You are on page 1of 4

შპს „ქოლგა-ითი“ პრემიუმ ხარისხის კბილის პასტებს აწარმოებს.

ის იყენებს შეკვეთების მიხედვით დანახარჯების აღრიცხვის მარტივ (Simple) სისტემას და


საწარმოო ზედნადების გადასანაწილებლად მთლიან პირდაპირ დანახარჯებს იყენებს.

კომპანია აწარმობს ორი ტიპის კბილის პასტას: 50 მლ-იანს და 100 მლ-იანს. კომპანია
შეკვეთებს იღებს პარტიებად - ერთ 50 მლ-იან პარტიაში არის 65 ცალი 50 მლ-იანი კბილის
პასტა, ხოლო ერთ 100 მლ-იან პარტიაში არის 40 ცალი 100 მლ-იანი კბილის პასტა.

საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიას თავისი საწარმო დაყოფილი აქვს ორ ფუნქციურ


დეპარტამენტად: 1) მასალის გადამუშავების 2) ჩამოსხმის.

2019 წლის დასაწყისში კომპანიის ბუღალტერმა შეადგინა წლის საბიუჯეტო მონაცემები.


ვინაიდან „ქოლგა-ითი“ პროდუქცია რეკომენდირებულია ამერიკის სტომატოლოგთა
ასოციაციის მიერ, მის კბილის პასტებზე საკმაოდ დიდი მოთხონვაა და კომპანიაში
ვარაუდობენ, რომ 2019 წელს 9000 პარტიაზე მიიღებენ შეკვეთას, საიდან 2500 პარტია
იქნება შეკვეთა 100 მლ-იან კბილის პასტებზე, ხოლო დანარჩენი - 50 მლ-იანზე.

ერთი ცალი კბილის პასტის წარმოებასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ინფორმაცია


მოცემულია შემდეგ ცხრილში:

მასალის გადამუშავების ჩამოსხმის


დეპარტამენტი დეპარტამენტი
პირდაპირი ნედლეული (ლარებში):
50 მლ-იანი 0.9 0.8
100 მლ-იანი 1.5 1
პირდაპირი შრომის საათები:
50 მლ-იანი 1.5 წუთი 0.8 წუთი
100 მლ-იანი 2 წუთი 1.6 წუთი
მანქანა საათები:
50 მლ-იანი 0.9 წთ 0.6 წთ
100 მლ-იანი 1.1 წთ 0.95 წთ

წლის დასაწყისში მენეჯმენტი ვარაუდობდა, რომ პირდაპირი შრომის ყოველ ერთ საათზე
დასაქმებულებს 30 ლარს გადაუხდიდა. საბიუჯეტო მონაცემებში გამოიყო ზედანდები
დანახარჯის 5 კატეგორია და დეპარტამენტების მიხედვით სავარაუდო დანახარჯები
შემდეგია:

ზედნადები დანახარჯები მასალის გადამუშავების ჩამოსხმის


(ლარებში): დეპარტამენტი დეპარტამენტი
დანახარჯები დამატებით
75,200 37,000
(არაპირდაპირ) ნედლეულზე
დანახარჯები საწვავზე 23,000 11,000
დანახარჯი ხარისხის კონტროლზე 45,000 20,800
დანადგარების შეკეთებისა და
11,000 12,500
მოვლის დანახარჯები
დანახარჯები ქარხნის 37,000
ადმინისტრირებაზე
დანახარჯი კომუნალურ
48,150
გადასახადზე

კომუნალური და ქარხნის ადმინისტრირების დანახარჯები საერთოა ორივე


დეპარტამენტისათვის.

შპს „გუდვილმა“ 2019 წლის 1 აპრილს „ქოლგა-ითი“ დიდი შეკვეთა მისცა და დაავალა,
რომ კბილის პასტების 760 პარტია დაემზადებინა (650 – 50 მლ-იანი, 110 – 100 მლ-იანი).
ცნობილია, რომ გუდვილის მთლიან შეკვეთაზე პირდაპირმა ნედლეულმა მასალის
გადამუშავების დეპარტამენტში შეადგინა 3,200 ლარი, ხოლო ჩამოსხმის დეპარტამენტში -
2900 ლარი. დამატებითი ინფორმაცია „გუდვილის“ მთლიან შეკვეთასთან დაკავშირებით
მოცემულია ცხრილში:

მონაცემები მთლიან შეკვეთაზე დამუშავების განყოფილება ჩამოსხმის განყოფილება


პირდაპირი შრომის საათები:
5 მლ-იანი 18 10
10 მლ-იანი 21 11.5
მანქანა საათები:
5 მლ-იანი 9 14.5
10 მლ-იანი 11 15.75

2019 წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ, ფაქტობრივად, კომპანიამ დაამზადა 10,000 პარტია,
ხოლო პირდაპირი შრომის თითოეულ საათზე 10%-ის მეტის გადახდა მოუწია, ვიდრე
ვარაუდობდა. თითოეულ პარტიაში კბილის პასტების რაოდენობა ზუსტად იმდენი იყო,
რამდენი თავდაპირველად ჩაიფიქრეს. პარტიებიდან 100 მლ-იანი კბილის პასტა იყო 2000
პარტია, ხოლო 50 მლ-იანი კბილის პასტა - 8000.

სხვა რეალური მონაცემები, 1 ცალ კბილის პასტაზე გათვლით, მოცემულია ცხრილში:

მასალის გადამუშავების ჩამოსხმის


დეპარტამენტი დეპარტამენტი
პირდაპირი ნედლეული (ლარებში):
50 მლ-იანი 0.85 0.82
100 მლ-იანი 1.5 1.1
პირდაპირი შრომის საათები:
50 მლ-იანი 1.6 წუთი 0.9 წუთი
100 მლ-იანი 2.1 წუთი 1.6 წუთი
მანქანა საათები:
50 მლ-იანი 1.15 წუთი 0.65 წუთი
100 მლ-იანი 1.2 წუთი 1 წუთი

რეალური ზედნადები დანახარჯების შესახებ კი შემდეგი ინფორმაციაა ცნობილი:

ზედნადები დანახარჯები მასალის გადამუშავების ჩამოსხმის


(ლარებში): დეპარტამენტი დეპარტამენტი
დანახარჯები დამატებით 80,000 30,000
(არაპირდაპირ) ნედლეულზე
დანახარჯები საწვავზე 30,000 12,000
დანახარჯი ხარისხის კონტროლზე 40,000 25,000
დანადგარების შეკეთებისა და
20,000 13,000
მოვლის დანახარჯები
დანახარჯები ქარხნის
40,000
ადმინისტრირებაზე
დანახარჯი კომუნალურ
50,000
გადასახადზე

დავალება:
1. ხარჯთაღრიცხვის მარტივი (Simple) სისტემისთვის:
1.1 იპოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთის თვითღირებულება;
1.2 იპოვეთ მთელი წლის განმავლობაში გადახარჯული და გაუხარჯავი ზედნადების
სიდიდე;
1.3 გადაიტანეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედნადების სიდიდე რპთ-ზე და
მოიყვანეთ შესაბამისი გატარება;
1.4 გადაანაწილეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედანდები მაკორექტირებელი
ნორმით და იპოვეთ შეკვეთის კორექტირებული თვითღირებულება.

2. თუკი კომპანია დაიწყებს ზედნადები დანახარჯების დეპარტამენტების მიხედვით


გადანაწილებას, დეპარტამენტებისთვის საერთო ზედნადებ (ქარხნის ადმინისტრირებისა
და კომუნალურ) დანახარჯებს მათ თანაბრად მიაკუთვნებს და ზედნადები ხარჯების
გადანაწილებას მასალის გადამუშავების დეპარტამენტში მანქანა საათების, ხოლო
ჩამოსხმის დეპარტამენტში - პირდაპირი შრომის საათების მიხედვით განახორციელებს,
მაშინ:
2.1 იპოვეთ ერთი ცალი 50 მლ-იანი კბილის პასტის თვითღირებულება;
2.2 იპოვეთ ერთი ცალი 100 მლ-იანი კბილის პასტის თვითღირებულება;

3. კომპანია ფიქრობს გადავიდეს დანახარჯთა კლასიფიკაციის ABC სისტემაზე.

ამ ნაბიჯის შედეგად, საერთო ზედნადები დანახარჯები (ქარხნის ადმინისტრირებისა და


კომუნალური დანახარჯები) თანაბრად გადანაწილდება დეპარტამენტებზე.

დეპარტამენტების მიხედვით ზედნადებების განაწილების შესახებ ინფორმაცია კი


მოცემულია ცხრილში:

ზედნადები დანახარჯი ბაზა


დანახარჯები დამატებით ნედლეულზე პირდაპირი ნედლეული
დანახარჯები დანადგარების მანქანა საათები
შეკეთება/მოვლაზე და საწვავზე
დანახარჯები ხარისხის კონტროლზე და პირდაპირი შრომა ლარებში
ქარხნის ადმინისტრირებაზე
დანახარჯი კომუნალურ გადასახადზე პარტიების ჯამური რაოდენობა

ამ სისტემისთვის:
3.1 იპოვეთ „გუდვილის“ შეკვეთის თვითღირებულება;
3.2 იპოვეთ 2019 წლის ბოლოს არსებული გადახარჯული თუ გაუხარჯავი
ზედნადებების სიდიდე ზედნადები დანახარჯების თითოეული კატეგორიის მიხედვით;
3.3 გაანაწილეთ გაუხარჯავი თუ გადახარჯული ზედანდები მაკორექტირებელი
ნორმით და იპოვეთ შეკვეთის კორექტირებული თვითღირებულება.

You might also like