You are on page 1of 5

დავალება 2

განიხილეთ სამი დახურული (closed/private) და სამი ღია


(open/public) კორპორაცია შემდეგი დეტალების მიხედვით,
ეცადეთ მოძიოთ 1-1 მაგალითი საქართველოდანაც

ღია და დახურული კორპორაციები


კორპორაციები მრავალი ნიშნით განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. ერთ-ერთი არის მათი ტიპი. არსებობს ღია
და დახურული ტიპის ორგანიზაციები.
განვიხილოთ ორივე მათგანი:
დახურული ტიპის კერძო კომპანიები არის კერძო
საკუთრებაში არსებული ფირმა იგი დახურულისგან
განსხვავდებიან იმით, რომ საკუთარ აქციებს ყიდიან ღია
ბაზარზე. კერძო კომპანიებს შეუძლიათ გამოუშვან აქციები და
ჰყავდეთ აქციონერები, მაგრამ ისინი არ ვაჭრობენ საჯარო
ბირჟებზე. კერძო ფირმებს არ სჭირდებათ დააკმაყოფილონ
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მკაცრი
მოთხოვნები საჯარო კომპანიებისთვის.
არსებობს კერძო კომპანიების ოთხი ძირითადი ტიპი:
ინდივიდუალური მეწარმეები, შეზღუდული
პასუხისმგებლობის კორპორაციები, S კორპორაციები და C
კორპორაციები ყველა მათგანს აქვს განსხვავებული წესები
აქციონერების, წევრებისა და დაბეგვრის შესახებ.
ისეთი ამერიკული ფირმებიც კი, როგორიცაა Cargill და Koch
Industries, 100 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური
შემოსავალით, კერძო კომპანიის ქოლგის ქვეშ ექცევიან.
დახურული ტიპის კორპორაციის მაგალითებია:
 Deloitte Touche Tohmatsu Limited -- არის საერთაშორისო
პროფესიონალური სერვისების ქსელი, რომლის სათაო
ოფისი მდებარეობს ლოდონში. კორპორაცია დააარსა
უილიამ უელჩ დელოიტმა ლონდონში 1845 წელს და
გაფართოვდა შეერთებულ შტატებში 1890 წელს.
დელოიტი დღესდღეობით არის
პროფესიონალური სერვისების უდიდესი ქსელი მსოფლიოში
შემოსავლებისა და პროფესიონალების რაოდენობის
მიხედვით

 Cargill. დაარსდა 1865წელს, ამერიკის შეერთებულ


შტატებში, უილიამ უოლესი კერგილის მიერ.მას კვლავ
კარგილის ოჯახი ფლობს და მართავს.კომპანია
ჩამოყალიბდა ამერიკის სამოქალაქო ომის დასასრულს.
თავდაპირველად ის მარცვლეულის შენახვის
პროვაიდერად მუშაობდა. დღეს ის გადაიქცა ცნობილ
საერთაშორისო ბრენდად სოფლის მეურნეობის ის ასევე
უზრუნველყოფს რისკის მართვის შესაძლებლობებს.

 Koch Industries. ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი


კორპორაცია, რომელიც დაარსდა 1940წელს, ფრედ სი
კოჩის მიერ. ის მიეკუთვნება დახურული ტიპის
კომპანიებს, ვინაიდან ის მოგების მაქსიმიზაციის მიზნით,
არ ყიდის თავის აქციებს ღია ბაზარზე. მას ჰყავს 120,000-
ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ 50-ზე მეტ
ქვეყანაში.

გარდა დახურულისა არსებობს ღია კომპანიებიც რომლებიც


თავიანთ აქციებს ყიდიან ღია ბაზარზე. ეს გარკვეულწილად
ეფექტურიცაა, ვინაიდან მიმართულია მოგების
მაქსიმიზაციისკენ, თუმცა აქვს უარყოფითი მხარეებიც,
რომლებიც მოიაზრებს, მაგალითად, საფინანსო
ოპერაციების(კომპანიის ფინანსური მდგომარეობის)
მუდმივად საჯაროდ გაცხადებას. ღია ტიპის კომპანიების
მაგალითებია, ბანკები, ფონდები, სხვადასხვა სააქციო
საზოგადოებები:

 Google. ამერიკული ღია ტიპის კორპორაცია, რომელიც


ემსახურება საიტებისა და საძებო სისტემის
უზრუნველყოფას.ის დაარსდა 1998 წელს ლარი პეიჯისა
და სერგეი ბრინის მიერ. დღესდღეობით მისი
აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაია(2015
წლიდან). გუგლი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი
ყველაზე მსხვილი კორპორაცია, რომელმაც მრავალი
სხვა კომპანია შთანთქა და შეიერთა.

Tesla. ამერიკული ავტომშენებლი კომპანია, რომელიც


დაარსდა 2003წელს, კალიფორნიაში, ილონ მასკი, მარტინ
ებერჰარდ, ჯეი ბი სტრაუბელი, მარკ ტარპენინგისა და იან
ვრაითის მიერ. დღესდღეობით მისი გენერალური
დირექტორი ყველასათვის კარგად ცნობილი ილონ მასკია.
კომპანია ელექტრომობილებს და მზის პანელებს აწარმოებს.
ტესლა თავის აქციებს ღია ბაზარზე ყიდის, დღესდღეობით კი
მისი აქციის ფასი საშუალოდ 217$-ია.

Apple. ამერიკული მულტინაციონალური ,ღია ტიპის,


კორპორაცია, რომელიც აწარმოებს სამომხმარებლო
ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ
უზრუნველყოფას. ის დაარსდა 1976წელს, კალიფორნიაში,
სტივ ჯობსის, სტივ უოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ.
დღესდღეობით კი მისი გენერალური დირექტორი ტიმ ქუქია
(2011წლიდან). Macrotrends-ის თანახმად, Apple-ს ჰქონდა 16
მილიარდზე მეტი აქცია 2022 წლის მარტის მდგომარეობით.
Apple-ის ყველაზე დიდ წილს ფლობენ სხვადასხვა
ორგანიზაციები.

საქართველოში არსებულ ღია ტიპის კომპანიებს მიეკუთვნებიან ბანკები (თი ბი სი


საქართველოს ბანკი ...), არასამთავრობო მოგებაზე არაორიენტირებული ორგანიზაციები .
ხოლო დახურული ტიპისას კი, მაგალითად, ბანკი რესპუბლიკა . ჩემი აზრით, უმჯობესია
კორპორაცია იყო ღია ტიპის, ვინაიდან მისი, როგორიც ბიზნესის მაფუნქციონირებელი
ობიექტის მიზანი მოგების მაქსიმიზაცია იქნება და ეს მეტად ხელსაყრელია როგორც
მფლობელებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. თუმცა, დახურული ტიპის კომპანიებს
მკვეთრი უპირატესობა აქვთ მათი ფინანსური უწყისების გაუსაჯაროვებლობის უფლების
გამო. კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გასაჯაროვებამ შესაძლოა კონკურენტების
ინტერესებსა და შემდგომ ნაბიჯებზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან ხშირია შემთხვევები ,
როდესაც კომპანიები კოტრდებიან და ამას მალავენ, ღია ტიპის კომპანიისთვის კი ეს
შეუძლებელია, რადგან ვალდებულია მუდმივად გამოაქვეყნოს და გააცნოს
საზოგადოებას ანგარიშები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი იძულებითი შთანთქმა , ან
შეერთება.

You might also like