You are on page 1of 30

თავი 2.

ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა და მისი შედეგების


გაზომვის საშუალებები

2.1. ეროვნული შემოსავლის ანგარიშები: წარმოების, შემოსავლებისა და


დანახარჯების მოცულობის გაზომვა

ეროვნული შემოსავლის ანგარიშები მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობის შედეგების


გაზომვის საფუძველია. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას განსაზღვრული აქვს ეროვნული
ანგარიშების სისტემის ოფიციალური ფორმა.
ეროვნული ანგარიშები ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურ
საქმიანობათა შედეგები დროის გარკვეული პერიოდისათვის შეიძლება გაიზომოს
შემდეგნაირად:
1. წარმოებული პროდუქციის რაოდენობით, იმ პროდუქციათა გამოკლებით, რომლებიც
გამოყენებულია წარმოების შუალედურ სტადიებზე (საწარმოო მეთოდი);
2. შემოსავლების სიდიდით, რომლებიც მიღებულია საქონლისა და მომსახურების
მწარმოებლების მიერ (შემოსავლების მეთოდი);
3. დანახარჯების სიდიდით, რომლებიც გაწეულია საქონლისა და მომსახურების
საბოლოო მომხმარებლების მიერ (დანახარჯების მეთოდი).
ამ მეთოდთაგან თითოეული წარმოდგენას გვიქმნის ეკონომიკის სხვადასხვა მხარეზე .
მაგრამ, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ეროვნული ანგარიშების
სისტემას, არის ის, რომ (მონაცემთა არასრულყოფილების ან გაანგარიშებაში შეცდომების
პრობლემათა გამოკლებით) სამივე მეთოდი ეკონომიკურ საქმიანობათა შედეგების გაზომვის
იდენტური საშუალებაა.
ჩვენ შეგვიძლია სამივე მეთოდის ეკვივალენტობის ილუსტრირება შემდეგი მაგალითით :
წარმოვიდგინოთ, რომ ეკონომიკაში ფუნქციონირებს მხოლოდ ორი კომპანია: ციტრუსების
მწარმოებელი კომპანია OrangeInc და წვენების მწარმოებელი კომპანია JuiceInc. OrangeInc
წარმოადგენს ფორთოხლის პლანტაციების მფლობელ კომპანიას და ამ ციტრუსის გაყიდვითაა
დაკავებული. ფორთოხლის ნაწილს ფირმა პირდაპირ ყიდის მოსახლეობაზე, ნაწილს კი -
კომპანია JuiceInc-ზე, რომელიც აწარმოებს და ყიდის ფორთოხლის წვენს. ამ ორ ფირმას
შორის წლის განმავლობაში განხორციელებული ტრანსაქციები (ლარებში) ნაჩვენებია შემდეგ
ცხრილში:

OrangeInc ტრანსაქციები
ფირმის მომუშავეებზე გაცემული ხელფასი 15 000
გადასახადები, გადახდილი მთავრობისთვის 5 000
ფორთოხლის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 35 000
გაყიდვები მოსახლეობაზე 10 000
გაყიდვები JuiceInc-ზე 25 000

JuiceInc ტრანსაქციები
ფირმის მომუშავეებზე გაცემული ხელფასი 10 000
გადასახადები, გადახდილი მთავრობისთვის 2 000
OrangeInc-სგან ფორთოხლის ყიდვაზე დანახარჯები 25 000
წვენების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 40 000

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


1
კომპანიამ OrangeInc წლის განმავლობაში გადაუხადა 15000 დოლარის ხელფასი თავის
მუშაკებს ფორთოხლის მოყვანისა და მოკრეფისათვის, ხოლო მოსავალი გაყიდა 35000 ლარად
(ამ თანხიდან 10000 დოლარი მიღებულია შინამეურნეობიდან, ხოლო 25000 დოლარი -
კომპანია JuiceInc-სგან). ამგვარად, OrangeInc-ის მოგებამ გადასახადების გადახდამდე შეადგინა
35000-15000=20000 დოლარი. ვინაიდან ამ კომპანიამ გადაიხადა გადასახადის 5000 დოლარის
ოდენობით, მისმა მოგებამ გადასახადებით დაბეგვრის შემდგომ შეადგინა 15000 დოლარი .
კომპანიამ JuiceInc შეისყიდა 25000 დოლარის ღირებულების ფორთოხალი OrangeInc-ისგან
და გადაუხადა თავის მომუშავეებს 10000 დოლარის ხელფასი ფორთოხლის წვენის
წარმოებისათვის. მან გაყიდა აღნიშნული პროდუქცია 40000 ლარად და შესაბამისად , მისმა
მოგებამ შეადგინა 5000 დოლარი (40000-25000-10000). 2000 დოლარის ოდენობის
გადასახადების გადახდის შემდგომ კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა 3000 დოლარი .
როგორ უნდა ვაწარმოოთ ამ ორი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობათა შედეგების
ღირებულებითი შეფასება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის სამი სხვადასხვა ხერხი არსებობს :
წარმოების, დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდი. აღნიშნული მეთოდებით მიღებული
პასუხები აუცილებლად ერთნაირი იქნება.
1. წარმოების მეთოდი საშუალებას გვაძლევს გავზომოთ ეკონომიკური საქმიანობის
შედეგები ეროვნულ ეკონომიკაში წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო
ღირებულებათა დაჯამების გზით, იმ საქონლისა და მომსახურების გამოკლებით , რომლებიც
გამოყენებულია წარმოების შუალედურ სტადიებზე. აღნიშნული მიდგომა აუცილებლად
მოითხოვს დამატებული ღირებულების კონცეფციის შემოღებას. დამატებული ღირებულება
თითოეული მწარმოებლისათვის გაიანგარიშება წარმოებული პროდუქციის საბაზრო
ღირებულებიდან იმ რესურსების ღირებულებათა გამოკლებით, რომლებიც შეძენილია სხვა
მწარმოებლებისგან. საწარმოო მეთოდი გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაში ეკონომიკურ
საქმიანობათა შედეგების განსაზღვრას ყველა მწარმოებლის დამატებული ღირებულების
დაჯამების გზით.
ჩვენს მაგალითში კომპანია OrangeInc-ის წარმოების მოცულობა ღირებულებით
გამოხატულებაში შეადგენს 35000 ლარს, ხოლო კომპანია JuiceInc-სთვის - 40000 ლარს. მაგრამ,
ეკონომიკური საქმიანობის საერთო შედეგების გაზომვა მარტივი დაჯამების გზით (35000+40000)
მიგვიყვანს „ორმაგ აღრიცხვასთან“. იმისათვის, რათა ამისგან თავი დავიზღვიოთ ,
აუცილებელია არა წარმოების მოცულობათა ღირებულებითი მაჩვენებლების, არამედ ამ
კომპანიათა დამატებული ღირებულებების შეკრება: რადგანაც JuiceInc-მა გადაამუშავა 25000
დოლარის ღირებულების ფორთოხალი 40000 დოლარის ღირებულების პროდუქციად, ამ
კომპანიისათვის დამატებული ღირებულება შეადგენს 15000 ლარს (40000-25000). OrangeInc-ს არ
გამოუყენებია რომელიმე ფირმის რესურსი, ამიტომ მისი დამატებული ღირებულება მისივე
შემოსავლის ტოლი იქნება, რაც 35000 დოლარის ტოლია. ამგვარად, მწარმოებელთა
დამატებული ღირებულებების ჯამი შეადგენს: 35000+15000=50000 ლარს.
2. GDP-ის გაანგარიშება შემოსავლების მიხედვით საშუალებას გვაძლევს გავზომოთ
ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობების შედეგები ყველა შემოსავლის შეკრებით , რომელიც
მიღებულია საქონლისა და მომსახურების მწარმოებლების მიერ და მოიცავს მუშაკების
ხელფასებს და მეწარმეთა მოგებას. როგორც ვნახეთ, კომპანია OrangeInc-ის მოგება
გადასახადების გადახდამდე განისაზღვრება, როგორც სხვობაა მის შემოსავალსა (35000
დოლარი) და გადახდილ ხელფასს (15000 დოლარი) შორის, რომელიც შეადგენს 20000 ლარს.
კომპანია JuiceInc-ის მოგება ტოლია შემოსავალს (40000 დოლარი) გამოკლებული კომპანიის
მიერ შესყიდული ფორთოხლის ღირებულება (25000 დოლარი) და თავის მომუშავეებზე
გადახდილი ხელფასი (10000 დოლარი), რაც შეადგენს 5000 ლარს. თუ შევკრებთ OrangeInc-ის
მოგებას (20000), JuiceInc-ის მოგებას (5000) და 25000 დოლარის ოდენობის ხელფასს, რომელიც
მიღებულია ორივე კომპანიის მუშაკების მიერ, მივიღებთ 50000 ლარს, ე.ი. ისეთსავე სიდიდეს ,
რომელიც მივიღეთ საწარმოო მეთოდით გამოთვლის შემთხვევაში.
ამ გაანგარიშების დროს ჩვენ შევკრიბეთ მუშაკებისა და მწარმოებელთა შემოსავლები
მათ მიერ გადასახადების გადახდამდე. იგივე სიდიდე შეგვიძლია მივიღოთ, თუ შევკრებთ მათ

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


2
შემოსავლებს გადასახადების გადახდის შემდეგ და მთავრობის მიერ მიღებულ გადასახადებს .
გავიხსენოთ, რომ კომპანია OrangeInc-ის მოგებამ გადასახადის გადახდის შემდეგ შეადგინა
15000, ხოლო OrangeInc-ის მოგებამ - 3000 დოლარი. გადასახადების გადახდის შემდეგ ორივე
კომპანიის მოგების (18000), გადახდილი ხელფასების (25000) (იგულისხმება, რომ მუშაკები არ
იხდიან გადასახადს) და მთავრობის საგადასახადო შემოსავლების (7000) დაჯამებით კვლავ
ვღებულობთ 50000 ლარს, ე.ი. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ღირებულებით შედეგებს .
3. და ბოლოს, GDP-ის გაანგარიშება დანახარჯების მიხედვით საშუალებას გვაძლევს
ეკონომიკური საქმიანობის შედეგები გავზომოთ საქონლისა და მომსახურების ყველა
საბოლოო მომხმარებელთა დანახარჯების შეკრებით. ჩვენს მაგალითში ფორთოხლის
საბოლოო მომხმარებლებია შინამეურნეობა. კომპანია JuiceInc-ი არ წარმოადგენს
ფორთოხლის საბოლოო მომხმარებელს, რადგანაც მას წვენად გადამუშავების შემდგომ
ყიდის მოსახლეობაზე. ამგვარად, საბოლოო მომხმარებლები ყიდულობენ კომპანია OrangeInc-
ისგან ფორთოხალს 10000 ლარად და კომპანია JuiceInc-ისგან ფორთოხლის წვენს 40000
ლარად, რაც ერთობლიობაში შეადგენს 50000 ლარს, ე.ი. იგივე სიდიდეს, რომელიც მივიღეთ
საწარმოო და შემოსავლების მეთოდების გამოყენების დროს.
რატომ იძლევა სამივე მეთოდი ერთსა და იმავე შედეგს? ეს სულაც არ არის შემთხვევითი .
ამ მეთოდების ლოგიკა ისეთია, რომ მათ ერთი და იგივე შედეგი უნდა მოგვცეს.
იმისათვის, რომ ვნახოთ, თუ რატომ არის ასე, ჯერ-ერთი, მივაქციოთ ყურადღება იმას,
რომ დროის რომელიღაც პერიოდში წარმოებული საქონლისა და მომსახურების საბაზრო
ღირებულება განსაზღვრების თანახმად ტოლია იმ თანხის, რომელიც მომხმარებლებმა უნდა
დახარჯონ მათ შესაძენად. კომპანია JuiceInc-ის ფორთოხლის წვენს გააჩნია საბაზრო
ღირებულება 40000 დოლარის ოდენობით მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს სურთ და მზად
არიან დახარჯონ ეს თანხა წვენის საყიდლად. რადგანაც საქონლისა და მომსახურების
საბაზრო ღირებულება და ამ საქონლისა და მომსახურების შეძენაზე დანახარჯები ყოველთვის
ერთნაირია, საწარმოო მეთოდი (რომელიც ზომავს საქონლის საბაზრო ღირებულებას ) და
დანახარჯების მეთოდი (რომელიც ზომავს საქონლის ყიდვაზე დანახარჯებს ) უნდა იწვევდეს
ეკონომიკურ საქმიანობათა შედეგების ერთნაირი სიდიდის მიღებას.
მეორე, ცხადია, რომ ის თანხა, რომელსაც ღებულობენ გამყიდველები, ტოლი უნდა იყოს
თანხისა, რომელსაც ხარჯავენ მყიდველები. გამყიდველთა შემოსულობები ტოლია
შემოსავლების საერთო თანხისა, რომლებიც მიღებულია ეკონომიკური საქმიანობების
შედეგად და რომელიც მოიცავს მუშაკთა შემოსავლებს, მთავრობის მიერ მიღებულ
გადასახადებს და მოგებას, რომელიც რჩება ყველა ამ გადახდის შემდგომ. ამიტომ ,
დანახარჯების საერთო თანხა შემოსავლების საერთო თანხის ტოლი უნდა იყოს იმის
გათვალისწინებით, რომ დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდებიც უნდა იძლეოდნენ
აგრეთვე ერთნაირ შედეგს. და ბოლოს, პროდუქციის ღირებულებაც და შემოსავლების
სიდიდეც ტოლია დანახარჯების სიდიდის, მაშინ წარმოებული პროდუქციის ღირებულებაც
ტოლია მის შეძენაზე გაწეული დანახარჯების.
ამგვარად, დროის ნებისმიერი გარკვეული პერიოდისათვის სამივე მეთოდი უნდა
იძლეოდეს ერთნაირ შედეგს:

ერთობლივ
წარმოების
ი ერთობლივი
ერთობლივი = = (2.1)
შემოსავალ დანახარჯები
მოცულობა

სადაც წარმოება, შემოსავლები და დანახარჯები გაზომილია ერთი და იგივე ერთეულით


(მაგალითად, ლარებით).
(2.1) იგივეობას ეწოდება ეროვნული შემოსავლის ანგარიშების ძირითადი იგივეობა და
ანგარიშების ეროვნული სისტემის საფუძველია. 2.2. ნაწილში ვაჩვენებთ, თუ როგორ

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


3
გამოიყენება აღნიშნული ფუნდამენტური იგივეობა მთლიანობაში ეროვნული ეკონომიკის
მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობის შედეგების გასაზომად.

2.2. მთლიანი შიდა პროდუქტი

ქვეყანაში ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ფართოდ ცნობილი და


ყველაზე ხშირად გამოყენებადი საზომი მთლიანი შიდა პროდუქტია (GDP). როგორც
აღვნიშნეთ, ქვეყნის GDP შეიძლება განისაზღვროს წარმოების, დანახარჯებისა და
შემოსავლების მეთოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი მეთოდი ჯამში ერთსა და იმავე
შედეგებს გვაძლევს, თითოეული GDP-ის სხვადასხვა კუთხით განიხილავს. ერთობლიობაში
სამივე მიდგომის გამოყენება უფრო სრულ სურათს გვაძლევს ქვეყანაში ეკონომიკური
საქმიანობის შედეგად, ვიდრე მათგან ნებისმიერი ცალკე აღებული.

GDP-ის გაზომვის წარმოების მეთოდი

საწარმოო მეთოდი GDP-ის განიხილავს, როგორც ყველა საბოლოო საქონლისა და


მომსახურების საბაზრო ღირებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ახლადწარმოებულია
ქვეყანაში დროის ფიქსირებული პერიოდისათვის. განვიხილავთ რა ამ განსაზღვრების
სხვადასხვა შემადგენელ ნაწილს, ვიმსჯელებთ ზოგიერთ პრაქტიკულ პრობლემებზე ,
რომლებიც წარმოიშობა GDP-ის გაზომვის დროს.
საბაზრო ღირებულება. საქონელი და მომსახურება GDP-ის გაანგარიშების დროს მათი
საბაზრო ღირებულებათა მიხედვით გაითვალისწინება, ე.ი. მათი გაყიდვის ფასით . საბაზრო
ღირებულების კატეგორიის გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის
საშუალებას იძლევა დაჯამდეს სხვადასხვა წარმოებული საქონლისა და მომსახურების
ღირებულება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გსურთ გაზომოთ ეკონომიკაში წარმოების
საერთო მოცულობა, სადაც გამოშვებულია 7 ავტომობილი და 100 წყვილი ფეხსაცმელი.
ავტომობილისა და წყვილი ფეხსაცმლის რაოდენობის შეკრება გვაძლევს წარმოების საერთო
მოცულობას - 107. მაგრამ ამ სიდიდეს აზრი არ აქვს, რადგანაც ავტომობილი და წყვილი
ფეხსაცმელი სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება და სრულიად
განსხვავებული ეკონომიკური ფასეულობით ანუ სამომხმარებლო ღირებულებით ხასიათდება .
მაგრამ დავუშვათ, რომ თითოეული ავტომობილი იყიდება 10000 დოლარად, ხოლო ყოველი
წყვილი ფეხსაცმელი - 60 დოლარად. ბაზრის მიერ ამ განსაზღვრულ ფასებს თუ მივიღებთ
სამომხმარებლო ღირებულების გაზომვის საშუალებად, ჩვენ შევძლებთ გამოვთვალოთ
წარმოებული ავტომობილების ღირებულება, რომელიც შეადგენს 70000 დოლარს (7×10000
დოლ.) და წარმოებული ფეხსაცმლის ღირებულება, რომელიც 6000 დოლარის ტოლია (100×60
დოლ.). წარმოებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება ანუ GDP შეადგენს
70000+6000=76000 დოლარს. საბაზრო ღირებულების გამოყენებას წარმოების მოცულობის
გასაზომად აზრი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას გვაძლევს გავითვალისწინოთ
წარმოებული საქონლისა და მომსახურების შედარებით ეკონომიკურ მნიშვნელობებს შორის
განსხვავება.
თუმცა საბაზრო ღირებულების კატეგორიის გამოყენება GDP-ის გასაზომად არ
წარმოადგენს იდეალურ საშუალებას, რადგანაც ზოგიერთი საქონელი და მომსახურება არ
იყიდება ფორმალურ ბაზრებზე. ასეთ შემთხვევაში, GDP კორექტირებულ უნდა იქნას ზრდის
მიმართულებით, რათა გავითვალისწინოთ ასეთი საქონლისა და მომსახურების არსებობა .
თუმცა, მათი ღირებულების ადეკვატური შეფასების განხორციელების სირთულის გამო ,
ზოგიერთი არასაბაზრო საქონელი და მომსახურება უბრალოდ არ გაითვალისწინება GDP-ის
გამოთვლის დროს. მაგალითად, შინამეურნეობის წარმართვის სამუშაოები ან ოჯახში
ბავშვების აღზრდა, რომელზეც არ ხორციელდება ანაზღაურება, GDP-ში არ ჩაირთვება , მაშინ ,

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


4
როდესაც ანაზღაურებადი მომსახურება შინამეურნეობის წარმართვაზე და ბავშვთა აღზრდაზე
(რომლის გაწევა ხდება პროფესიონალი შინამოსამსახურეების ან კერძო მომსახურე ფირმების
მიერ) შედის GDP-ის შემადგენლობაში. ამის მსგავსად, ჰაერისა და წყლის გასუფთავებით
მიღებული სარგებელი არ იყიდება ბაზრებზე, ამიტომ, გარემოს დაბინძურების შემცირებაზე (ან
მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე) საქმიანობა, ჩვეულებისამებრ, არ აისახება GDP-ის
სიდიდეზე.
ამასთან, ზოგიერთი არასაბაზრო საქონელი და მომსახურება ნაწილობრივ ასახულია
GDP-ში. მაგალითად, ეს არის ე.წ. ჩრდილოვან ეკონომიკაში საქმიანობა. ჩრდილოვანი
ეკონომიკა მოიცავს როგორც კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას, რომელიც
“ჩრდილში ემალება” სამთავრობო აღრიცხვას (მაგალითად, გადასახადების გადახდისგან ან
სახელმწიფო რეგულირებისაგან თავის არიდების მიზნით), ასევე არალეგალურ საქმიანობას ,
როგორიცაა ნარკოტიკების მიმოქცევა, პროსტიტუცია და აზარტული თამაშები (ზოგიერთ
შემთხვევაში). ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ისეთი საქმიანობა, როგორიცაა, მაგალითად,
ნარკოტიკების მიმოქცევასთან დაკავშირებული, ითვლება “ცუდ”, ვიდრე “კარგ” საქმიანობად
და ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული GDP-ში, თუმცა ამ
არგუმენტაციისადმი მყარმა მიდევნებამ შეიძლება მიგვიყვანოს GDP-დან მრავალი საქონლისა
და მომსახურების გამორიცხვასთან, რომლებიც მასში ამჟამად გაითვალისწინება . თუმცა
ნათელია, რომ დიზაინერის მომსახურება საცხოვრებლის ინტერიერთან დაკავშირებით ,
რომელიც ღებულობს ანაზღაურებას ნაღდი ფულით გადასახადის გადახდისგან თავის
არიდების მიზნით, უნდა იქნას გათვალისწინებული GDP-ში. სამთავრობა სტატისტიკოსები
რეგულარულად ახდენენ GDP-ის კორექტირებას, რათა მასში ჩართონ ჩრდილოვანი
ეკონომიკის წარმოების მოცულობის შეფასებითი მნიშვნელობები. იმასთან დაკავშირებით ,
რომ ნაღდი ფულით ანაზღაურება ყველაზე გავრცელებული საშუალებაა აღრიცხვისგან თავის
ასარიდებლად, ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდე ფასდება მიმოქცევაში არსებული ფულის
რაოდენობის მეშვეობით.
ეკონომიკური საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემადგენელი , რომელიც არ
არის გაშუალებული ბაზრით, მთავრობის მიერ გაწეული მომსახურებაა, კერძოდ, ისეთი,
როგორიცაა თავდაცვა, საზოგადოებრივი განათლება, გზებისა და ხიდების მშენებლობა და
მომსახურება. ის ფაქტი, რომ სამთავრობო მომსახურების დიდი ნაწილი არ იყიდება ბაზრებზე ,
განაპირობებს საბაზრო ღირებულების კატეგორიის ერთ-ერთი ნაკლოვანების არსებობას ,
რომელიც გამოიყენება GDP-ის ფორმირებაში მთავრობის წვლილის გამოსათვლელად . ამ
შემთხვევაში საკითხის გადაჭრა ასეთია: სამთავრობო მომსახურების ღირებულება ფასდება
მათ გაწევაზე დანახარჯებით. ამიტომ, ეროვნული თავდაცვის წვლილი GDP-ში მიღებულია
მთავრობის დანახარჯების ტოლად თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაზე : მომსახურე
პერსონალისა და სამოქალაქო პირების გასამრჯელო, მშენებლობაზე და შეიარაღებისა და
ბაზის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე დანახარჯები და ა .შ .. ამის მსგავსად ,
საზოგადოებრივი განათლების წვლილი GDP-ის ფორმირებაში იზომება პედაგოგების შრომის
ანაზღაურებაზე, სკოლების მშენებლობაზე, მოწყობილობების ყიდვაზე და ა.შ. დანახარჯებით .
ახლად წარმოებული საქონელი და მომსახურება. როგორც მიმდინარე ეკონომიკური
საქმიანობის შედეგების საზომი, GDP მოიცავს მხოლოდ იმ საქონელსა და მომსახურებას ,
რომლებიც ახლადაა წარმოებული მიმდინარე პერიოდის განმავლობაში. GDP არ
ითვალისწინებს იმ საქონლისა და მომსახურების ყიდვას, რომლებიც წარმოებულია წინა
პერიოდებში. ამიტომ, ახლად აშენებული ბინის საბაზრო ფასი ჩართულია GDP-ში, ხოლო ის
ფასი, რომლითაც იყიდება ადრე აშენებული და ამჟამად გამოყენებადი ბინები, არ ჩაირთვება
მის შემადგენლობაში (მეორადი ბინების ღირებულება უკვე ჩართულია GDP-ში ადრე, იმ წელს,
როცა ისინი აშენდა). მაგრამ უძრავი ქონების გაყიდვების აგენტთა მომსახურების ღირებულება ,
რომლებიც ჩართულია მეორადი ბინების გაყიდვების ფასში, GDP-ის ნაწილია, რადგანაც ეს
მომსახურება გაწეულია მიმდინარე პერიოდში.
საბოლოო საქონელი და მომსახურება. საქონელი და მომსახურება, რომლებიც
წარმოებულია დროის რომელიღაც პერიოდის განმავლობაში, შეიძლება დავყოთ შუალედურ

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


5
და საბოლოო საქონლად და მომსახურებად. მათ შორის შუალედური საქონელი და
მომსახურება ისაა, რომელიც გამოიყენება სხვა საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად
დროის იმავე პერიოდში, რა დროშიც მოხდა მათი წარმოება. მაგალითად, ფქვილი, რომელიც
წარმოებულ იქნა, ხოლო შემდეგ გამოყენებული პურის გამოსაცხობად იმავე წელს,
შუალედური საქონელია. სატრანსპორტო კომპანიამ, რომელმაც მიიტანა ფქვილი საცხობში ,
უზრუნველყო შუალედური მომსახურება.
საბოლოო საქონელი და მომსახურება გულისხმობს წარმოების პროცესის დასრულებას .
მაგალითად, პური, რომელიც წარმოებულია მცხობელის მიერ, საბოლოო საქონელია, ხოლო
ტრანსპორტით პურის მიტანა მცხობელიდან მყიდველის სახლამდე - საბოლოო მომსახურება .
რადგანაც ეკონომიკური საქმიანობის მიზანი საბოლოო საქონლისა და მომსახურების
წარმოებაა, შუალედური პროდუქტი ამ გზაზე ერთი ნაბიჯთაგანია და მხოლოდ საბოლოო
საქონელი და მომსახურება გაითვალისწინება GDP-ის გაანგარიშებაში.
ზოგჯერ შუალედურ და საბოლოო საქონელს შორის განსხვავება ფრიად უმნიშვნელოა .
მაგალითად, ახალი ხისდამამუშავებელი დანადგარი, რომელიც ავეჯის მწარმოებელს
მიეყიდება, შუალედური საქონელია თუ საბოლოო? მიუხედავად იმისა, რომ ეს დანადგარი
გამოიყენება სხვა საქონლის საწარმოებლად, მისი ღირებულება მზა საქონლის ღირებულებაში
არ გადადის მთლიანად ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეს არ არის შუალედური
პროდუქტი. ხისდამამუშავებელი დანადგარი წარმოადგენს ისეთი საბოლოო პროდუქტის ტიპის
მაგალითს, რომელსაც კაპიტალურ საქონელს უწოდებენ. კაპიტალური საქონლის უფრო
ზოგად მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ფაბრიკები, საოფისე შენობები და მოწყობილობა .
კაპიტალური საქონელი - ეს ისეთი საქონელია, რომელიც სხვა საქონლის წარმოების
საშუალებაა (მათ შორის, ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა მიწა). მაგრამ, განსხვავებით
შუალედური პროდუქციისაგან, კაპიტალური საქონელი გამოიყენება არა მარტო დროის იმ
პერიოდში, როცა ის იქნა წარმოებული. ეროვნული შემოსავლის ანგარიშების შემმუშავებლებმა
გადაწყვიტეს მოეხდინათ კაპიტალური საქონლის კლასიფიკაცია საბოლოო პროდუქტად და
ამიტომ, მათი წარმოების მოცულობა ჩართულია GDP-ში. ამის მიზეზად იქცა ის, რომ საწარმოო
სიმძლავრეების ზრდა ექსპლოატაციაში ახალი კაპიტალური საქონლის შეყვანის შედეგად
ეკონომიკური საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
შუალედურ და საბოლოო საქონელს შორის სხვა განსხვავებაა მათ მარაგებში (საბრუნავ
აქტივებში) ინვესტიციების სხვადასხვა ბრუნვადობა. სასაქონლო მარაგები წარმოადგენს
დაგროვებულ არარეალიზებულ მზა პროდუქციას, დაუმთავრებელ წარმოებას , მასალებს ,
რომლებიც იქმნება ფირმების მიერ წარმოებისა და მიმოქცევის პროცესის უწყვეტობის
უზრუნველსაყოფად. ინვესტიციები მარაგებში - სიდიდეა, რომლის ოდენობითაც იზრდება
მარაგები წლის განმავლობაში. როდესაც მარაგების სიდიდე მცირდება წლის განმავლობაში ,
ინვესტიციები მარაგებში ღებულობს უარყოფით ნიშანს. მაგალითად, დავუშვათ , რომ
მცხობელმა დაიწყო წელი, რომელსაც საცავში აქვს 1000 დოლარის ღირებულების ფქვილის
მარაგი, ხოლო წლის ბოლოს მისმა ფქვილის მარაგმა შეადგინა 1100 დოლარი. ფქვილის
სიდიდეებს შორის სხვაობა წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის შეადგენს ღირებულებით
გამოხატულებაში 100 დოლარს, სწორედ ეს არის მცხობელის მიერ განხორციელებული
ინვესტიციები მარაგებში. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ფქვილის დანიშნულებაა
საბოლოოს პროდუქტის - პურის წარმოება, მისი მარაგების მოცულობის ზრდა წარმოადგენს
წარმოების იმ მოცულობას, რომელიც არ იქნა გამოყენებული მოცემული წლის განმავლობაში .
ინვესტიციები მარაგებში ეს არის მარაგების სახით არსებული საქონლის ფიზიკური
მოცულობის (რაოდენობის) ცვლილება, გამრავლებული მის ფასზე. სასაქონლო მარაგების
ღირებულების ცვლილება ფასების ცვლილების შედეგად (კაპიტალის ნაზრდი ან დანაკარგი )
არ განიხილება, როგორც მარაგებში ინვესტიციები. როგორც კაპიტალური საქონლის
შემთხვევაში გვქონდა, ინვესტიციები მარაგებში განიხილება, როგორც საბოლოო საქონელი
და ამიტომ წარმოადგენს GDP-ის ნაწილს. სასაქონლო მარაგების ზრდა უზრუნველყოფს
მომავალში ზრდადი საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების შესაძლებლობას .

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


6
OrangeInc და JuiceInc კომპანიების მაგალითზე ვნახეთ, რომ ეკონომიკური საქმიანობის
საერთო შედეგები შეიძლება გაიზომოს დამატებული ღირებულების დაჯამების გზით
(წარმოებული საქონლის ღირებულებასა და გამოყენებული რესურსების ღირებულებას შორის
სხვაობით) თითოეული მწარმოებლისათვის. დამატებული ღირებულების გამოყენებაზე
დამყარებული მეთოდის ღირსებაა ის, რომ ადგილი აქვს საბოლოო საქონლის აღრიცხვას და
წარმოების საერთო მოცულობის ღირებულების გაანგარიშებიდან შუალედური საქონლის
გამორიცხვას ავტომატურად. თუ თქვენ დაუბრუნდებით ამ მაგალითს , ნახავთ , რომ
დამატებული ღირებულების შექმნით ამ ორი კომპანიის მიერ, ჩვენ გავზომეთ ეკონომიკური
საქმიანობის შედეგები, რომელიც მოიცავს ორივე კომპანიის მიერ მოსახლეობისადმი
საბოლოო გაყიდვების სიდიდეს, მაგრამ გამოვრიცხეთ შუალედური საქონელი
(გადაუმუშავებელი ფორთოხლები), რომელიც OrangeInc-მა მიჰყიდა JuiceInc-ს.
GNP და GDP. 1991 წლამდე ეკონომისტთა უმრავლესობა, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ის
მაკროეკონომიკურ მონაცემებთან, ძირითადად იყენებდნენ ეკონომიკური საქმიანობის
შედეგების ისეთ საზომს, როგორიცაა მთლიანი ეროვნული პროდუქტი ( GNP), და არა GDP.
მაგრამ, 1991 წლიდან აშშ-ის ეროვნული ანგარიშების სისტემის სხვა ინდუსტრიულად
განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან ჰარმონიზაციის მიზნით , ვაჭრობის
სამინისტრომ დაიწყო GDP-ის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ძირითადი
საზომის სახით. GNP-ისა და GDP-ის შორის სხვაობა ეხება საქმიანობის შედეგების აღრიცხვას ,
რომლებიც მიღებულია კაპიტალისა და სამუშაო ძალის გამოყენებით ქვეყნის ფარგლებს
გარეთ. მთლიანი ეროვნული პროდუქტი - ეს არის ყველა საბოლოო პროდუქტისა და
მომსახურების ერთობლივი საბაზრო ღირებულლება, რომლებიც ახლად წარმოებულია
მოცემული ქვეყნის (ეროვნული) მესაკუთრეების საკუთრებაში არსებული წარმოების
ფაქტორებით დროის ფიქსირებული პერიოდისათვის (GDP-ისგან განსხვავებით , რომელიც
ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით წარმოებას).
როდესაც ამერიკული კაპიტალი და შრომა - რომლებსაც აგრეთვე წარმოების
ფაქტორები ეწოდება - გამოიყენება საზღვარგარეთ, ისინი აწარმოებენ პროდუქციას და
მოაქვთ შემოსავლები. საქმიანობის ეს შედეგები ჩართულია აშშ-ის GNP-ში და არა GDP-ში ,
რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ აშშ-ის შიგნით მიღებულ შედეგს. მაგალითად, გზის
ღირებულება, რომელიც აშენებულია აშშ-ის სამშენებლო კომპანიის მიერ საუდის არაბეთში და
ამ არაბული ქვეყნის მთავრობის მიერ კომპანიისადმი გადახდის სიდიდითაა შეფასებული ,
გაითვალისწინება აშშ-ის GNP-ში, მაგრამ არა მის GDP-ში. ამის მსგავსად, როდესაც უცხოური
კაპიტალი ან შრომა გამოიყენება აშშ-ში, მის შედეგად გამოშვებული პროდუქცია და მიღებული
შემოსავლები ჩართულია აშშ-ის GDP-ში (რადგანაც წარმოება განხორციელდა აშშ-ში) და არა
GNP-ში (ისინი გაითვალისწინება იმ ქვეყნის GNP-ში, რომელსაც ეკუთვნის წარმოების
ფაქტორები). მაგალითად, იაპონური ავტომობილების ღირებულების ნაწილი, რომელიც
აწყობილია აშშ-ში, შეესაბამება იაპონური კაპიტალისა და მენეჯმენტის წილს ,
გაითვალისწინება იაპონიის GNP-ში და აშშ-ის GDP-ში, მაგრამ არა აშშ-ის GNP-ში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ წმინდა ფაქტორული გადახდები
საზღვარგარეთიდან (NFP) როგორც შემოსავლები, რომლებიც მიღებულია მოცემული ქვეყნის
მესაკუთრეთა კუთვნილი, მაგრამ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული წარმოების
ფაქტორების გამოყენების შედეგად, გამოკლებული შემოსავლები, რომლებიც გადახდილია
მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უცხოური წარმოების ფაქტორების
მესაკუთრეთათვის. ამ ცნების გამოყენებით შეგვიძლია გამოვსახოთ თანაფარდობა GNP-სა და
GDP-ის შორის, როგორც

GDP=GNP−NFP (2.2)

აშშ-სთვის GNP და GDP ეკონომიკური საქმიანობის შედეგების დაახლოებით ერთნაირ


მნიშვნელობას იძლევა. მაგალითად, 2002 წელს აშშ-ის GDP შეადგენდა 10,446, ხოლო GNP -
10,437 ტრილიონ დოლარს, ე.ი. სხვაობა იყო ძალიან მცირე, სულ რაღაც 0,1%. მაგრამ სხვა

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


7
ქვეყნებისათვის, მაგალითად, როგორიცაა ეგვიპტე ან თურქეთი, რომელთა ბევრი მოქალაქე
მუშაობს საზღვარგარეთ, GDP-ისა და GNP-ის შორის სხვაობა გაცილებით უფრო არსებითია.
ამის მიზეზია ფულადი გზავნილები, რომლებიც ხორციელდება საზღვარგარეთ მომუშავე
მოქალაქეების მიერ, რაც ჩაირთვება GNP-ის და არა GDP-ში შემადგენლობაში.

GDP-ის გაანგარიშება დანახარჯების მიხედვით

GDP-ის შემადგენლების სხვაგვარი წარმოდგენა შეიძლება მივიღოთ ეროვნული


შემოსავლის ანგარიშის განხილვისას დანახარჯების თვალსაზრისით . დანახარჯების მიდგომით
GDP განისაზღვრება, როგორც ქვეყანაში ყველა საბოლოო საქონლისა და მომსახურების
ყიდვაზე გაწეული დანახარჯების საერთო ჯამი დროის გარკვეული პერიოდისათვის . GDP-ის
შემადგენლობაში ჩართულია დანახარჯების ოთხი უმნიშვნელოვანესი კატეგორია : მოხმარება ,
ინვესტიციები, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები , საქონლისა და
მომსახურების წმინდა ექსპორტი. სიმბოლოებში ეს აღინიშნება შემდეგნაირად :

Y =GDP = წარმოების საერთო მოცულობა;


= ერთობლივი შემოსავლები;
= ერთობლივი ხარჯები;
C−¿მოხმარება;
I −¿ინვესტიცია;
G−¿საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
NX −¿საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი.

ამ სიმბოლოების გამოყენებით შეგვიძლია ჩავწეროთ GDP დანახარჯების მიხედვით :

Y =C + I +G+ NX .(2.3)

2.3 ტოლობა, ისევე როგორც 2.1 განტოლება, ასახავს მაკროეკონომიკაში ძირითადი


ურთიერთკავშირებიდან ერთ-ერთს. 2.3 განტოლებას ეწოდება შემოსავლები-დანახარჯების
იგივეობა, რადგანაც ის განსაზღვრავს, რომ Y შემოსავალი საერთო დანახარჯების ტოლია
C+ I +G+ NX . აშშ-ის 2002 წლის მონაცემები დანახარჯების ამ ოთხ კატეგორიაზე
წარმოდგენილია ცხრილი 2.1-ში. მოცემული პარაგრაფის მომდევნო ნაწილში
წარმოდგენილია ინფორმაცია ცხრილში მოცემული დანახარჯების კომპონენტების შინაარსზე .
მოხმარება. მოხმარება არის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული შინამეურნეობების
დანახარჯები საქონლისა და მომსახურების ყიდვაზე, მათ შორის, საზღვარგარეთ წარმოებული
საქონლისა და მომსახურების. ეს დანახარჯების ყველაზე დიდი ნაწილია, რომელიც
ჩვეულებისამებრ, აშშ-ის GDP-ის დაახლოებით 2/3-ია. მოხმარებაზე დანახარჯები იყოფა სამ
კატეგორიად, ესენია:
1) გრძელვადიანი სარგებლობის სამომხმარებლო საქონელი, ისეთი, როგორიცაა
ავტომობილები, ტელევიზორები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები (მაგრამ
არა ბინები, რომლის ყიდვაზე გაწეული დანახარჯები კლასიფიცირდება როგორც
ინვესტიცია);
2) სხვა სამომხმარებლო საქონელი, რომლებიც მოიხმარება საკმაოდ სწრაფად ,
ისეთები, როგორიცაა კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, სათბობი;
3) მომსახურება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ფინანსური და სატრანსპორტო
მომსახურება.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


8
ცხრილი 2.1. აშშ-ის GDP-ის სტრუქტურა დანახარჯების მიხედვით 2002 წელს

% GDP -
მლრდ § ის
მიმართ
პირად მოხმარებაზე დანახარჯები (C) 7303,7 69,9
გრძელვადიანი სარგებლობის სამომხმარებლო საქონელი 871,9 8,3
სხვა სამომხმარებლო საქონელი 2115,0 20,2
მომსახურება 4316,8 41,3
ერთობლივი კერძო ინვესტიციები ქვეყნის შიგნით (I ) 1593,2 15,3
ბიზნესის ინვესტიციები ძირითად კაპიტალში 1117,4 10,7
საწარმოო შენობები და დანადგარები 269,3 2,6
მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა 848,1 8,1
ინვესტიციები ბინათმშენებლობაში 471,9 4,5
ინვესტიციები მარაგებში 3,9 0,0
საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები (G) 1972,9 18,9
ფედერალური შესყიდვები 693,7 6,6
ეროვნული თავდაცვა 447,4 4,3
ხარჯები სხვა მიზნებზე 246,3 2,4
შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების შესყიდვები 1279,2 12,2
წმინდა ექსპორტი (NX) -423,6 -4,1
ექსპორტი 1014,9 9,7
იმპორტი 1438,5 13,8
სულ GDP (Y ) 10446,2 100,0
შენიშვნა: წარმოდგენილი ციფრების შეკრების შედეგები შეიძლება არ დაემთხვეს
შედეგებს
დამრგვალების გამო

ინვესტიციები. ინვესტიციები მოიცავს დანახარჯებს როგორც ახალ კაპიტალურ


საქონელზე (ინვესტიციები ძირითად კაპიტალში), აგრეთვე ფირმების მიერ შექმნილ
სასაქონლო მარაგებს (ინვესტიციები მარაგებში). ინვესტიციები ძირითად კაპიტალში იყოფა
ორ შემადგენელ ნაწილად:
1) ბიზნესის ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, რომლებიც ბიზნესის დანახარჯებია
შენობასა და დანადგარებზე (ფაბრიკები, საწყობები, საოფისე შენობები) და
მოწყობილობებზე (მანქანები, სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერები , ავეჯი ),
აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
2) ინვესტიციები ბინათმშენებლობაში, რაც გულისხმობს ახალი სახლებისა და ბინების
მშენებლობაზე დანახარჯებს. საცხოვრებელი სახლები და ბინები განიხილება ,
როგორც კაპიტალური საქონელი, რადგანაც ისინი უზრუნველყოფს მომსახურების
შეთავაზებას (მაგალითად, თავშესაფრის) დროის ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში.
ისევე როგორც მოხმარება, ინვესტიციებიც მოიცავს დანახარჯებს საქონლის შეძენაზე ,
რომლებიც წარმოებულია საზღვარგარეთ. ჩვეულებრივ, ძირითად კაპიტალში ინვესტიციები
აშშ-ში შეადგენს GDP-ის დაახლოებით 1/6-ს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, მარაგების ღირებულების ზრდა განიხილება , როგორც
ინვესტიციები, მიუხედავად ამ ზრდის მიზეზებისა. კერძოდ, თუ ფირმამ აწარმოა საქონელი ,

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


9
რომელიც ვერ გაყიდა, მაშინ ამის შედეგად წარმოშობილი მარაგების ზრდა ითვლება ფირმის
ინვესტიციად. ეროვნული შემოსავლების ანგარიშის სისტემის მიზნებისათვის ეს სიტუაცია
განიხილება, როგორც ფირმის მიერ სხვებზე გაუყიდავი საქონლის თავის თავზე მიყიდვა . ამ
წესის შესრულება იძლევა იმის გარანტიას, რომ წარმოება და ხარჯები ყოველთვის ერთმანეთს
დაემთხვევა ეროვნული შემოსავლის ანგარიშების სისტემაში. განსაზღვრების თანახმად ,
ყველაფერი, რაც წარმოებული იქნა, უნდა გაიყიდოს ან თავად ფირმამ „შეისყიდოს“.
საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები. საქონლისა და
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, რომლებიც მოიცავს მთავრობისა და ადგილობრივი
ხელისუფლების ნებისმიერ ხარჯებს მიმდინარე პერიოდში წარმოებული უცხოური ან სამამულო
საქონლისა და მომსახურების ყიდვაზე, - საერთო დანახარჯების მესამე მთავარი
შემადგენელია. სახელმწიფო შესყიდვები აშშ-ში ბოლო პერიოდში შეადგენს GDP-ის
დაახლოებით 1/5 ნაწილს. მიაქციეთ ყურადღება, რომ, როგორც ცხრილი 2.1-შია ნაჩვენები,
სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი აშშ-ში იწარმოება შტატებისა და ადგილობრივი
მთავრობების და არა ფედერალური მთავრობის მიერ.
მაგრამ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ დახარჯული ყველა ფული არ
ხმარდება მიმდინარე პერიოდში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ყიდვას .
გამოიყოფა ისეთი კატეგორია, როგორიცაა სოციალური ტრანსფერტები - ხელისუფლების
ორგანოების მიერ ფულის გადარიცხვა სოციალური დაზღვევისა და ჯანდაცვის სისტემისადმი ,
უმუშევრობაზე დაზღვევა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის გადახდები და ა .შ . ეს
გადახდები (რომელიც უპირატესად ფიზიკური პირებისადმი ხორციელდება ) არ არის
თანდაყოლილი სანაცვლოდ რაიმე სახის საქონლისა და მომსახურების მიღებით . შედეგად ,
ისინი არ არის ჩართული სახელმწიფო შესყიდვების კატეგორიაში და არ გაითვალისწინება
GDP-ის შემადგენლობაში დანახარჯების მეთოდით მისი გაანგარიშების დროს . ამის მსგავსად ,
სახელმწიფო ვალზე გადახდილი პროცენტები არ გაითვალისწინება, როგორც სახელმწიფო
შესყიდვების ნაწილი.
კერძო სექტორის მოხმარებისა და ინვესტიციებისაგან განსხვავებით სახელმწიფო
შესყიდვების ზოგიერთი ნაწილი ხორციელდება მიმდინარე მოხმარების
დასაკმაყოფილებლად (ისეთის, როგორიცაა მუშაკთა შრომის ანაზღაურება), ხოლო ზოგიერთი
კი - კაპიტალური საქონლის საყიდლად (ისეთების, როგორიცაა საოფისე ავეჯი და სხვა).
ბოლო დრომდე აშშ-ის ეროვნული შემოსავლების ანგარიშებში არ გამოიყოფოდა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს საქმიანობის მოხმარებასა და ინვესტიციებს შორის
განსხვავება. მაგრამ, 1996 წელს კაპიტალურ საქონელზე (შენობები, მოწყობილობები,
დანადგარები) სახელმწიფო ხარჯები გამოყოფილია სახელმწიფო შესყიდვების საერთო
მოცულობიდან. სახელმწიფო ინვესტიციები ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანია - 300 მლრდ
დოლარზე მეტი ყოველწლიურად ბოლო წლებში და კერძო სექტორის ინვესტიციების
ყოველწლიური ერთობლივი სიდიდის დაახლოებით 1/5 ნაწილი. მაგრამ, როცა ჩვენ ვხმარობთ
სიტყვა „ინვესტიციას“, ვსაუბრობთ რა ეროვნული შემოსავლების ანგარიშზე, ჩვენ
ვგულისხმობთ სწორედ კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს , I .
სიმარტივისათვის, სახელმწიფო ინვესტიციებს ვრთავთ საქონლისა და მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობაში, G .
წმინდა ექსპორტი. წმინდა ექსპორტი - ეს არის სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის.
როგორც პირველ თავში განვიხილეთ, ექსპორტი არის საქონელი და მომსახურება , რომელიც
წარმოებულია ქვეყანაში და გაყიდულია მის ფარგლებს გარეთ; იმპორტი საქონელი და
მომსახურებაა, რომელიც წარმოებულია საზღვარგარეთ და ნაყიდია ქვეყნის რეზიდენტების
მიერ. წმინდა ექსპორტის სიდიდე დადებითია, თუ ექსპორტი იმპორტზე მეტია და უარყოფითია ,
თუ იმპორტი აჭარბებს ექსპორტს.
ექსპორტი ემატება საერთო ხარჯებს, რადგანაც ის წარმოადგენს დანახარჯებს (რომელიც
განხორციელებულია უცხოელების მიერ) ქვეყანაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და
მომსახურების საყიდლად. იმპორტი გამოირიცხება საერთო ხარჯებიდან , რადგანაც
მოხმარება, ინვესტიციები და სახელმწიფო შესყიდვები განსაზღვრების თანახმად მოიცავს

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


10
იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას. იმპორტის გამორიცხვა უზრუნველყოფს GDP-ში
მხოლოდ იმ დანახარჯების ასახვას (C + I +G+ NX ), რომლებიც გაწეულია ქვეყანაში
წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე. მაგალითად, იმპორტის ზრდა შეიძლება
ნიშნავდეს იმას, რომ ამერიკელებმა დაიწყეს მეტი იაპონური ავტომობილების ყიდვა
ამერიკული მანქანების წილის შემცირების ხარჯზე. აქედან გამომდინარეობს , რომ ქვეყნის
რეზიდენტების საერთო დანახარჯებიდან ფიქსირებული სიდიდის დროს იმპორტის ზრდა
ნიშნავს სამამულო პროდუქციის ყიდვაზე დანახარჯების შემცირებას .

GDP-ის გაანგარიშება შემოსავლების მიხედვით

GDP-ის გაზომვის მესამე და ბოლო ხერხია შემოსავლების მეთოდი; GDP გაიანგარიშება


შემოსავლების დაჯამების გზით, რომელიც მიღებულია მწარმოებლების მიერ, მოგებისა და
სახელმწიფოსათვის გადახდილი გადასახადების ჩათვლით. შემოსავლების მიხედვით GDP-ის
გაანგარიშების საკვანძო მნიშვნელობის შემადგენელია ეროვნული შემოსავლის კონცეფცია .
ეროვნული შემოსავალი - ეს არის ხუთი სახის შემოსავლების ჯამი (იხ. ცხრილი 2-2 აშშ-ს
მაგალითზე 2002 წლისათვის).
1. მუშაკთა (დაქირავებულთა) საკომპენსაციო ანაზღაურებები. ეს არის მუშაკთა (გარდა
თვითდასაქმებულთა) შემოსავლები, რომლებიც მოიცავს ხელფასს, სხვადასხვა
პრემიებს (მათ შორის, ანაბრებს საპენსიო გეგმების მიხედვით), ანაბრებს სოციალური
დაზღვევის სისტემაში. ცხრილი 2-2 გვიჩვენებს, რომ მუშაკთა საკომპენსაციო
ანაზღაურებები ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელმაც 2002
წელს აშშ-ში GDP-ის 57% შეადგინა1.
2. თვითდასაქმებულ მესაკუთრეთა შემოსავლები. ეს არის არაკორპორაციულ
თვითდასაქმებულ მესაკუთრეთა (ინდივიდუალურ მეწარმეთა ) შემოსავლები .
რადგანაც მრავალ თვითდასაქმებულ ადამიანს გააჩნია საკუთარი კაპიტალი
(მაგალითად, ფერმერს ტრაქტორი ან სტომატოლოგს რენტგენის აპარატი),
თვითდასაქმებულ მესაკუთრეთა შემოსავლები მოიცავს როგორც შრომით , ისე
საკუთრებიდან შემოსავლებს. მაგალითად, აშშ-ში 2002 წელს ასეთი შემოსავლების
წილმა შეადგინა GDP-ის დაახლოებით 7%.
3. ფიზიკური პირების რენტული შემოსავალი. ეს არის ფიზიკური პირების მიერ
მიღებული შემოსავლები, რომლებიც არიან მიწის და/ან უძრავი ქონების
მესაკუთრეები და შემოსავლებს ღებულობენ ამ საკუთრების სხვა პირებისადმი
სარგებლობაში გადაცემით. ამ კატეგორიაში შედის აგრეთვე სხვადასხვა სახის
წვრილი შემოსავლები როიალტის ტიპის, რომლებსაც უხდიან ავტორებს და
არტისტებს. ფიზიკური პირების რენტულმა შემოსავალმა 2002 წლისათვის შეადგინა
GDP-ის დაახლოებით 1,4%2.
4. კორპორაციული შემოსავლები. ეს მოგებაა, რომლებიც მიიღება კორპორაციების
მიერ, ე.ი. მათი შემოსავლების ნაშთი ხელფასის, პროცენტების, რენტის და სხვა
დანახარჯების ანაზღაურების შემდეგ. კორპორაციული მოგებიდან ხდება
გადასახადების გადახდა, ისეთის, როგორიცაა შემოსავალზე კორპორაციული
გადასახადი (კორპორაციის მოგებაზე გადასახადი), ხოლო აქციონერებისთვის

1 მუშაკების საკომპენსაციო ანაზღაურებები აჭარბებს მათ მიერ შინ მიტანილ თანხას. როგორც ამ ჩამონათვალში
სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლებისთვის, შემოსავლის ნაწილი, რომელიც მიღებულია მუშაკების მიერ, უნდა
გადაეცეს სახელმწიფოს გადასახადების სახით.
2 ფიზიკური პირების რენტული შემოსავალი შეადგენს GDP-ის უმნიშვნელო ნაწილს იმასთან დაკავშირებით, რომ ის
წარმოადგენს წმინდა რენტულ შემოსავალს, ე.ი. მფლობელების მიერ საკუთრების ობიექტების შენახვაზე ან
შექმნაზე გაწეული ხარჯების გამოკლებით. ფიზიკური პირების რენტული შემოსავლები აგრეთვე არ მოიცავს
ეკონომიკაში ყველა რენტულ გადასახდელებს, რადგანაც არ ითვალისწინებს რენტას, რომლებიც მიიღება
კორპორაციების მიერ.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


11
ხორციელდება დივიდენდების გადახდა. გადასახადების გადახდისა და
დივიდენდების გაცემის შემდგომ დარჩენილი მოგება, რომელსაც ეწოდება
გაუნაწილებელი მოგება, რჩება კორპორაციას. კორპორაციის მოგება GDP-ის არც ისე
დიდი ნაწილია (2002 წელს მან აშშ-ში GDP-ის 7,5% შეადგინა), მაგრამ მისი
აბსოლუტური სიდიდე შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს წლიდან წლამდე და თვით
კვარტლიდან კვარტლამდე.
5. წმინდა პროცენტი. ეს არის პროცენტები, რომლებიც მიღებულია ფიზიკური პირების
მიერ ბიზნესის სფეროდან და უცხოური წყაროებიდან იმ პროცენტების გამოკლებით ,
რომლებიც გადახდილია ფიზიკური პირების მიერ. ამ შემადგენლის სიდიდე აშშ-ში,
ბოლო 25 წლის განმავლობაში მერყეობდა GDP-ის 5%-დან 8%-მდე.

ცხრილი 2.2. GDP-ის სტრუქტურა აშშ-ში შემოსავლების მიხედვით 2002 წელს

% GDP -ის
მლრდ $
მიმართ
მუშაკთა საკომპენსაციო ანაზღაურებები 5977 57,2
თვითდასაქმებულ მესაკუთრეთა შემოსავლები 757 7,2
ფიზიკური პირების რენტული შემოსავლები 142 1,4
კორპორაციული მოგება 787 7,5
წმინდა პროცენტი 684 6,5
ჯამში: ეროვნული შემოსავალი (NI) 8348 79,9
პლიუს ბიზნესზე ირიბი გადასახადები (და სხვა უმნიშვნელო
695 6,7
შემოსულობები)
ტოლია: წმინდა ეროვნული პროდუქტი (NNP) 9043 86,6
პლიუს ძირითადი კაპიტალის მოხმარება 1394 13,3
ტოლია: მთლიანი ეროვნული პროდუქტი (GNP) 10437 99,9
გამოკლებული ფაქტორული შემოსავალი, რომელიც
278 2,7
მიღებულია საზღვარგარეთიდან
დამატებული საზღვარგარეთისთვის გადახდილი
288 2,8
ფაქტორული შემოსავალი
ტოლია: მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 10445 100,0
შენიშვნა: წარმოდგენილი ციფრების შეკრების შედეგები შეიძლება არ დაემთხვეს
საბოლოო შედეგებს დამრგვალების გამო

ეროვნული შემოსავლის უკვე აღწერილი ხუთი შემადგენელი ნაწილის გარდა, GDP-ის


სიდიდის მისაღებად აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ შემდეგი სამი პოზიცია :
● ბიზნესზე ირიბი გადასახადები;

● ამორტიზაცია;

● წმინდა ფაქტორული გადასახდელები.


ბიზნესზე ირიბ გადასახადებს, ისეთებს, როგორიცაა გადასახადები გაყიდვებიდან და
აქციზები, იხდის ბიზნესი ფედერალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში. ირიბი გადასახადები არ
განიხილებოდა ეროვნული შემოსავლის ხუთი ძირითადი შემადგენლის განხილვის დროს ,
მაგრამ რადგანაც ისინი წარმოადგენს მთავრობის შემოსავალს, აუცილებლად უნდა
დავუმატოთ ეროვნულ შემოსავალს, რათა გავითვალისწინოთ ქვეყანაში მიღებული ყველა

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


12
შემოსავალი. ეროვნული შემოსავალი ბიზნესზე ირიბ გადასახადებთან ერთად შეადგენს
წმინდა ეროვნულ პროდუქტს, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილი 2-2-ში 3.
ამორტიზაცია (სხვანაირად მას უწოდებენ ძირითადი კაპიტალის მოხმარებას) - ეს არის
კაპიტალის ღირებულება, გადატანილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებაში ,
რომლებიც წარმოებულია იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიიღება ეკონომიკური
საქმიანობის შედეგები4. ეროვნული შემოსავლის ცალკეული შემადგენლის გამოთვლის დროს
(განსაკუთრებით, თვითდასაქმებულ მესაკუთრეთა შემოსავლების , კორპორატიულ მოგებათა
და რენტული შემოსავლების) ამორტიზაცია გამოიქვითება საერთო (მთლიანი ) შემოსავლიდან .
ამიტომ, ეკონომიკაში შემოსავლების საერთო სიდიდის გამოსათვლელად აუცილებელია
ამორტიზაციის თანხის კვლავ დამატება. წმინდა ეროვნული პროდუქტისა და ამორტიზაციის
ჯამი შეადგენს მთლიან ეროვნულ პროდუქტს. ეროვნული და შიდა პროდუქტები იწოდება
მთლიან პროდუქტებად, რადგანაც ეს მაჩვენებლები ასახავენ ქვეყანაში საქონლისა და
მომსახურების წარმოების საერთო მოცულობას ამორტიზაციის გამოკლების გარეშე .
იმისათვის, რომ მთლიანი ეროვნული პროდუქტიდან გადავიდეთ მთლიან შიდა
პროდუქტზე, საჭიროა პირველიდან გამოვრიცხოთ საზღვარგარეთიდან წმინდა ფაქტორული
გადახდები (NFP):
წმინდა ფაქტორული გადახდები არის შემოსავლები, რომელიც მიიღება მოცემული
ქვეყნის მესაკუთრეთა კუთვნილ, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ არსებული წარმოების
ფაქტორების გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს გამოკლებული შემოსავლები ,
რომლებსაც ღებულობენ მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული უცხოური წარმოების
ფაქტორების მესაკუთრეები. როგორც ცხრილი 2-2-დან ჩანს, აშშ-სთვის წმინდა ფაქტორული
გადახდების ოდენობა შედარებით მცირეა და ამიტომ, მთლიანი შიდა პროდუქტისა და
მთლიანი ეროვნული პროდუქტის სიდიდეები თითქმის ერთნაირია .
კერძო და სახელმწიფო სექტორის შემოსავლები. მოცემულ პარაგრაფში
ეკონომიკური საქმიანობის შედეგები გავზომეთ, როგორც ყველა შემოსავლის ჯამი , რომლებიც
მიღებულია ეკონომიკაში. მაგრამ ზოგჯერ, ეკონომისტებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა , თუ
რამდენი შემოსავალი მიიღო კერძო სექტორმა (შინამეურნეობებმა და ბიზნესმა ) და რამდენი -
სახელმწიფო სექტორმა, რომელიც წარმოდგენილია ცენტრალური და ადგილობრივი
მთავრობების მიერ. მაგალითად, როდესაც ვაპირებთ სამომხმარებლო საქონელზე
მოთხოვნის პროგნოზირებას, უფრო სასარგებლოა ყურადღება გავამახვილოთ კერძო
სექტორის შემოსავლების შესწავლაზე, ვიდრე მთლიანად ეკონომიკაში არსებული
შემოსავლების.
კერძო სექტორის შემოსავლები, რომელიც ცნობილია, როგორც კერძო განკარგვადი
შემოსავალი, განსაზღვრავს კერძო სექტორის შემოსავლების სიდიდეს, რომელიც
ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად. საერთოდ, როგორც ცალკეული ოჯახისათვის , კერძო
სექტორის განკარგვადი შემოსავალი, როგორც ერთიანი მთლიანი სუბიექტისა , ტოლია
შემოსავლების ერთობლივობის, რომლებიც მიღებულია მის მიერ საკუთარი ეკონომიკური
საქმიანობიდან, აგრეთვე ანაზღაურებების, რომლებიც მიღებულია კერძო სექტორის მიერ
მთავრობისგან, გამოკლებული მთავრობისადმი გადახდილი გადასახადები . აღნიშნული
განსაზღვრება შეიძლება ჩავწეროთ შემდეგნაირად:

კერძო განკარგვადი შემოსავალი=Y + NFP+TR+∫ −T ,(2.4 )

3 წმინდა ეროვნული პროდუქტი მოიცავს აგრეთვე ზოგიერთ სხვა უმნიშვნელო შემადგენელ კომპონენტებს, კერძოდ
ისეთს, როგორიცაა საწარმოებისადმი მთავრობის სუბსიდიები. აქ მას აღარ განვიხილავთ.
4 ამორტიზაცია (ძირითადი კაპიტალის მოხმარება) ითვალისწინებს კაპიტალის ფიზიკურ ცვეთასაც და მის გასვლას
ექსპლოატაციიდან შემდგომი ფუნქციონირების ეკონომიკურად მიზანშეუწონლობის გამო. მაგალითად, ესაა
მოძველებული კომპიუტერები, რომლებიც ჩამოწერილია უფრო უკეთესი მახასიათებლების მქონე ახალი
მოდელების სწრაფად გამოჩენის გამო.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


13
სადაც Y - მთლიანი შიდა პროდუქტია (შემოსავალი), ე.ი. კერძო სექტორის ერთობლივი
შემოსავალი, რომელიც მიღებულია ქვეყნის შიგნით ეკონომიკური საქმიანობიდან ; NFP -
საზღვარგარეთიდან წმინდა ფაქტორული გადახდები; TR - მთავრობისგან მიღებული
ტრანსფერტები; INT - სახელმწიფო ვალზე პროცენტული გადასახდელები; T - გადასახადები .
როგორც ზემომოცემული ტოლობიდან ჩანს, კერძო განკარგვადი შემოსავალი ტოლია
კერძო სექტორის შემოსავლების, რომლებიც მიღებულია ქვეყნის შიგნით (GDP-ის) და
საზღვარგარეთ (საზღვარგარეთიდან წმინდა ფაქტორული გადახდები)5, პლუს სახელმწიფო
სექტორისგან კერძო სექტორისადმი ანაზღაურებები (ტრანსფერტები და სახელმწიფო ვალზე
პროცენტები), მინუს მთავრობისადმი გადახდილი გადასახადები .
GDP-ის ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს კერძო სექტორის განკარგვად
შემოსავალს, სახელმწიფო სექტორის შემოსავლებია. წმინდა სახელმწიფო შემოსავალი
ტოლია კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების ჯამს გამოკლებული კერძო
სექტორისადმი მთავრობის მიერ გადახდილი ტრანსფერტები და პროცენტები (ტრანსფერტები
და სახელმწიფო ვალზე პროცენტები):

წმინდა სახელმწიფო შემოსავალი=T −TR−∫ .(2.5)

თუ ბოლო ორ გამოსახულებას შევკრებთ, ე.ი. კერძო განკარგვადი შემოსავლისა და


წმინდა სახელმწიფო შემოსავლის ჯამს, მივიღებთ Y + NFP , ანუ მთლიანი ეროვნული
პროდუქტის სიდიდეს.

კერძო განკარგვადი შემოსავალი+ წმინდა სახელმწიფოშემოსავალი=¿

¿ Y + NFP+ TR+∫ −T + ¿

2.3. დანაზოგები და სიმდიდრე

თუ გვსურს შევაფასოდ შინამეურნეობათა ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინ მათი


შემოსავლების მიმდინარე სიდიდეებზე ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება . მაგრამ ,
აუცილებელი არ არის ის გარემოება, რომ მათ, რომელთაც გააჩნიათ უფრო მაღალი
მიმდინარე შემოსავლები, ცხადია იქნებიან უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაშიც , ვიდრე
ნაკლებად მაღალი მიმდინარე შემოსავლების მქონე შინამეურნეობებს. არამომუშავე მაგნატს ,
რომელსაც არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, მაგრამ ფლობს 10 მლნ დოლარის
ღირებულების საკუთრებას, ცხადია, ექნება უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა , ვიდრე
ახლახან სწავლადასრულებულ, მაღალანაზღაურებად ექიმს, რომელმაც სამედიცინო
სასწავლებელში სწავლის განმავლობაში დააგროვა დიდი ვალი. იმისათვის, რომ
განვსაზღვროთ შინამეურნეობათა ეკონომიკური მდგომარეობა, გარდა მიმდინარე
შემოსავლებისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი კუთვნილი საკუთრება (აქტივები ),
აგრეთვე ვალიც (ვალდებულებები). აქტივების სიდიდეს ვალდებულებათა გამოკლებით
ეწოდება სიმდიდრე (კეთილდღეობა).
როგორც ცალკეული შინამეურნეობისათვის, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა
დამოკიდებულია არა მარტო მათ ერთობლივ შემოსავლებზე, არამედ დაგროვებული
სიმდიდრის სიდიდეზე. ერის დაგროვებული სიმდიდრის სიდიდეს მთლიანობაში ეწოდება
ეროვნული სიმდიდრე.

5 მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ შემოსავლების ჯამი, რომლებიც მიღებულია ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ,
მიიღება შემდეგნაირად: (GDP+NFP)=GNP

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


14
სიმდიდრის სიდიდის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დაზოგვის დონე :
ოჯახები, რომლებიც ყოველთვიურად თავიანთი შემოსავლების მეოთხედს აბანდებენ რაიმე
აქტივებში, სიმდიდრეს აგროვებენ უფრო სწრაფად, ვიდრე ის ოჯახები, რომლებიც თავიანთი
შემოსავლების მხოლოდ 2%-ს ზოგავენ. ამის მსგავსად, ეროვნული სიმდიდრის ზრდის ტემპები
დამოკიდებულია ერთად აღებული ინდივიდების, ბიზნესისა და მთავრობის დაზოგვის დონეზე .
ამიტომ, დაზოგვის დონე და სიმდიდრის დაგროვების ტემპები ურთიერთდაკავშირებული
სიდიდეებია.
მოცემულ პარაგრაფში წარმოვადგენთ ერთობლივი დანაზოგებისა და სიმდიდრის
ზოგიერთ კონცეფციას, აგრეთვე განვიხილავთ მათ შორის ურთიერთკავშირებს . ყველაზე
მეტად ჩვენ გვაინტერესებს დანაზოგების გაზომვის საშუალება და ხერხები. ისეთი საკითხები ,
როგორიცაა როგორ და რითი განისაზღვრება ქვეყანაში დაზოგვის დონე, განიხილება
მომდევნო თავებში.

ერთობლივი დანაზოგების გაზომვა

საერთოდ, ნებისმიერი ეკონომიკური აგენტის დანაზოგები წარმოადგენს მის მიმდინარე


შემოსავლებსა და მიმდინარე საჭიროებისათვის გაწეულ დანახარჯებს შორის სხვაობას .
ეკონომიკური აგენტის დაზოგვის ნორმა განისაზღვრება მისი დანაზოგების თანაფარდობით
მისსავე შემოსავლების სიდიდესთან. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით გამოყოფენ
დანაზოგების სამ მნიშვნელოვან მაჩვენებელს: კერძო დანაზოგებს , სახელმწიფო დანაზოგებს
და ეროვნულ დანაზოგებს. ნაერთ ცხრილში 2-3 მოცემულია თითოეული ამ მაჩვენებლების
განსაზღვრება და გაანგარიშების ფორმულები.
კერძო დანაზოგები. კერძო სექტორის დანაზოგები, რომელიც ცნობილია, როგორც
კერძო დანაზოგები, განისაზღვრება კერძო განკარგვად შემოსავალსა და მოხმარებას შორის
სხვაობით. ის გამოითვლება შემდეგნაირად:

S pvt = კერძო განკარგვადი შემოსავალი−მოხმარება=¿

სადაც S pvt - კერძო დანაზოგებია. მოხმარება გამოირიცხება კერძო განკარგვადი


შემოსავლიდან, რათა მივიღოთ დანაზოგები, რადგანაც, მოხმარება წარმოადგენს კერძო
სექტორის დანახარჯებს მიმდინარე მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად . ინვესტიციები
მართალია კერძო სექტორის დანახარჯების ნაწილია, მაგრამ არ გამოირიცხება კერძო
განკარგვადი შემოსავლიდან, რადგანაც კაპიტალური საქონელი შეიძინება არა მიმდინარე
საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, არამედ მომავლისთვის საწარმოო სიმძლავრეების
გასაზრდელად. კერძო დანაზოგების ნორმა განისაზღვრება, როგორც კერძო დანაზოგების
კერძო განკარგვად შემოსავალზე გაყოფის შედეგი6.

ცხრილი 2-3

მაჩვენებლები განსაზღვრება და გაანგარიშების ფორმულა


კერძო კერძო განკარგვადი შემოსავალი
დანაზოგები მოხმარების გამოკლებით:

6 სხვადასხვა ანგარიშებსა და განხილვებში შეიძლება შეგვხდეს ისეთი საზომი, როგორიცაა პირადი დანაზოგები,
რომელიც წარმოადგენს შინამეურნეობების, როგორც კერძო სექტორის ერთ-ერთი ნაწილის დანაზოგებს . პირადი
დანაზოგები განსხვავდება კერძოსაგან ბიზნესის სფეროს დანაზოგების სიდიდით. მაგალითად, აშშ-ში კერძო
დანაზოგების დონე მცირეა. მაგრამ, რადგანაც ბიზნესის მესაკუთრეები იგივე შინამეურნეობებია , რომლებიც მას
აკონტროლებენ, ამ ფაქტს რაიმე არსებითი ეკონომიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ამიტომ, აზრი ეკარგება კერძო
და პერსონალურ დანაზოგებს შორის განცალკევებას და ჩვენც ყურადღებას ვამახვილებთ სწორედ კერძო
დანაზოგების შესწავლაზე.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


15
S pvt =¿
სახელმწიფოს შემოსავლები სახელმწიფო
სახელმწიფო შესყიდვების გარეშე:
დანაზოგები
S govt=¿
კერძო და სახელმწიფო დანაზოგების ჯამი ანუ მთლიანი
ეროვნული პროდუქტი (Y+NFP) მოხმარებისა და სახელმწიფო
ეროვნული
შესყიდვების გამოკლებით:
დანაზოგები

S=S pvt + S govt =Y + NFP−C−G .

სახელმწიფო დანაზოგები. 1996 წელს ეროვნული შემოსავლისა და წარმოების


ანგარიშების სისტემის (NIPA) გადახედვამ გამოიწვია სახელმწიფო დანაზოგების ცნების
ოფიციალური განსაზღვრის ცვლილება. 1996 წლამდე სახელმწიფო დანაზოგები
განისაზღვრებოდა, როგორც წმინდა სახელმწიფო შემოსავალს გამოკლებული სახელმწიფო
შესყიდვები. სახელმწიფო დანაზოგების S govt სიმბოლოთი აღნიშვნით შეგვიძლია მისი
ტრადიციული განსაზღვრის შემდეგი ფორმულით გამოხატვა:

S govt=წმინდა სახელმწიფოშემოსავალი−სახელმწიფო შესყიდვები=¿

აღნიშნულ განტოლებაში G აღნიშნავს მთლიან სახელმწიფო შესყიდვებს, როგორც


მიმდინარე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის საჭირო სახელმწიფო დანახარჯების
ჯამს. ამიტომ, სახელმწიფო დანაზოგების განსაზღვრება აკმაყოფილებს დანაზოგების საერთო
განსაზღვრებას, როგორც შემოსავლებსა და მიმდინარე საჭიროებებზე დანახარჯებს შორის
სხვაობა.
მაგრამ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ყველა სახელმწიფო შესყიდვა როდი ხორციელდება
მიმდინარე მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; მათ შორის ზოგიერთი განკუთვნილია
ძირითადი კაპიტალის საყიდლად (შესაქმნელად), როგორიცაა სკოლები, ავტომაგისტრალები
და ჯებირები. 1996 წელს NIPA -ს ახალმა პოლიტიკამ წინა ვარიანტისგან განსხვავებით მოგვცა
სახელმწიფო შესყიდვების ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფა, რომელთაგან ერთ -ერთი
განკუთვნილია მიმდინარე მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად (და განიხილება ,
როგორც სახელმწიფო მოხმარება7), ხოლო მეორე იხარჯება გრძელვადიანი ექსპლოატაციის
ვადის მქონე კაპიტალური საქონლის შეძენაზე (და განიხილება, როგორც სახელმწიფო
ინვესტიციები). ახალი სისტემის მიხედვით სახელმწიფო დანაზოგები განისაზღვრება , როგორც
წმინდა სახელმწიფო შემოსავალი სახელმწიფო მოხმარების გამოკლებით, მაშინ, როდესაც
ადრე ეს იყოს სხვაობა წმინდა სახელმწიფო შემოსავალსა და მთლიან სახელმწიფო
შესყიდვებს შორის. ამ ახალმა მიდგომამ გაზარდა ამერიკულ ეკონომიკაში დანაზოგებისა და
ინვესტიციების მაჩვენებლები სახელმწიფო ინვესტიციების ოდენობით , რომელიც 300 მლნ
დოლარს აჭარბებს ყოველწლიურად8.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დანაზოგების ახალი განსაზღვრება
კონცეპტუალურად უფრო კორექტულია, ანალიზის უმრავლესობისათვის , რომელიც
მოყვანილია მოცემულ სახელმძღვანელოში, სახელმწიფო მოხმარებისა და სახელმწიფო
ინვესტიციების განცალკევება აუცილებელი არ არის. ამიტომ, ანალიზი რომ არ გავართულოდ ,
როგორც წესი, სახელმწიფო ინვესტიციების იგნორირებას მოვახდენთ და დავუშვებთ , რომ

7 სახელმწიფო მოხმარების მაჩვენებელი მოიცავს სახელმწიფოს კუთვნილი კაპიტალური საქონლის ამორტიზაციას.


8 აღვნიშნავთ, რომ ანალოგიური მიზეზით შინამეურნეობათა დანახარჯები ავტომობილებისა და გრძელვადიანი
სარგებლობის სამომხმარებლო საქონლის ყიდვაზე არ უნდა გამოირიცხოს კერძო განკარგვადი შემოსავლის
მაჩვენებლიდან კერძო დანაზოგების გამოთვლისას, თუმცა პრაქტიკაში ეს მხედველობაში არ მიიღება.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


16
სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება მხოლოდ მოხმარების მიზნით . ამ დაშვებიდან
გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლებთ სახელმწიფო დანაზოგების ტრადიციული
განსაზღვრებით. მაგრამ, როდესაც მსჯელობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, ჩვენ მხედველობაში ვიქონიებთ იმას, რომ ზოგიერთი
სახელმწიფო დანახარჯები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენების კაპიტალური საქონლის
შესაძენად ან მშენებლობისთვის.
სახელმწიფო დანაზოგების სხვა, პრაქტიკულად უფრო ახლომდგომი სახელწოდებაა
სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი. სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი განისაზღვრება,
როგორც სხვაობა სახელმწიფო შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის. სახელმწიფო
შემოსავლები პრაქტიკულად შედგება საგადასახადო შემოსავლებისაგან T . სახელმწიფო
დანახარჯები წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების G ,
ტრანსფერტების TR სახელმწიფო ვალზე პროცენტული გადასახდელების ∫¿ ჯამს. ამიტომ,
სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი განისაზღვრება, როგორც T −¿, რაც იგივე სახელმწიფო
დანაზოგებია.
სახელმწიფო დანახარჯების სახელმწიფო შემოსავლებზე მეტობას ეწოდება სახელმწიფო
ბიუჯეტის დეფიციტი. ასეთ სიტუაციაში, სახელმწიფო დანაზოგებს უარყოფითი სიდიდე გააჩნია.
ეროვნული დანაზოგები. ეროვნული დანაზოგი, ანუ დანაზოგები ეროვნულ ეკონომიკაში,
როგორც ერთიანი, მთლიანი მაჩვენებელი, ტოლია კერძო და სახელმწიფო დანაზოგების
ჯამის. მაშასადამე, ეროვნული დანაზოგის მაჩვენებელი მიიღება შემდეგი ფომულით :

S=S pvt + S govt =( Y + NFP−T +TR+∫ −C ) + (T −TR−∫ −G )=Y + NFP−C−G .(2.8)

აღნიშნული გამოსახულება გვიჩვენებს, რომ ეროვნული დანაზოგი ტოლია ეკონომიკაში


ყველა შემოსავლის ჯამს Y + NFP (რაც შეადგენს მთლიან ეროვნულ პროდუქტს) გამოკლებული
მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე გაწეული დანახარჯები (მოხმარება C და
სახელმწიფო შესყიდვები G ).

კერძო დანაზოგების გამოყენება

რა გამოყენება აქვს კერძო დანაზოგებს ეკონომიკაში? ის გამოიყენება ახალი


კაპიტალდაბანდებების განსახორციელებლად, მთავრობისათვის რესურსების
შესათავაზებლად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, უცხოური აქტივების
შესაძენად ან სასესხო საშუალებათა შესათავაზებლად საზღვარგარეთ .
იმისათვის, რომ ვნახოთ იგივეობის მნიშვნელობა, რომელიც ახდენს კერძო
ინვესტიციების გამოყენების ილუსტრირებას, უპირველეს ყოვლისა, ვისარგებლოთ
შემოსავლები-დანახარჯების იგივეობით და ეროვნული დანაზოგის ფორმულაში Y შევცვალოთ
C+ I +G+ NX -ით:

S=(C + I +G+ NX )+ NFP−C−G .

ამ ფორმულის გამარტივებით მივიღებთ

S=I + ( NX + NFP ) .(2.9)

ეროვნული დანაზოგის ფორმულა შეიცავს NX + NFP გამოსახულებას, რომელიც


აღნიშნავს წმინდა ექსპორტისა და საზღვარგარეთიდან წმინდა ფაქტორული გადასახდელების

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


17
ჯამს და მას ეწოდება მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის სალდო - CA 9. მიმდინარე
ოპერაციათა ანგარიშის სალდო ტოლია მიმდინარე პერიოდში წარმოებული საქონლისა და
მომსახურების სანაცვლოდ საზღვარგარეთიდან მიღებულ გადახდებს (საკომისიო
მომსახურების ჩათვლით) გამოკლებული მოცემული ქვეყნის ეკონომიკური აგენტების მიერ
საზღვარგარეთისადმი ანალოგიური გადახდები. თუ CA -ს ჩავსვამთ NX + NFP-ს მაგივრად,
მივიღებთ:

S=I +CA .(2.10)

გვაქვს რა ეროვნული დანაზოგის ტოლობა, ჩვენ შეგვიძლია კერძო დანაზოგების S pvt


გამოთვლა. როგორც ზემოთ ვნახეთ, კერძო დანაზოგები S pvt ტოლია ეროვნულ დანაზოგებს
გამოკლებულია სახელმწიფო დანაზოგები S govt. საბოლოოდ ვღებულობთ, რომ

S pvt =I + (−S govt ) +CA ,(2.11)

სადაც S govt - სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტია.


ბოლო ტოლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ტოლობაა , რომელსაც
ეწოდება დანაზოგების გამოყენების იგივეობა. ის გვიჩვენებს, რომ კერძო დანაზოგები
ეკონომიკაში სამი მიმართულებით გამოიყენება:
1. ინვესტიციები (I). ფირმები სესხულობენ ფულს კერძო დანაზოგების მქონე
სუბიექტებისაგან, რათა განახორციელონ ახალი კაპიტალური საქონლის (მათ შორის ,
ბინების) მშენებლობისა და შესყიდვის დაფინანსება, აგრეთვე შექმნან სასაქონლო
მარაგები;
2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი (-Sgovt). როდესაც მთავრობა ფუნქციონირებს
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში (ე.ი. Sgovt უარყოფითი სიდიდეა), მან
უნდა განახორციელოს კერძო დანაზოგების მქონე სუბიექტებისგან სესხება
დანახარჯებისა და შემოსავლების თანხებს შორის სხვაობის დასაფარავად ;
3. მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის სალდო (CA). როდესაც ის დადებითია, უცხოური
სექტორის შემოსავლები მოცემული ქვეყნიდან გადახდების ხარჯზე , ვერ ფარავს იმ
გადახდებს, რომელიც უცხოურმა სექტორმა უნდა განახორციელოს მოცემული ქვეყნის
მიმართ. იმისათვის, რომ უცხოელებმა მიიღონ საშუალებები ამ სხვაობის
დასაფარავად, მათ უნდა განახორციელონ კერძო დანაზოგების მქონე მოცემული
ქვეყნის სუბიექტებისაგან სესხება ან უნდა მიჰყიდოს საკუთარი რომელიმე აქტივები ,
ისეთები, როგორიცაა მიწა, ფაბრიკები, სასაქონლო მარაგები, ფასიანი ქაღალდები.
ამიტომ, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დაფინანსება - მოცემული ქვეყნის კერძო
დანაზოგების გამოყენების ერთ-ერთი მიმართულებაა.
ამ სიტუაციის საპირისპირო ხდება მაშინ, როდესაც მოცემული ქვეყნის მიმდინარე
ანგარიშის ბალანსი უარყოფითია. ე.ი., მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ აგენტთა მიერ
მიღებული შემოსავლები საზღვარგარეთიდან ნაკლებია, ვიდრე გადახდები
საზღვარგარეთისადმი. იმისათვის, რომ დაიფაროს გადახდების მეტობა შემოსულობებზე ,
მოცემულმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს უცხოური სექტორისგან სესხება ან მათ უნდა
მიჰყიდოს საკუთარი აქტივები. ასეთ შემთხვევაში, უცხოელები სარგებლობენ თავიანთი
დანაზოგებით, რათა გასცენ სესხები მოცემული ქვეყნის მიმართ ან შეიძინონ ამ ქვეყნის
აქტივები10.

9 სინამდვილეში, მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ბალანსი მოიცავს აგრეთვე წმინდა ცალმხრივ ტრანსფერტებს,
რომლითაც იზომება ქვეყნებს შორის ტრანსფერტების სიდიდეები, ისეთები, როგორიცაა კერძო საჩუქრები ან
საზღვარგარეთის ქვეყნებისადმი (ან საზღვარგარეთიდან) ოფიციალური დახმარებები. ჩვენს ანალიზში საერთოდ
არ განვიხილავთ მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ბალანსის ამ შემადგენელს.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


18
დანაზოგებსა და სიმდიდრეს შორის კავშირი

დაზოგვა საკვანძო ეკონომიკური მაჩვენებელია, რადგანაც ის მჭიდროდაა


დაკავშირებული სიმდიდრის დაგროვების ტემპებთან. ამ პარაგრაფში განვიხილავთ
დანაზოგებსა და სიმდიდრეს შორის ურთიერთკავშირს.
სიმდიდრე და დანაზოგები, როგორც მარაგი და ნაკადი. დანაზოგები და სიმდიდრე
ერთმანეთთან ისევეა დაკავშირებული, როგორც წყლის ნაკადი და მარაგი აუზში . ნებისმიერი
ეკონომიკური აგენტის სიმდიდრე, რომელსაც სხვანაირად წმინდა აქტივები ეწოდება , - ეს მისი
აქტივებია (მის საკუთრებაში არსებული ქონება, მის მიმართ სხვა ეკონომიკური აგენტების
ვალის ჩათვლით) ვალდებულებების გამოკლებით (ე.ი., იმის გამოკლებით, რაც მას მართებს
სხვა ეკონომიკური აგენტების მიმართ). სიმდიდრის სიდიდე იზომება ღირებულებითი
გამოხატულებით (მაგალითად, ლარებში, დოლარებში, ევროებში და სხვ.) დროის ამა თუ იმ
მომენტისათვის და წარმოადგენს მომენტურ ცვლადს. დანაზოგების სიდიდე განისაზღვრება
ფულადი ერთეულებით დროის კონკრეტული პერიოდისათვის და წარმოადგენს დაგროვებით
ცვლადს. იმასთან დაკავშირებით, რომ დანაზოგები აქტივების დაგროვების ან
ვალდებულებების შემცირების ფორმაა (მაგალითად, თუ დანაზოგები გამოიყენება ვალების
ასანაზღაურებლად), ის სიმდიდრეს ემატება ზუსტად ისე, როგორც წყლის ნაკადი ავზში ემატება
უკვე არსებულ წყლის მოცულობას.
ეროვნული სიმდიდრე. ეროვნული სიმდიდრე - არის ქვეყნის მოსახლეობის
ერთობლივი სიმდიდრე. ეროვნული სიმდიდრე შედგება ორი ნაწილისაგან : 1) ქვეყანაში
არსებული ფიზიკური აქტივებისგან, კერძოდ: დაგროვებული კაპიტალური საქონლისა და
მიწისაგან11, და 2) წმინდა უცხოური აქტივებისგან. ქვეყნის წმინდა უცხოური აქტივები
განისაზღვრება, როგორც უცხოურ აქტივებსა (ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი და უცხოეთში
არსებული სასაქონლო მარაგები, ფასიანი ქაღალდები და ფაბრიკები) და უცხოურ
ვალდებულებებს (ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური და ფინანსური აქტივები ,
რომლებიც ეკუთვნით უცხოელებს) შორის სხვაობა. წმინდა უცხოური აქტივები წარმოადგენს
ეროვნული სიმდიდრის ნაწილს, რადგანაც ის გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის მხრიდან
წაყენებულ მოთხოვნებს უცხოელების მიმართ, რომელიც არ იფარება უცხოელების მხრიდან
ეროვნული ეკონომიკის მიმართ მოთხოვნებით.
ქვეყნის მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული ფინანსური აქტივები არ წარმოადგენს
ეროვნული სიმდიდრის ნაწილს, რადგანაც მათი ღირებულება კომპენსირდება სამამულო
ფინანსური ვალდებულებებით. მაგალითად, აშშ-ის მოქალაქის ფულადი ანგარიში ამერიკულ
ბანკში არის ამ მოქალაქის აქტივი, მაგრამ ბანკისთვის - ვალდებულება , ამიტომ , მთლიანად
ეკონომიკისათვის ეს არ წარმოადგენს სიმდიდრეს. ამ სიტუაციის საპირისპიროა ისეთი
შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქალაქეს გააჩნია ანგარიში უცხოურ ბანკში , რადგანაც ეს
უკანასკნელი არაფრით არ უკავშირდება რაიმე სახის სამამულო ვალდებულებებს (ეს არის
უცხოური სექტორის ვალდებულება) და ამიტომ, მას განვიხილავთ ეროვნული სიმდიდრის
ნაწილად.
ეროვნული სიმდიდრის სიდიდე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ორი
მიზეზის გამო. პირველი, შესაძლებელია არსებული აქტივების ან ვალდებულებათა
ღირებულების შეცვლა, რომლითაც ფორმირდება ეროვნული სიმდიდრე . მაგალითად , აშშ -ში
1990-იანი წლების განმავლობაში სასაქონლო ბაზრების მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია ამ

10 მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ბალანსსა და საერთაშორისო სესხებას შორის ურთიერთკავშირი უფრო


დაწვრილებით განიხილება მე-7 თავში.
11 პრინციპში, ეროვნული სიმდიდრე უნდა მოიცავდეს აგრეთვე ქვეყნის მოსახლეობის ცოდნისა და
შესაძლებლობათა ღირებულებას – ე.ი. მას, რასაც ადამიანისეულ კაპიტალს ვუწოდებთ. თუმცა პრაქტიკაში,
ადამიანისეული კაპიტალის გაზომვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ის ჩვეულებრივ არ არის ჩართული
ეროვნული სიმდიდრის მაჩვენებელში.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


19
ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ზრდა. ფიზიკური აქტივების ცვეთა ან ამორტიზაცია , რომელიც
აისახება ამ აქტივების ღირებულებათა შეცვლაზე, ამცირებს ეროვნული სიმდიდრის სიდიდეს .
ეროვნული სიმდიდრის სიდიდის ცვლილების მეორე მიზეზია ეროვნული დანაზოგების
ცვალებადობა. დროის ნემისმიერი განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში თუ არსებული
აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულება უცვლელი რჩება, მაშინ ეროვნული
დანაზოგების ყოველი დამატებითი დოლარი იგივე ოდენობით ზრდის ეროვნულ სიმდიდრეს .
მაშასადამე,

S=I +CA .

აღნიშნული ტოლობა გვიჩვენებს, რომ ეროვნული დანაზოგი გამოიყენება ორი


მიმართულებით: 1) სამამულო ფიზიკური კაპიტალის მოცულობის გასაზრდელად
ინვესტიციების მეშვეობით და 2) ქვეყნის მფლობელობაში არსებული წმინდა უცხოური
აქტივების მოცულობის გასაზრდელად უცხოელებისადმი სესხების შეთავაზებით ან უცხოური
აქტივების ყიდვით იმ თანხის ოდენობით, რომელიც ტოლია მიმდინარე ოპერაციათა
ანგარიშის სალდოსი. მაგრამ ყოველი დოლარი, რომლის ოდენობითაც გაიზარდა ეროვნული
ფიზიკური აქტივები ან წმინდა უცხოური აქტივები - ეს ის დოლარია, რომლის ოდენობითაც
გაიზარდა ეროვნული სიმდიდრე. ამიტომ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ერთი დოლარით
ეროვნული დაზოგვის ზრდა ნიშნავს იგივე ოდენობით ეროვნული სიმდიდრის ზრდას . როგორც
წყლის მაგალითზე განვიხილეთ, რომელიც მილის გავლით მიემართებოდა ავზში, ამ
შემთხვევაშიც, რაც უფრო სწრაფია ეროვნული დანაზოგების ნაკადი, მით უფრო სწრაფად
იზრდება ეროვნული სიმდიდრის მოცულობა.
როგორ უნდა შევადაროთ ვთქვათ, აშშ-ის ეროვნული დანაზოგები და ეროვნული
სიმდიდრე სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს? აშშ სხვა ინდუსტრიულად
განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ხასიათდება შედარებით დაბალი დაზოგვის ნორმით .
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აშშ-ში ინვესტიციების დონეც შედარებით დაბალია .
თუმცა, ამ ქვეყანაში ინვესტიციების დონე უფრო მაღალია, ვიდრე დაზოგვის . თუ გამოვიყენებთ
S=I +CA გამოსახულებას, ვნახავთ, რომ თუ ინვესტიციები I უფრო მეტია, ვიდრე ეროვნული
დანაზოგები S, მაშინ მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის სალდო CA უარყოფითი უნდა იყოს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, აშშ-ის მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის სალდო CA
სინამდვილეში მართლაც უარყოფითი იყო 1980-იანი წლებიდან დაწყებული. ამის
საპირისპიროდ, დანაზოგების მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, ისეთში, როგორიცაა იაპონია ,
შედარებით ნაკლებია ინვესტიციების დონე, ვიდრე დაზოგვის, რის გამოც მათ გააჩნიათ
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის დადებითი სალდო.

2.4. რეალური GDP, ფასების ცვლილების ინდექსი და ინფლაცია

ყველა საკვანძო მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ამ თავში განვიხილეთ , -


GDP, შემოსავლებისა და დანახარჯების შემადგენელი ნაწილები, ეროვნული სიმდიდრე და
დანაზოგები - იზომებოდა მათი მიმდინარე საბაზრო ღირებულებებით. ასეთ მაჩვენებლებს
ეწოდება ნომინალური. საბაზრო ღირებულების გამოყენების უპირატესობა ეკონომიკურ
საქმიანობათა შედეგების განსაზღვრისათვის არის ის, რომ იგი საშუალებას იძლევა
სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა შევკრიბოთ .
მაგრამ ნომინალური მაჩვენებლებით მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობათა შედეგების
გაზომვის დროს წარმოიქმნება რომელიმე ცვლადისათვის, მაგალითად GDP-ისათვის დროის
სხვადასხვა მომენტში ღირებულებათა შედარების პრობლემა. თუ საქონლისა და
მომსახურების მიმდინარე საბაზრო ღირებულება, რომელიც შედის GDP-ის შემადგენლობაში

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


20
და იცვლება დროთა განმავლობაში, ჩვენ უბრალოთ ვერ ვიტყვით GDP-ის ცვლილება
წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობის ცვლილებით იყო გამოწვეული თუ
მათზე ფასების ცვლილებით, ან ამ ორივე ფაქტორის კომბინაციით. მაგალითად, GDP-ის
მნიშვნელოვანი ზრდა მიმდინარე საბაზრო ფასებში შეიძლება ნიშნავდეს , რომ ქვეყანაში
სერიოზულად გაიზარდა საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა ან ქვეყანაში
გაიზარდა ინფლაცია, რომელმაც გამოიწვია საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა .

რეალური GDP

ეკონომისტებმა გამოიმუშავეს ხერხები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია


განვაცალკევოთ ნომინალური მაჩვენებლების ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მისი
ფიზიკური მოცულობისა და ფასების დონის ცვლილებებით. განვიხილოთ რიცხობრივი
მაგალითი, რომელიც წარმოდგენილია ცხრილ 2.3-ში, სადაც ნაჩვენებია მონაცემები
წარმოების მოცულობაზე და საქონლის ფასებზე (იწარმოება ორი სახის საქონელი:
კომპიუტერები და ველოსიპედები). მონაცემები წარმოდგენილია ორი სხვადასხვა წლისათვის .
პირველ წელს GDP-ის მოცულობა შეადგენს 46000 დოლარს (5 კომპიუტერი, თითო 1200
დოლარად და 200 ველოსიპედი, თითო 200 დოლარად). მე-2 წელს GDP-ის მოცულობა
შეადგენს 66000 დოლარს (10 კომპიუტერი, თითო 600 დოლარად და 250 ველოსიპედი, თითო
240 დოლარად), რაც 43,5%-ით მეტია პირველ წელს არსებულ GDP-ის მოცულობაზე.
ნომინალური GDP-ის აღნიშნული 43,5%-იანი ზრდა არ ნიშნავს, რომ სწორედ ამ სიდიდით
გაიზარდა წარმოების ფიზიკური მოცულობა ან ფასების დონე. ის ასახავს როგორც საქონლის
ფიზიკური გამოშვების, ისე ფასების დონის ზრდას.

ცხრილი 2.3. წარმოების მოცულობაზე და ფასებზე მონაცემები

პირველი წელი მეორე წელი მეორე წლის


(საბაზისო) (მიმდინარე) ცვლილება
პირველთან
მიმართებაში, %-ში
წარმოების მოცულობა
კომპიუტერები 5 10 +100
ველოსიპედები 200 250 +25
პროდუქციის ერთეულზე
ფასი
კომპიუტერები 1200 დოლ./კომპ. 600 დოლ./კომპ. -50
ველოსიპედები 200 დოლ./ველოს. 240 დოლ./ველოს. +20
საერთო ღირებულება
კომპიუტერები 6000 დოლ. 6000 დოლ. 0
ველოსიპედები 40000 დოლ. 60000 დოლ. +50
სულ 46000 დოლ. 66000 დოლ. +43,5

რამდენია წარმოების ფიზიკური მოცულობის ცვლილების წვლილი GDP-ის აღნიშნულ


43,5%-იან ზრდაში? ამ გაგების მარტივი ხერხია ფასების ცვლილების გავლენის აღმოფხვრა და
ფიზიკური გამოშვების ცვლილებაზე ყურადღების გამახვილება წარმოების მოცულობის
გადაანგარიშების მეშვეობით ღირებულებით გამოხატულებაში თითოეული წლისათვის

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


21
საბაზისო წლის ფასების გამოყენებით. მოცემული მაგალითისათვის დავუშვათ, რომ საბაზისო
წელი პირველი წელია. ამ წლის ფასების გამოყენებით (კომპიუტერი - 1200 დოლარი და
ველოსიპედი - 200 დოლარი), გამოვიანგარიშოთ მეორე წლის გამოშვება (10 კომპიუტერისა და
250 ველოსიპედის) და მივიღებთ წარმოების მოცულობას ღირებულებით გამოხატულებაში -
62000 დოლარს, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილ 2.4-ში. 62000 დოლარი - ეს არის მეორე წლის
რეალური GDP-ის მოცულობა, რომელიც გაზომილია პირველი წლის ფასებით.
ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც განისაზღვრება საბაზისო წლის ფასებით,
რეალური ცვლადებია. რეალური ეკონომიკური ცვლადები ზომავს ეკონომიკური საქმიანობის
ფიზიკურ სიდიდეებს. კერძოდ, რეალური GDP, რომელსაც აგრეთვე GDP მუდმივ ფასებში
ეწოდება, განსაზღვრავს ეკონომიკაში საბოლოო წარმოების ფიზიკურ მოცულობას საბაზისო
წლის ფასების გამოყენებით. ნომინალური GDP, რომელსაც აგრეთვე მიმდინარე ფასებში
ნომინალური GDP ეწოდება, განსაზღვრავს ეკონომიკაში საბოლოო წარმოების ღირებულებით
მოცულობას მიმდინარე საბაზისო ფასებში. ამიტომ, ნომინალური GDP მეორე წელს ჩვენს
მაგალითში შეადგენს 66000 დოლარს; ეს სიდიდე ჩვენ გამოვთვალეთ მიმდინარე (ე.ი. მეორე
წლის) ფასების გამოყენებით.
რამდენია რეალური GDP-ის სიდიდე პირველ წელს? კვლავ პირველი წელი ჩავთვალოთ
საბაზისო წლად და გამოვიყენოთ ამ წლის ფასები (კომპიუტერი 1200 დოლ. და ველოსიპედი
200 დოლ.) პროდუქციის ღირებულების გამოსათვლელად. წარმოების მოცულობა
ღირებულებით გამოხატულებაში (5 კომპიუტერისა და 200 ველოსიპედის) შეადგენს 46000
დოლარს. ეს არის რეალური GDP-ის მოცულობა პირველ წელს, რომელიც ემთხვევა ამ წლის
ნომინალური GDP-ის მოცულობას. შედეგი არც შეიძლება სხვა იყოს, რადგანაც მიმდინარე
ფასები და საბაზისო წლის ფასები საბაზისო წელს ერთი და იგივეა; მაშასადამე , საბაზისო
წელს წარმოებული პროდუქტის ნომინალური და რეალური ღირებულება ყოველთვის
ემთხვევა ერთმანეთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბაზისო წელს რეალური GDP-ის სიდიდე
ნომინალური GDP-ის სიდიდის ტოლია.
ახლა შეგვიძლია გავიანგარიშოთ წარმოების ფიზიკური მოცულობის ზრდა მეორე წელს
პირველ წელთან მიმართებაში. რეალური GDP-ის დანიშნულებაა წარმოების ფიზიკური
მოცულობის განსაზღვრა. რადგანაც რეალური GDP მეორე წელს შეადგენს 62000 დოლარს ,
ხოლო პირველ წელს - 46000 დოლარს, მაშინ გასაგებია, რომ წარმოების მოცულობა,
რომელიც გაზომილია რეალური GDP-ით, მეორე წელს პირველ წელთან შედარებით გაიზარდა
34,8%-ით.

ცხრილი 2.4. წარმოების რეალური მოცულობის გაანგარიშება ღირებულებით


გამოხატულებაში (საბაზისო წლის ფასებში)

წარმოების რეალური მოცულობის გაანგარიშება საბაზისო წლის ფასებში


(საბაზისო წელია პირველი წელი)
საბაზისო წლის
გამოშვება
ფასი
პირველი წელი
კომპიუტერები 5 × 1200 დოლ. = 600 დოლ.
40000
ველოსიპედები 200 × 200 დოლ. =
დოლ.
46000
მეორე წელი ჯამში =
დოლ.
12000
კომპიუტერები 10 × 1200 დოლ. =
დოლ.
ველოსიპედები 250 × 200 დოლ. = 50000

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


22
დოლ.
62000
ჯამში =
დოლ.
რეალური GDP-ის ზრდა პროცენტებში=(62000 დოლ. - 46000 დოლ.)/46000 დოლ.=34,8%
წარმოების რეალური მოცულობის გაანგარიშება საბაზისო წლის ფასებში
(საბაზისო წელია მეორე წელი)
საბაზისო წლის
გამოშვება
ფასი
პირველი წელი
კომპიუტერები 5 × 600 დოლ. = 3000 დოლ.
48000
ველოსიპედები 200 × 240 დოლ. =
დოლ.
51000
მეორე წელი ჯამში =
დოლ.
კომპიუტერები 10 × 600 დოლ. = 6000 დოლ.
60000
ველოსიპედები 250 × 240 დოლ. =
დოლ.
66000
ჯამში =
დოლ.
რეალური GDP-ის ზრდა პროცენტებში=(66000 დოლ. - 51000 დოლ.)/51000 დოლ.=29,4%

ფასების ინდექსები

ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ გამოითვლება ნომინალური GDP-ის ცვლილება, რომელიც


გამოწვეულია წარმოების ფიზიკური მოცულობით. ახლა ყურადღებას გავამახვილებთ ფასების
ცვლილებაზე ფასების ინდექსის გამოყენებით. ფასების ინდექსი - ეს არის გარკვეულ
საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საშუალო დონის ცვლილების მაჩვენებელი მიმდინარე
პერიოდში საბაზიზოსთან შედარებით. GDP-ის დეფლატორი - ეს არის ფასების ინდექსი,
რომელიც განსაზღვრავს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საერთო დონის ცვლილებას ,
რომლებიც გაითვალისწინება GDP-ში და გამოითვლება ფორმულით

რეალური GDP = ნომინალური GDP / GDP-ის დეფლატორი/100).

GDP-ის დეფლატორი (გაყოფილი 100-ზე) - ეს არის სიდიდე, რომელსაც უნდა


მივაკუთვნოთ ნომინალური GDP (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეფლირებული ) რეალური
GDP-ის მისაღებად. ჩვენს მაგალითში უკვე გამოვთვალეთ ნომინალური და რეალური GDP,
ამიტომ ახლა შეიძლება განვსაზღვროთ GDP-ის დეფლატორი თუ წინა ფორმულას
შემდეგნაირად გადავწერთ

GDP დეფლატორი = 100 × ნომინალური GDP/რალური GDP.

პირველ წელს (ჩვენს მაგალითში, საბაზისო წელს) ნომინალური და რეალური GDP


ერთნაირია, ამიტომ, GDP-ის დეფლატორი 100-ის ტოლია. ეს მაგალითი ახდენს საერთო
პრინციპის ილუსტრაციას, რომლის თანახმადაც GDP-ის დეფლატორი საბაზისო წელს
ყოველთვის 100-ის ტოლია. მეორე წელს ნომინალური GDP შეადგენს 66000 დოლარს (იხ.
ცხრილი 2.3), ხოლო რეალური - 62000 დოლარს (იხ. ცხრილი 2.4), ამიტომ, GDP-ის დეფლატორი
მეორე წელს ტოლია: 100×66000 დოლ./62000 დოლ.=106,5, ე.ი. 6,5 პროცენტით მაღალია, ვიდრე

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


23
GDP-ის დეფლატორი პირველ წელს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ფასების საერთო დონე,
რომელიც დეფლატორითაა გაზომილი, მეორე წელს 6,5 პროცენტით მაღალია პირველ
წელთან შედარებით.
რეალური GDP-ის და GDP-ის დეფლატორის სიდიდე დამოკიდებულია საბაზისო წლის
არჩევაზე. ქვემოთ ნაჩვენებია, რომ საბაზისო წლის არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს წარმოების რეალური მოცულობის ზრდის გაანგარიშების დროს, რომელზეც
ზემოქმედებას ახდენს ფასების დონის ცვლილება.

კომპიუტერული რევოლუცია და GDP-ის გაზომვა ჯაჭვური საშუალოშეწონილის


დახმარებით

კომპიუტერის ფართო გამოყენებამ მოხდინა ბიზნესის, განათლებისა და თავისუფალი


დროის რევოლუციური ცვლილება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში . აშშ -ში კომპიუტერების
ყიდვაზე რეალური დანახარჯების წილი ხუთგზის გაიზარდა 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან
1990-იანი წლების შუა პერიოდამდე მაშინ, როცა მათზე ფასები ყოველწლიურად შემცირდა
საშუალოდ 10%-ზე მეტად. კომპიუტერების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ და მათზე ფასების
ამდენივე მკვეთრმა შემცირებამ აშკარად დააყენა საბაზისო წლის არჩევის პრობლემა
რეალური GDP-ის ზრდის გამოსათვლელად.
იმისათვის, რომ მოვახდინოთ ამ პრობლემის ილუსტრირება, შეგვიძლია ვისარგებლოთ
მაგალითით, რომელიც წარმოდგენილია ცხრილ 2.3 და 2.4-ში, რომელიც მოიცავს
კომპიუტერების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას მათზე ფასების მკვეთრ შემცირებასთან
ერთად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პირველი წლის საბაზისო წლად არჩევის შემთხვევაში რეალური
GDP 34,8%-ით გაიზარდა მეორე წლისათვის პირველ წელთან მიმართებაში. მაგრამ, ამჯერად
ვნახავთ, რომ ცხრილი 2.4-ის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ წარმოების
რეალური მოცულობის ზრდის სრულიად სხვა მნიშვნელობა, თუ საბაზისო წლად ავირჩევთ
მეორე წელს. მეორე წლის ბაზად მიღება ნიშნავს იმას, რომ ამ წლის ფასს ვიყენებთ წარმოების
მოცულობის ღირებულების განსაზღვრის მიზნით პირველი წლისათვის . კერძოდ , თითოეული
კომპიუტერის ფასი შეადგენს 600 დოლარს, ხოლო თითოეული ველოსიპედის - 240 დოლარს.
ამიტომ, 5 კომპიუტერისა და 200 ველოსიპედის რეალური ღირებულება, რომელიც
წარმოებულია პირველ წელს, შეადგენს 51000 დოლარს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ მეორე წლის
გამოყენებას საბაზისო წლად, მაშინ წარმოების რეალური მოცულობა ამ წლისათვის
დაემთხვევა ნომინალურს, რომელიც უკვე გამოვთვალეთ და რომლის სიდიდემ შეადგინა
66000 დოლარი. ამიტომ, თუ საბაზისო წლად მივიღებთ მეორე წელს, ვნახავთ, რომ წარმოების
რეალური მოცულობა პირველ წელს არსებული 51000 დოლარიდან მეორე წლისათვის 66000
დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ზრდამ შეადგინა 29,4%.
მოდით შევაჯამოთ ჩვენი გამოთვლის შედეგი. საბაზისო წლად პირველი წლის
გამოყენების დროს წარმოების მოცულობის ღირებულების ზრდა შეადგენს 34,8%, ხოლო
მეორე წლის საბაზისო წლად არჩევის შემთხვევაში - მხოლოდ 29,4%-ს. რატომ წარმოიქმნა
ასეთი დიდი სხვაობა? ამ მაგალითში კომპიუტერთა რაოდენობა მეორე წელს პირველთან
შედარებით გაიზარდა 100%-ით (5-დან 10-მდე), ხოლო ველოსიპედების რაოდენობა - 25%-ით
(200-დან 250-მდე). წარმოების საერთო მოცულობის ღირებულების გამოთვლილი ზრდა - 34,8%
ბაზად პირველი წლის გამოყენების, ხოლო 29,4% - ბაზად მეორე წლის გამოყენების
შემთხვევაში - ასახავს ორი ინდივიდუალური საქონლის ზრდის ტემპებში განსხვავებას. ზრდის
საერთო ტემპი - ეს არის საშუალოშეწონილი სიდიდეების სხვადასხვა სახე ინდივიდუალური
საქონლების ზრდის ტემპების მიხედვით. როდესაც ბაზისად პირველი წელია მიღებული, ჩვენ
ვიყენებთ პირველი წლის ფასებს წარმოების მოცულობის ღირებულების შესაფასებლად,
ხოლო ამ წელს კომპიუტერები რამდენადმე ძვირი იყო, ვიდრე ველოსიპედები. ამიტომ,
წარმოების მოცულობის ღირებულების ზრდამ მეტწილად ასახა კომპიუტერების ღირებულების

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


24
ზრდის უფრო მაღალი ტემპები, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო ბაზისად მეორე წლის
გამოყენების შემთხვევაში.
რომელი წლის გამოყენება იქნება “მართებული” საბაზისო წლად? არ არსებობს აშკარა
და ცხადი მიზეზები, რომელთა ძალითაც შესაძლებელი იქნებოდა რომელიმე წლისათვის
უპირატესობის მინიჭება საბაზისო წლად არჩევის თვალსაზრისით. გადააწყდა რა ამ
პრობლემას, აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ 1996 წელს შემოიღო ჯაჭვური
საშუალოშეწონილი ინდექსები რეალური GDP-ის გასაზომად. ჯაჭვური საშუალოშეწონილი
ინდექსები წარმოადგენს მათემატიკურ კომპრომისს საბაზისო წლად პირველი და მეორე წლის
გამოყენებას შორის. რეალური GDP-ის ზრდის ტემპი გამოითვლება რეალური GDP-ის ჯაჭვური
საშუალოშეწონილის გამოყენებით - ზრდის ტემპის საშულო სიდიდე, რომელიც გამოთვლილია
პირველი წლის საბაზისო წლად გამოყენების შემთხვევაში და ზრდის ტემპის საშუალო სიდიდე,
რომელიც გამოთვლილია მეორე წლის საბაზისო წლად გამოყენების შემთხვევაში (ჩვენს
მაგალითში ამგვარად გამოთვლილი რეალური GDP-ის ზრდის ტემპი შეადგენს 32,1%-ს, მაგრამ
ამჯერად დაწვრილებით ამ გამოთვლაზე არ შევჩერდებით).
მანამ, ვიდრე ეკონომიკური ანალიზის ბიურო დაიწყებდა ჯაჭვური საშუალოშეწონილი
ინდექსების გამოყენებას, ის ბაზად რეალური GDP-ის გამოსათვლელად იყენებდა 1987 წელს.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია გახდა საბაზისო წლად გამოყენებულიყო
უფრო გვიანდელი წელი რეალური GDP-ის გამოთვლისას ფასების ცვლილების
გათვალისწინების მიზნით, რომელსაც უნდა აესახა სხვადასხვა წარმოებული საქონლის
ნამდვილი ღირებულება. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი ჰქონდა საბაზისო წლის შეცვლას,
ეკონომიკური ანალიზის ბიურომ ხელახლა გადაიანგარიშა რეალური GDP-ის რეტროსპექტული
მონაცემები. ჯაჭვური საშუალოშეწონილის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ასეთი
მონაცემების ეფექტური ავტომატური გადაანგარიშება. მოცემული წლისათვის წლიური ზრდა
გამოითვლება საანგარიშო წლისა და საბაზისო წლად წინა წლის მონაცემთა გამოყენებით.
ახლა არ არის აუცილებელი ყოველთვის გადავიანგარიშოთ GDP-ის ზრდის ტემპზე
რეტროსპექტული მონაცემები ბაზად ახალი წლის გამოყენებით. გარდა ამისა, რეალური GDP-
ის ჯაჭვურ საშუალოშეწონილ ინდექსებს სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებთ.
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლებისა და დანახარჯების იგივეობა Y =C + I +G+ NX
ყოველთვის ნომინალურ მაჩვენებლებშია გამოსახული, ტექნიკური მიზეზების გამო ეს
თანაფარდობა ზუსტად არ არის დაცული იმ შემთხვევებში, როდესაც GDP და მისი
შემადგენლები იზომება რეალურ სიდიდეებში ჯაჭვური საშუალოშეწონილის გამოყენებით.
რადგანაც მნიშვნელობებში სხვაობა ჩვეულებისამებრი მცირეა, ამ წიგნის მიზნებიდან
გამომდინარე ჩვენ ვიგულისხმებთ, რომ შემოსავლებისა და დანახარჯების იგივეობა
შენარჩუნებულია როგორც რეალურ, ისე ნომინალურ ცვლადებში.
ჯაჭვური საშუალოშეწონილები შემოღებულ იქნა საბაზისო წლად ზოგიერთი წლის
არჩევის პრობლემის გადასაჭრელად რეალური GDP-ის გაანგარიშების დროს. რამდენად
მაღალია განსხვავება, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერების წარმოების სწრაფი ზრდითა
და მათზე ფასების შემცირებით, ასევე გაანგარიშების ახალი მეთოდების დანერგვის
აუცილებლობით? 1987 წლის გამოყენებით საბაზისო წლად გამოთვლილ იქნა რეალური GDP-
ის ზრდის ტემპი 1994 წლის მეოთხე კვარტალში, რომელმაც წლიური გამოხატულებით
შეადგინა 5,1%. ამავე პერიოდისათვის ჯაჭვური საშუალოშეწონილის გამოყენებით მიღებულ
იქნა ნაკლებად მაღალი მნიშვნელობა - 4,0%. ეკონომიკური ანალიზის ბიუროს შეფასებით,
ზრდის ტემპებში ამ სხვაობის დაახლოებით 3/5 განპირობებული იყო კომპიუტერული ტექნიკის
გავლენის გათვალისწინებით.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი. GDP-ის დეფლატორი ზომავს საქონელსა და


მომსახურებაზე ფასების საშუალო დონეს, რომელიც ჩართულია GDP-ის შემადგენლობაში.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ზომავს სამომხმარებლო საქონელზე ფასების
ცვლილებას. GDP-ის დეფლატორისაგან განსხვავებით, რომელიც ყოველკვარტალურად
გამოითვლება, CPI განისაზღვრება ყოველთვიურად. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


25
იმუშავებს CPI-ის, მისი პერსონალი თვალყურს ადევნებს ფიქსირებული სიის ან
სამომხმარებლო საქონლის კალათის მიხედვით მიმდინარე ფასებს, სადაც ჩართულია
მრავალი კონკრეტული სახის კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, კომუნალური მომსახურება,
სათბობი. CPI ყოველი თვისათვის გამოითვლება, როგორც სამომხმარებლო საქონლის
კალათის მიმდინარე ღირებულება, შეფარდებული იმავე კალათის ღირებულებასთან საბაზისო
წლისათვის, განმარვლებული 100-ზე.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლა მოითხოვს შესაბამისი საბაზისო
პერიოდის გამოყენებას ფასების ცვლილების გასათვალისწინებლად, აგრეთვე პერიოდს
ინდექსში ჩართული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის განსაზღვრისათვის. ამჟამად
საფასე საბაზისო პერიოდია 1982-1984 წლები, რაც ნიშნავს სამომხმარებლო ფასების ინდექსის
აგებას ბაზად ფასების დონის მიღებას, რომელიც 100-ის ტოლია 1982 წლის იანვრიდან 1984
წლის დეკემბრის ჩათვლით. ამგვარად, თუ CPI-იმ 2003 წელს შეადგინა 185, ეს ნიშნავს, რომ
სამომხმარებლო ფასების საშუალო დონე 85 პროცენტით მაღალია, ვიდრე 1982-1984 წლებში.
CPI-ში ჩართული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის განსაზღვრის პერიოდი ეს
ის პერიოდია, რომლისთვისაც შრომის სტატისტიკის ბიურო ადგენს საქონლის კალათას
(ამჟამად ეს 1993-1995 წლების) და სამოხმარებლო ხარჯების შესაბამის მოდელს. როგორც
ვხედავთ, ახლანდელ დროში ის განსხვავდება საფასე საბაზისო პერიოდისაგან. მთავრობის
გეგმები ითვალისწინებს სამოხმარებლო ხარჯების მოდელებისა და შესაბამისი პერიოდის
განახლებას, თითოეულს რამდენიმე წლით საფასე მიზნობრივი პერიოდის გამოყენების
შენარჩუნებით.
ეს განპირობებულია იმით, რომ საქონლისა და მომსახურების კალათა, რომელიც
გამოიყენება CPI-ის აგების დროს, თანდათანობით სულ უფრო და უფრო განსხვავებული ხდება
იმ საქონლისგან, რომლებსაც ადამიანები მოიხმარენ ახლანდელ დროში (სამომხმარბელო
ქცევა იცვლება არა მარტო ადამიანთა სურვილით, რომელიც, მაგალითად, გულისხმობს
ფრინველის ხორციდან საქონლის ხორცის მოხმარებაზე გადასვლას, არამედ იმის გამოც, რომ
ზოგიერთი საქონელი, რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე, უბრალოდ არ არსებობდა 1993-1995
წლების პერიოდში). ამ პრობლემის შესამცირებლად, შრომის სტატისტიკის ბიურო გეგმავს
საქონლისა და მომსახურების სტრუქტურის ხშირ კორექტირებას, რომლებიც ჩართულია
კალათაში, რათა მან უკეთ ასახოს ადამიანების მიერ ახლანდელ დროში მოხმარებადი
პროდუქტები.
ინფლაცია. უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, რომელიც ურთიერთკავშირშია ფასების
ინდექსთან, ინფლაციის დონეა. ინფლაციის დონე წარმოადგენს ფასების ზრდის ტემპს
პროცენტებში დროის გარკვეული პერიოდისათვის. ამგვარად, თუ CPI ერთ წელს არსებული
100-დან 105-მდე გაიზარდა მომდევნო წლისათვის, მაშინ ინფლაციის დონე ამ პერიოდისათვის
შეადგენს (105-100)/100=5/100=0.05=5% წლის განმავლობაში. თუ მესამე წლისათვის CPI
შეადგენს 112-ს, მაშინ ინფლაციის დონე ბოლო წლისათვის ტოლი იქნება
(112-105)/105=7/105=0,0667=6,67%. ზოგადად, თუ Pt - არის t დროში ფასების დონე, ხოლო Pt +1-
ფასების დონე t+ 1 დროში, მაშინ ინფლაციის დონე t და t+ 1 პერიოდებს შორის, ანუ π t +1 ტოლი
იქნება

P t +1−Pt ∆ Pt +1
π t +1= = ,
Pt Pt

სადაც ∆ Pt +1 ანუ Pt +1−Pt წარმოადგენს Pt -ს ცვლილებას.


ნახ. 2.1-ზე ნაჩვენებია აშშ-ის ინფლაციის დონე 1960-2022 წლებში, რომელიც ეფუძნება
GDP-ის დეფლატორს, როგორც ფასების დონის გამზომს. ინფლაცია იზრდებოდა 1960-იან და
1970-იან წლებში, მნიშვნელოვნად დაეცა 1980-იანი წლების ბოლოს და კიდევ უფრო შემცირდა
1990-იან წლებში.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


26
2.5. საპროცენტო განაკვეთები

საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


სახეა. საპროცენტო განაკვეთი - შემოსავლის დონეა, რომელიც უზრუნველყოფილია
მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის. მაგალითად, თუ საპროცენტო განაკვეთი ერთწლიან
სესხზე, რომლის ოდენობა 100 დოლარია და შეადგენს წლიურ 8 პროცენტს, ეს ნიშნავს, რომ
მსესხებელი უზრუნველყოფს კრედიტორისათვის 108 დოლარის გადახდას ერთი წლის შემდეგ,
ე.ი. ძირითადი ვალის 100 დოლარისა და საშუალების სარგებლობისათვის პროცენტის სახით 8
დოლარის გადახდას.

ნახ. 2.1. ინფლაციის ტემპი აშშ-ში 1960-2002 წლები

როგორც მე-4 თავში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, ეკონომიკაში არსებობს


მრავალი სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთების განსხვავდებიან
იმისდა მიხედვით, თუ ვინ სესხულობს, რა ვადით და მრავალი სხვა ფაქტორის გამო.
ეკონომიკაში გარეთვე მრავალი სხვადასხვა სახის აქტივია, ისეთები, როგორიცაა
კორპორაციის აქციები, რომელზედაც არ არის განსაზღვრული რაიმე საპროცენტო განაკვეთი,
მაგრამ ისინი თავიანთ მფლობელებს უზრუნველყოფენ გარკვეული შემოსავლით; აქციებზე
შემოსავლები გვევლინება დივიდენდების სახით ან კაპიტალის მატებად (აქციის საბაზრო
ღირებულების ზრდა დროთა განმავლობაში). მრავალი სხვადასხვა სახის აქტივის არსებობა,
რომელთაგან თითოეული უზრუნველყოფს თავისი საკუთარი შემოსავლების დონით,
ართულებს მაკროეკონომიკის შესწავლას. მაგრამ კარგია ის, რომ საპროცენტო განაკვეთების
უმრავლესობას და შემოსავლიანობის სხვა დონეებს აქვთ ერთობლივი ამაღლების ან
შემცირების ტენდენცია. მაკროეკონომიკური ანალიზის მიზნებისათვის, ჩვენ ჩვეულებისამებრ
ვამბობთ “საპროცენტო განაკვეთი”, თითქოსდა ის იყოს ერთადერთი ეკონომიკაში.
მაგალითად, თუ ვამბობთ, რომ გარკვეული პოლიტიკა იწვევს “საპროცენტო განაკვეთის”
ზრდას, ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთებსა და შემოსავლების დონეებს საერთოდ
აქვთ ზრდისადმი ტენდენცია.

რეალური და ნომინალური საპროცენტო განაკვეთები

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


27
საპროცენტო განაკვეთებისა და შემოსავლიანობის სხვა დონეების გაზომვას იგივე
პრობლემა ახლავს, რაც ნომინალურ GDP-ის: საპროცენტო განაკვეთი გვიჩვენებს, რამდენად
იზრდება სესხად შემოთავაზებული აქტივის ნომინალური (ღირებულებით გამოხატულებაში
დოლარებში) ღირებულება, მაგრამ არ გვეუბნება იმაზე, თუ რამდენად იცვლება აქტივის
რეალური ღირებულება (მისი მსყიდველობითი უნარიანობა). მაგალითად, განვიხილოთ
შემნახველი ანგარიში, რომელზეც წლის დასაწყისში განთავსებულია 300 დოლარი წლიური
4%-იანი განაკვეთით. წლის ბოლოსათვის შემნახველ ანგარიშზე იქნება 312 დოლარი, რაც
შედარებით საკმაოდ კარგია მეანაბრისათვის ნულოვანი ინფლაციის შემთხვევაში; ასეთ
შემთხვევაში ფასების დონე წლის განმავლობაში არ იცვლება და 312 დოლარად მიმდინარე
პერიოდში შეიძლება ვიყიდოთ 4%-ით მეტი საქონელი და მომსახურება, ვიდრე 300 დოლარად
წლით ადრე. მაგრამ, თუ ინლფცაის 4%-ია და საქონელი და მომსახურება, რომლებიც წლით
ადრე 300 დოლარი ღირდა, ამჟამად 312 დოლარი ღირს, მაშინ შემ,ნახველ ანგარიშზე
მიმდინარე პერიოდში რეალურად იგივე თანხაა, რაც ერთი წლით ადრე იყო.
იმისათვის, რომ განვასხვაოთ აქტივების რეალური ღირებულების ცვლილება მისი
ნომინალური ღირებულების ცვლილებისგან, ეკონომისტები ხშირად სარგებლობენ ცნებით
რეალური საპროცენტო განაკვეთი. რეალური საპროცენტო განაკვეთი (ანუ აქტივის
შემოსავლიანობის რეალური დონე) - ეს ის დონეა, რომლის ოდენობითაც იზრდება აქტივის
რეალური ღირებულება (ანუ მსყიდველობითი უნარიანობა) დროის გარკვეული
პერიოდისათვის. განსხვავებით რეალური საპროცენტო განაკვეთებისგან, ყოველდღიურ
ცხოვრებაში (მაგალითად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში), გამოყენებადი
საპროცენტო განაკვეთის ცნება ჩვეულებისამებრ განეკუთვნება ნომინალურ საპროცენტო
განაკვეთებს. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი (ანუ შემოსავლიანობის ნიმინალური
განაკვეთი) - ეს ის დონეა, რომლითაც იზრდება აქტივის ნომინალური ღირებულება დროთა
განმავლობაში. ნომინალური საპროცენტო განაკვეთისათვის გამოიყენება i სიმბოლო.
რეალური საპროცენტო განაკვეთი დაკავშირებულია ნომინალურ საპროცენტო
განაკვეთთან და ინფლაციის დონესთან შემდეგი თანაფარდობით:

რეალური საპროცენტო განაკვეთი = ნომინალური საპროცენტო განაკვეთი - ინფლაციის


დონე

r =i−π . (2.12)

ახლა დავუბრუნდეთ შემნახველი ანგარიშის მაგალითს, რომელზეც გადაიხდება წლიური


4%. თუ ინფლაციის დონე ნულის ტოლია, რეალური საპროცენტო განაკვეთი მოცემული
შემნახველი ანგარიშის მიხედვით შეადგენს 4%-იან ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს მინუს
ინფლაციის დონის 0%, ე.ი. 4%. ოთხპროცენტიანი რეალური განაკვეთი შემნახველი ანგარიშის
მიხედვით ნიშნავს, რომ მეანაბრე წლის ბოლოს უნარიანი იქნება იყიდოს 4%-ით მეტი
საქონელი და მომსახურება, ვიდრე წლის დასაწყისში. მაგრამ, თუ ინფლაცია 4%-ია, მაშინ
რეალური საპროცენტო განაკვეთი ტოლია იქნება ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს (4%)
გამოკლებული ინფლაციის დონე (4%), ე.ი. 0%. ამ შემთხვევაში, მსყიდველობითი უნარიანობა
ანგარიშზე არსებული თანხისა წლის ბოლოსათვის იმაზე მეტი არ იქნება, რაც წლის დასაწყისში
იყო.
ნომინალური და რეალური საპროცენტო განაკვეტები აშშ-ში 1960-2002 წლებში ნაჩვენებია
ნახ. 2.2-ზე. რეალური საპროცენტო განაკვეთი უჩვეულოდ დაბალი იყო 1970-იანი წლების შუა
პერიოდში; სინამდვილეში ის უარყოფითი იყო, რაც ნიშნავდა სესხად შეთანვაზებული
აქტივების რეალური ღირებულების შემცირებას დროთა განმავლობაში. როგორც
ნომინალური, ისე რეალური საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად მაღალ დონემდე
გაიზარდა 1980-იანი წლების დასაწყისში, ხოლო შემდეგ დაუბრუნდა თავის ჩვეულებრივ
პოზიციას.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


28
მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთი. როცა ახორციელებთ სესხებას,
გასცემთ ვალად ან ბანკში დეპოზიტზე განათავსებთ თანხას, ნომინალური საპროცენტო
განაკვეთი წინასწარ განსაზღვრულია. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას რეალურ საპროცენტო
განაკვეთზე? ნებისმიერი ნომინალური საპროცენტო განაკვეთის დროს, როგორც ამას 2.12
განტოლება ადგენს, რეალური საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ინფლაციის დონეზე
სესხის ან დეპოზიტის ვადის განმავლობაში - ვთქვათ ერთი წლისათვის. მაგრამ ინფლაციის
დონე მომავალი წლისათვის შეუძლებელია განისაზღვროს მის დამთავრებამდე. ამიტომ,
სესხის ან დეპოზიტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში რეალური საპროცენტო
განაკვეთი განუსაზღვრელია.

ნახ. 2.2. ნომინალური და რეალური საპროცენტო განაკვეთები აშშ-ში, 1960-1992


წლებში

იმასთან დაკავშირებით, რომ მსესხებლებმა, კრედიტორებმა და მეანაბრეებმა არ იციან


რამდენი იქნება რეალური საპროცენტო განაკვეთი, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის
შესახებ, თუ რამდენი საშუალება უნდა იქნას სესხად შეთავაზებული, ვალად აღებული ან
დეპოზიტზე განთავსებული მათ მიერ მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთის
მნიშვნელობის საფუძველზე. მათ იციან ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, ხოლო მათ მიერ
მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთის დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ
რას ფიქრობენ ისინი ინფლაციაზე. მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთი - ეს
არის სხვაობა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთსა და მოსალოდნელ ინფლაციას შორის
სხვაობა:

e
r =i−π ,(2.13)

სადაც r - მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთია, ხოლო π e - ინფლაციის


მოსალოდნელი დონე.
2.13 და 2.12 ტოლობების შედარებით შეიძლება ნახოთ, რომ თუ ადამიანთა მოლოდინი
გამართლდება, ე.ი. მოსალოდნელ და ფაქტიურ ინფლაციას ექნება ერთნაირი მნიშვნელობა,
მაშინ მოსალოდნელი და ფაქტიური საპროცენტო განაკვეთები აგრეთვე ერთმანეთის ტოლი
იქნება.
მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთი - ეს ის განაკვეთია, რომელიც უნდა
იქნეს გამოყენებული უმრავლესი სახის ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების დროს,
როგორიცაა ადამიანთა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენი აიღონ სესხი ან გასცენ
ვალად. მაგრამ, მოსალოდნელი რეალური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის პრობლემა
მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომისტებს, ზოგადად, არ შეუძლიათ ზუსტად იცოდნენ როგორია

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


29
ადამიანთა მიერ მოსალოდნელი ინფლაციის დონე. ეკონომისტები სხვადასხვა ხერხს იყენებნ
მოსალოდნელი ინფლაციის გამოსათვლელად. ერთ-ერთი მიდგომაა გამოკითხვის ჩატარება
იმ მიზნით, რათა გაიგონ თუ ინლფაციის რა დონეს ელოდებიან ადამიანები. სხვა ხერხი
ეფუძნება ვარაუდს, რომლის მიხედვითაც საზოგადოება ელოდება ინფლაციის ისეთ დონეს,
როგორც საჯაროდ გამოცხადდება მთავრობის ან ექსპერტთა მიერ პროგნოზების სახით. მესამე
ხერხია ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი ინფლაცია განისაზღვრება ბოლო
წარსულში არსებული ტენდენციის ექსტრაპოლაციით. მაგრამ, ყველა ეს მეთოდი
არასრულყოფილია და ამიტომ ინფლაციის მოსალოდნელი დონე ყოველთვის გარკვეული
შეცდომებით იქნება ნაწინასწარმეტყველები.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა


30

You might also like