You are on page 1of 4

მოგესალმებით!

გთავაზობთ ზოგად ინსტრუქციებს,რომელთა


დახმარებითაც,ვფიქრობ,უფრო გაგიმარტივდებათ
მხატვრული თემების წერა.(ანალიზირება)

წინა წელს ,სკოლაში როცა დავდიოდით, ჩაგაწერინეთ ესეს დასაწერად


საჭირო და გამოყენებადი ელენე მასწავლებლის ე.წ „ფრთიანი ფრაზები“,ახლა
კი ,ვეცდები,მხატვრული ანალიზის წერის დროს გასათვალისწინებელ ეტაპებზე
გაგამახვილებინოთ ყურადღება.

 ნაბიჯი პირველი: პირველ რიგში,ვიწყებთ შესავლის წერას.


შესავალი,როგორც მინიმუმ,ერთი აბზაცისგან უნდა შედგებოდეს,სადაც
ზოგადად შეგეძლებათ განიხილო მოცემული
ლექსის,მოთხრობის,ნოველის,მინიატურის თუ რომანის ავტორი და
ტექსტი,როგორც უმეტესობა ისედაც აკეთებთ ხოლმე. ბიოგრაფიული
დეტალები,შემოქმედებითი დეტალე და ა.შ.ლიტერატურული
მიმდინარეობა,რომლის წარმომადგენელიცაა ავტორი. და აბზაცის
დასასრულს, შეეხებით კონკრეტულად იმ ნაწარმოებს(ლექსს),რომლის
მხატვრულად განხილვასაც აპირებთ და დასვამთ წერტილს. შემდეგ კი
იწყებთ ისევ აბზაცით.

 ნაბიჯი მეორე: შემდეგ გადადიხართ შუა ნაწილზე,სადაც უშუალოდ


იწყებთ მხატვრული ტექსტის ანალიზის წერას.

 ლექსის შემთხვევაში,გირჩევთ,რომ ლექსი დაყოთ ნაწილებად,ასე უფრო


გაგიმარტივდებათ მისი დეტალური განხილვა.

 ჯერ განიხილეთ პირველი ნაწილი ,შემდეგ მეორე და ბოლოს-მესამე. თქვენ


თავად გადაწყვიტეთ,შეგიძლიათ პირველ ნაწილში 2 სტროფი მოაქციოთ, ან
3,ან 4,მეორე ნაწილში ისიც კი შეიძლება,რომ მხოლოდ 1 სტროფი
მოაქციოთ და მესამეში დარჩენილი სტროფები
გააერთიანოთ.მთავარია,რომ აზრობივად იყოს დანაწილებული ლექსი ისე,
რომ მსჯელობა გაგიმარტივდეთ. სტროფების გადანაწილება
-ნაწილებში,თქვენი გადასაწყვეტია!

 თუ საჭიროებაა,შეგიძლიათ,თითოეული სტროფიც კი ცალ-ცალკე


განიხილოთ.
 განხილვაში აუცილებლად არ იგულისხმება შინაარსი.შინაარსი იგივე
პერიფრაზია,რომელსაც დაესმის კითხვა-რა მოხდა?

 ანალიზის წერის დროს კი ყველაფერს უნდა დაუსვათ კითხვები-როგორ?


რანაირად?სად?როდის?რატომ?-ანუ ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა და
მოვლენას ხსნით.(რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის ფაქტი,ესა თუ ის სიტყვა ან
ფრაზა,რატომ იყენებს ამას ავტორი,რა ფუნქცია ეკისრება და ა.შ.)

 ამგვარად, თავს დაიზღვევთ,რომ ლექსის ანალიზი გეწეროთ და არა


-პერიფრაზი.

 ამ ნაწილშივე შეგიძლიათ გაავლოთ პარალელები,მოიყვანოთ


მაგალითები,ისმჯელოთ საერთოსა და განმასხვავებელზე,თქვენს პირად
დამოკიდებულებაზე.

 და ამ ნაწილის ბოლოს,აყალიბებთ მთავარ სათქმელს.თუ რისი თქმა სურსა


ავტორს/პოეტს.

 რა არის ტექსტის(ლექსის)მიზანი.

 შეგიძლიათ,გამოიყენოთ აქაც ფრაზები:


საინტერესოა; მნიშვნელოვანია; აღსანიშნავია; თვალშისაცემია; ყურადღება
უნდა მივაქციოთ იმასაც,რომ; კარგი იქნება,ყურადღებას თუ გავამახვილებთ იმ
ფაქტზე,რომ; საინტერესოა ის გარემოებაც,რომ; აღსანიშნავია ის
ფაქტორიც,რომ; მნიშველოვანია,ყურადღება მივაქციოთ იმასაც,რომ; კარგი
იქნება,ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ისიც,რომ;- და ა.შ

 მესამე ნაბიჯი: აქ უკვე თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ წერა ლექსის


მხატვრული თავისებურებების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში,
გამოცდაზე,რომელიც წინ გელით (ერთიან ეროვნულ გამოცდებს
ვგულისხმობ,ეს პუნქტი გექნებათ დასაწერი)
 იმსჯელეთ მხატვრულ-გამომსახველობით
საშუალებებზე (მხატვრული ხერხები,ტროპული
საშუალებები)
 აქ უკვე იწყებთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის წერას.თუ რა
მხატვრულ-გამომსახველობოთი საშუალებების წყალობით აღწევს ავტორი
მიზანს.
 გაითვალისწინეთ,რომ ლექსის შემთხვევაში,პირველ რიგში იწყებთ ლექსის
გარეგნულ აღწერას.
 როგორია რითმა? (ჯვარედინი,რკალური,ინტერვალიანი,მაჯამა)
 რამდენმარცვლიანი ტაეპებით აქვს დაწერილი სტროფები. და ყველა ის
თავისებურება,რაც მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ.
 დაიმახსოვრეთ,აუცილებლად უნდა შეეხოთ
მწერლის სტილს. თუ რა თავისებურებები
გამოარჩევს მის მხატვრულ ენას. მაგ: ის,რომ
იყენებს არქაულ ფორმებს,შემდეგ ციტატებს
მოიხმობთ ამის დასადასტურებლად. იყენებს
შორისდებულებს,ნაწილაკებს,რიტორიკულ
შეკითხვებს და ა.შ
 შემდეგ გადადიხართ კონკრეტულად ტროპულ საშუალებებზე(მხატვრულ-
გამომსახველობით საშუალებებზე)
 იმისთვის,რომ ლექსის/ტექსტის მთავარი
სათქნელი ორიგინალურად და შთამბეჭდავად
წარმოგვიჩინოს ავტორმა,ის იყენებს ისეტ
მხატვრულ-გამომსახველობით
საშუალებებს,როგორიცაა მაგ: ეპითეტები: (აქ
აუცილებლად გჭირდება ციტატები ტექსტიდან)და
შემდეგ ასაბუთებთ რა ფუნქცია აქვს მათ ტექსტში.

 შემდეგ გადადიხართ სხვა დანარჩენ მხატვრულ


საშუალებებზე,რომელთაც ასევე ციტირებებს
გაუკეთებთ და ახსნით,თუ რა მიზნით იყენებს
ავტორი მას ტექსტში/ლექსში.
 აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ „ფრთიანი ფრაზებიც“:

მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს მეტაფორის


მაგალითი,რომელსაც ავტორი იყენებს (და რა მიზნითაც
იყენებს).
აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეპითეტებზეც
(„ლამაზი“,“მშვენიერი“,) რომელთაც პოეტი/მწერალი იყენებს
იმისთვის,რათა წარმოგვიჩინოს ვიღაცის ან რაღაცის
დახასიათება,ანუ მხატვრული სახე. საინტერესოა ისიც,რომ
ტექსტში/ლექსში ხშირად გვხვდება ჰოპერბოლაც,(ანუ
გაზვიადება),რომელსაც განსაკუთრებული მისია აქვს (და რა
დატვირთვაც აქვს,დაწერთ)

 და ბოლოს,დასკვნას წერთ.
 აქ აუცილებლად უნდა შეაჯამოთ ყველაფერი და თქვენი დამოკიდებულებაც
წარმოაჩინოთ 1 წინადადებით. როგორც დასაწყისში გაუკეთეთ
შესავალი,ასე ვიქცევით დასკვნის შემთხვევაშიც. ერთი აბზაციც საკმარისია.

ვეცადე,ყველა საფეხირი დეტალურად ამეღწერა თქვენთვის,რათა უფრო


გაგიმარტივდეთ ხოლმე ანალიზების წერა.

გისურვებთ წარმატებებს!
სიყვარულითა და პატივისცემით: თქვენი ელენე
მასწავლებელი!

You might also like