You are on page 1of 2

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრანსფორმაცია ციფრულ ეპოქაში

აბსტრაქტი: მონაცემთა ბაზები, ტრანსფორმაცია, ღია და დახურული


წყაროები, სოციალური ქსელების გამოყენება, საჯარო ინფორმაცია,
ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.

საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაინც იმ საიდუმლო ამბების მოთხრობაა


მარტივი ენით აუდიტორიისათვის, რომელსაც მას უმალავენ, თუმცა
იმისათვის, რომ კარგი ჟურნალისტი იყო და მეტი ინფორმაცია მოიპოვო,
სულ უფრო მეტად ხდება საჭირო ციფრული ტექნოლოგიებისა და
სოციალური ქსელების გამოყენება, მონაცემთა სისტემური ანალიზი და
ნაკლებად - თვალთვალი და ანონიმური წყაროები.. მოკლედ, ისევე,
როგორც ადამიანური ცხოვრება, ვოტერგეითის სკანდალის შემდეგ
სიტუაცია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დრამატულად შეიცვალა. ახლა
ინფორმაციას სისტემური დანაშაულის შესახებ უფრო მეტად
დახურული ფაილებიდან და მონაცემთა ბაზებიდან ვიღებთ, ვიდრე
პირისპირ ინტერვიუირების შედეგად. არ შეცვლილა მხოლოდ შინაარსი.
საზოგადოებას ისევ სჭირდება მამაცი და სამართლიანი ადამიანები, ვინც
მათი მოტყუებისა და რესურსების მითვისების ფაქტებს ამხელს, ხშირად
საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე და ქვეყანაში მოდარაჯე ძაღლის
როლს ასრულებს. ამ ესეს მიზანი კი იმის ჩვენებაა, როგორ გაიზარდა
ინტერპრეტაციული ჟურნალისტიკის წილი საგამოძიებო
ჟურნალისტიკაში, თუმცა წყაროებსა და აქტივისტებს ისევ ბევრი
ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ მედიის წარმომადგენლებისათვის.

2011 წელს აირექს-ჯორჯიას კონსულტანტმა საგამოძიებო


ჟურნალისტიკაში, ბრანტ ჰიუსტონმა, ჩაატარა ტრენინგი ქართველი
ჟურნალისტებისთვის. მან ჟურნალისტებს მონაცემთა ბაზებისა და
სოციალური მედიის გამოყენების ხერხები, სტატისტიკური მონაცემებისა
და ციფრების გამოყენება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის
მეთოდოლოგიები, მონაცემთა ვიზუალიზაცია და სხვა საკითხები
ასწავლა. მას შემდეგ სულ 12 წელი გავიდა და როგორც გამომძიებელი
ჟურნალისტი და პედაგოგი, სიტუაციის სულ უფრო დრამატულ
ცვლილებებს ვხედავ.
ზოგადად, ყველანაირი თეორია ჟურნალისტიკაში ძალიან პირობითია,
მაგრამ გარკვეული კლასიფიკაცია და ნიშან-სიმბოლოები ჩვენ მაინც
გვჭირდება იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს ჩვენი ცოდნა და
გამოცდილება გადავცეთ. ამ მხრივ მე ძალიან მომწონს კოვაჩისა და
როზენსტილის სახელმძღვანელოში მოცემული დაყოფა საგამოძიებო
ჟურნალისტიკა შემდეგ ჟანრებად: ორიგინალური, ინტერპრეტაციული
და რეპორტაჟები საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო უჭირს
დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას საგამოძიებო პროდუქტისათვის
დროისა და ფინანსური რესურსების მოპოვება, ხოლო გამომძიებელ
ჟურნალისტებს, თუ არ ჩავთვლით კომენტარებს, მეტი დროის
გატარება უწევთ მონაცემთა ბაზებში, რათა ინფორმაცია მოიპოვონ.. ამ
მხრივ როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკის პედაგოგისათვის,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო ეწყებებმა რაც შეიძლება ,
მეტი დოზით განათავსონ საჯარო ინფორმაცია მათ ვებგვერდებზე,
რისი სისტემური ანალიზითაც შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა,
რამდენად სწორად და საზზოგადოებისათვის მისაღებად ასრულებს
სახელმწიფო ორგანო საკუთარ ფუნქციებს.

You might also like