You are on page 1of 4

ასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ნათლად იკვეთება თანამედროვე

სამართლებრივ სივრცეში სოციალური ქსელის როლის მნიშვნელობის საკითხი. იგი


წარმოადგენს ერთ-ერთ უახლეს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ვრცელდება
ინფორმაცია და შესაბამისად, თითოეული პირისთვის მინიჭებული გამოხატვის (სიტყვის ,
ინფორმაციის) თავისუფლების რეალიზაცია

ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის


უფლება - 2016 წლის ცვლილებების შემდეგ ამბობს საქართველოს კონსტიტუცია.

ყველა ის მედიასტანდარტი, რომელზე მსჯელობას ამ სახელმძღვანელოში ან სხვა


წყაროებში მედიის შესახებ შეხვდებით , აქტუალურია ონლაინ მედიაშიც . თუმცა დილემები
ონლაინ სივრცეში მუშაობისას უფრო ღღმავდება, რაც თავად ამ მედიის თავისებურებით
არის განპირობებული. ტაილანდური მედიის მაგალითზე შექმნილი ჩარჩო (Sakulsri
Srisaracam 2014) ონლაინ მედიისთვის ეთიკური კოდექსის ჩამოსაყალიბებლად, აჩვენებს
ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, ონლაინ მედია კონტენტის შექმნაში ჩართული
მონაწილეების მრავალგვარობას, აქ პროცესი ნაწილდება როგორც ჟურნალისტებზე ,
რედაქციასა და მედიასაშუელაბზე, ისე აუდიტორიაზე , რომელსაც ჟურნალისტების
მსგავსად შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია, გადაარჩიონ და გაავრცელონ, რომლებსაც
შეუძლიათ ჩაერთონ ნაწარმოების შექმნაში, რითაც ჟურნალისტიკას ,,მონაწილებითს “
ხდიან. თუმცა მონაწილებითი ჟურნალისტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტს შეუძლია
საბოლოო ნაწარმოებზე პასუხისმგებლობა აუდიტორიაზე გადაანაწილოს .

ჟურნალისტურ პროფესიაზე მსჯელობისას დღეს აუცილებელია


ვითვალისწინებდეთ ,,ორმხრივი ჟურნალისტიკის“ თეორიას (ჰერმიდა 2010, Nip 2006)
რომელიც განსაზღვრავს მონაწილეობრივ ჟურნალისტიკას, როგორც ახალი ამბების
წარმოების პროცესს საზოგადოების ჩართულობით, როგორც ახალი ამბების
შეგროვებაში, ისე გავრცელების პროცესში. ამგვარ მოდელში კი პროფესიული ამოცანები
უფრო რთულადშესრულებადი ხდება. ამიტომ, როგორც ტაილანდის მაგალითშიც ჩანს ,
ჩვენი მსჯელობაც მიზანშეწონილია ეყრდნობოდეს, როგორც ზოგად ეთიკურ კოდექსებს ,
ისე კონკრეტულ გაიდლაინებს და ემპირიულ მაგალითებს - ,,ქეისებს“.

ეთიკური ქცევის პროფესიულ სტანდარტებს საქართველოში მაუწყებლებისთვის


მოქმედი სავალდებულო ნორმატიული აქტი - ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კონტენტზეც ავრცელებს. კოდექსი უთითებს, რომ ,,
ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება მაუწყებელის მიერ
ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზეც“
,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ - ჟურნალისტთა ნებაყოფლობითი
პროფესიული გაერთიანების საბჭო ქარტიის პრინციპებს მხოლოდ იმ მასალებთან
მიმართებით განიხილავს, რომლებიც ქსელში მედიაორგანიზაციის სახელითა ,
ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. ქარტიის მანდატი , მოქმედი წესით ,
არ ვრცელდება ინტერნეტში ჟურნალისტთა ზოგად ქცევაზე, მიუხედავად ამისა , ქარტიაში
მაინც შედის განცხადებები , რომლებიც სწორედ სოციალურ ქსელში ჟურნალისტთა
ქცევას ეხება. სოციალურ მედიაში ქცევის საკუთარი სტანდარტები აქვს საქართველოში
მოქმედი მედიაორგანიზაციების ნაწილს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჟურნალისტებისთვის
ამგვარი წესი შეიმუშავა - ,,ნეტგაზეთი“ (ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში - 2011 ) იყო,
რაც გაზეთის თანამშრომელთა პოზიციონირებას სოციალურ ქსელში მალევე დაეტყო -
ჟურნალისტები პოსტებში არ ამჟღავნდებდნენ პირად დამოკიდებულებას ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენების შესახებ, ცდილობდნენ ერთმანეთისგან მკაფიოდ გაემიჯნდათ
პირადი და საჯარო სივრცე, თუმცა მოგვიანებით გამოცემამ მცირედად შეცვალა მიდგომა .
მაუწყებლებს შორის პირველები, ვინც სოციალურ მედიაში ქცევის წესები შეიმუშავა და
დაამტკიცა, რეგიონულ მაუწყებელთა გაერთიანება იყო. 2016 წელს მიღებული დოკუმენტი
20-ზე მეტ რეგიონულ ტელევიზიასა და რადიოკომპანიაში დღემდე მოქმედია.
მოგვაინებით 2018-2020 წლებში სოციალურ მედიაში ქცევის სტანდარტები
შეიმუშავა ,,საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და ,,აჭარის
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, თუმცა კონკრეტული განხილვები, რომლებიც ამ
საზოგადოებრივ მაუწყებელში ამ წესის შემოღებას მოყვა, სადავო გახდა პროფესიულ
წრეებში და არსებობს ეჭვი, რომ ისინი ჟურნალისტთა გამოხატვის საწინააღმდეგოდ
გამოიყენება.

,სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული


განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ
საჯარო (public) (Qartia 2018)

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

სიზუსტის გარდა, როგორც აღვნიშნეთ სოციალურ მედიის წყაროდ გამოყენებისას


ყველაზე ხშირად პრობლემურია პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის
დაცვა. მაგალითად კრიმინალის გაშუქებისას, ქართული მედია ხშირად მიმართავს
შემთხვევაში მონაწილე პირების პირად გვერდებს, აჩვენებს მათ ფოტოებს, პირად
პოსტებს, ზოგჯერ პირად მიმოწერასაც კი. ასეთი შემთხვევებისთვის გაიდლაინები
ჟურნალისტებს კარნახობენ მეტ სიფრთხილეს , უპირველესად ინფორმაციის
ღირებულების შეფასებას - თუ რამდენად არსებობს საჯარო ინტერესი ამგვარი კონტენტის
გასავრცელებლად. ასევე ურჩევენ ეცადონ აიღონ ნებართვა იმ პირებიდან ვისაც ეხება
ამგვარი ტიპის ინფორმაცია.
ბნელი მონაწილეობა

2019 წლის 24 ივნისს ავსტრალიის სასამართლომ, მოსამართლე სტივენ როტმანის მიერ


გამოტანილი გადაწყვეტილებით საქმეში Dylan Voller-ი The Sydney Morning Herald და Sky News
Australia-ს წინააღმდეგ დაადგინა, რომ მედიარედაქცია პასუხისმგებელია სოციალურ
მედიაში (Facebook ) საკუთარ ანგარიშზე მასალის კომენტარებში გამოთქმულ
ცილისმწამებლურ შინაარსზეც აუდიტორიის მხრიდან. (Smith - 2019) კომენტარების ველის
მოდერირების სირთულის გამო, არაერთმა ცნობილმა რედაქციამ უბრალოდ გააქმა
კომენტარების ველი: ,,აღარ გვაქვს სურვილი და დრო , გავაგრძელოთ ამ სისულელის
მონიტორინგი“ - გამაცხადა vice.com -მა, როცა 2016 წელს ვებ გვერდის განახლების გეგმის
შესახებ აუდიტორიას ამცნო.

2014 წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას პირველად მიმართეს


სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარის გამო

ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი დაცული სფეროები ინტერნეტის შექმნამდე დიდი


ხანი არსებობდა, არსებობს და ვითარდება. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული
თითოეული უფლება შეიცავს მათი შეზღუდვის მართლზომიერების კრიტერიუმს.
ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა
რეალიზების დამატებითი რეალიზების გზებს და, ამდენად , ინტერნეტის სარგებლობის
შეზღუდვის სტანდარტული შემთხვევების მართლზომიერების საზომი უნდა იყოს ის
კონკრეტული ძირითადი უფლება, რომელიც ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის
თავისუფლებით დაზიანდა.

2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოში ერთ-ერთი რეიტინგული არხის დამფუძნებელმა


და წამყვანმა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც პოსტში
უცენზურო , შეურაცხმყოფელი ლექსიკით იყო მოხსენიებული. პრეზიდენტის
ადმინისტრაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ,
რომელმაც პასუხად ადმინისტაციას განუმარტა, რომ სოციალურ მედიაში
გამოქვეყნებული პოსტი არ არის მედიაპროდუქტი და შესაბამისად მას ქარტიის საბჭო ვერ
განიხილავდა. ქარტიის საბჭომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაგზანილ პასუხში
ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გაიხსენა: ,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ
საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა , რომ
„გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ
არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ -
ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო “ინფორმაციისა” და “მოსაზრებების ”
მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება , არამედ იმათ მიმართაც ,
რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან
მოსახლეობის ნაწილისთვის”. როგორც ქარტიის საბჭომაც აღნიშნა, ქარტიის საბჭოს
მანდატი არ ვრცელდება ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პირად
პოსტზე. არხის დამფუძნებლისა და წამყვანის უცენზურო და პრეზიდენტის
შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე საჯარო სივრცეში არც თავად ,,მთავარ არხს“ ჰქონია
რეაგირება.

You might also like