბოლოო ვერსია.

51. სტრუქტურალიზმი-თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა; ყურადღებას


ამახვილებს ენის სტრუქტურის შესწავლაზე.ᲪᲜᲝᲑᲘᲚᲘᲐ, ᲠᲝᲛ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐᲚᲘᲖᲛᲘᲡ
ᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲤᲣᲫᲜᲔᲑᲐ ᲔᲜᲐᲗᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ Ფ. ᲓᲔ ᲡᲝᲡᲘᲔᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ Ი.
ᲑᲝᲓᲣᲔᲜ ᲓᲔ ᲙᲣᲠᲢᲔᲜᲔᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲗᲐᲜ. ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲛᲐᲗᲒᲐᲜ ᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲐᲗᲐᲕᲔᲡ `ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ~
ᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲔᲜᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲚᲘᲜᲒᲕᲘᲡᲢᲣᲠᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡ
ᲡᲐᲒᲜᲘᲡ, ᲓᲐᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲑᲐ.

52. ველის თეორია: - ველის თეორიის მიხედვით ენობრივ ნიშანთა სფერო არის არა
მექანიკური აგლომერაცია, არამედ შინაგანად ორგანიზებული, სისტემური ბუნების მქონე,
რომ რეალობის ნებისმიერი სეგმენტაცია ხდება მრავალ განზომილებაში, რომელთაგან
თითოეული ცალკეულ სტრუქტურას- ველს ქმნის.

53.სისტემის არსი: 1. გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია რისამე ნაწილების


გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე.

2. ერთობლიობა პრინციპებისა, რომლებიც რაიმე მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს.

3. დაჯგუფება, კლასიფიკაცია. მაგ., ლინეს ბოტანიკური სისტემა.

4. სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად


დაკავშირებული ნაწილებისაგან. მაგ., მზის სისტემა. ნერვული სისტემა.

54.გელშატფსიქოლოგიის გავლენა ენათმეცნიერებაზე- ᲘᲗᲕᲚᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ


ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲝᲚᲘ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐᲚᲘᲖᲛᲘᲡ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲤᲡᲘᲥᲝᲚᲝᲒᲘᲐᲛ,
ᲙᲔᲠᲫᲝᲓ, ᲒᲔᲨᲢᲐᲚᲢᲤᲡᲘᲥᲝᲚᲝᲒᲘᲐᲛ ᲨᲔᲐᲡᲠᲣᲚᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐᲪ ᲑᲔᲕᲠ ᲡᲮᲕᲐ
ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲐᲓᲠᲔ ᲩᲐᲛᲝᲐᲧᲐᲚᲘᲑᲐ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐᲚᲘᲖᲛᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘ.

55.ენერგია-ისტემაში არსებული ენერგია არის ის ახალი ელემენტები, რაც შემოდის


ენაში.სისტემაში ენერგიის პირველი მუხტი თანდათანობით იხარჯება.

56. ენტროპია- ენტროპია გამოხატავს ენერგიის უნარს გარდაიქმნას. რაც მეტია სისტემის
ენტროპია, მით უფრო ნაკლებად შეუძლია მასში დაგროვილ ენერგიას გარდაიქმნას.

57. ჰომეოსტაზი-ჰომეოსტაზი არის დინამიურ წონასწორობაში ყოფნა.

58. ლექსიკურ სემანტიკური ველი - არის შინაარსული განსაზღვრულობის მქონე ერთეული,


რომლის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მასში მოქმედ ძალთა იერარქია, უფრო
ზუსტად კი, ინტენსიურობის ხარისხის მიხედვით განსხვავებულ ძალთა არსებობა.
ინტენსიურობის სხვადასხვა ხარისხის მქონე ძალებში იგულისხმება კონკრეტული შინაარსის
შენარჩუნების უნარის მიხედვით განსხვავებული ძალები.

59. კორპუსკულარული სისტემა- კორპუსკულარულ სისტემაში ელემენტები თავისუფლად


ურთიერთმოქმედებს, ადვილად იცვლება ანალოგიურზე, თანაც სისტემა არ წყვეტს
ფუნქციონირებას.

60. ღია სისტემა-მუდმივად იღებს ენერგიას და დადებითი თუ უარყოფითი ენტროპიის


მუდმივ ცვლაშია გარემოცვასთან.

61. ხისტ სისტემებში- ყველა ელემენტი იმგვარად არის ერთმანეთთან მორგებული, რომ
სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მათი ერთდროული არსებობა.
კორპუსკულარულ სისტემებში ელემენტები თავისუფლად ურთიერთმოქმედებს, ადვილად
იცვლება ანალოგიურზე; თანაც სისტემა არ წყვეტს ფუნქციონირებას, ამგვარ სისტემაში
დასაშვებია ელემენტის ნაწილის დაკარგვაც მისი შემდგომი აღდგენით.

62.„ველის“ ცნება, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკის კუთვნილებაა და გულისხმობს მატერიის


ფორმას, რომლის ძირითადი მახასიათებელია მასში ინტენსიურობის, სიმძლავრის მიხედვით
განსხვავებულ ძალთა ურთიერთქმედება. ენათმეცნიერებაში პირველად, 1924 წელს
გამოიყენა ტერმინი „მნიშვნელობის ველი“ გ. იპსენმა.

You might also like