You are on page 1of 10

1

შესავალი ლექცია:

ცნება “ახალ ამბებთან” დაკავშირებით არსებობს განსხვავებული შეხედულებანი: ფიშერის


“პუბლიცისტიკისა და მასკომუნიკაციის ლექსიკონის განმარტებით, “ახალი ამბავი არის
შეტყობინება, ცნობება აქტუალური მოვლენისა, რომელიც საზოგადოებისთვის
საინტერესოა და აქვს განსაზღვრული ჟურნალისტურ-გამომსახველობითი ფორმა”;

როგორც, ვალტერ ფონ ლა როხე წერს წიგნში – “შესავალი პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში”,


_ “ახალი ამბავი, არის ობიექტური შეტყობინება საყოველთაოდ საინტერესო, აქტუალურ
საქმის არსზე, რომელსაც გარკვეული (განსაზღვრული) ფორმისეული სტრუქტურა, წყობა
გააჩნია”;

უფრო პლასტიურ ფორმულირებას გვთავაზობს ჰანს ბერნიშკე, გერმანიის პრესის


სააგენტოს მთავარი რედაქტორი: “ახალი ამბავი, როგორც მე ვფიქრობ, არის სიახლე,
რომელიც ადამიანთა დიდი ნაწილისათვის არის აქტუალური და საინტერესო, რომელიც
შესაძლოა, მათ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ან მხოლოდ სასიამოვნოა....…”

ფიშერის ლექსიკონი განასხვავებს “soft” და “hard” ნიუსებს. “hard news”-ი არის


ცხელი ახალი ამბავი, რომელიც ფორმულირებულია მოკლედ და ზუსტად, სხარტად”.
ისინი ინფორმაციას გვაწვდიან ობიექტურად, ჟურნალისტური “W’ (5 ”W” და 1”H”)
კითხვების გამოყენებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის დასაწყისში (ლიდში ან
შესავალში) გადმოცემული, რომელსაც დამატებით, დეტალური ინფორმაციები
მოსდევს.

“soft news”-ი არის მსუბუქი ახალი ამბავი. “hard news”-სგან განსხვავებით, არ არის
ობიექტურად ფორმულირებული და შეიცავს ავტორისეულ ფერად ან აფექტურ ფონს”. ის
დასკვნის ნაცვლად, ხშირად წარმოგვიდგენს ეფექტურ ტრიუკს, ფანდს განსაკუთრებული
ფურორის მოსახდენად. მსუბუქი ახალი ამბები არის “Human touch” –ისტორიები,
რომლებიც მრავალი ყოველდღიური გაზეთის შერეულ, გასართობ გვერდებზე იბეჭდება”.
2

მიუხედავად, ზემოაღნიშნული ციტატების განსხვავებისა, არის საერთოც და თუ


შევაჯერებთ:

• ახალი ამბავი (ნიუსი) არის სიახლე, რომელიც შეიცავს აქტუალურ ფაქტებს ან


მოვლენებს;
• ახალი ამბები არის საინტერესო ადამიანთა დიდი ნაწილისათვის;
• ახალი ამბები ხშირად ანომალურია, ე.ი. უჩვეულო ფაქტებს ან მოვლენებს შეიცავს;
• დასასრულ, ახალ ამბებს გააჩნიათ განსაზღვრული ფორმისეული წყობა, სტრუქტურა.

ამ დეფინიციაში არის მცდელობა, განისაზღვროს, თუ რომელი ახალი ამბავი


მიეკუთვნება გამოქვეყნებას.

“ნიუიორკ ტაიმსი” თავის ეპიგრაფში (დევიზი, სლოგანი) სახალისო, დაუვიწყარი


ფორმით გვთავაზობს, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევს ეს გაზეთი ახალ ამბებს
გამოსაქვეყნებლად. “All the news that's fit to print" (“ყოველი ახალი ამბავი,
რომელიც გამოსადეგია დასაბეჭდად”). ეს დევიზი ოდნავ, მაინც ვერ ეხმარება
ჟურნალისტებს, რომლებიც რთული ამოცანის წინაშე დგანან _ ურიცხვი ინფორმაციებიდან
აირჩიონ 15-20 ახალი ამბავი, რომელიც მომდევნო დღეს უნდა დაიბეჭდოს მათ გაზეთში.
სელექცია, არჩევანი ახალი ამბებისა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპია მათ
გამოსაქვეყნებლად.

ახალი ამბების შერჩევა:


საყოველთაო დირექტივა ახალი ამბების შერჩევისათვის, არ არსებობს.
შერჩევის კრიტერიუმები განსხვავებულია, რადგან გაზეთის ტიპებიც ძლიერ
განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, ვიცნობთ რამდენიმე ძირითად წესს.
ისინი ახალი ამბების შერჩევას გვიადვილებენ, გვიმსუბუქებენ:
3

• რაც უფრო უჩვეულოა, გამორჩეულია ფაქტი (მოვლენა), მით უფრო საინტერესო იქნება
მრავალი ადამიანისათვის;
• რაც უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს მოვლენა (ვთქვათ, ტარიფების ზრდაზე
საუბარი), რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის ახალია, მით უფრო ძლიერ
საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის;
• რაც უფრო ახლოს მოხდება მოვლენა, რომელიც ნიუსმა უნდა შეგვატყობინოს, მით
უფრო ძლიერ დააინტერესებს მკითხველებს (იგულისხმებაგეოგრაფიული სიახლოვე);
• რაც უფრო შორს ხდება მოვლენა, მით უფრო უჩვეული, განსაკუთრებული უნდა იყოს ეს
ინფორმაცია, თუ პრეტენზია აქვს მკითხველთა ინტერესების მოპყრობაზე;
• რაც უფრო ცნობილია პერსონები (პიროვნებები) ან დაწესებულებები, რომლებზეც
დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ნიუსი, მით უფრო საინტერესოდ აღვიქვამთ ახალ
ამბავს;
• რაც უფრო მეტ შეგრძნებებს გამოიწვევს (შიში, სიხარული, თანაგრძნობა, მწუხარება,
გაბრაზება) ნიუსის შინაარსი, მით უფრო აღძრავს მკითხველის ინტერესს;
• რაც უფრო კონკრეტული, ცხადი და მკაფიო იქნება ნიუსის ფორმა, მით უფრო ბევრი
მკითხველი მიიღებს მას.

ყველა ეს კრიტერიუმი ერთად, თითქმის არ შეგვხვდება ცალკეულ ნიუსში. ჟურნალისტმა


ან ახალი ამბების რედაქტორმა, რომელმაც ურიცხვი ინფორმაციები უნდა გაფილტროს
მომდევნო დღეს გაზეთში გამოსაქვეყნებლად, მინიმუმ რამდენიმე კრიტერიუმი მაინც
უნდა გაითვალისწინოს ახალი ამბების სელექციის დროს. იხ. სქემა, რომელიც
წარმოგვიდგენს ჟურნალისტური ახალი ამბების ფაქტორების მიმოხილვას.

ყოველმა ჟურნალისტმა, რომელიც ახალ ამბებს არჩევს, უნდა იცოდეს, რომ ქრონიკების,
მოკლე ინფორმაციების უსასრულოდ დიდი რიცხვიდან, გარკვეულ რაოდენობაზე უნდა
შეჩერდეს. ეს ნიშნავს, რომ ახალი ამბების ამორჩევისას, როდესაც რომელიმე ნიუსს იღებ
გამოსაქვეყნებლად, სხვა ნიუსს გზიდან იცილებ ანუ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ამბების
გამოქვეყნება არის პოლიტიკური აქტი, ახალი ამბების არგამოქვეყნებაც ასეთივე
4

პოლიტიკური აქტია.

ძიება-
გადამოწმება:
ჟურნალისტისათვის მეტად მნიშვნელოვანია მოსმენილის შინაარსის სისწორის,
სიზუსტის გადამოწმება. ჟურნალისტმა, ყველა შემთხვევაში, ყველა სიტუაციაში სხვა
მხარეს უნდა მოუსმინოს, რომ ცალმხრივი არ გამოვიდეს მასალა. პროცესს, როდესაც
ინფორმაციებს მოიპოვებენ, მოვლენებს ამოწმებენ, “recherche” (ძიება-გადამოწმებას)
უწოდებენ.

ძირითადი წესები ძიება-გადამოწმების კარგად


წარმართვისათვის:

• ყოველი ჟურნალისტისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეთვისება თემისა,


რომელიც უნდა გააშუქოს (შესაბამისი ლექსიკის გამოყენება, არქივის გადათვალიერება,
სათანადო წიგნებისა და ჟურნალების გადახედვა და ა.შ.);
• წარმატებული გადამოწმება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ გადამამოწმებელი
ჟურნალისტი იცნობს ბევრ მნიშვნელოვან და ინფორმირებულ ადამიანს. ჟურნალისტებს
ურჩევენ, მუდამ იზრუნონ სააიმისოდ, რომ ახალი ადამიანები გაიცნონ;
• უმთავრესი წესი, აქსიომა ყოველი ძიებისა, არის მუდამ “სხვა მხარის” მოსმენა!
ყოველი მონაწილის ინფორმაცია უსათუოდ უნდა გადამოწმდეს;
• ყოველმა ინფორმანტმა უნდა აცოდეს, რომ არასდროს და არავინ სამარცხვინო ბოძზე არ
გააკრავს.

მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი
ნაკლებად
ნაკლებად მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი ნიუსის
სტრუქტურა:
კიდევ
კიდევ უფრო
უფრო ნაკლებ
ნაკლებ
მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი

როცა ახალი ამბები მოძიებული, გადამოწმებული და ამორჩეულია, უნდა დაიწეროს


5

ისინი. როცა ნიუსი (ინფორმაცია) ყველაზე უმნიშვნელოვანესით იწყება, მაშინ შეცდომა


იქნებოდა ყველა შესაძლო დეტალის დასაწყისშივე გადმოცემა. არა, მკითხველს პირველი
აბზაციდან, პირველივე სტრიქონებიდან შემაჯამებლად უნდა მიეწოდოს ყველაზე
მნიშვნელოვანი. ამ ფორმას ფიშერის ლექსიკონი “გადაბრუნებული პირამიდის ფორმას”
ან “სამკუთხედის ფორმას” უწოდებს.

თავდაპირველად ყველაზე
მნიშვნელოვანი

ნაკლებ მნიშვნელოვანი ქვემოთ

ეს სამკუთხედი ნიშნავს: პირველ, ზედა სეგმენტში (ნაწილში) შემაჯამებლად უნდა იყოს


გადმოცემული ნიუსის (ახალი ამბის) შინაარსი. შემდგომ სეგმენტებში კი, დეტალები
მკითხველის ინტერესის დაქვეითების პრინციპით.

ამ სტრუქტურას აქვს შემდეგი უპირატესობანი, ღირსებანი:


• მკითხველი, რომელსაც როგორც წესი, ძალზე ცოტა დრო აქვს, პირველივე
სტრიქონებიდან იგებს, თუ რას ეხება ნიუსი;
• ეს ფორმა რედაქტორებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თუ მასალა შემოკლდება, ქვედა
ნაწილების მოცილების ხარჯზე, მაინც არ დაიკარგება ყველაზე მთავარი ინფორმაცია.

ლიდი ნიუსის დასაწყისში შესაძლოა სხვადასხვანაირად იყოს წარმოდგენილი. შეიძლება


დაიწყოს ვთქვათ, “ვინ?” ან “რა?” კითხვაზე პასუხით. ლიდი შესაძლოა, სულაც ციტატით
დაიწყოს: “მომეცი ახლავე რევოლვერი! უყვირა პატრულმა ტერორისტს...”
შესაძლოა, “როდის?” კითხვაზე პასუხით, დრამატული დასაწყისით: “გუშინ, ზუსტად
15.45წთ. მოხდა მიწისძვრა ქალაქ....”
6

ჰანს იოაკიმ შულტერი და ტომას სატინსკი ლიდთან დაკავშირებით, შემდეგ მოთხოვნებს


აყალიბებენ:
• შესავალმა მადა უნდა გაუღვივოს მკითხველს მთელი სტატიის (მასალის) წასაკითხად;
• ის არ უნდა იყოს ვრცელი, დაწვრილებითი, არამედ სათაურის მსგავსად, მოკლედ უნდა
გადმოგვცემდეს სტატიის შინაარს. ნაცვლად, უბრალოდ ჩამოთვლისა, უმჯობესია
მხოლოდ რამდენიმე ასპექტის წინ წამოწევა;
• ეს მიზანი მიიღწევა, თუ ყველა “W” კითხვას პასუხი გაეცემა მოკლედ და სხარტად;
• შესავალი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ბალასტისგან. თავიდან უნდა
ავიცილოთ პერსონათა ტიტულების ვრცლად დასახელება, ისევე როგორც კატასროფების
დროს მოვლენის ადგილის დეტალურად აღწერა.

ეს ნიშნავს, რომ ნიუსი დაწურული უნდა იყოს ყოველგვარი ზედმეტი სიტყვებისა და


ფრაზებისაგან!
არის თუ არა ლიდი ნამდვილად სწორედ ფორმულირებული, ჩამოყალიბებული, ამის
გადასამოწმებლად უნდა შედგეს ე.წ. “ჩეკლისტი” (ცჰეცკლისტ-საკონტროლო ფურცელი):
• აღუძრავს თუ არა შესავალი მკითხველს ტექსტის დანარჩენი ნაწილების წაკითხვის
სურვილს?
• წინადადებები შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყოს;
• შესავალში მნიშვნელოვანი ასპექტები უნდა იყოს წინ წამოწეული;
• ხომ არ არის გადატვირთული ტიტულებით, ადგილების დასახელებით და ა.შ.

“hard news”-ის ლიდის შედგენისას უნდა შევასრულოთ შემდეგი ძირითადი წესები: მან
პასუხი უნდა გაგვცეს ჟურნალისტურ “W" კითხვებზე (5 ”W” და
1”H”):
Who? ვინ?
What? რა?
When? როდის?
Where? სად?
Why? რატომ?
7

How? როგორ?

ყველამ, ვინც კი წერს ნიუსს (არა მხოლოდ დამწყებმა ჟურნალისტმა), კარგად უნდა
გადაამოწმოს, პასუხობს თუ არა ფაქტობრივად მისი დაწერილი ტექსტი ყველა
ჟურნალისტურ “W" კითხვას.
თუმცა, ეს ექვსი “W” კითხვაც კიდევ ერთხელ გადასამოწმებელია. ყოველმა ჟურნალისტმა
დაბეჭდვამდე კიდევ ერთხელ უნდა გადაავლოს თვალი.
ახალი ამბის, ნიუსის გამართული სტრუქტურისათვის, ასევე განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სხარტად და ზუსტად გადმოცემა. ის არ უნდა შეიცავდეს ვრცელ,
ჩახლართულ წინადადებებს.

ენობრივი პრობლემები:

ნიუსები, ინფორმაციები უნდა იყოს შედგენილი იმგვარად, რომ მკითხველს


არაფერი დარჩეს ბუნდოვანი და გაუგებარი.

მოთხოვნები ახალი ამბების ენასთან:

• მარტივი, მოკლე და სხარტი წინადადებები ნაცვლად რთული, თანწყობილი თუ


ქვეწყობილი წინადადებებისა;
• უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ უხვსიტყვაობაზე; ყველაფერი ზედმეტი უნდა
მოვიცილოთ თავიდან _ ყოველი სიტყვა, რომელიც არაფერს ამბობს, გადავხაზოთ!
• გამოვიყენით მხოლოდ ნათელი და არაორაზროვანი ცნებები, თუ რომელიმე გაუგებარი
ცნება შეგვხვდება, უსათუოდ უნდა განვმარტოთ. შემოკლებები, აბრევიატურები,
რომლებიც გაუგებარია მკითხველთა დიდი ნაწილისათვის, შეძლებისდაგვარად თავიდან
ავიცილოთ;
• მონაცვლეობით გამოვიყენოთ პირდაპირი და ირიბი ნათქვამები. პირდაპირი ციტატები
ტექსტს აცოცხლებენ!
• თავიდან ავიცილოთ პასივის კონსტრუქციები და შევცვალოთ აქტიური ფორმებით;
8

• ზედსართავი სახელების გამოყენებასთან დიდი სიფრთხილეა საჭირო;


• უცხო სიტყვები თავშეკავებით გამოვიყენოთ. როგორც წესი, მხოლოდ მაშინ, თუ
საყოველთაოდ გასაგები იქნება;
• ყურადღებით ვიყოთ ანგლიციზმებთან;
• ავიცილოთ თავიდან ენობრივი კლიშეები და შაბლონები, ტრაფარეტები;
• მივუთითოთ წყაროები და ყველაფერი უკეთ გასაგები გახდება.

ფაქტები უნდა იყოს ნამდვილი:

“არაფერია უფრო საოცარი, ვიდრე მარტივი სიმართლე”, _ ცნობილი გამოთქმაა


სახელგანთქმული “მოხეტიალე, მოგზაური რეპორტიორის” _ ეგონ ერვინ კიშისა.
კარლ იასპერსი კი წერდა: “რასაც ყოველთვის შეიცავს ინფორმაცია, ეს არის კატეგორია
სიმართლისა, ჭეშმარიტებისა”.

ნიუსებში, ახალ ამბებში სახელები უნდა იყოს ზუსტი, ისევე როგორც ზუსტად უნდა
მოხდეს თანამონაწილეთა ასაკისა თუ რიცხვის მითითება; როდესაც მოსაუბრის ციტატა
სიტყვასიტყვითაა ბრჭყალების ნიშნით მოტანილი, მას ეს ნამდვილად უნდა ჰქონდეს
ნათქვამი _ არაფერი არ უნდა დამახინჯდეს.
ვ. ფონ ლა როხე თავის წიგნში “შესავალი პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში” წერს, რომ
სიყალბე იქნება ჟურნალისტის მხრიდან საკუთარი, საეჭვო ვარაუდებისა და აზრების
გადათამაშება და ამით არასწორი დასკვნების გამოტანა. ინფორმაცია კომენტარს არ უნდა
შეიცავდეს! ის უნდა მიეწოდოს მკითხველს ყოველგვარი კომენტარების გარეშე, რადგანაც
საზოგადოების უფლებაა იყოს ინფორმირებული.

კეთილსინდისიერება და გულმოდგინეობა ფაქტების გადაცემისას მეტად მნიშვნელოვანია.


საზოგადოების თვალში პატივისცემას იწვევს ეს.
9

“იყავი პირველი, მაგრამ იყავი მართალი”, _ "Be first but be right" – ეს ბრიტანელ
ჟურნალისტთა ცნობილი გამონათქვამია.

უზუსტობისათვის გაზეთის დადანაშაულება უსიამოვნოა. არ შეიძლება თავი ვინუგეშოთ


ძველი აფორიზმით, რომ ვინც “იხვს” დაბეჭდავს, ორგზის ექსკლუზივი ექნება.

ჟურნალისტს შეუძლია მხოლოდ იმის თქმა, დაწერა და გადაცემა, რაც მას სინამდვილეში
გადამოწმებული აქვს და რასაც საკუთარი სინდისით მიიჩნევს ჭეშმარიტებად.

ახალი _ მნიშვნელოვანი _ საინტერესო: ეს არის 3 ძირითადი ქვაკუთხედი ახალი ამბებისა.


ბულვარულ გაზეთებსა და ხელმომწერებიანი (სოლიდური) გაზეთების შერეულ, გასართობ
გვერდებზე გვხვდება საინტერესო ახალი ამბები მაშინაც კი, თუ ისინი მნიშვნელოვანები
არ არიან.

ინფორმაციისა და კომენტარის შერწყმა სერიოზული ჟურნალისტიკისათვის მიუღებელია!


ეს შეიძლება მხოლოდ ტაბლოიდებში ანუ ბულვარულ პრესაში, სადაც ყველაფერი
დასაშვებია.

XXX
დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ როგორც “როიტერის
სტაილბუქი” გვირჩევს, “რატომ?” და “როგორ?” კითხვებზე პასუხი მეორე და მესამე
აბზაცებში შეიძლება შეგვხვდეს, ნაცვლად იმის მცდელობისა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი
პირველსავე აბზაცში იყოს გაცემული.

აუცილებელია: ვინ? რა? სად? როდის?


სასურველია: როგორ? რატომ?

დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ჟურნალისტიკის გერმანულ


სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, "6 ‘W‘ კითხვა არ არის საკმარისი და აუცილებელია
მეშვიდე ‘W‘ კითხვის დამატებაც (Welche Quelle? Woher?), რომელიც ინფორმაციის
წყაროს უკავშირდება _ რა წყაროს ცნობით?
10

You might also like