You are on page 1of 3

ლიტერატურის მიმოხილვა

ბარბარა სომერვილი 2004 წელს გამოცემულ წიგნში „ინკების იმპერია“


გვაცნობს აკლებს - რჩეულ ქალებს, რომლებიც 10 წლის ასაკიდან
ცხოვრებას იწყებდნენ აკლაჰუასებში (Acllahuasi) - დაწესებულებამ,
რომელიც საკუთარ სახლებს მოწყვეტილი გოგონებისთვის იყო სახლიც,
სკოლაც და ტაძარიც. აკლაჰუასების მაცხოვრებლები აქვე იძენდნენ
უმაღლესი დონის განათლებას, ისეთს, რისი შესაძლებლობაც
„არარჩეულ“ გოგონებს არ ჰქონდათ. ინკების სახელმწიფო ძალღონეს
არ იშურებდა იმისთვის, რომ რჩეულ ქალებს მიეღოთ შესაძლო
უმაღლესი განათლება, შეეთვისებინათ დახვეწილი ქცევის წესები,
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო: აკლებს ანუ რჩეულ ქალებს ყოფდნენ
დანიშნულების მიხედვით. ზოგი მათგანი ხდებოდა მებრძოლი, ზოგი
წარჩინებული პოლიტიკოსის ან სხვა საზოგადო მოღვაწის ცოლი, Sapa
Inca-ს ანუ ინკების იმპერატორის/მეფის მეორე ცოლი, ზოგს კი ბედი
რელიგიური რიტუალის დროს მსხვერპლობას არგუნებდა.

რელიგიურ საზოგადოებაში, 10 წლამდე მიმზიდველი გოგონები


შესაძლოა შეერჩიათ ერთ-ერთ „რჩეულ ქალად“. ეს გოგონები
სწავლობდნენ აკლაჰუასებში , სადაც ისინი სრულყოფილად
ეუფლებოდენ ქსოვას , ჩიჩას დამზადებას Sapa Inca - სა და სასულიერო
პირებისთვის , ასევე მონაწილეობდნენ რელიგიურ რიტუალებში.
ზოგიერთი მათგანი ხდებოდა არისტოკრატთა პატარძალი ან Sap a Inca -
ს მეორე ცოლი. სხვები რჩებოდნენ რელიგიურ ცხოვრებაში ან
აკლაჰუასში მასწავლებლებად. სხვების მიმართ კი ბედი ასეთი კეთილი
არ იყო: ისინი ადამიანი მსხვერპლები ხდებოდნენ.

სომერვილის თქმით, აკლების რიცხვი (ესპანელები, ანუ


კოლონიზატორები მათ მოიხსენიებდნენ, როგორც „მზის ქალწულებს“)
1500-ს აღწევდა იმპერიის სიძლიერის დროს. ამ წყაროდან, ასევე,
ვიგებთ, რომ ეს გოგონები ძირითადად ფიზიკური სილამაზის
საფუძველზე ირჩეოდნენ, ხოლო არჩევის შემდეგ უარის თქმის უფლება
სიკვდილის ტოლფასი იყო, ისევე, როგორც აღკვეცის შემდეგ
სასიყვარულო პარტნიორის გაჩენა სრულდებოდა ორივე მათგანის
(ქალისა და თავისი სატრფოს) სიკვდილით დასჯით.

ავტორი რჩეულ ქალებს ინკების სახელმწიფოს მუშაობის ერთ-ერთ


უმთავრეს მექანიზმად თვლის. მოსახლეობა არ იშურებდა გულუხვ
შესაწირს აკლაჰუასისა და თავად აკლების „შესანახად“. სინამდვილეში
კი ეს შემოწირულობა მთელ სახელმწიფოს ამარაგებდა, რამაც,
საბოლოო ჯამში, განაპირობა ინკების იმპერიის არა მხოლოდ
მატერიალური, არამედ იდეოლოგიური გაძლიერება.

ჩემ მიერ მოყვანილი მეორე წყაროა ელისაბედ აბოტის 2001 წელს


გამოცემული წიგნი “A History of Celibacy”. ეს წიგნი შეეხება მსოფლიოს
სხვადასხვა ხალხების კულტურებისა და რელიგიების
დამოკიდებულებებას ე.წ. შინაბერობის (Celibacy)/ ქალწულობის (virginity)
შესახებ. საკმაოდ გამორჩეული, მრავალფეროვანი და მსოფლიოსათვის
მნიშვნელოვანი კულტურების სიაში მოხვდა კოლონიალური ანდები, მათ

PAGE \* MERGEFORMAT 1
შორის, ინკებიც. აქ ავტორი აკლ ქალებს “A virgin Priestesses of the Sun”-ს
უწოდებს და მათ ევროპულ ანალოგსაც კი უძებნის. ამბობს, რომ აკლები
ვესტალების ინკური ვერსიაა. (ანტიკურ რომში ვესტალები იცავდნენ
ვესტას წმინდა ცეცხლს ჩაქრობისგან . თითოეული ვესტალი ცეცხლს 30
წლის განმავლობაში დარაჯობდა, ჰქონდათ უდიდესი სიმბოლური
დანიშნულება რელიგიის კუთხით.) მაგრამ რეალურად, მათი
დანიშნულება მხოლოდ რელიგიური სიბოლურობითა და
საკრალურობით არ შემოიფარგლება. აკლების როლის გავლენა ინკათა
საზოგადოებაზე და, შესაბამისად, ინკურ პოლიტიკაზე მეტად
მნიშვნელოვანია.

Acllawasi - ასე მოიხსენიებს აბოტი აკლების სამყოფელს (ჩემ მიერ


მოყვანილ პირველ წყაროში ავტორი ამ ადგილს მოიხსენიებს, როგორც
Acllahuasi). აქ აღწერილია რჩეულების ერთი ჩვეულებრივი დღე
აკლავასში. აკლებს, რომლებიც აკლავასში მასწავლებლებად
რჩებოდნენ ეწოდებოდათ მამაკონასები (Mamaconas). მათი მოვალეობები
გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვეულებრივი აკლასი. მათ
მოვალეობაში სისხლიანი რელიგიური რიტუალების ჩატარებაც
შედიოდა ყოველ თვეში მინიმუმ ერთხელ.

ინკების ცხოვრება რელიგიას ჰქონდა მოცული. მათთვის ყველაზე


მნიშვნელოვანი რიტუალები იყო. ცერემონიები და მსხვერპლშეწირვები,
რომლებიც მარცვლეულის და ცხოველების ნაყოფიერების და
მავედრებელ ადამიანთა ჯანმრთელობის გარანტიად იყო ქცეული.
ინკათა პანთეონი გადაჭედილი იყო, ინთი კი - მზის ღმერთი, ინკების
დინასტიის დამფუძნებელი, ყველაზე მნიშვნელოვან ღვთაებათა შორის
იყო.

წარჩინებულ ინკებს თავი მზის ღვთაება ინთის შთამომავლებად


მიაჩნდათ. სწორედ ამიტომ, მათი აზრით, ნამდვილ ინკას მხოლოდ
ქალწული ქალი უნდა ხვდომოდა წილად. ინკებმა კი შექმნეს რჩეულ
ქალთა ძლევამოსილი ინსტიტუტი, რომელიც მისი იდეით იმდენად
უნივერსალური იყო, რომ ინკური საზოგადოების ნებისმიერ
არარაციონალურ და ეგოისტურ სურვილებს მოერგებოდა. ეს კი
იდეალური და ურყევი მექანიზმია ფანატიკურად მოწყობილი გონებების
სამართავად.

პერუელი ისტორიკოსი და მწერალი გარსილასო დე ლა ვეგა თავის 1609


წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში Royal Comentaries of the Incas, and general
history of Peru იხსენებს ბავშვობაში თავისი თვალით ნანახ ორი რჩეული
ქალწულის მსხვერპლშეწირვას ინკათა ერთ-ერთ ფესტივალზე და
ამბობს, რომ მის მიერ დანახული ეს სცენა ინკათა სისასტიკის მთლიანად
აღსაწერად არ გამოდგებოდა. ეს წყარო იმითაა განსაკუთრებული, რომ
აქ მოყვანილი ფაქტების ნაწილი პირველწყაროდ შეგვიძლია
ჩავთვალოთ, ნაწილი კი მეორეულად. სწორედ ამიტომ ითვლება დე
ლავეგას ეს წიგნი ინკების შესახებ არსებულ ყველაზე აკურატულ
ისტორიულ წყაროდ.

ირენ სილვერბლატი წიგნში „Moon, Sun and Witches“ აღწერს ქალების


კრიტიკულ მდგომარეობას 1500-იანი წლების ანდებში. ამ ტერიტორიებში

PAGE \* MERGEFORMAT 1
ესპანელების შესვლით დაიწყო მათი სისტემატური დევნა და
სიკვდილით დასჯა. ამ ქმედებების საბაბად დამპყრობლები
ასახელებდნენ, რომ ქალები, რომელიც სინამდვილეში ცდილობდნენ
წინააღმდეგობა გაეწიათ მათი კულტურისა და ფასეულობების
განადგურებისთვის, იყვნენ ჯადოჯრები და საზოგადოებისთვის
საფრთხეს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში სასტიკი რეპრესიების
მიზეზი იყო ესპანელთა შიში ძლიერი ანდელი ქალების მიმართ.

როზმარი ჯოისის „Negotiating Sex and Gender in Classic Maya Society“


მოგვითხრობს მაიას ტომის შეხედულებებზე სქესის შესახებ. მისი თქმით,
მათვვის სქესი მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური მახასიათებელი იყო
და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ადამიანის მენტალურ
განვითარებასთან, შესაბამისად, სოციალურ სტატუსთან. მათ
ღვთაებებსაც კი არ ჰქონდათ გამოკვეთილი სქესი, რადგან ეს არანაირი
მნიშვნელობის მატარებელი არ იყო.

სქესის ფლუიდურობის გაგება მეზოამერიკულ იდეოლოგიაში რამდენიმე


გზითაა გამოხატული. როგორც ევა ჰანთმა აღნიშნა, რამდენიმე
პრეკოლონიალური მეოამერიკული ღვთაება აღწერილია როგორც
სექსუალურად ფლუიდური, ზოგჯერ მამაკაცი, ზოგჯერ ქალი.

აღნიშნული წყარო დამეხმარება პარალელი გავავლო და შევადარო


ცენტრალური ამერიკის ხალხების წარმოდგენები და
დამოკიდებულებები ქალის როლსა და სტატუსსზე.

PAGE \* MERGEFORMAT 1

You might also like