You are on page 1of 3

სამეცნიერო-პოპულარული სტატია

თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა სტატიაა.


წინა საუკუნეში ბეჭდური გაზეთები ასრულებდა მასმედიის როლს, 21-ე საუკუნეში კი ბეჭდური გამოცემები
ნელ-ნელა ციფრულმა ვერსიებმა ჩაანაცვლა. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ხოლმე
ამონარიდები სამეცნიერო-პოპულარული სტატიებიდან.

რა არის სამეცნიერო-პოპულარული სტატია?

სამეცნიერო-პოპულარული სტატია სამეცნიერო


ინფორმაციის ფართო მასებისთვის მიწოდების
სიტყვიერი (ვერბალური) ფორმაა. როგორც
სათაურიდან ჩანს, თემატურად იგი მეცნიერებასთან
არის დაკავშირებული, თუმცა ისეთ საკითხს შეეხება,
რომელიც მხოლოდ ვიწრო პროფესიული
წრეებისთვის კი არ განკუთვნილი, არამედ ფართო
აუდიტორიის ინტერესსაც იწვევს.

სამეცნიერო-პოპულარული სტატია
საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემაზე,
მიმდინარე გლობალურ თუ ლოკალურ საკითხზე,
თანამედროვე გამოწვევებსა თუ მოსალოდნელ
საფრთხეებზე იწერება.

როგორ დავწეროთ სამეცნიერო-პოპულარული სტატია?

სანამ წერას დავიწყებდეთ


𝅹 აფიქრდით სტატიისთვის შერჩეული თემის აქტუალურობის შესახებ და ჩამოწერეთ სამი მიზეზი,
რატომ არის სტატიისთვის შერჩეული თემა აქტუალური

დაფიქრდით, მკითხველთა რომელ ჯგუფი დაინტერესდება თქვენი სტატიით, ჩამოწერეთ


პოტენციურ მკითხველთან ორი-სამი ჯგუფი

სტატიის სათაური და შესავალი

სტატიის სათაურის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ სათაურში ჩანდეს თემის აქტუალურობა

შეეცადეთ, რომ სათაურის ენა და სტილი ახლობელი და გასაგები იყოს პოტენციურ მკითხველთა
ჯგუფისთვის

სტატიის შესავალ ნაწილში ხაზი გაუსვით საკითხის აქტუალურობას და ზოგადად მიმოიხილეთ


საკითხი
სტატიის ძირითადი ნაწილი

სტატიის ძირითად ნაწილში საფუძვლიანად უნდა მიმოიხილოთ შესავალ ნაწილში დასმული საკითხი.
მიმოხილვა ყოველთვის უნდა მოიცავდეს ფაქტების კვლევას. თუკი თქვენი სტატია არ იქნება გამყარებული
სანდო ფაქტებით, მაშინ მკითხველი მას ინფორმაციის წყაროდ არ მიიჩნევს.

სანამ სტატიის ძირითადი ნაწილის წერას დაიწყებთ

შეაგროვეთ ინფორმაცია, რომელიც საკითხის განხილვაში დაგეხმარებათ

ინფორმაციის შეგროვებისთვის გამოიყენეთ სახელმძღვანელოში მოცემული


ინფორმაცია, დანართები და ინტერნეტრესურსები

დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენეთ ინტერნეტის საძიებო


სისტემები. საძიებო სისტემაში ჩაწერეთ საკითხთან დაკავშირებული საკვანძო
სიტყვები

დაახარისხეთ შეგროვებული ინფორმაცია. დაფიქრდით, თითოეული წყაროდან მიღებული ცნობები


რაში გამოგადგებათ. მაგალითად, მათი ნაწილი შეიძლება გამოგადგეთ იმაში, რომ მკითხველს
გააცნოთ განსახილველი საკითხი, მეორე ნაწილი შეიძლება პრობლემის მნიშვნელობასა და
აქტუალურობაზე საუბრისას გამოგადგეთ და ა.შ.

მოძიებული ინფორმაციის გამოყენებისას ყოველთვის მიუთითეთ წყაროები.

რა უნდა გავითვალისწინოთ სტატიის ძირითადი ნაწილის წერისას:

ძირითადი ნაწილი სტატიის შესავალი ნაწილის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს, ამიტომ რა საკითხსაც
შესავალ ნაწილში გაუსვამთ ხაზს, ძირითად ნაწილშიც ის უნდა იყოს განხილვის მთავარი თემა.

·
·შესავალი ნაწილისგან ძირითადი საკითხის განხილვა არ უნდა ეყრდნობოდეს
ნაწილი იმით განსხვავდება, რომ ·შესავალი. მხოლოდ ერთ ფაქტს. ინფორმაციულად რაც უფრო
ძირითად ნაწილში უფრო გაჯერებული იქნება თქვენი ნაშრომი,
ფართოდ განიხილავთ საკითხს, მკითხველისთვის მით უფრო საინტერესო იქნება
მოიხმობთ ფაქტებს, აანალიზებთ იგი. თუმცა შეეცადეთ, რომ უსარგებლო ინფორმაცია
მათ, ანალიზის საფუძველზე არ გამოგერიოთ. უსარგებლოა ის ინფორმაცია,
გამოგაქვთ დასკვნები და რომელიც თქვენს განსახილველ საკითხს თუნდაც
ცდილობთ, რომ დასახოთ ძირითადი ირიბად უკავშირდება, მაგრამ აზრობრივად არანაირ
პრობლემასთან დაკავშირებული ნაწილი ღირსებას არ სძენს მას.
სამომავლო ტენდენციებიც.

ძირითადი
. ნაწილი მხოლოდ საკითხთან დაკავშირებული ფაქტების ჩამონათვალისგან არ უნდა
შედგებოდეს. შეგროვილ ინფორმაციას თავად უნდა მისცეთ მიმართულება. პირველ ყოვლისა, თქვენ უნდა
გესმოდეთ კარგად, რისთვისაა საჭირო ამ ინფორმაციის მოხმობა, ხოლო შემდეგ უნდა შეეცადოთ,
მკითხველსაც გააგებინოთ, რატომ მოიხმობთ ამ ფაქტებს.
წერის დროს არ დაგეკარგოთ სტატიის მიზანი. გახსოვდეთ, რომ თითოეული წინადადება სტატიის
წინასწარდასახული მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.

განხილვისას შეეცადეთ რომ შეინარჩუნოთ ობიექტურობა. ამ შემთხვევაში თქვენი მიზანი არა


საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ საკითხის ღრმა და საფუძვლიანი განხილვაა.

სტატიის დასკვნითი ნაწილი

სტატიის დასკვნით ნაწილში გამოიტანეთ დასკვნები და შეაჯამეთ განხილული საკითხი.

რა საკითხები, პრობლემები, ტენდენციები გამოიკვეთა საკითხის განხილვის დროს.

შეგიძლიათ ისაუბროთ სამომავლო ტენდენციებზეც, თუმცა აუცილებლად უნდა ახსნათ და


დაასაბუთოთ, რის საფუძველზე გამოთქვამთ ამგვარ ვარაუდს.

სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ენა და სტილი

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სამეცნიერო-პოპულარული სტატია ფართო


მასებისთვის იწერება. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა შეეძლოს მისი
წაკითხვა და გაგება.

თავი შეიკავეთ რთული წინადადებებით წერისგან. მაქსიმალურად ნათლად,


გასაგებად, მწყობრად და ლოგიკურად გამართეთ წინადადებები.

სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევაში განმარტეთ ისინი.

სამეცნიერო-პოპულარული სტატიის სტილი არ არის აუცილებელი რომ წმინდად ფორმალური და


ოფიციალური იყოს, თუმცა არც სამეტყველო სტილამდე უნდა იყოს დასული. შევეცადოთ, რომ
ვიპოვოთ მათ შორის შუალედური სტილი.

You might also like