You are on page 1of 21

ანტიტრასტული პოლიტიკა და რეგულირება

ეს იყო უდიდესი დაყოფა რაც მანამდე არასდროს მომხდარა. 2000 წლის აპრილში
ფედერალურმა მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, რომ პროგრამული უზრუნველყოფის
გიგანტი მაიკროსოფტი უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად - ერთი, რომელიც გაყიდდა
ოპერატიულ სისტემებს და სხვა - ვებ ბრაუზერს, ინტერნეტ ექსპლორერსა და კომპანიის
ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს მაიკროსოფტ ოფისის პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ
განაჩენის გამოტანისას, სასამართლომ დაასკვნა, რომ „მაიკროსოფტი ინარჩუნებდა
მონოპოლიურ ძალაუფლებას ანტიკონკურენციული საშუალებებით და ცდილობდა ვებ
ბრაუზერების ბაზრის მონოპოლიზაციას, ორივე შერმანის ანტიტრასტული აქტის ნაწილი 2-
ის დარღვევით.“ მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება
მაიკროსოფტის დაყოფის შესახებ, რადგან იმ მოსამართლის გარკვეულმა ქმედებებმა
რომელმაც გამოიტანა განაჩენი ეჭვქვეშ დააყენა მისი მიუკერძოებლობა. თუმცა, სააპელაციო
სასამართლომ მხარი დაუჭირა სამართლებრივ მიგნებას, რომ მაიკროსოფტს ჰქონდა
ოპერატიული სისტემების ბაზარზე მონოპოლია და ამას ინარჩუნებდა ანტიკონკურენციული
ქმედებებით.
აშშ-ს მთავრობა ბევრ შემთხვევაში იყო ჩართული, როდესაც ჩაერია ინდუსტრიაში
კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. როცა ორ დიდ სუპერმარკეტს, Staples და
Office Depot, სურდა გაერთიანება აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გააპროტესტა და
საბოლოოდ მოახერხა შერწყმის შეჩერება. როდესაც DIRECTV და Echostar, სატელიტური
ტელევიზიის ორ კონკურენტ მიმწოდებელს უნდოდა გაერთიანება ერთი კომპანიის შექმნის
მიზნით, კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ უარყო ეს შერწყმა იმ მოტივით, რომ ეს
შექმნიდა მონოპოლიას, რომელიც გაზრდიდა ფასებს სატელიტური ტელევიზიის
მომხმარებლებისთვის.
ამ შემთხვევებში მთავრობის განზრახვა იყო კონკურენციის ხელშეწყობა, რომელიც
როგორც ვიცით არის ბაზრის ეფექტურობის მნიშვნელოვანი ინგრედიენტი. მონოპოლიისა და
მონოპოლისტური კონკურენციის მოდელებმა, რომელიც შეისწავლეთ მე-10 და მე-11 თავებში,
აჩვენა, რომ როცა ფირმებს აქვთ საბაზრო ძალაუფლება, ისინი აწესებენ ფასებს ზღვრული
დანახარჯების მაღლა, ამცირებენ წარმოებულ რაოდენობას და ქმნიან საზოგადოებრივ
დანაკარგებს. ასეთ შემთხვევებში, მთავრობას შეუძლია წმინდა დანაკარგების შემცირება და
ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდა ისეთი ქმედებების განხორციელებით, რაც ხელს
შეუწყობს კონკურენციის გაზრდას.
ამ თავში შეისწავლით რამდენიმე განსხვავებულ გზას, რომლის საშუალებითაც
მთავრობას შეუძლია კონკურენციის ხელშეწყობა და ფირმების საბაზრო ძალაუფლების
რეგულირება. განვიხილავთ პოლიტიკის ორ ფართო ტიპს: (1) ანტიმონოპოლიური პოლიტიკა,
რომელიც ეხება ისეთი ანტიკონკურენტული პრაქტიკის თავიდან აცილებას, როგორიცაა
ფასების დაფიქსირება და ფირმების საბაზრო ძალაუფლების შეზღუდვა არსებული ფირმების
გაერთიანების შეჩერებით ან დაყოფით, და (2) მარეგულირებელი პოლიტიკა, რომლის
დროსაც მთავრობა მოითხოვს ბუნებრივი მონოპოლიის მქონე ფირმებისგან ფასების
დადგენილ დონეზე დაწესებას. ასევე ვისაუბრებთ მთავრობის ჩარევის შეზღუდვებსა და
სირთულეებზე. მთავრობამ, შესაძლოა, გადაუხვიოს და არეგულიროს ბაზრები მაშინაც კი,
როდესაც არ არსებობს აშკარა მითითება ანტიკონკურენტული ქცევის შესახებ. ფაქტობრივად,
რადგანაც სამთავრობო უწყებები მგრძნობიარე არიან გარე გავლენისგან, ზოგჯერ
მარეგულირებლებმა შეიძლება დაასრულონ კონკურენციის შეზღუდვით მათი ჩარევის გამო.
იმ პრობლემების გააცნობიერება და გააზრება, რომელიც საბაზრო ჩავარდნასა და მთავრობის
ჩავარდნას უკავშირდება, მნიშვნელოვანი უნარია ეკონომისტისთვის.

ანტიტრასტული პოლიტიკა
ანტიტრასტული პოლიტიკა ეხება იმ ქმედებებს, რასაც მთავრობა იღებს ეკონომიკაში ფირმებს
შორის კონკურენციის გასაძლიერებლად. ანტიტრასტული პოლიტიკა მოიცავს შესამჩნევად
დიდი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმების გამოწვევასა და დაყოფას, გაერთიანებების
თავიდან არიდებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მონოპოლიურ ძალაუფლებას, ამკრძალავი
ფასების დარეგულირებასა და ფირმებსა და მათ მომწოდებლებს შორის ანტიკონკურენტული
შეთანხმებების შეზღუდვას.

არსებულ მონოპოლიურ ძალაუფლებაზე შეტევა


ანტიტრასტული პოლიტიკა დაიწყო შეერთებულ შტატებში 100 წელზე მეტი ხნის წინ
გაერთიანებისა და კონსოლიდაციის მასობრივი ტალღის საპასუხოდ. გაერთიანების მსგავსი
ქმედებები მოხდა დაახლოებით იმავე დროს ევროპაში. ეს გაერთიანებები გახდა შესაძლებელი
სწრაფი ინოვაციებით ტრანსპორტში, კომუნიკაციასა და მენეჯმენტში. ქვეყნის მასშტაბით
გაფართოვდა სარკინიგზო მაგისტრალები და სატელეგრაფო ხაზები, დიდ ფირმებს მიეცათ
საშუალება განეთავსებინათ საწარმოო ობიექტები და გაყიდვების ოფისები სხვადასხვა
საზოგადოებრივ ცენტრში. ეს იყო იმ პერიოდის განმავლობაში, როცა Standard Oil კომპანია
სწრაფად გაიზარდა, შეიძინა დაახლოებით 100 ფირმა და მოიპოვა აშშ-ს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაახლოებით 90 პროცენტი. მსგავსად, შეერთებული
შტატების ფოლადის კოორპორაცია შეიქმნა 1901 წელს ბევრი პატარა ფოლადის კომპანიის
შერწყმის შედეგად. მან დაიკავა ფოლადის ბლოკების ბაზრის თითქმის 65 პროცენტი. ამ დიდ
ფირმებს დაექვა ტრასტები.
შერმანის ანტიტრასტული აქტი მიღებულ იქნა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ
ამ დიდი კომპანიების მიერ მონოპოლიური ძალაუფლების გამოყენება. ამ აქტის ნაწილი 2
ყურადღებას ამახვილებს არსებულ დიდ ფირმებზე. ის ამბობს, რომ „ყველა ადამიანი ვინც
მონოპოლიზირდება ან მცდელობა ექნება მონოპოლიზაციის . . . ვაჭრობის ან კომერციის
ნებისმიერი ნაწილი რამდენიმე შტატს შორის, ან უცხო ქვეყნებთან, დანაშაულად ჩაითვლება.

 მოკლე ისტორია: სტანდარტული ნავთობიდან მაიკროსოფტამდე. თეოდორ


რუზველტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება Standard Oil-ის დაყოფის შესახებ
შერმანის ანტიტრასტული აქტის საფუძველზე. 10 წლიანი სამართალწარმოების დასრულების
შემდეგ, 1911 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Standard Oil-მა არალეგალურად
მოახდინა მონოპოლიზაცია ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის. ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად, სასამართლომ ბრძანა Standard Oil დაყოფილიყო რამდენიმე ცალკეულ
ობიექტად. ნიუ-იორკის Standard Oil გახდა Mobil; კალიფორნიის Standard Oil გახდა Chevron;
ინდიანას Standard Oil გახდა Amoco; ნიუ ჯერსის Standard Oil გახდა Exxon; კუნკურენცია ამ
კომპანიებს შორის ნელა ვითარდებოდა, რადგან მათ წილებს კვლავ ჯონ დ. როკფელერი
აკონტროლებდა. თუმცა, რადგან წილები გადანაწილდა მემკვიდრეებზე და შემდეგ გაიყიდა,
კომპანიებმა დაიწყეს ერთმანეთთან კონკურენცია. ახლა ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას
აქვს ბევრად ნაკლები მონოპოლიური ძალაუფლება. ფაქტობრივად, კონკურენციის უფრო
მაღალი ხარისხის შესაქმნელად კლინტონის ადმინისტრაციამ დართო გაერთიანების ნება
ზოგიერთ ამ ფირმას, თუმცა, არა ერთ ნავთობგადამამუშავებელ ფირმად. მაგალითად, 30
ნოემბერს, 1999 წელს, Exxon და Mobil შეერწყა ერთმანეთს ერთი ახალი ფირმის შესაქმნელად,
რომელსაც დაერქვა Exxon Mobil.
მალე Standard Oil-ის წარმატებით გაყოფის შემდეგ, აშშ-ს მთავრობამ წარმატებით
იმოქმედა შერმანის აქტის საფუძველზე თამბაქოს ტრასტის წინააღმდეგ, ამერიკული
თამბაქოს კომპანია დაანაწევრა 16 განსხვავებულ კომპანიად. მან ასევე დაყო რამდენიმე
მონოპოლია რკინიგზაში, საკვების გადამუშავებასა და ქიმიკატების ინდუსტრიაში. თუმცა,
მთავრობა არ იყო წარმატებული შეერთებული შტატების ფოლადის წინააღმდეგ შერმანის
აქტის გამოყენების დროს. როგორც Standard Oil-ის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილი,
უზენაესმა სასამართლომ შეიმუშავა მიზეზის წესი, რომელიც მოითხოვს ფირმას ჰქონდეს არა
მხოლოდ მონოპოლიური ძალაუფლება, ასევე ის განიზრახავს ამ ძალაუფლების გამოყენებას
სხვა ფირმების წინააღმდეგ, რითაც იზღუდება კონკურენცია. უზენაესი სასამართლოს
მიხედვით 1911 წელს, თვით მონოპოლია თავისთავად არ იყო საკმარისი. რადგან
შეერთებული შტატების ფოლადის კონკურენტებისა და მომხმარებლების უმეტესობამ თქვა,
რომ კომპანიის ქმედებები არ ზღუდავდა კონკურენციას, 1920 წელს უზენაესმა სასამართლომ
მიზეზის წესის გამოყენებით გადაწყვიტა, რომ შეერთებული შტატების ფოლადი არ იყო
დამნაშავე შერმანის აქტის მიხედვით.
ოცდახუთი წლის შემდეგ, 1945 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ,
რომელითაც ალკოა ალუმინი სცნო დამნაშავედ მონოპოლიზაციაში, დახვეწა მიზეზის წესი,
რათა გაეადვილებინა დამნაშავედ ცნობა. მიუხედავად იმისა, მონოპოლია თავისთავად არ იყო
საკმარისი, გაზნრახ შეძენის სურვილი და მონოპოლიის შენარჩუნება - უფრო ადვილი
დასამტკიცებელია, ვიდრე კონკურენციის შეზღუდვის განზრახვა - იყო საკმარისი დამნაშავის
გამოსავლენად.
1969 წელს აშშ-ს მთავრობამ წამოიწყო ანტიმონოპოლიური ქმედება IBM-ის
წინააღმდეგ მეინფრეიმების ბაზარზე დომინანტობის გამო. რამდენიმე წლიანი
სამართალწარმოების შემდეგ მთავრობამ მიატოვა საქმე. ერთი მიზეზი იყო სწრაფი ცვლილება
კომპიუტერების ბაზარზე. მეინფრეიმები აწყდებოდნენ კონკურენციას პატარა
კომპიუტერებისგან. ფირმები, როგორიცაა Digital Equipment და Apple Computer, კონკურენციას
უწევდნენ IBM-ს 1982 წლისთვის, როცა მთავრობამ მიატოვა ეს შემთხვევა. კონკურენციის
სურათი ფართოდ დაათვალიერებითა და იმის მიხვედრით, რომ უკვე დახარჯეს მილიონები,
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ანტიტრასტული ქმედებები აღარ იყო გარანტირებული.
აშშ-ს მთავრობამ იმოქმედა AT&T-ის წინააღმდეგ 1970-იან წლებში. ის ამტკიცებდა,
რომ AT&T, როგორც ქვეყნის სატელეფონო მომსახურების ერთადერთი მნიშვნელოვანი
მომწოდებელი, ზღუდავდა ვაჭრობას. ამ ანტიტრასტული ქმედების შედეგად, AT&T დაიშალა
და მოუწია კონკურენციის გაწევა MCI- სა და Sprint-თან ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო
სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფაში. კონკურენციის ამ ზრდამ შეამცირა
საქალაქთაშორისო ზარების ღირებულება.
უახლესი მთავარი შემთხვევა წამოიწყეს მაიკროსოფტის წინააღმდეგ. 1990-იან წლებში
რამდენიმე ანტიტრასტული გამოძიების, მოლაპარაკებისა და სასამართლო განხილვის შემდეგ
ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ მაიკროსოფტს ჰქონდა მონოპოლიური
ძალაუფლება, რომლის გამოყენებით კონკურენტები და მომხმარებლები დააზიანა და ბრძანა
ფირმის გაყოფა 2000 წლის ივნისში. თუმცა, ეს ბრძანება შეიცვალა 2001 წელს და
ფედერალურმა მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას. იუსტიციის დეპარტამენტმა შესთავაზა, რომ
მაიკროსოფს უნდა ეწარმოებინა კომპიუტერები და პროგრამული უზრუნველყოფის
ინსტალაცია კი უნდა მოეხდინა თავისი კონკურენტებისგან, მაიკროსოფტს ხელმისაწვდომი
უნდა გაეხადა საკმარისი ინფორმაცია თავისი ოპერატიული სისტემის შესახებ, ამის შედეგად
სხვა კომპანიებს შეეძლოთ დაეწერათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კარგად
მუშაობდა მაიკროსოფტის ოპერატიულ სისტემებთან.

 მტაცებლური ფასები. მტაცებლური ფასებით ბაზრის მონოპოლიზაციის მცდელობა


გახდა მთავრობისა და ასევე სხვა ფირმების გამოწვევა და დაყოფა არ არის გამოსავალი.
მტაცებლური ფასები ეხება ფირმების მცდელობას დააწესონ ფასი მათი დახურვის წერტილის
ქვემოთ იმ მიზნით, რომ გამოდევნოს თავისი კონკურენტები ბიზნესიდან, რის შედეგადაც
ჩამოაყალიბებს მონოპოლიას.
1986 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, Zenith-ს Matsushita-ს
წინააღმდეგ მტაცებლური ფასების დამტკიცება გაუჭირდა. Matsushita-სა და რამდენიმე სხვა
იაპონურ კომპანიას Zenith-მა ბრალი წაუყენა აშშ-ს ბაზარზე ტელევიზორებზე მტაცებლური
ფასების გამო. ხუთწლიანი სამართალწარმოებისა და გასაჩივრების შემდეგ, სასამართლომ
გადაწყვიტა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება მტაცებლურ ფასებზე.
სასამართლომ დაამტკიცა, რომ აშშ-ს ბაზარზე იაპონური ფირმების წილი მცირე იყო Zenith-
თან შედარებით ბაზრის მონოპოლიზაციის დასაჯერებლად. უფრო მეტიც, როგორც ჩანდა
იაპონური ფირმების მიერ დაწესებული დაბალი ფასი ტელევიზორებზე გამოწვეული იყო
წარმოების დაბალი დანახარჯებით. ამრიგად, სასამართლოს უმრავლესობამ გამოთქვა აზრი,
რომ ამ მტაცებლური ფასების შემთხვევას ეკონომიკურად აზრი არ აქვს.
მტაცებლური ფასების განსხვავება რთულია ძლიერი კონკურენციისგან, რაც საბაზრო
ეკონომიკის კარგად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, Wal-Mart
დაადანაშაულეს მტაცებლურ ფასებზე პატარა საცალო მოვაჭრეებმა, რომლებსაც გაუჭირდათ
კონკურენციის გაწევა Wal-Mart-ის დაბალ ფასებთან. ჯერ კიდევ, ბევრ ამ შემთხვევაში მეტად
მოსალოდნელია, რომ Wal-Mart არის მეტად ეფექტური. მისი დაბალი ფასები ეფუძნება დაბალ
დანახარჯებს. 1993 წელს, Northwest Airlines-მ უჩივლა American Airlines-ს მტაცებლური
ფასების გამო ტეხასში, მაგრამ წააგო. ნაფიცმა მსაჯულმა დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ
American Airlines აწესებდა ფასებს დახურვის წერტილის ქვემოთ, ის არ ცდილობდა ბაზრის
მონოპოლიზაციას.
შერწყმის პოლიტიკა
ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა მთავრობის მიერ იძულებითი დაშლის სიხშირე,
რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს საერთაშორისო დიდი კონკურენციით ან შერწყმის
პოლიტიკის ეფექტურობით, რასაც ახლა განვიხილავთ. ბაზრის დიდი წილის დასაკავებლად,
ფირმები უნდა გაიზარდონ შინაგანად ან გაერთიანდნენ სხვა ფირმებთან. თუ მთავრობას
შეუძლია დანერგოს შერწყმის პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს მნიშვნელოვანი საბაზრო
ძალაუფლების მქონე ფირმების წარმოქმნას, შემდეგ ნაკლები საჭიროება იქნება მაღალი
საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმების დაყოფისა.
შერმანის ანტიტრასტული აქტი ეხებოდა უკვე არსებულ მონოპოლიებს. 1914 წლის
კლეიტონის ანტიტრასტული აქტი მიზნად ისახავდა მონოპოლიების წარმოქმნის თავიდან
არიდებას და ახლა უზრუნველყოფს სამართლებრივ საფუძველს იმ შერწყმის თავიდან
ასაცილებლად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონკურენციას. ფედერალური სავაჭრო კომისია
(FTC) დაფუძნდა 1914 წელს, რათა ხელი შეეწყო ამ აქტების აღსრულებას იუსტიციის
დეპარტამენტთან ერთად.
დღემდე, იუსტიციის დეპარტამენტის ანტიტრასტულ განყოფილებასა და
ფედერალურ სავაჭრო კომისიას აქვთ ორმაგი პასუხისმგებლობა კონკურენციის პოლიტიკაზე
შეერთებულ შტატებში. იუსტიციის დეპარტამენტს აქვს გამოძიების მეტი ძალაუფლება და
შეუძლია სამართლებრივ პასუხისგებაში მიცება, მაგრამ უმეტესწილად ორმაგი
პასუხისმგებლობა აქვთ.
როგორ წყვეტს მთავრობა ფირმების შერწყმა ამცირებს თუ არა კონკურენციას ბაზარზე?
ეკონომისტები და იურისტები იუსტიციის დეპარტამენტსა და ფედერალურ სავაჭრო
კომისიაში ატარებენ დიდ ანალიზს. ისინი ფოკუსირდებიან ფირმის საბაზრო ძალაუფლებაზე.
რაც უფრო კონცენტრირებული არიან ფირმები ინდუსტრიაში, მეტად მოსალოდნელია ამ
ფირმებს ჰქონდეთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.

 “ჰერფ“. კონცენტრაცია იზომება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსით (HHI). ინდექსს


ხშირად იყენებენ შერწყმის ზეგავლენის გასაანალიზებლად ინდუსტრიის კონკურენტულ
სტრუქტურაზე რომლის მეტსახელია: „ჰერფ“. HHI გამოითვლება ინდუსტრიაში ყველა
ფირმის საბაზრო წილის კვადრატების ჯამით. რაც უფრო მეტად კონცენტრირებულია
ინდუსტრია, წილები დიდია და შესაბამისად მაღალია HHI. მაგალითად, თუ მხოლოდ ერთი
ფირმა აკონტროლებს მთელ ბაზარს, HHI არის (100)2 = 10,000, მაქსიმალური მნიშვნელობა
რომლის მიღებაც შეუძლია. თუ მხოლოდ ორი ფირმაა, თითოეული 50 პროცენტიანი წილით,
HHI არის (50)2 + (50)2 = 5,000. თუ 10 ფირმაა თანაბარი წილებით, HHI არის 1,000. კონკრეტულ
ინდუსტრიებში ფირმის წილების რამდენიმე ჰიპოთეტური მაგალითისთვის HHI-ის
მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში 1.
დააკვირდით, რომ HHI არ წარმოადგენს მხოლოდ ფირმების რაოდენობის საზომს
რომელიც არსებობს ინდუსტრიის შიგნით. HHI დაბალია როცა ბევრი ფირმაა ინდუსტრიაში,
მაგრამ ის ასევე დაბალია როცა ყველა ფირმის წილი მეტწილად თანაბარია. მაშინაც კი,
როდესაც ბევრი ფირმაა ინდუსტრიაში, HHI შეიძლება იყოს დიდი თუ ერთ ან ორ ფირმას აქვს
მაღალი წილი. მაგალითად, 20 ფირმისგან შემდგარ ინდუსტრიას, რომელშიც ერთ ფირმას აქვს
ბაზრის 81 პროცენტი და სხვებს აქვთ თითოეულს 1 პროცენტი, აქვს ძალიან მაღალი HHI 6,580-
ის ტოლი, იმაზე მაღალი ვიდრე ორ ფირმას ინდუსტრიის თანაბარი წილებით.
იუსტიციის დეპარტამენტისა და ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ
შემოთავაზებული შერწყმის სახელმძღვანელოს მიხედვით, ინდუსტრიაში შერწყმის შემდეგ
1,800-ზე მაღალი HHI არის გამოწვევა თუ HHI იზრდება 50 პუნქტით ან უფრო მეტით.
როდესაც HHI არის 1,000 ზე დაბლა გამოწვევა ნაკლებად სავარაუდოა. 1,000-სა და 1,800-ს
შორის, შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს თუ HHI იზრდება 100 პუნქტით ან მეტით.
ზოგიერთი მაგალითი ნაჩვენებია ცხილში 1. დავუშვათ, ორი ყველაზე პატარა ფირმა C
ინდუსტრიაში ერთიანდება და ამის შედეგად ინდუსტრია იღებს B ინდუსტრიის ფორმას.
შემდეგ HHI იზრდება 32-ით, 3,376-დან 3,408-მდე. ამრიგად ნაკლებად სავარაუდოა რომ
მთავრობა დაუპირისპირდებოდა ამ შერწყმას. ამის საპირისპიროდ, დავუშვათ, ორი ყველაზე
პატარა ფირმა B ინდუსტრიაში ერთიანდება. ამის შედეგად HHI იზრდება 192-ით, 3,408-დან
3,600-მდე, ამ შემთხვევაში მოსალოდნელი იქნებოდა მთავრობის დაპირისპირება ამ
შერწყმასთან.
HHI მიუთითებს თუ რამდენად მოსალოდნელია ამ ფირმამ ჰქონდეს შერწყმის შემდეგ
საკმარისი საბაზრო ძალაუფლება ინდუსტრიაში იმისათვის, რომ ზღვრულ დანახარჯებზე
ბევრად მაღლა დააწესოს ფასები, წარმოებული რაოდენობა შეამციროს და ეკონომიკური
არაეფექტიანობა გამოიწვიოს. მაგალითად, FTC-მ დაბლოკა Office Depot-სა და Staples-ს
შერწყმა 1997 წელს. მან განაცხადა, რომ „შერწყმის შემდეგ HHI საშუალოდ 3000-ზე მეტს
შეადგენს“ და „HHI იზრდება საშუალოდ 800 პუნქტზე მეტით.“1
FTC ან იუსტიციის დეპარტამენტი კონცენტრაციის საზომებთან ერთად უყურებს
დამატებით სხვა საკითხებსაც. ახალი ფირმების ინდუსტრიაში შესვლის სიმარტივე არის
მნიშვნელოვანი ფაქტორი, ისევე როგორც სხვა ფირმებისგან ბაზრის პოტენციური
კონტესტაბილურობა. გავიხსენოთ მე-10 თავში განხილული კონტესტაბილური ბაზრის იდეა:
ცხრილი 1
HHI-ის მაგალითი სხვადასხვა ინდუსტრიაში
ინდუსტრიის ფირმების წილები(პროცენტი) HHI
მაგალითი რაოდენობა
A 3 40, 40, 20 3,600
B 4 40, 40, 12, 8 3,408
C 5 40, 40, 12, 4, 4 3,376
მაშინაც კი თუ ფირმები ძალიან კონცენტრირებულნი არიან ინდუსტრიაში, სხვა ფირმებისგან
პოტენციური შესვლა უზრუნველყოფს კონკურენციულ ზეწოლას ინდუსტრიაზე. ამრიგად,
მაღალი ხარისხის კონცენტრაციის მქონე ინდუსტრია, შესაძლოა, ფაქტობრივად,
მოქმედებდეს კონკურენტულად ახალი ფირმების ბიზნესში შემოსვლის საფრთხის გამო.

 საფასო მარჟა საბაზრო ძალაუფლების გაზომვის სხვა გზა არის საფასო მარჟა. რაც უფრო
მაღალია ფასი(P) ზღვრულ დანახარჯზე (MC), მით მეტი საბაზრო ძლაუფლება აქვს ფირმას.
ცხრილი 2 გვიჩვენებს საფასო მარჟის [(P – MC) / (P)] შეფასებებს რამდენიმე სხვადასხვა

1
საჯარო მოკლე წერილი D.C. საოლქო სასამართლოს, ფედერალური სავაჭრო კომისია Staples-სა და
Office Depot-ის წინააღმდეგ შესახებ, 7 აპრილი, 1997.
ინდუსტიის ფირმისთვის. რაც უფრო მაღალია საფასო მარჟა, მით მეტი საბაზრო ძალაუფლება
აქვთ ფირმებს ინდუსტრიაში. ცხრილი 2-ის დაკვირვებით საფასო მარჟა არის ძალიან პატარა
ყავის გამოწვის, რეზინის, ტექსტილის, საცალო ბენზინისა და სტანდარტული
ავტომობილებისთვის. ამ ბაზრებზე ფირმებს აშკარად აქვთ ცოტა საბაზრო ძალაუფლება. ამის
საპირისპიროდ, საფასო მარჟა არის ძალიან მაღალი საკვების გადამუშავებისა და
თამბაქოსთვის.

ცხრილი 2
საფასო მარჟა რამდენიმე ინდუსტრიაში
ინდუსტრია საფასო
მარჟა
საკვების გადამუშავება 0.50
ყავის გამოწვა 0.04
რეზინა 0.05
ტექსტილი 0.07
ელექტრო მოწყობილობა 0.20
თამბაქო 0.65
საცალო ბენზინი 0.10
სტანდარტული ავტომობილები 0.10
ძვირადღირებული ავტომობილები 0.34

საინტერესო მაგალითია Anheuser-Busch, Budweiser ლუდის მწარმოებელი. მილერის


მიერ Lite-ის ლუდის შემოღებამდე, Anheuser-Busch ჰქონდა მნიშვნელოვანი საბაზრო
ძალაუფლება; საფასო მარჟა იყო .3. Lite ლუდის შემოსვლის შემდეგ ფირმამ დაკარგა საბაზრო
ძალა. საფასო მარჟა დაეცა .03-მდე. აშკარად Lite ლუდმა მილერი აქცია მეტად შესამჩნევ
მოთამაშედ ლუდის ბაზარზე და ამრიგად გაზარდა კონკურენცია Anheuser-Busch-ის საბაზრო
ძალის შემცირების ხარჯზე.

 ბაზრის განსაზღვრა. ბაზარზე კონცენტრაციის გაზომვის დროს ბაზრის განსაზღვრა


მნიშვნელოვანია. ეს არის გეოგრაფიული რეგიონის განსაზღვრა და საქონლისა და
მომსახურების ის კატეგორია რომელშიც ფირმები კონკურენციას უწევენ სხვებს. ცხრილი 3
გვიჩვენებს შესაძლებლობების შუალედს კატეგორიის განზომილების გასწვრივ
გამაგრილებებლი სასმელების მწარმოებლების შერწყმისას. უნდა იყოს ბაზრის განსაზღვრება
უფრო ვიწრო (გაზიანი გამაგრილებელი სასმელები) თუ ფართო (ყველა არაალკოჰოლური
სასმელი)? ბაზრის განსაზღვრა ქმნის დიდ განსხვავებას კონცენტრაციის გაზომვაში. 1986
წელს, ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაბლოკა შერწყმა კოკა-კოლასა და Dr. Pepper-ს
შორის რომელიც გაზრდიდა HHI-ს 341-ით გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე.
თუმცა, HHI გაიზრდებოდა მხოლოდ 74-ით თუ ბაზარზე გაზიან გამაგრილებელ სასმელებთან
ერთად შევიდოდა ბოთლის წყალი, პუდრიანი გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, წვენები და
ყავა.
ცხრილი 3
ბაზრის განსხვავებული განსაზღვრებები სასმელების ინდუსტრიაში
რძე
ჩაი ჩაი
ყავა ყავა ყავა
წვენები წვენები წვენები წვენები
ბოთლის ბოთლის ბოთლის ბოთლის ბოთლის
წყალი წყალი წყალი წყალი წყალი
პუდრიანი პუდრიანი პუდრიანი პუდრიანი პუდრიანი პუდრიანი
გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე
ლი ლი ლი ლი ლი ლი
სასმელები სასმელები სასმელები სასმელები სასმელები სასმელები
გაზიანი გაზიანი გაზიანი გაზიანი გაზიანი გაზიანი გაზიანი
გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე გამაგრილებე
ლი ლი ლი ლი ლი ლი ლი
სასმელები სასმელები სასმელები სასმელები სასმელები სასმელები სასმელები
ბაზრის ვიწრო ბაზრის საშუალო ბაზრის ფართო
განსაზღვრება განსაზღვრება განსაზღვრება

ბაზრის გეოგრაფიული არეალის განსაზღვრა არის ასევე მთავარი ასპექტი საქონლისა


და მომსახურების ბაზრის განსაზღვრაში. ინტეგრირებულ მსოფლიო ეკონომიკაში,
კონკურენციის დიდი ნაწილი მოდის სხვა ქვეყნების ფირმებიდან. მაგალითად, შეერთებული
შტატების ავტომობილების ინდუსტრიაში მხოლოდ სამი ძირითადი მწარმოებელი იყო. ეს
არის მაღალი კონცენტრაციის ინდუსტრია. თუმცა, ინტენსიური კონკურენცია რომელიც
მოდის იაპონელებისგან, კორეელებისგან, გერმანელებისგან და სხვა საავტომობილო
კომპანიებიდან ზრდიან კონკურენციას. შერწყმის გამოწვევის საფუძველს ამსუბუქებს
საერთაშორისო კონკურენცია.

 ჰორიზონტალური შერწყმა ვერტიკალურის წინააღმდეგ. შერწყმის პოლიტიკა


განასხვავებს ჰორიზონტალურ შერწყმას, რომელშიც ორი ფირმა ყიდის ერთი და იმავე
საქონელს ან იმავე ტიპის საქონლის გაერთიანება, და ვერტიკალური შერწყმა, რომლის
დროსაც ფირმა უერთდება თავის მომწოდებელს, მაგალითად, როცა ტანსაცმლის
მწარმოებელი უერთდება ტანსაცმლის საცალოდ მოვაჭრე მაღაზიათა ქსელს. შერწყმის
მითითებები ეხება ჰორიზონტალურ შერწყმას. თითქმის ყველა ეკონომისტი სხვა თანაბარ
პირობებში ეთანხმება იმას, რომ ჰორიზონტალურ შერწყმას აქვს საბაზრო ძალაუფლების
ზრდის პოტენციალი.
თუმცა, შესამჩნევი უთანხმოებაა ეკონომისტებს შორის ვერტიკალური შერწყმისგან
გამოწვეული ეფექტების შესახებ. ვერტიკალური შერწყმა იშვიათად ამცირებს კონკურენციას
თუ ფირმები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ წარმოების ერთ დონეზე. თუმცა, ზოგი
ფიქრობს, რომ ვერტიკალურმა შერწყმამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საცალო ვაჭრობის დონეზე
კონკურენციის შემცირებას.
ფასების დაფიქსირება
ფირმების დაყოფისა და მაღალი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმების შერწყმის თავიდან
აცილების გარდა, ანტიტრასტული პოლიტიკა ხელს უშლის ფირმების შეთქმულებას
კონკურენციის შეზღუდვაზე. მაგალითად, როცა ორი ან მეტი ფირმა შეთანხმდება ფასების
დაფიქსირებაზე, ისინი ერთვებიან არალეგალურ ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში. ფასების
დაფიქსირება არის სერიოზული დანაშაული, რომელიც ითვლება არალეგალურად შერმანის
ანტიტრასტული აქტის პირველი ნაწილის თანახმად.
ფასების დაფიქსირების წინააღმდეგ კანონები ძალაში შედის ფასების
დამფიქსირებლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანით გზით. სარჩელების
შეტანა შესაძლებელია უშუალოდ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ და ინდივიდუალური
ფირმების მიერ რომლებიც ზარალდებიან ფასების დაფიქსირებით; ჩვეულებრივ, კერძო
სარჩელების რაოდენობა ბევრად აღემატება სამთავრობო სარჩელების რიცხვს.
ინდივიდუალურ ფირმებს შეუძლიათ სამმაგი დაზიანების შეგროვება (კლეიტონის აქტი
შეიცავს ამ დებულებას) - სამჯერ მეტი ფაქტობრივი დაზიანებები. სამმაგი დაზიანების
სასჯელი მიზნად ისახავს ფასების დაფიქსირების შეჩერებას.
ფასების დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა აშშ-ს ისტორიაში
მოხდა 1950-იან წლებში და მასში მონაწილეობდნენ Westinghouse და General Electric.
საიდუმლო კოდებისა და საიდუმლო შეხვედრების ადგილებით ამ ორი ფირმის
აღმასრულებლები ერთად შეთანხმდნენ, რომ დაეწესებინათ ფასი ელექტრო გენერატორებზე
და სხვა აღჭურვილობაზე, რომელსაც ისინი ყიდდნენ ერთსა და იმავე ბაზარზე. ამ
შეთანხმების თანახმად, მათ დააწესეს კონკურენტულ დონეზე მაღალი ფასი, მაგრამ ისინი
აღმოაჩინეს და უპოვეს ფასების დაფიქსირების დანაშაული. დაეკისრა სამმაგი დანაშაული 500
მილიონი დოლარის ოდენობით და სისხლის სამართლებრივი სასჯელი მიესაჯა; ზოგი
აღმასრულებელი წავიდა ციხეში.
უახლეს შემთხვევას წარმოადგენს კომპიუტერების მეხსიერების ბარათების
წარმოებაში ფასების დაფიქსირება. რამდენიმე ფირმა, მათ შორის ბარათების ლიდერი
მწარმოებელი სამსუნგი, დაჯარიმდა 300 მილიონი დოლარით კომპიუტერული მეხსიერების
ბარათებზე ფასების დაფიქსირების გამო. ამ დროს გაზეთებმა განაცხადეს, რომ ეს ჯარიმა იყო
სიდიდით მეორე აშშ-ს ისტორიაში. სხვა საყურადღებო შემთხვევებში შედის 1996 წლის
იუსტიციის დეპარტამენტის მიერ შეტანილი სარჩელი მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ფირმის
ArcherDaniels-Midland (ADM) წინააღმდეგ ცხოველების საკვებზე ფასების დაფიქსირების გამო
და 2001 წელს მომხმარებლების მიერ, ვინც იყიდა ან გაყიდა ნივთი აუქციონზე, სახლების
Sotheby’s და Christie’s ლეგენდარული აუქციონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. ორივე
შემთხვევა დასრულდა დიდი ჯარიმებით: ADM-მა გადაიხადა 100 მილიონ დოლარზე მეტი
ჯარიმა, მაშინ როცა Sotheby’s და Christie’s თითოეულმა გადაიხადა მილიარდი დოლარის
მეოთხედი ჯარიმა.

ვერტიკალური შეზღუდვები
აღწერილი შეთანხმებები ფასების დაფიქსირების შესახებ მიმართულია ვაჭრობის
შეზღუდვისკენ იმ ჰორიზონტალურ ბაზარზე, როგორიცაა ელექტრო ტექნიკის ბაზარი ან
კომპიუტერის მეხსიერების ბარათების ბაზარი. ვაჭრობის ასეთი შეზღუდვები აშკარად ზრდის
ფასებს, ამცირებს წარმოებულ რაოდენობას, და იწვევს წმინდა დანაკარგებს. მაგრამ არსებობს
ფირმების მცდელობა გამყიდველების რაოდენობის შეზღუდვით ვერტიკალურად შეზღუდონ
ვაჭრობა გარკვეული პროდუქტის ბაზარზე. ვერტიკალურად ვაჭრობის შეზღუდვის
რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად, ექსკლუზიური ტერიტორიებს ადგილი აქვს, როდესაც
პროდუქტის მწარმოებელი გარკვეულ საცალო მოვაჭრეებს ან საბითუმო მოვაჭრეებს აძლევს
მოცემულ ტერიტორიაზე თავისი პროდუქტის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას. ეს პრაქტიკა
გავრცელებულია გამაგრილებელი სასმელებისა და ლუდის განაწილებაში. ექსკლუზიური
გარიგება არის პრაქტიკა, რომლის მიხედვითად მწარმოებელი არ რთავს საცალო მოვაჭრეს
ნებას, რომ გაყიდოს კონკურენტი ფირმის მიერ წარმოებული საქონელი. რეალიზაციის ფასის
შენარჩუნება არის მწარმოებლის მიერ საქონელზე ფასების დადგენა და შემდეგ ის უკრძალავს
საცალო მოვაჭრეს ფასდაკლების შეთავაზებას.
ვერტიკალური შეზღუდვა ამცირებს ეკონომიკურ ეფექტიანობას? ეკონომისტებს
შორის არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლითაც მწარმოებლებს არ შეუძლიათ
გაზარდონ თავიანთი საბაზრო ძალაუფლება იმ ფირმებზე შეზღუდვების დაწესებით ვისაც
აწვდიან საქონელს. მწარმოებლის მოთხოვნა, რომ საცალო მოვაჭრემ მიიღოს გარკვეული
ქმედება მწარმოებლის პროდუქტის მიმართ, არ აძლევს მწარმოებელს კონკურენტებთან
შედარებით მაღალი ფასების დაწესების დიდ შესაძლებლობას გაყიდვების დაკარგვის გარეშე.
გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთმა შეზღუდვებმა შესაძლოა ნამდვილად გაზარდოს
ეკონომიკური ეფექტიანობა.
მაგალითად, განვიხილოთ რეალიზაციის ფასის შენარჩუნება. დავუშვათ, იაფი,
დაბალი მომსახურების მქონე ფასდაკლების მაღაზიები კონკურენციას უწევენ მაღალი ფასის
მქონე საცალო მაღაზიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბევრ სასარგებლო მომსახურებას
მომხმარებლებისთვის. თუ ფასდაკლების მაღაზიას შეეძლო შემოეთავაზებინა იგივე
პროდუქტი მცირე მომსახურებით ან მის გარეშე, ხალხს შეეძლო მაღალი ფასის მაღაზიაში
წასვლა, დაეთვალიერებინა პროდუქტი, მიეღო სასარგებლო რჩევა მცოდნე გაყიდვების
კონსულტანტისგან და შემდეგ ეყიდა ფასდაკლების მაღაზიაში. ამგვარ სამყაროში მაღალი
მომსახურების მქონე მაღაზიები გაქრებოდა. რეალიზაციის ფასის შენარჩუნება შეიძლება
განიხილებოდეს როგორც მაღაზიების დაცვის საშუალება, რომლებიც სთავაზობენ ამგვარ
მომსახურებას, ფასდაკლების მაღაზიის მიერ დაბალი ფასების დაწესების თავიდან
აცილებით.
ზოგჯერ მაღაზიებს საშუალება აქვთ მომსახურების მაღალი დონე შეინარჩუნონ სხვა
საშუალებებით. მაღალი დონის საქორწინო კაბების მაღაზიები ხშირად ამოიღებენ ეტიკეტებს
საქორწილო კაბებიდან, პერსპექტიული პატარძლები ვერ შეძლებენ მოისინჯონ ათობით კაბა
მცოდნე მაღაზიის კონსულტანტის დროისა და გამოცდილების გამოყენებით, აარჩიონ
სრულყოფილი კაბა და შემდეგ იყიდონ ბევრად დაბალ ფასად ფასდაკლების მაღაზიაში,
რომელიც არ უზრუნველყოფს მომსახურებას. მაგრამ უმეტესი საქონლისთვის, რეალიზაციის
ფასის შენარჩუნება იცავს იმისგან, რომ არსებობს ბევრი მაღაზია, ზოგიერთი უზრუნველყოფს
მომსახურების მაღალ დონეს მათთვის, ვინც აფასებს ამ ატრიბუტს დაბალ ფასზე მეტად და
სხვები სთავაზობენ მომსახურების დაბალ დონეს იმ მომხმარებლებს ვინც დაბალ ფასებს
უფრო აფასებს ვიდრე მომსახურებას. 2007 წელს, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ
მინიმალური ფასების შენაჩუნება აღარ უნდა იყოს უკანონო შერმანის ანტიტრასტული აქტის
თანახმად. ამის სანაცვლოდ, ასეთი შეთანხმებები უნდა იქნას განხილული, რათა დადგინდეს
ამცირებენ თუ არა კონკურენციას.
მსგავსი არგუმენტები შეიძლება გაკეთდეს ექსკლუზიური ტერიტორიებისთვისა და
ექსკლუზიური გარიგებისთვის. თუ მაკდონალდს სურს მხოლოდ ორმა ფრანჩაიზმა
მოემსახუროს კონკრეტულ ქალაქს, არ არსებობს მიზეზი იმისა თუ რატომაც არ შეუძლიათ
ვენდისს ან ბურგერ ქინგს გახსნან ფრანჩაიზები ამ ქალაქში, რათა მოემსახურონ პოტენციურ
მომხმარებლებს. თუ მწარმოებელს სურს მაღაზიების შეზღუდვა, რომლებიც ყიდიან თავიანთ
პროდუქტს კონკურენტების პროდუქციის გაყიდვით, ეს არ იქნებოდა განსხვავებული იმ
შემთხვევისგან, როცა მწარმოებელი და საცალო მოვაჭრე ვერტიკალურად არიან
ინტეგრირებული ერთ ფირმაში. მაგალითად, გეპი ყიდის მხოლოდ თავის საკუთარ
პროდუქტს თავის საცალო აუთლეთებში. რატომ უნდა მოექცნენ მწარმოებელს, მაგალითად
ლევი სტრაუსს, განსხვავებულად და არ მისცენ იმის უფლება, რომ უკარნახოს ამ მაღაზიებს
გაყიდონ მხოლოდ ლევისი, ხომ არ სურს ამგვარი შეზღუდვის დაწესება?
თუმცა, ზოგი ამტკიცებს, რომ ფასის შენარჩუნება არის კონკურენციის შემცირების გზა
საცალო ვაჭრობის დონეზე. ისინი ხედავენ, რომ საცალო მოვაჭრეებს აქვთ კონკურენტული
ზეწოლა დაბალი ფასების შენარჩუნებაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგიერთი
საცალო მომხმარებლის მომსახურების შესაძლო დანაკარგი. მოკლედ რომ ვთქვათ,
ეკონომისტებს შორის უფრო მეტი წინააღმდეგობა არსებობს ვერტიკალური შეზღუდვების
ეფექტების შესახებ, ვიდრე ჰორიზონტალური შეზღუდვებისა.

მიმოხილვა
 მონოპოლიების დაშლა, იმ შერწყმის თავიდან არიდება რომელიც წარმოქმნიდა დიდ
საბაზრო ძალაუფლებას, კანონების აღსრულება ფასების დაფიქსირების წინააღმდეგ
არის მთავრობის მთავარი ქმედებები, რაც წარმოადგენს ანტიტრასტულ პოლიტიკას.
 ეს მოქმედებები გამყარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონით. შერმანის
ანტიტრასტული აქტის პირველი ნაწილი კრძალავს ფასების დაფიქსირებას, მაშინ
როცა მეორე ნაწილი ნებას რთავს მთავრობას დაშალოს ფირმები, რომელთაც აქვთ
მონოპოლიური ძალაუფლება. კლეიტონის ანტიტრასტული აქტი უზრუნველყოფს
შერწყმის პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს.
 ყველა პოლიტიკის მიზანია კონკურენციის ზრდა და შესაბამისად, ბაზრის
ეფექტიანობის გაუმჯობესება.
 აშშ-ს მთავრობამ შერმანის აქტის მიღებით რამდენიმე მონოპოლია დაანაწილა, მათ
შორის Standard Oil, American Tobacco და AT&T. ბოლო წლების განმავლობაში,
ფირმების დაშლის რაოდენობა შემცირდა.
 აშშ-ს მთავრობა ასევე თავიდან ირიდებს იმ შერწყმას რომელსაც შეუძლია მაღალი
საბაზრო ძალაუფლების შექმნა. ის იყენებს ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსს (HHI),
რათა გაიზომოს თუ რამდენად კონკურენტულია ინდუსტრია. ნაკლები HHI
მიუთითებს მეტ კონკურენციაზე, ეს ხდება მაშინ როცა ფირმების საბაზრო წილები
მეტად თანაბარია და ბევრი ამგვარი ფირმა არსებობს ბაზარზე.
 აშშ-ს მთავრობასა და კერძო პირებს, რომლებიც დაზარალდნენ მაღალი ფასების გამო,
შეუძლიათ წარმოადგინონ საჩივარი ფასების დამფიქსირებელი ფირმების წინააღმდეგ.
ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ფირმა დაადანაშაულეს ფასების
დაფიქსირებაში და დაჯარიმდა ასობით მილიონი დოლარით.
 შერწყმა და ფასების შეზღუდვა იყოფა ორ ტიპად: ვერტიკალური (მომწოდებლები,
მწარმოებლები, შემქმნელები და გარკვეული პროდუქტის საცალოო მოვაჭრეები) და
ჰორიზონტალური (ფირმები ყიდიან ერთი და იმავე პროდუქტს). მიჩნეულია, რომ
ვერტიკალური შერწყმა და ვერტიკალური შეზღუდვა ნაკლებად უქმნის საფრთხეს
კონკურენტულ ბაზარს ვიდრე ჰორიზონტალური შერწყმა და ჰორიზონტალური
შეზღუდვა.

ბუნებრივი მონოპოლიის რეგულირება


ანტიტრასტული პოლიტიკის მიზანია კონკურენციის გაზრდა და ბაზრის ეფექტიანობის
გაუმჯობესება. ზოგიერთ შემთხვევაში ანტიტრასტული პოლიტიკის გამოყენება, რათა
დაანაწევროს მონოპოლია რამდენიმე კონკურენტულ ფირმად, აუცილებლად არ
უზრუნველყოფს ეფექტიანობას. მაგალითად, მომსახურების უზრუნველსაყოფად, წყლის
კომპანიამ უნდა გათხაროს ქუჩები, გაიყვანოს წყლის მილები და შეინარჩუნოს ისინი.
არაეფექტიანი იქნებოდა თუ ორი კომპანია მიაწოდებდა წყალს, რადგან საჭირო იქნებოდა ორი
მილი და რესურსების დუბლირება. კიდევ ერთი მაგალითი არის ელექტროენერგია. აზრი არ
აქვს ორი ფირმის არსებობას რომლებიც აწვდიან ერთსა და იმავე უბანს ორი
მავთულხლართით. ელექტროენერგიის მხოლოდ ერთი მომწოდებელი ფუნქციონირებს
მეტად ეფექტიანად.
წყალი და ელექტროენერგია არის ბუნებრივი მონოპოლიის მაგალითები,
ინდუსტრიები, რომელშიც ერთ ფირმას უფრო დაბალ ფასად შეუძლია მიაწოდოს მთელ
ბაზარს ვიდრე ორ ფირმას. თუ გავიხსენებთ მე-10 თავიდან, ბუნებრივი მონოპოლიის მთავარი
მახასიათებელი არის ის, რომ მინიმალური ეფექტიანობის მასშტაბი არის უფრო დიდი ვიდრე
ბაზრის ზომა; საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდი კლებადია წარმოების ყველა
დონეზე. საშუალო მთლიანი დანახარჯები კლებულობს წარმოების ზრდასთან ერთად,
რადგან ფიქსირებული დანახარჯები მაღალია ცვალებად დანახარჯებთან შედარებით. მას
შემდეგ რაც მთავარ მილს გაიყვანენ წყლის მისაწოდებლად, შემდეგ შედარებით ადვილია
დააკავშირონ სხვა სახლი. ანალოგიურია ელექტროენერგიის შემთხვევაც, ძირითადი ხაზების
დამონტაჟების შემდეგ, შედარებით ადვილია მავთულების გაყვანა სახლამდე. საწყის ეტაპზე
დიდი დანახარჯები აუცილებელია, რათა გაიყვანონ მთავარი წყლის მილი ან მთავარი
ელექტრო ხაზი, მაგრამ ამის შემდეგ დანახარჯები შედარებით დაბალია. რაც უფრო მეტ სახლს
დაუკავშირებენ მთავარ ხაზს, მით უფრო ნაკლები იქნება საშუალო მთლიანი დანახარჯები.
ნახაზი 1 გრაფიკულად აჩვენებს თუ რატომ შეუძლია ერთ ფირმას ყოველთვის
აწარმოოს უფრო ნაკლები დანახარჯით ვიდრე ორ ან მეტ ფირმას, როდესაც საშუალო
მთლიანი დანახარჯის მრუდი დაღმავალია. ნახაზზე წარმოებული რაოდენობა გადაზომილია
ჰორიზონტალურ ღერძზე და დოლარები ვერტიკალურზე; დაღმავალი საშუალო მთლიანი
დანახარჯების მრუდი არის დახაზული. თუ ორი ფირმა იყოფს ბაზარს (მაგალითად, თუ
წყლის ორი კომპანია მიაწვდის წყალს ერთი და იმავე უბანს), ამ შემთხვევაში საშუალო
მთლიანი დანახარჯები უფრო მაღალია ვიდრე მაშინ როცა ერთი ფირმა აწარმოებს მთლიანი
ბაზრისთვის. ორი ან მეტი ფირმა აწარმოებს მოცემულ რაოდენობას უფრო მეტი
დანახარჯებით, ვიდრე ერთი ფირმა, კლებადი საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდის
შემთხვევაში.

ნახაზი 1

ბუნებრივი მონოპოლიის რეგულირების მეთოდები


რა არის მთავრობის საუკეთესო პოლიტიკა ბუნებრივი მონოპოლიის მიმართ? ერთი მხრივ,
ინდუსტრიაში ერთი ფირმის ყოფნა განაპირობებს წარმოების უფრო დაბალ საშუალო
დანახარჯებს, მაგრამ არაეფექტიანობა დაკავშირებულია მონოპოლიასთან: ფასი მაღალია
ვიდრე ზღვრული დანახარჯი და წარმოიქმნება საერთო დანაკარგი. სხვა მხრივ, მონოპოლიის
დაყოფა ორ ფირმად გაზრდის კონკურენციას, მაგრამ თითოეულ ფირმას წარმოექმნება
წარმოების უფრო მაღალი საშუალო დანახარჯი, რაც არაეფექტიანი იქნება, ორივე ფირმას
ექნება მაღალი ფიქსირებული დანახარჯები. ერთი ფირმისგან ორივე უპირატესობის
მისაღებად, წარმოება დაბალი საშუალო დანახარჯებითა და დაბალი ფასი, მთავრობას
შეუძლია არეგულიროს ფირმა.
ბუნებრივი მონოპოლიის ფასი და რაოდენობა კლებადი საშუალო მთლიანი
დანახარჯებით წარმოდგენილია მეორე ნახაზზე. მონოპოლიური რაოდენობა მიიღება იქ,
სადაც ზღვრული დანახარჯები და ზღვრული შემოსავლები ტოლია, რომელიც არის მოგების
მაქსიმიზაციის წერტილი მონოპოლისტისთვის. მონოპოლიური ფასი არის ზღვრული
დანახარჯების მაღლა. თუ ფირმის მიერ დაწესებული ფასი რეგულირდება, მთავრობას
შეუძლია ფირმას მოსთხოვოს დაბალი ფასის დაწესება, რითაც გამოშვება გაიზრდება და
მონოპოლიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საერთო დანაკარგი აღმოიფხვრება. მთავრობის
მიერ ფასის რეგულირების სამი გზა არსებობს: ზღვრული ხარჯებით ფასდადება, საშუალო
მთლიანი ხარჯებით ფასდადება და წამახალისებელი რეგულირება. ჩვენ განვიხილავთ
თითოეულ მათგანს.

ნახაზი 2

 ზღვრული ხარჯებით ფასდადება. ჩვენ ვიცით, რომ საერთო დანაკარგები არ გვაქვს


კონკურენციის დროს, რადგან ფირმები ირჩევენ გამოშვების რაოდენობას იმგვარად, რომ
ზღვრული დანახარჯი ფასის ტოლია. აქედან გამომდინარე, ერთი შესაძლებლობაა, რომ
მთავრობამ მოსთხოვოს მონოპოლიას დააწესოს ზღვრული დანახარჯის ტოლი ფასი. ამ
მეთოდს ზღვრული ხარჯებით ფასდადება ჰქვია. თუმცა, კლებადი საშუალო დანახარჯის
გამო ზღვრული დანახარჯი უფრო დაბალია ვიდრე საშუალო მთლიანი დანახარჯი. ეს
ნაჩვენებია მეორე ნახაზზე იმ შემთხვევისთვის, როცა ზღვრული დანახარჯი მუდმივია.
ამრიგად, თუ ფასი ტოლი იქნებოდა ზღვრული დანახარჯის, ფასი იქნებოდა საშუალო
მთლიან დანახარჯზე ნაკლები და მონოპოლიური მოგება იქნებოდა უარყოფითი (ზარალი).
არცერთ ფირმას არ ექნებოდა ბაზარზე შესვლის სტიმული.
მაგალითად, თუ ელექტროენერგიის მარეგულირებელი გამოიყენებს საფასო წესს, ფასი
ტოლია ზღვრული დანახარჯის, ელექტროენერგიის მომწოდებელ ფირმას არ ექნება
ელექტროსადგურის ან ელექტროენერგიის გამომუშავების სტიმული. მიუხედავად იმისა, რომ
კონკურენტული ფირმის მიბაძვის იდეა, ზღვრული დანახარჯების ტოლი ფასის დაწესება,
შესაძლოა გონივრულად ჟღერდეს იგი პრაქტიკაში ვერ იმუშავებს.

 საშუალო მთლიანი ხარჯებით ფასდადება. რეგულირების სხვა მეთოდით ფირმა


დააწესებს საშუალო მთლიანი დანახარჯების ტოლ ფასს, რასაც საშუალო მთლიანი ხარჯებით
ფასდადება ჰქვია ან ზოგჯერ, მომსახურების ღირებულების ფასი. ეს ასევე წარმოდგენილია
მეორე ნახაზზე. როცა ფასი ტოლია საშუალო მთლიანი დანახარჯების, ჩვენ ვიცით, რომ
ეკონომიკური მოგება ნულის ტოლი იქნება. ნულოვანი ეკონომიკური მოგებით, საკმარისი
იქნება ფირმის მენეჯერებსა და ინვესტორებს გადაუხადონ თავიანთი ალტერნატიული
დანახარჯები. მიუხედავად იმისა, რომ ფასი არის კვლავ ზღვრული დანახარჯების მაღლა, ეს
არის უფრო ნაკლები ვიდრე მონოპოლიური ფასი; საერთო წმინდა დანაკარგები იქნება უფრო
მცირე და მეტი ელექტროენერგია იქნება წარმოებული მონოპოლიასთან შედარებით.
მაგრამ არსებობს სერიოზული პრობლემები საშუალო მთლიანი ხარჯებით
ფასდადებასთან დაკავშირებით. დავუშვათ ფირმამ იცის, რომ რაც არ უნდა ჰქონდეს საშუალო
მთლიანი დანახარჯი, მან უნდა დააწესოს საშუალო მთლიანი დანახარჯების ტოლი ფასი. ამ
სიტუაციაში, არ არსებობს დანახარჯების შემცირების სტიმული. დაუდევარ მუშაობას ან
ნაკლებად ინოვაციურ მენეჯმენტს შეუძლია ხარჯების გაზრდა. იმ რეგულირების სქემით,
სადაც ფასი ტოლია საშუალო მთლიანი დანახარჯის, ფასი გაიზრდებოდა ხარჯების
ნებისმიერი ზრდის დასაფარად. არაეფექტიანობა იქნებოდა გამოწვეული ჯარიმის
დაკისრების გარეშე. ეს მიდგომა არ უზრუნველყოფს არც დანახარჯების შემცირების
სტიმულს და არც გაზრდილი დანახარჯის გამო რეგულირებული ფირმის დასჯას.

 წამახალისებელი რეგულირება. რეგულირების მესამე მეთოდი ცდილობს


გაუმკლავდეს საშუალო მთლიანი ხარჯებით ფასდადებისგან გამოწვეული დანახარჯების
დაბალ დონეზე შენარჩუნების მცირე სტიმულს. ამ მეთოდს ჰქვია წამახალისებელი
რეგულირება. ეს არის შედარებით ახალი იდეა, მაგრამ ის სწრაფად ვრცელდება და უმეტესობა
ვარაუდობს, რომ ის არის მომავლის გზა. მეთოდი ვარაუდობს მარეგულირებელ ფასს
რამდენიმე წლისათვის. ეს ფასი შეიძლება ეფუძნებოდეს საშუალო მთლიანი დანახარჯების
შეფასებას. რეგულირებულ ფირმას ეუბნებიან, რომ სავარაუდო ფასი არ გადაიხედება ზევით
ან ქვევით რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ რეგულირებული ფირმა მიაღწევს საშუალო
მთლიან დანახარჯს, რომელიც არის ფასზე დაბალი, მას შეეძლება მოგების მიღება, ან
შეეძლება გადასცეს მოგების გარკვეული ნაწილი იმ მუშაკს, რომელსაც გაუჩნდება იდეა
ინოვაციებისთვის. მსგავსად, თუ დაუდევარი მენეჯმენტი გამოიწვევს საშუალო მთლიანი
დანახარჯების გაზრდას, მოგება შემცირდება, რადგან მარეგულირებელი სააგენტო არ
გადახედავს ფასს.
ამრიგად, წამახალისებელი რეგულირების ქვეშ რეგულირებული ფასი საშუალო
მთლიან დანახარჯთან არის მხოლოდ არასრულყოფილად დაკავშირებული. ფირმას აქვს
დანახარჯების შემცირების სტიმული. თუ ფირმა ცუდად ფუნქციონირებს, ის იხდის ჯარიმას
დაბალი მოგების ან ზარალის თვალსაზრისით.
წამახალისებელი რეგულირების პირობებში სტიმულების შეცვლა შესაძლებელია.
მაგალითად, კალიფორნიის საზოგადოებრივ კომუნალურ კომისიას (კომუნალური ფირმების
მარეგულირებელი კალიფორნიაში) აქვს სტიმულების სქემა, რომლითაც ელექტრო
კომუნალური ფირმები და მათი მომხმარებლები თანაბრად ინაწილებენ შემცირებული
დანახარჯებისგან მიღებულ სარგებელსა და გაზრდილი ხარჯებისგან გამოწვეულ ჯარიმას. ეს
ამცირებს სტიმულს ფირმისთვის იმ შემთხვევასთან შედარებით როცა სარგებელი და ჯარიმა
არ არის განაწილებული.

ასიმეტრიული ინფორმაციის გამო წამახალისებელი მეთოდით რეგულირება ზოგჯერ


რთულდება; ეს ხდება, როცა ერთ მხარეს აქვს ინფორმაციაზე მეტი წვდომა ან უკეთესი
ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, რეგულირებულ ფირმას აქვს მეტი ინფორმაცია ვიდრე
მარეგულირებელს მისი აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და მუშების შესახებ. ამრიგად,
ფირმას შეუძლია მარეგულირებლის შეცდომაში შეყვანა და თქმა, რომ მისი საშუალო
მთლიანი დანახარჯი არის მაღალი, ვიდრე რეალურად აქვს, იმ მიზნით, რომ მიიღოს მაღალი
ფასი, როგორც მესამე ნახაზზე არის ნაჩვენები.

ნახაზი 3

მიმოხილვა
 ბუნებრივი მონოპოლია არსებობს, როცა მინიმალური ეფექტიანობის მასშტაბი არის
უფრო დიდი ვიდრე ბაზრის ზომა, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთ ფირმას შეუძლია
აწარმოოს უფრო დაბალი საშუალო მთლიანი დანახარჯებით ვიდრე ორ ან მეტ ფირმას.
 მთავრობას არ სურს დაუშვას ბუნებრივი მონოპოლიის შეუზღუდავად არსებობა,
მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფირმა აწარმოებს ნაკლები საშუალო მთლიანი
დანახარჯებით, მონოპოლია ქმნის საერთო წმინდა დანაკარგებს. სხვა მხრივ,
ბუნებრივი მონოპოლიის დანაწევრებას შეუძლია საერთო წმინდა დანაკარგების
შემცირება, მაგრამ ეს ასევე გამოიწვევს არაეფექტიანად მაღალ წარმოების
დანახარჯებს.
 გამოსავალი ისაა, რომ მხოლოდ ერთმა ფირმამ აწარმოოს კლებადი საშუალო მთლიანი
დანახარჯებისგან სარგებლიანობის მისაღებად, მაგრამ არეგულირონ ფირმა, რათა
დააწესოს მონოპოლიურ ფასზე ნაკლები ფასი. არსებობს რეგულირების რამდენიმე
ალტერნატივა, მათ შორის ზღვრული დანახარჯებით ფასდადება, საშუალო
დანახარჯებით ფასდადება და წამახალისებელი რეგულაცია.
 თუ მთავრობა არეგულირებს მონოპოლიას ზღვრული დანახარჯების ტოლი ფასის
დაწესებით, ფირმა ფუნქციონირებს დანაკარგებით, რადგან ბუნებრივი
მონოპოლიისთვის საშუალო მთლიანი დანახარჯები აჭარბებს ზღვრულ დანახარჯებს
მოცემული ფიქსირებული დანახარჯების მაღალი დონის პირობებში.
 თუ მთავრობა არეგულირებს მონოპოლიას საშუალო მთლიანი დანახარჯების ტოლი
ფასის დაწესებით, ხელს უწყობს მაღალი დანახარჯების წარმოქმნას, რადგან ფასი,
რასაც ისინი აწესებენ, იზრდება დანახარჯებთან ერთად.
 წამახალისებელი რეგულაცია ხდება რეგულირების სასურველი მეთოდი. იმ ფასის
დაწესებით, რომელიც არ გადაიხედება არც ქვევით და არც ზევით რამდენიმე წლის
განმავლობაში, ფირმები ცდილობენ მიჰყვნენ დანახარჯების შემცირებისა და მოგების
გაზრდის სტრატეგიას.

რეგულირება თუ არარეგულირება
ჩვენი ანალიზი აქამდე გვთავაზობდა, რომ მთავრობამ უნდა არეგულიროს ფირმის ფასი
ბუნებრივი მონოპოლიების არსებობისას. პრაქტიკაში ეს მოითხოვს გადაწყვეტას, რაც ხშირად
რთულია.
მთავრობის მიერ ფირმის ფასის რეგულირების ბევრი მაგალითი არსებობს ამერიკის
ისტორიაში, მაშინაც კი როცა ფიქრობენ, რომ ეს ფირმა იქნება ბუნებრივი მონოპოლისტი
შორეულ წარსულში. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში, საქონლის სატვირთო
მანქანებით ტრანსპორტირება რეგულირდებოდა მთავრობის მიერ. სატვირთო მანქანების
რეგულაცია გაიზარდა რგინიგზის რეგულაციის გამო, რაც თავდაპირველად გამართლდა
როცა რკინიგზა იყო ტრანსპორტირების ერთადერთი სწრაფი წყარო და ამრიგად იყო
ბუნებრივი მონოპოლია. საქონლის სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირების რეგულაციის
ქვეშ მთავრობა აკონტროლებდა იმას თუ რომელ კომპანიას ჰქონდა საქონლის
ტრანსპორტირების უფლება შტატების ხაზებით და ასევე ადგენდა ერთიან განაკვეთებს,
რომელიც სატვირთოს ფირმებს უნდა დაეწესებინათ. სატვირთო მანქანების ფედერალური
რეგულირება დაიშალა 1980-იანი წლების დასაწყისში. კვლევებმა აჩვენა, რომ შედეგად
საქონლის სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირების განაკვეთები შემცირდა.
სასაზღვრო შემთხვევები
ცხადია, სატვირთო გადაზიდვები არ არის ბუნებრივი მონოპოლია. საქონლის სატვირთო
მანქანებით გადაზიდვების ინდუსტრია არის საწინააღმდეგო მხარეს წყლის ან ელექტრო
კომუნალური კომპანიებისგან, რომლებიც ყოველთვის რეგულირებულია.
ბევრი სასაზღვრო შემთხვევა არსებობს, რომელიც მეტად საკამათოა. ბევრი მათგანი
წარმოიქმნება ისეთ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში როგორიცაა ტელეკომუნიკაცია და
კომპიუტერული სისტემები. მნიშვნელოვანი მაგალითია საკაბელო ტელევიზია. 1992 წელს,
გაიმართა დიდი კამათი იმის შესახებ, უნდა არეგულიროს თუ არა ფედერალურმა მთავრობამ
საკაბელო ტელევიზია. ერთი შეხედვით, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ საკაბელო ტელევიზია არ
განსხვავდება ელექტროენერგიისა თუ წყლისგან. მას შემდეგ, რაც საკაბელო ტელევიზიის
კომპანია გაიყვანს კაბელს უბანში, შემდეგ ძალიან მცირე იქნება დანახარჯები თითოეული
სახლის მასთან დასაკავშირებლად. სხვა მხრივ, საკაბელო ტელევიზიის ბევრი ალტერნატივა
არსებობს ბევრი სახლისთვის. მაგალითად, საჰაერო არხები გარკვეულ კონკურენციას უწევს
საკაბელო ტელევიზიას. თუ ერთი ცხოვრობს იმ ადგილას, სადაც ცოტა საჰაერო არხია, მაშინ
ცოტა კონკურენციაა. თუმცა, თუ ექვსი ან რვა საჰაერო არხია, მაშინ უფრო მეტი კონკურენციაა.
1992 წლამდე, ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC), ტელეკომუნიკაციების
ინდუსტრიის მარეგულირებელმა ფედერალურმა სააგენტომ გაზომა კონკურენცია საჰაერო
არხების რაოდენობით. პირველად, კომისიამ გადაწყვიტა, რომ სამზე მეტი საჰაერო არხი
უზრუნველყოფდა ეფექტიან კონკურენციას. ეს არ არეგულირებდა საკაბელო ტელევიზიის
კომპანიებს იმ ადგილას, სადაც სამზე მეტი საჰაერო არხია. მოგვიანებით, როცა შეამჩნიეს, რომ
საკაბელო ტელევიზიის ფასები იზრდებოდა და მომხმარებლები ჩიოდნენ ამის შესახებ, FCC-
მა გაზარდა ლიმიტი ექვს საჰაერო არხამდე. 1992 წელს კონგრესის მიერ გამოცემული კანონის
თანახმადაც არხების რაოდენობას არ ჰქონდა მნიშვნელობა; კანონი საჭიროებას ხდიდა, რომ
FCC-ს დაერეგულირებინა საკაბელო ტელევიზიის ფირმები ნებისმიერ შემთხვევაში.
საჰაერო არხები არ არის ერთადერთი კონკურენტი საკაბელო ტელევიზიისთვის.
ხალხს შეუძლია გამოიყენოს სატელიტური თეფშები, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ
არხთან წვდომას საკაბელოსთან კონკურენტული ფასით. საბოლოოდ, შესაძლებელია
სატელეფონო სადენების გამოყენება სატელევიზიო სიგნალების გადასაცემად, რომლითაც
სატელეფონო კომპანიებს შეუძლიათ საკაბელო ტელევიზიების კომპანიებთან კონკურენციის
გაწევა.
მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები იცვლებიან სწრაფად და
მარეგულირებლისთვის სირთულეს წარმოადგენს ცვლილებებზე მიდევნება. მოუქნელი
მარეგულირებლის კანონებს შეეძლო ინოვაციების შესუსტება, მაგრამ არაადეკვატურ
რეგულაციას შეუძლია კონკურენციის არევა. ამჟამად, FCC-მა დაადგინა, რომ არც
სატელეფონო და არც საკაბელო კომპანიები საჭიროებდნენ თავიანთი მაღალი სიმძლავრის
გადამცემი მოწყობილობების გაზიარებას ისეთ კონკურენტთან, როგორიცაა America Online.
FCC ამტკიცებდა, რომ შეზღუდვები ხელს უშლის სატელეფონო და საკაბელო კომპანიებს
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომსახურების ინვესტირებაში. FCC-ის გადაწყვეტილების
კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს შეამცირებდა კონკურენციას მაღალი სიმძლავრის
მოწყობილობების ბაზარზე და შეზღუდავდა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომას. FCC -ის
გადაწყვეტილების კრიტიკოსებიც და მხარდამჭერებიც ამტკიცებდნენ იმას, რაც აუცილებელი
იყო იმისთვის, რომ შეერთებული შტატები არ ჩამორჩეს მაღალი სიმძლავრის
მოწყობილობებთან წვდომას იმ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა სამხრეთ კორეა.
FCC ხშირად იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა Voice over Internet
Protocol (VoIP), ტექნოლოგია, რომელიც ნებას რთავს ხალხს განახორციელონ სატელეფონო
ზარები ინტერნეტის მეშვეობით, ან წმინდა ნეიტრალურობა, იმის უზრუნველყოფა, რომ
მაღალი სიმძლავრის მოწყობილობების მომწოდებლები ვერ დააწესებდნენ განსხვავებულ
ტარიფებს გარკვეული ტიპის ვებ-გვერდებზე, განსაკუთრებით ისინი, რომელებიც
უზრუნველყოფენ სატელეფონო მომსახურებას ან ვიდეო ან აუდიო შინაარსს. ეს საკითხები
მოიცავს ტექნოლოგიებს, რომელიც თითქმის არ არსებობდა რამდენიმე წლის წინ და ეს
შეიცვლება და სწრაფად განვითარდება მომდევნო წლებში.

მარეგულირებლები როგორც ინდუსტრიის ტყვეები


ხალხი მართავს მთავრობასა და სამთავრობო უწყებებს, რომლებსაც აქვთ იმის მოტივაცია,
რომ ხელახლა აირჩიონ ან გაზარდონ თავიანთი ძალაუფლება, ჯანმრთელობა და ზეგავლენა,
რომელიც განსხვავდება იმისგან თუ რა არის საუკეთესო საზოგადოებისთვის. ამრიგად,
მიუხედავად ეკონომიკური რჩევებისა იმის შესახებ რასაც სამთავრობო მარეგულირებლები
უნდა აკეთებდნენ, უწყებებმა შესაძლოა დაასრულონ სხვა რამის კეთებით.
სარკინიგზო ინდუსტრია არის იმის მაგალითი, თუ ზოგჯერ როგორ დაეხმარნენ
მარეგულირებლები ინდუსტრიას მომხმარებლების ხარჯზე. თავდაპირველად, რკინიგზა
მიჩნეული იყო, როგორც ქვეყნის მასშტაბით საქონლის გადაადგილების ბუნებრივი
მონოპოლია და რეგულირება მიზნად ისახავდა მონოპოლიურ ფასზე ნაკლები ფასის
დაწესებას. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია გაიზარდა სატვირთო მანქანებისა და
საბოლოოდ ავიაკომპანიების მხრიდან, სარკინიგზო ინდუსტრია კვლავაც რეგულირდებოდა.
საბოლოოდ, მარეგულირებლები ეხმარებოდნენ ინდუსტრიას; მათ შეინარჩუნეს მაღალი
ფასები იმ დონეზე, რაც იცავდა სარგინიგზო ფირმებს დაცემისგან. გარდა ამისა, სარკინიგზო
ფირმების სატვირთო მანქანებით გადამზიდავი ფირმების კონკურენციისგან დასაცავად
სამთავრობო უწყებებმა დაარეგულირეს ასევე სატვირთო გადაზიდვების ფასები მათ მაღალ
დონეზე შესანარჩუნებლად. The Teamsters Union, რომელიც წარმოადგენს სატვირთო
მანქანების მძღოლებს, იყო რეგულირების ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი, რადგან მან
იცოდა, რომ რეგულაცია სატვირთო გადაზიდვების მაღალ ფასებს ინარჩუნებდა. გარკვეული
თვალსაზრისით, რეგულატორები იქცნენ ფირმისა და მუშების ტყვეები ინდუსტრიაში.
ეკონომისტიმა ჯორჯ სტიგლერმა მოიგო ნობელის პრემია იმის ჩვენებით თუ როგორ
შეუძლიათ მარეგულირებელ სააგენტოებს გახდნენ ინდუსტრიის ტყვეები და შესაბამისად,
ისწრაფვიან კონკურენციის ჩაშლისაკენ. ზოგიერთი ეკონომისტი წუხს იმაზე, რომ
მარეგულირებლები გახდებიან ტყვეები და მთავრობა ნებას დართავს ისეთი ახალი
ინდუსტრიის რეგულირებას, როგორიცაა ფართოზოლიანი ინტერნეტი. საბოლოოდ,
მთავრობა ეცდება დაიცვას ფართოზოლიანი ინტერნეტის ოპერატორები იმ მიზნით, რომ
თავიდან აირიდოს მათი დაცემა. მომავალში მთავრობამ შესაძლოა შეზღუდოს კონკურენცია
დიესელის მომსახურებისგან ან სატელეფონო კომპანიების მიერ დაყენებული ოპტიკურ-
ბოჭკოვანი ხაზებისგან ან უსადენო ინტერნეტის მომწოდებლებისგან.
დერეგულირების მოძრაობა
1970-იანი წლებიდან ჯიმი კარტერის მიერ დაწყებული და 1980-იან წლებში რონალდ
რეიგანის მიერ გაგრძელებულმა დერეგულაციურმა მოძრაობამ-ფასების რეგულირების
გაუქმებამ-რადიკალურად შეცვალა რამდენიმე ძირითადი ინდუსტრია. შთამბეჭდავია იმ
ინიციატივების სია, რომელიც ამ დერეგულირების მოძრაობას წარმოადგენს. მაგალითად,
საჰაერო გადაზიდვების დერეგულირება მოხდა 1977 წელს, საჰაერო მოგზაურობისა კი 1978
წელს, სატელიტური გადაცემების - 1979 წელს, სატვირთო მანქანებით გადაზიდვები
დერეგულირდა 1980 წელს, საკაბელო ტელევიზია 1980 წელს (თუმცა, რეგულაცია ხელახლა
დაწესდა 1992 წელს), ნედლი ნავთობის ფასები და გასუფთავებული ნავთობპროდუქტები
დერეგულირდა 1981 წელს და რადიო ასევე დერეგულირდა 1981 წელს. ამასთან ერთად
დერეგულირდა ფასები საფინანსო ინდუსტრიაშიც. 1980-იან წლებამდე ფასი-რომელიც არის
საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე-კონტროლდებოდა ფინანსური რეგულატორების
მიერ. ასევე გაუქმდა საბროკერო გადასახადების რეგულაცია. ფასების ამ დერეგულირებამ
შეამცირა საერთო წმინდა დანაკარგები. თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები შემცირდა ბევრი
მოგზაურისთვის, გაიაფდა სატვირთო მანქანით ან მატარებლით საქონლის გადაზიდვა და
ორივე სატელიტური ტელევიზიისა და სატელიტური რადიოს პარამეტრები არის
ხელმისაწვდომი.
მაგრამ დერეგულაციას ჰყავს თავისი კრიტიკოსები. საჰაერო ინდუსტრიის
დერეგულაციამ გამოიწვია შიში იმის თაობაზე, რომ მსხვილი ავიახაზები დომინირებას
მოახდენდნენ ინდუსტრიაში მათი საბაზრო ძალაუფლების გამო. თუმცა, მსხვილი ავიახაზები
ახლა იმდენად ძვირადღირებულია, რომ მცირე რეგინულმა ავიაკომპანიებმა განიცადეს
მნიშვნელოვნი წინსვლა ბიზნეს კლასის მოგზაურების მიზიდვაშიც კი თავიანთი იაფი
ფრენებით. მაგალითად, ბოსტონზე დაფუძნებული ბიზნეს მოგზაურები შესაძლოა მზად
იყვნენ Southwest ავიახაზებით განიცადონ უსიამოვნება პროვიდენსში დაბალი ფასით
გაფრენისას, ვიდრე ბოსტონიდან გაფრინდნენ მსხვილი ავიახაზების საშუალებით. ასევე,
როცა საფასო რეგულაციები გაუქმებულია, ფირმებმა შესაძლოა გაერკვნენ საფასო
დისრიმინაციის გზებში. საფასო დისკრიმინაციამ შესაძლოა გაზარდოს კეთილდღეობა, თუ ეს
საშუალებას აძლევს ფირმას გაყიდოს უფრო დიდ სამომხმარებლო ბაზაზე, მაგრამ აშკარად
ზოგიერდი ჯგუფი არ იქნება კმაყოფილი. მაგალითად, ბიზნეს მოგზაურები ჩივიან, რომ ახლა
მათ უწევთ უფრო მაღალი ფასის გადახდა საჰაერო მგზავრობაში, თუმცა დამსვენებლები
იხდიან უფრო ნაკლებს.

მიმოხილვა
 ხშირ შემთხვევაში, იმის დადგენა, არსებობს თუ არა ბუნებრივი მონოპოლი (და
შესაბამისად, ფასების რეგულირება არის საჭირო) არის გამოწვევა.
 ხშირია ფასების რეგულირება მაშინ, როცა ბუნებრივი მონოპოლია არ არსებობს,
როგორც სატვირთო მანქანებით გადაზიდვების შემთხვევა. ინდუსტრიის
რეგულირების გაგრძელება მას შემდეგ, რაც აღარ არის ბუნებრივი მონოპოლია
უნარჩუნებს ხელოვნურად მაღალ ფასებს.
 გარკვეულ ინდუსტრიებში, როგორიცაა საკაბელო ტელევიზია ან ფართოზოლოვანი
ინტერნეტი, გაცილებით რთულია დაზუსტებით იმის დადგენა არის თუ არა
ინდუსტრია ბუნებრივი მონოპოლია. ტექნოლოგიის სწრაფი ცვლილება და
ინოვაციების წახალისების ბალანსის აუცილებლობა ეფექტური კონკურენციით ქმნის
მარეგულირებლისთვის გამომწვევ რთულ ამოცანას.
 რეგულატორები შეიძლება გახდნენ იმ ინდუსტრიის ტყვეები რომელსაც
არეგულირებენ. თუ ინდივიდები უფრო მეტად მოტივირებული არიან პირადი
სარგებლის მიღებით ვიდრე საზოგადოებრივი სარგებლის, მათ შესაძლოა გამოიყენონ
თავიანთი მარეგულირებელი ძალაუფლება რეგულირებადი ფირმების ინტერესების
დასაცავად კონკურენციის ჩაშლით, ვიდრე დაიცვან მომხმარებლების ინტერესები
კონკურენციის ხელშეწყობით.
 ეკონომიკური ანალიზის საპასუხოდ, რომელმაც აჩვენა, რომ საზიანოა იმ ფირმების
ფასების დარეგულირება, რომლებიც ბუნებრივ მონოპოლიას არ წარმოადგენს, ბევრი
ინდუსტრია დერეგულირდა 1970-იან და 1980-იან წლებში. სატვირთო გადაზიდვები,
ავიახაზები და სარკინიგზო ტრანსპორტირების ფასები უფრო დაბალია ამ
დერეგულირების შედეგად.
 როგორც ეკონომიკის უმეტესი ცვლილებებით ყველამ ვერ ისარგებლა, ისე ყველა არ
დაეთანხმა იმას, რომ ინდუსტრიები ხედავდნენ გაძლიერებულ კონკურენციას.
ზოგიერთი ინდუსტრია, როგორიცაა საკაბელო ტელევიზია, ხელახლა დარეგულირდა
1990-იან წლებში.

დასკვნა
ამ თავში გაანალიზებულია მთავრობის მთავარი როლი საბაზრო ეკონომიკაში:
კონკურენტული ბაზრების შენარჩუნება ანტიტრასტული პოლიტიკის ან ფირმების
რეგულირების საშუალებით. მონოპოლიის გზით მთავრობას შეუძლია საერთო წმინდა
დანაკარგების შემცირებით შეამციროს საბაზრო ჩავარდნა და გააუმჯობესოს ხალხის
ცხოვრება.
თუმცა, ეს ანალიზი უნდა იყოს წარმოდგენილი იმ მნიშვნელობით, რაც სინამდვილეში
მოტივაციას უქმნის მთავრობის პოლიტიკოსებს. მარეგულირებლების მაგალითი, გახდე
ინდუსტრიის ტყვე შეგვახსენებს, რომ განსხვავებულია ანალიზი თუ რა უნდა გაკეთდეს და
რა სრულდება. სამთავრობო ჩავარდნა არის პრობლემა, რომელიც უნდა იყოს
დაპირისპირებული ისევე როგორც საბაზრო ჩავარდნა. მთავრობის ჩავარდნის შემცირება
მოითხოვს მთავრობის ინსტიტუტების დაპროექტებას, რათა სამთავრობო გადაწყვეტილების
მიმღებ პირებს მიეცეთ სათანადო სტიმული.

You might also like