You are on page 1of 8

1.

დღეს ჩვენ გვინდა გესაუბროთ პირველ სტარტაპ აქსელერატორზე მისი სახელია Y


combinatory. ეს კომპანია ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც მიზნად
ისახავს დამწყები კომპანიებისთვის მცირე თანხებით ხელშეწყობას, მათთვის ბიზნეს
რჩევების მიცემასა და სამომავლო განვითარებისთვის ყველანაირად დახმარებას. Y
combinator ეხმარება სტარტაპებს ისეთი კითხვებზე პასუხის პოვნაში, როგორიცაა: თავიდან
მაგ. „რა დავარქვათ კომპანიას?“ შემდეგ: „როგორ შევიმუშაოთ გრძელვადიანი გეგმა
მსოფლიო ბაზარზე ბატონობის მოსაპოვებლად“. ეხმარება მათ კანონიერად
ფუნქციონირებაში, შემდეგ უკვე ასწავლის სტარტაპებს ინვესტორებისთან თუ
მყიდველებთან ურთიერთობის წარმართვას. მაგალითად, როგორ დააინტერესონ ისინი. ეს
კომპანია ნებისმიერი ტიპის სტარტაპის დასაფინანსებლადაა მზად, თუმცა როგორც თვითონ
ამბობენ განსაკუთრებით ვებ და მობილური აპლიკაციებით არიან დაინტერესებულნი. ამას
რა თქმა უნდა უანგაროდ არ აკეთებს. Y combinator სტარტაპების მცირე 7%-იანი წილის
სანაცვლოდ „ეხმარება“.

რაც შეეხება კომპანიის ისტორიას, YC შეიქმნა 2005 წელს მასაჩუსეტში , Jessica


Livingston,Paul Graham ,Robert Morris, Trevor Blackwell - ის მიერ. თავდაპირველად მათ ეს
საქმე საკუთარი $ 200 000-ით დაიწყეს. ეს ადამიანები პროგრამირების სფეროში მუშაობდნენ
და ადრე უკვე ერთად შექმნილი ჰქონათ ვებ აპლიკაცია Viaweb, ანუ ჰქონდათ ერთად
მუშაობის გამოცდილება და ამ აპლიკაციის გაყიდვის შემდეგ გაუჩნდათ საჭირო სახსრებიც.
რაც შეეხება კომპანიის სახელს, თავიდან Cambridge Seed უწოდეს, თუმცა მიხვდნენ რომ იგი
ძალიან ლოკალურად ჟღერდა და შესაბამისად არ სურდათ მათი მოღვაწეობის არეალი
ასოცირებულიყო მხოლოდ კემბრიჯის ტერიტორიებზე. YC მნიშვნელოვანი ტერმინია
კომპიუტერულ მეცნიერებებში (მაღალი ხარისხის ფუნქცია) და როგორც დამაარსებლები
ამბობენ ეს არის მეტაფორა იმის სათქმელად რომ ეს კომპანია სხვა კომპანიებს ეხმარება.

კომპანიის დაარსება იყო უბრალოდ ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა.


დამაარსებლების აზრით Y Combinator არ არის საქველმოქმედო კომპანია, თუმცა ვერც იმას
ვიტყვით რომ მხოლოდ მოგებისთვის ფუნქციონირებს . მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ
რასაც აკეთებენ.

თავიდან მნიშვნელოვანი იყო სხვებს გაეგოთ YC-ს შესახებ, ამიტომ პოლმა შექმნა
საიტი, სადაც ნათქვამი იყო რის გაკეთებას აპირებდა ეს კომპანია და აქ 20 კითხვიანი
განაცხადის შევსება შეეძლო მსურველებს. ამ სფეროში გამოუცდელობის მიუხედავად მათ
მაინც შეძლეს საკმაოდ რაოდენობა განცადების მიღება, რაც ალბათ ამ კომპანიის მიერ
სხვებისგან განსხვავებული და დადებითი ფუნქციებით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ
გრაჰამი, პროგრამისტობასთან ერთად წარმატებული ესეისტი იყო, მან ბლოგზე
პოპულარიზაცია გაუწია ამ საიტს, რამაც დიდი როლი ითამაშა კომპანიის ფართო
საზოგადოებისთვის გაცნობაში.

პირველივე მცდელობაზე მან მოახერხა 20 სერიოზული განცხადების მიღება


საიდანაც 7 სტარტაპი დაახლოებით 18 000-ით დააფინანსეს.
რა პროცესს გადის სტარტაპი ამ კომპანიასთან ურთიერთობისას?

YC აქვს შემდეგი წესი ერთი მაინც დამაარსებელთაგანი უნდა გადავიდეს


საცხოვრებლად იქ სადაც ისინი არიან (აქ გადავიდნენ დაარსებიდან 3 თვეში სილიკონის
ველზე). აქ წელიწადში 2-ჯერ იმართება 3 თვიანი საფონდო ციკლები სადაც ისინი
ინტენსიურად მუშაობენ რათა საუკეთესო ფორმაში ჩააყენონ ენტერპრენორები ყველაზე
მნიშვნელოვანი დღისთვის ეს არის დემო ვერსიის დღე, რომლის დროსაც სტარტაპებს
საშუალება ეძლევათ ინვესტორებს საკუთარი თავი წარუდგინონ პრეზენტაციის მეშვეობით
და მსხვილი დაფინანსება მოიპოვონ.

მათი კავშირი სამუდამოდ გრძელდება და ცდილობენ ყოველთვის დაეხმარონ და


მიაწოდონ ორიგინალური იდეები მათ.

იმედია დაახლოებით წარმოდგენა მაინც შეგექმნათ თუ რას აკეთებს ეს კომპანია.


ახლა კი ვეცდებით შედარებით მნიშვნელოვან ფაქტებზე გავამახვილოთ ყურადღება.

2.

Y Combinatory-ის საქმიანობა ნამდვილი ქველმოქმედებაა სტარტაპერებისათვის. ჯგუფი,


რომელსაც ჰქონია შეხება ათასობით სტარტაპთან, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება
ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში, ხარჯავს უამრავ დროსა და ენერგიას, რათა
დაეხმაროს შედარებით გამოუცდელ ენტრეპრენორებს თავიანთი იდეების დახვეწასა და
დამატებით კიდევ მრავალ საკითხში. შესაბამისად Y Combinatory არამარტო ფულის
ინვესტიციას აკეთებს სტარტაპში არამედ გზას უკვალავს და ცდილობს გახადოს ისინი
წარმატებულები.

Y Cominatory-ის ჯგუფი მასში გაწევრიანების დროიდანვე იწყებს მუშაობას სტარტაპერების


იდეებზე. ინტერვიუში ერთ-ერთი დამაარსებლის თქმით მათ ხელში ეს იდეეები ნამდივილ
ევოლუციას განიცდიან. თუმცა ხშირად წარმატება ასე მარტივად არ მოდის.
წარუმატებლობის შემთხვევაში, Y Combinatory ცდილობს წაახალისოს სტარტაპი და
გაუზარდოს მოტივაცია, რათა თავიდან დაიწყონ იდეებზე უკვე სხვა კუთხით მუშაობა.
სტარტაპში ყველაფერი ძალიან სწრაფად იქმნება, რადგან არ არსებობს მართვის
დეპარტამენტები და სხვადასხვა ქვეგანყოფილებები, ისეთი სიახლის შექმნისას, რაზეც
დიდი კომპანიის აიტი დეპატრამენტი გამართავს 20 შეხვედრას და თვეებს მოანდომებს,
სტარტაპში ამის გაკეთებას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება და უფრო მარტივიცაა,
რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ და წარუმატებლობის შემთხვევაში სხვა იდეის
შესრულებას დაიწყებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ Y Combinatory ყოველ კვირას მართავეს ვახშამს,


სადაც მოწვეულები არიან სტარტაპერები და ასევე ბიზნეს მოდელირებისა და განვითარების
ექსპერები. ვახშამზე ისინი ძალიან მეგობრულ სიტუაციაში ერთმანეთს უზიარებენ
სხვადასხვა ინოვაცირ იდეებს რაც ძალიან სასარგებლოა მათთვის.
ხშირად დამწყები ბიზნესმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი საქმიანობის
კანონის ფარგლებში მოქცევა, ხშირად კი ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს Y combinatory
არცაა გასაკვირი რომ ამ საქმიანობაშიც ეხმარება მათ.

მიუხედავად იმისა, რომ Y combinatory თავადაც ახორციელებს ფულად ინვესტიციას


სტარტაპებში, კომპანიის განვითარებასთან ერთად საჭირო ხდება ახალი ინვესტიციების
მოზიდვა. ამ შემთხვევაში Y Combinatory ეხმარება დამაარსებლებს მიიღონ ინვესტიცია.
ისინი თავიან შვილობილ კომპანიებს უტარებენ ტრენინგებს,მართავენ სპეციალურ
რეპეტიციის დღეებს, აფასებენ და ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთ მოამზადონ
ისინი, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ ინვესტორებზე. ეს ყველაფერი კი ხდება
ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გამო რომლის სახელიცაა Demo Day. მასზე მოწვეულები
არიან ჟურნალისტები, ინვესტორები და მდიდარი საზოგადოება.ამ დღეს სტატაპერები
მართავენ პრეზენტაციებს და აცნობენ საკუთარ პროდუქტს ხალხს.

აუცილებელია ვახსენოთ Y Combinatory-ის სახელი, მის შესახებ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად


იციან, მიუხედავად ამისა უცხოეთში ძალიან პოპულარულია და სანდო რეპუტაცია აქვს,
შესაბამისად Y Cominatory ის შვილობილობა ინვესტორებში ასოცირდება როგორ ბევრი
ფულის მომტან საქმედ.

ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც რომ ყოფილი სტარტაპები, რომლებმაც Y Combinatory-ს


ხელში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, არ ივიწყებ მას. ინტერვიუში საუბარია თუ კიდევ
რამდენად ხშირად ეკითხებიან სხვადასხვა საკითხზე რჩევას მათ.

დასაწისში ვახსენე რომ ეს არის ნამდვილ ქველმოქმედი ორგანიზაცია სტარტაპერებისთვის


და ალბათ უკვე თქვენც დამეთანხმებით, მითუმეტეს უმეტეს თქვენგანს ალბათ არც სმენია
ინვესტორების შესახებ, რომლებიც ხშირად ძალიან ცუდად ექცევიან სტარტაპერებს და
ძალადობენ მათზე.

მიუხედავად ამისა დამფუძნებლები თავიანთ თავს ქველმოქმედებად არ მოიხსენიებენ,


თუმცა მათი თქმით მთავარი მიზანი ფულის შოვნაც არ არის, მათ უბრალოდ უყვართ ამ
საქმის კეთება, ხოლო ფული უმარტივებს და არ ზღუდავს კარგი გადაწყვეტილებების
მიღებაში.

3.

წესით როცა სხვადასხვა კომპანიის სირთულეებზე სურთ საუბარი და წყაროებში


ამოიკითხავენ რომ ამ კომპანიის ანალოგი აქამდე არ არსებობდა,მიიჩნევენ რომ ასეთ
კომპანიას სირთულეების ბევრად უფრო გრძელი სია უნდა ჰქონდეს,ვიდრე კარგად
გამოცდილ იდეაზე დაფუძნებულ ბიზნესს. თუმცა Y combinator ის შემთხვევაში
ექსპერიმენტს პრობლემები ფაქტობრივად არ გამოუწვევია,რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მახასიათებელია Y combinator-ისა და მეტყველებს იმაზე რომ საქმე ნამდვილად
განსაკუთრებულ კომპანიასთან გვაქვს.

მიუხედავად იმისა რომ შემქმნელთა ჯგუფმა ყველა თავისი წინანდელი გამოცდილება


გამოიყენა იმისათვის რომ კომპანია მალე გამხდარიყო ცნობადი პირველ ეტაპზე
იმედგაცრუებებიც ხშირი იყო, რადგან თავდაპირველად ყველა ერთად ვერ
აღფრთოვანდებოდა Y combinator ის იდეით. კომპანიის დამფუძნებელი-ჯესიკა
ლივინგსტონი იხსენებს ერთ შემთხვევას,როცა ერთ-ერთ სერიოზულ კაპიტალდაბანდების
(vc) ფირმას შეხვდნენ,მოუყვნენ თავიანთი სამომავლო საქმიანობის შესახებ, ოფიციალურ
ვახშამზეც დაპატიჟეს კომპანიის პრეზიდენტი,მაგრამ მან თავად მოსვლის მაგივრად ერთ-
ერთი უმცროსი თანამშრომელი გამოუშვა ოფიციალურ შეხვედრაზე. როგორც ჩანს არ აქვს
მნიშვნელობა როგორი ბექგრაუნდის მქონე ადამიანები ქმნიან ახალ პროდუქტს, ნდობისა და
სახელის მოპოვება ყველას ერთნაირად სჭირდება პირველ ეტაპზე.

ჯესიკა ლივინგსტონს ინტერვიუში ყვება ისტორიას, როცა არავინ არ ინტერესდებოდა მათი


პროდუქტით. არც ერთი მედიასაშუალება არ წერდა მათზე. ვაი კომბიანტორის პირველ demo
დღეს, მაშინ როცა დამფუძნებლებმა ყველა მდიდარი და გავლენიანი ადამიანი დაპატიჟეს
საღამოზე, დარბაზში მხოლოდ 15 ადამიანი ისხდა. დღეს კი ყოველი სეზონის დასაწყისში
ჩატარებული ასეთი demo შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში
გრძელდება,იმისათვის რომ დარბაზმა ყველა მსურველი დაიტიოს.

მიუხედავად ამისა სხვა კომპანიებთან შედარებით მათთვის მსგავსი რთული პერიოდი


მხოლოდ წელიწადნახევარი გრძელდებოდა.ამ ყველაფერში კი დიდი როლი შეასრულა იმ
ფაქტმა რომ ვაი კომბიანტორის ერთ-ერთი დაფინანსებული კომპანია-reddit შეიძინა
უმნიშვნელოვანესმა მას-მედიის კომპანიამ, Condé Nastმა.

ამ ფაქტს დაემატა ისიც რომ სახელგანთქმულმა და ძალიან სანდო კაპიტალდაბანდების


ფირრმამ, Charles River Ventures-მა ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ის
აპირებდა ბევრად ნაკლები ფულის ინვესტირებას პროექტებში. ამ ფაქტის შემდეგ ყველა
საინფორმაციო სივრცემ „ახალ მოდელზე“ დაიწყო საუბარი, აღიარებდნენ იმ
შესაძლებლობებს, რაც გულისხმობს სტარტაპების დაბალი ბიუჯეტებით
წამოწყებას.როგორც უკვე ვიცით მსგავსი მოდელი მანამდე Y cominatory -ს ჰქონდა თუმცა
ხალხში არც თუ ისე მოსაწონი და პოპულარული იყო. ამ ყველაფრის შემდეგ Y combinatory ს
ხალხმა სხვა უფრო სანდო თვალით შეხედადა და ძალიან გაზიარდა ინტერესი მის მიმართ.
ამ ფაქტების შემდეგ PR ის კუთხით მათ პრობლემები ნამდვილად აღარ შექმნიათ ვინაიდან
ასე თუ ისე მათი სახელი გავრცელდა მოსახლეობაში.

ძალიან საინტერესოა,ის ფაქტი რომ თურმე არსებობს კომპანია და არსებობს კომპანიის


ისეთი დამფუძნებელი,რომელიც ამბობს რომ მის მოღვაწეობაში არაფერს შეცვლიდა,რადგან
ყველაფერი ისედაც უნაკლოდ მოხდა Y combinator ის დაარსებისას. ამიტომ შეცდომებზე
ლაპარაკი ძალიან რთულია ამ კომპანიის მაგალითზე. მისგან მხოლოდ იმის სწავლა
შეგვიძლია რომ თავდაპირველი იმედგაცრუების გამო დანებების უფლება არ გვაქვს და
შრომისა და ისეთი გენიალური იდეის ქონის შემთხვევაში,როგორიც Y combinator ს ჰქონდა,
იმედგაცრუებები დიდხანს არ გაგრძელდება.

დღესდღეობით კომპანიისთვის მარკეტინგი პრიორიტეტს არ წარმოადგენს და ამისთვსი


დროს და ფულად რესურსებს არ კარგავენ. შეიძლება ითქვას,რომ მათი სერვისის რეკლამა
საერთოდაც არ მოიპოვება.ვიღაცისთვის შეიძლება ეს კომპანიის უარყოფით მხარედ
ჩაითვალოს,თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის დიდ პოპულარობას საზოგადოებაში,
მათთვის რეკლამა ნამდვიალდ ფუჭი დანახარჯი შეიძლება აღმოჩნდეს. ვინაიდან მრავალი
მედია-საშუალება ინტერესდება და საუბრობს ამ კომპანიაზე,მის
სანდოობაზე,გამოცდილებაზე და ისეთი შვილობილი კომპანიების
წარმატებაზე,როგორებიც არიან dropbox,airbnb,reddit -ეს ინფორმაცია საჭირო ხალხამდე
სპეციალური რეკლამის გარეშეც აღწევს.

4.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სილიკონველში Y-combinator მონოპოლია აქვს


დამყარებული, მაგრამ ამერიკის, და არა მხოლოდ ამერიკის, სტარტაპების ეკოსისტემაში, Y-
კომბინატორის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა start-up აქსელერატორი კომპანია: Techstars.
მიუხედავად ამისა, ცოტამ იცის, რომ ორივე კომპანია დაინტერესებულ პირებს
საფუძვლიანად განსხვავებულ პროგრამებს სთავაზობს. Techstar-ი ცნობილია იმით, რომ
მუშაობს ერთობლივი მოდელით, ხოლო YC კი იზოლაციურით, რაც გულისხმობს შემდეგს:
YC-ში startup ჯგუფებს ერთმანეთთან მინიმალური შეხება აქვთ, რაც შემოიფარგლება
მხოლოდ ყოველ კვირეული ვახშმებით. შესაბამისად, ინდივიდუალური ჯგუფები მუშაობენ
სხვა ჯგუფებისგან დამოუკიდებლად, Techstar-ისგან განსხვავებით, სადაც ჯგუფები
ფაქტობრივად ერთად მუშაობენ, საერთო ოფისში და ერთმანეთის გადაწყვეტილებებზე
დიდი გავლენა აქვთ. მათ შორის არსებობს სხვა მრავალი განსხვავება, როგორიცაა ლოკაცია,
პროგრამის სიდიდე და სხვადასხვა აქტივობები.

Y-combinator-ს techstar-თან და სხვა მის მსგავს კომპანიებთან მიმართებაში, რამდენიმე


მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა უჭირავს. წელს, YC-ის პორფოლიო შეფასდა
10 მილიარდ დოლარად, ყველაზე ძვირადღირებულ აქსელერატორ კომპანიად. პირველ
რიგში, YC-ს, კონკურენტებთან შედარებით აქვს საუკეთესო ბრენდული ცნობადობა, რადგან
იგი არის პირველი აქსელერატორი კომპანია. ამასთან ერთად, YC-ს გააჩნია ყველაზე
წარმატებული ალუმნების ქსელი, რომელიც ძირითადად მოთავსებულია სილიკონველში.
Techstars, მაგალითად, ოფისები აქვს მთელი მსოფლიოს გარშემო და შესაბამისად,
დაფინანსებული კომპანიები გეოგრაფიულად მიმოფანტულია, რაც ხელს უშლის მჭიდრო
ალუმნების ქსელის ჩამოყალიბებას. YC-ს ალუმნების უმრავლესობა კი დაფუძნებულია ერთ
ლოკაციაზე, ერთმანეთთან მჭიდროდ, რაც ნიშნავს იმას რომ არჩეულ სტარტაპ ჯგუფებს
აქვთ ყოველ კვირეული წვდომა ისეთ ანტრეპრენიუერებთან, როგორიცაა მარკ ზუკერბერგი
და პიტერ Thiel-ი. ერთ-ერთი ვახშამის დროს, Airbnb-ის მთავარმა დამფუძნებელმა სტარტაპ
ჯგუფებს სიტყვით მიმართა, რომ მათ შორის ერთადერთი განსხვავება იყო 4 წელი. ბიზნეს
ლიდერების ასეთი მოტივაციური სიტყვითი მიმართებები YC-s პროგრამის განუყოფელი
ნაწილია. დამეთანხმებით რომ, 3 თვის განმავლობაში, ასეთ წარმატებულ და გამოცდილ
მენტორებთან ხშირი კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია
სტარტაპის განვითარებისთვის. კონკურენტებთან შედარებით, YC-ს ასევე აქვს საკმაოდ
ხელსაყრელი პირობები: $120000-ის საინვესტიციო დაფინანსება კომპანიის 7%-იანი წილის
სანაცვლოდ. მაგალითად, Techstars ანხორციელებს %118000 საინვესტიციო დაფინანსებას
ცვლადი, 7%-იდან 10%-ამდე წილის სანაცვლოდ. YC-ს მნიშვნელოვანი კონკურენტული
უპირატესობაა ასევე მისი რეპუტაცია როგორც იდეების თავისუფლებისა და მინიმალური
შეზღუდვების მაპროვოცირებელი. YC-ში, Techstar-ისგან გასხვავებით, არ არსებობს
მუშაობის მკაცრი სტრუქტურა, რათა ჯგუფებს მიეცეთ მაქსიმალური თავისუფლება და
ინდივიდუალურობა. სხვა აქსელერატორებთან შედარებით, YC-ს შერჩევითი კრიტერიუმი
არ არის მყარი ბიზნეს გეგმა ან პროდუქტის სრულყოფილი განვითარება, არამედ
ანტრეპრენიურების ხედვა და პოტენციალი.

YC სილიკონველის მაგივრად, საქართველოში, რომ აღმოცენებულიყო, მისი მთავარი


კონკურენტი Techstar-ის მაგივრად იქნებოდა Startup Georgia, სადაც პროექტებს აფასებენ
წამყვანი საერთაშორისო, გამოცდილი ექსპერტები ისევ და ისევ სილიკონველიდან.
სამწუხაროდ თავად Startup Georgia-ს პროგრამა 100000 ლარის ოდენობის საინვესტიციო
დაფინანსების სანაცვლოდ კომპანიასჰი 50%-ამდე წილს მოითხოვს.

5. ეკა

6.

საინტრესოა როგორ იღებს შემოსავლებს კომპანია და რა მოგება აქვთ მათ თითოეული


დაფინანსებული სტარტაფიდან. Y Combinator-ს როგორც უკვე ვთქვით, სხვა მსგავსი
კომპანიებისგან განსხვავებით ბევრად ნაკლები წილი ჰქონდა მის მიერ სუბსიდირებულ
სტარტაფებში. კომპანიის დამფუძნებლების წილი თავიდანვე განისაზღვრა - 7% -ით. რაც
ბუნებრივია დამატებითი სტიმული იყო სტარტაფერებისთვის, რადგან იცოდნენ, რომ Y
Combinator არ ისარგებლებდა რაიმე უპირატესობით არ აიღებდა მათგან 20 ან უფრო მეტ %-
ს, როგორც ამას სხვა ინვესტორები თუ მსგავსი ტიპის კომპანიები აკეთებდნენ და აკეთებენ.
თითქოსდა, ერთი შეხედვით მცირე -7%იანი წილით კი კომპანიამ შეძლო არა თუ უბრალოდ
ფუნქციონირება არამედ უდიდეს მოგებაზე გასვლა.
2014 წლის მონაცემებით Y Combinator-ის დამფუძნებლების ჯამური შემოსავალი იყო 9
მილიარდი დოლარი, რაც საშუალოდ 14 მილიონი დოლარია თითო დაფინანსებული
სტარტაფიდან. თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი, დაახლოებით 80% შემოსავალი მოიტანეს
იმ კომპანიებმა რომლებიც არიან : DropBox, AirBnB, Strip. თუმცა რიცხვების ამგვარად თვლა
არ არის ბოლომდე სწორი რადგან, ბევრი სტარტაფი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. უფრო
სწორი იქნება განვიხილოთ კომპანიის ბაზარზე ოპერირება 2005-2009 წლებში. ამ დროის
განმავლობაში დამფუძნებლების ქონების საერთო ღირებულება შეადგენდა 7 მილიარდ
დოლარს ან სხვაგვარად რომ ვთქვათ 48 მილიონ დოლარს თითო სტარტაფიდან.
ამ 5 წლის განმავლობაში Y Combinator- ის მიერ დაფინანსებული 145 სტარტაფიდან 55 (38%)
წარუმატებელი აღმოჩნდა და დაიხურა, 38 (26%) გაიყიდა, ხოლო 52 (36%) დღესაც
აგრძელებს ოპერირებას.
(slide)
აღსანიშნავია ისიც, რომ Y Combinator- ის მიერ დაარსებული კომპანიებიდან 8 მათგანი ღირს
1 მილიარდ დოლარზე მეტი. 40ზე მეტი კომპანია კი 100 მილიონზე მეტი.

საინტერესოა ასევე როგორ მსჯელობს ჩვენი კომპანია, როცა იგი აფინანსებს და ეხმარება ჯერ
კიდევ არარსებულ, იმედებზე დამყარებულ კომპანიას. როდესაც Y Combinator სტარტაფებში
ინვესტიციებს, განსაზღვრულ, ახლა უკვე 120 000 დოლარს დებს, ხოლო შემდეგ მოითხოვს
7%ს, გამოდის, რომ იგი თითო სტარტაფს აფასებს დაახლოებით 1.7 მილიონ დოლარად,
საიდანაც დაახლოებით 1.6 მილიონს ფლობენ სტარტაფერები, დანარჩენს შესაბამისად - YC.
იმისათვის, რომ YC მინიმუმ ნულოვან მოგებაზე გავიდეს, ანუ დახარჯული ფული
დაიბრუნოს, საჭიროა მათ მიერ დაფინანსებული სტარტაფი რაღაც დროის შემდეგ 1.7
მილიონ დოლარად შეფასდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ასეთი პროექტი უკვე
გარდაცვლილი სტარტაფების ჯგუფში გადაინაცვლებს.

სტარტაფების რაოდენობა 2014 წლის მონაცემებით შეადგენდა 634ს, ხოლო ჯამური


ღირებულება 26 მილიარდ დოლარს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ 2 წლის წინ, 2012 წელს ეს
რიცხვი იყო მხოლოდ 7.8 მილიარდი დოლარი. სწორედ ამ დროის განმავლობაში მიაღწიას
წარმატებას ზემოთ ხსენებულმა კომპანიებმა. DropBox და AirBnB შეფასდა 10-10 მილიარდ
დოლარად, ხოლო Stripe – 1.75 მილიარდად.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა დაფინანსებული პროექტების
რაოდენობამ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალ წლებში კვლავ გაიზრდება
YC-ის შემოსავლები, ძალაუფლებაც და პოპულარობაც. უფრო მეტს კომპანიის აწმყოსა და
მომავალზე კი ირაკლი გიამბობთ.

You might also like