You are on page 1of 21

მედიაციისა და

ინტერპრეტაციის
ფუნქციები
ლექცია # 3
შესავალი ფილოლოგიაში

ლექტორი: რევაზ ტაბატაძე


რა არის ენა?
რითი განსხვავდებიან ენები
ერთმანეთისაგან?
ენა ინტერპრეტატორია, მისი ფუნქცია
სამყაროს ქაოტური მთლიანობის
ადამიანური ცნობიერის დონეზე
ინტერპრეტაცია, გარდასახვაა.
ენები ლოგიკურ-
სტრუქტურულად
ერთმანეთისგან
განსხვავდებიან.
ენა გავლენას ახდენს ადამიანთა
ფიქრზე, სამყაროს აღქმაზე,
წარმოდგენებზე, რწმენებზე და
თუნდაც ენისთვის ყველაზე რთულად
მოსახელთებელ ელემენტზე -
გრძნობებზე.
ენა კოდია, ფორმულა,
რომელიც ერთხელ
დამტკიცების შემთხვევაში,
სხვა დროს უკვე მექანიკურად
მუშაობს.
ღირსების კოდექსი

რას სწირავს ადამიანი?


"ღირსების შელახვა",
რეალურად არის ინფორმაცია,
კულტურული კოდი, რომელიც
ენის მეშვეობით ილექება
ჩვენში...
სხვადასხვა გარემო პირობებში
ენის მთავარი ფუნქცია სამყაროს
მთლიანობის ადამიანისთვის
ინტერპრეტირებაა.
ენა შუამავალი,
გარდამსახავი
მედიუმია.
მიუხედავად იმისა, რომ ენა
მედიუმია შინააარსთან წვდომისა
(ანუ მთლიანობის ქაოსს ჩვენ
მისი მეშვეობით ვწვდებით) ენა
შესაძლოა თავად გახდეს
შინაარსი.
მეორე მხრივ დიახ ენა ქაოსისგან
გვიცავს, და ის ჩვენ უსაფრთხო ზონაში
გვამყოფებს, სადაც რაღაცეები
სახელდარქმეული და
დეფინიცირებულია, სადაც ჩვენ არ
გვიწევს ყოველჯერზე ახლიდან
გამოვძერწოთ დეფინიციები,
განმარტებები.
თუმცა ისევე როგორც სახელმწიფოს,
ენას "უსაფრთხოების" საფასურად
ჩვენი თავისუფლების ნაწილი
მიაქვს.
ენა მიდრეკილია ფიქსაციისკენ!
ფიქსირებული სტრუქტურისკენ და
ამის გამო ენას ფუნდამენტურად
კვდომისკენ აქვს მიდრეკილება.
ენის ქაოტურობა ნიშნავს მის
გახსნილობას ახალი დეფინიციებისა
და განმარტებებისთვის,
თუ ენა მთლიანობას წყდება, ის
გამკვრივებას იწყებს, მისი
დეფინიციები მყარდება და
ქაოტურად არსებული
პროცესებისათვის შეუღწევადი
ხდება.
საბოლოო მიზანი არის არა თავად
ენის "ცოდნა", არამედ მისი
მეშვეობით ქაოტური, ბუნებრივი
მთლიანობის მოხელთება, მისი
რაციონალიზაცია და
სტრუქტურიზაცია.
ნამდვილი
შემოქმედების ფუნქცია
არის სწორედ ამ
დეფინიციების
გადალახვა.

- ნიცშე
ენის როგორც მედიუმის არსებობის
აღიარება ხდება სწორედ მეთოდი
მისი მართვისა, და პირიქით,
შეგვიძლია ვთქვათ რომ როცა ეს ესე
არ ხდება, ადამიანი თავად ხდება
ენის ანუ მედიუმის ცოდნის
პროდუქტი, ანუ ენამ პირიქით "იცის"
ადამიანი (და არა მან ენა).
ენის გენერირებული შინაარსები
თავისი ფორმით იდეოლოგიურია,
ანუ განმაზოგადებელი და
ყოვლისმომცველი, ცალკეულის და
ინდივიდუალურის გამომრიცხველი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო დიდია
აცდენილობა ენობრივ დეფინიციებსა და
ადამიანების ქმედებას შორის, მით მეტად
კვდომისკენაა მიდრეკილი ენა, რადგან მას
აღარ ძალუწს არსებული მთლიანობა
გადმოსცეს, ის ჩაკეტილია წარსულის
ფორმებითა და დეფინიციებით, რომელნიც
დღეს დღეობით უკვე მკვდარია.

You might also like