You are on page 1of 7

1

რეფერატის სტრუქტურა

თავფურცელი
შინაარსი (სარჩევი) (აქ იწერება რომელი ნაწილი რომელ გვერდზე იქნება მოცემული)
ლიტარატურის მიმოხილვა
შესავალი
I თავი. სათაური
II თავი. სათაური
დასკვნა
ბიბლიოგრაფია

რეფერატი შეიძლება იყოს 10-15 გვერდი (თავფურცლისა და ბიბლიოგრაფიის


ჩათვლით). შესავალი უნდა იყოს მინიმუმ 1,5 გვერდი, მაქსიმუმ - 2; ძირითადი
ნაწილის თითოეული თავი არ შეიძლება იყოს 3 გვერდზე ნაკლები (ორივე
თავი ჯამში - 6 გვერდი); დასკვნა შეიძლება იყოს ნახევარი გვერდი ან ცოტა
მეტი. ლიტერატურის მიმოხილვაში თითოეულ წყაროს უნდა დაეთმოს
მაქსიმუმ ნახევარი გვერდი, მინიმუმ 1 აბზაცი.

ყურადღება გაამახვილეთ ტექსტის ტექნიკურ მხარეზე (აბზაცებზე, შრიფტის


ზომაზე, შრიფტის ფონტზე, სტრიქონებს შორის ინტერვალზე…).
2

საპენსიო სისტემის გავლენა


საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელზე

შესავალი
1. პრობლემის აღწერა
2. აქტუალურობა
3. მიზანი
4. ჰიპოთეზა
3

I თავი. საპენსიო სისტემის სახეები და მათი გავლენა ეკონომიკაზე

● თითოეული თავი უნდა იყოს მინიმუმ 3 გვერდი (ნაკლები არა);


● შეგიძლიათ თავები დაჰყოთ ქვეთავებად (თავის შესაბამის
ქვესათაურებად: 1.1.; 1.2);
● თითოეულ თავში ვიყენებთ შესაბამის წყაროებს, ვაკეთებთ წყაროების
შედარებით ანალიზს, რომელთან დაკავშირებითაც გამოვთქვამთ ჩვენს
მოსაზრებებს (აუცილებელია ჩვენი მოსაზრების დაფიქსირება);
● …და არ გვავიწყდება წყაროების დამოწმება ჩვენი სკოლისთვის
შესაბამისი სტილის მითითებით (ეკონომიკის, ჰუმანტარული
მეცნიერებების, ბიზნესისა და განათლების სკოლები იყენებენენ APA
სტილს, ხოლო სამართლის სკოლა იყენებს მისთვის განკუთვნილი
სტილის გზამკვლევს).
4

II თავი. საპენსიო სისტემებთან დაკაშირებული


მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენელებელი

● თითოეული თავი უნდა იყოს მინიმუმ 3 გვერდი (ნაკლები არა);


● შეგიძლიათ თავები დაჰყოთ ქვეთავებად (თავის შესაბამის
ქვესათაურებად: 2.1.; 2.2 - ასე დანომრეთ ქვეთავები);
● თითოეულ თავში ვიყენებთ შესაბამის წყაროებს, ვაკეთებთ წყაროების
შედარებით ანალიზს, რომელთან დაკავშირებითაც გამოვთქვამთ ჩვენს
მოსაზრებებს (აუცილებელია ჩვენი მოსაზრების დაფიქსირება);
● …და არ გვავიწყდება წყაროების დამოწმება ჩვენი სკოლისთვის
შესაბამისი სტილის მითითებით (ეკონომიკის, ჰუმანტარული
მეცნიერებების, ბიზნესისა და განათლების სკოლები იყენებენენ APA
სტილს, ხოლო სამართლის სკოლა იყენებს მისთვის განკუთვნილი
სტილის გზამკვლევს).
5

დასკვნა

დასკვნაში იწერება შესავალსა და ძირითად ნაწილში გამოთქმული


მოსაზრებების შეჯამება, მაგრამ არ უნდა გავიმეორეთ ზუსტად ისე,
როგორც იქ ვისაუბრეთ. გარდა ამისა, დასკვნაში არ მოწმდება წყაროები.
აქ შეგიძლიათ დაწეროთ რეკომენდაციებიც საკითხთან დაკავშირებით.
6

როგორ ხდება წყაროების შედარებითი


ანალიზი?

I თავი. საპენსიო სისტემის სახეები და მათი გავლენა ეკონომიკაზე

ვიდრე წყაროებს გამოიყენებთ, პირველ რიგში, წერთ მცირე ზომის


შესავალს (2-3 წინადადებით), ზოგადად, რომ განაწყოთ მკითხველი, რას
შეეხება ეს კონკრეტული თავი.
ავტორის სახელისა და გვარის დასახელებით ვიწყებთ მისი
მოსაზრების წარმოდგენას (მაგალითად, როგორც ფიქრია
დგებუაძე აღნიშნავს, ან ფიქრია დგებუაძე საპენსიო სისტემის
რამდენიმე სახეს განიხილავს და... ან საპენსიო სისტემის
გავლენას ეკონომიკასთან დაკავშირებით კარგად აღწერს
ფიქრია დგებუაძე.... რომ მოვრჩებით მისი მოსაზრების
პერიფრაზს, აუცილებლად დავიმოწმებთ წყაროს (შესაბამისი
სკოლის სტილის გათვალისწინებით);

ანალოგიურად განვიხილავთ ყველა ავტორის მოსაზრებას,


რომელიც ბიბლიოგრაფიაში გაქვთ წარმოდგენილი.

პ.ს. შესაძლებელია ბიბლიოგრაფიაში წყაროების დამატებაც,


შესაბამისად, დაემატება თვალსაზრისებიც.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსაზრება ჩანდეს ყველა თავში. ეს


შეიძლება გაკეთდეს ორი გზით: ან ყველა ავტორის მოსაზრების ქვეშ
ვაკეთებთ კომენტარს, ან - ყველა ავტორის მოსაზრების განხილვის
შემდეგ შევაჯამებთ და თავის ბოლოს დავწერთ (უმჯობესია, ყველა
ავტორის პოზიციის შემდეგ დავწეროთ, ან დავაჯგუფოთ ავტორები,
7

რომლებიც მგსგავს თვალსაზრისებს გვთავაზობენ საკითხზე და ამის


მიხედვით დავწეროთ ჩვენი მოსაზრებები: თუ თეონა, ნათია და ხატია
საპენსიო სისტემის სახეების ერთნაირ ვარიანტს განიხილავენ, ჯერ ამათ
განვიხილავთ და დავურთავთ ჩვენს მოსაზრებას და შემდეგ, ვნახავთ
ავტორებს ან ავტორს, რომელიც განსხვავებულ კლასიფიკაციას
გვთავაზობს საპენსიო სისტემის სახეებზე და ამ ავტორს ცალკე
კომენტარს გავუკეთებთ. უნდა ვთქვათ, რომელი ავტორის/ან ავტორების
პოზიცია იყო უფრო მისაღები და რატომ? უნდა დავასაბუთოთ).

II თავი. საპენსიო სისტემებთან დაკაშირებული


მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენელებელი

პირველი თავის მსგავსად (რაც ზემოთ წერია, ზუსტად ისე).

შენიშვნა:
შესაძლოა, რომ ყველა წყარო არ გამოგადგეთ ორივე თავში. შეგიძლიათ დაამატოთ
წყაროები, ან რომელიმე თავში იყოს ერთით ნაკლები ავტორის მოსაზრება
წარმოდგენილი. ასევე, შესაძლებელია, რომ ყველა წყარო გამოიყენოთ ორივე თავში,
ოღონდ - თემატურად.

You might also like