You are on page 1of 10

მთლიანი ტექსტი- VIRGIN

კილაძე
სალომე
მარიამი
მარუაშვილი
გოგოლაძე

სანამ პრეზენტაციას დავიწყებთ გვინდა წარმოგიდგინოთ ის მდგომარეობა,


როდესაც ეს ჩვენი კომპანია ,VIRGIN, შეიქმნა. ითვლება, რომ XX საუკუნის 70-იანი
წლებისთვის დასრულდა ბიზნესის განვითარების ყველაზე სახარბიელო ეპოქა. ამ
პერიოდამდე მრავალი კომპანია იყო იდეალურ მდგომარეობაში, ბაზარზე საკუთარი
ნიშა გააჩნდა და მშვიდად ემსახურებოდა მას. თუმცა 1970–1980 წლებში  შეიძლება
ითქვას, რომ ბრიტანეთი ეკონომიკურ ჭაობში ჩაეფლო. იყო ბიზნესისათვის
არახელსაყრელი გარემო:  უსასრულოდ იზრდებოდა გადასახადები შემოსავალზე,
ძალიან ხშირი იყო დასაქმებულების გაფიცვა.  ხალხს ჰქონდა ზიზღი
ანტრეპრენიუერების მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებდა მომავალი
ბიზნესმენებისათვის იდეების განხორციელებას.
სწორედ ამ სიტუაციაში გამოჩნდა ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციის გმირი
რიჩარდ ბრენსონი რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური
გარემო სასიკეთოდ გამოიყენა, ბუნებით მეამბოხეს უყვარდა გამოწვევები,
კომპანიისთვის არჩეული სახელით გამოხატავდა თავის გამოუცდელობას და
უცოდინრობას ამ საქმეში, რითიც ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვა, ამიტომ ირჩევდა
უბრალოდ იმ სფეროებს, რაც აინტერესებდა, თავის გზებს იგონებდა წარმატებისკენ. არ
ჰქონდა წინასწარ დასახული გეგმები, ამიტომ ადვილად ამჩნევდა დამალულ
შესაძლებლობებს და არაფრად თვლიდა დაბრკოლებებს, რომლებსაც კონკურენტები
მუდამ ებრძოდნენ.
დასაწყისი
(აქ იქნება ის ახალგაზრდობის მახინჯი სურათი) რიჩარდ ბრენსონი ბავშვობაში
დისლექსიით იტანჯებოდა, ახლომხედველი იყო, ვერ სწავლობდა, უწევდა
თანატოლების დაცინვის ატანა და გამოიქცა კიდეც კოშმარული სკოლიდან. ერთხელ
მასწავლებელმა უთხრა – ბრენსონ, შენ ან ციხეში დაასრულებ ცხოვრებას ან მილიონერი
გახდებიო და ასე აგიხდათ ყველას ყველაფერი, რადგან ერთ დროს ხელმოცარული და
დაჩაგრული რიჩარდ ბრენსონი დღეს 5 მილიარდი დოლარის, რამდენიმე ასეული
კომპანიის, საკუთარი კუნძულის და კიდევ სხვა ღირებულებების მფლობელია (სხვა
ღირებულებებზე ქალებთან ერთად სურათები :დ) და გვაძლევს მაგალითს, როგორ
შეიძლება გადავიქცეთ ცუდი მუხლუხოდან ულამაზეს პეპლად.
17 წლის რიჩარდმა სკოლას თავი დაანება. თავიდან ის ყიდდა ნაძვის ხეებს და
თუთიყუშებს. შემდეგ დედამ მას და მის მეგობარს სულ რამდენიმე ფუნტი მისცა და
სწორედ ასე დაიწყეს საკუთარი გაზეთის „სტუდენტის“ გამოშვება 1968 წელს, სადაც
საუბარი იყო არა სკოლებზე, არამედ მოსწავლეებზე, იბეჭდებოდა ცნობილი
ადამიანების ინტერვიუები და ყველასათვის გასაკვირად 1 თვეში 50000ის გაყიდვა
მოახერხეს.
1970 წელს ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა პროდუქტების ფასზე დაწესებული ქვედა
ზღვარი (Retail Price Maintenance Agreement), მაგრამ მაღაზიებში მაინც არ გაიაფდა
მუსიკალური ჩანაწერები, ანუ გრამფირფიტები (ქართულად პლასტინკები:დ).
რიჩარდმა დაინახა შესაძლებლობა, თავის გაზეთში იაფად შეეთავაზებინა ფირფიტები
ხალხისათვის, რომლებიც მათ ფოსტით გამოიწერდნენ. ის ერთ–ერთი პირველიც იყო,
რომელმაც ეს განახორციელა და იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალე
ფირების გაყიდვით მეტ ფულს შოულობდნენ, ვიდრე „სტუდენტის“. რიჩარდმა
გაზეთის სტაfი შეკრიბა და დაარწმუნა, რომ უნდა დაეწყოთ ცალკე  ბიზნესი ამ
მიმართულებით, იპოვეს კიდეც ფეხსაცმლის მაღაზიის გვერდით ცარიელი მაღაზია და
მის მფლობელს ქირის გადახდის ნაცვლად დაპირდნენ, რომ იმდენ ხალხს
მოიზიდავდნენ სულ მალე, რომ ის ფეხსაცმლის მაღაზიაც უფრო პოპულარული
გახდებოდა.
ალბათ თქვენთვისაც ყველაზე საინტერესოა გაიგოთ კომპანიის სახელის წარმომავლობა.
ჩვენც პრეზენტაციაზე მუშაობის დაწყებისას პირველ რიგში გავარკვიეთ, რატომ
დაერქვა ვირჯინი კომპანიას, რომელზეც 5 გოგონას გვიწევს საუბარი:)) და აღმოჩნდა,
რომ იდეა ბრენსონს შესთავაზა მეგობარმა გოგონამ, რადგან რიჩარდისთვის ეს იყო
პირველი ბიზნესი, პირველი გამოცდილება და მანამდე ცხოვრებაში მსგავსი რამ
არასოდეს ეცადა.
ასე დაიწყო არსებობა Virgin Records Shop-მა და მალე მან ქსელიც გახსნა, რომელიც ასევე
ძალიან წარმატებული იყო.
მალე ის დაიღალა უბრალოდ ფირფიტების გაყიდვით და გადაწყვიტა თავისი ჩამწერი
სტუდია ჰქონოდა. უკვე ჰყავდა შეძენილი მეგობრები და ნაცნობები, რომლების
დახმარებითაც სტარტაპისთვის საჭირო თანხა შეაგროვა. მალევე ჩაუწერა პირველი
ალბომი უცნობ მომღერალს მაიკ ოლდფილდს. მოულოდნელად ეს ალბომი ყველაზე
გაყიდვადი გახდა ათწლეულში, მისი 5 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა და გახდა
საუნდტრეკი ისეთი ფილმის, როგორიცაა The Exorcist. რამდენიმე წელში გააფორმეს
კონტრაქტი Sex Pistol-თანაც, ამან კი მოიზიდა ისეთი ტალანტები, როგორიცაა Genesis,
Phil Collins, the Rolling Stones...
Virgin Records-ის წარმატებები გაგრძელდა და 80იან წლებში მსოფლიოს ტოპ
სტუდიებში მე–6 ადგილიც კი ეკავა. 87 წელს virgin records გავიდა ამერიკასა და
იაპონიაში.

ჰოლდინგებიიი
შემდეგ წლებში იხსნება virgin books, virgin music, virgin music box (რადიო), virgin films,
virgin games… 1982ში რიჩარდმა იყიდა გეების ღამის კლუბი heaven. Branson was one of the
first to identify the burgeoning 'pink pound' and saw the club as an investment opportunity, Branson
reported in his autobiography that the £500,000 used to purchase Heaven were financed by the
brewery supplying drinks to the venue.
რიჩარდს ეს არ აკმაყოფილებდა და 1984 წელს გადაწყვიტა ახალ ინდუსტრიაში –
ავიახზებში ეცადა ბედი. კრიტიკოსებს ეს სიცილად არ ეყოთ, მაგრამ მაინც იყიდა ბოინგ
747 და ლონდონიდან ნიუ ჯერსიში და პირიქით ხალხი გადაჰყავდა, სთავაზობდა მათ
განვითარებულ სერვისს და უნიკალურ პირობებს. Virgin Atlantic Airways მეორე წელს
უკვე მოგებაზე გავიდა და როგორც რიჩარდი ამბობდა, ის არ იყო ძალიან
განსხვავებული მუსიკალური ბიზნესისგან, რადგან ადამიანებს, რომლებიც 10 საათის
განმავლობაში მიფრინავენ, გართობა სჭირდებათ. ('It's not so divorced from the music
business, if people are traveling for ten hours, they want to be entertained.') გართობა მართლად
უმნიშვნელოვანესი იყო ვირჯინ ატლანტიკისთვის. მგზავრებს ართობდნენ სხვდასხვა
ვიდეოებით, სიმღერებით და ზოგჯერ ლაივ წარმოდგენებითაც კი, პირველი კლასით
მგზავრობისას კი ხალხს ლიმუზინით ემსახურებოდნენ. რიჩარდი კომპანიას ნელა
ზრდიდა, რათა ხარჯები და ფასები მცირე ყოფილიყო. 88 წელს კომპანიას 2
თვითმფრინავი ყავდა, 90იანების დასაწყისში კი ამერიკის სხვა ქალაქებში, ასევე
ტოკიოში, საბერძნეთსა და ჰონგ კონგშიც სრულდებოდა რეისები.
80ების ბოლოს რიჩარდის მფლობელობაში იყო 60 მაღაზია, ჩამწერი სტუდია,
videocassette and television operation, ავიახაზები, ტურისტული კომპანია virgin holidays
(1985), მაღალი კლასის სასტუმროები მალიორკაზე, დიდ ბრიტანეთში და კარიბის
ზღვის აუზში.
Virgin ფლობს ასობით სხვადასხვა კომპანიას. ეს კომპანიები რადიკალურად
განსხვავებულ სერვისს გვთავაზობენ. ვირჯინის რთული და დახლართული ქსელიდან,
რთულია განსაზღვრო რა არის ნამდვილად მისი.  მათ შორის ყველაზე ცნობილია  Virgin
Atlantic. სხვა კომპანიები კი არიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატელეკომო Virgin
Mobile, ერთ-ერთი უმსხვილესი საკაბელო საკომუნიკაციო ბრენდი  (
http://www.virgin.com/gateways/mobile<<აქედან დავასქრინშოთებთ დროშებს ), თუმცა Virgin
Mobile ბრენსონს და ის მხოლოდ, როგორც ლიცენზიის მფლობელი, იღებს შემოსავლებს
Virgin Mobile -ის მსოფლიო ქსელიდან. ასევე არიან სხვა დიდი ფირმებიც, რომლებსაც
ვირგინის გარდა მსხვილი მოწილეები ჰყავთ. მათ შორისაა: საკაბელო ტელევიზია(Virgin Media),
ფინანსურ სერვისები(Virgin Money), სარკინიგზო მომსახურებასა(Virgin Trains) და
ფიტნესში(Virgin Active). ასევე, ისეთ განსხვავებულ ბიზნესში, როგორიც არის ღვისნის,
თეთრეულის წარმოება და სხვა. არცერთ კომპანიას Virgin სრულად არ ფლობს და,
ფაქტობრივად, გარდა ბრენდის სახელისა, ვირჯინი არც მენეჯმენტს აკოტროლებს და არც
აქციების დიდი წილი გააჩნია. სერ რიჩარდ ბენსონი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე
ცნობილი ბიზნესმენი, თავის ინვესტიციებს დარგობრივად ამცირებს და ქმნის შედარებით
ვიწრო სფეროებში მოღვაწე უფრო სიცოცხლისუნარიანი და ბიზნესების მცირე კოლექციას.
ამავდროულად, სარისკო საქმეთა მაშტაბები იზრდება.
უფრო სრულყოფილად რომ წარმოვიდგინოთ Virgin-ის დამოკიდებულება მის
კომპანიებთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბიზნესები იყენებენ მის სახელს, თავად კომპანიას კი
მცირე წილი აქვს ამ სხვადასხვა ბიზნესში. ეს სახელი კი პირდაპირ კავშირშია სერ რიჩარდ
ბენსონთან და როგორც ამბობენ, ყოველ დღე, როცა რიჩარდ ბენსონს ემატება ასაკი, მის ბრენდს,
Virgin-ს, ემატება დიდება. ყველა ამ კომპანიის შემთხვევაში, ის არის ინიციატორი, რომელიც
იწყებს პროექტს და შემდეგ ხდება მეწილე. ამას ის თავის უნიკალური ნიჭის წყალობით
ახერხებს - იპოვნოს „ხრამები“ ბაზარზე და „შეავსოს“  ეს ცარიელი სივრცე ახალი ბიზნეს
წამოწყებით. თუმცა, 2005 წლიდან 64 წლის ბენსონი ჩამოშორდა ბიზნესის ყოველდღიურ
მმართველობას და გადაერთო ქველმოქმედებასა და მორიგ გიჟურ იდეაზე - კოსმოსურ
ტურიზმზე.
ვირჯინის ყველაზე წარმატებული კომპანიებია >> აქ არის სურათი.
Virgin Atlantic

virgin atlantic-ის ძირითადი კონკურენტი british airwaysია,  რომელიც ერთ-ერთი ლიდერი იყო
ვირჯინის გამოჩენამდე და ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება. 1991 წელს virgin atlantic-ს
მიეცა ჰითროუდან ოპერირების საშუალებაც, რამაც გაამწვავა კონკურენცია, რადგან BA
მხოლოდ გეტვიკს იყენებს.

ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობა საინტერესოა იმითაც რომ 1993 წელს ატლანტიკი


აცხადებს რომ დაკარგა 9.3 მლნ ფუნტი, ba-ს ე.წ „ბინძური კამპანიის გამო“, როცა მათ ჯურნალში
გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ბრენსონს baს „ანტირეკლამაში“ ადანაშაულებდნენ, რაც
ბრენსონმა ცილისწამებად მიიჩნია, უჩივლა მათ და მოახერხა პროცესის მოგება. ამგვარ
ტრიუკებს ხშირად მიმართავდა british airways-სი, 1991 წელს ერთ ერთ ცნობილ ბრიტანელ
დიზაინერს, რომელიც ტოკიოში british airways-ით მიდიოდა და უკან virgin-ით ბრუნდებოდა
თავად ba-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და შესთავაზეს 2 უფასო ბილეთი პარიზში თუ
ვირჯინის ნაცვლად მათი სერვისითვე ისარგებლებდა დაბრუნებისას. ამგვარი კამპანიის შემდეგ
ba-ს მოუწია 3 მილიონი ფუნტის ჯარიმად გადახდა. 500 000-ის ბრენსონითის ანაზღაურება და
110 000-ის მისი კომპანიისთვის. ბრენსონმა მთელი ეს თანხა virgin atlantic-ის თანამშრომლებს
გადასცა.
კონკურენცია რომ დღემდე ძალიან მწვავეა და ორივე კომპანია ცდილობს ერთმანეთს არაფრით
ჩამორჩნენ ეს ინტერნეტ სივრცეში მათი მომხმარებლების აქტიურობითაც ჩანს. ძალიან ბევრი
იწერება იმაზე თუ რომელი ავიახაზებია უპირატესი და პასუხებიც ძალიან სუბიექტურია
ხოლმე. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია - რომ ba უფრო მეტად ფორმალური, სოლიდური
და აგრესიულია, va კი ცდილობს თანამედროვე და მომხმარებლების კომფორტზე
ორიენტირებული იყოს.

საინტერესოა ისიც, რომ ვირჯინის upper class ბილეთი შეგიძლია გადაცვალო ba-ს ბიზნეს
კლასში.

VIRGIN AMERICA_პროდუქტი
virgin america

ვირჯინ ამერიკის შექმნა ვირჯინის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენას, ვირჯინ
რეკორდსის გაყიდვას უკავშირდება - გადაწყვეტილებას როცა ბრენსონი მსოფლიოს მეოთხე
ხმის ჩამწერ სტუდიას სიდიდით 25-ე ავიახაზებზე ცვლის, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა
ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გათვლა გამოვიდა. როცა ბრენსონს ეკითხებიან ამის შესახებ ის
პასუხობს, რომ აქ british airways-ი თამაშობდა დიდ როლს, რადგან ის მნიშვნელოვან საფრთხეს
უქმნიდა მთელ მათ ავიაბიზნესს, ამიტომ ის ნაბიჯი რაც გადადგეს იმ მომენტისთვის
აუცილებელი იყო.
თავად ლეგენდარული ხმის ჩამწერი სტუდია 1 მილიარდად მიყიდეს EMI-ს, ასევე
ლეგენდარულ კომპანიას, რომელიც universal music group-მა იყიდა 2011ში. ხოლო umg თავის
მხრივ დიდი ფრანგული მედია კონგლომერატის vivendi-ის შვილობილია.
მიუხედავად წარმატებისა, რიჩარდი ყოველთვის იხსენებს ხოლმე, რომ ეს კომპანიისთვის ერთ-
ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო:
"I mean, you build something from scratch, we had just signed Janet Jackson, we had just signed
the Rolling Stones when we sold it, and I remember running down Ladbroke Grove, tears streaming
down my face with the check for a billion dollars.”

"We wouldn't be building spaceships today if it hadn't been for that (sale) so it was the right
decision,"

virgin media (mobile,  television and broadband internetservices)


virgin mobile -დიდი მობილური ოპერატორი, რომელიც მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოღვაწეობს,
მისი სერვისი მეტ-ნაკლებად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ძირითადი კონკურენტებიც
ადგილობრივი ოპერატორები არიან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ვირჯინი არ ქმნის ახალ
ოპერატორებს, ის დებს ხელშეკრულებებს არსებულ კომპანიებთან და იყენებს მათ ქსელს. (მაგ:
uk - t mobile, usa - sprint corp. და ა.შ), მის უდიდეს კონკურენტად ტელეკომუნიკაციების
სივრცეში ითვლება BT Group plc, უდიდესი ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია,
რომელიც 170მდე ქვეყანაში მოღვაწეობს.

მსგავსი დიდი კომპანიები (კონკურენტები)


virgin group-ის, როგორც დიდი კონგლომერატის კონკურენტებზე საუბარი არც თუ ისე
მარტივია. მას ძალიან ბევრ და შესაბამისად აბსოლუტურად განსხვავებულ ბაზრებზე უწევს
მოღვაწეობა. როგორც უკვე განვიხილეთ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტებს
წარმოადგენენ კონკრეტულ სფეროშო მოღვაწე დიდი კომპანიები - ისინი, ვინც virgin-ის
კონკრეტულ პროდუქციას უწევენ კონკურენციას. თუმცა, ამავდროულად, ისინიც, ვინც თავად
არიან დიდი კონგლომერატები და გადიან სხვადასხვა ბაზარზე

easygroup - easyjet
პირველი მათ შორის ალბათ ბრიტანული easygroup-ია, რომელსაც არაერთი შვილობილი
კომპანია ჰყავს თუმცა მისი სფეროები ვირჯინთან შედარებით ბევრად მოკრძალებულია -
ავიახაზები, სამარშრუტო ტაქსების გაქირავება, სასტუმროები და უძრავი ქონების სააგენტოები:
easyjet (ავია ხაზები), easycar (ავტომანქანის ქირაობა), easyhotel და ა.შ. Easygroup-ი შედარებით
დაბალ ფასიან პროდუქციას და შესაბამისად საშუალო ხარისხის მომსახურებას სთავაზობს
მომხმარებელს, მისი სასტუმროები არაძვირადღირებულია, მანქანებიდან კი მხოლოდ
მერსედესის A კლასს აქირავებს. ამიტომ ის virginისთვის პირდაპირ კონკურენტად ვერ აღიქმება.
თუმცა ვირჯინსაც ჰქონდა რამდენიმე მსგავსი წამოწყება. ვირჯინის და იზიგრუპის პირველი
რეალური კონკურენციის მაგალითი იყო easyjet და virgin express, რომლებიც 1995-96 წლისთვის
იწყებენ მოღვაწეობას ერთსა დ იმავე ბაზარზე - სთავაზობენ მომხმარებელს ავიარეისებს
ევროპაში დაბალ ფასად, თუმცა ამ კონკურენციაში easyjet-მა მოახერხა უპირატესობის მოპოვება,
მისი პირველობის გამო ვირჯინმა ვერ შეძლო virgin express-ის შენარჩუნება და ის 2006 წლიდან
brussels airline-ს შეუერთდა.

berkshire - coca
ასეთივე დიდი კომპანიაა უკვე განხილული Berkshire Hathaway,  თუმცა მისი სეგმენტიც არაა
ახლოს virginთან, მათ ორივეს აქვთ მნიშვნელოვანი სარკინიგზო ან საკვები პროდუქციის
მწარმოებელი კომპანიები, თუმცა თითქმის არ აქვთ კონკრეტული შეხება. ბერკშირს აქვს მცირე
წილი კოკა-კოლაში, რომელიც ვირჯინისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონკურენტი
იყო.
virgin cola-სა და coca cola-ს დაპირისპირება ერთ-ერთი ყველზე კარგი მაგალითი იყო
კომპანიისთვის, თუ რა შეიძლება მოიტანოს კონკურეციამ დიდ კომპანიასთან, თუ მას
უგულვებელყოფ. virgin cola იყო, virgin drinks-ის პროდუქტი, რომელმაც ცხადია ვერ ჩაანაცვლა
coca cola. Virgin Cola-სთვის შეიქმნსა „პამელა ანდერსონის ტანისეული“ ბოთლი. ასევე დიდი
სარეკლამო კამპანია ჩატარდა, თუმცა ის მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა. ბრენსონი თავის
ბლოგზე წერს, რომ ამ შეცდომამ ასწავლა, რომ სწორად უნდა შეაფასოს მსოფლიოს ლიდერი
გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები და რომ ის არარასოდეს დაუშვებს შეცდომას და
არ იფიქრებს, რომ ყველა დიდი და დომინანტური კომპანია ძილის ფაზაშია.
"That business taught me not to underestimate the power of the world's leading soft drink
makers. I'll never again make the mistake of thinking that all large, dominant companies
are sleepy!"

ვირჯინის სხვა წარუმატებელი კომპანიები


ასევე წარუმატებელი იყო Virgin Vodka-ც, რომელიც მცირედი კომერციული წარმატება ხვდა
წილად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა სასმელებზეც: Virgin Vines, Virign Energy Shot, Virgin Ooze.
ასევე ჩავარდა Virgin Brides, რომელიც საქორწილო კაბებს აწარმოებდა და ინგლისში რამდენიმე
მარაზიას ფლობდა. მან ვერ გაუძლო დიდ კონკურენციას და 2007-ში დაიხურა, იმის
მიუხედავად, რომ სარეკლამო კამპანიის დროს ბრენსონმა წვერი გაიპარსა და საქორწილო კაბაში
გამოწობილმა მიიღო ფოტოსესიასი მონაწილეობა.
3
წარუმატებელი იყო კოსმეტიკური ბიზნესი VirginVie, Virgin Vie At Home და Virgin Clothing-იც.
იგივე ბედი ეწია Virgin Car-საც. 2003-ში ბრენსონმა მოისურვა, რომ Virginware გამხდარიყო
შემდეგი Victoria’s Secret, მაგრამ 2005-ში ის ადმინისტრაციული რღვევის შედეგად დაიხურა.
ბრენსონმა ფლორისტობას სცადა, მაგრამ მისი ყვავილების ბიზნესიც არ შესდგა. 2009 წელს
დაიხურა მისი მეგამაღაზია ნიუ იორკში. ბრენსონი შეეჭიდა Apple-ს და iPod-ისა და iTunes-ის
საპასუხოდ გამოუშვა Virgin Pulse და Virgin Digital, თუმცა მათ კრახი მანამდე განიცადეს  სანამ
გამოიტანდნენ ბაზარზე, რადგან პროდუქტი არადროული იყო.

2000 წელს ვირჯინმა გამოუშვა VirginStudent, სოციალური საიტი. ის ძალიან ჰგავს Facebook-ს. ის
2005-ში დაიხურა, ტექნიკური გაუმართაობის რამდენიმე ინციდენტის სემდეგ. ასევე იმოქმედა
MySpace-ის გაფართოებამაც. როგორც ბრენსონი აცხადებს ისინი მზად არ იყვნენ ამ
პროექტისთვის.
ბრენსონს ასევე სურდა ნაციონალური ლატარიის ფლობა, მაგრამ მან ორჯერ წააგო ფსონი და
შემდეგ პირობა დადო, რომ აღარასოდეს ცდიდა ბედს ისევ.
http://www.businessinsider.com/richard-branson-fails-virgin-companies-that-went-bust-2012-4?op=1

ფინანსები...

რთულია, ისეთი გიგანტი კომპანიის ფინანსებზე საუბარი, როგორიც VGH-


ია. თუმცა გვაქვს უკანასკნელი მონაცემებით ტოპ 5 კომპანია (სხვებიც არის,
მაგრამ ესენი ყველაზე დიდშემოსავლიანებია წინა წლის მონაცამებით). Virgin
Media - 4,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, Virgin Australia (10%) – 2.6 bln, Virgin
Atlantic (51%) – 2.6 bln, Virgin Mobile USA – 1.3 bln, Virgin Trains (51%) – 946 mln…
Virgin Media-მ ყველაზე დიდი ზარალი განიცადა 4,3 მილიარდი გირვანქა
სტერლინგის სახით. ყველაზე წარმატებული კი აღმოჩნდა Virgin America.
აღსანიშნავია, რომ უამრავი კომპანიიდან, რომელიც ვირჯინის სახელს
„აფარებს თავს“, ნახევარიც არაა ვირჯინ გრუპის მფლობელობაში მთლიანად.
გასულ წლებში ვირჯინის კომპანიებს მთლიანობაში დაახლოებით 15 მილიარდი
მოგება ჰქონდათ, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ვირჯინ გრუპის მოგება იყო, რა თქმა
უნდა, არ შეიძლება, რადგან, როგორც აღვნიშნე ვირჯინ გრუპი მთლიანად არ
ფლობს ყველა „ვირჯინ კომპანიას“. VGH შემოსავალს იღებს არა მარტო იმ
მოგებიდან, რომელსაც მისი სახელის ქვეშ მყოფი კომპანიები ღებულობენ, არამედ
ფრენჩაიზებიდანაც. ზოგ შემთხვევაში რიჩარდი იძლევა ლიცენზიებს და ასე
იქმნება ისეთი შვილობილი კომპანიები, როგორებიცაა:  Virgin Mobile USA, Virgin
Mobile Australia, Virgin Radio and Virgin Music. სამაგიეროდ როგორც ლიცენზიის
გამცემი, ის ყოველწლიურად ან სამ წელში ერთხელ იღებს საფასურს, რომელიც
შეიძლება ასობით მილიონს შეადგენდეს.
დაწვრილებით ყველა კომპანიის ფინანსების განხილვა შეუძლებელია, ამიტომ
ვისაუბრებთ ზოგიერთ მათგანზე.

Virgin America

Virgin America ავიაკომპანიაა და შესაბამისად მისი შემოსავლის წყაროს


ბილეთების გაყიდვა წარმოადგენს. Sky News-ის ცნობით, რიჩარდ ბრენსონის
ვირჯინ გრუპი ავიაკომპანიის აქციების 25%-ს ფლობს. Virgin America-ს
პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ქაში აცხადებს, რომ 2013
ვირჯინ ამერიკასთვის უდიდესი პროგრესის წელი იყო. 2013 წელს მათი მთლიანი
შემოსავალი იყო 1 425 მილიარდი $, 6,9%-ით მეტი ვიდრე 2012-ში. კომპანია
აცხადებს, რომ მისი წმინდა მოგება 2013-ში იყო 155,5 მლნ $, 10,1 მლნ $-ით მეტი
ვიდრე წინა წელს. ავიაკომპანიის მოგება მეოთხე კვარტალში იყო 14,2 მლნ $.
ვირჯინ ატლანტიკმა თავისი დიდი წარმატებისა და მოგების მიზეზად
დაასახელა premium-class traveler-ების დიდი რაოდენობა. (საიტზე შევედი და
პრემიუმ კლასის one way ბილეთი ლონდონიდან ნიუ იორკამდე, თუ
გავფრინდები 9.06-ში, ღირს 1 734,56 GBP = 2655,090992 $).

Virgin Galaxy

ვფიქრობ, განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია 2005 წელს შექმნილი Virgin


Galaxy. ამ კომპანიის მიზანი იყო არა მხოლოდ ხალხის კოსმოსში გაშვება, არამედ
ვირჯინის სახელის კიდევ უფრო მეტად გავრცელება. ეს პრფოექტი ყველაზე
კრეატიული, გამორჩეული და მასშტაბური იყო. ამ გრანდიოზული იდეის
განხორციელებას სჭირდებოდა 600 000 000-იანი ინვესტიცია. ამ უზარმაზარი
თანხიდან 340 000 000 აბუდაბის საინვესტიციო კომპანიამ დააფინანსა, დანარჩენი
თანხა კი მოიძიეს საკუთარი კომპანიებიდან. როგორც კი გამოცხადდა გაფრენის
თარიღი, ხალხმა წინასწარ დაჯავშნა ბილეთები, რაშიც დახარჯეს 250 000.
მიუხედავად იმისა, რომ ფრენის თარიღი გადაიწია, მსურველებბის მხოლოდ 3%-
მა მოითხოვა უკან თანხა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვირჯინს ხალხის დიდი
ნდობა აქვს მოპოვებული.

Virgin Trains

“No card charges. No booking fees”.

ვირჯინ თრეინსის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მათ საიტზე.


მაგალითისთვის, ლონდონიდან მანჩესტერში 9 ივნისს მიმავალი მატარებლის one
way ticket ღირს 80,6 ფუნტი სტერლინგიდან 235 ფუნტ სტერლინგამდე. ბილეთის
ფასი დამოკიდებულია გასვლის დროსა და მგზავრობის ტიპზე. აქვთ standard და
first class.

Virgin- marketing
ძალიან საინტერესოა როგორ მოახერხა ვირჯინმა გამხდარიყო ასე ცნობილი,
როდესაც დღეს ბევრი კონგლომერატის პროდუქტი უფრო ცნობილია, ვიდრე თვითონ
ეს კომპანია. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს მარკეტინგული პოლიტიკის
დამსახურებაა. მისი ყველა კომპანია ამ სახელს ატარებს და თვითონ სახელიც
ადამიანისთვის დასამახსოვრებელია. ყველას აინტერესებს, ჩვენც მაგალითად
პირველად ის ვნახეთ რატომ ჰქვია ასე.
ზოგადად ვირჯინი ეს არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა ყველაზე
კრეატიული და ინოვაციური იდეები, რომელიც ,შეიძლება ითქვას, უსწრებს კიდეც
დროს. შევეცდები განვიხილო რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ვფიქრობთ ყველაზე
საინტერესოა.
VIRGIN RADIO LEBANON ჩვეულებრივი რადიო რომელიც პოპულარული
სწორედ მარკეტინგული სტატეგიით გახდა.  ალბათ ყველას გეცნობათ ეს სახელი
სოციალური ქსელიდან, რადგან ის თავის გვერდზე დებს თუ აზიარებს სასაცილო
პოსტებს.
ვირჯინი, როგორც მისი შემქმნელი, გამოირჩევა აქტიური კამპანიებით. მისი
რეკლამების ერთ-ერთი მიზანია მისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს –
კომპანია ოცნებების ასრულებაზე ფიქრობს. ჩვენი ოცნებების ასრულებას არ ვიცი
რამდენად შეძლებს მაგრამ სანამ მე ვილაპარაკებ, ჩემს უკან ფონად იქნება ყველაზე
საოცნებო და სასიამოვნო ვიდეო, რომელსაც არცაა საჭირო ხმა ჰქონდეს.
“სამყარო არ მოდის ჩვენთან, ეს ჩვენ უნდა მივიდეთ სამყაროსთან” – ამ სიტყვებით
კრეატორები მაყურებელს იმ ადამიანების მოგზაურობის დასათვალიერებლად უშვებენ,
რომელმაც სამყაროსთან მისვლა გადაწყვიტა.
( https://www.youtube.com/watch?v=17gXnTkTWvU)

“Virgin America” სარეკლამო კამპანიებში ექსპერიმენტების, “სიგიჟის” და


სხვადასხვა ხრიკებს სრულიად არ ერიდება. ამას მათი ახალი სარეკლამო კამპანია
ადასტურებს, რომლის ვიდეოც 6 საათის მანძილზე გრძელდება.  “Have You Been Flying
BLAH Airlines-“ის 6 საათიანი ხანგრძლივობა იმის ბრალია, რომ ვიდეო ფრენის
რეალური დროის იმიტაციაა და იმაზეა, თუ როგორი გაუსაძლისია დახურულ სივცეში
ყოფნა, სადაც კარგი არაფერი არ ხდება. “Virgin America”-მ ერთ ვიდეოში ყველა
ავიახაზი ერთი სახელის ქვეშ მოიხსენია “Blah-ავიახაზები” და მაყურებელს ყველანაირი
სურვილი დაუკარგა Blah-ავახაზებით ფრენის. რატომ უნდა გადაიხადოთ იმაში ფული,
რასაც უფასოდ და თან ვირტუალურ რეჟიმში სახლშიც არ უყურებთ. (ალბათ მიხვდით
რომ ამ ვიდეოს ვერ განახებთ. )

იმის მერე რაც მარიამმა რიჩარდზე ილაპარაკა, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს


საოცარი იდეები მისი დამსახურებაა და ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ფრაზა
“თქვენი ზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დროისათვის ყველა
ოპერატორი დაკავებულია”. ამ სტანდარტულ ფრაზას Virgin Atlantic-ის ტელეფონზე
დარეკვისას ვერ გაიგებთ, სამაგიეროდ თქვენ მოისმენთ “გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ
ბრენსონი, კომპანია Virgin Atlantic-ის მფლობელი. ყველა ოპერატორი დაკავებულია,
მაგრამ თუ 18 წამში თქვენს ზარს არავინ უპასუხა მე 450 ფუნტის ფასდაკლებას
გაგიკეთებთ. მაშ ასე 18,17,16,15,14…..” კლიენტი უსმენს და ოცნებობს, რომ
ოპერატორმა დროულად არ უპასუხოს. თუმცა საუბედუროდ ის პასუხობს :)))

ბატონო დავით ბოლოს, ფრენის წინ როდის უყურეთ უსაფრთხოების ვიდეოს?


არაუშავს, მას ბოლომდე არავინ არ უყურებს. მეტიც, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.
ვირჟინმა კი ეს შეძლო.  Virgin America-მ, სახლიდან გაუსვლელად, 12 დღის მანძილზე 5,8
მილიონ ადამიანს უსაფრთხოების ვიდეო აყურებინა. რა იყო მაში განსაკუთრებული? ამერიკამ
ფრენასთან დაკავშირებით უსაფხოების წესები განაახლა, რამაც ავიახაზები აიძულა
უსაფრთხოების ბუკლეტები გაენახლებინათ. როგორც ყოველთვის ყველაზე კრეატიული
გადაწყვეტილება Virgin America’ს გაუჩნდა. კომპანიამ გადაიღო მუსიკალური კლიპი
რომელშიც უსაფრთხოების ყველა დეტალი სიმღერით საშუალებით არის მოყოლილი. მაგრამ
კრეატივი აქ არ მთავრდება, ხუთ წუთიანი ვიდეოში, რომელსაც მგზავრები ფრენის წინ ნახავენ
შეიცავს რეპიდან დაწყებული ელექტორნიკით დამთავრებული თანამედროვე მუსიკის ბევრ
ჟანრს, რომელსაც 14 განსხვავებული მომღერალი და 36 მოცეკვავე ასრულებს.
https://www.youtube.com/watch?v=DtyfiPIHsIg

ადამიანის ბუნება “გაუმაძღარია” და მას არ აკმაყოფილებს თუნდაც ის კომფორტი, რასაც


virgin atlantic სთავაზობს. ამიტომ, ვირჟინმა, როგორც მეგობრულმა კომპანიამ, მომხმარებელს
ახალი პროდუქტი შესთავაზა. რომელიც მარკეტინგის მთელ რიგ სტრატეგიებს მოიცავს. ‘Space
is hard, but worth it’ - ამბობს Richard Branson. „ვირჯინ გალაქტიკი“ პირველი კომერციული
ავიაკოსმოსური კომპანიაა, რომელიც სუბორბიტულ კოსმოსში ტურისტული რეისების ბიზნესს
გეგმავს. თითოეულ რეისზე ხომალდს პილოტების გარდა, 6 ტურისტის გადაყვანა შეეძლება.
მგზავრები დედამიწას კოსმოსიდან დაათვალიერებენ და მცირე ხანს უწონადო
მდგომარეობაშიც დაჰყოფენ. კოსმოსში მგზავრობა ძალიან ძვირია, ბილეთის ფასი 250 ათასი
დოლარი ღირს. თუმცა, ამას კოსმოსში გაფრენის მსურველებისთვის ხელი არ შეუშლია. ბოლო
ინფორმაციით ფრენა 2015 წლის ბოლოს შედგება, მანამდე კი კოსმოსური ტურისტების
გრძელი რიგი 700-ს ადამიანს აღემატება და მათ მიერ წინასწარ გადახდილი თანხა კომპანიის
ცნობით, 80 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია.  ალბათ მიხვდით, რომ იქნება თუ არა ჯერ ეს
შესაძლებელი არავინ იცის, იმიტომ რომ ერთი საცდელი ფრენა 2 ადამიანის დაღუპვით
დასრულდა, თუმცა კომპანიამ მოახერხა და 2004 წლიდან საუკეთესო რეკლამას უკეთეს ჯერ არ
შექმნილ ბიზნესს. რეკლამის ერთერთი სახეა ასევე წინასწარ დაგეგმილი მოვლენები, რაც მას
უკავშირდება. მაგალითად 1. ლეიდი გაგა ის პირველი იქნება, ვინც კოსმოსში კონცერტს
ჩაატარებს.   (რომისთვიისაც ბილეთებს ცალკე ყიდის). 2. თაფლობის თვეს გეგმავს ეშტონ
კაჩერი და მილა კუნისი კოსმოსში. 3. აუქციონზე ლეონარდო დი კაპრიოს რეისზე გასაფრენი
ბილეთი დაახლოებით მილიონ დოლარად გაიყიდა. 4. ალბათ სულ გაინტერესებდათ ამდენი
ხანი რატომ არ დაქორწინდნენ ანჯელინა და პიტი, ისინი დაქორწინებას აპირებდნენ იქ. 5.რიგს
სხვებთან ერთად მოთმინებით ელოდება პირველი ქართველი ადამიანი, ვინც კოსმოსში
გაფრინდება. (51 წლის არსენ გვენეტაძე, რომელმაც შეერთებულ შტატებში საგანგებო წვრთნა
წარმატებით გაიარა. სლაიდზე მარტო)

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ მილიონერები, ვირჯინი ამის საშუალებას


მაინც გაძლევთ. “Virgin Galactic” და ავტომწარმოებელი “Land Rover”-ი ერთ სარეკლამო
კამპანიაში გააერთიანა. ამბიციური პროექტი ნებისმიერ მსურველს კოსმოსში გაფრენის
შესაძლებლობას აძლევს. მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ფოტო ან ვიდეო, რომელიც
დაამტკიცებს, რომ იმათში მოგზაურის “სისხლი დუღს”. სამი ყველაზე მონდომებული
კოსმოსში გასაფრენად უფასო ბილეთს მიიღებს.

ქველმოქმედება
green…
ბრენსონი მხოლოდ 17 წლის იყო, როცა თავის პირველი საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო
„Student Valley Centre”. https://www.looktothestars.org/celebrity/richard-branson
ამას გადავთარგმნი
virgin unite
“changing the world begins with a small group of people who simply refuse to accept the
unacceptable”

ბრენსოოონიიის
ძერსკობებიიიი

You might also like