You are on page 1of 3

თემა 1.

ბიზნესის ფინანსური რესურსები და დაფინანსების ფორმები

ა) განსახილველი საკითხები:
1. ფინანსური რესურსების არსი;
2. ბიზნსის ფინანსური რესურსების ფორმირება;
3. ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნილების გაანგარიშება;
4. ბიზნესის შემოსავლების ცნება და სტრუქტურა;
5. ბიზნესის მოგების გამოყენება;
6. ბიზნესის ვენჩურული დაფინანსება;
7. ბიზნესის ლიზინგური დაფინანსება;
8. „ბიზნეს ანგელოზები“ როგორც ბიზნესის დაფინანსების ფორმა;
9. ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერა და დაფინანსება;
10. ბიზნესის დაფინანსება საგადასახადო მექანიზმებით.

ბ) მიმოხილვითი შეკითხვები:
1. რაში მდგომარეობს ბიზნესის ფინანსური რესურსების არსი?
2. როგორ ხდება ბიზნესის ფინანსური რესურსების ფორმირება?
3. მოიყვანეთ ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნის გაანგარიშების
ფორმულა და მაგალითი;
4. რა ელემენტებისაგან შედგება ბიზნესის შემოსავალი?
5. სად შეიძლება იქნას გამოყენებული ბიზნესის მოგება?
6. რას ნიშნავს ბიზნესის ვენჩურული დაფინანსება და რა
უპირატესობებით ხასიათდება იგი?
7. დაახასიათეთ ბიზნესის ლიზინგური დაფინანსების არსი;
8. ჩამოაყალიბეთ ოპერატიული ლიზინგისა და ფინანსური ლიზინგის
განმასხვავებელი ნიშნები;
9. რას ნიშნავს ბიზნეს-ანგელოზები და როგორია მისი არეალი ბიზნესის
დაფინანსებაში?
10. დაახასიათეთ ბიზნესისადმი სახელმწიფო მხარდაჭერისა და
დაფინანსების ფორმები;
11. რაში მდგომარეობს სუბსიდიის, სუბვენციის, დოტაციის, სახელმწიფო
კრედიტის და სახელმწიფო გარანტიის არსი?
12. რას გულისხმობს ბიზნესის საგადასახადო მექანიზმებით დაფინანსება?
13. დაახასიათეთ ინვესტიციური საგადასახადო კრედიტისა და
საგადასახადო არდადეგების არსი.
14.
სიტუაციური ამაოცანა
სად შეეშალა ქეთრინს?
ქეთრინი ხშირად მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი
ასეთი მოგზაურობის დროს მან იტალიაში აღმოაჩინა პატარა მაღაზიები, რომლებიც
ვაჭრობდნენ თიხისა და ფაიფურის ნაწარმით, საფერფლეებით დაწყებული და
ჭურჭლით დამთავრებული. ზოგიერთი ნაწარმი შესრულების მხრივ მართლაც
უმაღლესი ხარისხის იყო.
ქეთრინმა დაიწყო ამ ნაწარმის იმპორტირება აშშ-ში. მყიდველებმა უმალ
შეაფასეს საქონლის ხარისხი და მზად იყვნენ, მასში საკმაოდ მაღალი ფასი
გადაეხადათ. ქეთრინმა გადაწყვიტა ფასები დაეტოვებინა საშუალო დონეზე, რათა
ბიზნესს სწრაფი ზრდის საშუალება მისცემოდა. პირველ ორ თვესთან შედარებით,
შემდგომ სამ თვეში რეალიზაცია ორჯერ გაიზარდა. პირველ წელთან შედარებით,
მეორე წელს რეალიზაცია გაორმაგდა.
რამდენიმე თვეში ერთხელ ქეთრინს უხდებოდა ბანკში სესხის აღება. იგი
უპრობლემოდ იღებდა სოლიდურ თანხებს კრედიტის სახით, რადგან ის ყოველთვის
თავის დროზე აბრუნებდა მას. საქონლის შესაძენი თანხების რაოდენობის
შესამცირებლად ქეთრინი ყოველთვის იყენებდა სავაჭრო შღავათებს, რაც იმაში
გამოიხატებოდა, რომ იგი საჭირო ვალდებულებებს ფარავდა არა უგვიანეს ათი
დღისა. ამით ის ინარჩუნებდა თავისთვის 20%-იან ფასდაკლებას, რომელსაც
სთავაზობდნენ მომწოდებლები სწრაფი გადახდის შემთხვევაში.
თავის მხრივ მყიდველების უმრავლესობა საქონელს ქეთრინთან ყიდულობდა
კრედიტში. მაგალითად, ისინი ყიდულობდნენ წყვილ ლანგარსა და ქოთანს, ხოლო
ქეთრინი საშუალებას აძლევდა მათ, ფული გადაეხადათ გარკვეული დროის შემდეგ.
ზოგიერთი მყიდველი არ ჩქარობდა ფულის გადახდას და წელავდა ამ პროცესს
ნახევარი წლითა და მეტით.
სამი წლის შემდეგ ქეთრინმა შეამჩნია, რომ მისი ფირმის საქმეები უფრო
ცუდად წავიდა. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებებმაც, რომ ადგილობრივი ეკონომიკა
განიცდიდა კრიზისს, რის გამოც ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. მიუხედავად
ამისა, ქეთრინის ბიზნესი, შეიძლება ითქვას, მაინც რჩებოდა დამაკმაყოფილებელ,
ღირსეულ დონეზე. ერთ მშვენიერ დღეს, მას დაურეკეს ბანკიდან და შეახსენეს, რომ
აგვიანებდა სესხის დაბრუნებას. ქეთრინი იმდენად იყო დაკავებული, რომ არ მიაქცია
ყურადღება ანგარიშებს და აღმოჩნდა შემდეგი პრობლემა - მას უბრალოდ არ ჰქონდა
ნაღდი ფული, რომ ბანკის ვალი გადეხადა. მან დაიწყო რეკვა მყიდველებთან,
სთხოვდა, რომ გადაეხადათ ფული, მაგრამ ისინი ამ პერიოდისათვის
გადახდისუუნარონი აღმოჩდნენ. მან გადაწყვიტა სასწრაფოდ გაეზარდა ფასები და
აღარ გაეყიდა საქონელი კრედიტში. ქეთრინმა დაიწყო მომწოდებლების ანგარიშების
განაღდების გადავადება, რამაც ავტომატურად გამოიწვია საქონლის შეძენის
ღირებულების ზრდა. ამის შემდეგ მიმართა ბანკს თხოვნით, რათა მასთან ერთად
გაეკეთებინათ მისი ფირმის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი. ბანკის
თანამშრომელმა გააკეთა ქეთრინის ყველა ვალდებულებისა და აქტივების ანალიზი.
ამის შემდეგ მან შეადგინა სალაროს ნუსხა და ბანკი დათანხმდა ქეთრინისათვის
მიეცა მცირე სესხი. ყველაფერ ამის შემდეგ ქეთრინის ფირმის საიმპორტო
მოღვაწეობა ვითარდებოდა წინანდელთან შედარებით გაცილებით ნელა, მაგრამ ამის
საპირისპიროდ მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
შეიძლება ითქვას, რომ ქეთრინი თითქმის გაკოტრდა და გადარჩა მხოლოდ ბოლო
მომენტში.

კითხვები დაგაწყვეტილების მისაღებად:


1. რით შეიძლება ავხსნათ, რომ ფირმას შეიძლება ჰქონდეს მაღალი ამონაგები
გაყიდვიდან და მაღალი მოგება, და მიუხედავად ამისა, არ გააჩნდეს ნაღდი
ფული (ფული ანგარიშზე)?
2. რატომ წავიდა ქეთრინის საქმეები უფრო კარგად, როდესაც მან აწია ფასები
და უარი განაცხადა კრედიტში ვაჭრობაზე?
3. რაში მდგომარეობდა ქეთრინის პრობლემების არსი? სწორად მოიცა თუ არა
იგი, როდესაც მან მიმართა ბანკს დახმარებისათვის, თუ
გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მას ამ ბანკის ფული მართებდა?

You might also like