You are on page 1of 3

სახელი, გვარი_______________________________________________________________________

 თეორიული ნაწილი დაგეხმარებათ დავალების შესრულებაში

სამეცნიერო ნაშრომის შესავალი ნაწილის ფუნქციაა, წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს თემის


შესახებ და განაწყოს იგი ნაშრომის წასაკითხად (იგი არის ზოგადი და ამ ნაწილში საკითხის
დასმით შემოვიფარგლებით).

შესავალი არის მთლიანი ნაშრომის 15% და შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ


უნდა იყოს ძირითადი ნაწილის რომელიმე თავზე ვრცელი.

შესავალი შედგება 5 კომპონენტისაგან: საკითხის პრობლემის აღწერა, თემის აქტუალურობა


და მნიშვნელობა, კვლევის მიზანი, საკითხის შესწავლის ისტორია და საკვლევი საკითხის
ჰიპოთეზა.

შესავალი საჭიროა ასევე თითოეული ნაწილისთვისაც. მაგალითად, თუ ჩვენი ნაშრომი


შედგება რამდენიმე თავისგან, თითოეულ თავს სჭირდება მცირე შესავალი (თითო აბზაცი,
თავის შინაარსის ზოგადი მონახაზი).

_________________________________________________________________________________

 კვლევითი ნაშორმის სახეები:

არსებობს ორი სახის კვლევითი ნაშრომი: საბიბლიოთეკო (აჯამებს და აფასებს არსებულ


წყაროებს, რათა საკუთარი თეზისი განავითაროს) და ექსპერიმენტული (მოიპოვებს
პირველად ინფორმაციას სოციალური კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით,
იქნება ეს ექსპერიმენტი, ინტერვიუ, კონტენტანალისი თუ სხვა).

თქვენ მიერ წარმოსადგენი რეფერატი არის საბიბლიოთეკო სახის.

1
დავალება:

შეაფასეთ ქვემოთ წარმოდგენილი სტატიის შესავალი, აღნიშნული ნაწილის შემადგენელი


კრიტერიუმების მიხედვით (მაგალითად, თუ არაა გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი,
დაწერეთ ის ნაწილი სტატიის შინაარსის შესაბამისად; კერძოდ, თუ სტატიაში არ ჩანს
საკითხის შესწავლის ისტორია, გადახედეთ ავტორის მიერ დამოწმებულ წყაროებსა და
ბიბლიოგრაფიას და ამის მიხედვით გაასწორებთ ამ ნაწილს; თუ სტატიაში არაა
გამოკვეთილი საკვლევი საკითხის ჰიპოთეზა, თქვენ ჩამოაყალიბეთ ის და სხვ.):

2
3

You might also like