You are on page 1of 4

,,მეწარმისთვის დამახასიატებელი პიროვნული თვისებები''

რა არის იდეა, რომელსაც ერთდროულად გამოიყენებდით თქვენი საქმიანობის


წარმატებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის?
ასეთი იდეის მოფიქრება, სიმართლე ითქვას, არცთუ ადვილია, მისი
განხორციელება კი — უფრო რთული. ყოველწლიურად ქართულ ბიზნესსფეროში
ჩნდება უამრავი ახალი სტარტაპი, ინოვაციური იდეებითა და შემართებით, თუმცა,
სიმართლისგან შორს არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი მცირე ნაწილია
დაკავებული სოციალური მეწარმეობით.

სოციალური მეწარმეობა სწორედ ისაა, რაც დასაწყისში აღვნიშნეთ — მუშაობა


შენთვის და შენი საზოგადოებისა და გარემოსთვის. სირთულის მიუხედავად, ასეთი
მეწარმეობა ორმაგად მომგებიანია, რადგან წარმატებული გარემო მეწარმეს
ერთიორად სწევს წინ.
ნებისმიერს შეუძლია გახდეს მეწარმე, მაგრამ ყველა არ არის წარმატებული თავის
საქმეში. ამისათვის შეიძლება არ იყოს საკმარისი მოტივაცია, ინტერესი, ერთგულება,
პასუხისმგებლობა და ხასიათის სხვა თვისებები. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ
წარმატება მოდის მხოლოდ მათთვის, ვინცყოველთვის აკეთებს რაღაცას, გამუდმებით
ფიქრობს შესაძლო ვარიანტებზე საკუთარი ბიზნესის განვითარება, აქტიურად მიდის
მისკენ და არ ზის და ელოდება რაღაც უჩვეულო მოხდება.
მეწარმეთა როლი საზოგადოებაში მეწარმეები ახალი პროდუქტის
წარმოებასთან ერთად ,ქმნიან სამუსაო ადგილებს, აძლიერებენ ქვეყნის ეკონომიკას
და შესაბამისად სახელმწიფოსაც.გარდა ამისა, ცნობილია არა ერთი მაგალითი , თუ
როგორ შეუძლია მეწამეს საზოგადოებს ცხოვრების გაუმჯობესება – როდესაც იგი,
საკუთარი ბიზნესის განვიტარებასტან ერტად , ფიქრობს საზოგადოების წინაშე
არსებულ პრობლემებზე.

ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო

მეფუტკრეობა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, სოფლის


მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია, თუმცა, ამ სფერომ ახალ რეალობასთან
ადაპტირება ადვილად მოახერხა და საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენება დაიწყო. ამის მიუხედავად, მაინც გამორჩეული და ინოვაციური მიზანი
აქვს ბიოფიჭის მდგრად სოციალურ საწარმოს , რომელიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში
საქმიანობს."პროექტი თავდაპირველად, დაახლოებით, სამი წლის წინ დავწერეთ",
— იხსენებს ბიოფიჭის წარმომადგენელი, გიორგი ბერუჩაშვილი, — "იდეა გაჩნდა
იქიდან, რომ ბიოთაფლის საწარმოებლად მეფუტკრეებისთვის ხელმიუწვდომელი
იყო ბიოფიჭა. ფიჭის ის სახეობა, რომელიც ამჟამად ჩვენს რეგიონში იწარმოება,
გაურკვეველი წარმომავლობისაა. სურსათის ეროვნული სააგენტო რიგის
ლაბორატორიაში ყოველწლიურად ამოწმებს მეფუტკრეების წარმოებულ თაფლს.
რამდენიმე შემთხვევაში თაფლში აღმოჩნდა ანტიბიოტიკები. როცა ჩვენს რეგიონში
ამის შესახებ კვლევა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ, ძირითადად, ეს ფიჭის
პრობლემა იყო — ის იყო ანტიბიოტიკებით დაბინძურებული. ამიტომ, გადაწყვიტეთ,
ეს პრობლემა მოგვეხსნა მეფუტკრეებისთვის და მათთვის გარანტირებულად
მაღალი ხარისხის ბიოფიჭა მიგვეწოდებინა".როგორც გიორგი აღნიშნავს, ბიოფიჭა
ბიოთაფლის საწარმოებლად ძირითადი ელემენტია, თუმცა, ამის გარდა,
მეფუტკრემ არ უნდა გამოიყენოს ისეთი პრეპარატები, რომლებიც პროდუქტს
დააბინძურებს.ბიოფიჭამ მოახერხა, საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსში
გაემარჯვა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
მიმართულებების დამთხვევამ. გუნდის სამივე წევრი რაჭის მდგრადი განვითარების
ასოციაციის წევრია, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და იურიდიული
მიმართულების მქონე ადამიანების ტანდემი კი წარმატებული აღმოჩნდა. "არ
გაჩერდე" — საქართველოს ბანკის სლოგანი კი მდგრადი სოციალური საწარმოს
ზრახვებს ზუსტად ასახავს."ჩვენი მეფუტკრეობით დაინტერესება განპირობებულია
იმით, რომ რეგიონში არსებობს საქმიანობის განვითარების დიდი პოტენციალი.
ამიტომ ვუწოდეთ მას მდგრადი სოციალური საწარმო — ერთი მხრივ, დარგის
მდგრად განვითარებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, თავად საწარმოც მზარდი და
გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილია", —
ამბობს ბიოფიჭის წარმომადგენელი.გიორგი, რომელიც თავადაც მეფუტკრე-
ტრენერია და გაეროს პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსი აქვს გავლილი,
აღნიშნავს, რომ მათი მოწოდებაა "განაგრძე წინსვლა". მისი თქმით, ყოველი
სწავლების დასასრულს სწორედ ამას ეუბნება აუდიტორიას, რომ რაც უნდა ზარალი
ნახოს ან შეცდომა დაუშვას მეფუტკრემ, საქმიანობაზე ზრუნვა უნდა განაგრძოს და
არ გაჩერდეს.
ქართველი მეღვინე ქალები
ბაია აბულაძე ახალგაზრდა და ნოვატორულ მეღვინეთა კოჰორტას მიეკუთვნება,
რომელთა გამოჩენა მეღვინეობის განვითარების ახალ ერას, ევროპულ ბაზრებზე
ქართული ღვინის დამკვიდრებასა და ექსპერიმენტული ხედვების დანერგვას
უკავშირდება.2015 წელს, მან სოფელ ობჩაში საგვარეულო ვენახის საფუძველზე,
საკუთარი მეღვინეობა დააფუძნა და ღვინის ახალი სახეობების შესაქმნელად
ბიოტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. მისი ოცნება იყო დასავლეთ
საქართველოსთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშების გაშენება და უნიკალური
დასავლური ღვინის ხელახალი აღმოჩენა.
„თითოეული ღვინის ბოთლი, რომელიც ჩვენს მეღვინეობაში ისხმება, ხელით
დაკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ხარისხს წარმოაჩენს“, - ამბობს ბაია.

შემართებამ და ნოვატორულმა იდეებმა სასურველი შედეგი გამოიღო. რამდენიმე წლის


მანძილზე, ბაიას მსუბუქმა, იმერეთის მზითა და ხილის სურნელით გაჯერებულმა ღვინომ
საქართველოს ბაზარი დაიპყრო და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. სულ მალე,
ტრადიციული ღვინოების ხაზს პეტნატების (Pet Nat), ანუ ბუნებრივად ცქრიალა ღვინის
ხაზიც დაემატა, რომელსაც ბაიას უმცროსი და, გვანცა, ჩაუდგა სათავეში.

„ჩვენი ღვინო პატივს მიაგებს ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, თუმცა


ამავდროულად, ინოვაციის უსაზღვრო შესაძლებლობებსაც იყენებს“, - ამბობს
გვანცა.დღეს, აბულაძეების ღვინო თხუთმეტი ქვეყნის ბაზარზე იყიდება და ღირსეულად
წარმოაჩენს ქართული ღვინის მართლაც უსაზღვრო პოტენციალს.

2022 წელს, „ბაიას ღვინომ“ და „გვანცას ღვინომ“ მიიღო ევროკავშირისა და UNDP-ის


ერთობლივი დახმარება თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად. ამის შედეგად,
ახალგაზრდა მეღვინეებმა შეძლეს წარმოების ხაზის გამართვა და ავტომატიზირება და
პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება ევროკავშირის ბაზარზე არსებული მკაცრი
სტანდარტების შესაბამისად. მეღვინეობის წარმადობა რამდენჯერმე გაიზარდა, რაც
დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე.

ბაია და გვანცა აბულაძეების მეღვინეობა წარმატებით ვითარდება, რაც შთაგონების


წყაროა ახალი თაობის მეღვინე ქალებისთვის. თითოეული ბოთლი, რომელსაც ამ ორი
გამორჩეული მეღვინე ქალი სახელი აწერია, პატივს მიაგებს ქართული მეღვინეობის
უმდიდრეს ტრადიციებს, ამსხვრევს სტერეოტიპებს და გზას უნათებს თანასწორ
მომავალს, სადაც ქალის ნიჭი და წარმატება სათანადოდ იქნება დაფასებული.

You might also like