You are on page 1of 21

სამედიცინო ტურიზმი

“პაციენტები საზღვრებს გარეშე!’’


სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად
განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა
სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია.
 სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ
მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება
სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი.

 ეს არის პროცესი, რომლის დროსაც პაციენტები მიემგზავრებიან სხვა


დანიშნულების ადგილებში სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით.
 არსებობს ლოკალური, რეგიონალური და გლობალური სამედიცინო
ტურიზმის ტიპები. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები იღებენ
მომსახურებას დისტანციურად ტელემედიცინის მეშვეობით და
ესეც სამედიცინო ტურიზმის სახეობაა. არსებობს საგანმანათლებლო
სამედიცინო ტურიზმი, როდესაც სამედიცინო პერსონალი
მოგზაურობს კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკისა და სხვა მიზნით
სამედიცინო ტურიზმმა წარმოშვა თანამედროვე ჯანმრთელობის ახალი
კონცეფცია: როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ გადაჭრის
ჯანმრთელობის პრობლემას, იგი ირჩევს მისთვის სასურველ ქვეყანას,
ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე
სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად.

 სამედიცინო ტურიზმის განვითარების გლობალური ტენდენციები


 მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ბაზარი მკვეთრი ზრდის ტემპით
ხასიათდება. ბოლო მონაცემებით, 2004-2012 წლების პერიოდში სამედიცინო
ტურიზმიდან შემოსავლები 40 მილიარდიდან 0,5 ტრილიონ დოლარამდე
გაიზარდა და მთლიანი ტურიზმის შემოსავლების ($ 3.2 ტრილიონი) 14%
შეადგინა. 2012 წელს, სამედიცინო ტურიზმმა გლობალური მშპ-ის 1.8%
შეადგინა. ექსპერტთა მტკიცებით, 2017 წლისათვის სამედიცინო ტურიზმის
ბაზრის 50%-ზე მეტი აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის
ქვეყნებზე გადანაწილდება
 თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განაპირობებს 3
ძირითადი ფაქტორის ზემოქმედება, ესენია: სამედიცინო მომსახურების
ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ფასი.
სამედიცინო ტურიზმის ოთხი ძირითადი მოტივი არსებობს:

საზღვარგარეთ ანალოგიური სერვისის დაბალი ღირებულება; 10%


თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები; 42%
მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება; 33%
დროის ფაქტორი (მკურნალობის ხანგრძლივი ლოდინი საკუთარ
ქვეყანაში); 15%
საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არ არსებობა.

 სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული


ქვეყნებიდან არიან, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ჩადიან შედარებით
იაფი სამედიცინო მომსახურების გამო. მაგალითად, კარდიოქირურგიული
ოპერაცია აშშ-ში 200000 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც მსგავსი სერვისი
ინდოეთში 25 000 დოლარია . საქართველოში სამედიცინო და
გამაჯანსაღებელი მომსახურება 3-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ისრაელში, 5-ჯერ
უფრო იაფია ვიდრე ევროპაში და 10–ჯერ უფრო იაფია ვიდრე ამერიკაში.
სამედიცინო ტურიზმი და საქართველო
 დღეს არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, საქართველოში
ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში მილიარდ შვიდას
მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
 სამედიცინო ტურისტებისათვის საქართველოს შეუძლია შემდეგი ტიპის
მომსახურების შეთავაზება: სტომატოლოგია და კბილების პროტეზირება,
კოსმეტიკური მედიცინა, მხედველობის კორექცია ექსიმერული ლაზერის
მეთოდით, გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა (სტენტირება,
შუნტირება), ფაგებით მკურნალობა (ექსკლუზიური სახეობა, ვინაიდან
თბილისის ფაქტერიოფაგი ერთ–ერთი უნიკალური დაწესებულებაა
მსოფლიოში), რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება (უშვილობის
მკურნალობა, ინ–ვიტრო განაყოფიერება და სხვა) და ა.შ.
 გარდა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა, ტურისტებისათვის
შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ტიპის მომსახურების შეთავაზება, ანუ
ერთმანეთს შეუთავსდეს საჭირო სამედიცინო დახმარება და უცხო ქვეყანაში
დასვენება. მით უმეტეს, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად
ადამიანებს, როგორც წესი, თანხმლები პირებიც მიჰყვებიან.
საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით
გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამ მხრივ, იგი ძალზედ
მდიდარია საკურორტო ადგილებით. დღეისათვის
აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი,
რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა
დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და
გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია,
რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა
სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი,
ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები
მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით
გამოყენებისთვის.
საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–
ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები,რაც აიხსნება ქვეყნის
ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო-ბალნეოლოგიური კურორტებით.
მთის კურორტებზე დასვენება ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ
ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე.

 ზღვის ჰავას გააჩნია სამკურნალო  მინერალური წყლები საჭმლის


თვისებები. იგი წარმატებით მონელების სისტემის, ენდოკრინული
გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სისტემის, ნივთიერებათა ცვლის
სასუნთქი ორგანოების დაავადებების სხვადასხვა დარღვევების
დროს, ნერვული სისტემის სამკურნალოდ გამოიყენება.
ფუნქციური დარღვევის მინერალური წყლების
სამკურნალოდ კურორტებიდან შეიძლება
დავასახელოთ ბორჯომი, საირმე,
 ურეკის დადებითი სამკურნალო ლებარდე, უწერა, შოვი.
ფაქტორებიდან შეიძლება, გამოვყოთ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების,  ახტალაში იკურნება მოძრაობის
ცენტრალური ნერვული სისტემის, ორგანოთა ქრონიკული,
ფუნქციური დაავადებების, საყრდენ- პერიფერიული ნერვული სისტემისა
მამოძრავებელი აპარატის და სხვა და გინეკოლოგიური დაავადებები.
დაავადებათა სამკურნალო ეფექტი.
ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ტურისტი შემოდის საქართველოში
სამედიცინო სერვისების მისაღებად, არ არსებობს.

• საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის ათი თვის ჯამური


მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5 406 188
შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით
მეტია. სტატისტიკურად, ამ ტურისტების მინიმუმ 2-3% მძიმე ავადმყოფები არიან,
რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, დაახლოებით 8
პროცენტი კი უფრო მსუბუქი დაავადებებით ან პროფილაქტიკისთვის მიმართავს
სამედიცინო დაწესებულებებს.
• ძირითადი მოთხოვნა მომხმარებლისგან მომდინარეობს იმ კურორტებზე, რომლებზეც
შესაძლებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საქართველოში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი
ტურისტის ქვეყანაში ყოფნის მინიმალური ვადა ათი დღეა,რაც კონკრეტული
რეგიონისთვის დამატებითი შემოსავლის ზრდას იწვევს, ადგილობრივების
დასაქმებას, სხვადასხვა ტურისტულ სერვისების განვითარებას;
ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად საქართველოს სამედიცინო
ტურიზმში სტომატოლოგია მიიჩნევა.

• ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად საქართველოს სამედიცინო ტურიზმში


სტომატოლოგია მიიჩნევა. სტომატოლოგიური მომსახურების სიძვირით გამოირჩევა: ამერიკის
შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნების
უმეტესობა, ხოლო სტომატოლოგიური ტურიზმის ლიდერი ქვეყნებია: მექსიკა, კოსტა რიკა,
ინდოეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა და ა.შ. მაშინ, როცა, მაგალითად, აშშ-ში ან
გაერთიანებულ სამეფოში ერთი დენტალური იმპლანტის ფასი საშუალოდ თუ 3500-4000
დოლარია, სამედიცინო ტურიზმის ლიდერ ქვეყნებში ფასები 800-900 დოლარის ფარგლებში
მერყეობს.

• საქართველოში კი საშუალო ფასი – 300 დოლარია


რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის თქმით, თუკი
მედიცინაში არის კომერციული ინტერესი, ეს, პირველ რიგში,
რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.

• კლინიკის პაციენტებს შორის უცხოელებს 10-12% უკავია


• კერძოდ, უშვილო წყვილები მათთან თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის
ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან ჩადიან. რეპროდუქტოლოგის ინფორმაციით,
საქართველოში არის მთელი რიგი კანონები, რომლებიც სხვა ქვეყნებისგან
განსხვავებით ლიბერალურია და დარგს უფრო მიმზიდველს ხდის, შესაბამისად
იაფია მომსახურებაც, უცხოელების დაინტერესებაც აქედან გამომდინარეობს.
სამედიცინო ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები:
• უმთავრესად უნდა გამოვყოთ სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი
კონკურენცია.
• სამკურნალო ტურიზმის განვითარებას აფერხებს ცუდი ინფრასტრუქტურა.არსებული
კერძო სასტუმროების მომსახურების დონე დაბალია.
• საყურადღებოა სატრანსპორტო სისტემაში არსებული პრობლემები. მიუხედავად
იმისა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზების
ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს უმეტეს მაღალმთიან რეგიონში
მოშლილია საგზაო და სატრანსპორტო სისტემა.
• არადამაკმაყოფილებელი სანიტრულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
• საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის შესახებ არ არსებობს
სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. სამკურნალო კურორტებზე შედარებით ნაკლებია
რეკლამა. ასევე, ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის
დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს ნაკლებად სთავაზობს.
სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი კონკურენციის გამო,
საქართველოსთვის უფრო რეალურია ვიწრო, სპეციფიკური სერვისების შეთავაზება,
რომლებსაც არ სჭირდება დიდი ინვესტიციები. გარკვეულ, სპეციფიკურ სერვისებზე
დაბალი ფასების დაწესებითა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო
სტანდარტების დაცვით შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა. ამ კუთხით
იგი შეიძლება საინტერესო გახდეს, თუნდაც რეგიონალური მასშტაბით.

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და


საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის
ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა ეროვნული ტურიზმის სტრატეგია. სტრატეგია
მოიცავს 20-25 წლის პერიოდს და განსაზღვრულია ტურიზმის განვითარების
სხვადასხვა მიმართულებები: სამკურნალო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი,
სათავგადასავლო, კულტურული ტურიზმი და ა.შ. სტრატეგიის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოში სამკურნალო ტურიზმის,
გამაჯანსაღებელი კურორტების განვითარება.
• ინვესტისტიციები სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მიზერულია.
10 დღიანი სამკურნალო ტური სასტუმროში BORJOMI PALACE

• თანხა: $1155 (7დღის შემთხვევაში 845 $ ერთ ადამიანზე)


• ტრანსფერი თბილისის აეროპორტიდან სასტუმრომდე
• სასტუმროდან თბილისის აეროპორტამდე
• სასტუმროში 10 დღით განთავსება
• საუზმე
• სამკურნალო პროცედურები:
• •თერაპევტ - გასტროენტეროლოგი

• • ერთ-ერთი ექიმის კოსულტაცია (უროლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი)

• • ლაბორატორია: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, შაქარი სისხლში, კუჭის წვენის ანალიზი,
კოაგულოგრამა

• • ნაწლავის სიფონური გამორეცხვა მინერალური წყლით -2 პროცედურა

• • დუოდენალური ამორეცხვა მინერალური წყლით

• • კუჭის ამორეცხვა მინერალური წყლით

• • ულტრაბგერითი გამოკვლევა(მუცლის ღრუ)

• • ელექტროკარდიოგრამა

• •ფიზიოთერაპია: 2 დასახელება 5-5 პროცედურა

• • ინგალაცია -5 პროცედურა

• • სპა კაპსულა: ჰიდრომასაჟი ( გვირილა, ორკბილა,მინერალური წყალი) 4 პროცედურა

• პატარა კაპსულა (ორქლის ვანა, არომა თერაპია, ქრომოთერაპია -1 პროცედურა

• • ელექტროტალახი 5

• პარაფინი 5

• • გინეკოლოგიური გმორეცხვა 5

• მარილის ოთახი 5
ბიბლიოგრაფია

• HTTP://JANDACVA.GE/SAMEDICINO-TURIZMI-DA-SAQARTVELO-PROBLEMEBIS-SPECIFIKA-DA-
REKOMENDACIEBI/
• HTTP://SAMEDICINOTURI.BLOGSPOT.COM/2013/04/BLOG-POST_6643.HTML
• HTTP://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/NEWS/63170/
• HTTPS://EKOFACT.COM/2011/10/28/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1
%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D-
%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%
E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1/
• HTTP://TRAVELINGEORGIA.GE/NEWS/MEDICAL-TOURISM/
• HTTP://WWW.RATIANI.GE/TOURISM
• HTTP://WWW.TTIMES.GE/ARCHIVES/64395
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like