You are on page 1of 9

ლექცია # 3

მედიაციისა და ინტერპრეტაციის ფუნქციები

ენები ლოგიკურ-სტრუქტურულად ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მათ სხვადასხვა


წყობა აქვთ, სხვადასხვა გრამატიკული ფორმულირება, და შესაბამისად, ემოციისა და
საზრისის წარმოების განსხვავებული ფორმები, ანუ მარტივად ენათა ფორმები
განსხვავებულია, თუმცა ენათა შინაარსი, ანუ ენის მთავარი ფუნქცია, საერთოა: ენა
ინტერპრეტატორია, მისი ფუნქცია სამყაროს ქაოტური მთლიანობის ადამიანური
ცნობიერის დონეზე ინტერპრეტაცია, გარდასახვაა.

ამ საერთო ფუნქციის მიუხედავად ენის ფორმათა განსხვავება ბუნებრივია აჩენს


ენების მიერ გენერირებული და შექმნილი შინაარსების სხვაობასაც. შესაძლოა ითქვას,
რომ ენა გავლენას ახდენს ადამიანთა ფიქრზე, სამყაროს აღქმაზე, წარმოდგენებზე,
რწმენებზე და თუნდაც ენისთვის ყველაზე რთულად მოსახელთებელ ელემენტზე -
გრძნობებზე. მაგალითად, ინდივიდში სიბრაზის გრძნობის გენერირებას სხვადასხვა
ენაში შესაძლოა იწვევდეს სხვადასხვა ენობრივი სტრუქტურა, განსხვავებულ
სიტყვათა შეთანხმება. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ენა შესაძლოა განხილულ
იქნეს როგორც ფორმულა, რომელიც ამბობს რატომ და რა შემთხვევაში უნდა
ბრაზდებოდეს ადამიანი.

ენა კოდია, ფორმულა, რომელიც ერთხელ დამტკიცების შემთხვევაში, სხვა დროს


უკვე მექანიკურად მუშაობს, როგორც ფორმულა ორჯერ ორი ოთხი, და ეს ფორმულა
იმდენად დალექილია, რომ ის ადამიანში ტოვებს შეგრძნებას, რომ განცდილი ემოცია
ადამიანის ბუნებიდან მომდინარე იმპულსია.

ენის ეს ფუნქცია განსაკუთრებით თვალში საცემია სოციალური ურთიერთობების


დროს, მაგალითად როცა ადამიანებში კოდირებული ღირსების კოდექსი იწვევს
რეაქციებს, რომლის ძალითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ან სხვისი არსებობის
ლექცია # 3

შეწყვეტაც კი. არადა რას წირავს ადამიანი ამ დროს თავს? შოპენჰაუერს მოვიხმობ,
რომელიც ასეთ შეკითხვას სვამს ევროპის ღირსების კოდექსის ანალიზისას (სწორედ
ენაა ღორსების კოდექსის ფუნდამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ის თავს აჩვენებს
როგორც ინსტინქტი და შინაგანიდან მომდინარე შინაარსი): მაგალითად ცხენმა
პატრონს ჩლიქი რომ ჩააარტყას, რას იზამსო პატრონი? შოპენჰაუერი პასუხობს, რომ
უმრავლეს შემთხვევაში პატრონი უბრალოდ იტყვის: იცით, ცუდ ადგილას ვიდექიო...
ამის მიუხედავად, გაცილებით მსუბუქი ფიზიკური შეხებისას ადამიანები ერთმანეთს
სასიკვდილო დუელში ერეკებიანო... დავძენდი აქვე რომ დუელისკენ მიდრეკილება
ჩნდება მას შემდეგ, რაც მიღებული სიტყვიერი თუ ფიზიკური ზემოქმედების
რაციონალიზაცია იწყება - რაციონალიზაცია, რომლის ფუნდამენტი ენაში დევს, იმ
ფორმულაში, რომლითაც ენა ხსნის ამა თუ იმ ქმედებათა ურთიერთკავშირს.

ძალიან ხშირად, ის რაც მიგვაჩნია რომ ფუნდამენტური ადამიანური თანდაყოლილი


ინსტინქტია, ანუ ამ შემთხვევაში "ღირსების შელახვა", რეალურად არის ინფორმაცია,
კულტურული კოდი, რომელიც ენის მეშვეობით ილექება ჩვენში... სწორედ ეს კოდი
გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ამა თუ იმ შემთხვევაში. ამ
კულტურული კოდის ჩამოყალიბება შეიძლება ითქვას სწორედ ენური ნარატივის
გავლენით ხდება, სწორედ იმ ტექსტუალური მასალის გავლენით, რომელიც ამა თუ
იმ ენაში დროთა განმავლობაში გროვდება და ილექება...

ეხლა მოდით დავუბრუნდეთ მთავარ ხაზს. ჩვენ ვამბობდით რომ ენები


სტრუქტურით განსხვავდებიან და ეს სტრუქტურული სხვაობა იწვევს იმ ფორმათა
სხვაობას, რომლის ძალითაც ამა თუ იმ ენაში სხვადასხვა ემოციათა გენერირება
ხდება.

ამ სტრუქტურულ სხვაობათა მიუხედავად ენის მთავარი ფუნქცია საერთოა:


სხვადასხვა გარემო პირობებში ენის მთავარი ფუნქცია სამყაროს მთლიანობის
ადამიანისთვის ინტერპრეტირებაა.
ლექცია # 3

ენა ამას სტრუქტურული ფორმულების გამოყენებით ახერხებს. ანუ ენა


სტრუქტურიზებას უკეთებს და წესრიგში მოყავს ის, რაც სხვაგვარად ქაოტური და,
შესაბამისად, ადამიანისთვის რთულად შესაცნობი იქნებოდა.

ენა ფორმულის ფუნქციას ასრულებს, რომლის მეშვეობითაც ეუბნება ადამიანი


საკუთარ თავს თუ სხვას, რას და რა დროს გრძნობს ის, ან თუნდაც რას ხედავს ის... ენა
შუამავალი, გარდამსახავი მედიუმია, რომელიც რამდენადაც განსხვავებულიც უნდა
იყოს ის ფორმით, მაინც საერთო მთლიანობის ინტერპრეტირების ფუნქციას იღებს
თავზე ... მოკლედ, ენის ფუნქცია გზამკვლევია, სივრცეში ორიენტატორი
მთლიანობის აღქმაში დამხმარე. ენა ისეთივე მედიუმია როგორიც სარკე, რომლის
მეშვეობითაც რეალობას ჩვენ ვუყურებთ, თუმცა ეს ისე ჩანს, თითქოს ჩვენ რეალობას
ვხედავდეთ თავისთავად არსებულს.

ენის ამ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ფუნქციის მიუხედავად, ალბათ


სწორედ ამ ფუნქციის სირთულიდან მომდინარეც ენაში არსებობს ერთი მთავარი
საფრთხე: მიუხედავად იმისა, რომ ენა მედიუმია შინააარსთან წვდომისა (ანუ
მთლიანობის ქაოსს ჩვენ მისი მეშვეობით ვწვდებით) ენა შესაძლოა თავად გახდეს
შინაარსი. საფრთხე აქ მარტივად შეიძლება გადმოიცეს იმის თქმით, რომ ენის
ფუნქცია ეს არაა. ენა თავის თავში შინაარსი არაა. ენა როგორც ვთქვით შინაარსთა
წვდომის მედიუმია.

დიახ, ენა მხოლოდ შუამავალია ჩვენსა და იმ შინაარსს შორის რომელიც სამყაროს


მთლიანობაში ძევს, ესე ვთქვათ ბუნებაში, რომლის "ქაოტურ" საზრისში წვდომაც
ჩვენს რაციონალურ შესაძლებლობებს სცდება. სწორედ ამიტომაც ვიყენებთ ჩვენ
ენობრივ სტრუქტურას, რათა მთლიანობის ქაოსში არ დავიკარგოთ, ენა ჩვენი
გზამკვლევია, ჩვენი რუქა მოძრაობისა...
ლექცია # 3

თუმცა, ენა შესაძლოა თავად გახდეს შინაარსი თავის თავში. ასეთ შემთხვევაში
საფრთხე ისაა, რომ ენას შეუძლია ჩვენი სამყაროს ქაოტური მთლიანობის აღქმა
ჩაკეტოს და საკუთარ, წარსულში გენერირებულ, სტრუქტურიზებულ შინაარსში
გვამყოფოს, რაც აუცილებლობით იწვევს ჩვენი აღქმის ენობრივი დროითა და
სივრცით ჩაკეტვას და მთლიანობაში ჩვენს უსასრულობისგან (სასრულ დროს მიღმა
არსებულ) მოწყვეტას, ამოვარდნილობას და უსიცოცხლობას...

როგორც რომელიმე სხეულის ორგანოს რომ შევუწყვიტოთ სისხლის მიწოდება, ის


გახმება და მოკვდება, ასევე მთლიანობიდან ადამიანი სასიცოცხლო მნიშნველობის
"ცოდნასა" და ემოციას გენერირებს, რომელიც მის თვალსაწიერს აფართოებს და
აახლოებს მას არსთან ადამიანისა, თავის თავში არსებული არსებისა როგორც
სამყაროს ნაწილისა. დიახ, როცა ენა იკეტება, ის ჩვენ სიბრმავეში გვამყოფებს იმ
"შინაარსებისგან" რომელნიც ენის გარეთ სამყაროში თავის თავად არსებობენ.

თავისთავად არსებული ნიშნავს არა სახელდარქმეულ და ნიშანდასმულ სივრცეს,


მთლიანობას რომლის მოხელთებასაც ცდილობს ადამიანი. ამ მთლიანობასთან
სიახლოვეში აღმოაჩინა ადამიანმა დროითი, მიზიდულობითი თუ ლექსობრივი
რითმიკის კანონები... ამ მთლიანობისგან მოწყვეტილი ადამიანი არამარტო ვერ
გენერირებს სიახლეს ფიზიკის კანონთა, არამედ საკუთარი თავის შემეცნებასაც ვერ
ახერხებს, რადგან საკუთარი თავი ხდება დადგენილი და განსაზღვრული ერთობა,
დეფინიცირებული და სახელდებული ნარატივი, იდენტობა რომელიც ინდივიდს
თავისუფლად მოქმედების სივრცეს არ უტოვებს, იდენტობა რომელიც მას არსებულ
და სახელმდარქმეულ ჩარჩოში კეტავს და ადამიანს უფუნქციოს ხდის, მისი
ერთადერთი ფუნქცია არსებულ ჩარჩოში თავის პოვნა ხდება. დიახ, ამ ჩაკეტილ
სივრცეში დარაჯის ფუნქციას სწორედ ენა შესაძლოა ასრულებდეს. ენა რომელიც
ადამიანს წყვეტს მთლიანობას და მას წარსულის დეფინიციებით ასულდგმულებს.
ენა ამ დროს გვიკეტავს გზას ახალი იდეებისკენ, ახალი ფორმებისა და
შინაარსებისკენ, ქმნისკენ...
ლექცია # 3

მეორე მხრივ დიახ ენა ქაოსისგან გვიცავს, და ის ჩვენ უსაფრთხო ზონაში გვამყოფებს,
სადაც რაღაცეები სახელდარქმეული და დეფინიცირებულია, სადაც ჩვენ არ გვიწევს
ყოველჯერზე ახლიდან გამოვძერწოთ დეფინიციები, განმარტებები. ის გავს
სახელმწიფო კანონმდებლობას, რომელიც სახელმწიფოს შიგნით ქაოტური
პროცესების სტრუქტურიზაციას და წესრიგში ყოფნას ემსახურება რაც ადამიანს იცავს
იმისგან რომ ყოველ დღიურად განიცადოს შიში ახალი საფრთხეებისა, მას ახლა
შეუძლია ცხოვრება დაგეგმოს გონებაში სახელმწიფოებრივი სტრუქტურის იმედით,
რომელიც მეტ-ნაკლებად აძლევს საშუალებას გეგმის მიხედვით მოქმედებისა...

თუმცა ისევე როგორც სახელმწიფოს, ენას "უსაფრთხოების" საფასურად ჩვენი


თავისუფლების ნაწილი მიაქვს. თავისუფლება იმისა, რომ ჩვენ თვითონ სახელები
შევურჩიოთ მთლიანობას ენის გარეთ... ენა ჩვენ მთლიანობის ქაოსს გვიკეტავს და
გვეუბნება, რაზე როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, სად რა უნდა ვიფიქროთ, რა დროს
რა უნდა განვიცადოთ.

დიახ, ენა მიდრეკილია ფიქსაციისკენ! ფიქსირებული სტრუქტურისკენ და ამის გამო


ენას ფუნდამენტურად კვდომისკენ აქვს მიდრეკილება.

ამავე დროს მთლიანობის ქაოტური და წესრიგში არ-მყოფი სამყარო, რომლის


ასახვასაც და მოწესრიგებასაც ენა ცდილობს, თავის თავად ცვალებადი და
მოუხელთებელია, სწორედ ამიტომაც არსებობს ადამიანში ენის საჭიროება, სწორედ
ქაოსის შესაცნობად ჭირდება ადამიანს სტრუქტურიზებული მედიუმი, რომელიც მას
ქაოსს დაულაგებს და მის აღქმაში დაეხმარება. ანუ ის მთლიანობა, რომლის
გადმოცემასაც ენა ცდილობს თავის თავად ქაოტურია, ამ დროს კი ენა როგორც
ვთქვით ფიქსაციისკენ, ანუ ფიქსირებული დეფინიციებისკენაა მიდრეკილი, აქედან
მოდის აცდენილობაც, იმ მთლიანობას რომლის ასახვასაც ენა ცდილობს და თავად
ენას შორის.
ლექცია # 3

ენის ქაოტურობა ნიშნავს მის გახსნილობას ახალი დეფინიციებისა და


განმარტებებისთვის, ახალი შინაარსებისთვის, რომელთაც აქამდე ენაში
სახელდებული და განმარტებული სტრუქტურული ფორმები არ გააჩნიათ. ახალი
სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე ენაში ქაოტური პროცესები იწყებს მუშაობას, და
სწორედ ამ ქაოტურობაში ახერხებს ენა მოუხელთებელ მთლიანობაში მიმდინარე
უმართავი პროცესების მოხელთებას. ანუ მანამადე მოუხელთებელი პროცესების
საკუთარ სივრცეში შეყვანას. ანუ ქაოსი ასეთ დროს ენის სივრცეში იწყებს არსებობას
ანუ ის რაციონალიზაციის სივრცეში ინაცვლებს, რაც ადამიანსა და გარემოს შორის
ჩაკეტილ წრეს ხსნის და მეტად აახლოებს ადამიანს მთლიანობასთან და აქედან
საკუთარ თავთან, რადგან ადამიანი სწორედ ამ უმრთავი მთლიანობის ნაწილია.
სწორედ ამ მთლიანობით არის ადამიანი კავშირში კაცობრიობასთან.

თუ ენა მთლიანობას წყდება, ის გამკვრივებას იწყებს, მისი დეფინიციები მყარდება და


ქაოტურად არსებული პროცესებისათვის შეუღწევადი ხდება. ენა თანდათან წყდება
იმ მთლიანობას, რომლის ინტერპრეტირებაც არის მისი არსებობის მიზეზი. ამ
მდგომარეობაში ენა თავად იწყებს საკუთარი შინაარსის გენერირებას, საკუთარი
საზრისის წარმოებას და ამ გზით ენა იწყებს ადამიანის დატყვევებას და მის კვებას
წარსულში გენერირებული და ჩამოყალიბებული მზა ფორმულებით, რომლებიც
აცდენილნი არიან იმ "არსებრიობას" რომელშიც ადამიანი იმ ეტაპისთვის იმყოფება.

ზევით აღწერილი დეფინიციით ენას ჩვენ მივანიჭეთ ინტერპრეტატორის ფუნქცია,


და ვთქვით რომ ის არის მედიუმი, რაც ნიშნავს, რომ ენა მიზანი არ არის თავის თავში,
ის უბრალოდ შუამავალია, რაც ნიშნავს რომ საბოლოო მიზანი არის არა თავად ენის
"ცოდნა", არამედ მისი მეშვეობით ქაოტური, ბუნებრივი მთლიანობის მოხელთება,
მისი რაციონალიზაცია და სტრუქტურიზაცია. თუმცა ასევე აღვნიშნეთ რომ ენის
მედიუმი ფუნამენტურ საფრთხეს მოიცავს, რადგან ენა შესაძლოა გარემოს
აღქმისთვის ჩაიკეტოს და საკუთარი შინაარსის გენერირება დაიწყოს.
ლექცია # 3

ნიცშეს აქვს საინტერესო ნაშრომი, სადაც ის დეტალურად ხსნის იმ სტრუქტურულ


გავლენებს რომლებიც მზა დეფინიციებში, მათ შორის ენაში არსებულ მზა
დეფინიციებში, დევს. ნიცშე ხსნის როგორ ახდენენ ეს დეფინიციები ჩვენს სამყაროს
აღქმაზე გავლენას, ანუ მარტივად როგორ გვეუბნებიან, თუნდაც რა არის სწორი და რა
არასწორი. ნიცშე ანვითარებს აზრს, რომ ნამდვილი შემოქმედების ფუნქცია არის
სწორედ ამ დეფინიციების გადალახვა, მათი ახალი კუთხით ჭვრეტა, რადგან
დეფინიციები ჩაკეტილი და შესაბამისად "მკვდარი" ფორმულებია, და ამიტომაც
ისინი ვერ იქნებიან ცვლადი და მოძრავი ქაოტური მთლიანობის გადმნომცემნი, ანუ
ისინი ვერ იქნებიან სანდო მედიუმი.

როცა კი ადამიანი აცნობიერებს, რომ ენა მედიუმია, მედიუმი რომელსაც აქვს


მიდრეკილება ფიქსაციისკენ, ის შედარებით უკეთ ახერხებს ენის ანუ ამ მედიუმის
მართვას. მაგალითად როცა იცი რომ სათვალე რომელიც შენ გიკეთია, ვარდისფერია,
და როცა იცი როგორ ხდება ვარდისფერი ფერის გენერირება სათვალის მიერ, როცა
იცი როგორ გარდატყდება შუქი სათვალეში, შენ შეგიძლია მეტ-ნაკლები წარმატებით
სამყაროს ვარდისფერი არ დაუძახო, და მიუხედავად იმისა რომ ვარდისფერ ფერში
ხედავ, გააკეთო სხვა დაშვებებიც ანუ თავი დაიცვა სათვალის გავლენისგან (მეორე
საკითხია რამდენად სურს ადამიანს ეს, ხშირად ადამიანს ურჩევნია მოტყუებული
იყოს, რადგან მთლიანობაში წვდომა, ისევე როგორც საკუთარ თავთან დარჩენა,
საკმაოდ რთულია).

როგორც აღვნიშნეთ, ენის როგორც მედიუმის არსებობის აღიარება ხდება სწორედ


მეთოდი მისი მართვისა, და პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ რომ როცა ეს ესე არ ხდება,
ადამიანი თავად ხდება ენის ანუ მედიუმის ცოდნის პროდუქტი, ანუ ენამ პირიქით
"იცის" ადამიანი (და არა მან ენა). ენა აძლევს ასეთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებას
საზრისს და მნიშნველობას, ის კვებავს ადამიანს მზა ფორმულებით და
დეფინიციებით სწორისა და არასწორისა (რაც ადამიანს ამ ფორმულირებების
ტყვეობაში აგდებს და მის თავის უფალ შემოქმედებითობას ზღუდავს).
ლექცია # 3

ენის გენერირებული შინაარსები თავისი ფორმით იდეოლოგიურია, ანუ


განმაზოგადებელი და ყოვლისმომცველი, ცალკეულის და ინდივიდუალურის
გამომრიცხველი.

ანუ ისინი ხდებიან ყოვლის მომცველი განზოგადებები, რომლებიც კონკრეტულ


მდგომარეობას განზოგადების მარწუხით კეტავენ. ესეთია განზოგადოება თუნდაც
კარგისა და ცუდისა, რომელიც სამყაროს მთლიანობისგან მოწყვეტილნი შინაარს
კარგავენ და მხოლოდ ცარიელი ფორმით აგრძელებნ არსებობას. როცა ენა იძენს ამ
მზა იდეების კრებულის სახეს, იგი იმის ნაცვლად რომ დაეხმაროს ადამიანს ბუნების
მთლიანობის და მრავალფეროვნების წვდომაში, ადამიანს ტყვეობაში აგდებს, კეტავს
მის რაციოს, ახსნას სამყაროსას.

ამ ჩაკეტილობის კარგი გენერატორია ფორმისეული და უშინაარსო პოეზია, პროზა ან


ფილოსოფია, რომელიც წვდომის და ძიების იმიტაციას ახდენს, მხოლოდ ფორმის
დონეზე, და რეალურად არსებულ ჩაკეტილ ენობრივ ცნობიერში ტრიალებს. ის ვერ
ახერხებს მედიუმის, ანუ ენის მიღმა სამყაროს წვდომას, ის ვერ ახერხებს ენის
ბორკილების მსხვრევას, თუმცა საკუთარი ფორმით ძიებას, ენის მიღმა სვლას
იმიტირებს...ანუ აჩვენებს რომ თითქოს ბარიერი დაძლია, რეალურად კი ის
წარსულში გაკვალულ ბილიკებზე ბორიალობს...ასეთი შემოქმედება უბრალოდ
ქმედებაა. როცა ენა იკეტება, მისი გარეგნული გამოვლინება აცდენილობაა ფიქრს,
საუბარსა და ქმედებას შორის ასეთ ენობრივ სოციუმში. ამის მარტივი მაგალითი
იქნება როცა ენობრივი ჯგუფის რეალური ყოფა სრულიად განსხვავებულია იმ
დეფინიციებისგან რომლებსაც მათი სასაუბრო ენა გვთავაზობს.

ამ აცდენილობის მიზეზი შესაძლოა იყოს ის რომ ასეთ ენობრივ ჯგუფში ქმედება


იმართება შედარებით ღრმა და გაუცნობიერებელი ინსტინქტების ზეგავლენით, ენა კი
ამ ინსტინქტების აღქმას ვერ ახერხებს, რადგან მისი დეფინიციების "პალიტრა" მსგავს
ინსტინქტებს არ ცნობს, ამიტომაც ენა მათ უარყოფს, არ აღიქვავს, არ შემოაქვს ისინი
ლექცია # 3

საკუთარ სივრცეში. ასეთ დროს ამ ინსტინქტების ჩამოყალიბება "არა ენობრივ" ("არა


ცნობიერ") სივრცეში ხდება, შესაბამისად ისინი უმართავ პროცესებში
გადაიზრდებიან. უმართავში იმიტომ რომ ამ პროცესებს ენა არ ცნობს, შესაბამისად
მათ მართვას ასეთი ჩაკეტილი ენით შეიარაღებული, ენის გავლენის ქვეშ მყოფი
ინდივიდი ვერ ახერხებს. ასეთ სიტუაციაში ადამიანმა შესაძლოა ვერც კი გაიგოს
რატომ ჩადის ამა თუ იმ ქმედებას. შეზღუდული ენობრივი პალიტრის გავლენით
ადამიანი საკუთარ ქმედებას უბრალოდ ვერ ხსნის და შესაბამისად ის მას უბრალოდ
ჩქმალავს, მალავს არამარტო სოციუმისგან არამედ საკუთარი თავისაგანაც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო დიდია აცდენილობა ენობრივ დეფინიციებსა და


ადამიანების ქმედებას შორის, მით მეტად კვდომისკენაა მიდრეკილი ენა, რადგან მას
აღარ ძალუწს არსებული მთლიანობა გადმოსცეს, ის ჩაკეტილია წარსულის
ფორმებითა და დეფინიციებით, რომელნიც დღეს დღეობით უკვე მკვდარია.
ამიტომაც ის იძლევა ყალბ სიგნალებს სხვადასხვა გარე ფაქტორებზე. ეს სიგნალები
ადამიანებისთვის შინაარს დაცლილია, მკვდარია როგორც აღვნიშნეთ, ამიტომაც
ისინი ვერ ახდენენ გავლენას ადამიანის ქმედებაზე, ამ დროს კი საქმეში ერთვება
გაცილებით გავლენიანი ენისთვის მოუხელთებელი იმპულსები (ქვეცნობიერი და
მთლიანობა), რომლებიც საბოლოო ჯამში სრულიად უმართავ ქმედებებს იწვევენ.

You might also like