You are on page 1of 3

„ჰენდაუთი“

ხშირად ისმის კითხვები, რატომ უნდა იქმნებოდეს ჰენდაუთი, რისთვისაა ის საჭირო და რა


მიზანი აქვს მას. პასუხი ძალიან მარტივია: ჰენდაუთი მსმენელს უიოლებს მასალის აღქმას,
რადგან მასში მოცემულია განსახილველი საკითხის ძირითადი პუნქტები და დამატებითი
ინფორმაცია.

ჰენდაუთის მომზადებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

 ჰენდაუთი მსმენელის დამხმარე საშუალებაა მასალის აღსაქმელად;


 ის გადმოსცემს მოხსენების სტრუქტურასა და შინაარსს;
 ის უნდა იყოს მოკლე და ცხადი;
 მასში უნდა იყოს:
o მოხსენების სტრუქტურა
o აბრევიატურები (შემოკლებები)
o მნიშვნელოვანი ფაქტები
o ზოგიერთი მნიშვნელოვანი თარიღი
o მნიშვნელოვანი განმარტებები
o მნიშვნელოვანი სურათები ან გრაფიკები
o დამატებითი ინფორმაცია (მაგ.: გრაფიკებზე მონაცემები)
o წყაროები (გამოყენებული ლიტერატურა)
o ადგილი შენიშვნებისთვის
 ჰენდაუთის მოცულობა უნდა იყოს დაახლოებით 2 გვერდი
 თუ სხვადასხვა ფერს ვიყენებთ კონკრეტული საკითხების გამოსაკვეთად, ეს
მინიშნებებიც ნათლად უნდა ჩანდეს
 თავსართის და ბოლოსართის შრიფტის ზომა უნდა იყოს ძირითად ტექსტზე პატარა.
 გაითვალისწინეთ: გადაჭარბებული ინფორმაცია ვერავის დაეხმარება!

გამოყოფენ ხოლმე ორი სახის ჰენდაუთს (მათ თავსართის და ბოლოსართის ნაწილი მსგავსი
აქვთ):

1. თეზისების ფურცელი: მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი თეზა


მოხსენების სტრუქტურის საჩვენებლად და არ არის მოცემული შინაარსი.
2. ჩვეულებრივი ჰენდაუთი: მოხსენების ინფორმაცია შეჯამებულია მნიშვნელოვან
პუნქტებად, რათა მსმენელს აღარ დასჭირდეს რაიმე ინფორმაციის მოსმენის
პარალელურად ჩაწერა/ჩანიშვნა.
ნიმუში:

უნივერსიტეტის დასახელება თარიღი


ავტორის სახელი, გვარი

ტოტალიტარიზმის თეორიები

სტრუქტურა/გეგმა

1. შესავალი და განმარტება
2. ტერმინის ისტორია
3. ტოტალიტარიზმის მოდელები
4. ტოტალიტარული სახელმწიფოების მახასიათებლები და მაგალითები
5. კრიტიკული შეჯამება
6. დასკვნა

1. შესავალი და განმარტება

განმარტება: „ტოტალიტარიზმი“ აღნიშნავს დიქტატორულ მმართველობით ფორმას....

შემოკლებები: ტ - ტოტალიტარიზმი, ტთ - ტოტალიტარიზმის თეორიები, კ - კონსტიტუცია...

2. ტერმინის ისტორია

წარმოიშვა 20-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში ....

3. ტოტალიტარიზმის მოდელები
a. ჰანა არენდტი - ტერორის როლი და მისგან გამომდინარე არსებული
თავისუფლების აღკვეთა
b. ფრიდრიხ ბჟეზინსკი - 1. სხვადასხვა სახის ტოტალიტარული სისტემები; 2.
ტოტალიტარული რეჟიმის არსი
c. კილმანსეგი - ძირითადი მახასიათებლები

4. ტოტალიტარული სახელმწიფოების მახასიათებლები და მაგალითები


a. ტოტალიტარული სახელმწიფოების მახასიათებლები
- როგორც აუცილებელი ფუნქცია: არაძალადობრივი მმართველობა. ...

5. კრიტიკული შეჯამება
- კომუნიზმის (სტალინიზმის) და ფაშიზმის (ნაციონალური
სოციალიზმის) შედარება
6. დასკვნა

კლასიკური ტთ შესაძლებელია განვიხილოთ როგორც „მოძველებული“ მოდელი...

წყაროები:

 ლიტერატურა: (წიგნების ჩამონათვალი)

 ინტერნეტ რესურსები: (ბმულების ჩამონათვალი)

შენიშვნები:

You might also like